როგორ გარდაქმნიან უკრაინელ ერს

27 November 2023 09:47
2550
კიევ-პეჩერის ლავრა. ფოტო: glasove.com კიევ-პეჩერის ლავრა. ფოტო: glasove.com

რამდენიმე დღის წინ ლავრასთან უცნობმა პირებმა ხეებზე ძვლები ჩამოკიდეს. შემდეგ, ასევე უცნობებმა, ლავრის შენობაში კარები და ფანჯრები დააზიანეს. ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვის რგოლია.

25 ნოემბერს, საღამოს კიევ-პეჩერის ლავრასთან რამოდენიმე უცნაური ადამიანი გამოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი სამხედრო ქუდით იყო, მეორე - ცირკიდან ცხოველების მომთვინიერებელს ჰგავდა, ძაღლით ხელში. მან, ქუდიანმა, განაცხადა, რომ არის ფსიქიკურად ავად და „ცნობაც კი აქვს“. ამ ვიზიტზე ყურადღების გამახვილება არ მოხდებოდა - განა ცოტა ავადმყოფი და სხვადასხვა ჯურის ადამიანი გვიანხია ბოლო წლებში ჩვენი წმინდა სავანის კედლებთან?

თუმცა, მათი ვიზიტის შემდეგ ლავრასთან სისხლიანი ძვლები გამოჩნდა ხორცის ნაჭრებით და ასევე პლაკატი, რომელზეც წარწერა შეურაცხყოფდა მიტროპოლიტ ონუფრის. გარდა ამისა, კვირას შუაღამეს გაიძარცვა მონასტრის 70-ე კორპუსი - კარები, ფანჯრები ჩაიმსხვრა, დაზიანდა შენობა. ამიტომაც ჩვენ უფლება გვაქვს ვამტკიცოთ, რომ ასეთი „ავადმყოფების“ გამოჩენა კიევის ლავრასთან არის არა შემთხვევითობა, არამედ ტენდენცია, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო გაძლიერდება.

როგორ გარდაქმნიან უკრაინელ ერს - სურათი 1

კიევ-პეჩერის ლავრის კედელთან დაკიდებული ძვლები ფოტო: მჟკ.

დევნა უმე-ს წინააღმდეგ: ყოფნა თუ არყოფნა?

მიიჩნევა, რომ სიტყვა „დევნა“ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეკლესიის წინააღმდეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მდევნელები მორწმუნეთა სისხლს ღვრიან. თითქოსდა, თუ სისხლის არ იღვრება მდინარესავით, დევნაც არ ხდება. ამ გაგებით ეკლესიის მტრები ამტკიცებენ, რომ უკრაინაში არავინ დევნის უმე-ს, რომ „თქვენ ხომ არ გკლავენ“.

დიახ, ჯერ არ გვკლავენ. თუმცა, შემთხვევები, როცა მღვდელს ყელი გამოჭრეს, ჩაუმსხვირეს ყბა ან ცხვირი გაუტეხეს - უკვე ყოველდღიურობა ხდება. ეს გასაკვირი არაა, თუ გავიხსენებთ აგრესიის იმ დონეს, რომელიც უმე-ს მიმართ ტელევიზორის ეკრანებიდან, სოცქსელებიდან და ინტერნეტიდან იღვრება. „95-ე კვარტალის“ პირდაპირი მოწოდებები ფიზიკურად გაუსწორდნენ მღვდლებს თავის ნაყოფს ისხამს და დღეს უკრაინაში ხელის აღმართვა უფლის მსახურზე არ ითვლება უკადრისად, დაუშვებლად, არამედ შეიძლება წარმოდგენილ იქნეს, როგორც „გმირობა“.

