განხეთქილება, ჩიხი და ტრაგიკული შეცდომა: მზერა მეუ-ს ტომოსზე კვიპროსიდან

25 April 2021 16:03
859
კიკიის მიტროპოლიტი ონუფრე. ფოტო: СПЖ კიკიის მიტროპოლიტი ონუფრე. ფოტო: СПЖ

კიკიის მიტროპოლიტმა ნიკიფორემ დაწერა წიგნი „უკრაინულ საკითხზე“, სადაც მივიდა დასკვნამდე, რომ მეუ-ს ტომოსის აღიარება დაუშვებელია. არსებობს კი გამოსავალი ამ სიტუაციიდან?

2020 წლის ბოლოს კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის კიკოსა და ტილირიის მიტროპოლიტმა ნიკიფორემ დაწერა წიგნი „თანამედროვე უკრაინის საკითხი და მისი გადაწყვეტა საღმრთო და წმინდა კანონებით“, რომელიც ეძღვნება გაერთიანებული, უკრაინელი განხეთქილებაში მყოფებისადმი კონსტანტინოპოლის პატრიარქატის მიერ ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის გადაცემის ისტორიული და კანონიკური წინაპირობების დეტალურ განხილვას. არსებითად, მისი პოზიცია „უკრაინის საკითხზე“ - კვიპროსის იმ მორწმუნეების პოზიცია, რომლებიც თავიანთ სასულიერო ცხოვრებაში ორიენტირდებიან სახარებასა და სჯულის კანონზე და არა სხვა პრინციპებზე.

ვინ არის მიტროპოლიტი ნიკიფორე

მიტროპოლიტი ნიკიფორე დაიბადა 1947 წლის 2 მაისს კვიპროსის ქალაქ პაფოსის მახლობლად. ჯერ კიდევ მოსწავლე ის კიკოს ღვთისმშობლის მონასტერში წავიდა, სადაც 6 წელი გაატარა, ამავდროულად დაასრულა სასკოლო სწავლება მონასტერთან არსებულ ბერძნულ სკოლაში. 1969 წელს მისი ხელდასმა მოხდა დიაკონის ხარისხში და ჩაირიცხა კიკოს მონასტერის საძმოში. მან დაასრულა არისტოტელეს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სალონიკში და ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.

1979 წელს კვიპროსის მღვდელმთავარი ქრიზოსტომოს I იეროდიაკონი ნიკიფორე მღვდლის, მალე კი- არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.

რამოდენიმე წელიწადი არქიმანდრიტი ნიკიფორე იყო კიკოს მონასტრის იღუმენიის საბჭოს წევრი, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ნიქოზიის სასულიერ სემინარიაში და სამი წელი  იყო კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის მდივნის მორჩილი.

1983 წელს კიკოს მონასტრის საძმოს ფარული კენჭისყრით არჩეულ იქნა სავანეს წინამძღოლად. 2002 წელს შედგა იღუმენ ნიკიფორეს საღვმდელმთავრო ქიროტონია.

2007 წელს ნიკიფორე ერთსულოვნად აირჩიეს კიკოსა და ტილირიის ახალწარმოქმნილი მიტროპოლიის მიტროპოლიტად.

მეუფე - არისტოტელეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი სალონიკში და ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე.

საინტერესოა, რომ 2006 წელს კვიპროსის ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევნებზე კიკოს მიტროპოლიტი ნიკიფორე იყო ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ მან მოხსნა თავისი კანდიდატურა კვიპროსის ეკლესიის ამჟამინდელი მეთაურის ქრიზოსტომოს II სასარგებლოდ, რაც მეტყველებს მასში ძალაუფლების ამბიციებისა და მართვის სურვილის სრულ უქონლობაზე. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, მას აღელვებს ქრისტეს ეკლესიის კეთილდღეობა და არა პირადი ინტერესები.

სწორედ ამიტომ, 2020 წელს მიტროპოლიტი ნიკიფორე მიტროპოლიტ ესაია ტამასოსელთან და მიტროპოლიტ ათანასე ლიმასოლელთან ერთად ღიად გამოვიდა მეუ-სა და ეპიფანე დუმენკოს აღიარების შესახებ კვიპროსის არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსის პოზიციების წინააღმდეგ.

მეუფე ნიკიფორესთვის მეუ-ს მეთაური არის განხეთქილებაში მყოფი, რომელსაც არ შეუძლია  ეწოდოს უკრაინაში ეკლესიის „წინამძღოლი“, ხოლო პატრიარქ ბართლომეს მოქმედებები უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების ლეგიტიმაციის თაოაზე არა მხოლოდ არაკანონიკურია, არამედ იწვევს მსოფლიო მართლმადიდებლობის განხეთქილებასაც კი.

