უმე და მეუ: შეიძლება თუ არა გაერთიანება?

01 July 2022 17:45
37
უმე და მეუ: შეიძლება თუ არა გაერთიანება?

თეოფანიაში საეკლესიო კრების კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ თითქოს, ახლა უმე აუცილებლად  შეუერთდება მეუ-ს. მოდით, გავაანალიზოთ და გავაკეთოთ გარკვეული პროგნოზები.

თეოფანიაში უმე-ს საეკლესიო კრების შემდეგ ეკლესიას თავს დაატყდა ბრალდებები სხვადასხვა „ცოდვებში“. მათ შორის არიან საკმაოდ ექსპრესიულებიც. ზოგიერთი რესურსი და ბლოგერი „წინასწარმეტყველებს“ უმე-ს მეუ-თან გარდაუვალ გაერთიანებას, შემდეგ კი - უნიატებთან. გთავაზობთ გავაანალიზოთ სიტუაცია და გამოვავლინოთ არის თუ არა მსგავსი პროგნოზებისთვის თუნდაც რაიმე საფუძველი? ყოველგვარი მსჯელობისა და ანალიზის წინ აუცილებელია მკაფიოდ გაირკვეს, საიდან იღებს საწყისს უკრაინის მართლმადიდებლური კონფესიები.

ვინ ვინ არის უკრაინულ მართლმადიდებლობაში

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (უმე) სათავეს იღებს 988 წლიდან, როცა დიდი მოციქულთასწორი მთავარი ვლადიმირის დროს შეიქმნა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კიევის მიტროპოლია. მართალია, არსებობს მოსაზრება, რომ 1037 წლამდე კიევის მიტროპოლია ექვემდებარებოდა ავტოკეფალურ ოხრიდის არქისაეპისკოპოსოს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ეს იმდენად მნიშვნელოვანი არაა. ბოლო ასწლეულებში კიევის მიტროპოლია რამოდენიმეჯერ დაიყო და ისევ გაერთიანდა. XV საუკუნის მეორე ნახევარში ეს დაყოფა საბოლოოდ განმტკიცდა, მიტროპოლიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი ფაქტიურად ავტოკეფალურ  რუსულ ეკლესიად ჩამოყალიბდა, ხოლო მისი სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემადგენლობაში დარჩა. 1686 წელს ის გადაეცა რუსეთის ეკლესიას თავის შემადგენლობაში, რომელმაც იმ დროისთვის აღიარება ჰპოვა საპატრიარქოს სახით. 1990 წელს უკრაინის (უსსრ იმ დროს) ტერიტორიაზე მყოფი ეპარქიები საეგზარქოსოდან უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიად გარდაიქმნა, რომელმაც მიიღო დამოუკიდებლობა, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა და ერთგვარად გაფართოვდა კიდეც 2022 წლის 27 მაისის უმე-ს საეკლესიო კრებით.

უმე-ს ყველა მღვდელმთავარი, გამონაკლისის გარეშე წარმოადგენს ქრისტეს ეკლესიის მადლმოსილ ეპისკოპოსს და ასეთად მიჩნეულია ადგილობრივი ეკლესიების მიერ გამონაკლისის გარეშე.

უმე-ს  ყველა მღვდელმთავარი, გამონაკლისის გარეშე წარმოადგენს ქრისტეს ეკლესიის მადლმოსილ ეპისკოპოსს და ასეთად მიჩნეულია ადგილობრივი ეკლესიების მიერ გამონაკლისის გარეშე.

უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია (უამე) 1921 წელს შეიქმნა ე.წ. პირველი სრულიად უკრაინის მართლმადიდებლური საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით. ეს ღონისძიება არ წარმოადგენდა საეკლესიო კრებას, რამდენადაც მის მონაწილეებს შორის არ იყო არც ერთი ეპისკოპოსი. სულ მონაწილეობდა 472 დეპუტატი, რომელთა შორისაც 64 იყო მღვდელი და 17 დიაკვანი. საბჭოთა ხელისუფლება, რომლის დროსაც ეს ხდებოდა, ამ ღონისძიებას უყურებდა მოწონებით და არ უშლიდა ხელს მის მუშაობას. ყრილობამ გამოაცხადა ავტოკეფალია, თუმცა ვერ მოხერხდა არც ერთი მღვდელმთავრის პოვნა (ამასთან, არა მხოლოდ მოქმედი, არამედ უკვე სამსახურიდან გასულის და აკრძალვაში მყოფისაც კი), რათა მომხდარიყო ეპისკოპოსების ხელდასმა შექმნილი რელიგიური ორგანიზაციისთვის.

