მიტროპოლიტ იოანათანის გათავისუფლება: ვატიკანის კვალი?

24 June 21:10
5844
მიჩისლავ მოკრზიცკი, პაპი, სვიატოსლავ შევჩუკი. ფოტო: СПЖ მიჩისლავ მოკრზიცკი, პაპი, სვიატოსლავ შევჩუკი. ფოტო: СПЖ

22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მიტროპოლიტი იოანათანი, რომელსაც უკრაინის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, გაათავისუფლეს და უკრაინა დაატოვებინეს. ვინ დგას ამ გადაწყვეტილების უკან და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?

წმინდა სამების დღესასწაულის წინა დღეს ცნობილი გახდა, რომ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტმა იოანათანმა თავისუფლება მოიპოვა. ამის შესახებ შაბათს გვიან საღამოს დაწერა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების საიტმა. პუბლიკაციის დეტალებიდან ჩვენთვის ცნობილი ხდება მხოლოდ ის, რომ მიტროპოლიტ იოანათანის გათავისუფლებას ხელი შეუწყო პატრიარქმა კირილმა. არანაირი სხვა ფაქტები, რაც ნათელს მოჰფენს ამ მოვლენას, გასაჯაროებული არაა.

კანონიერების საკითხები: იყო თუ არა გაცვლა?

2024 წლის 18 ივნისს ვინიცის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომლის თანახმადაც ტულჩინის ეპარქიის მმართველს, მიტროპოლიტ იოანათანს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ქონების კონფისკაციით.

ციხისთვის თავის დასაღწევად, რაც 75 წლის იერარქისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო, მეუფეს შესთავაზეს სამხედრო ტყვეზე გაცვლა. ამისათვის მიტროპოლიტ იოანათანს ხელი უნდა მოეწერა დოკუმენტისთვის, რომელშიც ის თავს უკრაინის სახელმწიფოს მტრად აღიარებდა. როგორც ცნობილია, იერარქმა ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა, პირველ რიგში, იმიტომ რომ არ აღიარებდა თავის ბრალს, მეორეც, ასეთი დოკუმენტის ქვეშ ხელმოწერა შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მტრების მიერ, რომლებიც განაცხადებდნენ, რომ „უმე-ს ყველა იერარქი მტერია“.

იმის რაიმე მტკიცებულების მიუხედავად, რომ მიტროპოლიტი იოანათანი გაცვლაზე წავიდა, ის გაათავისუფლეს. ეს ფაქტი ჩვენს წინაშე სვამს რამოდენიმე კითხვას, რომელთაგან მთავარია: რის საფუძველზე წყვეტს უკრაინის ხელისუფლება, თუ ვინაა დამნაშავე და ვინ -არა, ვის მისცენ თავისუფლება და ვინ - ციხეში გაუშვან? მეორე საკითხი კიდევ უფრო საინტერესოა, რამდენადაც ის აყენებს ქვეყნის შიგნით გადაწყვეტილებების მიღებაზე საგარეო გავლენის პრობლემას, მესამე კი ეხება უკრაინაში რმე-ს მდგომარეობას.

კათოლიკური ეკლესიის გავლენა

თითქმის ერთი წლის წინ (2023 წლის აგვისტოში) მოსკოვის პატრიარქმა კირილმა მიმართა ეკლესიისა და რელიგიური ორგანიზაციების მეთაურებსა და ლიდერებს თხოვნით, დაეცვათ დაკავებული მიტროპოლიტი იოანათანი. ეს მიმართვა დიდი ხნის წინ და ადრესატების მხრიდან, ყოველ შემთხვევაში, უკრაინაში ამაზე გამოხმაურების იმედი არავის ჰქონდა. თუმცა, 2024 წლის 23 ივნისს მეუფე გაათავისუფლეს. ბუნებრივია, დგება კითხვა - როგორ?

„სტაროვერების მსოფლიო კავშირის“ ლიდერმა ლეონიდ სევასტიანოვმა განაცხადა, რომ მეუფეს გათავისუფლება მოხდა რომის პაპის პირადი შუამდგომლობის წყალობით. თითქოს პაპი (ან მისი დავალებით ვინმე) დაუკავშირდა უკრაინის ხელისუფლებას და შეთანხმდა იმაზე, რომ მათ გაეთავისუფლებინათ უმე-ს იერარქი, რომელსაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მოცემული განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ გაჟღერებულია ადამიანის მიერ, რომელიც არ იმსახურებს ნდობას, მაინც საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება, ასე რომ მასზე ზურგის შექცევა უბრალოდ არ გამოვა. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მეუფეს გათავისუფლების არანაირი სხვა მიზეზი ამ დრომდე გამოქვეყნებული არაა.

