მადლმოსილ ცეცხლსა და ტრაგედიაზე ოდესაში

06 May 2021 21:00
59
ცეცხლი ოდესის პროფკავშირების სახლში და მადლმოსილი ცეცხლი დუმენკოს ხელებში. ფოტო: СПЖ ცეცხლი ოდესის პროფკავშირების სახლში და მადლმოსილი ცეცხლი დუმენკოს ხელებში. ფოტო: СПЖ

მეუ-ში არ სჯერათ მადლმოსილი ცეცხლის სასწაულებრივი ბუნების, მაგრამ ის მიაქვთ ტაძრებში. ამავე დროს ოდესაში ტრაგედიას „პატრიოტები“ უწოდებენ „მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლას“.

მეუ-ს წარმომადგენლებს არ სჯერათ მადლმოსილი ცეცხლის, რომელიც დიდ შაბათს იერუსალიმში გადმოვიდა, მაგრამ რატომღაც მიაქვთ ის თავიანთ ტაძრებში. „მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლას“ მეუ-ს მომხრეები მკრეხელურად უწოდებენ ადამიანების ცოცხლად დაწვას ოდესაში 2014 წელს, მაგრამ რატომღაც აგრძელებენ საკუთარი თავის ქრისტიანებად წოდებას. და მაინც, ვის ეთაყვანებიან მეუ-ში?

ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს  youtube- არხმა „მე-5 არხი“ გამოაქვეყნა ინტერვიუ მეუ-ს მეთაურთან სერგეი (ეპიფანე) დუმენკოსთან. ამ ინტერვიუს სახელწოდება თავის თავზე მეტყველებს: „ სექსზე სიყვარულის გარეშე, ომზე დონბასში, ბარბერშოპსა და ფილარეტზე: ეპიფანე რანდევუში იანინა სოკოლევასთან“.

მადლმოსილ ცეცხლსა და  ტრაგედიაზე ოდესაში фото 1
სქრინი youtube-არხის «5 канал»

მეუ და მადლმოსილი ცეცხლი

შევჩერდებით მეუ-ს მეთაურის ერთ-ერთ საჩვენებელ გამონათქვამზე ამ ინტერვიუში. ის ეხება მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის სასწაულს დიდ შაბათს იერუსალიმის ქრისტეს აღდგომის ტაძარში. ს. დუმენკომ თქვა შემდეგი: „ვიღაცას სჯერა, რომ ის (მადლმოსილი ცეცხლის გადმოსლვა - რედ.) სასწაულებრივად ხდება, მაგრამ ეს უმეტესწილად წარმოადგენს იმ სასწაულის მოგონებას, რომელიც გარკვეულ მომენტში მოხდა“. სავსებით ცხადია, რომ მეუ-ს მეთაური თავს არ მიაკუთვნებს ამ გულუბრყვილო „ვიღაცეებს“. ს. დუმენკო კი ასე ხსნის მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლას: „როგორ ვაკურთხებთ იორდანეს წყალს: არსებობს ნივთიერება, არსებობს წყალი. ის უბრალოდ არ წარმოიქმნება. სასწაული არ ხდება. მღვდელი არ ქმნის წყალს, როგორც ასეთს, ის უბრალოდ აკურთხებს მას და ის იღებს მადლმოსილ ძალას. ასევე ხდება მადლმოსილ ცეცხლთან დაკავშირებითაც. ის უბრალოდ გამოაქვთ უფლის საფლავიდან“. და რაოდენ არ ეცადა ჟურნალისტი დაეცდევინებინა სერგეი პეტროვიჩისთვის საიდან ჩნდება ცეცხლი კუვუკლიაში, ის ამ კითხვასაც კი ვერ მიხვდა.

თუ საიდან მოდის მადლმოსილი ცეცხლი, ამაზე ჯერ კიდევ 4 წლის წინ ისაუბრა თავის Facebook - გვერდზე ს. დუმენკოს ერთ-ერთმა ხელქვეითმა, „მღვდელმა“ ალექსანდრე დედიუხინმა. სწორედ იმან, რომელიც 2018 წელს პატრიარქმა ბართოლომეოსმა ჯვარით დააჯილდოვა.

მადლმოსილ ცეცხლსა და  ტრაგედიაზე ოდესაში фото 2
პატრიარქი ბართოლომეოს და ალექსანდრე დედიუხინი.

