ერთგულნი 2: კატერინოვკა. განკურნება მიტაცების შემდეგ

30 September 2021 23:50
31
კატერინოვკაში უმე-ს თემის შესახებ ფილმის გამოსახულება. ფოტო: скриншот ютуб-канала კატერინოვკაში უმე-ს თემის შესახებ ფილმის გამოსახულება. ფოტო: скриншот ютуб-канала

როგორ იქნა უკრაინაში ტაძრის ყველაზე სასტიკი მიტაცება რწმენით განკურნებული.

ხელკეტები, გაზი, სისხლი და ჩამსხვრეული ნეკნები.

გალინა ნიკოლაევნა:

„და მოვიდა გუნდი „გაეჟუჟა ყველა“. და დაიწყო ცემა-ტყეპა. ასეთი რამ კინოშიც არ მინახავს, ყველას სცემდნენ“.

ლუდმილა კოლოდი:

ჩემი შვილიშვილი ხედავდა, ყველაფერს ხედავდა. და ყვება კიდეც. ქურთუკი გაუხიეს. მან ყველაფერი დაინახა, მე მხოლოდ მომიყვა. როგორც კი მოვირბინე, ქალიშვილი მირეკავს: „დედა, ნუ მიდიხართ, აქ სისხლია!“

სირბილით მომაქვს წყალბადის ზეჟანგი, ბრილიანტის მწვანე. ზეწარს ვხევ სახვევის სახით. მივდივარ, რათა დახმარება გავუწიო, ვხედავ, რომ ეკლესიის გვერდით, ჭასთან ბიჭები იბანენ სისხლს. ვეუბნები: „ბავშვებო, ნუ წახვალთ! ახალგაზრდა გოგონები არიან, სემინარისტები... ნუ წახვალთ! გოგოებო, თქვენ ხომ მომავალი დედები ხართ, ნუ წახვალთ იქ!“ მერე კი ვფიქრობ, რატომ არ წავიყვანე იმ ბილიკებით, რომელიც ვიცი... არ ვიცი, როგორ დააღწიეს მათ თავი ამ არეულობას“.

გალინა ნიკოლაევნა:

„დავეცი, დავიწყე ყვირილი, რადგან იქ ბევრი ადამიანი იდგა. იქ იყვნენ ძაღლებიც და ძალიან ბევრი ადამიანი იყო.

შემდეგ დაიწყეს მუქარა, რომ უნდა დამწვან, სოფლიდან გამაძევონ. უშვერი სიტყვებით მლანძღავდნენ. ვისაც რა მოადგებოდა პირზე, მეძახდა. შეეძლოთ უბრალოდ შეფურთხება!

მივდივარ და მათ საზიდავი ასე დააყენეს, განივად. ერთი მხრიდან  გვერდს ვერ აუვლი და მეორე მხრიდან ცხენი დგას, გავლა შეუძლებელია. როგორ უნდა მოიქცე? ის კი ამბობს, რომ ახლა წავა, დაეცემა, დაიწყებს ყვირილს, მე კი დავდგები და ვიცინებ“.

ლუდმილა კოლოდი:

„გადავიტანეთ და გახსენება... მძიმე გასახსენებელია... ღმერთმა არ ქნას, ვინმეს მოუწიოს კიდევ ამის გადატანა. შეიძლება, სხვა სოფლებმა, სხვა ტაძრებმა ადვილად გადაიტანეს. თუმცა, ჩვენთან, ძალიან მძიმე გადასატანი იყო. მთელი სოფელი ავად იყო. ზოგი ჰიპერტონიით ავადმყოფობდა, ვერ მოჰყავდა ნორმაში წნევა. არ იცოდნენ, რით დასრულდებოდა ეს“.

ეს მოვლენა 2015 წლის 21 სექტემბერს მოხდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს. კიევის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა „მემარჯვენე სექტორის“ რადიკალებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით მიიტაცეს წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი სოფელ კატერინოვკაში, ტერნოპოლის მხარეში.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთგულნი იცავდნენ თავიანთ სიწმინდეს მშვიდობიანად, თავდამსხმელები განწყობილნი იყვნენ აგრესიულად, იყენებდნენ ხელკეტებს და ცრელმსადენ გაზს. ადამიანებმა, რომლებიც იცავდნენ თავიანთ წმინდა ტაძარს, მიიღეს ტვინის შერყევა, კიდურებისა და ნეკნების მოტეხილობა. დაზარალდა დაახლოებით 20 ადამიანი, მათ შორის, მოზარდები, სემინარისტები პოჩაევიდან. შედეგად მოხდა ტაძრის მიტაცება სისხლით, უფლის მცნებებისა და კანონის ფეხქვეშ გათელვით. უმე-ს მორწმუნეები ცდილობდნენ ტაძრის მშვიდობიანად დაბრუნებას, იურიდიული წესით - მაგრამ ყველაფერი მათ წინააღმდეგ იყო, მთელი სისტემა - ადგილობრივი ჩინოვნიკებით დაწყებული სასამართლოებით დამთავრებული.