მაშინ, ყრილობის მონაწილეებმა, მღვდლებმა და ერისკაცებმა გადაწყვიტეს დაესვათ თავიანთთვის „ეპისკოპოსი“, რომლადაც მოგვევლინა ვასილი ლიპკოვსკი. მსგავსი გადაწყვეტილების თვალსაჩინო აბსურდი განიმარტება მონაწილეთა უმრავლესობის საეკლესიო თვითშეგნების უკიდურესად დაბალი დონით. უამე-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვასილი პოტიენკო მოგვიანებით იხსენებდა: „სიმართლეს ვერსად გაექცევი: საეკლესიო კრების დეპუტატები ძირითადად იყვნენ საეკლესიო კანონებისა და ყოველგვარი მისიონერული საქმიანობის დეტალების  ნაკლებად მცოდნე ადამიანები“. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მხოლოდ იმ ღონისძიების დეპუტატების ეკლესიურობის დონე, რადგან ყველა ადამიანი, თუნდაც მცირედით მაინც იცნობს მართლმადიდებლობას, იცის, რომ ეპისკოპოსის გარეშე შეუძლებელია ყოველგვარი ქიროტონიის შესრულება, მითუმეტეს, - სამღვდელმთავროსი. უამე-ს „იერარქიის“ ასეთ კრეატიულ წარმოქმნასთან დაკავშირებით მათ უკან მტკიცედ ჩაიბეჭდა სახელწოდება „თვითნაკურთხები“.

მომავალში უამე მოექცა რეპრესიების ქვეშ სსრკ-ს ტერიტორიაზე და მხოლოდ დიასპორაში შენარჩუნდა. გარდაქმნის დაწყებასთან ერთად მისი ლეგალიზაცია მოხდა უკრაინაში და მან იარსება 2018 წლამდე, როცა მეუ-ს შემადგენლობაში შევიდა.

კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია დაარსდა 1992 წლის 25-26 ივნისს ე.წ. უამე-სა და „უმე“-ს სრულიად უკრაინის გამაერთიანებელ კრებაზე. ამასთან, „უმე“-ს წარმოადგენდნენ პირები, რომლებიც იმ მომენტისთვის უკვე არ ეკუთვნოდნენ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას: ფილარეტ დენისენკოსა და იაკობ პანჩუკს, იმ მომენტისთვის ორივეს წოდება ჰქონდა ჩამორთმეული და სასულიერო პირის ყველა ხარისხი. მათ გარდა კიდევ იყო ორი „ეპისკოპოსი“, რომელთა „ხელდასმაც“ მოხდა ფილარეტისა და იაკობის მიერ, უკვე იმყოფებოდნენ რა წოდებაჩამორთმეულ სტატუსში. ამ ღონისძიებაზე გამოცხადდა უამე-სა და „უმე“-ს გაერთიანების შესახებ, ამასთნ, უამე-ს მეთაური, „პატრიარქი“ მსტისლავ სკრიპნიკი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობდა, საერთოდ არ იყო ინფორმირებული ამ „კრების“ თაობაზე. როცა მან ეს გაიგო, განაცხადა კიდეც თავის კატეგორიულ დაუთანხმებლობაზე და მოუწოდა ყველა მომხრეს არ ეღიარებინათ გაერთიანება ერთიან სტრუქტურაში, კიევის საპატრიარქო.  მალე, უამე გავიდა გაერთიანებიდან, ვერ მოასწრო რა ნორმალურად შესვლა, ხოლო თავად უმე (კს) დარჩა და განვითარება დაიწყო, როგორც დამოუკიდებელმა რელიგიურმა ორგანიზაციამ. უმე (კს)-ს მთელი „იერარქია“ სათავეს იღებს წოდებაჩამორთმეული ფილარეტ დენისენკოსა და იაკობ პანჩუკისგან და ასევე მათთან, ცოტა მოგვიანებით შემოერთებული ანდრეი გორაკისგან, ლვოვისა და დროგობიჩის ყოფილი ეპისკოპოსისგან და რომელიც ასევე უკვე იყო სასულიერო წოდებაჩამორთმეულის სტატუსში.

