ჩვენი ეკლესია პასუხობს ფანარიოტულ „ხმა გაკმინდეთ“-ზე
უმე-ს მღვდელმთავრობა თვლის, რომ ფანარიონიდან მოწოდებები „ხმა გაკმინდეთ“ არ ჟღერს ძმურად და ქრისტიანულად.
არცთუ დიდი ხნის წინ ვინიცკელებმა ლიტანიობა ჩაატარეს კალინოვსკის ჯვრისთვის და მონაწილეობა მიიღეს დიდ ლიტანიობაში, რომელიც კიევში კიევის რუსეთის მართლმადიდებლობის დღეს მიეძღვნა. და აი, ვინიცკის მხარის მორწმუნეები კვლავ შეიკრიბნენ და ტულჩინის ეპარქიის ჩეჩელნიცკის მთავარანგელოზ მიქაელის ქალთა მონასტერში ერთობლივი ლოცვისთვის. დღეს ბერმონაზონთა მორჩილებას აქ ეწევა 36 მესენაკე იღუმენია სერაფიმეს (სმაგლო) მეთაურობით.
მორწმუნეებმა პატივი მიაგეს მოციქულთასწორ მარიამ მაგდალინელს და აღნიშნეს სავანის პირველი ხუთწლეული, რომელიც დაარსდა აწგანსვენებულ სქიარქიმანდრიტ იონას (სტორჩაკი) მიერ. სადღესასწაულო წირვას ხელმძღვანელობდა ტულჩინის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი მიტროპოლიტი იოანათანი (ელეცკიხი), ვინიცკისა და ბარსკის მიტროპოლიტი ბარსონოფი (სტოლიარი), უმანისა და ზვენიგოროდსკის მიტროპოლიტი პანტელეიმონი (ლუგავოი), გოროდნიცკის არქიეპისკოპოსი ალექსანდრე (ნესტერჩუკი), ლადიჟინის ეპისკოპოსი სერგეი (ანიცოი).
სადღესასწაულს ესწრებოდა ბრაილოვის წმინდა სამების ქალთა მონასტრის წინამძღოლი, იღუმენია ანტონია (სტეცენკო). საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ვინიცკის მხარის ეპარქიების სამღვდელოებამ, მათ შორის, მიტაცებული ტაძრების წინამძღოლებმაც.
– ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როცა ჭეშმარიტება ითელება ურწმუნოების, უღმერთოების, ქრისტეს, ეკლესიის მტრების მიერ. როცა ჩვენზე, უფლის მორჩილ მონებზე, რომლებიც ლიტანიობაში მონაწილეობენ თითით მიანიშნებენ, როგორც ოდესღაც ჯვარცმულ ქრისტეზე აქნევდნენ თავს იუდეველები და სადუკეველები, - ეს სიტყვებია ტულჩინისა და ბრაცლავსკის მიტროპოლიტ იონათანის ქადაგებიდან.
- ჩვენ ვცხოვრობთ სიცრუის, იმის გამო დევნის დროს, რომ ჩვენს წინამძღოლად ვაღიარებთ მხოლოდ კიევისა და სრულია უკრაინის მიტროპოლიტ უნეტარეს ონუფრის. მათ შორის, ვინც ხელს სწევს ჩვენს ერთიანობაზე, სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, ვინც ატარებს უმაღლეს საეკლესიო წოდებას - კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი. მისი, საგარეო პოლიტიკური ძალების შრომით შეიქმნა ანტიეკლესია უკრაინაში. განხეთქილებაში მყოფების უმადლო საზოგადოება და ქრისტეს მტრების მთელი არმია მათ მხარს უჭერს, ადიდებს და ამაღლევს და არა კიცხავს. ასეთ დროს უნდა გამოვიჩინოთ სამოციქულო მოთმინება - აღნიშნა მიტროპოლიტმა იონათანმა. - ჩვენ დღეს, როგორც არასდროს უნდა ვიყოთ ერთად, ერთ მუშტად შევიკრათ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის ირგვლივ, რომელიც ბართოლომეოსმა უკანონოდ ცნო. და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ „ნეტარ არიან ისინი, როცა დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი სახელით“.