საკუთრივ, იმისთვის, რომ დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია, მან დაწერა წიგნი „თანამედროვე უკრაინის საკითხი და მისი გადაწყვეტა საღმრთო და წმინდა კანონებით“. თავად მიტროპოლიტი ნიკიფორე საუბრობს, რომ მას არ ჰქონდა სხვა არანაირი მიზანი ნაშრომის დაწერაში, გარდა იმისა, რომ „მართლმადიდებელ მორწმუნეებს, რომლებიც ცხოვრობენ მართლმადიდებლობისთვის კატასტროფული განხეთქილების „შიშში“ და „ჩრდილში“, მიაწოდოს აუცილებელი ცნობები უკრაინის საეკლესიო საკითხის თაობაზე, ყოველგვარი დამალვის გარეშე“.

წიგნი შედგება (შესავლის, წინასიტყვაობის, დასკვნებისა და სამეცნიერო აპარატისგან) შვიდი თავისგან, რომელთაგან თითოეილი მეთოდურად უარყოფს ფანარიონის ყველა არგუმენტს მეუ-ს ავტოკეფალიის გადაცემის სასარგებლოდ.

აღნიშნული თავდებიდან პირველი ეძღვნება პასუხს კითხვაზე, რომელიც საპატრიარქოს იურისდიქციას განეკუთვნება უკრაინის ტერიტორია.

რომელი საპატრიარქოს საეკლესიო იურისდიქციას მიეკუთვნება უკრაინა?

მეუფე გვახსენებს, რომ 1686 წელს კიევის საპატრიარქო შეუერთდა რუსეთის ეკლესიას და „იმ დროიდან ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის საპატრიარქოები და შემდეგ, დანარჩენი მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიები ყოველთვის თვლიდნენ უკრაინის ეკლესიას მოსკოვის საპატრიარქოს განუყოფელ ნაწილად, სცემდნენ რა პატივს მის უფლებას, რომ უკრაინის მთელი ტერიტორია იმყოფებოდეს მის საეკლესიო იურისდიქციაში“.

თუმცა, დღეს ფანარიოტები ასეთ საქმის ვითარებას, 300 წელზე მეტი ისტორიით, არ ეთანხმებიან. მათი მტკიცებით (რაც მოცემულ მომენტში აქტიურად ტრანსლირებულია უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების მიერ), კიევის მიტროპოლია ყოველთვის იმყოფებოდა ფანარიონის მმართველობაში, რამდენადაც 1686 წლის საპატრიარქო და სინოდალურ წერილში პირობის სახით მითითებულია, რომ კიევის მიტროპოლიტი საღვთო ლიტურგიის დროს თავიდან უნდა იხსენიებდეს კონსტანტინოპოლის, მხოლოდ ამის შემდეგ კი - მოსკოვის პატრიარქის სახელს. ამ მტკიცების მომხრეები ხაზს უსვამენ, რომ კიევის მიტროპოლია არასდროს არ იყო მოსკოვის საპატრიარქოსთვის გადაცემული საბოლოოდ და დაუბრუნებლად, ხოლო 1686 წლის საპატრიარქო სიგელს მხოლოდ დროებით ხასიათი ჰქონდა.

აღნიშნული პოზიციის შედავებისას, მიტროპოლიტი ნიკიფორე გვახსენებს, რომ სიგელში გამოთქმულ სურვილს, თავიდან მოხსენიებულ იქნეს კონსტანტინოპოლის, ხოლო მხოლოდ ამის შემდეგ - მოსკოვის პატრიარქის სახელი, „არაფერი აქვს საერთო ადმინისტრაციულ უფლებამოსილებებთან“, რამდენადაც „არა რომელიმე წინამძღოლის სახელის ხსენება, არამედ მხოლოდ ეპისკოპოსების ხელდასმისა და ეპისკოპოსების განსჯის უფლება განსაზღვრავს ერთი ეკლესიის მეორეს იურისდიქციაზე დამოკიდებულებას“.

არა რომელიმე წინამძღოლის სახელის ხსენება, არამედ მხოლოდ ეპისკოპოსების ხელდასმისა და ეპისკოპოსების განსჯის უფლება განსაზღვრავს ერთი ეკლესიის მეორეს იურისდიქციაზე დამოკიდებულებას.                                                                              მიტროპოლიტი ნიკიფორე

ამ თეზისის მტკიცებულების სახით მიტროპოლიტ ნიკიფორეს მოჰყავს „მსოფლიო პატრიარქის თანამშრომლისა და მრჩევლის ვლასი ფიდასის“ ციტატა, რომელიც ჯერ კიდევ „უკრაინის კრიზისამდე“ და სრულიად სხვა მიზეზით წერდა, რომ კანონიკური კუთვნილება „განუყოფლად უკავშირდება ხელდასმისა და მსჯავრდების უფლების კანონიკურ განმტკიცებას“.

თუმცა, ძირიათად არგუმენტად იმის სასარგებლოდ, რომ ფანარიონი ყოველთვის აღიარებდა კიევის საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციისთვის გადაცემას, მიტროპოლიტი ნიკიფორე თვლის ე.წ. „სინტაგმატიონებს“.

