ქრისტეს გააჩნია გეგმა, ნუ გეშინიათ! მორფიის მიტ. ნეოფიტი გამოცდების შესახებ
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ქრისტიანები კორონავირუსის ეპიდემიის მძვინვარების დროს.
მჟკ-ს ხელთ ჩაუვარდა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მორფიის მიტროპოლიტ ნეოფიტის ქადაგება წმინდა დიდმოწამე ირინეს დღესასწაულის საღამოზე. ქადაგებიდან წელიწადზე მეტია, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მისი აქტუალობა არა მხოლოდ არ შემცირდა, არამედ კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ქვემოთ მისი ძირითადი თეზისებია.
მოწამეობა - ძვირფასი გზა სამოთხეში
დღეს ამ რთულ პირობებში წმინდა ირინემ გვიხმო მის პატარა თემში, რათა მის დღესასწაულს პატივი ვცეთ.
შემდეგ ჩვენ ღირსი ახალმოწამე ეფრემის ხსენებას აღვნიშნავთ. თურქებმა შეიპყრეს ის, თავით ქვემოთ დაკიდეს თუთიის ხეზე და ქვემოდან კოცონი დაუნთეს. ისინი მას სწევდნენ და უშვებდნენ დაბლა თოკით, აიძულებდნენ უარი ეთქვა მართლმადიდებლურ რწმენაზე. თუმცა, წმინდანი ყოველ ჯერზე პასუხობდა: „ქრისტეს ვერ ვუარყოფ, რადგან მან მარადიული სიცოცხლე მაჩუქა!“ მაშინ, თურქებმა წმინდანს მუცელში ჩირაღდანი გაუყარეს და ის ცეცხლში გაახვიეს. ასე დაამტკიცა თავისი რწმენა წმინდა ახალმოწამე ეფრემმა.
ვფიქრობ, რომ უფალი წმინდანების სისხლით იცავს თავის ხალხს. წმინდა ირინე, სადაც არ უნდა ყოფილიყო ის, ყოველთვის ქადაგებდა ქრისტეს. მას აწამებდნენ, აპატიმრებდნენ, ციხეში სვამდნენ, მაგრამ ის აგრძელებდა ქადაგებას. „ქრისტე აღსდგა!“, - ამბობდა ის.
ქრისტე აღსდგა და ჩვენც აღვდგებით. როცა ჩვენი სული სხეულს განშორდება, ის არ მოკვდება, როგორც ეს ცხოველების შემთხვევაში ხდება. ის წავა თავის შემქმნელთან, უკვდავ უფალთან. და თუ უფალი ჩვენ სიყვარულსა და მონანიებაში გვიპოვის, მარადიულ სიცოცხლეს მოგვანიჭებს.
მოდით, გავიხაროთ ქრისტესთვის, მისთვის და მისი წმინდანებისთვის, ჩვენი ნათესავებისა და მეგობრებისთვის, რომელთაც მარადიულ ცხოვრებაში დავინახავთ.
ცოდვილი ადამიანი თავად ირჩევს ჯოჯოხეთს
რა ტრაგედიაა შეხვიდე არა სამოთხეში, არამედ სხვა ადგილას. თუმცა, არა უფალი წამიყვანს, არამედ თავად წავალ - რადგანაც ვერ ვისწავლე სიყვარული. რადგანაც ვერ შევიყვარე უფლის სამართლიანობა. ვერ შევიყვარე ქრისტეს თავმდაბლობა, მონანიება, მიტევება და სიკეთე. თავად წავალ ჯოჯოხეთში. უფალი არავის უშვებს იქ. მეორედ მოსვლის დროს ის გამოავლენს, თუ რა აქვს ყველა ადამიანს გულში. ასე აღსრულდება უფლის სამართლიანი სამსჯავრო.
ცოცხლებიც და მკვდრებიც სულიერ კიბეზე არიან
მიწიერი ცხოვრების დროს სულიერ კიბეზე ავდივართ. ვიღაცა ქვემოთ, ვიღაც - ზემოთ. ვიღაც გადაწყვეტს შეცოდებას, ვიღაც კი სათნოების კეთებას. თუმცა, გარდაცვლილებსაც შეუძლიათ ამ კიბეზე გადაადგილება. ჩვენ მათ გამო პარაკლისს ვიხდით და მოწყალებას გავიღებთ: რათა ისინი, ვინც დაბლა არიან, ზემოთ ავიდნენ და ცოტა სინათლე დაინახონ, მამის, ძისა და სულიწმინდის სამმაგი სინათლე.
სიცოცხლე მარადიულია - ესაა სიხარული, მარადიული ურთიერთობა უფალთან, მისი მარადიული მსახურება. იქ არაა დღე და ღამე. ყველაფერი ნათელია. ამას ხვდებოდნენ წმინდა ირინე, წმინდა ეფრემი, ყველა წმინდანი ხვდებოდა, რას ნიშნავს სიკვდილი, როცა ის ქრისტეს სახელითაა. როცა თქვენ ქრისტესთან ხართ, სიცოცხლესთან ხართ. როცა ქრისტესთან ხართ, სიკვდილი არ არსებობს.