არც უამე, არც უმე (კს)-ს არ ჰქონდა კანონიერი საეპისკოპოსო, რაც აღიარებული იყო აბსოლუტურად ყველა ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ.

ამდენად, არც უამე, არც უმე (კს) არ ჰქონდა კანონიერი საეპისკოპოსო, რაც აღიარებული იყო აბსოლუტურად ყველა ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ. 2018 წლის 15 დეკემბერს მათგან შეიქმნა მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში (მეუ), რასაც წინ უსწრებდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილება ფილარეტ დენისენკოსა და უამე-ს მეთაურის, მაკარი მალეტიჩის „ეკლესიასთან გაერთიანების“ შესახებ ყველა მათ მიმდევართან ერთად. გარდა იმისა, რომ თავად ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს უკანონოს, ასევე ფანარიონმა არაფერი გააკეთა, რათა გადაეწყვიტა მეუ-ში კანონიკური საეპისკოპოსოს არარსებობის პრობლემა. ისინი არც ფარულად, არც აშკარად არ ახდენდნენ მეუ-ს მღვდელმთავრების „ხელახლა ხელდასმას“, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მეუ-ს არ გააჩნია ეპისკოპატი იმ მიზეზით, რომ ის ვერსაიდან გაჩნდებოდა.

პირობები მოლაპარაკებებისთვის

იმისათვის, რომ უმე-ს შეძლებოდა რაიმე სახის მოლაპარაკებების წარმოება მეუ-თან, ამ უკანასკნელმა საიდანმე უნდა მიიღოს ეპისკოპოსები, რომლებიც ხელდასმული იქნებიან კანონიკური მღვდელმთავრების მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ეპისკოპოსთა მოლაპარაკებები ერისკაცებთან და ამ მოლაპარაკებების თემა შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი რამ - პოლიტიკა, ფეხბურთი, მაგრამ არანაირად საეკლესიო გაერთიანება.

ამიტომაც, 2022 წლის 27 მაისის უმე-ს საეკლესიო კრებამ მეუ-ს წაუყენა სამი პირობა მოლაპარაკებებისთვის:

  • „შეწყვიტოს ტაძრების მიტაცება და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლის იძულებითი გადაყვანა.
  • გააცნობიეროს, რომ მათი კანონიკური სტატუსი, როგორც ის დაფიქსირებულია „უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესიის წესდებაში“, წარმოადგენს ფაქტიურად არაავტოკეფალურს და მნიშვნელოვნად ჩამორჩება თავისუფლებებსა და შესაძლებლობებს საეკლესიო საქმიანობის რეალიზაციაში, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მართვის შესახებ წესდებით.
  • გადაწყვიტოს მეუ-ს იერარქსიის კანონიკურობის საკითხი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ისევე როგორც ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების უმრავლესობისთვის, სრულიად ნათელია, რომ მეუ-ს იერარქსიის კანონიკურობის აღიარებისთვის აუცილებელია მისი ეპისკოპოსების სამოციქულო მემკვიდრეობითობის აღდგენა“.

მეუ-ში უბრალოდ შეიძლება იგნორირება გაუკეთონ პირველ ორ პირობას. ტაძრების მიტაცებასთან დაკავშირებით შეიძლება გაკეთდეს, რომ ამით დაკავებულია მესამე პირები, ამასთან, საკუთარი ინიციატივით. საკუთარი სტატუსის დაზიანების გაცნობიერებისკენ მოწოდება წარმოადგენს არა იმდენად პირობას, რამდენადაც მინიშნებას იმაზე, რომ მეუ-ს ტომოსს არ შეუქმნია ნამდვილი ავტოკეფალია.