„სინტაგმატიონი“ წარმოადგენს მიტროპოლიების, არქისაეპისკოპოებისა და საეპისკოპოსოების  ნუსხას და მათი რიგითობის წესს ადგილობრივი მართლმადიდებელის საპატრიარქოებისა და ეკლესიების საეკლესიო იურისდიქციის ჩარჩოებში. ჩვენს დროში მათ გამოსცემენ სახელწოდებით „კალენდარი“, „დიპტიხები“, „წელიწდეული“, „ოფიციალური დებულებები“ და „მათში ჩანაწერები არის მიტროპოლიის იურისდიქციული კუთვნილების უდაო მტკიცებულება“. ასე მაგალითად, მიტროპოლიტი ნიკიფორე ამტკიცებს, რომ „1686 წლიდან 2018 წლამდე“  ყველა ადგილობრივი მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის (მათ შორის, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს) ყველა „ტიპიკონი“, „კალენდარი“, „დიპტიხი“ და „წელიწდეული“  უკრაინას რუსული ეკლესიის ნაწილად თვლიდა“.

უფრო მეტიც, მიტროპოლიტი ნიკიფორე შეგვახსენებს, რომ პატრიარქმა ბართლომემ უკრაინელი ხალხისადმი მიმართვაში, 2008 წლის 26 ივლისს თქვა შემდეგი: „მსოფლიო პატრიარქმა დიონისე IV-მ უკრაინის რუსეთთან მიერთების შემდეგ და პეტრე დიდის ზეწოლით, საჭიროდ მიიჩნია იმ გარემოებებში მისი (უკრაინის -რედ.) საეკლესიო დაქვემდებარება რუსულ ეკლესიაზე“.

1686 წლიდან 2018 წლამდე“  ყველა ადგილობრივი მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის (მათ შორის, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს) ყველა „ტიპიკონი“, „კალენდარი“, „დიპტიხი“ და „წელიწდეული“  უკრაინას რუსული ეკლესიის ნაწილად თვლიდა“.

გარდა ამისა, თავის წერილებში მოსკოვის პატრიარქისადმი პატრიარქი ბართლომე უკრაინასთან მიმართებაში რუსულ ეკლესიაზე აღიარებს „საეკლესიო დაქვემდებარების ორ ფუძემდებლურ უფლებას: ეპისკოპოსების ხელდასმისა და მსჯავრდების უფლებებს“.

შემდეგ, მიტროპოლიტ ნიკიფორეს მოჰყავს რამოდენიმე ავტორიტეტული ისტორიკოსისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ღვთისმეტყველის მტკიცებულება, კიევის მიტროპოლიის რუსული ეკლესიისადმი მიკუთვნების თაობაზე. ჩვენ ვხვდებით ფანარიონის ქიოფილაქსისა და „საპატრიარქო დოკუმენტების შესანიშნავი მცოდნის“, კალინიკის (დელიკანის) არქიმანდრიტის, პროფესორი და პროტოპრესვიტერი თეოდორე ზისისის, ათენის უნივერსიტეტის პროფესორის, არქიმანდრიტ ვასილი სტეფანიდის, კიტირის მიტროპოლიტ ბარნაბას სახელებს.

თუმცა, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მსოფლიო საპატრიარქოს ერთ-ერთი მთავარი თანამშრომლისა და საეკლესიო ისტორიის საპატიო პროფესორის“ ვლასი ფიდასის, „რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ეკავა დეკანის თანამდებობა ჟენევაში მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებლურ ცენტრთან არსებული მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების დარგში დიპლომისშემდგომი განათლების ინსტიტუტში და მიენიჭა მსოფლიო პატრიარქის მიერ „ეკლესიის არქონტისა და დიდასკალოსის“ წოდება“, ნაშრომზე მითითება. ნაშრომის მიხედვით, „კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დიონისემ კიევის მიტროპოლია კანონიკურ იურისდიქციაში გადასცა მოსკოვის საპატრიარქოს (1687)“, ხოლო კიევის მიტროპოლიტი (მოსკოვისა და პეტერბურგის მიტროპოლიტებთან ერთად) მონაწილეობს რუსეთის ეკლესიის სინოდში მისი მუდმივი სამი წევრიდან ერთ-ერთის სახით“.

ამასთან დაკავშირებით, მიტროპოლიტი ნიკიფორე ახდენს ცნობილი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის მიტროპოლიტ კალისტის (უერა) ციტირებას, რომელმაც განაცხადა, რომ  „მართალია, მე მსოფლიო საპატრიარქოს მიტროპოლიტი გახლავართ, მაგრამ აბსოლუტურად არ მაწყობს პატრიარქ ბართლომეს პოზიცია. ჩემი პატრიარქისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, იძულებული ვარ განვაცხადო, რომ ვეთანხმები მოსკოვის საპატრიარქოს აზრს უკრაინის რუსული ეკლესიისადმი კუთვნილების თაობაზე“.

ამასთან, ამბობს მიტროპოლიტი ნიკიფორე, თუნდაც კიევის მიტროპოლიის გადაცემა დროებითი ხასიათის მატარებელი ყოფილიყო, „მართლმადიდებლური ეკლესიის სჯულის კანონში არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული ვადები, რომლის განმავლობაშიც დაშვებულია განცხადება-პროტესტი იურისდიქციული უფლებების დარღვევის შესახებ“ და „ამ ვადების ამოწურვის შემდეგ ეკლესიას, რომლის იურისდიქციული უფლებებიც დაირღვა, არ შეუძლია პროტესტით მიმართოს კომპეტენტურ საეკლესიო ორგანოებს დავის გადასაწყვეტად და საკუთარი უფლებების აღსადგენად“.

