ბართლომეს პატრიარქობის 30 წლისთავის არამხიარული აღნიშვნა

30 October 2021 01:03
20
პატრიარქი ბართლომე იუბილეს მარტოობაში შეხვდა. ფოტო: СПЖ პატრიარქი ბართლომე იუბილეს მარტოობაში შეხვდა. ფოტო: СПЖ

ბართლომემ მისი პატრიარქობის 30 წლისთავის იუბილე აღნიშნა. მოგვყავს მისი საპატრიარქო მსახურების შედეგების მოკლე ანალიზი.

2021 წლის 22 ოქტომბერს „მისმა საღვთო უწმინდესობამ“ (ფანარიონის მეთაურის ოფიციალური ტიტული) აღნიშნა მისი ტახტზე ყოფნის 30 წლის იუბილე. ამ დღეს ფანარიონზე ჩატარდა ლიტურგია, რომლის დროსაც სტუმრებმა პატრიარქ ბართლომეს ეს საკმაოდ სოლიდური წლისთავის მიულოცეს. სტუმრები ცოტანი იყვნენ: გვინესი მიტროპოლიტი გიორგი (ალექსანდრიის პატრიარქი), კირენიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი (კვიპროსის ეკლესია), ტირგოვიცის მიტროპოლიტი ნიფონი (რუმინეთის ეკლესია) და ტერნოპოლისა და კრემენეცის „არქიეპისკოპოსი“ ნესტორ პისიკი მეუ-დან. დანარჩენი სტუმრები - კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მღვდელმთავრები, სამღვდელოება და საერო პირები.

 

https://spzh.news/mediafiles/PcmLlk/thumbs/nqcQiM_6172ca416c99f0_55312841-tmb-720x411xfill.jpg
ნესტორ პისიკი (მარცხნივ) და მიტროპოლიტი ნიფონი. ფოტო: facebook.com/ecumenicalpatriarchate

ძნელი არაა იმის შენიშვნა, რომ მიტროპოლიტ ნიფონის გარდა, ყველა სტუმარი არის იმ ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლები, რომლებმაც ფანარიონისა და ამერიკელი დიპლომატების ზეწოლით ცნეს მეუ. მათი დასწრება ზეიმზე გასაკვირი არაა. რაც შეეხება მიტროპოლიტ ნიფონს, მისი ფანარიონზე ჩასვლა იწვევს ერთგვარ გაკვირვებას.

ტირგოვიშის   მიტროპოლიტ ნიფონის (მიხეიცეს) ბიოგრაფია საკმაოდ ნიშანდობლივია. ბუქარესტის სასულიერო სემინარიისა და ბუქარესტის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის გარდა, ის სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში, ანგლიკანურ კოლეჯში იერუსალიმში (ისრაელი), ჟენევის უნივერსიტეტში (შვეიცარია) და წმინდა ნიკოლოზის კათოლიკურ უნივერსიტეტში ოტავაში (კანადა). ის წარმოადგენს ეკუმენური მოძრაობის აქტიურ მონაწილეს, მონაწილეობდა ბევრ ეკუმენურ ღონისძიებაში, უპირატესად რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მეთაურის სახით. ტირგოვიშის კათედრაზე მეუფე ნიფონი თითქმის 22 წლის წინ დაინიშნა.

