იღუმენია სერაფიმა (შევჩიკი): უკრაინის ძლიერება - მართლმადიდებლურ რწმენაშია

19 November 2020 10:20
247
დღეს, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ტაძარში, და არა მარტო რუსეთის არამედ ბელორუსის, ყაზახეთის და მოლდოვას და მსოფლიოს 60 ქვეყნის ტაძარში, უკრაინისთვის ლოცვა აღევლინება. ფოტო: church.ua დღეს, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ტაძარში, და არა მარტო რუსეთის არამედ ბელორუსის, ყაზახეთის და მოლდოვას და მსოფლიოს 60 ქვეყნის ტაძარში, უკრაინისთვის ლოცვა აღევლინება. ფოტო: church.ua

საუბარი ოდესის მთავარანგელოზ-მიხაილოვსკის  დედათა მონასტრის წინამძღვართან, იღუმენია სერაფიმასთან (შევჩიკი) უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 30 წლისთავთან დაკავშირებით.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის დასასრულს მისული 2020 წელი საიუბილეოა: 30 წლის წინ, 1990 წლის ოქტომბრის ბოლოს, პატრიარქმა ალექსი მეორემ ხელი მოაწერა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის, ფართო ავტონომიიის უფლებით, მინიჭების სიგელს. მთელი ამ წლების განმავლობაში უკრაინის კანონიკური ეკლესია ექცეოდა მრავალი განსაცდელის ქვეშ, მათ შორის იყო სისხლიანი განხეთქილებაც და ხელისუფლების მხრიდან ღია დევნაც.

ამ რთულ, გარკვეულწილად დრამატულ პერიოდზეა - ჩვენი საუბარი იღუმენია სერაფიმასთან (შევჩიკი),  რომელიც არის მერ-ის (რუსული მართლმადიდებლური ეკლესია) სათათბირო საბჭოს წევრი, მეუ(კ)-ს (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (კანონიკური) სინოდიალური განყოფილების „ეკლესია და კულტურა“ უფროსი. დედაო სერაფიმა - ავტორია მეუ(კ)-ს ცხოვრებასა და უკრაინის მართლმადიდებლობის ისტორიის შესახებ 20-ზე მეტი წიგნისა და მონოგრაფიისა; ორგანიზატორი და ხელმძღვანელია - მუზეუმებისა „მართლმადიდებური უკრაინა“ და „ქრისტიანული ოდესა“, მრავალრიცხოვანი გამოფენებისა და კონფერენციებისა. ერთ-ერთი ბოლო ღონისძიება მიეძღვნა სწორედ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 30 წლის იუბილეს.

ოცდაათი წლის წინ...

იღუმენია სერაფიმა (შევჩიკი): უკრაინის ძლიერება - მართლმადიდებლურ რწმენაშია фото 1
უწმინდესის და უნეტარესის პატრიარქ ალექსი მეორის სიგელი. ფოტო: news.church.ua

დედაო სერაფიმასთან საუბრის დაწყებამდე ჩვენს პატივცემულ მკითხველს შევახსენებ იმ შორეული პერიოდის შესახებ რამდენიმე ისტორიულ და პოლიტიკურ მომენტს, რომელიც წინ უძღვოდა პატრიარქ ალექსი მეორს მიერ მეუ(კ)-სთვის დამოუკიდებლობისა და თვითმმართველობის სიგელის, ან როგორც ეხლა მას უწოდებენ - ტომოსის, გადაცემას.

1989 წლის ბოლოს, მ.ს. გორბაჩოვის ვატიკანში ვიზიტის შემდეგ, რომის პაპის იოანე პავლე მეორის (კერ-ის (რომის კათოლიკური ეკლესია) მართვის პერიოდი 1978-2005 წწ.), პოლონური წარმოშობის პირველი პონტიფიკის თხოვნით, აღორძინებულ იქნა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია, რომელიც ომის დროს თანამშრომლობდა გერმანელ ოკუპანტებთან და რომელმაც 1946 წელს შეწყვიტა სსრკ-ში არსებობა. მართლმადიდებლური ეკლესიებისა და საკათედრო ტაძრების ხელში ჩაგდების ტალღამ მოიცვა დასავლეთ უკრაინის მთელი ტერიტორია, მართლმადიდებელი სასულიერო პირები ოჯახებით იდევნებოდნენ  ეკლესიის საცხოვრებელი შენობებიდან ქუჩაში, მათზე ძალადობდნენ და დევნიდნენ.

1990 წლის თებერვალში ივანო-ფრანკოსვსკის არქიეპისკოპოსი მაკარი (სვისტუნი; † 2007) ჩაიკეტა აღდგომის საკათედრო ტაძარში ბერძენი-კათოლიკების დარბევის პროტესტის ნიშნად, გამოაცხადა უვადო შიმშილობა, რამაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია სსრკ-ს რელიგიურ საქმეთა საბჭოში - ფილარეტის, მეუ(კ)-ს მაშინდელი კანონიერი იერარქის, ბრძანებით მეუფე... გაათავისუფლეს ეპარქიის ადმინისტრაციიდან.