იმისათვის, რომ უმე-მ შეძლოს რაიმე სახის მოლაპარაკებების წარმოება მეუ-თან, ამ უკანასკნელმა საიდანმე უნდა მიიღოს ეპისკოპოსები, რომლებიც ხელდასმულია კანონიკური მღვდელმთავრების მიერ.

ყველაზე მთავარი პრინციპული პირობაა მესამე: „მეუ-ს იერარქიის კანონიკურობის საკითხის გადაწყვეტა“. ამასთან, საუბარი არაა, თუ როგორ შეიძლება ეს საკითხი კონკრეტულად გადაწყდეს. უბრალოდ ხდება იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ მეუ-ს ასეთი იერარქია არ გააჩნია, მოლაპარაკებებისთვის კი ის უნდა იყოს. რამდენადაც შეიძლება ამის გაგება, უმე-ში უშვებენ „ხელახლა ხელდასმას“ მეუ-ს „მღვდელმთავრებისთვის“ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში ან სხვა ადგილობრივ ეკლესიაში. ეს, რასაკვირველია, არ იქნება კანონიკურად უზადო, მაგრამ მაინც მისცემს მეუ-ს საშუალებას გადაწყვიტოს „მისი ეპისკოპოსების სამოციქულო მემკვიდრეობითობის აღდგენის“ საკითხი.

მეუ-ს რეაქცია

უმე-ს საეკლესიო კრების გადაწყვეტილებების მიღებისთანავე მეუ-ში შეიკრიბა „სინოდი“, რომელმაც განაცხადა, რომ უმე-გან მოელის კონკრეტიზაციას.

საიტ pomisna. Info-ს ციტატა:“ ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ასეთი დიალოგი უნდა დაიწყოს წინასწარი პირობებისა თუ ულტიმატუმების გარეშე. ჩვენ ველოდებით მეორე მხარის კონკრეტულ წინადადებებს დიალოგში პირველი ნაბიჯებთან და დიალოგის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნასთან დაკავშირებით“.

ამ ტექსტიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ უმე-ს საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები დუმენკოსთან ფასდება, როგორც „ულტიმატუმები“. თუმცა, რა აქვთ მხედველობაში „პირველი ნაბიჯებისა“ და „პასუხისმგებელი პირების დანიშვნის“ ქვეშ? ვფიქრობ, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა შეთავაზება მოხდეს დაბრუნება უმე-სა და უმე (კს)-ს შორის დიალოგზე, რომელიც 2009 წელს მზადდებოდა, მაგრამ არსებითაც არც დაწყებულა. იმ მოვლენების გახსენება საკმაოდ სასარგებლოა იმის გასაგებად, თუ რა ხდება დღეს.

2009 წლის  9 სექტემბერს უმე-ს წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება შეექმნა სამუშაო ჯგუფი უმე (კს)-თან დიალოგის მოსამზადებლად, ხოლო 14 სექტემბერს ანალოგიური ჯგუფი შექმნა უმე (კს)-ს „სინოდმა“. 2009 წლის 4 ოქტომბერს კიევ-პეჩორის ლავრაში შედგა ამ ორი ჯგუფის შეხვედრა. სხვათაშორის, შეხვედრის მთავარი ორგანიზატორი გახლდათ ამჟამად ოდიოზური არქიმანდრიტი კირილ გოვორუნი, რომელიც იმ მომენტისთვის იყო უმე-ს სსკგ-ს განყოფილების ხელმძღვანელი. შეხვედრაზე ხელი მოეწერა ერთობლივ პროტოკოლს, რომელშიც ნათქვამია: „დადებითად და დამაიმედებლად ჩაითვალოს დიალოგის მომზადების სამუშაო ჯგუფების შექმნის ფაქტი... სამუშაო ჯგუფის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ მათი საქმიანობის შედეგების მიხედვით, ასეთი დიალოგი დაწყებული იქნება“.

