რა გადაწყვიტეს რმე-ს მღვდელმთავართა თათბირზე უკრაინის თაობაზე?

21 July 2023 14:13
4559
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებაზე უკრაინის საკითხი განიხილეს. ფოტო: СПЖ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებაზე უკრაინის საკითხი განიხილეს. ფოტო: СПЖ

რმე-ს მღვდელმთავართა თათბირის გადაწყვეტილებებში არის პუნქტი, რომელიც ეძღვნება უკრაინასა და უმე-ს. რაზეა საუბარი მასში?

2023 წლის 19 ივლისს წმინდა  სერგის სამების ლავრაში შედგა რმე-ს მღვდელმთავართა თათბირი. მასზე  პატრიარქმა კირილმა წაიკითხა თავისი მოხსენება, რომლის ზოგიერთი თეზისი პირდაპირ ან ირიბად ეხება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. ასევე თათბირის შემაჯამებელ დადგენილებაში ერთი პუნქტი პირდაპირ ეხება უმე-ს. რა თქვეს რმე-ს პატრიარქმა და ეპისკოპოსებმა და როგორ უნდა აღიქვან ეს უკრაინაში?

მღვდელმთავართა თათბირი - რა არის ეს?

მღვდელმთავართა თათბირი სამჯერ ტარდება: 2010 წელს, 2015 წელს და ახლა 2023 წელს. რმე-ს მღვდელმთავართა თათბირის წესდებაში საუბარია მხოლოდ მე-2 ნაწილის მე-13 პუნქტზე „ადგილობრივი საეკლესიო კრება“. იქ ნათქვამია, რომ „ყველა მღვდელმთავარი -ადგილობრივი საეკლესიო კრების წევრები შეადგენენ მღვდელმთავართა სათათბიროს...სათათბიროს ამოცანაში შედის ადგილობრივი საეკლესიო კრების იმ დადგენილებების განხილვა, რომელთაც გააჩნიათ განსაკუთრებული მნიშვნელობა და რომლებიც იწვევენ ეჭვს წმინდა წერილთან, წმინდა თქმულებასთან, დოგმებთან და კანონებთან შესაბამისობისა და ასევე საეკლესიო მშვიდობისა და ერთიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით“.

მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება საუბარი იყოს არანაირ ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე, აქ მღვდელმთავართა თათბირი უფრო არის უბრალოდ არასრულფასოვანი მღვდელმთავართა კრება. 400 ეპისკოპოსიდან, რომელთაც რმე თვლის „თავისად“, მოსკოვში 250 შეიკრიბა. საზღვარგარეთიდან თითქმის არავინ მოვიდა: არც დრმე, არც ბალტიის ქვეყნებიდან, არც პარიზის არქისაეპისკოპოდან.

ამ თვალსაზრისით, სათათბიროს გადაწყვეტილებებს არ შეიძლება ჰქონდეს „სავალდებულო“ ხასიათი მთელი ეკლესიისთვის, ის უფრო მიუთითებს გარკვეულ რაღაცეებზე, რომელიც უნდა „მივიღოთ მხედველობაში“. რა გადაწყვიტეს რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავრებმა უმე-თან დაკავშირებით?

რმე და „სამხედრო დაპირისპირება“

აღსანიშნავია, რომ დადგენილებების პირველი 4 პუნქტი ეძღვნებოდა „უბედურებებს, რომელსაც განიცდის ჩვენი ხალხები“ და „სამხედრო დაპირისპირებას“ - მოწინააღმდეგე მხარეების მითითების, მისი მორალური შეფასებების ან სისხლისღვრის შეჩერების მოწოდების გარეშე. უფრო სწორედ, ეს არის დუმილი (ძალიან მჭევრმეტყველურად) ადასტურებს რმე-ს მცდელობას „დადგეს კონფლიქტზე მაღლა“. მოცემული ვარაუდი დასტურდება პატრიარქ კირილის სიტყვებით, რომელმაც თავის მოხსენებაში განაცხადა, რომ „საბრძოლო მოქმედებების ხაზის ორივე მხარეს ერთიანი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის შვილები დგანან“.

თითქოსდა, ელემენტარული ლოგიკა გვიჩვენებს, რომ თუ ერთი ეკლესიის შვილები ერთმანეთს კლავენ, მაშინ წინამძღოლის უმთავრესი ამოცანა არის ამ მკვლელობების დაიყოვნებლივი შეწყვეტა. თუმცა, მსგავ მოწოდებაზე მინიშნებაც კი არ ყოფილა. რმე-ს პატრიარქმა არაერთხელ გაიმეორა მისი თეზისი, თითქოსდა ომი უკრაინაში არის მეტაფიზიკური, სადაც „ქრისტიანული ცივილიზაცია ანტიქრისტეს წინააღმდეგ  იბრძვის. შესაბამისად, რმე ვალდებულია მხარი დაუჭიროს „ქრისტიანულ“ მხარეს ანუ რფ-ს არმიას.