იღუმენია სერაფიმა (შევჩიკი): უკრაინის ძლიერება - მართლმადიდებლურ რწმენაშია фото 2
მიტროპოლიტი მაკარი (სვისტუნი; † 2007). ფოტო: wikimedia.org

იმავე 1989 წელს უსსრ-ის (უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა) რელიგიურ საქმეთა საბჭოში დარეგისტრირდა უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის კიევის პატრიარქატი, რომელიც უკრაინაში ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ХХ საუკუნის დასაწყისში, რევოლუციური გარდატეხების ფონზე 1919-20-იან წწ. და რომელსაც ხალხმა მეტსახელად "თვითწმინდა ლიპკივსკელები" (უკრაინული სქიზმატიკის ლიდერის ვასილ ლიპკივსკის სახელის მიხედვით) შეარქვა. მას ბოლშევიკებიც უჭერდნენ მხარს, რათა შეესუსტებინათ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენა უკრაინაში. თუმცა უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის კიევის პატრიარქატმა  1937 წელს შეწყვიტა სსრკ-ში არსებობა.

უკრაინელი სქიზმატ-აქტივისტებს შორის იყო მომავალი  მეუა-ს (უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია) პატრიარქიც მსტისლავი (სკრიპნიკი, 1898-1993წწ.) , მაშინ ჯერ კიდევ ერისკაცი - სტეფან ივანოვიჩ სკრიპნიკი, სიმონ პეტლურას ძმიშვილი, მსახურობდა მის, უსრ (უკრაინის სახალხო რესპუბლიკა) ჯარში პირად ადიუტანტად, ხოლო 1942 წელს ჰიტლერის ოკუპაციის დროს „სან“-ის წოდებაც კი მიიღო, ომის შემდეგ კი კანადასა და შეერთებულ შტატებში გაიქცა. 

1990 წლის 5 ივნისს კიევში, მეუა-ს საბჭოზე მსტისლავი "კიევისა და მთელი უკრაინის პატრიარქად" აირჩიეს; იმავე წლის ოქტომბერში იგი დაბრუნდა უკრაინაში, ეწვია კიევსა და ლვოვს. 1990 წლის 18 ნოემბერს, ხელისუფლების კეთილი ნებით, კიევის წმინდა სოფიის საკათედრო ტაძარში შედგა მისი „აღსაყდრება“: მსტისლავი გახდა  პირველი "მეუა-ს პატრიარქი". 1991 წელს, სსრკ დაშლის შემდეგ, 1992 წლის ივლისში, ის კვლავ ჩამოვიდა შეერთებული შტატებიდან კიევში და უკრაინის პირველი პრეზიდენტის განკარგულებით მას გულუხვად დაუთმეს უკრაინის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი სანატორიუმი პუშჩა-ვოდიცაში კიევთან, სადაც 2 ივლისს მსტისლავი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ლეონიდ კრავჩუკს.

იღუმენია სერაფიმა (შევჩიკი): უკრაინის ძლიერება - მართლმადიდებლურ რწმენაშია фото 3
მსტისლავ სკრიპკინი. ფოტო: zn.ua

გარდა ამისა, უკრაინაში გააქტიურდნენ საზოგადოებრივი ეროვნულ-პატრიოტული მოძრაობები, რომელთა რადიკალურმა წარმომადგენლებმა დაიწყეს ღია კამპანია მერ-ს უკრაინის საეგზარქოსოს წინააღმდეგ, ხოლო დამოუკიდებლობის სტატუსის მინიჭების შემდეგ კი კანონიკური უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ.

1992 წელს უკრაინის მართლმადიდებლობამ ახალი უბედურება განიცადა ყოფილი კანონიკური იერარქის, წლების განმავლობაში მერ-ის უკრაინის საეგზარქოსოს ეგზარქოსის, სქიმატიკ ფილარეტის სახით. უწმინდესის და უნეტარესის, პატრიარქ ალექსი II- ს ხელიდან მიღებული  დამოუკიდებელი მმართველობის სერთიფიკატით, ფილარეტი იმედოვნებდა, რომ მომავალში მიაღწევდა სრული ავტოკეფალიის აღიარებას და მიიღებდა "სრულიად უკრაინის პატრიარქის" ტიტულს.

პატრიარქ პიმენის († 3.05.1990) გარდაცვალების შემდეგ, მისი მოვალეობას დროებით შესრულების მიუხედავად, მაინც ვერ შეძლო გაემარჯვა მოსკოვისა და მთელი რუსეთის პატრიარქის არჩევნებში მერ-ის ადგილბრივ საბჭოზე 1990 წლის ივნისში. ამ სიტყვების ავტორი, რომელიც იმ პერიოდში მუშაობდა მეუ(კ)-ს ეპარქიის ადმინისტრაციაში, თავადაა მომსწრე თუ როგორ შეიკერა ფილარეტისთვის მოსკოვის პატრიარქის კაპოტი და მის მოსკოვში გადასაბარგებლად როგორ მომზადდა კონტეინერები. მაგრამ მომავალმა სქიზმატმა პატრიარქის არჩევნებში გამანადგურებელი ფიასკო განიცადა დანილოვოს მონასტერში მიიღო რა სულ 66 ხმა, მაშინ როცა მომავალმა პარტიარქმა ალექსეიმ (რიდიგერი) მიიღო 139- ხმა, ხოლო მიტროპოლიტმა ვოლოდიმირ (საბოდანი), მომავალმა  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წიმამძღვარმა - 107.