მოდით, განვახორციელოთ მიტროპოლიტ იოანათისგან აბსტრაგირება და ვეცადოთ სიტუაციას შევხედოთ კანონიერების თვალსაზრისით. ერთი სიტყვით, აქვს თუ არა უკრაინაში ვინმეს უფლება მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც პირდაპირ უარყოფს უკრაინის სასამართლოების დადგენილებებს, მათ შორის, კანონებს (თუ ვივარაუდებთ, რომ უკრაინის სასამართლოები მოქმედებენ ქვეყნის კანონების შესაბამისად)?

დავუშვათ, თუ ადამიანი სასამართლომ ბრალდებულად ცნო რაიმე მძიმე დანაშაულშუ და ციხეში გაუშვა, ვის შეუძლია ამ გადაწყვეტილების გაუქმება რაიმე ოფიციალური პროცედურების ჩატარების და სასამართლო წესის გარეშე? უკრაინის სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამის გაკეთება არავის შეუძლია. თუმცა, მიტროპოლიტ იოანათანის შემთხვევასი ჩვენ ვხედავთ, რომ შეუძლებელი შესაძლებელი ხდება  ვატიკანიდან მხოლოდ ერთი ზარის შემდეგ.

რომის პაპი და უკრაინა ანუ რატომ არაა რმე ჯერ კიდევ აკრძალული?

აქ ბუნებრივია დგება საკითხი კათოლიკური ეკლესიის უკრაინის პოლიტიკურ წრეებსა და ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობაზე (თუ ის არის, რასაკვირველია) გავლენის შესახებ. ეს საკითხი კიდევ უფრო მწვავეა იმის გათვალისწინებით, რომ კათოლიკური ეკლესია და უშუალოდ რომის პაპი  უშვებდნენ ისეთ რამეებს, რაც არ ეპატიებოდა არავის, მის გარდა.

შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა რუსეთს უწოდა დიდი ქვეყანა და ხოტბა შეასხა მის კულტურას. შეგახსენებთ იმასაც, თუ როგორ მოუწოდა პაპმა უკრაინელებს აღემართათ კაპიტულაციის თეთრი დროშა. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ვატიკანმა ხელი არ მოაწერა უკრაინისთვის მნიშვნელოვან შვეიცარიის „მშვიდობის სამიტის“ დოკუმენტებს და დავინახეთ, როგორ იყვნენ წმინდა ტახტის წარმომადგენლები დაკავებულნი მოლაპარაკებების პროცესით, გამოდიოდნენ რა შუამავლად უკრაინასა და რუსეთს შორის.

ეს ფაქტები უკვე საკმარისია იმისთვის, რომ უკრაინაში აიკრძალოს ნებისმიერი იმ სტრუქტურის საქმიანობა, რომლის წარმომადგენლებიც რაიმე მსგავსით არიან დაკავებულნი. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ონუფრის იმის 10%-იც რომ ეთქვა, რასაც პაპმა განაცხადა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია უკვე უბრალოდ არ იარსებებდა უკრაინის ტერიტორიაზე.

თუმცა, კათოლიკური ეკლესია, როგორც ვხედავთ, არა მხოლოდ არსებობს, არამედ უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობაზეც. რატომ? კითხვა ღიაა.

უმე-ს დევნა: გამოგონილი ბრალდებები

მეორე მომენტი, რომელიც უკავშირდება მიტროპოლიტ იონათანის გათავისუფლებას, მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები, რომლებიც ბრალს დებენ უმე-ს ყველა ხილულ და უხილავ დანაშაულში, ამტკიცებენ ზოგიერთი იერარქის, სასულიერო პირისა და ერისკაცის მიერ უკრაინის ტერიტორილი მთლიანობის ხელყოფას და აცხადებენ იმის შესახებ, რომ უმე-ს რომელიმე წარმომადგენელი მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ამის გამო მათ პატიმრობაში ამყოფებს, შესანიშნავად ხვდებიან, რომ სისხლის სამართლის საქმეები უმე-ს წინააღმდეგ სინამდვილეში არის, ფიქცია, სიცრუე. სასამართლოები უმე-ს მორწმუნეების, მისი იერარქების, ერისკაცებისა და მღვდლების წინააღმდეგ არის მართლმსაჯულების პაროდია, რომლის შედეგიც წინასწარ არის განსაზღვრული. უფრო მეტიც, ეს შედეგი შეიძლება ნაკარნახევი ან გაუქმებულ იყოს ნებისმიერ დროს - საკმარისია ზარი „ზემოდან“ (ჩვენ ვიყავით ამის მოწმე მჟკ-ს ჟურნალისტების წინააღმდეგ, როცა მოსამართლეს უხილავმა ძალამ ტელეფონზე აუხსნა, რომ ის მართალია, ხოლო ჟურნალისტები - დამნაშავეები).