საქმე ეხება მეოთხე მსოფლიო კრების მე-17 და მეექვსე საეკლესიო კრების 25-ე წესებს. ამ წესების თანახმად, „იურისდიქციული დავებისთვის გამოიყენება 30 წლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა“. თუმცა, არა 330!

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მეუფე მიდის დასკვნამდე, რომ „კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ტერიტორიაზე იურისდიქციული უფლების არაკანონიკური მიკუთვნება და ასევე უკრაინისთვის „ავტოკეფალიის“ მინიჭება წარმოადგენს სხვის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრის აქტს და სრულ წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლური ეკლესიის საღმრთო კანონებთან, რომლებიც არ უშვებენ იურისდიქციული საზღვრების დარღვევებს და ერთ სივრცეში ერთზე მეტი იურისდიქციის თანაარსებობას“.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ტერიტორიაზე იურისდიქციული უფლების არაკანონიკური მიკუთვნება და ასევე უკრაინისთვის „ავტოკეფალიის“ მინიჭება წარმოადგენს სხვის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრის აქტს და სრულ წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლური ეკლესიის საღმრთო კანონებთან.                                                                                       მიტროპოლიტი ნიკიფორე

ვის აქვს ავტოკეფალიის მინიჭების უფლება და რა პირობებში?

შემდეგი თავი ეძღვნება ავტოკეფალიის მინიჭების უფლებისა და მექანიზმის შესახებ კითხვაზე პასუხს. მიტროპოლიტი ნიკიფორე დგას იმ პოზიციაზე, რომ ეს უფლება ეკუთვნის მხოლოდ მთლიანად მართლმადიდებელ ეკლესიას.

ადრე, საუბრობს ის, ამავე პოზიციაზე იდგა პატრიარქი ბართლომეც, რომელიც 2001 წელს ბერძნული გაზეთისთვის „ნეა ელადა“ მიცემულ ინტერვიუში ამბობდა: „ავტოკეფალია ან ავტონომია ენიჭება მთელი ეკლესიის მიერ მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით. იმ შემთხვევებში, როცა სხვადასხვა მიზეზით შეუძლებელია მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა, მსოფლიო საპატრიარქო, როგორც ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის კოორდინატორი, ანიჭებს ავტოკეფალიას ან ავტონომიას მათი (ყველა დანარჩენი მართლმადიდებელი ეკლესიის) თანხმობის პირობის არსებობისას“.

მიტროპოლიტი ნიკიფორე ხაზს უსვამს, რომ მსგავს აზრს იზიარებდა ფანარიონის სიმპათიით გამორჩეული პერგამის მიტროპოლიტი იოანეც (ზიზიულასი), რომელიც 2009 წლის დეკემბერში აცხადებდა, რომ „თუ მსოფლიო პატრიარქი აღიჭურვება  ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიების მხრიდან თანხმობით, რასაც ის მიიღებს წერილობითი სახით, მას შეუძლია თავად მოაწეროს ხელი საპატრიარქო ტომოსს“.

ჩვენს მიერ უკვე ნახსენები ეკლესიის „არქონტი“ და „დიდასკალოსი“ (მასწავლებელი -რედ.) ვლასი ფიდასი წერდა, რომ „მსოფლიო კრება ან ყველა საპატრიარქო ტახტის ერთსულოვანი თანხმობა, წარმოადგენს ავტოკეფალიის ან ეკლესიის ავტონომიის გამოცხადების კანონიკურ ინსტრუმენტს“ , ხოლო „ნებისმიერი სხვა პროცედურა წარმოადგენს არაკანონიკურს და არა მხოლოდ არ ემსახურება ერთიანობას, არამედ პირიქით, ფეხქვეშ თელავს კანონიკურ ტრადიციას, ყოფს და არღვევს ეკლესიის ერთიანობას ჭეშმარიტ რწმენასა და სიყვარულში“.

მიტროპოლიტმა ნიკიფორემ  ასევე შეგვახსენა, რომ კრეტას საეკლესიო კრების მომზადების წინა თათბირებზე დაფიქსირდა დებულებები „ავტოკეფალიის და მისი გამოცხადების ხერხის შესახებ“, რასაც „ხელი მოაწერა ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა“. ამ დოკუმენტის თანახმად, ავტოკეფალიის მინიჭების უფლება უნდა მოიცავდეს „საეკლესიო ორგანოს თხოვნას ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე, დედა-ეკლესიის თანხმობას, რომლისგანაც ხდება საეკლესიო ეპარქიის  - ავტოკეაფლიის მთხოვნელის გამოყოფა და დანარჩენი მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების თანხმობას“.

