როგორც არ უნდა გიმძიმდეს ახლა, გახსოვდეს - ჯოჯოხეთში უარესია

18 November 2022 19:55
3050
მე ვირჩევ, ეჭვგარეშე, სიყვარულს შენი და ჩემი მოყვასის მიმართ! .ფოტო: phonoteka.org მე ვირჩევ, ეჭვგარეშე, სიყვარულს შენი და ჩემი მოყვასის მიმართ! .ფოტო: phonoteka.org

სულთმოფენობის 23-ე კვირის საკვირაო ქადაგება.

ხალხი ქრისტეს ხშირად ეკითხებოდა იმაზე, თუ რა არ სჭირდებოდა და რა არ იყო სასარგებლო. გვიჩვენე ნიშანი ციდან, დაამტკიცე, თუ რა ძალით აკეთებ ამას, ჩამოდი ჯვრიდან, აჩვენე სასწაული და ა.შ. ადამიანები ყოველთვის ეძებენ იმას, რაც საჭიროა მათი ხსნისთვის, არამედ იმას, რასაც ეძებს მათი ცოდვილი გონება და მანკიერი გული - იმას, რასაც სული მიეკრო და რაშიც მათი ზრახვებია. და როცა მათ ესაუბრები იმაზე, რომ ამ სიტუაციიდან უნდა გამოხვიდეთ თქვენი აზრებით, ისინი ამბობენ „არა, არა, შენ მხოლოდ უსმინე“ და ისევ საუბრობენ ერთსადაიმავე. აი, ახლა მე მთხოვენ დავწერო ომზე. „დაწერეთ ომზე, ადამიანებს ახლა სურთ იკითხონ იმაზე, რაც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ...“, - მწერს ჩემი მუდმივი მკითხველი.

რა შემიძლია ამაზე ვუპასუხო. მე არ მინდა ომზე წერა! დაე, მასზე პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა, რელიგიურ-პოლიტიკურ მოღვაწეებმა წერონ და ა.შ. ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან ვიცი, რომ ურთიერთშეღწევის კანონი მუშაობს იქ, სადაც გული გახსნილია. რაც უფრო მეტად ვეფლობით ომის ჭაობში, მით უფრო მეტად ის ჭამს ჩვენს სულს, რომელიც მასში ჩაძირვას იწყებს. ამ ჩიხში არაა სიყვარულის, არც უფლის ჭეშმარიტების, არც იმის უმცირესი იმედის სხივი, რომ ეს სიგიჟე ოდესმე დასრულდება. რადგანაც ამის შემდეგ აუცილებლად დაიწყება რამე სხვა. და ეს „სხვა“, შესაძლოა, კიდევ უფრო უარესი იყოს.

ადრე გვეჩვენებოდა, რომ კორონავირუსზე უფრო უარესი არაფერი იქნება. მაგრამ  შევცდით. და ეს ომი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არაა ყველაზე უარესი, რაც ელოდება წინ კაცობრიობას.

როგორც ჩანს, ჩვენ უკვე მივედით იმ დრომდე, როცა სიკვდილამდე არ მოგვცემენ „არც ამოოხვრის, არც ამოსუნთქვის“ საშუალებას.

ვინც ებრძვის ურჩხულებს, იმას უნდა უფრთხილდეთ, რათა თავად არ გახდე ურჩხული. თუ ფსკერში იყურები, ფსკერიც შენ გიყურებს“. ამ სიტყვების ავტორის მსოფლმხედველობისა და ფილოსოფიისადმი ჩემი მიუღებლობისა და უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, იძულებული ვარ მას დავეთანხმო.

ასეა ეს. ჩვენ ვხდებით ის, რასაც ეკრობა ჩვენი სული და ყურადღება. რომ არ გაუჩინარდე ფსკერზე ამ სიბნელეში, მზერა უნდა მიმართო იმაზე, რაც იმედს, მადლმოსილ უშფოთველობასა და გულის სიმშვიდეს იძლევა. ჩემს ფეხების ქვეშ მუქი ბლანტი სისხლის ზღვა დგას, რომელშიც ცურავენ მკვდარი სხეულები მინის ნამსხვრევებთან, ხრეშსა და მტვრიან მიწასთან ერთად. ჩემგან მარცხნივ და მარჯვნივ ცინიკური შეუდარებელი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მმართველები, ძლიერნი ამა ქვეყნისანი არიან -  ეშმაკისეულ კულისებს მიღმა მართვადი უღვთო თოჯინები.

თუ ზემოთ ავიხედებით, გვერდებზე ყურების გარეშე, შეიძლება არა მხოლოდ სიმშვიდე მოიპოვო, არამედ მიხვდე კიდეც იმას, რომ სინამდვილეში არაფერია. არც ომია, არც სიკვდილი, არც ბოროტება, არც ისეთი არაფერი, რაც ასე დაჟინებით გიძვრება სულში. დიახ, გვაქვს ტკივილის, ტანჯვის, გამოცდის, ცდუნების ფსკერი, მაგრამ ეს სხვა არაფერია, თუ არა სასუქი.

