ფილარეტის კავშირი საბერძნეთის „ძველი სტილის მიმდევრებთან“

05 November 2021 22:10
27
„კანონიკურმა“ ფილარეტმა გახსნა პანდორას ყუთი განხეთქილებაში მყოფების ლეგალიზაციისთვის. რას იტყვის ფანარიონი? ფოტო: СПЖ „კანონიკურმა“ ფილარეტმა გახსნა პანდორას ყუთი განხეთქილებაში მყოფების ლეგალიზაციისთვის. რას იტყვის ფანარიონი? ფოტო: СПЖ

უმე (კ)- ში შევიდა ბერძნული განხეთქილებაში მყოფი „ეპარქია“. შეიძლება კი ახლა საბერძნეთის ძველი სტილის მიმდევრები კანონიკურად ჩაითვალოს?

2021 წლის 23 ოქტომბერს უმე (კ) „მღვდელმთავართა კრებამ ფილარეტ დენისენკოს თავმჯდომარეობით თავის იურისდიქციაში მიიღო ეგინისა და პოროსის  ბერძნული ძველი სტილის „მიტროპოლიტი“ ავქსენტი მის ეპარქიასთან ერთად. უმე (კ)-ს „სინოდალურ“ გადაწყვეტილებაში საუბარია იმაზე, რომ „ეს ეპარქია არ განეკუთვნება ელადის მართლმადიდებელ ეკლესიას, არამედ წარმოადგენს ძველი სტილის ცალკე ეკლესიას“ და „ჰყავს 70 მღვდელმსახური, 50 ბერ-მონაზონი, რომელიც 10 მონასტერში მოღვაწეობს“. „მიტროპოლიტ“ აქვსენტის მიანიჭეს ხერსონესის და ეგინის ტიტული და უკვე მომდევნო დღეს მან „სამსახური გაუწია“ ფილარეტს და უმე (კ)-ს „ეპისკოპატს“ თავისი ახალი სტატუსით.

მოცემულმა სიახლემ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის, ამ საკითხში ყველაფერი ნათელია - უკრაინელმა განხეთქილებაში მყოფებმა მიიღეს ბერძენი განხეთქილებაში მყოფები. ფანარიოტებისთვის - არა, რადგანაც დენისენკო ამ დრომდე მეუ-ს შემადგენლობაში ირიცხება და ფანარიონის აზრით, წარმოადგენს „კანონიკურ მღვდელმთავარს“. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება, ამა თუ იმ ხარისხით, ერთმნიშვნელოვნად აისახება, როგორც ფანარიონის, ასევე მთელი ეკლესიის ბედზე და არა მხოლოდ  განხეთქილებაში მყოფი სხვადასხვა სტრუქტურის ბედზე. რატომ? მოდით, გავერკვეთ ამაში.

განხეთქილება კვადრატში

მაშ ასე, ვინ არიან ბერძენი ძველი სტილის მიმდევრები, რომელთა წარმომადგენლებიც მიიღო ფილარეტ დენისენკომ უმე (კ)-ში?

1924 წლის 10 მარტს ათენის არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს I (პაპადოპულოსი) ელადის ეკლესიაში შემოიღო ახალი იულიუსის კალენდარი, ე.წ. „ახალი სტილი“. ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია მკვეთრი მიუღებლობა საკმაოდ დიდი რაოდენობის ბერძენი იერარქების, მღვდლებისა და ერისკაცების მხრიდან. ზოგიერთი მათგანი (უფრო რადიკალურად განწყობილები) თვლიდა, რომ „ახალი სტილის მიმდევრები“ გნახეთქილებაში წავიდნენ. სხვები ამტკიცებდნენ, რომ „ახალი სტილი“ არის ეკლესიის კანონების ფეხქვეშ გათელვა.  ორივე პარტიამ წარმოქმნა „ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ეკლესია“, რომელიც 1937 წელს მაინც დაიყო ორ შტოდ: ფლორინიტის ( შტოს დამფუძნებლის სახელის ფლორინის მიტროპოლიტ  ქრიზოსტომოს კავურიდისის საპატივსაცემოდ) და მათეს (შტოს დამფუძნებლის ათენის არქიეპისკოპოს მათე კარპაფაკისის სახელის მიხედვით) განშტოებად.