https://pravoslavie.ru/sas/image/103502/350286.p.jpg?mtime=1605102476
უკრაინელი სქიზმატების ლიდერი - ყოფილი მიტროპოლიტი ფილარეტ დანისენკო

როგორც ვხედავთ, მართვაში დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე პერიოდიდან და მისი არსებობის მთელი შემდეგი პერიოდის განმავლობაში უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ  უზარმაზარი განსაცდელების ჯვარი ატარა.

 „უფლის ხალხი გაერთიანდა მათი იერარქების გარშემო“

https://pravoslavie.ru/sas/image/103502/350287.p.jpg?mtime=1605102505
მიუხედავად დაკავებულობისა, დედაომ თავაზიანად უპასუხა ჩვენს კითხვებს.

დედა სერაფიმა ვიპოვეთ სამუშაო ოთახში, ოდესის მთავარანგელოზ-მიხაილოვსკის სახელობის დედათა მონასტერში, რომელსაც 25 წელზე მეტია ხელმძღვანელობს.

იღუმენია სწორედ მოლაპარაკებებს აწარმოებდა შემდეგი გამოფენის ექსპოზიციების შერჩევის შესახებ. საუბრის დასრულების შემდეგ, მიუხედავად დაკავებულობისა, იგი თავაზიანად დათანხმდა გასაუბრებოდა კიეველ ჟურნალისტებს.

- დედაო სერაფიმა, 30 წლის წინანდელი მოვლენების გახსენებისას, მითხარით: თქვენი აზრით,  უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია დღეს როგორ აფასებს  მისთვის დამოუკიდებლობის სტატუსის 1990 წელს მინიჭებას? იმ დროს თქვენ ხომ იყავით კიევის სვიატო-პოკროვსკი ცნობილ დედათა მონასტერში მორჩილად, რომელიც დააარსა ბერმა ანასტასიამ - დიდმა თავადმა ალექსანდრა პეტროვნა რომანოვამ და რომელმაც სხვა მონასტრებთან ერთად გააპროტესტა ფილარეტის დიქტატურა ...

ჩვენ ყველანი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის შვილები, დღეს სრულიად ვრწმუნდებით თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული მერ-ის წმინდა სინოდის და უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის ალექსეი მეორის მიერ, როცა მეუ(კ)-ს  1990 წელს მიანიჭეს მმართველობის დამოუკიდებლობის სტატუსი. დღეს, უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ისტორიული აქტი შედგა უფლის აუხსნელი ნებით, იმდენად რამდენადაც უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ღირსეული ადგილი დაიკავა მართლმადიდებლურ სამყაროში და  რეალურად გვევლინება დამოუკიდებელად, თვითმმართველად და უნიკალურად სტრუქტურის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ყველა ადგილობრივ ეკლესიას, რომლებსაც ავტოკეფალია მიანიჭა კონსტანტინოპოლმა, არ აქვს ისეთი უფლებების მასშტაბები, როგორიც მეუ(კ)-ს.

- მაგრამ აი, ახალი გამოწვევაც: კონსტანტინოპოლის პატრიარქის მეუ(კ)-ს ცხოვრეაში ჩარევა - და ახალი განხეთქილება უკვე სტამბულის იერარქების მონაწილეობით...

- კონსტანტინოპოლის მიერ განხორციელებულმა არაკანონიკურმა, უზნეო ქმედებებმა - დიდი ტკივილი გამოიწვია მართლმადიდებლური ეკლესიების ოჯახებში. როგორც ცნობილია, ბევრმა მათგანმა თანაგრძნობა გამოხატა ჩვენი უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ. ისინი უწმინდესსა და უნეტარეს ონუფრის აღიარებენ მეუ(კ)-ს ერთადერთ ლეგიტიმურ მეუფედ და უმეტესწილად ეწინააღმდეგებიან სტამბოლის პოლიტიკას.

- დედაო, დავუბრუნდეთ ცნობილ 1990-იანებს...

- დიახ ... ჩვენმა ეკლესიამ მიიღო დამოუკიდებელი განვითარებისთვის ბიძგი, მაგრამ 1990-იანი წლების პირველივე დღეებიდან აღმოჩნდა ყველანაირი პროვოკაციის უკიდურესად მძიმე პირობებში ყოფილი მიტროპოლიტის ფილარეტისა და ხელისუფლების მხრიდან, რომლებიც ყველანაირად უჭერდნენ მხარს სქიზმატს.

