რა მოაქვს ჩვენთვის „ევროვიზიას“ ანუ რა ხდება იქ, კულისებს მიღმა

29 May 2021 02:10
98
ტრანსვესტიტებისა და გაუკუღმართებულების შოუდან ეს კონკურსი ღია, დაუფარავი სატანიზმისკენ მიექანება. ფოტო: СПЖ ტრანსვესტიტებისა და გაუკუღმართებულების შოუდან ეს კონკურსი ღია, დაუფარავი სატანიზმისკენ მიექანება. ფოტო: СПЖ

ევროპის მთავარი მუსიკალური კონკურსი წლებთან ერთად სულ უფრო მეტად გვევლინება მოედნად ღიად ანტიქრისტული და სატანისტური შეხედულებების ქადაგებისთვის. სამწუხარო ფაქტია.

ყოველ წელს ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ტარდება სიმღერის კონკურსი „ევროვიზია“. და ყოველ წელს, ჩვენ თქვენთან ერთად სულ უფრო მეტად ვრწმუნდებით იმაში, რომ „ევროვიზია“ ეს უბრალოდ სიმღერაზე და ხელოვნებაზე როდია. „ევროვიზია“ არის იმაზე, რითი ცხოვრობს თანამედროვე ევროპა და რითი იცხოვრებს ის უახლოეს მომავალში. ამის სასარგებლოდ მკაფიოდ მეტყველებს ისიც, რომ ყოველწლიურად აქცენტები ამ შოუზე სულ უფრო მეტად იხრება  რელიგიისა და რწმენის მხარეს. ამასთან, ეს რელიგიურობა არის მინუსის ნიშნით. ერთი სიტყვით, პოპულარული სასიმღერო კონკურსი გადაიქცევა სცენად მორალური გაუკუღმართებისა და სატანიზმის პროპაგანდისთვის. ამაშინ ეჭვი გეპარებათ? მოდით, განვიხილოთ.

მოედანი პროპაგანდისთვის

სატელევიზიო კონკურსი „ევროვიზია“, დაწყებული 1956 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არასპორტულ ღონისძიებას, 600 მილიონამდე მაყურებლის აუდიტორიით. მაყურებლების ლომის წილს, უდაოდ, შეადგენს ახალგაზრდობა. ანუ ადამიანები, რომელთაც ჯერ კიდევ უყალიბდებათ საკუთარი შეხედულება ცხოვრებაზე და რომლებზეც არსებითად შეიძლება გავლენა ვიქონიოთ ამ შეხედულებების ჩამოყალიბების სფეროში. როგორ? ძალიან მარტივად: მივცეთ მიბაძვის ძალიან მკაფიო მაგალითი. ახალგაზრდა ადამიანები, ასაკობრივი თავისებურებების ძალით, ყოველთვის ეძებენ იმათ, რომელთა მსგავსებადაც სურთ ყოფნა და რომელთაც ბაძავენ.

გასაგებია, რომ „კერპების“ ხელოვნური შექმნა ახალგაზრდებისთვის მოითხოვს ბევრ ძალისხმევას და დიდ ფულს. კიდევ უფრო მეტად არის საჭირო მუშაობა იმისთვის, რომ ეს „კერპები“ დარჩნენ „კერპებად“. ამ თვალსაზრისით მოედანის შექმნა, რომელიც პროპაგანდას უწევს საჭირო ხატებსა და აზრებს და მოლოდინი, როდის მოიტანენ ისინი თავიანთ ნაყოფს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა მასებში საკუთარი იდეების გავრცელების მსურველთათვის.

„ევროვიზია“ ამ მიზნისთვის შესანიშნავად გამოდგება. აქ ყველაფერია, რაც საჭიროა: მაყურებლის უზარმაზარი აუდიტორია, თავად კონკურსის საკმარისი პოპულარობა, ახალგაზრდა ადამიანების დიდი რაოდენობა. რა იდეებს სწევს წინ დღეს „ევროვიზია“? ბევრი რამის გაგება შეიძლება, თუ შევხედავთ კონკურსის მონაწილეებს, განსაკუთრებით კი მის გამარჯვებულებს. გამარჯვებულები - ისინი, ვისაც ჟიური და მაყურებლები საუკეთესოდ მიიჩნევენ. ვნახოთ, ვინ ითვლება ჩვენთან საუკეთესოდ.

