ქრისტეც ინტროვერტი იყო

03 January 11:11
1893
ივანე კრამსკოი ,,ქრისტე უდაბნოში''. ფოტო: из открытых источников ივანე კრამსკოი ,,ქრისტე უდაბნოში''. ფოტო: из открытых источников

2 იანვარს მსოფლიოში აღნიშნეს ინტროვერტის საერთაშორისო დღე.

                                                                           უგზო-უკვლოდ ხეტიალის,

                                                                            მწარე დანაკარგის დროს,

                                                                             რა უნდა მოგცეს მდუმარე ღმერთმა?

                                                                             მხოლოდ საკუთარი თავი.

                                                                            რა შეიძლებს მისცე მურყანის სულს,

                                                                             რომელიც ცირცელისკენ იხრება?

                                                                             ვერცხლის საბურველისა

                                                                     და ბნელი ხაზების სიმშვიდე.

 ზინაიდა მირკინა

                                                            

ამ დღეს  გადავწყვიტე მიმელოცა საკუთარი თავისა და ჩემნაირი ინტროვერტებისთვის ჩვენი საერთო დღესასწაული. ალბათ, სუფთა სახით, ინტროვერტები იშვიათი მოვლენაა. ჩემზე შემიძლია ვთქვა, რომ მიდრეკილი ვარ მარტოობისკენ, ჩემთვის აუცილებელია პირადი ცხოვრებისეული სივრცე; ბავშვობიდანვე არ მომწონდა დიდი კამპანიები, სუფრა, ცარიელი საუბრები; ჩემში ყოველთვის არსებობს განმარტოების სურვილი და სიმშვიდის მოთხოვნილება. იმ სიტუაციისა და ვითარების გათვალისწინებით, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ყველაზე მეტად მინდოდა ისეთ ადგილას აღმოჩენა, სადაც ჩემს ირგვლივ, თუნდაც ას კილომეტრში არ ყოფილიყო ერთი ადამიანიც. რასაკვირველია, საცხოვრებლის, საკვების, წყლისა და ცეცხლის არსებობის პირობით. თუმცა, რამდენადაც ამ ოცნებას არ ეწერა განხორციელება, ისღა დამრჩენოდა ჩავღრმავებოდი საკუთარ თავს და ჩემს სულში ღრმად ჩამეხედა. სამწუხაროა, რომ კუსგან განსხვავებით,  თან არ მაქვს მუდმივი თავშესაფარი მარტოობისა და ლოცვისთვის.

ინტერნეტისა და მობილური ტელეფონების ნაცვლად - „კეთილხმოვანი დუმილი“ იესოს ლოცვასთან ერთად

ჩემთვის მაცხოვრის  ყველაზე საყვარელი ხატებია - „კეთილხმოვანი დუმილი“, „მაცხოვარი პანტოკრატორი“ (XV საუკუნე) და „ხელთუქმნელი ხატი“. მათზე ღმერთი გევსაუბრება თავისი მდუმარებით. ღირსი ისააკი ასური სწორედ ასე მიმართავს უფალს თავის ლოცვაში: „მთელი ჩემი ძვლებითა და გულით გემსახურები, როგორც გეკადრება, თავს ვხრი მიწაზე. ო, ყოვლადძლიერო ღმერთი, რომელიც აუხსნელ მდუმარებაში ცხოვრობ...“

მისი სხვა თანამემამულე ეფრემ ასურელი წერს, რომ „დუმილი ღმერთის წვდომის გზაა“. მხოლოდ მას „შეუძლია გამოიკვლიოს ღმერთი, მოხაზოს ის სიმაღლეში, შეიცნოს მისი სიღრმე“. თუმცა, ამისთვის საჭიროა არა მხოლოდ ბაგით, არამედ გონებით დუმილი, ისე რომ ზრახვის არცერთი მოძრაობა, არცერთი შემთხვევითი ფიქრი არ არღვევდეს გონებრივი და გულის სიმშვიდის შინაგან დუმილს. საჭიროა უარის თქმა ღმერთის „გაგების“ ნებისმიერ მცდელობაზე, მისი ზრახვის „გააზრებაზე“, ადამიანის გონების მიერ იმის „წვდომაზე“, რომლის გაკეთებაც არ შეუძლია ყველაზე ძლიერ ანგელოზისებრ ძალებს. ღმერთი არის საიდუმლო სიტყვებისა და დუმილის საზღვრებს მიღმა.