ეს ნიშნავს იმას, ამტკიცებს მეუფე, რომ „მსოფლიო პატრიარქს შეეძლო განსახილველად მიეღო თხოვნა ავტოკეფალიის შესახებ მხოლოდ იმ ქვეყნის საეკლესიო სტრუქტურიდან, რომელიც პასუხს აგებს კანონიკური პირობების მიხედვით, მაგრამ „უკრაინის ერთადერთი კანონიკური საეკლესიო სტრუქტურა (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც სათავეში უდგას მიტროპოლიტი ონუფრი) არავისგან ითხოვდა ავტოკეფალიას და მას არასდროს არ მიუღია ვინმესგან მინიჭებული ავტოკეფალია“.

მიტროპოლიტი ნიკიფორე ხაზს უსვამს, რომ „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია სურდა, ითხოვდა და მიიღო ორმა განხეთქილებაში მყოფმა სტრუქტურამ“: უმე (კ) -მ „გადაყენებული და ანათემას გადაცემული, კიევის ყოფილი მიტროპოლიტის, ბერი ფილარეტ დენისენკოს მეთაურობით“ და უამე-მ „არახელდასმული მაკარი მალეტიჩის მეთაურობით, რომელიც იყო რმე-ს ყოფილი განკვეთილი მღვდელი“, „ხელდასმული“ ფსევდოეპისკოპოსად რუსეთის ეკლესიის გადაყენებული დიაკონის ბიკენტი- ვიქტორ ჩეკალინის, „მდიდარი ისტორიის“ მქონე ტრაგიკული პერსონას მიერ, რომელმაც მოასწრო ყოფნა „მართლმადიდებელ“ ფსევდოეპისკოპოსად, უნიატად, პროტესტანტ მღვდლად, სასამართლოს მიერ გასამართლებულმა პედოფილიის ბრალდებით და რომელიც იღებს პენსიას, როგორც ჭკუასუსტი ავსტრალიაში“.

ზოგადად, მეუფე ნიკიფორეს აზრით, მეუ არის „განკვეთილი, ანათემას გადაცემული, თვითხელდასმული და მოუნანიებელი განხეთქილებაში მყოფების თავყრილობა“, რომელმაც მიიღო „ავტოკეფალიის“ სტატუსი და „ყოველივე ეს კიევის და მთელი უკრაინის მიტროპოლიტ ონუფრის მიერ კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურობის დროს, რომელიც აერთიანებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდეს უმრავლესობას და ამჟამად ექცევა თავდასხმებისა და დევნის ქვეშ“.

„მეუ - განკვეთილი, ანათემას გადაცემული, თვითხელდასმული და მოუნანიებელი განხეთქილებაში მყოფების თავყრილობა“.      მიტროპოლიტი ონუფრე

„მართლაც, შეიძლება რომ დარჩე ჩუმად ყველა ამ ეკლეზიოლოგიურად მიუღებელი და ანტიკანონიკური მოვლენების წინაშე, რასაც ადგილი ჰქონდა ცოტა ხნის წინ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში?“ - კითხვას სვამს კვიპროსის ეკლესიის იერარქი.

ფანარიონზე აპელაციის უფლების თაობაზე

ფანარიონის პოზიციის დამცველები ამტკიცებენ, რომ მეოთხე საეკლესიო კრების 28-ე წესისა და ასევე სარდიკიის კრების მე-3, მე-4 და მე-5 წესების საფუძველზე, კონსტანტინოპოლის პატრიარქს აქვს  კანონიკური უფლება მიიღოს აპელაციები  მისი იურისდიქციის ფარგლებს მიღმა კლირიკოსებისგან და შესაბამისად,  დენისენკოდან ანათემის მოხსნისა და მისი „არსებულ ხარისხში“ აღდგენის თაობაზე“ - სრულიად კანონიერად.

თუმცა, მიტროპოლიტი ნიკიფორე ხაზს უსვამს, რომ ეკლესიის აზრით, სარდიკიის საეკლესიო კრების მე-3, მე-4 და მე-5 წესების დებულებები ეხება პრივილეგიებს, რომელიც რომის პაპს მიენიჭა ( და ახლა - კონსტანტინოპოლის პატრიარქს) „მხოლოდ მისი ქვემდებარე ეპისკოპოსებისა და სხვა სასულიერო პირების მიმართ და არა  მისთვის უმაღლესი საეკლესიო იურისდიქციის მინიჭების მხრივ“. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ფანარიონის მეთაურს „გააჩნია განსაკუთრებული პრივილეგია მიიღოს აპელაციები, მაგრამ მხოლოდ მისი ქვემდებარე ეპისკოპოსებისგან და სხვა კლირიკოსებისგან, რომელთაც წარმოადგენს ფრაკიის, პონტისა და ასიის ეკლესიები“.