მაგალითად, „მეუ-ს „ მღვდელმა“ რომან გრიშჩუკმა ახლახანს განაცხადა, რომ უმე-ს ტაძარზე ბოქლომის გახერხვა მისი „წმინდა საქმეა“. ზუსტად ასეთივე „წმინდა საქმე“ იყო მისთვის ამ ტაძრიდან უმე-ს მღვდელისა და თემის გამოყრა. ყველაზე საშინელება ის კი არაა, რომ გრიშჩუკს არაფერი ესმის ქრისტიანობის, არ იცის ქრისტე და მასთან არანაირი კავშირი არა აქვს, არამედ ისაა, რომ მისი პოზიცია მიმართულია საერთოდ ეკლესიის და არა უშუალოდ უმე-ს წინააღმდეგ. ერთი სიტყვით, „კურთხევა“ იმაზე, რომ გახერხოს ბოქლომი, ადრე თუ გვიან გამოიწვევს იმას, რომ ეკლესიის მტრები არა კარებს შეამტვრევენ, არამედ ტაძრებს გადაწვავენ. ამასთან, ყველას. ანუ მეუ-ს ტაძრებსაც მათ შორის.

მოკლედ, ხორცის ნაჭრებიდა ლავრასთან „ველიარები“  უკვე არის იმ სულიერო მდგომარეობის მკაფიო გამოვლინება, რომელშიც ამჟამად იმყოფება უკრაინელი ხალხი. ეს არაა ერთეული შემთხვევა, რომელზეც შეიძლება რეაგირება, არამედ მარკერია, რომელიც აჩვენებს საშინელ პრობლემებს, რომელთაც უახლოეს მომავალში შევეჯახებით.

დევნა ბოლო ხანებში

როგორ გარდაქმნიან უკრაინელ ერს - სურათი 2

აქტივისტების მიერ კიევ-პეჩერის ლავრის 70ა კორპუსში მოწყობილი დარბევა. ფოტო: მჟკ.

დევნა ამ გაგებით არის სხვადასხვანაირი. ძველად მწვალებლები - ტრაიანე, დიოკლეტიანე, დეციუსი და სხვები აიძულებდნენ ქრისტიანებს უარეყოთ ქრისტე და მათ სხეულებრივ ტანჯვას აყენებდნენ. ბევრმა უარყო კიდეც. თუმცა, იყვნენ ისეთები, ვინც უპირატესობას ანიჭებდა სხეულებრივ სიკვდილს სულიერ სიკვდილთან შედარებით.

დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩვენ გვაიძულებენ უარვყოთ ჩვენი რწმენა, ეკლესია და ღმერთი სხვადასხვა მეთოდით - დამცირების, ცილისწამების, შეურაცხყოფის, ჯადოქრობის მეშვეობით. მის-ების დახმარებით მიმდინარეობს აზრის გატარება, რომ კანონიკური ეკლესიის ქრისტიანად ყოფნა არის ცუდი და სამარცხვინო, რომ უმეს- ყველა წარმომადგენელი არის მოღალატე და კოლაბორანტი და ა.შ. და რწმენაში მყარად დგომა, საკუთარი ეკლესიის არღალატი, რომლის შვილებიც ჩვენი ბაბუები და წინაპრები იყვნენ, ზოგჯერ ძალიან რთულია. ბევრი მიდის, ვერ უმკლავდება რა სერიოზულ ზეწოლას შინაურების, მეგობრების, საზოგადოების მხრიდან. მიდიან, თავს იმართლებენ რა უადგილო „პატრიოტული“ ნარატივებით (თითქოს ვინმე უშლიდა მათ ხელს ყოფილიყვნენ პატრიოტები უმე-ს შიგნით) ან იგონებენ სხვა მიზეზებს - საეკლესიო სლავური ენიდან კალენდრამდე, რომლითაც „ცხოვრობს ევროპა“.

იმათ, ვინც დარცნენ (ასეთი კი უმრავლესობაა), იციან, რომ დღეს დევნა მხოლოდ გაძლიერდება. უფრო მეტიც, ის ისეთ ხასიათს შეიძენს, რომ ღმერთისადმი ერთგულად დარჩენა იმაზე უფრო რთული გახდება, ვიდრე ეს დიოკლეტიანეს დროს იყო.