2017 წელს, როცა დუმენკოც და დედიუხინიც იყვნენ უმე-ს  კიევის საპატრიარქოს წევრები, ამ უკანასკნელმა განმარტა მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლა რუსული ტელეარხის ნტვ-ს მიერ დაფინანსებულ დაკვეთად: „ბოლო წლებში „მადლმოსილი ცეცხლი“ (ავტორის ბრჭყალები, ორთოგრაფია დაცულია - რედ.) ყოველთვის გადმოდის 14 სთ. 03 წთ-დან 14 სთ. 16 წთ-მდე. 2002 წლიდან ცეცხლი გადმოდის მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ დროს. საქმე იმაშია, რომ 14 სთ. 03 წთ. არის ნტვ-ს არხის ახალი აბების 15 საათიანი (მოსკოვის დროით) გამოშვების პირველი ამბის გაშვების იერუსალიმის დრო. 14 სთ. 16 წთ კი არის გამოშვების ბოლოს ბოლო ნიუსის დრო. საქმე იმაშია, რომ 2002 წელს ტელეარხი ნტვ გახდა პირველი ტელეკომპანიების სამყაროში, რომელმაც იყიდა უფლის საფლავის ტაძრიდან პირდაპირი ტრანსლაციის უფლება და იმ დროიდან „მადლმოსილი ცეცხლი“ ყოველთვის გადმოდის ნტვ-ს პირდაპირ ეთერში“, - დაწერა დედიუხინმა. მისი აზრით, მადლმოსილი ცეცხლი მუდმივად ანთია უფლის საფლავზე და იერუსალიმის პატრიარქი უბრალოდ ანთებს სანთლებს ამ მანათობელი კანდელიდან.

ა. დედიუხინის ინტელექტმა და შესაძლოა, საეკლესიო ისტორიის ცოდნამ არ მისცა მას საშუალება ეფიქრა იმაზე, რომ ჩვენამდე მოღწეული მადლმოსილი ცეცხლის შესახებ მოწმობა ათას წელზე მეტს ითვლის და რუსეთის ტელეარხი აქ არაფერ შუაშია.

მეუ-ს კიდევ ერთი წარმომადგენელი „არქიეპისკოპოსი“ ივანე (ევსტრატი) ზორია მადლმოსილი ცეცხლის პატივისცემის დღევანდელ ფორმებს ადარებს „ცეცხლთაყვანისმცემლობის რელიგიას“. „მითუმეტეს რაღაც მკრეხელური არის მცდელობაში წმინდა სინათლეს მიაბა ეკლესიაში უფლის მადლის მოქმედების აღიარება ან უარყოფა - ისე, თითქოს მართლმადიდებლობა იყოს „ცეცხლთაყვანისმცემლების რელიგია“, -დაწერა ი. ზორიამ თავის გვერდზე 2021 წელს დიდ შაბათს. მართალია, მას ასევე წამოსცდა: „ჩვენ პატივს ვცემთ წმინდა სინათლეს (მადლმოსილ ცეცხლს -რედ.), როგორც უფლის საფლავიდან კურთხევის ხილულ ნიშანს“.

ი. ზორიას მსჯელობის ლოგიკის გაგება მაინც შეიძლება: მეუ-ს წარმომადგენლებს არ უშვებენ უფლის საფლავზე დიდ შაბათს იმის ძალით, რომ იერუსალიმის პატრიარქი მეუ-ს არ აღიარებს. მათ უწევთ ან მოტყუებით შეაღწიონ იქ, დიპლომატიური მიწვევის გამოყენებით ან ეს ცეცხლი აიღონ უკვე ქრისტეს საფლავის ტაძრის გარეთ იერუსალიმში. ამიტომაც მეუ ცდილობს ყველანაირად დააკნინოს მისი მნიშვნელობა, ეჭვი ეპარება მადლმოსილი ცეცხლის ნამდვილობაში ან თუნდაც ახსნას მისი გამოჩენა რუსეთის ტელეარხის მიერ დაფინანსებულ დაკვეთად.