თავის მხრივ, ფანარიოტები მიუთითებენ მეოთხე საეკლესიო (ქალკედონიის) კრების მე-9 და მე-17 წესებს, ამტკიცებენ რა, რომ თითქოს ისინი ახდენენ კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი უფლებამოსილებების დელეგირებას, მიიღოს მიმართვები არა მხოლოდ მისი ქვემდებარე ეკლესიების კლირიკოსებისგან, არამედ სხვა საპატრიარქო ტახტისა და ადგილობრივი ევტოკეფალური ეკლესიების კლირიკოსებისგანაც, რომლებიც არ ექვემდებარებიან მის საეკლესიო იურისდიქციას. თუმცა, ამბობს მიტროპოლიტი ნიკიფორე, წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის თანახმად, „კონსტანტინოპოლის წინამძღოლს არ გააჩნია ძალაუფლება იმოქმედოს სხვა პატრიარქების მხარეებსა და დიოცეზებში“, ხოლო ცნობილი მართლმადიდებელი კანონისტის ზონარეს თანახმად „არა ყველა მიტროპოლიტის მსაჯულია კონსტანტინოპოლის პატრიარქი, არამედ მხოლოდ მისი ქვემდებარეების“.

ამდენად, კვიპროსის იერარქი მიდის დასკვნამდე, რომ „კონსტანტინოპოლის პატრიარქს არ გააჩნია უმაღლესი საეკლესიო იურისდიქციის პრივილეგია“, ხოლო „ნებისმიერი საპატრიარქო კრების სასამართლო დადგენილება (როგორც დენისენკოს ანათემის შესახებ დადგენილების შემთხვევაში, რომელიც გამოიტანა რმე-ს საეკლესიო კრებან -რედ.) წარმოადგენს შუქცევადს და შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს მხოლოდ მსოფლიო საეკლესიო კრების მეშვეობით“.

უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების კანონიკური ღირსების აღსადგენად და ასევე მათი საეკლესიო ურთიერთობაში მისაღებად, თვლის მეუფე, საჭიროა მონანიება და „მზადყოფნა დაუბრუნდე ეკლესიასთან ურთიერთობას, რომელსაც ისინი გამოეყვნენ, რადგანაც მთელს მართლმადიდებლობასთან ურთიერთობის აღდგენა ხდება მათ ადგილობრივ ეკლესიასთან ურთიერთობის აღდგენის მეშვეობით“.

გარდა ამისა, მიტროპოლიტი ნიკოფორე დარწმუნებულია, რომ „მაკარი და მისი თანამოაზრეები ხელახლა უნდა იქნენ ქიროტონიზებულნი“, რადგანაც მათთან ურთიერთობა „ეს არაა ზოგიერთი ადამიანის მორალური სიწმინდის საკითხი, არამედ მღვდელმთავრობის ყველაზე შიდა ბირთვის ონტოლოგიური უქონლობაა“, რამდენადაც „საქმე ეხება არა მორალურ, არამედ ეპისკოპატის ონტოლოგიურ „წაბილწვას“ საყოველთაო მართლმადიდებლურ დონეზე“.

ჰქონდა თუ არა რმე-ს უფლება გაეწყვიტა ევქქრისტული ურთიერთობა ფანარიონთან?

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მოქმედებების ზოგიერთი მომხრეს ბაგიდან არაერთხელ გაჟღერებულა სიტყვები იმის შესახებ, რომ რუსეთის ეკლესიას არ ჰქონდა ფანარიონთან ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტის უფლება - თითქოს, ეს არღვევს ერთიანობისა და სიყვარულის კანონსო. თუმცა, რმე-ს „დაგვიანებული ბრალმდებლების“ პასუხად მიტროპოლიტი ნიკიფორე ხაზს უსვამს, რომ „ამ საკითხში პირველი მასწავლებელი თავად პატრიარქი ბართლომე იყო, რომელმაც გაწყვიტა საიდუმლოებებში ურთიერთობა ათენის დაუვიწყარ არქიეპისკოპოსთან ქრისტოდულოსთან იმიტომ, რომ უნეტარესმა არქიეპისკოპოსმა გაბედა მოეწვია ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების კრება, რომელმაც პატრიარქის თანხმობის გარეშე აირჩია ახალი მიტროპოლიტები ე.წ. „ახალი მიწების“ ეპარქიაში. გამოდის, ურთიერთობა შეწყდა არა დოგმატური, როგორც მეუფე ამბობს, არამედ უშუალოდ ადმინისტრაციული მიზეზების გამო.

გარდა ამისა, მან შეგვახსენა ურთიერთობის გაწყვეტა ფანარიონსა და იერუსალიმის საპატრიარქოს შორის და ასევე მიუთითა სამწუხაროდ, „განგრძობად“ ევქარისტულ განხეთქილებაზე ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქოებს შორის“.

ამდენად, დარწმუნებულია მიტროპოლიტი ნიკიფორე, „ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტა ორ ეკლესიას შორის იმ შემთხვევაში, როცა ის გამოწვეულია დოგმატური მიზეზებით ან საღმრთო და სჯულის კანონების დარღვევით, არა მხოლოდ დაშვებულია, არამედ მითითებულია, როგორც საღმრთო კანონებით, ასევე საუკუნო საეკლესიო პრაქტიკითაც“.