პატრიარქ კირილის ციტატა: „ვილოცოთ ჩვენს მეომრებზე... და ჩვენს გამარჯვებაზე წმინდა რუსეთის წინააღმდეგ ამხედრებულებზე“. რთულია იმაში ეჭვის შეტანა, რომ რმე-ს მეთაურს აქ მხედველობაში აქვს უშძ. როგორც მის სიტყვებში ჩანს არმიის დამხმარე კლირიკოსების მხარდაჭერაზე: „მრევლი აგროვებდა და აგროვებს მატერიალურ დახმარებას, სახსრებს მეომრებისთვის აუცილებელი საჭიროებების: ნივთების, დაცვის საშულებების, წამლების შესაძანად. მხარს ვუჭერ ამ საქმეს. ღმერთმა დაგლოცოთ!“

დამეთანხმებით, ვერ წარმოვიდგენთ რომ პატრიარქი საუბრობს უმეს- მრევლზე, რომლებიც ეხმარებიან თავიანთ დამცველებს უშძ-დან.

და ამ გაგებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით თეოფანიაში საეკლესიო კრების გადაწყვეტილებების სისწორეში რმე-გან გამოყოფის თაობაზე. როგორ შეიძლება უმე იყოს მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში, თუ ეს უკანასკნელი არაორაზროვნად უჭერს მხარს რუსული არმიის მოქმედებებს? ეს ეწინააღმდეგება სინდისსაც, მორალსაც და ჯანსაღ აზრსაც.

თუ რმე-ს მაინც სურს „კონფლიქტზე მაღლა დგომა“ და გვიჩვენოს მისი შვილები „დაპირისპირების ორივე მხარეს“, ამის გაკეთება ძალიან მარტივია - საკმარისია მშვიდობისკენ მოუწოდოს იმათ, ვინც  ეს ომი გააჩაღა. სხვა შემთხვევაში ყველა მცცდელობა თავი დააყენო „კონფლიქტზე მაღლა“ არის სიცრუე და მზაკვრობა.

 რმე და უმე

მღვდელმთავართა თათბირის დადგენილებების მე-6 პუნქტში საუბარია უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე. როგორც ადრე ვწერდით, არანაირი სერიოზული გადაწყვეტილება უმე-თან დაკავშირებით არ ყოფილა მიღებული: არც ბრალდებები განხეთქილებაში, არც მითუმეტეს, სიტყვები ავტოკეფალიაზე არ დაძრულა. უფრო სჭარბობდა „ნეიტრალური პარტიის“ ფრთხილი პოზიცია და სწორედ ის აისახა შემაჯამებელ დადგენილებაში.

თათბირმა დაადასტურა მწუხარება, რომ „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები და ერისკაცები ცდილობენ უფლის ჭეშმარიტებისგან განკვეთის იძულებას და განხეთქილებისკენ ბიძგს“. რა ჰქონდა არ მხდველობაში „განხეთქილების“ ქვეშ, ბოლომდე არაა გასაგები. ან საქმე ეხება მეუ-თან გაერთიანებისკენ იძულებას, ან რუსეთის მღვდელმთავრებს მხდველობაში ჰქონდათ თეოფანიაში საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები, სადაც უმე-მ გაწყვიტა კავშირი რუსულ ეკლესიასთან.

ასევე ორაზროვანია ფრაზები, რომ უმე განიცდის „მუქარას, ცრუ ბრალდებებსა და დევნას“ ცდილობს რა „შეინარჩუნოს საეკლესიო ერთიანობა“ და წარმოადგენს რა „აღმსარებლობით გმირობას, მამაცურად იმაღლებს ხმას ამ ერთიანობის დასაცავად“. ყოველივე ეს  ნამდვილად ასეა. თუმცა, უმე-ში ეს ერთიანობა აღქმულია, როგორც ადმინისტრაციული, ასევე ევქარისტული თვალსაზრისით - როგორც ერთიანობა ქრისტეში და არა პატრიარქ კირილის მეთაურობის ქვეშ.

რაში გამოიხატება გარეგნულად ეკლესიის ერთიანობა

სათათბიროს არანაირად არ გაუკეთებია კომენტარი საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებზე თეოფანიაში. აი, პატრიარქმა გვერდი არ აუარა მისი სახელის მოუხსენიებლობის ფაქტს. მოხსენებაში მან მიუთითა „რიგი კანონიკური განწყობა, რომელიც მიღებულია მართლმადიდებლობისა და საეკლესიო ერთიანობის წინააღმდეგ“. ამ „რიგიდან“ მან მხოლოდ ერთი მაგალითი მოიყვანა: „რიგ ეპარქიასა და მრევლში იმ ტერიტორიებზე, სადაც სახელმწიფო ზეწოლას ახდენს ეკლესიაზე, შეწყდა კანონით გათვალისწინებული პატრიარქის სახელის მოხსენიება“.

