მიქა წინასაწარმეტყველის გაფრთხილება: ხედვა უკრაინიდან

17 August 15:07
5256
ფოტო: СПЖ ფოტო: СПЖ

უკრაინის ხელისუფლება მიმართულია უმე-ს განადგურებაზე. ადვოკატმა რ. ამსტერდამმა მიმართა ვ. ზელენსკის წერილით გაფრთხილებით პასუხისმგებლობის შესახებ. მაგრამ უფრო საშიში გაფრთხილებებიც არსებობს.

ქრისტესშობამდე VIII საუკუნეში იუდეაში ცხოვრობდა მიქა წინასწარმეტყველი.  „უფლის სიტყვა, რომელიც იყო მორეშეთელ მიქას მიმართ იუდას მეფეების - იოთამის, ახაზის და იეხიზკიას დროს, და რომელიც იხილა სამარიასა და იერუსალიმის გამო” (მიქ. 1,1), - ასე იწყება მისი წიგნი, რომელიც ბიბლიაშია შესული. როგორც ცნობილია, მეფე სოლომონის შემდეგ ისრაელის ერთიანი სახელმწიფო გაიყო: იუდეა, სადაც შევიდა იუდას ტომი და ბენიამინეს ტომის ნახევარი და ისრაელი, რომელიც შემდგომში გახდა სამარია და მისგან შეიქმნა დანარჩენი 10,5 ტომი. ისრაელი საკმაოდ სწრაფად განეშორა ჭეშმარიტ ღვთისთაყვანისცემას, რასაც ხელი შეუწყო როგორც  დაპყრობებმა, ასევე  უცხოტომელებთან შერეულმა ქორწინებებმაც. იუდეა უფრო დიდხანს ინარჩუნებდა ღვთისადმი ერთგულებას, მაგრამ პერიოდულად ისიც განუდგებოდა ერთიან ჭეშმარიტ ღმერთს და კერპთაყვანისცემაში გადავარდებოდა ხოლმე. ეს მოხდა სწორედ მეფე აქაზის მმართველობის დროს. ნეშტთა მეორე წიგნი მოკლედ აღწერს ამ მოვლენებს: „ძე ოცისა წლისა იყო აქაზ მეფობასა მისსა და ათექუსმეტ წელ მეფობდა იერუსალემს და არა ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა, ვითარცა-იგი დავით, მამამან მისმან. და ვიდოდა იგი გზათა მათებრ მეფეთა ისრაჱლისათა და რამეთუ გამოქანდაკებულნიცა ქმნნა. ხატთა მათთა უზორვიდა ქუეყანასა ბენიამენისასა და განყვანდეს შვილნი მისნი ცეცხლსა საძაგელებათაებრ წარმართთასა, რომელნი მოსრნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა, და უკმევდა მაღალთა ზედა და ერდოებსა ზედა ქუეშე და ყოველსა ხესა მაღნარისასა” (2 ნეშტ. 28, 1-4).

