უნეტარესმა მოულოცა ბულგარეთის ახლადარჩეულ პატრიარქ დანიელს
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა ყველას სახელით უსურვა პატრიარქ დანიელს უფლის მადლი და წყალობა მის მსახურებაში.
2024 წლის 30 ივნისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ გააგზავნა მისალოცი ბარათი ბულგარეთის პატრიარქების მღვდელმთავრის ტახტზე უწმინდესი პატრიარქის, სოფიის მიტროპოლიტ დანიელის არჩევის თაობაზე. ამაზე იუწყება უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.
„სულიწმინდამ გამოავლინა თავისი ყოვლისმომცველი ქმედება ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი სისრულისათვის, საპატრიარქო მსახურების მაღალ შუქურაზე თქვენი დანიშვნით. მღვდელმთავრობის გვირგვინი, რომელიც თქვენ დაგეკისრათ,წარმოადგენს საეპისკოპოსოს, კლირების, მონაზვნების და ბულგარელი ხალხის სრული ნდობის ნამდვილ გამოხატულებას, რომელიც თქვენ დაიმსახურეთ თქვენი ღირსეული ცხოვრებითა და ქრისტიანული სიბრძნით, ხოლო თქვენი ჭეშმარიტი რწმენა ქრისტესადმი და თავგანწირული სიყვარული მოყვასისადმი არის ქრისტეს ეკლესიის სამკაული“,-ნათქვამია წერილში.
უნეტარესი ონუფრის მოსაზრებით, ბულგარეთის ეკლესიის პატრიარქზე დაკისრებულია მორჩილება, რომელიც მოითხოვს დიდ გულისხმევას, ყურადღებას მოთმინებით და გააზრებულ გადაწყვეტილებებს.
„თქვენი არჩევის ღირშესანიშნავ დღეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სრული შემადგენლობით გულითადად ვულოცავ თქვენს უწმინდესობას და გისურვებთ უფლის მადლისმიერ შეწევნას თქვენს საწინამძღოლო მსახურებაში, ჯანმრთელობას, სულიერ სიძლიერეს და დალოცვილ წელთა სიმრავლეს. დაე, ყოვლადმოწყალე უფალმა გულუხვად მოავლინოს თავისი წყალობა და სიკეთე თქვენზე და ყველა მორწმუნეზე, რომელიც იმყოფება თქვენი ომოფორის ქვეშ“,-უსურვა უმე-ს წინამძღოლმა.
როგორც მჟკ წერდა, 30 ივნისს სოფიაში ჩატარდა ბულგარეთის ახლადარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია.
თავის პირველ სიტყვაში ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა აღნიშნა, რომ არ მიისწრაფოდა ამ თანამდებობაზე .