ფლორინისტები არ ამბობდნენ, რომ „ახალი სტილის მიმდევრებს“ არ გააჩნიათ მადლი, აი, მათეს მიმდევრები არ აღიარებდნენ ელადის მართლმადიდებლურის ეკლესიის არანაირ საიდუმლოებებს, ხოლო მის ყველა მღვდელმთავარს მართლმადიდებლობიდან განკვეთილად თვლიდნენ.

მოგვიანებით, როგორც ეს განხეთქილებაში მყოფებმა იციან, ფლორინისტები დაიყვნენ რამოდენიმე ახალ სტრუქტურად.

კერძოდ, 1985 წლის 22 ოქტომბერს ფლორინიტის „სინოდიდან“ „ეპისკოპოს“ ავქსენტი პასტარას განკვეთის გამო გაჩნდა ე.წ. „ავქსენტის სინოდი“, ხოლო რამდენადაც ავქსენტი ხელდასმული იყო სრმე-ს ეპისკოპოსების მიერ, ძალიან მალე მასთან გადავიდა უცხოეთში მყოფი რუსების მრევლი. მაგალითად, 1986 წელს სრმე-ს იურისდიქციიდან ავქსენტთან გადადის 30 სამწყსო და მონასტერი აშშ-სა და საფრანგეთში.

„ავქსენტის სინოდმა“ რამოდენიმე  ათწლეულის მანძილზე შიდა ძვრები განიცადა. კერძოდ, გასული საუკუნის 90-იან წლებში  მის წინაშე იდგა „მღვდელმთავრების“ ნაკლებობის მწვავე პრობლემა. თუმცა, მათი „ხელდასმისთვის“ არავის ეცალა, რამდენადაც „ავქსენტის სინოდის“ „ეპისკოპოსებმა“, რომლებიც არ ცხოვრობდნენ საბერძნეთში, უარი თქვეს დაემტკიცებინათ და „ქიროტონია“ მიენიჭებინათ „არქიეპისკოპოს“ მაქსიმეს (სტრუქტურის მაშინდელი მეთაური) მიერ  შემოთავაზებული კანდიდატებისთვის.

მაშინ მაქსიმემ პრობლემა მათი დახმარების გარეშე გადაწყვიტა, კერძოდ - მიიღო ვინმე დიმიტრი, რომელიც თავს უწოდებდა ალექსანდრიის საპატრიარქის „ეპისკოპოსს“, რომელთან ერთადაც „ხელდასმა გაუკეთა“  10 ახალ „ეპისკოპოსს“ საბერძნეთისთვის. ეს დიმიტრი გარდაიცვალა გაუკრვეველ გარემოებებში (პირდაპირ ქუჩაში) და რაც საინტერესოა - ამ აღნიშნული „ქიროტონიებიდან“ ბოლო პროცესის თითქმის მეორე დღეს.

ეს „ხელდასმები“ დასავლეთის „ეპისკოპოსებმა“ არ ცნეს, გამოეყვნენ მაქსიმეს და შექმნეს თავიანთი „ეკლესია“, ხოლო მაქსიმემ თავისი  „მღვდელმთავრების“ რიცხვი 16-მდე აიყვანა და შეადგინა იმ მომენტში საბერძნეთში რიცხობრივად ყველაზე დიდი „მღვდელმთავრების“ სინოდი. მართალია, „ეპისკოპოსების“ გარდა მას არ ჰყავდა არც ერთი „მღვდელი“ და თითქმის არ ჰყავდა „ერისკაცები“. სიტუაცია დასტაბილურდა მხოლოდ 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა „ავქსენტის სინოდის“ ყველა „მღვდელმთავარს“ ჰყავდა რამოდენიმე სამწყსო თავის გამგებლობაში.

2002 წლის 6 დეკემბერს, „არქიეპისკოპოს“ მაქსიმე ვალიანატოსის გარდაცვალების შემდეგ, ამ განხეთქილებაში მყოფი სტრუქტურის (მისი სინოდის თავმჯდომარე) მეთაური გახდა  ეგინის „მიტროპოლიტი“ ავქსენტი მარტინისი. 8 წლის შემდეგ უს აყვანილ იქნა ათენისა და სრულიად ელადის არქიეპისკოპოსის ხარისხში, ხოლო მოგვიანებით, რამოდენიმე თვის შემდეგ, ავქსენტმა განაცხადა გადადგომის შესახებ, რომელიც დააკმაყოფილა „სინოდმა“. სწორედ ეს „იერარქი“ მიიღო თავის სტრუქტურაში 2021 წლის 23 ოქტომბერს ფილარეტ დენისენკომ.