გალინა ნიკოლაევნა:

„ის, რომ შეურაცხყოფას მაყენებდნენ და მამცირებდნენ, ეგ არაფერი - უბრალოდ მწერი ვარ, მაგრამ მოხდა სიწმინიდს ხელყოფა, სიწმინდე არის სიწმინდე, მასში იმდენი  წელი ლოცვები სრულდებოდა, ნაკურთხია ანგელოზებისა და უფლის მიერ ზეციდან. ამის ხელყოფა შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ  ადამიანებისთვის ბოროტების გაკეთება საერთოდ არ ღირს, ის აუცილებლად დაგიბრუნდებათ“.

დეკანოზი სერგეი გლადუნი:

ზოგიერთმა ადამიანმა დაივიწყა, რომ ეკლესია არაა არც უკრაინული და არც რუსული, ის ქრისტესია. როგორც სოფელში ჩვენი ადამიანები ამბობდნენ, რომ კოლმეურნეობები დაანგრიეს, ყველაფერი დაიტაცეს, დაშალეს, ახლა კი მოვიდნენ და ეკლესიას მიადგნენ. ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთი ღარიბი ადამიანი ამაზე წავიდა, ზოგიერთი - შიშის გამო, ზოგიერთი - ამა თუ იმ ავტორიტეტის ზეწოლით. და ამ ნიადაგზე ჩვენს სოფელში მოხდა გაყოფა“.

მეუ და „განახლება“, პარალელები

ის, თუ რა სახით და საიდან შეიქმნა  მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში, ძალიან ჰგავს გასული საუკუნის 20-იანი წლების მოვლენებს, როცა 1917 წელს ხელისუფლებაში მოსული ბოლშევიკების მიერ შეიქმნა „განახლებითი“ ან „ცოცხალი ეკლესია“. მსგავსება მით უფრო ძლიერდება, თუ განვიხილავთ კონსტანტინოპოლის ეკლესიის მოქმედებებს მაშინ და ახლა.

საეკლესიო განახლების იდეები ჩნდება 1905 წლის რევოლუციის დროს. თუმცა, როგორც ახლა ამბობენ, ეს პროექტი 1922 წელს „გაისვრის“, როცა ლევ ტროცკიმ შეადგინა ეკლესიის განხეთქილებისა და განადგურების გეგმა და მას აბარებს გსპს-ს მე-6 განყოფილების უფროსს, ევგენი ტუჩკოვს.

უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის იდეები ასევე ჩნდება 1917 წლის რევოლუციის წლებში, რეანიმაციას კი ის განიცდის სსრკ-ს დაშლის შემდეგ 1991 წელს, მაგრამ მეუ-ს პროექტი მხოლოდ 2018 წელს „გაისვრის“, როცა ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მფარველობენ და შესაძლოა, ინიცირებასაც კი უკეთებენ უკრაინაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ანტიკანონიკურ მოქმედებებს და პროვოცირებას უწევს განხეთქილებას მართლმადიდებლობაში.

მეუ-ს პროექტი, ისევე როგორც თავის დროზე “ცოცხალი ეკლესიის“ პროექტი, შეიქმნა ეკლესიაში და არა ეკლესიის მიერ, არამედ სახელმწიფო აპარატის - პრეზიდენტის ადმინისტრაციის წიაღში. და ამით სულაც არ იყვნენ დაკავებული საეკლესიო მოღვაწეები, არამედ პოლიტიკოსები და სახელმწიფო ჩინოვნიკები: პოროშენკო, პარუბი, გროისმანი, კლიმკინი, იურაში, პავლენკო და სხვები.

„ცოცხალი ეკლესიის“ შექმნის შემდეგ რკპ ცკ (ბ) სამდივნომ ადგილობრივ ხელისუფლებებს გადაუგზავნა დეპეშები, რომლებშიც საუბარი იყო საბჭოთა ხელისუფლების ორგანოების მიერ „განახლების“ მხარდაჭერის აუცილებლობის თაობაზე. სპს-ს ორგანოები მმართველ მღვდელმთავრებზე ახდენდნენ ზეწოლას, რათა ისინი დამორჩილებოდნენ უსს (უმაღლეს საეკლესიო სამმართველოს) და „ცოცხალ ეკლესიას“, ვინც თანახმა არ იყო, რეპრესიებს ექვემდებარებოდა. ამდენად, 1922 წლის ბოლოსთვის განმაახლებლებმა დაიკავეს იმ დროს მოქმედი 30 ათასი ტაძრიდან ორი მესამედი.