საინტერესოა, რომ ეს მღვდელმთავარი წარმოადგენდა რუმინეთის ეკლესიას ამანის შეხვედრაზე. უფრო მეტიც, ამანის შემდეგ, ის გამოვიდა საერთო მართლმადიდებლური შეხვედრის მომზადების წინადადებით. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლებისა და დელეგაციების შეხვედრა შედგა იორდანიის დედაქალაქ ამანში 2020 წლის 26 თებერვალს. მისი ჩატარების ინიციატივით გამოვიდა იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე  III. შეხვედრას ესწრებოდნენ: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, სერბეთის პატრიარქი ირინეოსი, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი როსტისლავი და ასევე რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ტირგოვიშის მიტროპოლიტ ნიფონის მეთაურობით და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, რომელსაც მეთაურობდა ლუბინისა და ჰოლმის არქიეპისკოპოსი აბელი. შეხვედრაზე განიხილებოდა მართლმადიდებლობაში კრიზისის დაძლევის გზები, რაც გამოწვეული იყო პატრიარქ ბართლომეს ჩარევით უკრაინის საეკლესიო საქმეებში. რამდენადაც ფანარიონის მეთაური მკვეთრად წინააღმდეგი იყო მსგავსი შეხვედრის ჩატარების, მასში ყველა მონაწილე მის მიერ შესაძლოა აღქმული ყოფილიყო, როგორც ფანარიონის პოლიტიკის ოპონენტები, მათ შორის, მიტროპოლიტი ნიფონიც. ასეთი ვითრების დროს, რატომ წავიდა ერთადერთი მღვდელმთავარი ყველა ადგილობრივი ეკლესიიდან, რათა მიელოცა პატრიარქ ბართლომესთვის იუბილე, ჯერჯერობით უცნობი რჩება.

ნებისმიერ შემთხვევაში საკმაოდ მნიშვნელოვანია ის, რომ ფანარინის მეთაურისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენის მისალოცად, როგორიცაა პატრიარქობის 30 წლისთავი, ძალიან ცოტა ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენელი ჩავიდა. არც ერთი წინამძღოლი არ მისულა პატრიარქ ბართლომესთვის მიელოცა, რომელიც თავს წარმოაჩენს, როგორც სრულიად მართლმადიდებელთა ლიდერი. ზემოთ აღნიშნული სტუმრების გარდა, რომლებიც პირადად ჩავიდნენ ფანარიონზე, ასევე შეიძლება ორიოდ სიტყვა ითქვას ალბანეთის ეკლესიის წინამძღოლის, არქიეპისკოპოს ანასტასიოსის (იანულატოსი) მისასალმებელ წერილზე, რომელიც მან გაუგზავნა პატრიარქ ბართლომეს.

იუბილე ხომ შესანიშნავი მიზეზია მდიდრული წვეულების მოსაწყობად, ადგილობრივი ეკლესიების უმრავლესობიდან წარმომადგენლობითი დელეგაციების მოსაწვევად და იმის საჩვენებლად, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი წარმოადგენს მართლმადიდებლური სამყაროს ლიდერს, მის ავტორიტეტულ იერარქს. ეჭვიც არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ ეს ასეც იქნებოდა პატრიარქ ბართლომეს ავტორიტეტი მართლაც რომ მაღალი იყოს ადგილობრივ ეკლესიებს შორის. თუმცა, ამაზე საუბარი არაა. პატრიარქი ბართლომე ბევრს საუბრობს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის იზოლაციაზე, მაგრამ პატრიარქობის 30 წლისთავის ზეიმი ძალიან ჰგავს თავად პატრიარქ ბართლომეს იზოლაციას.

იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რატომ ხდება ასე, საჭიროა შევხედოთ პატრიარქ ბართლომეს საქმიანობის შედეგებს კონსტანტინოპოლის ეკლესიის წარმომადგენლის პოსტზე. აუცილებელია იმის აღიარება, რომ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგები ამ საქმიანობას არ მოჰყოლია. ბართლომეს პატრიარქობის მთავარ სიმბოლურ მოვლენას წარმოადგენს წმინდა სოფიას ტაძრის  მოქმედ მეჩეთად გადაქცევა 2020 წელს, რომლის წინააღმდეგაც „მისმა საღვთო უწმინდესობამ“ პროტესტიც კი არ გამოთქვა. ეს დუმილი იყო საკმაოდ მჭევრმეტყველური, რადგანაც მაშინ პროტესტით გამოვიდნენ აშშ, ეკ, საფრანგეთი და სხვა სახელმწიფოები და ასევე ადგილობრივი ეკლესიები (პირველ რიგში, რმე). ყველა ელოდა თუნდაც რაღაც რეაქციას პატრიარქ ბართლომეს მხრიდან, მაგრამ ის დუმდა. მხოლოდ მოვლენის წინ განაცხადა მა, რომ ის „შოკშია“. ეს შეფასდა, როგორც სიმხდალე და ამან ძალიან დააზარალა ფანარიონის მეთაურის რეპუტაცია მართლმადიდებელთა და საერთოდ, ქრისტიანთა თვალში.