ფილარეტს უნდოდა ნებისმიერი გზით მიეღო უკრაინის პატრიარქის სტატუსი და მიზნის მისაღწევად მიდიოდა ყველაფერზე: გადააყენა მისთვის არასასურველი ეპისკოპოსები, ჩადიოდა ბევრ შეუფერებელ ქმედება. მაგრამ ეკლესიის ჯანმრთელ ძალებ გაერთიანდნენ და განკურნეს ეს დაავადება. აი ეს არის საეკლესიო განკურნებისა და თვითგანწმენდის პროცესის ღირებულება.

ფილარეტს უნდოდა ნებისმიერი გზით მიეღო უკრაინის პატრიარქის სტატუსი და მიზნის მისაღწევად მიდიოდა ყველაფერზე

შიდა განხეთქილების მიუხედავად, სქიზმატების მოქმედებებმა, პოლიტიკურმა შეტევებმა, თვითონ ცხოვრებამ დაამოწმა: კანონიკურ ეკლესიას აქვს ჯანსაღი ბირთვი, რომელსაც ჯოჯოხეთის კარიბჭე ვერ გადალახავს (მათე 16, 18). ღვთის ხალხი იერარქების გარშემო გაერთიანდა, რომელთა შორის იყვნენ მიტროპოლიტი ონუფრი, არქიერები აგაფანგელი და ალიპი და სხვები. ხარკოვში, 1992 წლის მაისში, ჩატარდა მეუ(კ)-ს  ეპისკოპოსთა ისტორიული საბჭო, სადაც ფილარეტის ქმედებების მიეცა კანონიკური შეფასება, არჩეულ იქნა ლეგიტიმური ახალი ხელმძღვანელი, უწმინდესი და უნეტარესი მიტროპოლიტი ვლადიმირი (საბოდანი; † 5.07.2014); ამით დასრულდა ეკლესიაში შფოთი და არეულობა. ფაქტიურად, ეკლესიამ მიაღწია ახალ ისტორიულ საზღვარს, გაიარა რა განხეთქილებისა და დევნის ცეცხლოვანი გამოცდა.

იღუმენია სერაფიმა (შევჩიკი): უკრაინის ძლიერება - მართლმადიდებლურ რწმენაშია фото 6
უწმინდესი და უნეტარესი მიტროპოლიტი ვლადიმირი (საბოდანი; † 2014) ხელმძღვანელობდა უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას 1992 წლიდან 2014 წლამდე. ფოტო: church.ua

- ამასთან ერთად, უმაღლესმა რადამ მიიღო დადგენილება ხარკოვის საბჭოს უკანონობის შესახებ, ამრიგად, მაშინდელმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ფილარეტს. ბოლშევიკებიც კი არ აკეთებდნენ ასეთ რამეს... თქვენ მაშინ მორჩილებაში იყავით პოკროვსკის მონასტერში და შეესწარით ამ მოვლენებს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უკრაინაში არცერთმა მონასტერმა მხარი არ დაუჭირა განხეთქილებას. გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ დები და თქვენ პირადად?

- მაშინ გამოჩნდა ბერ-მონაზონთა ძალა, მათი სიტყვის ფასი. მაგალითად, ოდესის წმინდა მიძინების მამათა მონასტრის ბერებმა მის უწმინდესობას პატრიარქს ალექსი მეორეს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც ისინი კატეგორიულად უარყოფდნენ ფილარეტის იდეას ავტოკეფალიის შესახებ და გამოხატავდნენ ერთობას მოსკოვის საპატრიარქოსთან. იგივე გააკეთეს სხვა მონასტრებმაც და მათ ერთხმად გამოხატეს ერთობა დედა-ეკლესიასთან.

თუ გავიხსენებთ იმ პერიოდის პაკროვსკის მონასტერს, მატუუშკა მარგარიტა (ზიუკინა; † 2005) - მისი ხსენების დღე 10 ნოემბერი - ჩვენი დალოცვილი უხუცესი, იღუმენია, ძალიან ღელავდა და დებთან ერთად გააძლიერა ლოცვები. სწორედ მონაზვნების, ეპისკოპოსებისა და საერო პირთა საეკლესიო ლოცვამ მიგვიყვანა იმ აუტანელი მდგომარეობის გახსნამდე, რომელიც შექმნა ფილარეტმა ამბიციური და ავტორიტარული ქმედებებით.

როცა უკრაინაში ჩამოვიდა მიტროპოლიტი ვლადიმერი, ვფიქრობ, იყო საერთო სახალხო თავყრილობა

და როცა უკრაინაში ჩამოვიდა მიტროპოლიტი ვლადიმერი, ვფიქრობ, იყო საერთო სახალხო თავყრილობა: შეიკრიბნენ უკრაინის ყველა ეპარქიის წარმომადგენლები, მიტროპოლიტს დახვდა ათასობით საერო პირი, გაივსო სადგურის მიმდებარე ყველა ქუჩა და დაიწყო გრანდიოზული მსვლელობა ლავრისკენ. მაშინ ყველა, ხაზგასმით აღვნიშნავ, მსოფლიოს ადგილობრივმა ეკლესიებმა ახლადარჩეულ მეუ(კ)-ს  მიტროპოლიტს გაუგზავნა წერილობითი მილოცვა. ამით დაადასტურა, რომ მსოფლიო მართლმადიდებლობა უკრაინაში კანონიერად ცნობს  ჩვენს ეკლესიას მხოლოდ რუსეთის მართლმადიდებლური დედა-ეკლესიის შემადგენლობაში.