ასევე უმე-სა და უმე (კს)-ს წარმომადგენლები მუშაობდნენ დიალოგის მომზადების რიგ წინადადებებზე, კერძოდ:

  • მრგვალი მაგიდების, კონფერენციების, შეხვედრების ჩატარება, რომლებშიც მონაწილეობისთვის ჩართული უნდა იყვნენ ორივე მხარის წარმომადგენლები;
  • მოგვარდეს თანამშრომლობა უკრაინის საღვთისმეტყველო და საღვთისმსახურო ტერმინოლოგიის უნიფიკაციის საკითხებში;
  • მონაცვლეობით თითოეულმა მხარემ ჩაატაროს სამუშაო ჯგუფების ერთობლივი სხდომები, რომელთათვისაც თარიღები და დღის წესრიგები უნდა განსაზღვრონ ჯგუფების მეთაურებმა.

როგორც ვხედავთ, დიალოგი მომზადდა ძალიან კონკრეტულად და მას თან არ ახლდა არანაირი წინასწარი პირობა. ანუ უმე და უმე (კს) მაშინ გაცილებით უფრო ახლოს იდგა გაერთიანებასთან, ვიდრე ახლა, თუმცა, უმე-ში არავის არ მოსვლია აზრად ფუჭად მუშაობა და არ დაუდანაშაულებია მღვდელმთავრები განხეთქილებაში წასვლის სურვილში. მართალია, საქმე მაშინ ერთი შეხვედრით შემოიფარგლა, კირილ გოვორუნი 2009 წლის 9 ოქტომბერს მოსკოვში წავიდა და თავისი საეკლესიო საქმიანობა გააგრძელა მოსკოვის ეპარქიის კლირიკოსის სტატუსით. რამდენადაც ცნობილია ღია წყაროებიდან, ეს სტატუსი მას ამჟამადაც გაჩნია.

2013 წელს უმე (კს)-მ ჩაატარა თავისი „ადგილობრივი საეკლესიო კრება“, რომელზეც მოუწოდა უმე-ს განეახლებინა დიალოგისკენ მომზადება, რომელიც 2009 წელს დაიწყო. ეს მოწოდება უპასუხოდ დარჩა, მაგრამ ორი წლის შემდეგ უმე თავად გახდა უკვე უამე-თან კონტაქტების ინიციატორი. 2015 წლის 24 ივნისს უმე-ს სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება უმე-სა და უამე-ს შორის დიალოგის დაწყების თაობაზე და ჩამოაყალიბა შესაბამისი კომისია.

და ეს ისევ არაფრით დასრულდა. რატომ - ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა არავის შეუძლია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფილარეტის მიმდევრებთან და ავტოკეფალიის მომხრეებთან ურთიერთობაშიც უმე-ში მიუთითეს „მღვდელმთავრების“ კანონიკური ხელდასმის აუცილებლობაზე, რაზეც უარი მიიღეს. როგორც არ უნდა იყოს, 2009 წელსაც და 2015 წელსაც უმე გაცილებით უფრო ახლოს იყო დიალოგთან სხვა კონფესიებთან, ვიდრე ახლა და არავის არ დაუდანაშაულებია მღვდელმთავრები, რომ ისინი მზად არიან განხეთქილებაში მყოფებთან გაერთიანებისთვის.  და ის ფაქტი, რომ ეს ბრალდებები სწორედ ახლა დაგვატყდა თავს, მეტყველებს იმაზე, რომ „პროკურორები“ ხელმძღვანელობენ სრულიად სხვა მოტივებით, ვიდრე ისინი, რომელთა დეკლარირებასაც ახდენენ.

