სევდიანი იგავები უმე-ზე, „ნაბიჭვართა ბანდაზე“ და ქაჩალ ვოზე

09 November 2023 12:03
1832
უმე-ს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები სულ უფრო მეტ კითხვას ბადებს, მათი ინიციატორების სულიერ მდგომარეობაზე. ფოტო: СПЖ უმე-ს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები სულ უფრო მეტ კითხვას ბადებს, მათი ინიციატორების სულიერ მდგომარეობაზე. ფოტო: СПЖ

უმე-ს წინააღმდეგ ხელისუფლების ქმედებები იმდენად დამანგრეველია ქვეყნისთვის, რომ ეჭვი ჩნდება მათი ინიციატორების ადეკვატურობაში. მოდით, შევხედოთ სიტუაციას გვერდიდან.

კინოში და ლიტერატურაში პოპულარულია სიუჟეტი, როდესაც სულით ავადმყოფები გარბიან სამედიცინო დაწესებულებებიდან და ნორმალური ადამიანებივით ერევიან საზოგადოებაში. ზოგჯერ ეს კომედიებია, მაგრამ ხშირად სრულიად სერიუზული ისტორიებიც გვხვდება, როდესაც გაქცეულები იკავებენ ხელმძღვანელ თანამდებობებს და სრულიად კომფორტულად გრძნობენ თავს. მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგ გარშემომყოფები ხვდებიან, რომ ასეთი ადამიანების „განსაკუთრებული“ ქცევა შეიძლება აიხსნას არა ექსცენტრიულობით, არამედ მხოლოდ სამედიცინო აშლილობებით.

ხშირად ეს დრო შეიძლება ძალიან გაიწელოს. თვეებისა და წლების განმავლობაში ხალხი ცხოვრობს და მუშაობს არაჯანსაღი ადამიანების გვერდით. და ეჩვევა მათ უცნაურობებს. ბევრი კი ამბობს, რომ სწორედ ეს უცნაურობები წარმოადგენენ ნორმას.

ჩვენ ვიცით, რომ ისინი, ვინც დღეს საეკლესიო საკითხის პოლიტიკას განსაზღვრავს, გამოქცეულები არ არიან. მაგრამ ზოგჯერ, მათ ქმედებებზე დაკვირვებისას, ძნელია გაექცე აზრს, რომ ნორმალური ფსიქიკის ნორმებთან და განსაკუთრებით მორალთან ამას არაფერი საერთო არ აქვს.

თუმცა, როდესაც მოვლენების შიგნით იმყოფები, ამის შემჩნევა ძალზე რთულია, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე „ზღაპრულ“, მაგრამ მშობლიუ და ნაცნობ ისტორიას.

როგორც წესი, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ნებისმიერი დამთხვევა - მხოლოდ დამთხვევაა.

როგორ გადარჩა მთელი სახელმწიფო პიცერიის სახელის შეცვლით

ერთ-ერთ შორეულ აფრიკულ ქვეყანაში საიდუმლო პოლიციამ შეატყობინა ბელადს, რომ მის  ქვეშევრდომთა რამდენიმე მილიონი აღმოჩნდა ბოროტი მეამბოხე, რომლებსაც სურთ მისი ჩამოგდება,   ხელისუფლების ხელში ჩაგდება  და მეზობელი სახელმწიფოს ბელადისთვის ერთგულების ფიცის დადება. აღმოჩნდა, რომ ისინი პიცერიის ერთ ქსელში „კამეჩის თვალში“ დადიან. იქ ისინი აგროვებდნენ იარაღს, ვარჯიშობდნენ და მზაკვრულ გეგმებს ადგენდნენ.

დიდხანს იფიქრა ბელადმა, თუ როგორ უნდა მოიქცეს, თავის მრჩევლებთან გადიოდა კონსულტაციებს. ბოლოს ერთმა უხუცესმა, რომლის სახელი საოცრად გავდა ბელადის სახელს, უკარნახა მას საოცრად გენიალური გადაწყვეტილება - შექმნას პიცერიათა ქსელი „ნაბიჭვრის ბანდა“ და ყველა მეამბოხე იქ გადაიყვანოს. რაც შესრულდა კიდევაც.