თუმცა, შეუძლებელია გაიგო მეუ-ს მეთაურის ს. დუმენკოსა და ამ რელიგიური ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლების ლოგიკა: როგორ შეუძლიათ მათ დაამცირონ ან იმკრეხელონ კიდეც მადლმოსლ ცეცხლზე და ამავდროულად გაავრცელონ ის თავიანთ ტაძრებში?! ცხადია, რომ ისინი ცდილობენ შეუთავსებლის შეთავსებას: ერთის მხრივ, განხეთქილებაში მყოფებმა უნდა მოახდინონ მადლმოსილი ცეცხლის სასწაულის დისკრედიტაცია, ხოლო მეორეს მხრივ, მათ უნდა აჩვენონ, რომ პატივს სცემენ მადლმოსილ ცეცხლს, რამდენადაც ის თაყვანისცემულია ყველა ადგილობრივი ეკლესიის მიერ და ეკლესიების უმრავლესობას მიაქვს ეს ცეცხლი ყველა მისი მორწმუნისთვის. ყოველწლიურად მადლმოსილი ცეცხლი სპეციალური ავიარეისებით ათეულობით ქვეყანაში მიაქვთ და ქვეყნების უმრავლესობაში მას დიდი  პატივით ხვდებიან არა მხოლოდ საეკლესიო იერარქები, არამედ სახელმწიფო ლიდერებიც. ერთი სიტყვით, მეუ-ში მადლმოსილ ცეცხლს გამონაგონს უწოდებენ, მაგრამ მას იყენებენ საკუთარი ავტორიტეტის განსამტკიცებლად.

მეუ-ში მადლმოსილ ცეცხლს გამონაგონს უწოდებენ, მაგრამ მას იყენებენ საკუთარი ავტორიტეტის განსამტკიცებლად.

მოგვყავს რა  მადლმოსილ ცეცხლზე მეუ-ს წარმომადგენლების გამონთქვამები, რომელიც სავსეა ურწმუნოებითა და მკრეხელობით, არ შეიძლება არ ითქვას, რომ მადლმოსილი ცეცხლის სასწაული ოდითგან იყო თაყვანისცემული ქრისტიანობაში და არსებობს მრავალი მტკიცება მისი ზებუნებრივი წარმოშობის შესახებ. აქ მოგვყავს მხოლოდ ყველაზე პირველი მტკიცება, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია და ერთ-ერთი ყველაზე ბოლო.

„დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, დილის საეკლესიო წირვაზე უფლის საფლავის ტაძარში, გალობისას: „კირიე, ელეისონ“ (უფალო, შემიწყალე!) - ანგელოზი გადმოდის და ანთებს კანდელს, რომელიც უფლის საფლავზე კიდია. პატრიარქი ამ ცეცხლს ეპისკოპოსს გადასცემს და ბოლოს კი მთელს ხალხს, რათა ყველამ შეძლოს ამ ცეცხლის ანთება თავის სახლში. ამჟამინდელ პატრიარქს ეწოდება ფეოდოსი (863-879); ის ამ ადგილას თავისი ღვთისმოსაობის გამოა“ (ბერი ბერნარდი, “Itinerarium Bernardi, monarchi frnaci” 867 წ.).

“ ღვთიური ცეცხლი ყოველ წელს გადმოდის სწორედ მართლმადიდებლური აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს. რაც შეეხება ეჭვებს, ის მხოლოდ ღიმილს იწვევს. „მითის“ გაქარწყლების მსურველი ბევრი იყო. თუმცა, ასწლეულების მანძილზე ეს ვერავინ შეძლო. მიწა, რომელზეც ტაძარი დგას, თურქ ოჯახს ეკუთვნის, ტაძრის გასაღები აქვს მუსულმანს. ლიტანიობა აღდგომას უფლის საფლავის სამრეკლოს ირგვლივ მიმდინარეობს კავასების- თურქების თანხლებით. პატრიარქსა და სომხური ეკელსიის წარმომადგენელს ხდიან სასულიერი სამოსელს და ათვალიერებენ. სამრეკლოს საგულდაგულოდ ჩხრეკენ ებრაელი პოლიციელები და მუსულმანები - ხომ არაა სადმე ცეცხლის წყარო? გარდა ამისა, სომხების წარმომადგენელი აკვირდება ყველა მოქმედებას და ყოველთვის მზადაა ჩაერთოს“ (იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე, 2008 წ.).

„მითის“ გაქარწყლების მსურველი ბევრი იყო. თუმცა, ასწლეულების მანძილზე ეს ვერავინ შეძლო.

იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე

მადლმოსილ ცეცხლსა და  ტრაგედიაზე ოდესაში фото 3
მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის სასწაული

სწორად შენიშნავს პატრიარქი თეოფილე, რომ ვერავინ და ვერასდროს შეძლო დიდ შაბათს მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის სასწაულის სიცრუის დამტკიცება. თუმცა,  მეუ-ს მომხრეების შეცდომები მხოლოდ ამ სასწაულის დაეჭვებაში როდია! სამწუხაროდ, მათ არ რცხვენიათ უწოდონ „მადლმოსილი ცეცხლი“  ოდესაში 2014 წლის 2 მაისს დატრიალებულ ტრაგედიას, რომლის დროსაც ცოცხლად დაიწვა ათეულობით ადამიანი.

ოდესაში ტრაგედიისა და მკრეხელური ხუმრობების თაობაზე

მადლმოსილ ცეცხლსა და  ტრაგედიაზე ოდესაში фото 4
ტრაგედია ოდესაში  02.05.2014 г.

7 წლის წინ ევრომაიდანის მომხრეებმა ბოთლები წაკიდებული მინარევებით ესროლეს პროფკავშირების სახლს, მათი პოლიტიკური ოპონენტები ფაქტიურად დაიწვნენ. ოფიციალური მონაცემებით, ცეცხლს შეეწირა 42 ადამიანი. არა მხოლოდ ქრისტიანისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც უარი არ უთქვია ადამიანობაზე, ცეცხლით ადამიანების სიკვდილი, თუნდაც პოლიტიკური მოწინააღმდეგის - საშინელი ტრაგედიაა, რომელიც დარდსა და წუხილს იწვევს. ჩვენ დავტირით ჩვენს თანამემამულეებს, უკრაინის და არა მხოლოს უკრაინის სოფლების მკვიდრებს, რომლებიც ფაშისტებს ბეღელსა და ფარდულებში შეჰყავდათ და ცოცხლად წვავდნენ დიდი სამამულო ომის დროს. ჩვენ დავტირით კიევში მაიდანზე გარდაცვლილებს, ჩვენ ასევე დავტირით ოდესაში დაღუპულებს.

თუმცა, „პატრიოტულ“ თავყრილობაზე არაა მიღებული ოდესაში დაღუპულების დატირება. ამ მკვლელობით ყველანირად ცდილობენ დასცინონ თავიანთ მსხვერპლთა ხსოვნას. 2 მაისს ოდესაში „პატრიოტები“ უცვლელად პოზირებენ მწვადით ხელში ადამიანების ცოცხლად დაწვის ადგილის მახლობლად. ამ წელს კი კიდევ უფრო შორს წავიდნენ - მწვადები შეიცვალა ღია მკრეხელური „ხუმრობებით“.

მაგალითად, უკრაინის VIII მოწვევის სახალხო დეპუტატმა ანდრეი დენისენკომ Facebook-ზე გამოაქვეყნა „აღდგომის მისალოცი“, რომელშიც განაცხადა, რომ „ 7 წლის წინ ოდესაში მადლმოსილი ცეცხლი გადმოვიდა“.

მადლმოსილ ცეცხლსა და  ტრაგედიაზე ოდესაში фото 5
დენისენკოს პუბლიკაციის სქრინი.

2011 წელს ანდრეი დენისენკო გახდა უკრაინული გაერთიანება „თავისუფლების“ წევრი, რომლის სახელითაც მან კენჭი იყარა უმაღლეს რადაში, ხოლო 2014 წელს ის სათავეში ჩაუდგა საოლქო ორგანიზაციას „მარჯვენა სექტორი“. საჭირო არაა იმის შეხსენება, რომ მარჯვენა სექტორი „სულიერად“ ასაზრდოებს მეუ-სა და უბკე-ს და შეურიგებლად მტრობს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას. მარჯვენა სექტორის ძალებით ხდება უმე-ს ტაძრების მრავალგზის მიტაცება და ბევრი მართლსაწინააღმდეგო აქცია მორწმუნეების მიმართ. ჯერ კიდევ 2017 წელს მარჯვენა სექტორსა და უმე (კ)-ს შორის დაიდო შეთანხმება, რომელიც მიმართული იყო „ერთიანი ადგილობრივი ეკლესიის“ შექმნის ძალისმიერ მხარდაჭერაზე, რომელმაც მალე ხორცი შეისხა მეუ-ში.

აი, კიდევ ერთი ნაციონალისტის, „მარჯვენა სექტორის“ წევრისა და მეუ-ს მომხრეს, ალექსეი ციმბალიუკის ანალოგიური პოსტი.