ვინ არის ფილარეტი მეუ-თვის და ფანარიონისთვის?

ისტორიაში ეს ექსკურსი საჭირო იყო იმისთვის, რომ ჩვენ გაგვეგო - ავქსენტს არანაირი კავშირი არა აქვს კანონიკურ ეკლესიასთან. ესაა წმინდა წყლის განხეთქილებაში მყოფი, რომლის „ქიროტონიაშიც“ მონაწილეობდნენ ზემოთ აღნიშნული მაქსიმე და სხვა „მღვდელმთავრები“, რომელთაც საეჭვო კანონიკური ბიოგრაფია გააჩნიათ.

ასეთივე განხეთქილებაში მყოფი გახლდათ მთელი მართლმადიდებლური სამყაროს თვალში ბოლო დრომდე ფილარეტ დენისენკო. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიიდან წასვლის შემდეგ მან ჩამოაყალიბა უმე (კ) და 1997 წელს ანათემა მიიღო რუსეთის ეკლესიისგან, რომელიც აღიარებული იყო ყველა ადგილობრივი ეკლესიის, მათ შორის, ფანარიონის მიერ. თუმცა, 2018 წელს პატრიარქმა ბართლომემ ცალმხრივი წესით ეს ანათემა „გააუქმა“, ხოლო ფილარეტი შევიდა ახალშექმნილი მეუ-ს შემადგენლობაში „საპატრიო პატრიარქის“ აბსურდული ტიტულით (რომელზეც, ის სხვათაშორის, უარს ამბობს). ერთი სიტყვით, ფანარიონისა და იმ ეკლესიების თვალში, რომლებიც ურთიერთობაში შევიდნენ მეუ-თან, დენისენკო კანონიკური მღვდელმთავარია. და მის მომდევნო ქმედებებსაც (განხეთქილებაში მყოფი უმე (კ)-ს შექმნა) არ შეურყევია მოცემული დამოკიდებულება. ფილარეტს არ ადებდნენ არანაირ აკრძალვებს, მისი კანონიკური სტატუსი 2018 წელს კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ მისი რეაბილიტაციის მომენტიდან არანაირად არ შეცვლილა.

მაგალითად, უკვე მას შემდეგ, რაც ფილარეტმა მოაწყო დემარში მეუ-ს წინააღმდეგ და განაცხადა, რომ აღარ წარმოადგენს ამ სტრუქტურის „მღვდელმთავარს“, დუმენკო მას მაინც უწოდებდა მისი ორგანიზაციის წევრს. მართალია, „თვითიზოლაციის“ მდგომარეობაში, რამდენადაც „საუბარი კიევის საპატრიარქოს ცალკე სტრუქტურის არსებობის თაობაზე საჭირო არაა, რადგანაც, არც იურიდიულად, არც ფაქტიურად ეს ეკლესია არ არსებობს - ის საფუძვლად დაედო ერთადერთ აღიარებულ მართლმადიდებლურ ეკლესიას“. ასე ამბობდა სერგეი პეტროვიჩი.

ოდნავ მოგვიანებით, იმავე ეპიფანემ დაამტკიცა, რომ დენისენკო „წარმოადგენს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქს“ და მისთვის შეიქმნა „ყველა აუცილებელი პირობა, როგორც იერარქის შემდგომი არსებობისთვის“. ამასთან, დუმენკომ განაცხადა, რომ მეუ-ში ყურადღებას არ აქცევენ „იმ ანტიკანონიკურ და უსუსურ ქმედებებს“, რომელთაც ახორციელებს „საპატიო პატრიარქი“ ფილარეტი. ანუ არ აქცევენ ყურადღებას მთელ რიგ „ქიროტონიას“, რომელიც იმ პერიოდისთვის განახორციელა დენისენკომ მის მიერ შექმნილი უმე (კ)-თვის. არ აქცევენ ყურადღებას, რომ ის მათთვის - მეუ-ს „იერარქია“, ხოლო უმე (კ) - არ არსებობს. ის, რომ ფილარეტი მეუ-ს თვალსაზრისით წარმოადგენს მის მღვდელმთავარს, დასტურდება დუმენკოს მიმდევართა ოფიციალურ საიტზე, სადაც სერგეი პეტროვიჩის ფოტოს შემდეგ ჩვენ ვხედავთ დენისენკოს ფოტოსურათს წარწერით „почесний патріарх“.