ეკლესიის კრებსითობისა და ფანარიონის „პაპისეული“ პრეტენზიების თაობაზე

„უკრაინის საკითხის ირგვლივ ყველა ამ მოვლენის ფონზე ამოტივტივდა კიდევ ერთი არაკანონიკური პრეტენზია იმაზე, რომ მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი არაა „პირველი თანასწორთა შორის“, არამედ „პირველია თანასწორთა გარეშე“. ამ ფაქტით „მსახურების პირველობა“ იცვლება „ძალაუფლების პირველობით“, რაც იწვევს კრებსითობის პრინციპის დარღვევას, რომელიც ოდითგან მოქმედებდა მართლმადიდებლურ ეკლესიაში“, - წერს მეუფე ნიკიფორე.

მღვდელმთავრის აზრით, უკრაინული ტომოსის ტექსტს, რომელშიც „კიევის მიტროპოლიტი“ მეთაურის სახით აღიარებს კონსტანტინოპოლის პატრიარქს მინაწერით, რომ ასევე იქცევიან სხვა საპატრიარქოებიც, არ გააჩნია არანარი ისტორიული, დოგმატური და კანონიკური საფუძველი.

მიტროპოლიტი ნიკიფორე, რომელსაც მოჰყავს უამრავი ციტატა წმინდა მამების  და წმინდა წერილებიდან, მიდის დასკვნამდე, რომ „პირველობა“ მსოფლიო დონეზე არ არსებობს, საეკლესიო კრებაზე თავმჯდომარეობის გარდა და რომ „ავტოკეფალური ეკლესიების არც ერთ წინამძღოლს, პატრიარქს ან თავმჯდომარეს არ შეუძლია ეკლესიის ერთადერთი მარადიული მეთაურის, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს შეცვლა“.

ის შეგვახსენებს, რომ ამ თეზისს დაეთანხმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოც. მაგალითად, 1895 წლის საპატრიარქო საოლქო გზავნილში, რომელსაც ხელს აწერენ პატრიარქი ანთიმოსი და ფანარიონის სინოდის  წევრები, ნათვქამია, რომ „ერთადერთი მარადიული საწყისი, ეკლესიის ბელადი და უკვდავი მეთაური არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე“.

სწორედ ამიტომ, პატრიარქ ბართლომეს ცალმხრივი გადაწყვეტილებით მეუ-ს აღიარების თაობაზე „კრებსითობის პრინციპმა, რომელიც წარმოადგენს ფუძემდებლურს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვაში, ადგილი დაუთმო ერთი - მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს თვითნებური და დესპოტური ძალაუფლების პრინციპს“.

პატრიარქ ბართლომეს ცალმხრივი გადაწყვეტილებით მეუ-ს აღიარების თაობაზე „კრებსითობის პრინციპმა, რომელიც წარმოადგენს ფუძემდებლურს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვაში, ადგილი დაუთმო ერთი - მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს თვითნებური და დესპოტური ძალაუფლების პრინციპს“.                                                                                                              მიტროპოლიტი ნიკიფორე

მიტროპოლიტი ნიკიფორე ხაზს უსვამს, რომ „მართლმადიდებელ ეკლესიაში არ არსებობს პაპის სისტემა, რომლის თანახმადაც პაპი წყვეტს (definimus) , ხოლო დანარჩენები ემორჩილებიან“. მართლმადიდებელ ეკლესიაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება უშუალოდ კრებისთად, ხოლო რამდენადაც საკითხი მეუ-სთვის ტომოსის მინიჭების თაობაზე გადაწყდა ერთპიროვნულად პატრიარქ ბართლომეს მიერ, დუმენკოს „ინტრონიზაციას“ „არ ესწრებოდა სხვა მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის არცერთი წინამძღოლი ან მისი წარმომადგენელი“. მეუფე მიუთითებს, რომ საეკლესიო ისტორიაში უპრეცენდენტოს წარმოადგენს ის, რომ მთელი წლის განმავლობაში არცერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ ცნო მეუ-ს „ფსევდოავტოკეფალია“, „რომელიც ანტიკანონიკურად მიენიჭა განხეთქილებაში მყოფების მარგინალურ ჯგუფს“.

რა გამოსავალს ხედავს მიტროპოლიტი ნიკიფორე სიტუაციიდან?

„ერთადერთი კანონიკური ხერხი აღდგეს ამჟამად გაყოფილი საეკლესიო სხეულის შიდა ერთიანობა, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მძიმე განსაცდელით მიმდინარეობს, არის კრებსითობის პრინციპის პატივისცემა და სასწრაფოდ მსოფლიო მართლმადიდებლობის საეკლესიო კრების მოწვევა“, - დარწმუნებულია კვიპროსელი იერარქი.

მოვლენების განვითარების მორე ვარიანტი -„მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა კრება“, რომლის დროსაც „უცხოური პოლიტიკური ძალების ზეგავლენისა და გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ინტერესების ჩარევის გარეშე“ მართლმადიდებელმა იერარქებმა უნდა „აჩვენონ თავიანთი სასულიერო სიბრძნე, დაძლიონ ეგოიზმი, ძალაულფებისმოყვარეობა და ქედმაღლობა და სამსხვერპლო სიყვარულის სულისკვეთებით, კამათისა და კონფლიქტების გარეშე იმუშაონ უკრაინის საეკლესიო საკითხის გადაწყვეტაზე საღმრთო კანონებისა და მრავალსაუკუნოვანი საეკლესიო პრაქტიკის შესაბამისად“.