მეუ-ს „გამაერთიანებელი საეკლესიო კრება“, როგორც უმე-ს მხრიდან უარის თქმა გაერთიანებაზე

უკრაინის საეკლესიო ისტორიის ახლო წარსულში იყო მომენტი, სადაც  უმე -ს ჰქონდა შესაძლებლობა „ხმაურისა და მტვერის გარეშე“ გაერთიანებულიყო განხეთქილებაში მყოფებთან. საკმარისია გავიხსენოთ 2018 წლის მოვლენები, რომელიც წინ უსწრებდა ტომოსს. მაშინ ფანარიონის მეთაურმა უმე-ს მთელი ეპისკოპატი კონსტანტინოპოლის ეკლესიის მღვდელმთვრებად გამოაცხადა და მათ გაუგზავნა მოსაწვევები  უმე (კს)-სა და უამე-ს წევრებთან „გამაერთიანებელ კრებაზე“.

რთული არაა განჭვრიტო, რა შეიძლება მომხდარიყო, წინამძღოლსა და მღვდელმთავრებს რომ მიეღოთ ეს მოსაწვევები და მისულიყვნენ „კრებაზე“ კიევის სოფიას ტაძარში. მოხდებოდა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ უმე (კს)-სა და უამე-ს სტრუქტურების სრული შთანთქმა. უბრალოდ იმიტომ, რომ უმე-ს მღვდელმთავრების რიცხვი ორჯერ აღემატებოდა კიევის საპატრიარქოსა და ავტოკეფალების „ეპისკოპატს“. მეუ-ში მეთაურად აირჩიეს მიტროპოლიტი ონუფრი. ახლა არ იქნებოდა პრობლემები ხელისუფლებასთან, არც ტაძრების მიტაცება, არც უმე-ს აკრძალვები, არც ლავრების ხელყოფა.

თუმცა, როგორც ვხედავთ, უნეტარესმა ონუფრიმ თავისი მისაწვევი უკან დააბრუნა ფანარიონზე, გახსნის გარეშე. იგივე გააკეთეს სხვა მღვდელმთავრებმაც. საჭიროა გავიხსენოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. მაშინ პოროშენკო უუძ-ს ხელით  დევნიდა მღვდელმთავრებს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. პრაქტიკულად ყველა მმართველი ეპისკოპოსი დაიბარეს სახელმწიფო უსაფრთხოების ადგილობრივ სტრუქტურებში „საუბრებისთვის“, რათა მომხდარიყო მათი იძულება მისულიყვნენ „გამაერთიანებელ კრებაზე“. შედეგი პრაქტიკულად ნულოვანი იყო - მეუ-ში არავინ წავიდა (ორი „მოხალისეს“ გარდა). მთელი ამ სიტუაციის დასკვნა მარტივია - უმე-ში მართლაც რომ სდომებოდათ მეუ-თან გაერთიანება, ამას გაცილებით უფრო ადრე გააკეთებდნენ მათთვის უფრო ხელსაყრელი პირობებით.

საქმის რეალური მდგომარეობა და მომავლის პროგნოზები

მეუ-თან დიალოგისთვის წინასწარი პირობების წამოყენება მნიშვნელოვანია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს პირობები დაფიქსირებულია უმე-ს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს - მისი საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებში. ახლა, არც წმინდა სინოდს, არც უმე-ს ეპისკოპოსების კრებას არ შეუძლია დიალოგის დაწყება მეუ-თან ამ პირობების შესრულების გარეშე, რამდენადაც საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები არ შეიძლება შეიცვალოს ქვემდგომი ორგანოების მიერ.  შეიძლება ითქვას, რომ უმე-ს საეკლესიო კრებამ აუკრძალა სინოდსაც და ეპისკოპოსთა საეკლესიო კრებასაც და ნებისმიერს, ვინც არ უნდა იყოს, დიალოგის წარმოება მეუ-თან, სანამ დუმენკოსთან ამ პირობებს არ შეასრულებენ.