თავიდან კონსტანტინოპოლის საპატრიარქო პატრიარქ მელეთი IV (მეთაკსაკისი) სახით უარს ამბობდა ეცნო „განმაახლებლები“, ზუსტად ისე, როგორც 2018 წლამდე ფანარიონი არ აღიარებდა უკრაინელ განხეთქილებაში მყოფებს.

20-იან წლებში „განახლების“ მომხრეთა შორის იყო უთანხმოება და სურვილის უქონლობა გაერთიანებულიყვნენ ერთ სტრუქტურაში, ზუსტად ასე ხდებოდა ყოველივე ჩვენს დროში უმე (კ) და უამე-ს განხეთქილებაში მყოფებთან მიმართებაშიც. მაშინ „განმაახლებელთა“ გაერთიანებით დაკავებული იყო ევგენი ტუჩკოვი და გსპს, უკრაინაში ეს ამოცანა თავის თავზე აიღო ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ.

1923 წლის დეკემბერში მელეთი IV ნაცვლად მსოფლიო პატრიარქი გახდა გრიგოლ VII, რომელმაც არა მხოლოდ არ ცნო „ცოცხალი ეკლესია“, არამედ მოითხოვა კიდეც წმინდა აღმსარებელ პატრიარქ ტიხონის გადადგომა. გარდა ამისა, 1924 წელს ის გეგმავდა მოსკოვში სპეციალური კომისიის გაგზავნას, რომელსაც ევლდებოდა... ციტატა:

„გამგზავრებულიყო იქ, რათა ხელი შეეწყო უფლის დახმარებით სიყვარულის სიტყვებითა და სხვადასხვა მითითების გზით აღმდგარიყო თანხმობა და ერთიანობა მოძმე ეკლესიაში მთელი მართლმადიდებლობის სასიკეთოდ“.

აღნიშნული „კომისია თავის ნაშრომებში უნდა ეყრდნობოდეს იმ მაშინდელ საეკლესიო მიმდინარეობებს, რომლებიც არიან სსრკ-ს მთავრობის ერთგულნი“ ანუ „განმაახლებლებს“. მხოლოდ საერთაშორისო საეკლესიო სკანდალმა არ მისცა საშუალება ამ კომისიას მიეღწია სსრკ-მდე. სამაგიეროდ, ზუსტად ასეთივე სქემით, იმავე დავალებით, 2018 წელს უკრაინაში გაიგზავნა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ე.წ. „ეგზარქოსები“, რომლებიც ასევე ეყრდნობოდნენ უკრაინელ განხეთქილებაში მყოფებს, რომლებიც ლოიალურები იყვნენ პოროშენკოს რეჟიმის მიმართ. ეს ლოიალობა ხელისუფლების მიმართ და ანტირუსული განწყობა აღმოჩნდა საკმარისი არგუმენტი, რათა ფეხქვეშ გათელილიყო კანონები და მომხდარიყო საკუთარი იდეების ღალატი და წინამორბედი განცხადებები, ეცნოთ განხეთქილებაში მყოფთა თავშეყრა ეკლესიად და მათთვის ტომოსი გადაეცათ.

რაც შეეხება პატრიარქ ტიხონს, ფანარიონის მეთაური წერდა: „წარმოქმნილი საეკლესიო უთანხმოებების გათვალისწინებით, ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია, რომ უწმინდესმა პატრიარქმა ტიხონმა განხეთქილებაში მყოფთა ერთიანობის გამო მსხვერპლად გაწირა საკუთარი თავი, დაუყოვნებლივ ჩამოშორდა რა საეკლესიო მმართველობას“. 1924 წლის 1 ივნისს კი გაზეთში „იზვესტია“ დაიბეჭდა სტატია სახელწოდებით „მსოფლიო პატრიარქმა ყოფილი პატრიარქი ტიხონი ჩამოაშორა რუსული ეკლესიის მმართველობას“.

აბსოლუტურად ასე პატრიარქმა ბართლომემ უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრისგან მოითხოვა თავისი, როგორც კიევის მიტროპოლის უფლებამოსილებების დატოვება, შემდეგ კი ის გამოაცხადა კათედრას ჩამოცილებულად და მხოლოდ ტიტულარულ მღვდელმთავრად, რომელსაც ის, ბართლომე, მხოლოდ გულმოწყალების გამო „ითმენს“ უკრაინაში.