- დიდ გამოწვევებს გაუძლო და ეხლაც უძლებს ეკლესია, ამჟამად მის ცხოვრებაში ერევიან პოლიტიკური ელიტის, ყველანაირი პარტიების, რადიკალური ნაციონალური ძალების  წარმომადგენლები...

- სრულებით გეთანხმებით. გავიხსენოთ თუნდაც 2018 წელი, როცა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ, მიტროპოლიტ ვლადიმირთან შეუთანხმელად, უკრაინაში მოიწვია პატრიარქი ვარფოლომეი. და ისიც ჩამოვიდა, თუმცა იცოდა რომ არღვევდა ეკლესიის კანონს, რის მიხედვითაც ნებისმიერი ეკლესიის იერარქს არ შეუძლია მიწვევის გარეშე ვიზიტის ჩატარება. და მაინც, პატრიარქი ვარფოლომეი ჩამოვიდა უკრაინაში, საკუთარ თავს წარმოაჩენდა ამ მიწის კანონიერ იერარქად და შეხვდა კიდეც პრეზიდენტ იუშჩენკოს. მას ყურადღება მიაქციეს უმაღლეს სამთავრობო დონეზე. მაშინ უკვე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მეუ(კ)-ს მონაწილეობის გარეშე გამართა მოლაპარაკებები ავტოკეფალიის შესახებ, რომ "კიევის საპატრიარქოს" მიენიჭოს კანონიერის სტატუსი, რომ კიევზე გავრცელდეს სტამბოლის გავლენა და ა.შ. მაგრამ რა რეაქცია ჰქონდათ მორწმუნეებს სტამბოლის სტუმრის ვიზიტებზე! ..

https://pravoslavie.ru/sas/image/103502/350289.p.jpg?mtime=1605102695
ვიქტორ იუშჩენკო ესალმება სტამბულის სტუმარს, 2008წ.

კიევის რუსეთის ნათლობის 1020 წლისთავის აღნიშვნის დღეს პატრიარქი ვარფოლომეი და პატრიარქი ალექსი შეხვდნენ ვლადიმირსკის გორაზე. ღვთის ხალხმა, რომლითაც გავსებული იყო პარკის ფერდობები გორაკის გარშემო, ცივად მიიღე სტუმარი კონსტანტინოპოლიდან და სიხარულით და ტაშით მიესალმ მის უწმინდესობას. ძალიან შორს არ ვიყავი და ვხედავდი, პატრიარქმა ბართლომემ როგორ დახარა თავი და მიაჩერდა მიწას. ხოლო როდესაც ხალხმა დაიწყო სკანდირება: "ჩვენი პატრიარქი ალექსი!", ის შეცბა, თავი დახარა და კისერი მხრებში ჩაწია. მაშინ სახელმწიფო პროექტი ჩაიშალა. თავად იუშჩენკომ, პირველივე შეძახილის შემდეგ, დატოვა საღმრთო ლიტურგია, რადგან მასზე გავლენა მოახდინა ხალხის ხმამ და უკრაინის მართლმადიდებლური სამწყსოს ათასობით ადამიანის აბსოლუტურად მკაფიოდ გამოხატულმა პოზიციამ. იუშჩენკო თითქოს გაიყვანეს მოედნიდან...

კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ. როდესაც კიევის რუსეთის ნათლობის 1020 წლის იუბილესთან დაკავშირებით  დგებოდა სოფიის საკათედრო ტაძარში პატრიარქ ვარფოლომეის მომსახურების პროტოკოლი  ჩვენმა ეკლესიამ მასში მონაწილეობა არ მიიღო - საკუთარი გადაწყვეტილების გამო არა, ის უბრალოდ უგულებელყვეს და იუშჩენკომ მოითხოვა, რომ ვარფოლომეისთან ემსახურა ფილარეტ. მაგრამ ვარფოლომეი იძულებული იყო უარი ეთქვა ამგვარ სცენარზე და იუშჩენკოსთვის აეხსნა, რომ სქიზმატ ფილარეტს მასთან მსახურის უფლება არ ჰქონდა. შემდეგ იუშჩენკომ თხოვა, რომ იქნებ ფილარეტი ახლოს მაინც ყოფილიყო და ელოცა, ან საკურთხეველში, ან თუნდაც ტაძარში. რაზეც ისევ უარი მიიღო. ვარფოლომეის კარგად ესმოდა, რომ ეს ნაბიჯ შესაძლოა აღქმულიყო მთელი მართლმადიდებლური მსოფლიოს დაგმობად. სოფიაში წირვა "კიევის საპატრიარქოს" მეთაურის გარეშე ჩატარდა, მაგრამ უწმინდესი და უნეტარესის მიტროპოლიტ ვლადმირით. ხოლო 2008 წლის 27 ივლისს ვლადიმირსკაია გორაზე გაიმართა ერთობლივი წირვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პატრიარქმა ალექსი მეორემ, პატრიარქმა ბართლომემ, უწმინდესმა და უნეტარესა მიტროპოლიტმა ვლადიმირმა და  მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა. უფალმა სქიზმატი არ დაუშვა.

https://pravoslavie.ru/sas/image/103502/350290.p.jpg?mtime=1605102753
ლოცვა ვლადიმერსკის მთაზე, 27 ივლისი 2008წ.