მადლმოსილ ცეცხლსა და  ტრაგედიაზე ოდესაში фото 6
ა. ციმბალიუკის სკრინი ფეისბუქზე.

არა მხოლოდ მომხრესი. 2018 წლამდე, ციმბალიუკი იყო კიევის საპატრიარქოს კლირიკოსი და რამდენადაც მოცემული სტრუქტურის ყველა წევრი „გამაერთიანებელი კრების“ შემდეგ ავტომატურად გადავიდა მეუ-ში, არსებობს ყველა საფუძველი მივიჩნიოთ, რომ ციმბალიუკიც წარმოადგენს ამ სტრუქტურის „მღვდელმსახურს“.

უფსკრულში გადაშვება: გზა უმე-ს ბერობიდან რადიკალამდე და მკრეხელამდე

თუ ექს -სახალხო დეპუტატი ანდრე დენისენკო იყო რადიკალ-პატრიოტი ძალიან დიდი ხანია (შესაბამისი შეხედულებებით), ალექსეი ციმბალიუკმა, რათა გამხდარიყო დენისენკოს მსგავსი, დიდი შინაგანი გზა გაიარა. საქმე იმ აშია, რომ ამ ადამიანს დადებული აქვს ბერობის აღთქმა კანონიკურ ეკლესიაში.

აი, როგორ აღწერა მოკლედ მისი ცხოვრებისეული გზა საიტმა „შემობრუნდი ცოცხლებისკენ“  savelife.in.ua, რომელსაც ციმბალიუკმა 2019 წელს მისცა ინტერვიუ: „უკრაინაში ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე ის ბერად აღიკვეცა და ხელდასმულ იქნა იეროდიაკონის ხარისხში. ქვეყნის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებებმა მასში გააღვიძა ჯარში წასვლისა და მტერთან ბრძოლის სურვილი. მისი საქმიანობის სპეფიციკიდან გამომდინარე, მტერი იყო არა მხოლოდ კოლაბორაციონისტი და რუსი. ამან გავლენა მოახდინა ალექსიზე და ის ჯარიდან წავიდა და ეხმარებოდა ბავშვებს ფრონტისპირა ქალაქებში და მოხალისეებს. ამჟამად, ალექსანდრე ციმბალიუკი, ბერობაში არისტარხი ტკბება კრაფტის გრაპასა და ღვინის სასმელების დამზადებით“.

ა. ციმბალიუკი მონასტერში 2004 წელს მივიდა. თავიდან მსახურობდა ოდესის წმინდა პანტელეიმონის მონასტერში, შემდეგ - უმე-ს ოდესის წმინდა ივერიის მონასტერში, ხოლო 2006 წელს აღიკვეცა ბერად არისტარხის სახელით, მაშინ მოხდა მისი ხელდასმა იეროდიაკონის ხარისხში. ევრომაიდანის შემდეგ ის უმე (კ)-ში, შემდეგ კი მეუ-ში გადავიდა.

მადლმოსილ ცეცხლსა და  ტრაგედიაზე ოდესაში фото 7
 ალექსეი ციმბალიუკი 2015 წელს.

დონბასზე კონფლიქტის დაწყების შემდეგ ის „მარჯვენა სექტორის“ რიგებში აღმოჩნდა და დაიწყო განცხადება, რომ სეპარატისტების მკვლელობა არის გულმოწყალება.

 

მადლმოსილ ცეცხლსა და  ტრაგედიაზე ოდესაში фото 8
ციმბალიუკი 2017 წელს

მონაწილეობდა ნაციონალ-რადიკალების ყველაზე სასტიკ აქციებში. ის ცნობილი გახდა 2019 წელს უუს-ის მიერ რუსი ჟურნალისტის არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის ინსცენირებასთან დაკავშირებით. ა. ციმბალიუკი  იყო სწორედ ის „ქილერი“, რომელმაც თითქოსდა მიიღო შეკვეთა და განახორციელა ა. ბაბჩენკოს მკვლელობა.

ამასთან, ა. ციმბალიუკი არ მალავს თავის სიმპათიებს ფაშიზმის მიმართ. აი, ის დემონსტრირებას უკეთებს ფაშისტურ შევრონს თავის სახელოზე.

მადლმოსილ ცეცხლსა და  ტრაგედიაზე ოდესაში фото 9

​​​​​​ა. ციმბალიუკი ნაცისტური შევრონით.