ჩვენი ფილმის ფარგლებში არ გვაქვს ამოცანა და შესაძლებლობა  აღწერილ იქნეს „განახლების“ სამარცხვინო ისტორიის ყველა ასპექტი: როგორ გადასცემდა მათ ტაძრებს და სხვა ქონებას, რომელიც ძალისმიერად იქნა მიტაცებული ეკლესიისთვის, როგორ წერდნენ საჩივრებს „განახლების“ „მღვდლები“ ეკლესიის სამღვდელოებაზე, რომლითაც ისინი გულაგში ან დასახვრეტად მიდიოდნენ. ასევე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლების ბევრი უღირსი საქციელი რჩება ფარგლებს მიღმა „განახლებასთან“ დაკავშირებით.

თუმცა, აღნიშნულიც საკმარისია, რომ გავიგოთ - საბჭოთა „განახლებაც“ და უკრაინის მეუ-ც არსებითად არის წმინდა პოლიტიკური პროექტები, რომლებიც სახელმწიფო აპარატების წიაღშია მოფიქრებული და განკუთვნილია პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად. როგორც „განახლების“ ისტორიიდან ჩანს, ასეთი ამოცანა იყო ეკლესიის განადგურება.

ვფიქრობ, რომ დღესაც ეს წარმოადგენს მეუ-ს პროექტის ნამდვილ ამოცანას, რომელთან მიმართებაშიც  კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, როგორც ინსტრუმენტი მთავართა ამა ქვეყნისათა ხელში, იმეორებს იმავე სამარცხვინო და ანტიქრისტიანულ როლს, რომელსაც თავის დროზე ასრულებდა განახლების ეკლესიისთვის და მის უკან მდგომი უღმერთო პოლიტიკოსებისთვის.

ოლეგ დრელი:

„მას შემდეგ, რაც მიიტაცეს წმ. გიორგის ტაძარი, ადამიანები შეიკრიბნენ, მაგრამ მათ არსად ჰქონდათ სალოცავი ადგილი. საცოდაობაა, რადგან რამოდენიმე წელიწადი იმ ტაძართან ვმუშაობდი ადამიანებთან ერთად... ჩვენ ბევრი რამ ჩავდეთ მასში. ფილაც ჩადეს, გადახურვაც და გუმბათიც გააკეთეს. ეს მთელი სოფლის ყველა ადამიანის დამსახურებაა“.

ტაძრის გარეშე დარჩენილი და სახელმწიფოსგან სამართლიანობის დანახვით იმედგაცრუებული ადამიანები იძულებულები იყვნენ ელოცათ ქუჩაში, მიტაცებული ტაძრის ზღუდესთან, ღია ცის ქვეშ. თუმცა, ისინი არ ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში. რადგანაც მორწმუნე ადამიანებმა იციან, რომ ადამიანურზე მაღლა არის უმაღლესი სამართალი, უფლის სამართალი. და სწორედ მისი იმედი უნდა გვქონდეს.

დეკანოზი სერგეი გლადუნი:

„რაიონულ ადმინისტრაციაში დაგვარწმუნეს, რომ მოგვცემდნენ მიწას, რომ ყველაფერი უნდა ყოფილიყო დემოკრატიულად. თუმცა, ეს მიწა ჩვენთვის არავის მოუცია. ხან სურდათ ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორიის გამოყოფა, სადაც ფერმაზე ნაკელს აგროვებდნენ. ხანაც სურდათ მიწის გამოყოფა სოფლის ფარგლებს გარეთ, იქ, სადაც არც ელექტროობა, არც არაფერია. ისე, რომ როგორც მათ თქვეს, ეს „მოსკოვის ეკლესია“ და მისი მღვდლები სოფელში არ ყოფილიყვნენ.

თუმცა მოიძებნა ქალი, თავად მოიძებნა, გაიგო, რომ ასეთი რამ გვჭირდებოდა. ისინი ოდესღაც აქ ცხოვრობდნენ, ამ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ახალი ტაძარია აგებული. და ამ ქალმა თქვა - აქ ძალიან ძველი ქოხი იდგა, უკვე დაშლის პირას იყო, - რომ სურს ნაკვეთის ჩუქება ტაძრის ასაშენებლად. ადგილი ფაქტიურად სოფლის ცენტრშია, ძალიან ლამაზი ადგილია.

რასაკვრიველია, ეს ყველაზე დიდი სიხარული იყო დიდი მწუხარების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ტაძარი წაგვართვეს“.

მორწმუნეები გაჭირვებაში შეიკრიბნენ, უფრო ძლიერები გახდნენ და არ დაელოდნენ რა მოწყალებას ხელისუფლების და მიმტაცებლების მხრიდან, გადაწყვიტეს ახალი ტარის აგება კატერინოვკაში.

