ათონის მთაზე გაიხსნა პირველი სასტუმრო მასაჟის სალონით
ამ ინიციატივას უარყოფითი გამოხმაურების ტალღა მოჰყვა.
ათონის დედაქალაქ დაფნეში 2024 წლის ნოემბერში გაიხსნა პირველი სასტუმრო მასაჟის სალონით, ასევე ულტრათანამედროვე რესტორანი და სუპერმარკეტი AB Vasilopoulos. იუწყება ვებგვერდი tilegrafimanews.gr.
სასტუმრო გაიხსნა წმინდა ნიკოლოზის (სამარადიკო) ყოფილ კელიაში, რომელიც ეკუთვნის დიდი ლავრის მონასტერს - წმინდა მთაზე აშენებულ პირველ მონასტერს. ახალი შენობის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო და 2023 წელს დასრულდა ექსპლუატაციაში რამდენიმე კვირის წინ შევიდა.
„ახალი სასტუმრო SAMARADIKO-ს ბრენდის ქვეშ ღამეში 40 ევროს ღირებულებით სთავაზობს ათონის მთის სტუმრებს დაბინავების ხელმისაწვდომ ვარიანტს. ფასში არ შედის დამატებითი სერვისები, მაგალითად, მასაჟი, რომელსაც დადებითი შეფასებები აქვს, ვინაიდან უზრუნველყოფს სრულ გაახალგაზრდავებას“, - წერს გამოცემა.
აღნიშნულია, რომ მსგავსმა ინიციატივამ უარყოფითი რეაქციების ტალღა გამოიწვია, „ზოგიერთმა გამოხატა უარყოფითი რეაქცია თანამედროვე კომერციული და ტურისტული ინფრასტრუქტურის ღრმა ტრადიციებისა და რელიგიური მნიშვნელობის მქონე ადგილზე ინტეგრაციასთან დაკავშირებით“. თუმცა, tilegrafimanews.gr-ის თანახმად, დღეს ადამიანები ხშირად სტუმრობენ ამ ახალ საიტებს, რაც ადასტურებს, რომ ტურიზმი და კომერციული განვითარება შეიძლება გაერთიანდეს ათონის ტრადიციებისა და უნიკალური ბუნების პატივისცემით.
როგორც მჟკ წერს, ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა კვირას ათონის მთაზე მოხდა.