1 ივლისს მართლმადიდებლებისთვის იწყება პეტრე-პავლობის მარხვა
ამ მარხვას ასევე მოციქულთა თავთა ან საზაფხულო მარხვას უწოდებენ.
ყოველთა წმიდათა კვირიაკის ორშაბათიდან იწყება წმინდა მოციქულთა მარხვა, რომელიც დადგენილია მოციქულ პეტრესა და პავლეს ხსენების დღესასწაულის წინ. პეტრე-პავლობის, ანუ თავთა მოციქულთა მარხვის დადგენა მიეკუთვნება ქრისტიანობის პირველ საუკუნეებს. პირველად მარხვაზე მოგვითხრობს წმინდა იპოლიტე რომაელის (III საუკუნე) „მოციქულთა საქმენი“ . მაშინ ეს მარხვა ითვლებოდა„კომპენსირებულად“ იმათთვის, ვინც რაღაც მიზეზების გამო ვერ დაიცვა დიდი მარხვა აღდგომის წინ, მარხულობდნენ დღესასწაულის დასრულების შემდეგ (აღდგომიდან სულთმოფენობამდე).
კონსტანტინოპოლის ტაძრის კურთხევა დადგინდა ოფიციალურ დღედ წმინდა მოციქულთა ხსენების დღეს 12 ივლისს პეტრეპავლობის მარხვის დასასრულს. მარხვის დასაწყისია სულთმოფენობის შემდეგ კვირას და დამოკიდებულია აღდგომის დღესასწაულის თარიღზე, ამიტომ მისი ხანგრძლივობა სხვადასხვა სიდიდისაა: 8 დღიდან 6 კვირამდე. ეს მარხვა დადგენილია წმინდა მოციქულების სახელზე, რომლებიც მარხვითა და ლოცვებით ემზადებოდნენ სახარების მსოფლიო ქადაგებისთვის და სულის გადასარჩენი მსახურების საქმეში ამზადებდნენ თავის მემკვიდრეებს. მოციქულთა (პეტრეპავლობის) მარხვა არის შეგონების საშუალება, რათა მორწმუნეები შინაგანად გაძლიერდნენ და ნაწილობრივ მაინც ეზიარონ „პეტრეს სიმტკიცეს“ და „პავლეს გონებასა და ნათელ სიბრძნეს“.
მკაცრი მარხვა(უზეთო)-ოთხშაბათსა და პარასკევს. ორშაბათს შეიძლება ცხელი კერძი ზეთის გარეშე. დანარჩენ დღეებში-თევზი, სოკო, ბურღულეული ზეთით.
როგორც მჟკ იუწყებოდა, მეუ-ში აცნობეს , რომ პეტრეპავლობის მარხვა წელს არ იქნება.