ოლეგ დრელი:

„მინდა ვთქვა, რომ ძალიან მეგობრული ადამიანები გვყვას, ტაძარში მარმარილოს ფილა დააგეს. ადამიანები, როგორც იტყვიან, ყველაფერს იკლებდნენ. დიდება უფალს ტაძრისთვის!“

 დეკანოზი სერგეი გლადუნი:

„აქ ადრე გაუვალი ადგილი იყო. იქ, სადაც ჯვარი დგას, დიდი კუნძი იყო, იმხელა რომ ორი დღე თხრიდა ტრაქტორი. ტრაქტორი მუშაობდა, 4 კუბი მიწის ამოღება გახდა საჭირო, რომ ეს კუნძი ამოეთხარათ.

კიდევ ერთი ბრიგადა მახსოვს, რომელიც კედლებს აგებდა. ბიჭები კოველიდან, იყვნენ, ბელარუსის სიახლოვედან. იმდენად მორწმუნე ადამიანები იყვნენ, რომ ისინი მთელი დღე შრომობდნენ, საღამოს კი ამბობდნენ: „მამაო, რაიმე ლიტერატურა მოგვიტანეთ“. მათთან ბევრი წიგნი მიმქონდა და წმინდანთა ცხოვრებაც და „სულიერი საზრდო“ და სხვა სასულიერო ნაშრომები. ქალი, რომელთანაც ისინი ცხოვრობდნენ, ამბობს: „მამაო, ასეთი ყოჩაღები არ მინახია... მთელი დღე შრომობენ, ოთხშაბათობით მზესუმზირის ზეთსაც კი არ იღებენ, ისეთ მშრალ მარხვაზე არიან, ხოლო შუაღამეს კითხულობენ“.

უფალმა ისეთი ბრიგადა გამოგვიგზავნა, რომელთაც მოისურვეს ამ ტაძრის უცნობ მშენებლებად ყოფნა. ისინი მინიმალურ ფასად მუშაობდნენ, პრაქტიკულად სიმბოლურ ფასად. თუმცა, მათ იცოდნენ, რომ აგებენ უფლის ტაძარს, აშენებენ ტაძარს, არა სოფელ კატერინოვკას ადამიანებისთვის, არამედ თავად უფლისთვის“.

ნატალია გლადუნი:

„ყოველი ყვავილი  უბრალოდ როდი ირგვებოდა კონვეიერის მიერ, აიღეს, დარგეს და მორჩა, არაა. ყველა ცალ-ცალკე რგავდა, მიწას აყრიდა და თითოეულს სიყვარულის ნაწილაკი დაუმატეს. თითოეული მრევლი ხარობდა ამით, რადგანაც ყველაფერი  ისე საქმიანად მიდიოდა. როცა ეკლესია წაგვართვეს, ბევრი რამ წაიღეს თან, ჩვენ დავიწყეთ მცირედის დაფასება. დავიწყეთ თითოეული ყვავილის დაფასება. დავიწყეთ ტაძარში ლოცვის შესაძლებლობის დაფასება. სანთლის დანთების შესაძლებლობის დაფასება. უბრალოდ ერთად შეკრების და ლოცვის აღვლენის დაფასება. უბრალოდ სიცოცხლის, ცხოვრების დაფასება, რადგან ტყუილად როდი ამბობენ ადამიანები, რომ როცა უფრო დიდი წაგერთმევა, დეტალებს აფასებ, მცირედს, მაგრამ ესოდენ სასიამოვნოს, საჭიროს ცხოვრებაში, მორწმუნე ადამიანისთვის საჭიროს. რადგანაც უფლის გარეშე ვერაფერს გახდები, ნამდვილად“.

დეკანოზი სერგეი გლადუნი:

„განსაკუთრებული, სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია იქნა აღსრულებული, მღვდლებთან ერთად. ადამიანები ლოცულობდნენ, მათ სიხარულის ცრემლები მოერიათ. წინამორბედი მოვლენების გახსენებისას, რომელიც მათ ხვდათ, დღეს ისინი იმედით იყვნენ აღვსილები, რომ ყველაფერი ცუდად უკან მოიტოვეს. ჩვენ კი მხოლოდ ლოცვა, უფლისადმი მადლიერების გამოხატვა დაგვრჩენია, რომ ვიყოთ კეთილშობილი ადამიანები, რომლებმაც ასეთი სიხარული მოგვანიჭეს.

და მითუმეტეს დღეს ვაკურთხეთ ზარები, რომელსაც 3 წელია ველოდებით.  უფლის წყალობით გვაჩუქეს ქველმოქმედებმა და ის ნაყიდი იქნა ჩვენი ტაძრისთვის. ზარები, რომელიც მოუხმობს ადამიანებს დღესასწაულზე და არა მხოლოდ დღესასწაულზე წმინდა ტაძრისკენ სალოცავად.