ჯერ ერთი, თუ საუბარია უკრაინაზე, პატრიარქს სისტემურად იხსენიებენ მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ( და ისიც არა ყველა ტაძარში). მეორეც, სიტყვა „სახელმწიფოები“ მრავლობით რიცხვშია. რომელი „სახელმწიფოები“ აქვს მხედველობაში პატრიარქს - ლიტვა, მოლდოვა? ან იქნებ საქმე ეხება სახელმწიფოებს, რომელთა ტერიტორიებზეც მოქმედებს რმე-ს დასავლეთ ევროპული მრევლის არქისაეპისკოპოსო? ჩვენი ინფორმაციით, პატრიარქის სახელს მოიხსენიებენ მხოლოდ დიუ დარიუს ტაძარში და ისიც, მხოლოდ მიტროპოლიტ იოანეს ღვთისმსახურების დროს.

შემდეგ, პატრიარქი ამბობს, რომ მისი სახელის მოხსენიება წარმოადგენს უფლის მიერ აღთქმული საეკლესიო ერთიანობის „ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოხატულებას“. იმ უკრაინელ მღვდელმთავრებს ან მღვდლებს, რომლებიც მას არ მოიხსენიებენ, „არ ეყოთ სიმამაცე ან სინდისი“.

უმე-სა და რმე-ს ევქარისტული ერთიანობა, ქრისტეში ერთიანობა, ისევ შენარჩუნებულია, არავის არ გაუწყვეტია ის. ადმინისტრაციულთან დაკავშირებით კი... პირველ პლანზე გამოდის სინდისის საკითხი.

თუ წინამძღოლი არ გამოდის „ერთიანი“ ეკლესიის ერთი წევრების მიერ მეორეების მკვლელობის წინააღმდეგ, რომელ საეკლესიო ერთიანობაზეა საუბარი?

რა გრძნობით უნდა მოიხსენიოს მამამ, რომელმაც ომში დაკარგა ერთადერთი ვაჟი, „უდიდეს ბატონად“ ადამიანი, რომელმაც ამ ომს მხარი დაუჭირა? ალბათ, არიან მოღვაწეები, რომელთაც ეს შეუძლიათ. თუმცა, არის კი მორალური უფლება მოსკოვში მოითხოვონ უკრაინელებისგან ასეთი მოხსენიება? და მითუმეტეს, შეიძლება საუბარი იმაზე, რომ ასეთ ადამიანებს „არ ჰყოფნით სიმამაცე ან სინდისი“?

პატრიარქმა გააგრძელა თავისი აზრი დასკვნით, რომ „მოხსენიების შეწყვეტა წარმოადგენს განხეთქილებაში გადაშვების ღია კარს“. ამასთან, ეს საიდუმლოებები, რომელიც ხორციელდება „არამომხსენიებელ“ ტაძრებში, მისი სიტყვებით, „რჩება ქმედითი“. თუმცა, ერთი „მაგრამით“ – „სანამ ეკლესიამ არ გამოიტანა ერთიანი დაგმობა ამა  თუ იმ მღვდელმთავრებისა და მღვდელმსახურების განხეთქილებაში წასვლის თაობაზე“. როგორ უნდა შეფასდეს ეს სიტყვები?

განხეთქილება ხომ კანონიკური დანაშაული და ცოდვაა. ცოდვა კი ან არსებობს ან არ არსებობს. რას ნიშნავს ფორმულირება „სანამ ეკლესიას არ დაუგმია“? შესაძლოა, ვცდებით, მაგრამ აქ იგრძნობა ერთგვარი საფრთხე - თითქოს, მოიქცევით „ცუდად“ - დაგსჯით.

ამის მიუხედავად, მღვდელმთავართა თათბირმა არაფერი თქვა „კანონების დაცვის“ აუცილებლობაზე მოხსენიებასთან დაკავშირებით, დოკუმენტებში მასზე არაფერია ნათქვამი.

 

                                                                     ***

მღვდელმთავართა თათბირის შედეგები გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, მათ შორის, უმე-სა და რმე-ს ურთიერთდამოკიდებულებებში. ამავე დროს გაჩნდა ახალი ნოტები, რომლებიც მიუთითებენ, რომ დისტანცია ეკლესიებს შორის იზრდება და ეს არანაირად არაა უკრაინელების ბრალი. გასაგებია, რომ რუსული ეკლესიის ბევრი ეპისკოპოსი იმედოვნებს, რომ შედეგების გარჩევა შესაძლებელი იქნება ომის შემდეგ. თუმცა, ომი შეიძლება რამოდენიმე წელიწადი გაგრძელდეს. სწორედ რომ დიალოგი და არა მონოლოგი, სტილში „მე უფროსი, შენ სულელი“. ჯერჯერობით ასეთი დისკუსია არ ჩანს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ იქნება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