ასე აღწერს ბიბლიური მთხრობელი აქაზის განდგომას ჭეშმარიტი ღმერთისგან და ჭეშმარიტი ღვთისთაყვანისცემისგან. უკრაინის დღევანდელი მმართველები არა მარტო განუდგნენ ღმერთს, არამედ   ქრისტესი  და მისი  ეკლესიის მტრები გახდნენ. უფალმა თავის მოწაფეებს განუცხადა: „კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა. და ესე გიყონ თქუენ, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი მამაჲ, არცა მე” (იოანე 16, 2-3). ეს სიტყვები თითქოს  უშუალოდ უკრაინაში დღეს მცხოვრებ ქრისტიანებზეა ნათქვამი. უკრაინის ხელისუფლება და რადიკალები უმე-ს მორწმუნეებს ტაძრებიდან აგდებენ. ზოგიერთი სუსტი ჯანმრთელობის მქონე მღვდელი და მორწმუნე თითქოს სპეციალურად ჰყავთ ციხეებში ისეთ  საშინელ პირობებში, რომ ამას შეიძლება შენელებული მკვლელობა ეწოდოს. მეორე მხრივ კი, რუსი ჯარისკაცები უშუალოდ კლავენ  ჩვენს  მეომრებს და მშვიდობიან მოსახლეობას, რაკეტებს უშენენ ჩვენს ქალაქებს და ანგრევენ ჩვენს ტაძრებს. და ყველაფერი ეს რაღაც გაურკვეველი ღმერთის სახელით კეთდება. უკრაინაში არსებობს  გაურკვეველი ნაციონალური ღვთაება, რომელიც არ უშვებს “სამოთხეში მონებს” და რომელსაც ზოგჯერ ჯაველინით ხელში გამოსახავენ. რფ-ში ეს რუსული სამყაროს კერპია, რომელსაც სისხლიან მსხვერპლს წირავენ. მაგრამ ეს ყველაფერი არ მომდინარეობს სახარებიდან, იმისგან, რასაც მაცხოვარი თავის მოწაფეებს ასწავლიდა.  
აქაზის განდგომის დროს მოღვაწეობდა წინასწარმეტყველი მიქა, რომელიც ამბობდა: „ისმინეთ ერთა ყოველთა და ერჩდინ ქუეყანაჲ და ყოველნი მისშორისნი. და იყავნ უფალი ღმერთი თქუენ შორის მოწამედ, უფალი, სახლით გამო წმიდით მისით. მით, რამეთუ, აჰა, უფალი გამოვიდეს ადგილისაგან მისისა და შთავიდეს და აღვიდეს სიმაღლეთა ზედა ქუეყანისათა და შეირყინენ მთანი ქუეშე კერძო მისსა. და ჴევნებნი დადნენ, ვითარცა ცჳლი პირისაგან ცეცხლისა და ვითარცა წყალი შთამომდინარი შთამოღმართსა უთნოობისათჳს იაკობისსა ყოველნი ესე და ცოდჳსათჳს სახლისა ისრაჱლისა. რაჲ არს უთნოობა იაკობისი - არა სამარიაჲ? და რაჲ ცოდვაჲ სახლისა იუდაჲსი - არა იერუსალჱმი?” (მიქ. 1, 2-5).

დღეს უკრაინაში მიღებულია ყველაფერში რუსეთის დადანაშაულება. რუსეთი თავს რომ არ დაგვსხმოდა, ყველაფერი კარგად გვექნებოდა. მაგრამ მოვუსმინოთ, რას ამბობს მიქა წინასწარმეწტყველი: „რაჲ არს უთნოობა იაკობისი? და რაჲ ცოდვაჲ სახლისა (ე.ი. საკერპო ტაძრები) იუდაჲსი - არა იერუსალჱმი?”. თვით უკრაინის ხელისუფლებამ არ გადაწყვიტა ქრისტეს ეკლესიის განადგურება? განა კიევის მმართველებმა არ დაიწყეს ღვთის შვილთა დევნა საკუთარ  ქვეყანაში? რატომ გაბედეს ეს? გაბედეს იმიტომ, რომ საკუთარი ძალების და ხელისუფლების რწმენა გაუჩნდათ, წარმოიდგინეს, რომ ყოვლისშემძლე  და ძლევამოსილები არიან, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ უკრაინაში დაუსჯელად შეიძლება აკეთონ ის, რაც მათ მოესურვებათ.

და აი, რას ეუბნება ასეთ გათავხედებულ მმართველებს წინასწარმეტყველი მიქა: „იქმნნეს შემრაცხელ შრომათა და მთქმელ ძჳრთა საწოლთა ზედა მათთა და მეყსეულად. დღისი და ნათლივ აღასრულებდეს მათ მით, რამეთუ არა აღიხუნეს ღმრთისა მიმართ ჴელნი მათნი გული უთქმიდა აგარაკებთა და იტაცებდეს ობოლთა და სახლებსა ჰმძლავრობდეს და დაიტაცებდეს კაცსა და სახლსა მისსა, კაცსა და სამკჳდრებელსა მისსა” (მიქ. 2, 1-2). ათასზე მეტი ტაძარი მათ ძალით მიიტაცეს, ზოგჯერ მღვდლებს სახლებსაც ართმევდნენ და მათ ცოლ-შვილთან ერთად ქუჩაში ყრიდნენ. „ამისთჳს წინამძღუარნი ერისა ჩემისანი განვარდენ სახლთაგან შუებისა მათისათა, ბოროტთათჳს სიმარჯუეთა განცჳვეს. მიეახლენით მთათა საუკუნეთა” (მიქ. 2,9).