ეს ჩვენი ტაძარია - ის შემოწირულობაა, „მშვიდობის წვეთია“. და საეკლესიო ჭურჭელიც შემოწირულობებითაა ნაყიდი. ადამიანებმა, მადლობა ღმერთს, გაიხსენეს ტრადიცია, რომ ტაძარში ყველაფერი უნდა იყოს შეწირული. ვიღაცას დაბადების დღე აქვს, ვიღაცას მნიშვნელოვანი მოვლენა სახლისთვის, ის კი დგას და კითხულობს: მამაო, რა ხატის შეძენა შეიძლება ტაძრისთვის ან კიდევ იქნებ რამეა საჭირო?

ასე გვაქვს ანალოღიაც და სასანთლეები - ყველაფერი შემოწირულობაა. აი, მაგალითად, -წმინდა მოციქულთასწორის დიდი მთავარი ვლადიმირის ეს ხატი საქველმოქმედო ფონდმა „ფავორმა“ შემოწგვწირა. სამი წლის წინ ის საკურთხებლად მოაბრძანეს, როცა მეუფე სერგი ტაძარს აკურთხებდა. აი, წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის ხატი - ეს სატაძრო ხატია, რომელიც ათონის მთიდან იქნა ჩამოტანილი და გადმოგვეცა წმინდა პანტელეიმონის მონასტრის ძმებისგან. იმ დღეს, როცა ტაძარი წაგვართვეს, ადამიანებს სცემდნენ, მეუფე სერგი მირეკავს და მეუბნება: გამაგრდით, მთელი ათონის ძმები თქვენთვის ლოცულობენ.

სიტყვა „გამაგრდით“ ნიშნავს არა მთელი ძალებით ტაძრის შენარჩუნებას, არამედ რაღაც მსხვერპლზე წასვლას. „გამაგრდით“, როგორც ვხვდები, ნიშნავს, რომ შენარჩუნდეს სამწყსო, რომ ადამიანებმა არ გადაუხვიონ სწორი გზიდან.  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დიდი ხატი „ყველა მწუხარეს სიხარული“ - უძველესი ხატია, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენთან იყო დიდმოწამე გიორგის ძველ ტაძარში. ის ტაძარი იყო ხის და ეს ხატი პირდაპირ მგალობლების წინ მდებარეობდა. რას ნიშნავს ეს ხატი? ეს თავად სახელშია ჩადებული. ყოველი მწუხარების დროს ადამიანები ამ ხატთან მიდიან და დედა ღვთისმშობელს სთხოვენ დახმარებას. და როგორც ვიცი, იღებენ მოწყალებას. სანამ ტაძარს მიიტაცებდნენ, ბევრი თავდასხმა იყო, ისეც მოხდა, რომ ჩვენ ადამიანები ტაძარში შევიკეტეთ, ისინი კი კარებს ამტვრევდნენ. საშინელება სუფევდა იქ. ადამიანები იდგნენ, ტიროდნენ და ამ ხატის წინ ლოცულობდნენ, რათა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ეხსნა, დახმარებოდა და  დაემშვიდებინა ისინი. როცა ტაძრიდან მივდიოდით, უფლის წყალობით ამ ხატის დაბრუნება შევძელით“.

დეკანოზი სერგეი გლადუნი:

„განხეთქილება მტკივნეული, საშინელი და საწყენია, მაგრამ ჩვენ მისგან სარგებელიც მივიღეთ. რადგან ადამიანები ერთიანდებიან - მართლმადიდებლები ხდებიან კიდევ უფრო მორწმუნენი, მოსიყვარულენი ერთმანეთის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ უფალი ასუფთავებს ქრისტეს ეკლესიას: ვისაც თუნდაც ცოტათი სწამდა, კიდევ უფრო განმტკიცდა რწმენაში, ვისაც საერთოდ არ სწამდა - ის სასტიკდებდა და საერთოდ შორდება ეკლესიას. ძალიან ვწუხვართ ამ ადამიანების გამო, ჩვენ ვლოცულობთ მათზე და ვწუხვართ, რომ ასე მოხდა, მაგრამ ვიცით, რომ მათი მონანიებისა და საკუთარი არჩევანის დამღუპველობის გაცნობიერების გარეშე არაფერი შეიცვლება. ჩვენ სურვილიც რომ გვქონდეს მათი ხსნის, ამას მაინც ვერ გავაკეთებთ“.

დედა ვალენტინა გლადუნი:

„ეს ჩვენი პატარა სამოთხეა. რა უბედურება და ხიფათიც არ უნდა ხდებოდეს ცხოვრებაში, აქ მოდიხარ და გრძნობ - ჩიტები ჭიკჭიკებენ, ყვავილები ხარობენ, ილოცე, პირჯვარი გადაიწერე და გულზე მოგეშვება. ჩვენი მრევლი მუდმივად ცდილობს ეზოს ყვავილებით მორთვას და უფალი მათ შრომას აკურთხებს ამ ყვავილების ხარობით. ეს ჩვენი სულის სახეა, იმ რწმენის ასახვაა, რომლითაც ვცოცხლობთ და ვიმედოვნებთ, რომ უფალი გაიგებს ჩვენს ლოცვას, მოგვიტევებს ცოდვებს, რომელსაც ჩავდივართ. რწმენით, იმედითა და სიყვარულით ვთხოვთ უფალს, რომ მან გვიბოძოს თუნდაც პატარა სამოთხე, სადაც გავიხარებთ.