საიდუმლო პოლიცია მასიურად თავს დაესხა პიცერიებს „კამეჩის თვალი“ და ყველა აიძულა შეეცვალა სახელწოდება „ნაბიჭვრის ბანდით“. შედეგად, ყველა ეს მილიონობით ბოროტი მეამბოხე დადიოდა იგივე პიცერიებში, მაგრამ ახალი სახელწოდებით. ამან ისე იმოქმედა, რომ მათ მალევე მიივიწყეს თავიანთი მზაკვარი გეგმები და მხურვალედ შეიყვარეს და ემსახურებოდნენ თავიანთ ბელადს. ხოლო უცხო ეზიზღებოდათ და ლანძღავდნენ მას უკანასკნელი სიტყვებით.

ასე გადაარჩინეს ეს შორეული აფრიკული ქვეყანა.

როგორ დაამარცხა ტოტალიტარიზმი ქაჩალი ვოს მრჩეველმა

ერთ დროს  შორეულ ავსტრალიურ ტომში მხურვალედ ებრძოდნენ საკუთარ ტოტალიტარულ წარსულს. ისინი სამართლიანად ლანძღავდნენ ძველ ბელადებს - ქაჩალ ვოს და ულვაშა იოს, რომლებმაც განავითარეს მონობისა და კაციჭამიობის კულტი, აგრეთვე ანადგურებდნენ აბორიგენ მეოცნებეებს, რომლებსაც საღამოობით მზის ჩასვლით ტკბობა უყვარდათ. ახლა ძველი ბელადები გამოაცხადეს დამნაშავეებად, წაშალეს მათი გამოსახულებები, ხოლო მეოცნებეებს კვლავ დართეს ნება დამტკბარიყვნენ მზის ჩასვლით.

მაგრამ რაღაც მომენტში ტომის უხუცესებმა იფიქრეს, რომ ძველი ბელადები ტყუილუბრალოდ არ კლავდნენ მეოცნებეებს. და  მათთან ბრძოლა გადაწყვიტეს. ამისთვის მივიწყებული კუნძულიდან ჩამოიყვანეს მრჩეველი, რომელიც ადრე ადიდებდა ქაჩალ ვოს იმისთვის, რომ ის ასე ბრძნულად ხარშავდა და ჭამდა მეოცნებეებს. და ამ მრჩეველმა კვლავ დაიწყო ხალხის სწავლება, თუ როგორ უნდა მეოცნებეების  სწორად მოხარშვა და ჭამა.   

ასე დაამარცხეს ამ შორეულ ტომში ტოტალიტარიზმი.

იპოვე დივერსანტი? მიეცი მას ხელში იარაღი

ერთხელ სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოს მაცხოვრებლებს თავს დაესხა მეზობელი ქვეყანა. ისინი მამაცურად ეწინააღმდეგებოდნენ დამპყრობლებს, როდესაც აღმოაჩინეს თავისიანებში მტრების მთელი ქსელი, სადაც ჩაის მკრეფავების სახით შპიონები და გამყიდველები მოქმედებდნენ. თანაც ეს ხალხი მოსახლეობის თითქმის მეოთხედს შეადგენდა. პოლიციელებმა  წარმოადგინეს აგრესორთან მათი თანამშრომლობის უტყუარი მტკიცებულებები. ამიტომ ხელისუფლებამ მიიღო ერთადერთი ამ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილება - ყველა ამ ნაძირალას მისცეს იარაღი და გაუშვეს ფრონტზე თავის მეგობრებთან საბრძოლველად.

რით დამთავრდა ომი - უცნობია.

როგორ გახდა მტრის ხელნაწერები მთელი სახელმწიფოს დაღუპვის მიზეზი
 

ერთხელ ერთი შორეული აზიური ქვეყანა ოსია თავს დაესხა მეორე შორეულ ქვეყანა აინას. ადრე ისინი ერთიან სახელმწიფოს წარმოადგენდნენ.