ადამიანების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ არ დავიწყებიათ დუმილი და მოსმენა. ისინი საკმაოდ ბევრს საუბრობენ და ცდილობენ ერთმანეთი გადაფარონ, აღარ ესმით და იგებენ იმას, რაზეც სხვები საუბრობენ. ამის შემდეგ მათ ისღა დარჩენიათ მხოლოდ მოკლან ერთმანეთი. ამით სრულდება ნებისმიერი დავა. თუ იარაღით არა, თუნდაც სიტყვით, ადამიანები მზად არიან გაანადგურონ ნებისმიერი, ვინც ფიქრობს ან საუბრობს სხვანაირად. ეს არის გონების ჩვეულებრივი ავადმყოფობა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული. მისგან ადამიანები ხშირად იღუპებიან იქამდე დიდი ხნით ადრე, სანამ მათი გული ძგერას შეწყვეტს. რაც მეტია სიტყვები, მით მეტია ბოროტება და სიძულვილი.

დღეს მთელი სამყარო დაფარულია, როგორც წარმოთქმული, ასევე წარმოუთქმელი სიტყვების შავი კუპრის ფენით. პრაქტიკულად მთელი კაცობრიობა დაავადებულია მრავალსიტყვაობითა და მრავალგვარი აზროვნებით და ამისაგან მხოლოდ სიგიჟე მოდის. კეთილხმოვანი დუმილი მხოლოდ ღმერთს დარჩა და ძალიან ცოტა ადამიას იმათგან, ვინც სული დაიცვა ამ დაავადებისგან.

ქრისტესაც უყვარდა დუმილი და განმარტოება. ლოცვისთვის ის ყოველთვის განმარტოვდებოდა ხოლმე (მარკ. 1, 35, მათ. 14, 22, 23, ლუკ. 21, 37, 38). მაცხოვარი გვასწავლიდა მისი მაგალითისთვის მიგვებაძა (მათ. 6, 6). მე რომ რომელიმე მონასტერს ვაარსებდე, შევქმნიდი კარტუზიანელების ან ტრაპისტ-მდუმარეთა სავანეების მართლმადიდებლურ ანალოგს. ინტერნეტის, მის-ის დაა მობილური ტელეფონების ნაცვლად, იქ იქნებოდა კატები, ბაღები, ბაღჩა და „კეთილხმოვანი დუმილი“ იესოს ლოცვასთან ერთად, რომლის შეწყვეტაც ნებადართული იქნებოდა მხოლოდ ღვთისმსახურებისა და აღსარების გამო. მხოლოდ მონასტრის შორეულ კუთხეში იქნებოდა ვერანდა ძმათა საუბრებისთვის, ვისთვისაც ეს იქნებოდა აუცილებელი. „დუმილი არის მომავალი საუკუნის საიდუმლო, ხოლო სიტყვები ამ სამყაროს იარაღი“ (ღირსი ისააკ ასურელი).

რაც უფრო ბრძენია ადამიანი, მით უფრო ძლიერ არის ის მიდრეკილი დუმილისკენ

ჩვენი სულიერი ცხოვრების წესდება უნდა შეიცვალოს, დროისა და თანამედროვე პირობების მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. კვირის შვიდი დღიდან ჩვენ ერთი დღე სავალდებულო წესით უნდა გვქონდეს აბსოლუტური დუმილისა და სიჩუმის დღე. ეს აუცილებელია ჩვენი ფსიქიკის აღსადგენად, რომელიც რეგულარულად იმყოფება რეაქტიული აზროვნების მდგომარეობაში. ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც, დავუშვათ ცხოვრობდნენ ასი და მეტი წლის წინ, თანამედროვე ადამიანები ამუშავებენ და დღის განმავლობაში ასჯერ მეტი მოცულობის ინფორმაციას ამბობენ. ყოველივე ეს იწვევს ნერვული სისტემის გამოფიტვას, რის შედეგადაც იზრდება ნევროზების რაოდენობა, ირღვევა ძილი და იზრდება თავის ტკივილები.

ამიტომაც, სიჩუმე, მობილური ტელეფონის, ინტერნეტის გამორთვა, შენს ირგვლივ საინფორმაციო ვაკუუმის შექმნა არის აუცილებელი პროფილაქტიკა არა მხოლოდ სულისთვის, არამედ სხეულისთვისაც. დუმილი გარეგნულად და შინაგანად ამოქმედებს ჩვენში რეფლექსულ აზროვნებას, გააზრებულ ფიქრებს, ხოლო ადამიანის ფსიქიკა იღებს აღდგენისა და გონს მოგების შესაძლებლობას. რაც უფრო ბრძენია ადამიანი, მით უფრო ძლიერ არის ის მიდრეკილი დუმილისკენ. ამიტომაც, წლის განმავლობაში კარგი იქნებოდა თუნდაც შვებულების შვიდი დღის გატარება სრულ დუმილში, კავშირის ყველა საშუალების, ტელევიზორის, კომპიუტერისა და ინტერნეტის გამორთვით.