თუ ვისაუბრებთ მთლიანად ბართლომეს პატრიარქობაზე, მისი მთავარი მახასიათებლები შემედგია.

ჯერ ერთი, ეს ჩარევაა სხვა ადგილობრივი ეკლესიების საქმეებში. ჯერ კიდევ 2008 წელს განვლენიანმა თურქულმა გაზეთმა „ჯიმხურიეტმა“ გამოაქვეყნა სტატია პატრიარქ ბართლომეს მკვეთრი კრიტიკით სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის გამო - „კვიპროსიდან ესტონეთამდე, იერუსალიმიდან უკრაინამდე“. სტატიაში ამტკიცებდნენ, რომ ეს საგარეო პოლიტიკურ პრობლემებს უქმნიდა თურქეთის სახელმწიფოს, რამდენადაც „თურქეთის სახელმწიფო არ ერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. გამოდის, რომ პატრიარქ ბართლომეს გააჩნია ერთი პოზიცია, ხოლო თურქეთის სახელმწიფოს - მეორე“. ეს სიტუაცია ნამდვილად წარმოადგენს საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანს, რამდენადაც თურქული კანონმდებლობის თანახმად, კონსტანტინოპოლის პატრიარქს გააჩნია სახელმწიფო მოსამსახურის რანგი. ფანარიონის მეთაურის სხვა ეკლესიების საქმეებში ჩარევის პოლიტიკის აპოგეას წარმოადგენს მისი გადაწყვეტილება უკრაინის თაობაზე, რომელშიც მან განახორციელა განხეთქილებაში მყოფთა ლეგალიზება, ხოლო კანონიკური უმე, პირიქით, ცნო არარსებულად.

მეორე, ეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, წმინდა წყლის ეკუმენიზმია. პატრიარქი ბართლომე არა მხოლოდ წარმოადგენს ზოგადად, ეკუმენური მოძრაობის აქტიურ მონაწილეს, არამედ ცდილობს კიდეც კათოლიკებთან გაერთიანებას უახლოეს მომავალში, რაზეც მან არაერთხელ ისაუბრა. ამასთან, მთავარ დაბრკოლებას ასეთი გაერთიანებისთვის ფანარიონის მეთაურის თვალსაზრისით წარმოადგენს არა იმდენად დოგმატური განსხვავება მართლმადიდებლობასა და კათოლიკობას შორის, რამდენადაც საკითხი ე.წ. „პირველობის“ შესახებ. სწორედ ეს საკითხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების პროცესში. პატრიარქ ბართლომეს ეკუმენური მისწრაფებების კვინტესენციად შეიძლება ჩაითვალოს მისი სიტყვები, რომელიც ითქვა წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს 2020 წელს. თავის ქადაგებაში ფანარიონის მეთაურმა განაცხადა, რომ მართლმადიდებლების გაერთიანება კათოლიკებთან მოხდება „იმათი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომლებიც ვერ აფასებენ ღვთისმეტყველების ფასეულობას ან ეკუმენიზს უტოპიად თვლიან“.

ფანარიონის მეთაურმა განაცხადა, რომ მართლმადიდებლების გაერთიანება კათოლიკებთან მოხდება „იმათი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომლებიც ვერ აფასებენ ღვთისმეტყველების ფასეულობას ან ეკუმენიზს უტოპიად თვლიან“.