უფრო მეტიც, მას, როგორც კანონიერ მღვდელმთავარს მიმართავდნენ არა მხოლოდ მეუ-ში, არამედ ფანარიონზეც. მაგალითად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ყოფილ ეგზარქოსთან გალის მიტროპოლიტ ემანუელთან შეხვედრის დროს ფილარეტ დენისენკოს საპატივსაცემოდ უწოდეს „უკრაინის ეკლესიის იერარქი“ (Ιεράρχης της Εκκλησίας Ουκρανίας) და „კიევის ყოფილი მიტროპოლიტი“.

ფილარეტის კავშირი საბერძნეთის „ძველი სტილის მიმდევრებთან“ фото 1
მიტროპოლიტი ემანუელი და ფილარეტი. ფოტო: Romfea

ერთი სიტყვით, დუმენკოსა და მისი მიმდევრებისთვის, ფილარეტი არის მეუ-ს „საპატიო პატრიარქი“. ფანარიონისთვის - სრულიად „კანონიკური მღვდელმთავარი“. უმე (კ) მათთვის საერთოდ არ არსებობს.

მაშინ ვის მიუერთა „საპატიო პატრიარქმა“ და „კიევის ყოფილმა მიტროპოლიტმა“ ფილრეტმა ბერძენი ძველი სტილის მიმდევრების განხეთქილებაში მყოფი მთელი ეპარქია?

ამიერიდან, როგორც მინიმუმი საბერძნეთიდან განხეთქილებაში  მყოფების ერთი ჯგუფი ფანარიოტებმა და ელადის არქიეპისკოპოსმა იერონიმემ უბრალოდ უნდა ჩათვალონ კანონიკურად და ეკლესიასთან ურთიერთობაში მყოფად.

როგორ გახდნენ ბერძენი განხეთქილებაში მყოფები მეუ-ს „კანონიკური“ წევრები

ზემოთ გადმოცემულის ლოგიკის მიხედვით, თუ ფილარეტი არის კანონიკური ეპისკოპოსი, ჩვენ არავითარი საფუძველი არ გვაქვს ისინი, ვინც მან „ევქარისტულ ურთიერთობაში“ მიიღო, არაკანონიკურად ვცნოთ. ანუ ამიერიდან, როგორც მინიმუმი საბერძნეთიდან განხეთქილებაში  მყოფების ერთი ჯგუფი ფანარიოტებმა და ელადის არქიეპისკოპოსმა იერონიმემ უბრალოდ უნდა ჩათვალონ კანონიკურად და ეკლესიასთან ურთიერთობაში მყოფად.

რადგანაც, ფანარიონის მიერ დამახინჯებული კანონიკური სამართლის თვალსაზრისით, ფილარეტის ქმედებების შეკამათება ფაქტიურად შეუძლებელია. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთვის, მეუ-თვის, ელადის, კვიპროსისა და ალექსანდრიის ეკლესიების ნაწილისთვის დენისენკო არც აკრძალვის, არც მითუმეტეს, ანათემის ქვეშ არ იმყოფება. მაშინ რა კანონიკურ საფუძველზე შეუძლიათ ფანარიოტებს და მათ მსგავსებს ავქსენტთან მისი ერთობლივი მსახურება მიიჩნიოდ „ძალის არმქონედ“? არანაირი საფუძვლით.

მაშინ რა კანონიკურ საფუძველზე შეუძლიათ მათ ჩათვალონ, რომ ავქსენტი, რომელმაც იმსახურა მეუ-ს „კანონიერ ეპისკოპოსთან“ ერთად, არ წარმოადგენს ისეთივე „კანონიერ ეპისკოპოსს“? არანაირი საფუძვლით.

ვინ გასცემს პასუხს ფილარეტის გამო?

თუ ფილარეტი, როგორც ამტკიცებს ეპიფანე, წარმოადგენს მეუ-ს წევრს, მაშ, ვინ უნდა აგოს პასუხი მის ქმედებებზე? ლოგიკურად - დუმენკომ. და პირველ რიგში, მან უნდა განუმარტოს ელადის ეკლესიის წინამძღოლს არქიეპისკოპოს იერონიმეს, როგორ მოხდა ისე, რომ განხეთქილებაში მყოფებმა საბერძნეთიდან იმსახურეს მისი სტრუქტურის მღვდელმთავართან. განმარტების პრეცედენტები გვაქვს.

