მეუფე თეოდოსი ყვებოდა ჩერკასკის ტაძრის დამცველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
უმე-ს 12 მორწმუნე მძიმე ტრავმებით ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება.
ჩერკასკისა და კანევსკის მიტროპოლიტმა თეოდოსმა კომენტარი გააკეთა «Перши казацкий» -სთან იმ სიტუაციის შესახებ, რომელიც შეიქმნა მეუ-ს მომხრეთა მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მიქაელის ტაძრის მიტაცების შემდეგ. მისი სიტყვებით, უმე-ს ზოგიერთი მორწმუნისა და მღვდელმსახურის ფიზიკური მდგომარეობა შტურმის შემდეგ ჯერ კიდევ მძიმეა, ზოგიერთი მათგანი კი აგრძელებს მკურნალობას.
„მე ასე თუ ისე არამიშავს, მაგრამ ყველა დაზარალებულს ჯერ არ დაუტოვებია საავადმყოფო. ზოგიერთს უგრძელდება ოპერაციები ფეხებსა და თავზე. სრული რეაბილიტაციისთვის საჭიროა რამდენიმე კვირა ან ერთი თვეც კი“, - იუწყება მეუფე თეოდოს.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საკათედრო ტაძრის შტურმის დროს დაზარალებულთა მკურნალობისთვის აგროვებდა ფულს.
მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ უმე-ს იურისტები არკვევენ, მართალია თუ არა, რომ ჩერკასკის საავადმყოფოში უარს ამბობდნენ უმე-ს მორწმუნეთა ტრავმების დოკუმენტურად გაფორმებაზე. მეუფე თეოდოსმა დაამატა: „ჯერ-ჯერობით ვერ დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ამ ინფორმაციას, მაგრამ ცნობილია, რომ ზოგიერთ მორწმუნეს უარი ეთქვა ჰოსპიტალიზაციაზე, სხვებს კი დაუწიეს ტრავმის სიმძიმის დონე“. თუ ეს ფაქტები დადასტურდება, უმე მოითხოვს დამნაშავეთა პასუხისგებაში გადაცემას.
სულ, მიტროპოლიტის სიტყვებით, დაზარალდა 30-ზე მეტი მრევლის წევრი და მღვდელმსახური, მაგრამ ყველას არ მიუმართავს სამედიცინო დახმარებისთვის. „12 ყველაზე მძიმე შემთხვევა, რამდენიმე მღვდლის ჩათვლით, ჰოსპიტალიზირებული იყო და მათ ჯერ კიდევ უტარდებათ ოპერაციები“, - დაამატა მეუფე თეოდოსმა. მან აღნიშნა, რომ ჩერკასკის ეპარქიის ერთ-ერთი მღვდელი ბოევიკებმა დააგდეს იატაკზე და ფეხებით სცემეს, მან მიიღო სერიუზული ტრავმები და ექვსი კბილი დაკარგა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, ჩერკასკის ეპარქიაში ითხოვენ ტაძრის მიტაცებაში დამნაშავეთა დაკავებას.