სადღესასწაულო წირვაზე მყოფმა დეკანოზმა პავლე პეტლიოვანმა, ვინიცკის რაიონის სოფელ სტრელჩინცის მიტაცებული ტაძრის წინამძღოლმა, მჟკ-ს კორესპონდენტს აცნობა, რომ წინასწარმეტყველ ელიას სახელობის უძველესი ეკლესია მათ სოფელში, ახალშექმნილმა ფსევდოსაეკლესიო სტრუქტურამ 3 წლის წინ დახურა.
-ვწირავთ ტაძრის ეზოში. ზაფხულში გუნდს ბულბულები უერთდებიან გალობისას, ხოლო ზამთარში - ქარის წუილი. თუმცა, მრევლი არა მხოლოდ შენარჩუნდა, არამედ გაიზარდა კიდეც. კიევში დიდ ლიტანიობაზე ჩვენთან ერთად მრევლის შვილებიც იყვნენ, რომლებიც გერმანიიდან ჩამოვიდნენ. გვაქვს 16 სასამართლო სხდომა და ქაღალდების მთელი დასტა. თუმცა, იმედი გვაქვს სამართლის უზენაესობის. მტკივნეულია, როცა 200 წლიანი ისტორიის მქონე ტაძარი ცარიელია.
„მკაცრი მეგობრები“, როგორც უწოდებს მეუ-ს წარმომადგენლებს მამა პავლე, აქ იშვიათად ჩნდებიან. ორი წლის წინ მხოლოდ 5 -ჯერ ჩატარდა წირვა, გასულ წელს - არცერთხელ. ამ წელს წირვას სამი ადამიანი დაესწრო და მოსულმა „მღვდელმა“ უარი განაცხადა ასეთი საზოგადოებისთვის წირვაზე. სოფელი დაიყო. სხვადასხვა მაღაზიებში დადიან უმე-ს მორწმუნეები და ისინი, ვინც მხარს უჭერს მეუ-ს.
მამა პავლე ვერანაირად ვერ ხდება ფანარიოტელი იერარქის აპოსტოლის სიტყვებს, რომელიც ითქვა უმე-ს მღვდელმთავრების მისამართით - „გაკმინდეთ ხმა“.
-იერარქები ფანარიონზე ჭკვიანი, ბრძენი ხალხია ტრადიციებით, სხვადასხვა სიტყვების პოვნა შეუძლიათ კომენტარისთვის. ასეთი კი ჯერ არ გამიგია, - ამბობს მამაო.
ფანარიონის იერარქის სიტყვების უკვირს ვინიცკისა და ბარსის მიტროპოლიტ ბარსონოფის:
- როცა ეს წავიკითხე, არც კი მჯეროდა, რომ ეს ეკლესიის იერარქს შეეძლო ეთქვა, იმდენად მკვახედ და გამომწვევად ჟღერდა ეს. დიახ, კონსტანტინოპოლის ეკლესიას უდიდესი ისტორია აქვს, მაგრამ იმის განცხადება, რომ მათ „მადლი გადმოგვცეს“ და ახლა აქვთ უფლება ხმა გაგვაკმინდინონ - ეს არაა არც ძმური, არც ქრისტიანული. ეთიკურიც არაა ასეთი სიტყვები იერარქისთვის გამოიყენო. ჩვენი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ამ მკვახე სიტყვებს პასუხს გასცემს.
ჩვენ განვიცდით განხეთქილებას საზოგადოებაში, მიტაცებულ ტაძრებს, ჩვენი მორწმუნეების ცემას. ამის მოწმე ვარ. პირადად თავს მესხმოდნენ „ეკლესიის“