„ენაზე კბილის დაჭერისას, საჭიროების გარეშე ნუ ისაუბრებ, მხოლოდ მოკლედ და საქმეზე. დაე, იყოს შენი სიტყვები: „დიახ, დიახ“; „არა,არა“ , ხოლო რაც ამაზე მეტი იქნება, ის ეშმაკეულისგანაა (მათ. 5, 37). მდუმარე ენა გონებას უფრო მშვიდს ხდის. როცა გონებაში ბევრი აზრია, ღმერთის ხსენება მქრქალდება და შენ კარგავ უფლის სახსენებელს, ამასთან ერთად კი კარგავ შენი სულის ხსნასაც. თუ არის ღმერთი, შენთვის აუცილებელია მისი დუმილის წვდომა. ამით ყველაფერი ნათქვამია... ისწავლე ლოცვაში დააკვირდე გონებას, ისწავლე დუმილში დაინახო, თუ როგორ ქრება მისგან მთელი ამქვეყნიური ქაოსი, როგორ მშვიდდება და ქარწყლდება აზრები, რა ნათელი და შესამჩნევი ხდება უფლის არსებობა, საყვარელი ქრისტეს არსებობა“.

                                                  ბერი სიმონ ბეზკროვნი

 

რასაკვირველია, დუმილის პრაქტიკა შეიძლება აშინებდეს და აბევდეს ეგოისტს, რომელიც ჩვენში ცხოვრობს. მას ეშინია დარჩეს მარტო საკუთარ თავთან, მას სჭირდება აზრების გიჟური და ქაოტური ნაკადის მოსმენა, რომელიც მის გონებას ავსებს. დუმილში ჩვენ ვრჩებით მარტო ჩვენს მთავარ მტერთან - საკუთარ ეგოსთან.

ამიტომაც, ამ შეხვედრის თავიდან ასაცილებლად, ადამიანი მზადაა უწყვეტად იქექოს სმარტფონში, იყოს ჩამჯდარი ახალ ამბებში, უსმენდეს მუსიკას, უყუროს ფილმებს, ილაყბოს, გააკეთოს ყველაფერი, მხოლოდ არ დარჩეს მარტო საკუთარ თავთან. ამის მიუხედავად, სულიერ ცხოვრებაში გაცნობიერებული დუმილის პრაქტიკის გარეშე ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ. რადგანაც აზრების, გრძნობებისა და ემოციების ქაოტური ნაკადის დაშოშმინებას შევძლებთ მხოლოდ მათთან პირისპირ შეჯახებით. შინაგანი სიმშვიდის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ღმერთთან შეხვედრას, რომელიც მზადაა გევსაუბროს ჩვენივე საკუთარი სიჩუმიდან.

  1. ამიტომაც აქ გამოდგება ზოგადი რეკომენდაციები:
  2. დაე, დუმილის პრაქტიკა იქცეს თქვენი დღის წესრიგის ნაწილად;
  3. ეცადეთ თავი შეიკავოთ ქარაფშუტული ლაყბობისგან. ანუ არ ისაუბროთ მხოლოდ იმისთვის, რომ ისაუბროთ.
  4. დუმილის პრაქტიკა შეიძლება ასევე გამოვლინდეს იმაში, რომ თავი შეიკავოთ, როცა გსურთ დაიჩივლოთ ვინმეზე ან რამეზე.
  5. შეიძლება თავის შეკავება საკუთარი აზრის გამოთქმისგან, როცა ამას არავინ გეკითხებათ.
  6. აღუდექით წინ სურვილს თქვენი ცხოვრების ყოველი წუთი აივსოს ხმაურით.
  7. და ყველაზე მთავარი, ეცადეთ იყოთ ჩუმად, როცა გსურთ ვინმე ან რამე გააკრიტიკოთ.

ყველა სიტყვას აქვს თავისი ძალა და ენერგია. ყველაფერი, რასაც ამ ცხოვრებაში ვიტყვით, ასე თუ ისე მოახდენს გავლენას თქვენს გარეგნობაზე. ამიტომაც, ვისწავლოთ დუმილი, გვახსოვდეს, ვინც თქვა: „ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები“ (მათ. 12, 36-37).

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