- თუმცა მთავრობების მიერ ავტოკეფალიის მორგების მცდელობები არ შეწყვეტილა....

- მართალია. ვიქტორ ბალოგა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პრეზიდენტის ძმასთან, პეტრე იუშჩენკოსთან ერთად, მუდმივად ჩადიოდა სტამბოლში და აწარმოებდა კულისებს მიღმა მოლაპარაკებებს ... და აი, მეორე მაიდანი, "ღირსების რევოლუცია", ამერიკელი პოლიტიკოსების დიდი ნაკადი უკრაინაში, და პეტრე პოროშენკო, როგორც იქნა განხორციელდა პროექტი, რომელიც გაანადგურებს მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლობას. ვარფოლომეი, როგორც იტყვიან, "მომწიფდა" ოკეანის გადაღმა მფარველების მოსიყვარულე ფრთის ქვეშ, იმისათვის რომ  უკრაინაში ახალი, ასწლეულების განმავლობაში არნახული განხეთქილება დაიწყოს. სიტუაცია მიუღებელია, კატასტროფულია, რაც შეედრება მხოლოდ ათასი წლის წინანდელ განხეთქილებას, როდესაც რომმა და კონსტანტინოპოლმა ანათემაზე გადასცეს ერთმანეთი და სამუდამოდ დაშორდნენ შექმნეს რა ორი სრულიად განსხვავებული კონფესია.

სხვათა შორის, დროულია 1997 წლის გახსენება, როცა პატრიარქი ვარფოლომეი ჩადიოდა ოდესაში საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან  და ალექსი მეორესთან შესახვედრად. ვიზიტისადმი მიძღვნილ დასკვნით კონფერენციაზე მან ცალსახად და მკაფიოდ განაცხადა, რომ ცნობს უკრაინის ერთადერთ კანონიკურ ეკლესიას - მეუ(კ)-ს უნეტარესი ვლადიმირთან ერთად. ეხლა ეს წმინდა წყლის იეზუიტობა არაა ?!

- ამგვარად, სტამბულის პოლიტიკა თვითონვე ეწინააღმდეგება საკუთარ თავს...

- უფრო მეტიც, ის ამორალურია. როცა ვარფოლომეი ამბობს, რომ „ჩვენ - დედა-ეკლესია“ და „ჩვენ გვაწუხებს შვილი-ეკლესიის ბედი“, გინდა გაიხსენო დრო სამას წელზე მეტი ხნის წინანდელი დრო, როდესაც ე.წ. ”დედამ” გაყიდა ბავშვი ფულზე და ეს ფაქტი არ არის სადაო.  ის მუდამ დარჩება ყველაზე სამარცხვინო ლაქად კონსტანტინოპოლის ისტორიაში.

სტამბოლის შეცდომა ან, უფრო ზუსტა, - ბოროტება, სახეზეა: ჩვენს ბედს ისევ წყვეტენ ღვთის ხალხის გარეშე, საკუთარი გეოპოლიტიკური და არა უკრაინის მორწმუნეების ინეტერესების გათვალისწინებით. პოროშენკოს მონაწილეობით ყველა ეს კულუარული მოლაპარაკება, ფანარიონში უკრაინელი პოლიტიკოსების ფარული ვიზიტები ჰგავს მრავალმილიონიანი მართლმადიდებლური სამწყსოს ღალატს...

როდესაც კიევ სოფიის ტაძარში მიმდინარეობდა ე.წ. „გამაერთიანებელი საბჭო“ ვარფოლომეის ტომოსის გამოცხადებით, ყველაფერი საიდუმლოეით იყო მოცული, პოლიციის და სპეც. სამსახურების კორდონი იცავდა ტერიტორიას და ამ უკანონო ქმედები ყველა მონაწილე ისე იქცეოდა როგორც ქურდი მთვარიან ღამეს... სამარცხვინო აქცია... ჩვეულებრივი მოხუცისთვის, საეკლესიო ცხოვრებაში არც თუ ისე გათვითცნობიერებული ახალგაზრდობისთვისაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ უფროსი თაობის წარმომადგენლებზე, ნათელია სად არის სიმართლე და სად ტყუილი. და ხალხი, მართლმადიდებელი საზოგადოება, უფლის ხალხი დაიცავს ჭეშმარიტებას, საკუთარ რწმენას, საკუთარ წმინდანებს სქიზმატებისა და თვითმარქვიების თავდასხმებისგან. და თუ საჭირო გახდება სიცოცხლესაც კი გაიღებენ.