მაგალითად, ღირსი სერაფიმე ვირიცკი წერდა, რომ „ჭეშმარიტი ეკლესია ყოველთვის იქნება დევნილი, ხოლო გადარჩენა მხოლოდ დარდითა და ტკივილით იქნება. დევნა

მიიღებს სრულაიდ ფართო, წარმოუდგენელ ხასიათს... საშინელება იქნება ამ დრომდე მიღწევა“.

განმანათლებელ ეგნარე ბრიანჩანინოვის აზრით, მდევნელები იქნებიან ისინი, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებს: „მრავლად მყოფი უარმყოფელები, რომლებიც თავს გარეგნულად ქრისტიანებად წარმოგვიდგენენ, იმოქმედებენ უფლის მონების წინააღმდეგ ხელისუფლების ძალდატანებითაც და ცილისწამებითაც, მზაკვრული ხერხებითაც და მრავალგვარი ცდუნებითა და დევნითაც“.

განმანათლებელი თეოფანე დაყუდებული საერთოდ თვლიდა, რომ ბოლო ჟამის „მზაკვრული ხრიკები“, მდევნელების ქრისტიანული იერი და მორწმუნე ადამიანების „მრავალგვარი ცდუნება“ გამოიწვევს ანტიქრისტეს გამოჩენას. ის წერდა: „მართალია, ქრისტიანული სახელი იქნება ყველგან და ყველგან დავინახავთ ტაძრებს და საეკლესიო ხარისხს, მაგრამ ყოველივე ეს იქნება მხოლოდ გარეგნულად, შიგნით კი იქნება ჭეშმარიტი უარყოფა. ამ ნიადაგაზე გამოჩნდება ანტიქრისტე და იმავე სულისკვეთებით აღმოცენდება საქმის არსის გარეშე“.

ამიტომაც, იმას, რაც ხდება დღეს უმე-თან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - მაქსიმალურად დააკნინოდ ღმერთისადმი რწმენა, დასცინონ ეკლესიას, მორწმუნეები გადააქციონ მარგინალებად, რომელთ დამცირება, ცემა და შეურაცხყოფა არის შესაძლებელი.

მტერი ჩავარდა ცოცხალი ღმრთის ხელში

უდაოა, რომ ჩვენ  ვცხოვრობთ უკანონობისა და აპოსტასიის (უფლის რწმენისგან განდგომის) ხანაში. ბოროტება ეკლესიის წინააღმდეგ ისეთ ფართო ხასიათს იძენს, რომ ადამიანური მოდგმის მტერი მოქმედებს ღიად, კადნიერად და არ მალავს თავის დინგს.

სატანისტები, წარმართები, მაგები და ჯადოქრები, მრავლად არიან ლავრასთან - ეს მხოლოდ ზედა ფენაა იმ კლოაკის, რადაც თანდათან უნდა გადააქციონ ოდესღაც მართლმადიდებელი უკრაინელი ხალხი, რომელთაც თავად ეკლესიის არსებობა არ აძლევს მშვიდად ცხოვების საშუალებას.

ამის ფონზე საუბარი იმაზე, რომ დაკნონდეს „ეზოთერიკული მომსახურებები“, უკვე ხუმრობა აღარაა, ხოლო ხორცის ნაჭრები, ლავრასთან დაკიდებული მხოლოდ ჯადოქრობა როდია. ეს არის ღმერთის პირდაპირი გამოწვევა, მისთვისა და მისი ეკლესიისთვის ომის გამოცხადება.

ამ ომში ვინც დამარცხდება - გასაგებია. „ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან“ - უთხრა უფალმა თავის მოწაფეებს (ლუკ. 10,18). ზუსტად ასევე არის გასაგები, რომ თუ ჩვენ გავჩუმდებით და არ დავიცავთ ჩვენს სიწმინდეებს იმათგან, ვინც ძვლებს ყრის უკრაინული მართლმადიდებლობის გულში, ეს ომი შეიძლება ჩვენც შეგვეხოს. და მაშინ, ღმერთმა არ ქნას, ჩვენ მოგვიწევს გავიხსენოთ მოციქულ პავლეს სიტყვები: „მტერი ჩავარდა ცოცხალი ღმრთის ხელში!“ (ებრ. 10,31).

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