ფრიკებისა და გაუკუღმართებულების კონკურსი?

რა მოაქვს ჩვენთვის „ევროვიზიას“ ანუ რა ხდება იქ, კულისებს მიღმა фото 1
„ევროვიზიის“ 2006 წლის გამარჯვებულები, ფინური ჯგუფი Lordi. ფოტო: youtube.com

2000-იანი წლების დასაწყისიდან ევროპის სიმღერის მთავარი კონკურსი სულ უფრო ემსგავსება ფრიკებისა და გაუკუღმართებულების კონკურსს სატანიზმის მხარეს თანდათანობითი გადახრით. ასე, მაგალითად, 2002 წელს სლოვენიიდან გამოვიდან ვოკალური ტრიო “Sestre” („დები“), რომელიც შედგებოდა ტრანსვესისტებისგან სტიუარდესების კოსტუმებში. ფინალში მათ უმნიშვნელო მე-13 ადგილი დაიკავეს. თუმცა, კონკურსის შემდეგ სლოვენურ მის-ებში დაწერეს: „შეიძლება „დების“ წყალობით ჩვენს ქვეყანას ცოტათი მეტი ყურადღება დაუთმონ საერთაშორისო კონკურსზე“. არ გგონიათ, რომ თავის გამოვლენის ჩვეულებრივი ხერხი არაა ეს?

2006 წელს მთელი ჯანსაღი მსოფლიო შოკირებული იტო ფინური ინგლისურენოვანი ჰარდ-როკ-ჯგუფის Lordi გამოსვლით, რომელიც სცენაზე გამოვიდა მონსტრების ნიღბებსა და სამოსში, შეასრულა რა სიმღერა „Hard Rock Hallelujah” („მძიმე როკი ალილუია“). თავად ფინეთში ჯგუფს სატანურად მიიჩნევდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, სწორედ Lordi  აიღო „ევროვიზიის“ პირველი პრიზი.  ეს მოხდა მართლმადიდებლურ საბერძნეთში.

არ შეიძლება არ გავიხსენოთ 2007 წელს ევროპის მთავარ სასიმღერო კონკურსში „ჩვენი“ ვერკა სერდიუჩკას მონაწილეობა. ანდრეი დანილკო, რომელიც ბრჭყვიალა მოკაზმულობით ქალის სამოსში, დიდი მკერდითა და თავზე ვარსკვლავით გამოდის, ამტკიცებდა, რომ კონკურსში მის მონაწილეობას უყურებდა იუმორით და მხოლოდ პუბლიკის „გასართობად“ მიემგზავრებოდა. თუმცა, პუბლიკამ მისი სახე სრულიად სერიოზულად მიიღო და იმდენად ძლიერ „გაერთო“, რომ ტრავესტი-არტისტმა (მისი სახე ევროპულმა პუბლიკამ ასე მიიღო) კინაღამ გაიმარჯვა „ევროვიზიაზე“ დაიკავა რა მეორე ადგილი.

2000-იანი წლების დასაწყისიდან ევროპის მთავარი მუსიკალური კონკურსი სულ უფრო ემსგავსება ფრიკებისა და გაუკუღმართებულების კონკურსს სატანიზმის მხარეს თანდათანობითი გადახრით.

შემდეგ უფრო მეტია. 2008 წელს სასიმღერო კონკურსის სცენაზე ჩნდება უკვე არა ადამიანი, არამედ თოჯინა „ინდაური დასტინი“ სიმღერით “Irelande douze pointe” (“ირლანდიის თორმეტი ქულა“). თუმცა, ის  ნახევარფინალს ვერ გასცდა.