მესამე, ესაა თეორიის, უფრო სწორედ კი „კონსტანტინოპოლის პაპიზმის“ ერესის წინსვლა, რომლის თანახმადაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი წარმოადგენს ეკლესიის ფაქტიურ მეთაურს, პირველს თანასწორთა გარეშე, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული უფლებამოსილებები.

მეოთხე, ესაა საკუთარი, პირადი ძალაუფლების განმტკიცება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შიგნით. დაახლოებით 2008 წლიდან 2011 წლამდე პატრიარქმა ბართლომემ სრულმასშტაბიანი საკადრო რევოლუცია განახორციელა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში, აიძულა რა პოსტები დაეტოვებინა ყველა მღვდელმთავარსა და სამღვდელოების წარმომადგენელს, რომელთაც შეეძლოთ რამეში მაინც მიეთითებინათ პატრიარქისთვის მისი სიმცდარე. მათ ნაცვლად დაინიშნენ ახალგაზრდა, ამბიციური და პირადად პატრიარქ ბართლომესადმი ერთგული პირები. ერთ-ერთი თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა იმ დროს ამერიკის არქისაეპისკოპოსოს ამჟამინდელმა მეთაურმა ელპიდოფორმა (ლამბრინიადისი), ფორმულირების „პირველი თანასწორთა გარეშე“ ავტორმა და და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ამაღლების აქტიურმა ლობისტმა.

მეხუთე, ესაა აშკარა, სრულიად დაუფარავი დამოკიდებულება ამერიკის ისტებლიშმენტზე, აშშ-ს ადმინისტრაციის პოლიტიკური კურსისადმი მიყოლა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ან ინიცირებული  ან შეთანხმებული იყო ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მათგან ყველაზე მთავარია გადაწყვეტილებები უკრაინისა და კათოლიკებთან გაერთიანების თაობაზე. საიდუმლო არაა, რომ პატრიარქ ბართლომეს გადაწყვეტილებები უკრაინაში მთლიანად და სრულიად ინიცირებული, კონტროლირებული და მხარდაჭერილი იყო რელიგიურ საკითხებში აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლის, სემ ბრაუნბეკისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა ჩინოვნიკების მიერ. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ამ პირების ფანარიონის უკრაინული პროექტის მონაწილეებთან შეხვედრის გრაფიკებისა და ამ პროექტის ფარგლებში გადაწყვეტილებებისა და მოვლენების შეჯერება. აი, მაგალითად, უკრაინაში აშშ-ს საელჩოს ტვიტი ს. ბრაუნბეკის მიერ 2018 წლის 12 სექტემბერს კიევში ვიზიტის თაობაზე.

ბართლომეს პატრიარქობის 30 წლისთავის არამხიარული აღნიშვნა фото 2
უკრაინაში აშშ-ს საელჩოს პუბლიკაციის სკრინშოტი ტვიტერის ქსელში.

შეტყობინებაში პირდაპირ ნათქვამია, რომ მოლაპრაკებების თემა იყო ავტოკეფალია. ამავე დროს, კიევში მოქმედებდა ფანარიონის ორი ე.წ. ეგზარქოსი, რომლებიც ასევე ამზადებდნენ ავტოკეფალიას, ხოლო 2018 წლის 11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ მიიღო ის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები განხეთქილებაში მყოფების ლეგალიზაციისა და მათთვის „ავტოკეფალიის“ მინიჭების თაობაზე.