ვინც ეზიარება ღირსეულად არ შეიძლება დასნებოვნდეს, ხოლო უღირსად - შეიძლება
ის, რაც ახლა ხდება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ცდუნებაა. ეს მძიმე განსაცდელია ქრისტიანებისთვის. ბევრს ეშინია დასნებოვნების და კითხულობს, შეიძლება კი დაავადება ზიარების მეშვეობით გადაედოს. ასე ვიტყოდი: როცა რწმენით, მორჩილებით, ცოდვის გრძნობით ეზიარებით, მაშინ დიდი მადლი გადმოდის. ის განდევნის ყოველგვარ ინფექციას, ფიზიკურს თუ სულიერს.
ქრისტე აღსდგა და ჩვენც აღვდგებით. როცა ჩვენი სული სხეულს განშორდება, ის არ მოკვდება, როგორც ეს ცხოველების შემთხვევაში ხდება. ის წავა თავის შემქმნელთან, უკვდავ უფალთან. და თუ უფალი ჩვენ სიყვარულსა და მონანიებაში გვიპოვის, მარადიულ სიცოცხლეს მოგვანიჭებს.
თუმცა, თუ ჩვენ მივდივართ წმინდა ზიარებასთან უდიერად, მოუმზადებლად, მორჩილების გარეშე, არამედ უბრალოდ წესისა თუ ჩვევის მიხედვით, მაშინ არც ჩვენი სული და არც სხეული არ მიღებს უფლის მადლს. ნაცვლად იმისა, რომ გაძლიერდეს სულიწმინდის მადლი, ჩვენს შიგნით ცოდვა გაძლიერდება.
ნაცვლად იმისა, რომ ეზიაროთ „ცოდვების დატევებითა და მარადიული ცხოვრებით“, განკითხვით ეზიარებით. მაშინ შეიძლება დაავადდეთ. დაავადდებით თუ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უდგებით, ემზადებით ზიარებისთვის. და მოციქული პავლე, საუბრობს რა ევქარისტიაზე, განმარტავს, რატომ კვდება ბევრი, რატომ ავადდება და სუსტდება: რადგანაც ისინი ეზიარებიან უღირსად და უყურადღებოდ.
ქრისტე წმენდეს თავის ეკლესიას
კორონავირუსის ეპიდემიამ შექმნა პირობა, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი რწმენის ჩვენება. შესაძლოა, ეს და მომდევნო წელი გამოცდის წლები იყოს. ზოგიერთი გადის გამოცდას, ზოგი - ვერა. ამის შესახებ გვაფრთხილებენ წმინდანები, მაგრამ მათ ახლა ცოტა თუ უგდებს ყურს. განსაცდელში ცხადი ხდება, თუ ვინაა ქრისტეს ერთგული მონა და ვინ -არა. გამოცდის დროს მშიშარა და არაერთგული ტოვებს ეკლესიას, რომელიც წარმოადგენს ქრისტეს ხომალდს.
ამჟამად ყველა გამოცდას გავდივართ. ადრე, უფრო ხელსაყრელ დროს, ჩვენ ვეცადეთ კეთილი საქმეების კეთებას: მომლოცველობას წმინდა ადგილებზე, მორჩილებას და და.აშ. თუმცა, დღეს უკვე შეუძლებელია ძველი დამსახურების იმედი გქონდეს. ასეთია ქრისტეს გეგმა - გამოგვცადოს.
სიცოცხლე მარადიულია - ესაა სიხარული, მარადიული ურთიერთობა უფალთან, მისი მარადიული მსახურება. იქ არაა დღე და ღამე. ყველაფერი ნათელია.
თქვენ ფიქრობთ, რომ გეგმები მხოლოდ ჰენრი კისინჯერს, ბილ გეიტსს, მაგნატებსა და ოლიგარქებს გააჩნიათ? არა. გეგმა ქრისტესაც აქვს. მას ყველაზე მეტად ვუყვარვართ, მაგრამ გამოცდას გვიწყობს. ქრისტეს ხომალდზე, ისევე როგორც ყველა ხომალდზე, არის გუნდი. ესენი არიან ის ქრისტიანები, რომლებიც ქრისტეს ერთგულნი რჩებიან დღევანდელი გამოცდის დროს. და მისი ხომალდის გუნდს ის მართლმადიდებლობის აღზევების ეპოქასთან მიიყვანს, როცა ჭეშმარიტი რწმენის სინათლე ყველა ხალხს გაანათებს დედამიწაზე.
ეს აღზევება იქნება მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც უკვე დაიწყო. ანუ ის, რასაც ახლა გავდივართ - ეს არის ბიოლოგიური ომი. მისი მიზანია დაშინება. თუ ხალხს დააშინებ, მას შეიძლება ნებისმიერი რამ გაუკეთო. შეიძლება აიძულო ის არა მხოლოდ აიცრას, არამედ უფრო უარესიც.