„ევროვიზია“ აგრძელებს თავის დრეიფს გაუკუღმართების მხარეს და 2014 წელს კონკურსის გამარჯვებული ხდება წვერიანი „ქალი“ - ავსტრიელი ტომას ნოივირტი, რომელმაც სასცენო სახელად აიღო კონჩიტა ვურსტი. ის გამოვიდა სიმღერით, რომელსაც საკმაოდ გამჭვირვალე რელიგიური ქვეტექსტი ჰქონდა - „Rise Like a Phoenix” (“ აღვდგები ფენიქსივით“). მართალია, გაუკუღართებულის ბაგით ამ ქვეტექსტმა საკმაოდ ეშმაკეული ელფერი მიიღო.

„ჩემს სახლში არ არის ღმერთი...“

რა მოაქვს ჩვენთვის „ევროვიზიას“ ანუ რა ხდება იქ, კულისებს მიღმა фото 2
2021 წლის „ევროვიზიის“ გამარჯვებულია იტალიური ჯგუფი Maneskin.  ფოტო: ria.ru

და აი, 2021 წელს ევროპის მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია იტალიური ჯგუფი Maneskin სიმღერით Zitti E Buoni. მუსიკის ბევრმა დამფასებელმა შვებით ამოისუნთქა: როგორც იქნა გამარჯვება მოიპოვა „ძველმა კეთილმა როკმა“, გარდა ამისა, Maneskin-ის სოლისტი თითქმის ერთადერთი ჰეტეროსექსუალია „ევროვიზიაზე“ (მართალია, გარეგნულად არტისტი ამაში ეჭვს შეგატანინებს). თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად როდია.

უდაოდ შეიძლება ვთქვათ, რომ „ევროვიზია 2021“ მიმდინარეობდა რაღაც ეშაკეული სცენარით. ასე, მაგალითად, კონკურსი გაიხსნა შავ-წითელ ტონებში, ხოლო პირველი გაჟღერებული სიმღერა გახლდათ კვიპროსელი შემსრულებლის ელენ ცაგრინუს კომპოზიცია სახელწოდებით „EL Diablo”, „ეშმაკი“. ამ სიმღერის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდნენ კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი, ცალკეული მღვდელმთავრები და კვიპროსელი სასულიერო პირები, ერისკაცები და უბრალოდ ყველა ის, ვინც თავს თვლის უფლის მორწმუნე ადამიანად. თუმცა, „EL Diablo”კონკურსიდან არ მოიხსნა.

გასაკვირი არაა ცაგრინუს სიმღერა სატანისა და ბნელი ძალებისადმი აშკარა ალუზიებით ერთადერთი არ იყო. მაგალითად, ფინელებმა წარმოადგინეს კომპოზიცია „ბნელი მხარე“, ნორვეგიამ - „დაცემული ანგელოზი“, დიდმა ბრიტანეთმა - „კუნჭულები“, ალბანელებმა - „კარმა“, ნიდერლანდელებმა იმღერეს „ახალი ერას დაბადება“ (“Birth Of A New Age”).

თუმცა, კონკურსში გაიმარჯვა ნახსენებმა სიმღერამ „Zitti E Buoni“ („ჩუმები და მორჩილები“). თითქოსდა ნორმალური სახელწოდებაა, არა? და რა შუაშია აქ სატანიზმი? თავად განსაჯეთ. აი, ამონარიდი ტექსტიდან „Zitti E Buoni“:

„ჩემს სახლში არაა ღმერთი,

თუმცა, თუ დროის შეგრძნებას დაიჭერ,

აღდგები შენი აღტკინებიდან.

არ არის ქარი, რომელსაც შეუძლია აღადგინოს

ბუნებრივი ძალა

სწორი თვალსაზრისით.

შენ გრძნობ ქარის თრთოლვას,

ზურგზე ცვილის ფრთებით

მოვძებნი ამ სიმაღლეს.

თუ გინდა გამაჩერო, სცადე კიდევ ერთხელ,

კიდევ ერთხელ სცადე მომკვეთო თავი, რადგან

მე ჭკუაზე არ ვარ, მაგრამ არ ვარ ისეთი, როგორც ისინი,

შენც არ ხარ ჭკუაზე, მაგრამ არ ხარ ისეთი, როგორც ისინი,

ჩვენ არ ვართ ჭკუაზე, მაგრამ არ ვართ ისეთები, როგორც ისინი“.