და ყველა ამ სისასტიკისთვის დამნაშავეებს ელოდება სასჯელი: „ამისთვის, ამათ იტყჳს უფალი, აჰა, მე ვგულის-ვსიტყუავ ტომსა ამას ზედა ბოროტთა, რომელთაგან ვერ აღიხუმიდეთ ქედთა თქუნთა და ვერ ხჳდოდით მართლიად, რამეთუ ჟამი ბოროტი არს” (მიქ. 2,3).

უკრაინის მმართველებს ომის პირობებში მთელი უკრაინელი ხალხის გაერთიანება შეეძლოთ, მათ გაერთიანების მოწოდებით უნდა მიემართათ ყველა მოქალაქისადმი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ რას ლაპარაკობს ან  რომელ ეკლესიაში დადის. ამის ნაცვლად მათ შიდა მტრების ძებნა დაიწყეს და უმე-ს 6 მლნ მორწმუნე მტრად შერაცხეს. მათი მოწოდებით,  მასმედიამ და ბლოგერებმა ღვთის ეკლესიას იმდენი ჭუჭყი და ტალახი შეასხეს, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე ამ პროპაგანდის მსხვერპლი გახდა და მათ ეკლესიის მტრობა დაიწყეს. ასე გახდნენ თავად მმართველები  ღვთისმგმობელები და უკრაინელთა ერთმა ნაწილმაც მიბაძა მათ. აი, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „მტერად აღუდგა წინაშე მშჳდობისა მისისა. ტყავი მისი განჴადეს მიღებად სასოებისა შემუსრვაჲ ბრძოლისაჲ” (მიქ. 2,8).

„წინამძღუარნი მისნი ქრთამისა თან შჯიდეს, და მღდელნი მისნი სასყიდლისა თანა მიუგებდეს, და წინაწარმეტყუელნი მისნი ვეცხლისა თანა მისნობდეს, და უფლისა ზედა განისუენებდეს მეტყუელნი: არა უფალი ჩუენ შორის არს? არა მოვიდენ ჩუენ ზედა ძჳრნი!“ (მიქ. 3,11). ჩვენ ყველა ვართ იმ სამარცხვინო სამსჯავროს მოწმეები, რომელიც იმართება ჩვენი დატყვევებული ძმების, ჟურნალისტების, ღვთის მღვდელმთავრებისა და მღვდლების მიმართ. ზოგს ასამართლებენ იმის გამო, რომ უბრალოდ ახალ ამბებს წერდნენ, ხალხს სიმართლეს აუწყებდნენ, სხვები კი გისოსებს მიღმა არიან ქადაგებებისა და „აგრესიული ნატოს“ მსგავსი სისულელეების გამო. და ის ხალხი მეუ-დან, ვინც  შეიმოსა  და საკუთარ თავს „მოძღვარი“ უწოდა, არა მარტო ხელს აფარებს  უსჯულოებებს, არამედ ყველას მოუწოდებს, რომ სასწრაფოდ გაუსწორდნენ ღვთის ეკლესიას. და ეს ყველაფერი პატრიარქ ბართლომეს სახელით კეთდება, მან ხომ  ბიბლიაზე უკეთ  იცის, თუ რა არის სათნო ღვთისთვის და რა არა. მაგრამ ღვთის განაჩენი შეუბრალებელია: „ამისთჳს თქუნ: ძლით სიონი, ვითარცა ყანაჲ, მოიერქუნოს, და იერუსალჱმი ხილის საცავად იყოს, და მთაჲ სახლისა უფლისაჲ სერტყად მაღნარისად” (მიქ. 3,12).