დიდმა მებაღემ ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი გამხმარი და უნაყოფო სულის ხე მოეჭრა, გადაწყვიტა კიდევ ერთხელ ეცადა მისთვის შემობარვას და ნაკელის შეტანას იმ იმედით, რომ იქნებ ჩვენს ტოტებზე დაინახოს რამე კეთილი ნაყოფი.

რაც არ უნდა ხდებოდეს დედამიწაზე, ის მაინც მცირედი ხნით გრძელდება. ეს მხოლოდ შეგრძნებებისა და აზრების განცდა და გაცოცხლებაა, რომელიც არ გრძელდება უსასრულოდ. ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი გაივლის. რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს თავს მიწიერ ცხოვრებაში, არ უნდა დაგვავიწყდეს - ჯოჯოხეთში ყველაფერი გაცილებით უფრო უარესადაა! წახვიდე უფლისგან გარე უკუნში, უფლის სასუფევლამდე არმისული- ერთადერთია, რისიც ნამდვილად უნდა გეშინოდეს. დანარჩენი ორთქლი და ცვარია. ისინი დღეს არიან, ხვალ კი გაქრებიან, როგორც თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე.

შიში, სიძულვილი, ბოროტება, წყევლა, აღშფოთება, უკმაყოფილება - ეშმაკის მეგობრები არიან, რომელთაც სამართლიანობისა და „მართებული მრისხანების“ კამუფლაჟით სურთ ჩვენს სულში შეღწევა, რათა ის ტყვედ ჩაიგდონ ხელში.

ამიტომაც, არ მინდა ომზე საუბარი... უმეტეს შემთხვევაში ვწერ არა ჩემი სახელით, არამედ მხოლოდ იმის პერეფრაზირებას ვაკეთებ, რასაც ვკითხულობ და რაც მესმის ჩემი ხუცესისგან. ის, რის სწავლასაც ვცდილობ, ის, რაც ჩემს სულს ნათელს ჰფენს, რაც გვინმტკიცებს იმის რწმენას, რომ უფალი არასდროს მიგვატოვებს. ყველაფერი, რაც შემიძლია დავწერო ომზე, მოკლედ და ზუსტად ნათქვამია მამა სიმონის (ბეზკრონის) ამ სტრიქონებში:

ცდუნების სიმძიმისა და

უსასრულო ტკივილზე პასუხად

უდაოდ, ვირჩევ

შენსა და მოყვასისადმი სიყვარულს!

დიდხნიან ტანჯვაზე პასუხად,

როცა არც მოთმენის ძალა გაქვს,

ისევ მოთმინებას ვირჩევ,

რათა ამით საკუთარ თავს ვძლიო!

საშინელი ცნებების დაახლოებით

ერთ მტანჯველ გაკვეთილზე,

ისევ ვირჩევ ჯვარცმას,

და ჯვარს, ლურსმნებს და გვირგვინს...

ვერაფერს დავამატებ ამ სტრიქონებს. მხოლოდ რამოდენიმე ისტორიას ჩემი ნაცნობების ცხოვრებიდან.

თანამედროვე იობები

ომმა ასეულობით ათასი ადამიანის ბედი შეცვალა. ახლა გამახსენდა ჩემი დამრიგებელი, რომელიც ცხოვრობდა მეზობლად გულიაპოლეში. როცა ის პირველად დავინახე მეოთხე კლასში, უმალ შევიყვარე. ლ.ი. მთელი ცხოვრება ჩემთვის დარჩა სილამაზისა და ქალური კეთილშობილების იდეალად. მას მერე ათეულობით წელი გავიდა. ლ.ი. მატერიალურად შეძლებული იყო, კარგად გამართულ სახლში ცხოვრობდა შესანიშნავ მეუღლესთან  ერთად, რომელსაც ყველაფერი გამოსდიოდა ხელიდან. მისმა ნიჭიერმა ქალიშვილმა თავისი შრომით მიაღწია წარმატებას, ჰქონდა მაღალანაზღაურებადი სამსახური და ქალაქში ერთ-ერთი პირველი სახე გახლდათ. შემდეგ გაჩნდნენ ლამაზი შვილიშვილები. წინ მას ელოდა მშვიდი, წყნარი, უდარდელი სიბერე...

ჯერ ქმარი გარდაეცვალა ონკოდაავადებით. გადის დრო და 45 წლამდე ასაკის ქალიშვილი კორონავირუსისგან გარდაიცვლება. ნახევარ წელში იწყება ომი. სიძე მოსწავლე შვილიშვილებთან ერთად საზღვარგარეთ მიდის, სამყაროს მეორე კიდეში. ლ.ი. ცივ და ცარიელ სახლში ღრმად მოხუც და ავადმყოფ დედასთან ერთად და ინვალიდ დასთან ერთად რჩება. ამას ემატება უსასრულო დაბომბვები, ელექტროენეერგიის, გაზის, წყლის უქონლობა, მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების იმედად ყოფნა, რომელიც სულ უფრო იშვიათობა ხდება. და კიდევ მოთმინების, მორჩილების, ჯვარის ტარების და უნარი იცხოვრო, როგორც სიმდიდრეში, ასევე სიღარიბეში, სიხარულსა და დარდში, სითბოსა და სიცივეში. ტყუილად კი არ დადიოდა ის წლები ტაძარში, ატარებდა იქ ქალიშვილს, სიძეს, შვილიშვილებს. ასე ხდება სულის ხსნაც...