მაგალითად, როცა მეუ-ს „ღვთისმსახურებაში“ 2019 წლის 26 მაისს წმინდა მიხეილის ზლატოვერხის ტაძარში მონაწილეობა მიიღო „არქიმანდრიტმა“ ე.წ. ჩერნოგორიის ეკლესიიდან ბოიან ბოიოვიჩმა, ეპიფანემ პირადად მოიხადა ბოდიში სერბეთის ეკლესიის წინაშე განხეთქილებაში მყოფთან თანამსახურების გამო. მაშინ, ორი წლის წინ, მან თავისი უახლოესი თანამშრომელი ევსტრათი ზორია ჩერნოგორიაში გაგზავნა მიტროპოლიტ ამფიოლიოქთან წერილით. მხოლოდ იმისთვის, რომ ბოდიში ყოფილიყო არა პროტოკოლით გათვალისწინებული, არამედ გულწრფელი. უფრო მეტიც, განხეთქილებაში მყოფთან თანამსახურებაში თავს იმართლებდნენ ფანარიოტებიც კი (იქ იყო ემანუელ გალელი), ხოლო „მონანიების“ წერილი დუმენკოსგან სერბეთის ეკლესიისთვის დაწერილი იყო ფანარიონიდან პირდაპირი მითითებით.  ასეთი „საბოდიშო“ აქტიურობა აიხსნება იმით, რომ მაშინ ჯერ კიდევ  იმედოვნებდნენ ფანარიოტები მეუ-ს აღიარებას სერბეთის ეკლესიის მხრიდან.

რატომ არ მირბის დუმენკო არქიეპისკოპოს იერონიმესთან განმარტებებითა და ბოდიშებით? დიახ, იმიტომ, რომ ბერძნებთან აღიარების საკითხი „გადაწყვეტილია“ და შესაძლებელია არ მოხდეს თავბრუს დახვევა „რაღაც“ კანონებითა თუ საეკლესიო ტრადიციებით - ამის გარეშეც იქნება.

რატომ დუმს დუმენკო ახლა, როცა მისმა „ეპისკოპოსმა“ იმსახურა საბერძნეთიდან განხეთქილებაში მყოფთან? რატომ არ მირბის დუმენკო არქიეპისკოპოს იერონიმესთან განმარტებებითა და ბოდიშებით? იმიტომ, რომ ბერძნებთან აღიარების საკითხი „გადაწყვეტილია“ და შესაძლებელია არ მოხდეს თავბრუს დახვევა „რაღაც“ კანონებითა თუ საეკლესიო ტრადიციებით - ამის გარეშეც იქნება.

რა იქნება შემდეგ?

აქ კი უნდა დაისვას ყველაზე მთავარი საკითხი - რა იქნება შემდეგ? არსებითად, თუ არც მეუ, არც ფანარიონი არანაირად არ ირეაგირებენ ფილარეტის ქმედებებზე და თავს მოიკატუნებენ, რომ „არაფერი არ იყო“, სხვა ეკლესიები ამაზე ალბათ არ დახუჭავენ თვალს.

რადგანაც დენისენკო არ გაჩერდება და შემდეგშიც „მიიღებს“ სხვადასხვა განხეთქილებაში მყოფს, რომელიც ამა თუ იმ ხარისხით, თითქმის ყველა ეკლესიაშია. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ყველა ეს ჯგუფი ფილარეტის მეშვეობით შეეცდება თუნდაც რაღაც „კანონიკური სტატუსის“ მიღებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკლესიაში დაიწყება ნამდვილი კანონიკური ქაოსი, რადგანაც უბრალოდ წაიშლება სიცრუისა და ჭეშმარიტების საზღვრები. ნებისმიერი თვითმარქვია, რომელმაც ანაფორა და პანაგია მიიღო, იმსახურებს რა ფილარეტთან, მოითხოვს კანონიკურ აღიარებასა და ევქარისტულ ურთიერთობას.