რა დაგიშავათ ქრისტემ?! რა დაგიშავათ ღვთის ეკლესიამ?! უმე ხომ ჯერ კიდევ 1991 წლიდან  მხარს უჭერდა უკრაინის დამოუკიდებლობას. არსებობს კი ერთი საეკლესიო დოკუმენტი, რომელიც  სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვისკენ მოუწოდებს? უმე ხომ ინარჩუნებდა თავის ეპარქიებს ოკუპირებულ ყირიმში და ლდსრ-ში, იმ დროს, როდესაც იქედან უკრაინის ყველა სახელმწიფო ორგანო და ჩინოვნიკი წავიდა. განა ეს უკრაინის მთლიანობისა და განუყოფლობის ფაქტორი არ იყო? რატომ შეიძულეთ ეკლესია? „ჩემო ერო, რა გაგიკეთე და რითი დაგაღონე? გამეცი პასუხი. ხომ გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან და მონობის სახლიდან გამოგისყიდე; წინ წაგიძღოლე მოსე, აარონი და მირიამი” (მიქ. 6, 3-4). ამბობთ, რომ უკრაინა 300-ზე მეტი წელი მონობაში იმყოფებოდა და ბოლოს 1991 წ. განთავისუფლდა. მაშინ, ნაცვლად ღვთის დიდებისა, რატომ დაიწყეთ მისი ეკლესიის დევნა? რატომ არ გააკეთეთ ის მცირედი, რასაც ღმერთი მოითხოვს თქვენგან: “ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე” (მიქ. 6, 8).

იმის ნაცვლად, რომ სიკეთით  და სიმართლით  გეცხოვრათ თქვენს მიწაზე, უსჯულოებას სჩადიოდით და იქამდე მიხვედით, რომ ღმერთს აუმხედრდით? რატომ გაამრავლეთ კორუფცია, სიცრუე და უსჯულოება? რატომ დაყავით ხალხი პირველ და მეორეხარისხოვნად? რატომ დასთესეთ ადამიანთა შორის მტრობა და სიძულვილი იმის გამო, რომ მათ სწამთ ისე, როგორც  საჭიროდ მიიჩნევენ? რატომ იქცევით ისე, როგორც ეს მიქა წინასწარმეტყველთან არის აღწერილი: „ვაჲ მე სულო, რამეთუ წარწყმდა განკრძალული ქუეყანით და წარმმართებელი კაცთა შორის არა არს; ყოველნი სისხლთა ესაჯებიან, თითოეული მოყუასსა თჳსსა აჭირვებს მაჭირვებელი. ბოროტსა ზედა განმზადებენ ჴელთა მათთა; მთავარი ითხოვს, და მსაჯული სიტყუათა მამშჳდებელთა ზრახავს, გულისსათქმელ სულისა მისისა არს. და განვერები კეთილთა მათთა, ვითარცა მღილი შემჭამელი და მოარული კანონსა ზედა დღეთა შინა მსტურობისათა: ვაჲ, ვაჲ, შურისგებანი შენნი მოიწინეს. აწ იყვნეს ტირილნი მათნი” (მიქ. 7, 2-4).

არ შეიძლება დაუსჯელად დარჩეს  ეს სიბოროტე და უსჯულოება. აი, რა საშინელ სიტყვებს გადმოგვცემს წინასწარმეტყველი მიქა უფლისგან: “და მეც სასტიკად დაგცხებ, გაგატიალებ შენი ცოდვების გამო. შეჭამ და ვერ გაძღები; შიმშილი გექნება მუცელში; გადამალავ, მაგრამ ვერ შეინარჩუნებ; რასაც შეინარჩუნებ, მახვილს მივცემ. დათესავ და ვერ მოიმკი; ზეთს გამოხდი და ვერ გაიპოხები; ღვინოს დაწურავ და ვერ შესვამ” (მიქ. 6, 13-15). ზუსტად არის ნათქვამი! თითქოს ყველაფერი ჩვენზეა! რამდენჯერ გაგვიგია როგორც საზღვარგარეთის, ასევე ჩვენი მეცნიერ-ეკონომისტებისგან: უკრაინაში ყველაფერი იყო კეთილდღეობისთვის: ნოყიერი მიწა, კარგი კლიმატი და ზღვისკენ გასასვლელი, ქარხნები და ფაბრიკები, უნივერსიტეტები, მეცნიერება და, რაც მთავარია, ჭკვიანი და შრომისმოყვარე ხალხი. როგორ გახდა უკრაინა ყველაზე ღარიბი ქვეყანა ევროპაში, ახლა კი ის ომის გამო  გაძარცვულიც არის! იქნებ ჩვენი საკუთარი ცოდვების გამო? იქნებ იმიტომ, რომ არა მარტო არ ვასრულებთ ღვთის მცნებებს, არამედ ადამიანის იმ უფლებებსაც, რომლებიც თავად დავწერეთ ჩვენთვის და კონსტიტუციითაც განვამტკიცეთ? ახლა კი ჩვენი მმართველები ბოროტების მწვერვალზე აპირებენ ასვლას - ქრისტეს ეკლესიის განადგურებას, “ რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით” (ეფ. 1, 23). და რა ბედი ეწევა უკრაინას ამის შემდეგ?!