ძაღლის ხვედრი

ბიძაშვილიც იქ დარჩა გულიაიპოლეში. ორი ჩაწოლილი ბებია, ინვალიდი ბავშვი. როცა უკვე შეუძლებელი იყო მოთმინება, თავიდან მოახდინეს ბიჭის ევაკუაცია, შემდეგ ბებიების. ძაღლი დროებით დატოვეს მეზობლების მეთვალყურეობის ქვეშ. ოთხფეხა მეგობარი მათთვის ოჯახის ნამდვილ წევრად იქცა - ტანად პატარა ხბოსავით, მაგრამ ძალიან კეთილ, ერთგულ და ძალიან მოსიყვარულე ბინადართან. დილით, როცა ოჯახი წასულიყო იყო, მეუღლის ძმას ესიზმრება სიზმარი. ეს ძაღლი ლამაზ მინდორში გარბის, რომელიც ლამაზი ყვავილებით არის დაფარული. თითქოსდა სიხარულისა და ნეტრებისგან ანათებს. ახტება მას კისერზე, ძაღლივით ეფერება, კოცნის და ყველა მისი მოძრაობით აჩვენებს, თუ რა აღტაცებასა და სიამოვნებას განიცდდის იმისგან, რომ ამ შესანიშნავ ადგილას იმყოფება.

სიზმარი იმდენად რეალისტური იყო, რომ გაღვიძების შემდეგ ძმის მეუღლე ვერ იშორებდა აზრს, რომ ყველაფერი ცხადში ხდებოდა.

რამოდენიმე საათში დარეკა მეზობელმა. მან თქვა, რომ საღამოს სახლს მოხვდა ჭურვი, ძაღლი კი მძიმედ დაიჭრა. ის მთელი ღამე იტანჯებოდა ტკივილისგან, დილით კი - მოკვდა...

ჩემს მკითხველებს მინდა გავაცნო ეს ისტორია ძაღლზე არა იმისთვის, რომ დისკუსია გავმართო ცხოველების სიკვდილისშემდგომ ხვედრზე და მივცე შესაძლებლობა „ყოვლისმცოდნე“ მწიგნობარებს დაკავდნენ თვითკმაყოფილებით კომენტარებში. დიახ, შეიძლება იდაო იმაზე, არის თუ არა ძაღლებისთვის ადგილი სამოთხეში, მაგრამ ის, რომ ადამიანს აქვს უკვდავი სული, ამაში ეჭვი არავის ეპარება. იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ სამყაროში მოაქვთ ბოროტება, ურვა და ცრემლები, პირველ რიგში, მოაქვთ საკუთარი სულის სიკვდილი. ისინი მოტყუებულნი არიან ეშმაკის მიერ და თავადაც ვერ ხვდებიან, რომ მას მისცეს თავიანთი გული. მათი საუკუნო ხვედრი იქნება ამ ომის ყველაზე საშინელი შედეგი.

                                                         ***

1984 წელს გამოვიდა შესანიშნავი ქრისტიანული ფილმი - რეჟისორ ვოლფგანგ პეტერსონის იგავი „უსასრულო ისტორია“, რომელიც გადაღებულია მწერალ მიხაილ ენდეს ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. მისი მთავარი გმირი სამყაროს იხსნის საშინელი თავდასხმისგან, რომელსაც არაფერი ჰქვია. ყველგან, სადაც მიდიოდა არაფერი, სამყარო შავ საშინელ სიბნელედ, სიცარიელედ გადაიქცეოდა, სინათლისა და სიცოცხლის გარეშე.

საღამოს, როცა მშობლიური ქალაქის ქუჩაში დავდივარ, ვხვდები, რომ ეს არაფერი ჩვენთანაც მოვიდა. იქ, სადაც ბავშვები თამაშობდნენ მოედნებზე - სიბნელეა. სახლები სამყაროს ცარიელი პირქუში მზერით უყურებენ. სიბნელეა ქუჩებში, სახლებსა და სულებში. სამყარო, სადაც ადრე იყო სინათლე და სიცოცხლე, ნელ-ნელა პირქუშ არაფრად გადაიქცევა, რომელიც სავსეა სიკვდილით, სიცივითა და ქაოსით.

თუმცა, საინტერესოა, რომ ის არსებები, რომლებმაც ყოველივე ეს ჩემს მიწაზე მოიტანეს, თავს თვლიან „სინათლის მეომრებად“. აი, სადამდე შეუძლია ეშმაკს სულის მიყვანა, რომელმაც დაივიწყა ის, რომ უფალი არის სინათლე, სიყვარული და სიცოცხლე და არა სიბნელე, სიძულვილი და სიკვდილი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