2014 წელს პატრიარქ ბართლომეს აშშ-ს მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, რომელზეც განიხილებოდა ფანარიონის დიალოგი ვატიკანთან, ფანარიონის მეთაურმა ხელი მოაწერა პაპ ფრანცკისესთან ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც განცხადებული იყო ფანარიონისა და ვატიკანის მტკიცე განზრახვა ბოლომდე იარონ გაერთიანების გზაზე: „ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ და მტკიცე განზრახვას, ვემორჩილებით რა უფალი ჩვენი იესო ქრისტეს სურვილს, გავააქტიუროთ ჩვენი ძალისხმევა ყველა ქრისტიანის და პირველ რიგში, კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის სრული ერთიანობის მისაღწევად“. სხვათაშორის, პატრიარქი ბართლომე ამერიკის ისტებლიშმენტისადმი მისი ფაქტიური დაქვემდებარების მხრივ მხოლოდ აგრძელებს მისი წინამორბედების და განსაკუთრებით პატრიარქ აფინაგორის (სპირუ) ხაზს, რომელიც პირდაპირ აცხადებდა, „რომ მისი, როგორც პატრიარქის საქმიანობის  ქვაკუთხედი არის ამერიკული იდეალების წინსვლა“ (სტამბულში აშშ-ს გენკონსულის სახელმწიფო დეპარტამენტში მიწოდებული ცნობებიდან).

თავის პოსტზე პატრიარქ ბართლომეს „მიღწევების“ ამ ზედაპირული გაცნობის შემდეგ შეიძლება დავსვათ რიტორიკული კითხვა - კერძოდ, რა უნდა მივულოცოთ პატრიარქობის 30-ე წლისთავზე? იუბილედან მალევე ფანარიონის მეთაური აშშ-ში გაემგზავრა 12 დღიანი ვიზიტით, რომლის დროსაც შეხვდა ლგბტ-ს და აბორტების საკმაოდ მგზნებარე მომხრეს, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ეს შეხვედრა მოწმობს, რომ აშშ-ს ნების აღსრულების პრაქტიკა თუნდაც საკუთარი რელიგიური ინტერესების საზიანოდ (არაფერს ვამბობთ რა ეკლესიის კანონების დაცვაზე) გრძელდება და სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. ხოლო ის, რომ პატრიარქ ბართლომესთან მოლაპარაკებების შემდეგ დაანონსდა ამერიკის პრეზიდენტის მოლაპარაკებები პაპ ფრანცისკესთან, მეტყველებს იმაზე, რომ ფანარიონისა და ვატიკანის გაერთიანების საქმე ამერიკელი პოლიტიკოსების პატრონაჟით აქტიურად უახლოვდება მის აპოგეას. ამ პირობებში, სრულიად დასაშვებია, რომ არჩევანის საკითხი იქნება შემდეგი: ან დარჩე მართლმადიდებლად ან მიჰყვე პატრიარქ ბართლომეს კათოლიკებთან უნიაში.

არა გვგონია ეს იყოს ის, რაც სურთ ადგილობრივ ეკლესიებს, ყოველ შემთხვევაში, სამღვდელოებას და უბრალოდ ეკლესიურ ხალხს. აი, ამიტომაც უწევს პატრიარქ ბართლომეს მისი პატრიარქობის იუბილეს ზეიმი რუმინეთის ეკლესიის ერთ მღვდელმთავართან, ნესტორ პისიკთან ერთად, რომელიც „ეპისკოპად“ „ხელდასმულ იქნა“ ეკლესიისგან განკვეთილი ფილარეტ დენისენკოს მიერ. ამ ყველაფერს არცთუ სახუმაროდ ემატება ისიც, რომ დენისენკომ მეორე დღეს, ანუ 2021 წლის 23 ოქტომბერს მისი ომოფორის ქვეშ მიიღო ბერძენი „სტაროსტილნიკების“ ჯგუფები, რომელთაც თავად პატრიარქი ბართლომე განხეთქილებაში მყოფებად თვლის.

აქვე უნდა გავიხსენოთ მოციქულ პავლეს სიტყვები: „ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დასთესს, იმას მოიმკის“ (გალ. 6:7). სხვათაშორის, სანამ ადამიანი ცოცხალია, მონანიების კარები მისთვის ღიაა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