შენ, უფალს, გადიდებთ?

რა მოაქვს ჩვენთვის „ევროვიზიას“ ანუ რა ხდება იქ, კულისებს მიღმა фото 3
ნორვეგიელი მონაწილის გამოსვლა. ფოტო: lifeinnorway.net

სამოცი წლის წინ კონკურსის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს „ევროვიზიის“ ჰიმნად გაეხადათ უძველესი ქრისტიანული ჰიმნი “Te Deum” ( ლათინურის პირველი სიტყვებიდან -„Te Deum laudamus”), რომელზე მუსიკაც დაწერა მე-17 საუკუნის კომპოზიტორმა მარკ-ანტუან შარპანტიემ. მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის ეს ჰიმნი უფრო ცნობილია სახელწოდებით „შენ, უფალს, გადიდებთ“. მის ავტორად გადმოცემის მიხედვით ითვლება წმინდა ამბროსი მედიოლანელი.

აი, “Te Deum”-ის თანდათანობითი ტრანსფორმაცია „ევროვიზიის“ პირველი დღიდან თანამედროვე ჟღერადობამდე:

საინტრესოა, რომ ჰიმნი „Te Deum“ არის პირველი, რაც ესმის დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ გმირს, როცა მის წინაშე იღება განსაწმენდელის (ერთგვარი ჯოჯოხეთის მსგავსი კათოლიციზმში, რომელსაც მარადიული განფენილობა არ გააჩნია) კარი:

„ მე აღვმართე მზერა, როცა მან დაიქუხა,

და მომესმა, საამო ზუზუნის მიღმა

შორეული Te Deum მოფრინდა.

და ზუსტად ასე იყო აქაც,

რაც არაერთხელ გვსმენია,

როცა დგანან და ორღანის ქვეშ მღერიან,

და ეს სიმღერა ხან მაფიოა, ხანაც არაა მკაფიო“.

შემთხვევითია, რომ „ევროვიზიის“ დამფუძნებლებმა ჰიმნის სახით აირჩიეს სწორედ „Te Deum“? თუ შევხედავთ იმას, რადაც გადაიქცა დღეს სასიმღერო კონკურსი, დასკვნა ერთმნიშვნელოვანია - არა, შემთხვევითი არაა. არსებითად, „ევროვიზია“ ერთგვარი ჯოჯოხეთის წინასწარ შეგრძნება, იმის განჭვრეტაა, თუ რა ელის ცოდვილს საიქიოში. ეს კონკურსი თანდათან ტრანსვესისტების, გაუკუღმართებულებისა და ლგბტ-თემის წარმომადგენლების შოუდან ღია, დაუფარავი სატანიზმისკენ იხრება.

„ევროვიზიის“ თამასა სულ უფრო ეცემა. იქ უკვე დიდი ხანია არავინ პოულობს ახალ სახელებს მუსიკალურ სამყაროში, იქ იმარჯვებენ არა ისინი, ვინც მღერიან, არამედ ისინი, ვინც შეესატყვისება მეინსტრიმს. და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ეს მეინსტრიმი არა უბრალოდ ათეისტური და სეკულარული, არამედ ღიად ანტიქრისტიანული და სატანისტურიც კია.

„ჩემს სახლში არაა ღმერთი...“ მღერის „ევროვიზია-2021“ წლის გამარჯვებულის ჯგუფის სოლისტი. და მართლაც, თუ მას შევხედავთ და ასევე ამ კონკურსის მონაწილეთა უმრავლესობას, გასაგები ხდება, რომ მათ სახლში ღმერთი არაა. მაგრამ რა, თუ ეს სახლი, რომელზეც ის მღერის, არის მთელი ევროპა? არის კი იქ ჯერ კიდევ ადგილი ღმერთისთვის?

თუ... იტალიელი არტისტი მართალია?

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