ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ახალი პატრიარქი აირჩიეს

30 June 12:24
6050
ბულგარეთის მართმადიდებლური ეკლესია. ფოტო: bg-patriarshia.bg ბულგარეთის მართმადიდებლური ეკლესია. ფოტო: bg-patriarshia.bg

დღეს ბმე-ის ახლადარჩეულ წინამძღოლს აკურთხებენ.

30 ივნისს სოფიაში ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ახალი პატრიარქის არჩევნები გაიმართა. პირდაპირი ტრანსლაცია იყო ბმე-ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

კენჭისყრა ორ ტურად გაიმართა. პირველზე მიტროპოლიტმა გრიგორი ვრაჩანსკიმ მიიღო 64 ხმა, მიტროპოლიტმა დანიილ ვიდინსკიმ - 51, მიტროპოლიტმა გაბრიელ ლოვჩანსკიმ - 19.

მეორე ტურში საპატრიარქო საარჩევნო საეკლესიო საბჭოს მონაწილეებმა აირჩიეს ახალი წინამძღვარი მიტროპოლიტ გრიგოლ ვრაჩანსკის და დანიელ ვიდინსკის შორის.

შედეგად ვიდინის მიტროპოლიტი დანიელი ხმათა უმრავლესობით აირჩიეს ბულგარეთის ახალ პატრიარქად და სოფიის მიტროპოლიტად. მან 69 ხმა მიიღო.

საბჭოს 66 მონაწილემ ხმა მისცა მიტროპოლიტ გრიგოლ ვრაჩანსკის.

3 ბიულეტენი ბათილად იქნა გამოცხადებული.

ბულგარეთის ახლადარჩეული პატრიარქის სახელის ოფიციალური გამოცხადება დაახლოებით 14:30 საათზე მოხდება.

ახლად არჩეული პატრიარქი დანიელი, ეპარქიის მიტროპოლიტები და ეპისკოპოსები ალექსანდრე ნეველის სახელობის საპატრიარქო ტაძარში წავლენ, სადაც მათ ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების წინამძროლები და წარმომადგენლები დაელოდებიან.

ბულგარეთის ახლადარჩეული პატრიარქის აღსაყდრება და პარაკლისი 15:00 საათზე გაიმართება.

როგორც მჟკ წერდა, ბულგარეთის პატრიარქის კანდიდატმა, ვიდინელმა მიტროპოლიტმა დანიელმა ფანარი უმე-ის დევნაში დაადანაშაულა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