მეუ(კ)- თავისი არსებობის 30 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის არის დიდი ეროვნული ძალა, რომელიც აბსოლუტურ ერთიანობაშია ღვთისმსახურებთან, იერარქებთან და ბერებთან. ეს არის ძლიერი, ძლევამოსილი მონოლიტი. და ეს დაადასტურა ბოლო საეკლესიო მსვლელობამ კიევში, რომელშიც 300 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ხალხი დაიცავს საკუთარ რწმენას, საკუთარ სალოცავებს სქიზმატებისა და თვითმარქვიების თავდასხმებისგან.

- წმინდა მამები ამბობდნენ, რომ თუ მთელი ეკლესია და კონკრეტულად თითოეული მორწმუნე არ განიცდის რაიმე სირთულეს, პრობლემებს და ცდუნებას, ეს ხელს არ უწყობს მის სულიერ ზრდას. შეიძლება ითქვას, რომ ეკლესია ხდება უფრო შეკრული, ერთსულოვანი და ძლიერი სწორედ ასეთ პერიოდში?

- ჩვენი უფალი, იესო ქრისტე საუკუნეების მანძილზე ქადაგებს: „ნეტარ არიან სიმართლისთვის განდევნილნი, რამეთუ ასეთია ცათა სასუფეველი" (მათე 5, 10). ერთის მხრივ, განსაცდელები, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო პოლიტიკას, ან საზღვარგარეთ მოღვაწეთა კულუარულ გავლენას, რომლებიც ცდილობენ გაბატონდნენ მათთვის უცხო უკრაინულ მიწაზე, ყოველთვის ძალიან მტკივნეულია და დიდი ზიანის მომტანი. მრევლის ნაწილი, რომელმაც გაიზიარა პოლიტიკური განწყობა, წავიდა ჩვენგან. უწმინდესი და უნეტარესი ვლადიმირი ამბობდა, რომ ჩვენ ყოველთვის ვლოცულობთ სქიზმაში მყოფი ჩვენი ძმებისთვის. ის არასოდეს იღლებოდა მათთვის მიემართა დიდი სიყვარულითა და მამობრივი შეგონებით, რომ დაბრუნებოდნენ დედა-ეკლესიას. ეხლაც ასეა, მიტროპოლიტი ონუფრი ეკლესიიდან განდგომილების სინდისს მიმართავს. ეს არის ის ჭრილობები, რომლებსაც მტრები, არაკეთილმოსურნენი ან უბრალოდ შეცდომაში შეყვანილი ადამიანები აყენებენ საეკლესიო სხეულს.

მაგარამ მეორეს მხრივ, ჩვენს ეკლესიას შეიძლება სამართლიანად  ეწოდოს მოწამებრივი ეკლესია. როდესაც ვხედავ კადრებს, - ადამიანები კამუფლირებულ ფორმაში მარჯვენა სექტორის წარწერით, გინებითა და ყვირილით, არმატურითა და იარაღით ხელში, დასისხლიანებულ მოხუცებს მიერეკებიან ეკლესიიდან, ცემენ მღვდლებს, ჭრიან საკეტებს, ამტკვრევენ ეკლესიების კარებებს - ერთი სიტყვით, აღმაშფოთებლად იქცევიან - გული მეწურება.

- დედაო, მაგრამ განსაცდელის ჟამს მართლმადიდებელი საზოგადოება მობილიზებულია, რაც ასახავს ერთიანობას და მზადყოფნას დაიცვას საკუთარი სალოცავები. ასე იყო ჩვენი დამოუკიდებლობის მთელი 30 წლის განმავლობაში.

- საკმარისია გავიხსენოთ უკრაინის 2016 წლის საყოველთაო საეკლესიო მსვლელობა, როცა უკრაინა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირების ცეცხლში იწვოდა, აღმოსავლეთში იღუპებოდნენ ადამიანები. მსვლელობამ ზუსტად აჩვენა უკრაინის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში მცხოვრებთა ჭეშმარიტი ერთიანი რწმენა, როდესაც ერთსა და იმავე დროს სვიატოგორსკის ლავრადან (დონეცკის რეგიონი) და პოჩაევსკიდან (ტერნოპოლის რეგიონი) სასწაულმოქმედი ხატებით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მორწმუნეები გამოდიოდნენ ერთმანეთთან.

https://pravoslavie.ru/sas/image/103502/350291.p.jpg?mtime=1605102802
ასობით კილომეტრი ფეხით... მოდიოდნენ მოხუცები, მოდიოდა ახალგაზრდობა და მოდიოდნენ ბავშვები

მახსოვს ის გაცოფებული მეტყველების კორიანტელი, აც წილად ხვდა უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას, მის ხელმძღვანელობას და მსვლელობის მონაწილეებს. ჩვენი ეკლესიის მოწინააღმდეგეთა სიძულვილმა იქამდე მიაღწია, რომ ისინი მზად იყვნენ წასულიყვნენ სისხლისღვრაზე...