„მესამე ვარიანტის სახით ჩვენ ვხედავთ მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს შორის ავტოკეფალიის საკითხზე დისკუსიის განახლების მცდელობას ანუ იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ავტოკეფალიის მინიჭება და როგორ უნდა მოეწეროს ხელი ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს“. როცა ეს ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდება, მაშინ უნდა შედგეს „მსოფლიო მართლმადიდებლების საეკლესიო კრება უკრაინის საეკლესიო საკითხის შეთანხმებული და უპირობო გადწყვეტილების საბოლოო დამტკიცებისთვის, რომელიც დაეფუძნება ახალ მონაცემებს და ყოველთვის შესაბამისობაში იქნება საღმთრო კანონებთან და მრავალსაუკუნოვან საეკლესიო პრაქტიკასთან“.

მიტროპოლიტი ნიკიფორე თვლის, რომ გამოსავალი  „ჩიხიდან“, რომელშიც ეკლესია მოექცა პატრიარქ ბართლომეს არამართლზომიერი მოქმედებებით, შიძლება  განხორციელდეს მხოლოდ საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებისა და მათი წინმსწრები დიალოგის შემდეგ. „დიალოგი - ერთადერთი შხამსაწინააღმდეგო საშუალება აბსრუდული და ეგოისტური ქედმაღლობისგან, რომელიც ხლიჩავს მართლმადიდებლობის ერთიანობას. მხოლოდ დიალოგის მეშვეობით შეიძლება ეგოისტური, აკვიატებული იდეების დათრგუნვა და საეკლესიო ერთაინობისა და მშვიდობის მიღწევა“, - დარწმუნებულია მეუფე.

ამ ჭრილში, მას ძალიან უცნაურად ეჩვენება პატრიარქ ბართლომეს პოზიცია, რომელიც უპირობოდ მიდის დიალოგზე კათოლიკებთან და სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან, მაგრამ კატეგორიულად ამბობს უარს მართლმადიდებელ წინამძღოლებთან დიალოგზე. „სამწუხაროდ, ამის ნაცვლად, მსოფლიო საპატრიარქოს კულუარებში მუშავდება თეორია იმის შესახებ, რომ მსოფლიო საპატრიარქომ გადადგა პირველი ნაბიჯი, კურსი განსაზღვრულია ერთმნიშვნელოვნად და საბოლოო ჯამში, გამოიწვევს მეუ-ს აღიარებას“, ხოლო ამჟამინდელი კრიზისი „მტვერის ღრუბელს ჰგავს, რომელიც გადაივლის“.

თუმცა, თვლის მეუფე, „დალოგის გარეშე პრობლემები არ წყდება, პირიქით, ის მატულობს და მოხრჩობით იმუქრება“, ხოლო „მტკივნეული განხეთქილება, სამუდამოდ მიაყენებს დარტყმას მართლმადიდებლურ კათოლიკურ ეკლესიას“.

დასკვნა

დასასრულს, მეუფე წერს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ეფუძნება კრებისთობას და არა განცალკევებულ, აბსოლუტურ პრიველობას, რომელიც „ჩვენს მზერას პაპიზმის ახალ ცდუნებად ეჩვენება“.

ამ საშიშროების წინაშე, ამბობს ის, „ჩემი საეპისკოპო სინდისი არ მაძლევს საშუალებას ჩუმად მივიღო ტრაგიკული, აკვიატებული იდეები და კატასტროფული შეცდომები, რომლებიც საბოლოო ჯამში, დაყოფენ მსოფლიო მართლმადიდებლობას“. მეუფე ირწმუნება, რომ „არა აქვს რა დადებული ნაციონალიზმის ბორკილები“, ის „იქადაგებს ჭეშმარიტებას ყველგან და ყოველთვის, არ შეეშინდება შედეგების ჩვენი დროის, რელიგიური და პოლიტიკური ხელისუფლებების მხრიდან“. მან შეგვახსენა პოეტ დიონისე სოლომოსის სიტყვები, რომლის თანახმადაც, „ჩვენ ნაციონალურად უნდა ჩავთვალოთ ის, რაც ჭეშმარიტია“.

„ჩემთვის - წერს მეუფე ,- ყველაზე ახლოსაა პოზიცია, რომლის თანახმადაც ქრისტიანებმა მიწიერ სამშობლოზე მაღლა უნდა დააყენონ ჩვენი ზეციური სამშობლო და მისი მიწიერი გამოვლინება - ეკლესია, რომლის წევრსაც და მოქალაქესაც წარმოადგენს ყველა ჩვენგანი, მიუხედავად რასობრივი და ეთნიკური კუთვნილებისა: ბერძენი, რუსი, სერბი, ბულგარელი, ქართველი, რუმინელი, არაბი. ჩვენ ყველანი ქრისტეს ერთი სხეულის ნაწილები ვართ, რომელსაც ეკლესია წარმოადგენს და ქრისტეში „აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც  მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში“ (გალ. 3, 28).

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