გარკვეული თვალსაზრისით, 27.05.2022-ის უმე-ს საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას უმჯობესია ვუწოდოთ არა მეუ-ს მიწვევა დიალოგთან, არამედ პირიქით - გადაწყვეტილება ასეთი დიალოგის შეუძლებლობაზე. სწორედ ასე გაიგო სერგეი პეტროვიჩ (ეპიფანე) დუმენკომაც, რომელმაც 2022 წლის 11 ივნისს nv.ua-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მეუ არასდროს არ წავა დიალოგზე უმე-ს პირობებით. ციტატა: „ჩვენ მათი საეკლესიო კრების წინ მივმართეთ მათ ინიციატივით დაგვეწყო დიალოგი, მაგრამ ყველანარი წინაპირობის, მითუმეტეს ულტიმატუმების გარეშე. ისინი თითქოსდა გამოგვეხმაურნენ, მაგრამ ულტიმატუმები წამოგვიყენეს, რომლებზეც არასდროს წავალთ, რადგან ჩვენ ვართ უკრაინის აღიარებული ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესია“.

უნეტარესი ონუფრიც და ნებისმიერი სხვა მღვდელმთავარიც ზეწოლის შემთხვევაში მეუ-თან გაერთიანებაზე  უარის არგუმენტირებას სწორედ ასე მოახდენს: „მე არ შემიძლია უმე-ს საეკლესიო კრების დადგენილებების დარღვევა“.

აი, მთელი გაერთიანებაც: მეუ არასდროს შეასრულებს უმე-ს პირობებს, ხოლო მათ მოსახსნელად, საჭიროა უმე-ს ახალი საეკლესიო კრების მოწვევა. ახლა უნეტარესი ონუფრიც და ნებისმიერი მღვდელმთავარიც, თუ მასზე ზეწოლას განახორციელებს ხელისუფლება, ოლიგარქები ან კიდევ სხვა ვინმე, მეუ-თან გაერთიანებაზე უარის არგუმენტი იქნება ასეთი:“ მე არ შემიძლია უმე-ს საეკლესიო კრების დადგენილებების დარღვევა“.

სხვათაშორის, სწორედ უმე-ში მაინც უშვებენ, რომ მეუ -ს შეუძლია  „ხელახლა ხელდასმაზე“ წასვლა, თუმცა, მცირედი ალბათობით. ასევე შეუძლებელია იმის გაუთვალისწინებლობა, რომ დიალოგი შეიძლება დაიწყონ მეუ-ს ცალკეულმა „იერარქებმა“ ან „მღვდლებმა“, ბუნებრივია, შეასრულებენ რა წინასწარ პირობას „სამოციქულო მემკვიდრეობითობის აღდგენის“ თაობაზე.

და ბოლოს, პროგნოზი. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არ იქნება არა თუ გაერთიანება, არამედ მოლაპარაკებებიც კი ამის თაობაზე. უმე და მეუ სრულიად სხვადასხვა გზით წავლენ. დიდი ალბათობით, უმე-ს ელოდება აღმსარებლობის, მართლმადიდებლურ რწმენაში დგომისა და სხვადასხვა არამეგობრის მხრიდან თავდასხმების მოთმინებით გადატანის გზა.

მეუ, სავარაუდოდ, წავა ლგბტ-ს, გენდერისა და სხვა ფსევდოფასეულობების სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკის დათანხმების გზით, როგორც ეს შეეფერება სტრუქტურას, რომელსაც პრეტენზია გააჩნია „სახელმწიფო ეკლესიის“ როლზე. ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მეუ გაერთიანდება უკრაინელ ბერძენ-კათოლიკებთან, რაზეც პირდაპირი ტექსტით საუბრობენ მისი წარმომადგენლები. მაგალითად, „მიტროპოლიტი“ მიხაილ ზინკევიჩი, რომელმაც განახცადა იმის შესახებ, რომ ის უკვე ელოდება ახალ ტომოსს უნიატებთან გაერთიანებული „ეკლესიისთვის“. დიდი ალბათობით, ეს გაერთიანება მოხდება არა ორგანიზაციულად, არამედ „ევქარისტული გაერთიანების“ შესახებ ერთობლივი ღვთისმსახურებისა და განცხადებების დონეზე, რაც არ ცვლის საქმის არსს.

ამდენად, უკრაინაში ისევ, როგორც XVII საუკუნეში, იქნება ორი რელიგიური ორგანიზაცია: უნიატური უბკე-მეუ-ს სახით და მართლმადიდებლური - უმე-ს სახით. და რომელს მიეკუთვნებოდეს, ეს ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