მისალმება…

მადლმოსილ ცეცხლსა და  ტრაგედიაზე ოდესაში фото 10
ა. ციმბალიუკი ნაცისტური მისალმებით

რა შინაგანი გზა უნდა გაიაროს ადამიანმა, რომელმაც უფალს მისცა ბერობის აღთქმა, რომ ამჟამად აკეთებდეს მკრეხელურ პუბლიკაციებს ქსელში, სიმპათიას გამოთქვამს ნაცისტების მიმართ და მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებიც უფლისა და ეკლესიის მიმართ ღრმა სიძულვილით გამოირჩევიან? რა უნდა მომხდარიყო მის სულში, რომ ის ქრისტიანული სიყვარულიდან სიძულვილამდე მისულიყო? რა უნდა მომხდარიყო, რომ მას განედიდებინა სიძულვილი, როგორც „სათნოება“? ამაზე თავად ციმბალიუკი საუბრობს.

„2014 წლიდან ძალიან მიძნელდება ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრება. და ამას არ ვამბობ იმაზე, რომ კვირას ეკლესიაში წავიდე. არამედ საეკლესიო მარხვისა და სხვა წესების დაცვაზე. მე სიყვარულზე ვსაუბრობ, რომელიც წარმოადგენს ქრისტეს მიმდევრების ცხოვრების საფუძველს, დიახ, სწორედ მიმდევრების, რამდენადაც ქრისტესადმი მიბაძვა არის ქრისტიანობა.

აი, თავიდან ძალიან რთული იყო ჩემთვის არ მყვარებოდა, თუნდაც  არ მძულებოდა რუსები. თუმცა, პრინციპში მათთან მიმართებაში არაა რთული - რატომ  უნდა მძულდეს უბედური და საცოდავი ადამიანები? მარტივია მათი სიყვარული, ყველაზე მარტივია ყოველი მეორასეს სიყვარული (ტვრითი 200  არის დაღუპულთა აღმნიშვნელი - რედ.). როგორ არ უნდა გძულდეს მშობლიური ნაგავი და მათი მეთაურები, ამ დრომდე ვერ ვხვდები.  სიძულვილით არ მინდა ცხოვრება. სიძულვილი ანგრევს ჩემს და არა მათ ცხოვრებას. სიძულვილი ასახიჩრებს ჩემს და არა მათ სულს. მომიწევს ტოლობის ნიშნის დასმა ნაგავსა და რუსებს შორის. მაშინ ყველაფერს თავისი ადგილი ექნება და იქნება მშვიდობა ჩემს სულში...“-  დაწერა ა. ციმბალიუკმა.

ჩვენ ვხედავთ, რომ მოჩვენებითი სიმამაცისა და ყოყოჩობის მიუხედავად, ეს ადამიანი შინაგანად იტანჯება, რამდენადაც ხვდება, რაოდენ შორსაა იმ ქრისტიანული ცხოვრებისგან, რომელიც ოდესღაც მას ჰქონდა და რომელიც ამჟამად დაკარგა. დაუბრუნებს კი მას ქრისტიანულ სიყვარულს „ტოლობის ნიშნის დასმა ნაგავსა და რუსებს შორის“? ვერ დაუბრუნებს. რადგანაც ეს არაა გზა ქრისტესკენ, ეს სხვისკენ მიმავალი გზაა. ზუსტად ასევე არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან დედიუხინის მოწოდებას „მიუტევო აგრესორს, გაუგზავნი რა მას 6-დან 12 გრამამდე სიყვარულს რომელიმე, სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოში“. ამავე სერიიდანაა ეპიფანე დუმენკოს განზრახვა მოიცადონ უკრიანის ლავრების მიტაცებასთან და „რელიგიური ფრონტის გახსნასთან“ დაკავშირებით, მხოლოდ „იმიტომ, რომ ახლა დრო არაა“.

დიახ, უმე-ში პირდაპირ არ უწოდებენ ცეცხლს, რომელმაც მოკლა ოდესელები 2014 წელს, მადლმოსილად, მაგრამ იქ სრულად იზიარებენ იმ „პატრიოტულ“ დისკურსს, რომელიც ამართლებს „მართალი“ უკრაინელების მიერ „არასწორების“ განადგურებას, დისკურსს, რომელიც სიყვარულის ნაცვლად სულში ბოროტებას და სიძულვილს თესავს. და ჩვენ ვიცით, ვისია ეს სულისკვეთება...

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