უკრაინის ხელისუფლებამ იცის, რომ უმე-ს იერარქები არ წარმოადგენენ დამნაშავეებს. ღრმად სულში პროკურორებსაც და მოსამართლეებსაც და უუს-ს გამომძიებლებსაც სჯერათ, რომ ისინი დევნიან უმე-ს წარმომადგენლებს უბრალოდ იმიტომ, რომ ამას მოითხოვს პოლიტიკური მომენტი, უბრალოდ იმიტომ, რომ არის დაკვეთა და მოთხოვნა „მტერზე“.

არანაირი სხვა მიზეზი ჩვენი ეკლესიის დევნის არ არსებობს. მხოლოდ პოლიტიკა და ცალკეული ადამიანების სურვილი, რომლებიც ამავე დროს, შესანიშნავად ხვდებიან, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში სხვაგვარი აზრის დევნა არ შეიძლება, ხოლო იმ თვალსაზრისის არსებობა, რომელიც ემთხვევა უმრავლესობის აზრს, დანაშაული არაა.

სწორედ ამ მიზეზით უკრაინის ხელისუფლებამ ასე მშვიდად გაათავისუფლა მიტროპოლიტი იოანათანი, რომელიც თავად არ უნდა გაეგზავნა ხუთი წლით ციხეში. გაუშვა, რადგანაც ხვდება, რომ ის დამნაშავე არაა და შეიძლება იმიტომაც, რომ სთხოვეს ვატიკანიდან. და რატომ არ უნდა შეასრულო კარგი ადამიანის თხოვნა?

დასკვნები

  • თუ მიტროპოლიტ იოანათანის გათავისუფლება შესაძლებელი გახდა რომის პაპის ჩარევის წყალობით, ეს ხაზს უსვამს ვატიკანის მნიშვნელოვან გავლენას უკრაინაში გარკვეულ გადაწყვეტილებებზე.
  • თავიდანვე საქმე მიტროპოლიტ იოანათნის წინააღმდეგ შეკერილი იყო: მას განგებ უდებდნენ „მტკიცებულებებს“, მას ბრალს სდებდნენ საქმეებში, რომელთანაც მას არანაირი კავშირი არ ჰქონია და არა აქვს. ასევე მისი ციხიდან გათავისუფლება(არსებითად) არის საიდუმლოებით მოცული, რაც მეტყველებს ჩვენი სასამართლო სისტემის სიცრუეზე. არ ყოფილა ოფიციალური განცხადება გაცვლაზე, ამნისტიაზე ან ბრალდების მოხსნაზე, რაც ეჭვქვეშ აყენებს კანონის თვალსაზრისით, მისი გათავისუფლების მართლზომიერებას და აყენებს სამართლებრივი პროცედურების დაცვის საკითხებს.
  • ასევე შემთხვევა მიტროპოლიტ იოანათანთან დაკავშირებით გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია პოლიტიკურ ზეწოლას გავლენის მოხდენა უკრაინის სასამართლო სისტემაზე, როგორ აიძულებს მას მიიღოს გადაწყვეტილებები, რაც ეწინააღმდეგება საკუთარ კანონებს და დადგენილებებს. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის ხელისუფლება თავს თვლის უფლებამოსილად განკარგოს კანონი ისე, როგორც მას სურს, ამით, არსებითად ფეხქვეშ თელავს რა მას.
  • გარდა ამისა, მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს კათოლიკური ეკლესიის გავლენა უკრაინის პოლიტიკაზე. რომის პაპის გამონათქვამები უკრაინაზე და მისი შესაძლო მონაწილეობა მიტროპოლიტ იოანათანის გათავისუფლებაზე ხაზს უსვამს, რომ ვატიკანის პოლიტიკური ინტერესები მჭიდროდ არის დაკავშირებული უკრაინასთან, რასაც შეუძლია გავლენის მოხდენა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებზე.
  • და ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ მიტროპოლიტ იონათანის გათავისუფლება, დანაშაულში ბრალდების მიუხედავად, გვიჩვენებს, რომ უკრაინის ხელისუფლება მოქმედებს უკიდურესად არათანმიმდევრულად. ეს ასევე გვიჩვენებს იმას, რომ ბრალდებები უმე-ს იერარქების წინააღმდეგ არის პოლიტიკურად მოტივირებული და არა რეალურ მტკიცებულებებზე დაყრდნობილი.

ის, რომ მეუფე თავისუფალია, ეს, უდაოდ, უფლის ნებაა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მიტროპოლიტი იონათანი კიდევ ემსახურება ქრისტეს ეკლესიას მრავალი წელი.

თუმცა, სიტუაცია მის გათავისუფლებასთან გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში, სადაც შეუძლებელი შესაძლებელი ხდება ერთი ზარის მეშვეობით, უნდა ვიფიქროთ კანონის ამჟამინდელ ძალაზე და სამართლიანობაზე და დავსვათ კითხვა: სინამდვილეში ვინ მართავს ამ ქვეყანას?

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