სიკვდილი აღებს მარადიული სიცოცხლის კარებს
ახლა გვჭირდება სიმამაცე, რათა ქრისტე ვიქადაგოთ და არ გვეშინოდეს იმის, თუ რას იტყვიან ჟურნალისტები ან ძალაუფლების მქონენი. პირველად როდია დედამიწაზე ეპიდემია. თუმცა, დღევანდელი ეპიდემია არის მიზეზი, რათა დააშინონ ხალხი და მათზე კონტროლი დაამყარონ.
ჩვენ მუდმივად უნდა გვახსოვდეს და ვასწავლიდეთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს, რომ სიცოცხლე არ სრულდება საფლავში. ქრისტესა და მარადიული სიცოცხლის რწმენით მარცხდება შიში. გესმით? ამით მარცხდება ნებისმიერი დაავადების, ნებისმიერი ავარიის, ნებისმიერი ომის, ნებისმიერი უბედურების შიში. თუ ჩვენ არ შეგვიძლია შიშის დაძლევა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მთელი გულით არ გვწამს მარადიული სიცოცხლისა და ქრისტესი. ის არის მარადიული სიცოცხლე და ის გვაძლევს მას. ჩვენ უნდა გვინდოდეს მარადიულ ცხოვრებაში შესვლა, ჩვენ უნდა შევიყვაროთ ქრისტე და შევასრულოთ მისი მცნებები. ქრისტე არის სრულყოფილი სიყვარული, ხოლო სრულყოფილი სიყვარული ფანტავს შიშს.
ის, რასაც ახლა გავდივართ - ეს არის ბიოლოგიური ომი. მისი მიზანია დაშინება. თუ ხალხს დააშინებ, მას შეიძლება ნებისმიერი რამ გაუკეთო.
რამოდენიმე დღის შემდეგ ვიზეიმებთ წმინდა პაქომი დიდის, ბერ-მონაზვნობის მასწავლებლის ხსენების დღეს, რომელმაც ირგვლივ შემოიკრიბა არა ასეულობით, არამედ ათასეულობით ბერი. იცით, როგორ გარდაიცვალა ის? ქოლერისგან. მისი მოწაფე და მემკვიდრე წმინდა თეოდორიც ასევე ქოლერისგან გარდაიცვალა. მაშინ ბევრი ბერი ემსხვერპლა ამას. ისინი არ კითხულობდნენ: რატომ არ გადაარჩინა ქრისტემ დაავადებისა და სიკვდილისგან? ისინი ქოლერასგან კვდებოდნენ და უფალს მადლობას სწირავდნენ. ისინი მწიფე თავთავები იყვნენ, რომელიც უფალმა თავის ბეღელში შეაგროვა.
ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს კორონავირუსისგან, ან სხვა დაავადებისგან, უბედური შემთხვევისგან ან სიბერისგან. თუმცა, სიცოცხლე არ სრულდება სიკვდილით. ესაა ხიდი მარადიულ სიცოცხლეზე გადასასვლელად, რომელშიც არაა ტკივილი და დარდი. გადასასვლელი ქრისტესმიერ სიცოცხლეზე.
ნუ გეშინიათ, ქრისტე ყველაფერს თავად მოაგვარებს
ეპიდემიის დროს ძლიერნი ამა ქვეყნისანი გვიბრძანებენ სახლებში ჯდომას. მათ დახურეს ტაძრები, რათა თითქოსდა არ დავსნებოვნდეთ. თუმცა, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ტაძარში დაავადების. ჩვენ არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ წმინდა ზიარება არის ქრისტეს სხეული და სისხლი.
წაიკითხეთ წმინდანთა ცხოვრება, სახარება, ფსალმუნები, ლოცვა „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“ და „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვიხსენი“. და თქვენ დარწმუნდებით, რა სწრაფად ჩაიფუშება ყველა დემონის გეგმა და რა სწარაფად დააალაგებს თავის ადგილას ქრისტე ყველაფერს. ქრისტეს გააჩნია თავისი გეგმა, ის ყველაფერს თავად მოაგვარებს. ნუ გეშინიათ! ნუ დაეჭვდებით მის არსებობასა და მარადიულ ცხოვრებაში, რომლის მოცემაც მას სურს ჩვენთვის.
ზოგიერთი ამბობს, რომ დღეს უკვე დადგა ანტიქრისტეს ეპოქა, მაგრამ ეს ასე არაა. არ უნდა აგვერიოს. ანტიქრისტეს დრო მოგვიანებით დადგება. დღეს მოქმედებენ ანტიქრისტეს ძალები, რომლებიც ყოველთვის იყვნენ და არიან ახლაც. თუმცა, თუ ჩვენ ქრისტესთან ვართ, ვერავინ დაგვამარცხებს.