ერთ დროს ცხოვრებაში შავი ზოლი გვქონდა. ახალდაქორწინებულები ვიყავით, ახალგაზრდა წყვილი, პატარა გოგონა გვყავდა და უფალმა ისეთი განსაცდელი მოგვივლინა - მამაო ავად გახდა. და ექიმებმა მითხრეს, რომ სამ თვეში თქვენი ქმარი ინვალიდის ეტლში იქნებაო. მამაოს არაფერი ვუთხარი, ჩემთვის კი ვფიქრობდი - ყველაფერი უფლის ნებაა, როგორც უფალი ინებებს, ისე მოხდება. ერთხელაც, მამაოს ძალიან ატკივდა ძვლები. მას უნდა ემსახურა, ის კი ამბობს: „როგორ წავალ, როცა ყველაფერი მტკივა. პანტელეიმონის დღესასწაული იყო“.

მე კი ვეუბნები: „უფლის წყალობით, ცოტათი დაიწყე, ნელ-ნელა“. უფალმა მისცა მამაოს ძალა, ის წავიდა წირვაზე, იმსახურა. შემდეგ ძალიან გაუჭირდა და ის გამოვიდა ადამიანებთან და ეუბნება მათ: „ილოცეთ ჩემზე, ჯანრმთელობა შემერყა, ცუდად ვარ, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს“. და ყველა ადამიანი ეკლესიაში დაიჩოქა სანთლით ხელში და ლოცვას შეუდგა. იცით, ასეთი ძლიერი იყო მაშინ საერთო ლოცვა და სოფელში ადგილი არ ჰქონდა არც განხეთქილებას, არც შუღლს, ადამიანები მათი მოძღვრისთვის ლოცულობდნენ. იმ დღეს მამაო სახლში ძალიან დაქანცული მოვიდა. მეორე დღეს გავიხედე, მამაო აღარ სვამს წამლებს, ადრე კი მუჭით ყლაპავდა. მეორე დღეს არ სვამს ტაბლეტებს, მესამე დღესაც და ვეუბნები: „მამაო, შენიშნე, რომ ტაბლეტებს აღარ სვამ!“ მას გაუკვირდა: „როგორ თუ არ ვსვამ?“ მე ვეუბნები: „აი, ასე, წმინდა პანტელეიმონის დღესასწაულის მერე არარ სვამ წამლებს“.

წმინდა დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონის სასწაულებრივი დახმარების შესახებ ბევრისთვისაა ცნობილი. მრავალ ისტორიას წმინდანის მიერ ბოძებული განკურნების შესახებ ინახავს უძველესი ტექსტები და თქმულებები, ხოლო ჩვენს დროში ბევრი სასწაულებრივი შემთხვევა საკუთარი ცხოვრებიდან ცნობილია მღვდლებისა და მორწმუნე ადამიანებისთვის. და სულაც არაა შემთხვევითი, რომ კატერინოვკას მორწმუნეების ახალი ტაძარი წმინდა პანტელეიმონის სახელობისაა. სიცოცხლეში მკურნალი პანტელეიმონი მტკიცედ იცავდა ქრისტიანობას, ითმენდა რა რწმენის გამო საშინელ, არაადამინურ წამებას. მას აიძულებდნენ დაეთმო ქრისტეს რწმენა და დაბრუნებოდა წარმართობას. მას ემუქრებოდნენ. მას ტანჯავდნენ. მისი სახე კი იყო ნათელი და უცვლელი: „მწამს!“

ქრისტეს სახელით ის კურნავდა კოჭლებს, ხეიბრებს, ბრმებს. ქრისტეს სახელით ის უპოვრებს ეხმარებოდა. ქრისტეს სახელით მიიღო მან მოწამეობრივი სიკვდილი. მარადიული ცხოვრების მოპოვებით, მკურნალი პანტელეიმონი ასრულებს მისთვის ავადმყოფობების განკურნების თაობაზე უამრავ მიმართვას. სასოწარკვეთილი ადამიანები, რომლებიც დატანჯულნი არიან ექიმების კაბინეტებში სიარულით, მას მიმართავენ განკურნებისთვის. დიდმოწამე პანტელეიმონს სთხოვენ თავიანთ ლოცვებში ავადმყოფობებისა და უძლურებისგან განთავისუფლებას. და ის ყველას ეხმარება, ვინც მას მიმართავს რწმენით, იმედითა და ლოცვით.