შეუსაბამო ალიანსი, მაგრამ მერე წაიჩხუბეს და ერთმანეთს დაშორდნენ.

ბრძოლებში უპირატესობა ხან ერთ მხარეს იყო, ხან მეორე მხარეს, მაგრამ საბოლოოდ ბრძოლები ჩიხში მოექცა. და აი, ხალხის საბრძოლო სულის ასამაღლებლად, აინას ბელადის მრჩევლებმა ურჩიეს მას დაემარცხებინათ ვინმე ქვეყნის შიგნით. მაგალითად, მკურნალები და აგრეთვე ყველა, ვინც ვინმესთან ოდესღაც მკურნალობდა და უბრალოდ მხარს უჭერდა მათ. გადაწყდა, რომ ისინი გამოაცხადონ მოღალატეებად და აკრძალონ. ჯერ კიდევ უაზრო ალიანსის დროს ისინი ოსიას მკურნალებთან ერთად კურნავდნენ ადამიანებს და მტრის ქვეყნის მატიანეში შენარჩუნებულია ძველი ჩანაწერები ამის შესახებ. ბელადი ასეც მოიქცა. მკურნალები აკრძალეს.              

მაგრამ ოსიაში დაინახეს, რომ მათი ხელნაწერების მიხედვით აინაში იღებენ სახელმწიფო გადაწყვეტილებებს და გადადგეს მზაკვრული ნაბიჯი. მათ სასწრაფოდ ჩაწერეს თავიანთ ხელნაწერებში, რომ აინას ბელადი, მისი სამხედროები, მინისტრები და უხუცესები ოსიის შპიონები არიან.

დამწუხრდნენ აინაში, მაგრამ ეს წერილი ხომ ოსიაშია დაწერილი და საჭიროა რეაგირება. რა ექნათ - მოუწიათ ამ ღირსეული ადამიანების დაპატიმრება და სიკვდილით დასჯა და ამავდროულად ომიც წააგეს.

ასე სევდიანად დაიღუპა ეს შორეული აზიური ქვეყანა.

                                                                  ***

შესაძლებელია კიდევ ბევრი მსგავსი ისტორიის დაწერა - ჩვენი რეალობა უამრავ საბაბს იძლევა ასეთი ისტორიების დასაწერად. ბაყაყი, რომელსაც დაბალ ცეცხლზე წვავენ, არანაირ უხერხულობას არ განიცდის. მაგრამ თუ გვერდიდან შევხედავთ მოსახლეობის მეოთხედის სამარცხვინო ბოძზე გაკვრის  ხელისუფლების კამპანიას ომში მყოფ საკუთარ ქვეყანაში, ჩნდება მყარი შთაბეჭდილება, რომ ამას არც თუ ისე ჯანსაღი ხალხი სჩადის.

თუმცა, სხვა ვარიანტებიც არსებობს:

  1. ეს ხალხი ჯანმრთელია, მაგრამ ისინი ვიღაცის ბრძანებას ასრულებენ კიდევ რაღაც დროით ხელისუფლების შენარჩუნების გარანტიების გამო.
  2. ისინი ჯანმრთელები არიან, მაგრამ უბრალოდ აქ ცხოვრებას არ აპირებენ. მათი აქტივები და ნათესავები დიდი ხანია საზღვარგარეთ არიან. ამიტომ უკრაინის ბედი მათთვის საინტერესო არ არის.
  3. ორივე ვარიანტი მართებულია.

და რომელი ვერსიაც არ უნდა აღმოჩნდეს მართებული, დასკვნა ერთია - ხელისუფლების პოლიტიკას ეკლესიასთან მიმართებით ქვეყანა გლობალურ შიდა კონფლიქტამდე მიყავს, რომელიც ადრე თუ გვიან მას დაღუპვამდე მიიყვანს.

მაგრამ ხალხს, რომელიც ამ პოლიტიკას აწარმოებს, ეს არ აღელვებს. და თუ მათ ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგში აქვთ, ეს ნაკლებად სანუგეშოა. იქნებ მათ უბრალოდ  სინდისის მხრივ არ აქვთ ყველაფერი წესრიგში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