ეკლესიოლოგიური მთლიანობის გარდა გაქრება მონანიების აუცილებლობაც განხეთქილებაში მყოფებისთვის, რომელთაც სურთ ეკლესიაში დაბრუნება. რაში სჭირდებათ მათ მონანიება, თუ არის ფანარიონი, ბოდიში, ფილარეტი? რახან ასეა, განხეთქილებაში მყოფები, რომლებიც ეკლესიაში შევლენ, გააგრძელებენ დაშლას, მაგრამ ახლა არა ერთმანეთს, არამედ ქრისტეს სხეულს დაანაწილებენ. და რაც ყველაზე საშინელია - არანაირი ბარიერი და შეზღუდვა, რომელიც მათ შეაჩერებს, არ იქნება. თუ კანონიკური სამართალი არაა, არ არსებობს არანაირი წესიც.

ეკლესიაში დაიწყება ნამდვილი კანონიკური ქაოსი, რადგანაც უბრალოდ წაიშლება სიცრუისა და ჭეშმარიტების საზღვრები. ნებისმიერი თვითმარქვია, რომელმაც ანაფორა და პანაგია მიიღო, იმსახურებს რა ფილარეტთან, მოითხოვს კანონიკურ აღიარებასა და ევქარისტულ ურთიერთობას.

არსებითად, დენისენკოსგან ანათემის მოხსნით, პატრიარქმა ბართლომემ გახსნა „პანდორას ყუთი“ და გამოუშვა ვირუსი, რომელმაც მთლიანად მოარყია ეკლესიურობის საფუძვლები. ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის ფილარეტის ანათემა. წავა კი ამ ნაბიჯზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქო? არა გვგონია.

ჯერ ერთი, არ წავა იმიტომ, რომ ფანარიონზე არ სჩვევიათ საკუთარი შეცდომების გამოსწორება. დენისენკოს ანათემაზე გადაცემით ფანარიოტები აღიარებენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სისწორეს. აღიარებენ, რომ მიხეილ ანტონოვიჩის ანათემა არა პოლიტიკური, არამედ კანონიკური და ეკლესიოლოგიური მიზეზებით იყო ნაკარნახევი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკლესიაში დაბრუნდება კიევის ყოფილ პატრიარქს შეეძლო მხოლოდ კანონიკური გზით ანუ მონანიებით. და თუ ეს კანონიკური გზა არ ყოფილა, აქედან გამომდინარეობს „მეორეც“.

მეორე, დენისენკოს ანათემით ფანარიონი ეჭვქვეშ დააყენებს „მთელს მეუ-ს პროექტს“. რადგანაც აღმოჩნდება, რომ ტომოსის მთავარი იდეოლოგი და ინიცატორი არის პროფესიონალი განხეთქილებაში მყოფი, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი- ძალაუფლება ამოძრავებს. აღმოჩნდება, რომ ის მიღებულ იქნა ურთიერთობაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან არა კანონების საფუძველზე, არამედ სხვა მიზეზებით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მეუ არაკანონიკური წარმონაქმნია, რადგანაც არსებობა დაიწყო არაკანონიკური გადაწყვეტილებიდან - დენისენკოსგან ანათემის მოხსნით.

თუ დენისენკოს ანათემა მოხსნილია არამართებულად, მაშინ ვინ არიან სერგეი დუმენკო, ივანე ზორია და სხვები პანაგეათი, რომლებიც „ხელდასმულნი“ არიან ეკლესიისგან განკვეთილი ადამიანის მიერ?

მესამე, თუ დენისენკოს ანათემა მოხსნილია არამართებულად, მაშინ ვინ არიან სერგეი დუმენკო, ივანე ზორია და სხვები პანაგეათი, რომლებიც „ხელდასმულნი“ არიან ეკლესიისგან განკვეთილი ადამიანის მიერ?

ერთი სიტყვით, როგორადაც სიტუაციაც არ უნდა განვითარდეს ახლა, არც ფანარიონისთვის, არც მეუ-თვის ის არაა ხელსაყრელი. კითხვები ბევრია, პასუხები მათზე ჯერჯერობით - არაა. უფრო სწორედ, არის ერთი, მაგრამ სტამბულში ის არ ესმით. ეს პასუხია ეკლესიის კანონები. ის კანონები, რომელიც ფეხქვეშ იქნა გათელილი, როგორც ფილარეტის, ასევე ფანარიონის მიერ. თუ არ დავუბრუნდებით მათ, საკუთარი სიამაყისა და „პრივილეგიების“ დათმობით,  გარდაუვალია ანარქიასა და ქაოსში ჩათრევის რისკი, რაც გამოიწვევს არა მხოლოდ კანონიკური სამართლის, არამედ ეკლესიის საზღვრების მოშლასაც.

და ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს თავად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთვის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