დედა ვალენტინა გლადუნი:

„უკვე მესამეჯერ ვიხდით ჩვენი ტაძრის დაბადების დღეს. სამი წელი გავიდა, რაც მეუფემ აკურთხა ტაძარი, რომელიც აიგო ბევრი ადამიანისა და საქველმოქმედო ფონდ „ფავორის“ „მშვიდობის წვეთის“ დახმარებით.

რუსლან კურგანოვი:

„ჩვენი პროგრამა „40 ტაძარი“ სწორედ რომ იმაზეა მიმართული, რომ ადამიანებმა შეძლონ საიდუმლოს განახლება, რათა მათ შეძლონ აღსარება, ზიარება და ბავშვებმა და ჩვენც მათ შორის. ეს ტაძარი კატერინოვკაში იყო პირველი ტაძარი. რაღაც ყოველთვის პირველია, ის უცნობია ანუ ჯერ კიდევ არაა გამოცდილება. და რასაკვირველია, აღსანიშნავია ის, რომ დღეს აქ ვართ. ჩვენ არ ვიცოდით, რამდენად სწრაფად აშენდებოდა ის, ეს ტაძარი, როგორ მოგროვდებოდა თანხები და ა.შ. დღეს კი უკვე ფაქტია, რომ ტაძარი აიგო უმოკლეს ვადებში, ნახევარ წელიწადში. ადამიანები გვეხმარებოდნენ, რითიც შეეძლოთ, ჩვენ კი, ძირითადად, კონსულტაციით, პროექტით, ნებართვის დოკუმენტაციით. და თავისთავად, ორგანიზაციით. ამიტომაც, საერთო ძალისხმევით, 2017 წელს ის ეკურთხა“.

თავიანთ მიწიერ საქმეებში სასოწარკვეთილებიც, ისინიც, ვისაც უფლის იმედი აქვს მთელი გულით და არ ნებდება კეთილ საქმეებში, არ ღალატობს რწმენას - ისინი მიიღებენ დამხარებას და გაიმარჯვებენ. ასე იყო და ასე იქნება. ასე მოხდა კატერინოვკაშიც. ქრისტეს გამო დაზარალებულებმა, მორწმუნეებმა იმაზე მეტი მიიღეს, რაც ადრე ჰქონდათ. არა მხოლოდ ახალი ტაძარი, არამედ ნამდვილად ცოცხალი, მტკიცე თემი და რწმენაში განმტკიცებული სულები. განსაცდელი აღმოჩნდა გზა ახალი სულიერი სიჯანსაღისკენ, განკურნებისკენ. და ახლა, ლოცვით მიმართავს რა დიდმოწამე და მკურნალ პანტელეიმონს, თემი ითხოვს მთელი მათი სოფლის, მთელი ჩვენი ქვეყნის განკურნებას. უკრაინელების სულის სიძულვილისგან, ომისა და ბოროტებისგან განკურნებას. უფალი ხედავს, რომ ეს ნელ-ნელად ხდება. ახალი აღმსარებლების ლოცვითა და კეთილი საქმეებით უფალი  უკრაინაში მშვიდობას დააბრუნებს.

დეკანოზი სერგი გლადუნი:

„ვიმედოვნებთ, რომ რომელიმე მათგანი დაფიქრდება. სანამ სული სხეულშია, ადამიანს შეუძლია მონანიება. ღმერთმა ქნას! ზოგიერთმა ადამიანმა მართლაც  მოინანია და დაბრუნდა. ვიღაც მსჯელობს, დაბრუნდეს თუ არა, რადგან იქ არ დადიან და ფიქრობენ - ეს რა გავაკეთეთ, როგორ ჩავხედოთ მამაოს თვალებში მას შემდეგ, რაც მას ვუთხარით....

თუმცა, ქადაგებაზე სულ მოვუწოდებ ჩემს ადამიანებს: ძვირფასებო, გადაეცით მათ, რომ ვისაც სურს ჩვენთან მოსვლა, მე გადავეხვევი, არასდროს ცუდს არ ვეტყვი. ვინც მოვა, ვინც ჩვენს წმინდა ეკლესიაში მოინანიებს - არასდროს არანაირ წყენას არ გავიხსენებ და ამას გაგებით მოვეკიდები. როგორც ქრისტეს უხარია ყველა მონანული ცოდვილი. როგორც წმინდა სახარებაში წერენ, ზეცაში მეტად ხარობენ ერთი მონანიე ცოდვილისთვის, ვიდრე 99 მართალის გამო - ასევე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. და შევიყვაროთ მოყვასი ჩვენი და თუ გვაქვს შესაძლებლობა მივიღოთ ისინი, ვინც ინანიებს და ბრუნდება“.

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