წინასწარმეტყველ მიქას სიტყვები მხოლოდ სიტყვებად არ რჩება. იუდეას დიდი უბედურება ეწვია. ნეშტთა წიგნში, მეფე აქაზის უსჯულოების აღწერის შემდეგ, ნათქვამია: „და ამისთჳს მოსცა იგი უფალმან ჴელთა მეფისა ასურისათა და მოსრა და წარტყუენა ტყუედ მრავალნი დამასკედ და შეასმინა მეფესა ისრაჱლისასა და ტანჯნა იგინი დიდად წყლულებითა დიდითა. და მოსრა ფაკე, ძემან ჰორომელისმან იუდასაგანი ერთსა დღესა შინა ასდაორი ათასი კაცთა ძლიერთა ძალითა დატევებისა მისთჳს უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა. და მოკლა ეზექრი ძლიერმან ეფრემისთამან ამასია, ძე მეფისა, და ეზრიკამ, მთავარი სახლისა მისისა, და ელკანა, მსახური მეფისა.მსახური მეფისა. და წარტყუენეს ძეთა ისრაჱლისათა ძმათაგან მათთა სამ ათასი დედაკაცი და ძენი, ასულნი მათნი და ნატყუენავი მრავალი წარტყუენეს მათგან და შეიღეს ნატყუენავი იგი სამარიად” (2 ნეშტ. 28, 5-8).

მაგრამ იმედი ყოველთვის არის! გავიხსენოთ, როგორ მოინანიეს ნინეველებმა იონას ქადაგების შემდეგ, როგორ ზურგი აქციეს თავიანთ ცოდვებს და უსჯულოებებს, როგორ შეიწყალა ისინი ღმერთმა და აშორა ყველა ის უბედურება, რასაც იონა უწინასწარმეტყველებდა. ჯერ კიდევ გვიან არ არის, რომ ღვთის რისხვას თავი ავარიდოთ. გვსურს გვჯეროდეს, რომ სინანულისთვის ჯერ კიდევ არის დრო...

წინასწარმეტყველ მიქას ეკუთვნის სიტყვები, მიმართული ღვთის ყველა მონის მიმართ, ვისაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ქრისტეს და მისი ეკლესიისადმი  ერთგულების შენარჩუნება. არ დაღონდეთ, არ შეშინდეთ! უნდა გავუძლოთ ყველა განსაცდელს, რომელიც ღვთისგან არის. მთავარია, არ განვუდგეთ ღმერთს, არ დავტოვოთ ეკლესია! „ხოლო მე უფლისა მიმართ მივიხილო და დაუთმო ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა. შეისმინენ ჩემი უფალმან ღმერთმან ჩემმან. ნუ იხარებნ ჩემ ზედა მტერი ჩემი, რამეთუ დავეცი და ადვდგე მით, რამეთუ ვიდოდი თუ ბნელსა შინა, უფალი ნათელ ჩემდა. რისხვასა უფლისასა ვექუევე, რამეთუ შევსცოდე მას. ვიდრემდის განამართლოს მსჯავრი ჩემი, და ქმნას განკითხვაჲ ჩემი, და გამომიყვანოს მე ნათლად, და ვიხილო მე სიმართლე მისი” (მიქ. 7, 7-10).                          .

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