როდესაც კოლონაბორისპლს მიაღწია, შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ გზის პირას ხელყუმბარები იპოვნეს და რომვიღაც აპირებდა ტერაქტ მოწყობას. მე ვნახე კადრები, სადაც რადიკალური ორგანიზაციების წარმომადგენლები ქვებს ისროდნენ ხატებსა და ჯვრებზე, ესროდნენ კვერცხებს, წყლიან ბოთლებს, მსვლელობის მონაწილეებს ხელიდან სტაცებდნენ ხატებს. ერთი მათგანი ისე ჩაეჭიდა ჯვარს, რომ ძლივს გამოგლიჯერ ხელიდან. ის განრისხდა.

ასეთი სირცხვილი უკრაინის ისტორიას არ ახსოვს

უკრაინის ისტორიას ასეთი სირცხვილი არ ახსოვს. პირიქით, უკრაინის კაზაკები ბრძოლებში ეკლესიებს იცავდნენ. მისთვის სისხლს ღვრიდნენ. ზაპოროჟელებმა ასეც განაცხადეს, რომ ისინი იცავენ მართლმადიდებლურ სალოცავებს. აქ კი ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს უკრაინის პატრიოტებად, დიდი კაზაკების შთამომავლებად მოიხსენიებენ, ჩადიან უღირსობებს, რა გონებრიობაზე და სულიერებაზეა ლაპარაკი! .. 

მაშინ როცა ადამიანები, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, მიემართებოდნენ ერთმანეთთან შესახვედრად თითქმის ყველა მას-მედია, ხელისუფლების, მინისტრთა კაბინეტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უმაღლესი კაბინეტებიდან აცხადებდნენ, რომ ეს იყო "მეხუთე კოლონა", "უკრაინის მტრებიდა ..

ზოგიერთ მათგანს ვკითხე: „მითხარით თუშეიძლება, სად მიდიან ეს კოლონები? თქვენ ამბობთ, რომ ესენისინი მიდიან კუევში, უკრაინის დედაქალაქში, რათა გააერთიანონ დასავლეთი და აღმოსავლეთი, ერთ მთლიანობად შეკრან უკრაინის გახლეჩილი ნაწილები. ხოდა ვინა არიან უკრაინის მტრები? ისინი, ვინც ეთნიკურ, ენობრივ საფუძვლებზე განხეთქილებისკენ მოუწოდებენ, თუ ისინი ვინც, პირიქით, ცდილობენ უკრაინის გაერთიანებას უბრალო ხალხის დახმარებით? "

https://pravoslavie.ru/sas/image/103502/350292.p.jpg?mtime=1605102840
„მე ამ მსვლელობას ვუწოდებდი მეუ(კ)-ს 30-წლის იუბილეს აპოთეოზს...“

და ეს ორი საეკლესიო მსვლელობა, ისევე როგორც მრავალი სხვა მსვლელობა უკრაინის სხვადასხვა ეპარქიებიდან, 2016 წლის 27 ივლისს, ძველი რუსეთის გამაქრისტიანებელი დიდი მთავრის ვლადიმირის ხსოვნის დღესასწაულის წინა დღეს, გაერთიანდა ერთ გრანდიოზულ მსვლელობა. ეს სურათი დღემდე თვალწინ მიდგას: უმარავი ხალხი, რომლის ცენტრშიც დგას უწმინდესი და უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი სულიერ ძმებთან, მთავარეპისკოპოსებთან, ბერებთან ერთად, ხოლო კიევის ცენტრალურ ქუჩებში მოაბრძანებენ ათობით სასწაულმოქმედ ხატ უკრაინის ყველა ეპარქიიდან.

მე ამ მსვლელობას ვუწოდებდი მეუ(კ)-ს 30-წლის იუბილეს აპოთეოზს. ეს იყო დიდებული სახალხო ლოცვა წარმოთქმული უკრაინის ყველა რეგიონის, ყველა კუთხის მორწმუნეების მიერ, მათ ოქროსგუმბათებიან დედაქალაქში - კიევში.

- არის მტკიცებულებები, ავადმყოფი ადამიანების სასწაულებრივი გამოჯანმრთელების შესახებ, რომელთან გარისკეს გაყოლოდნენ საეკლესიო მსვლელობას.

ჩვენი ეკლესია ძლიერია ზეციურ ეკლესიასთან უწყვეტი კავშირით

- გვწამს, რომ ამ ყველაფერს ესწრებოდა ჩვენი ეკლესიის  ძველი რუსული  და თანამედროვე წმინდანების მთელი კრებული, რომლებზეც ჩვენ ვლოცულობთ. ჩვენი ეკლესია ძლიერია ზეციურ ეკლესიასთან უწყვეტი კავშირით. ამას ვხედავთ იმ სასწაულების მიხედვით, რომლებიც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩვენს სამწყსოს თან ახლდა. გაიხსენეთ 1990-იანი წლები: სიღარიბე, განადგურება, ყველაფრის დეფიციტი და ჩვენი მოქალაქეთა უმრავლესობის სრული დაბნეულობა. ამის მიუხედავად, რამდენი ლამაზი ტაძარი ააშენეს და აღადგინეს, შეიქმნა დაახლოებით შვიდი ათასი მრევლი! ..

2001 წელს აღდგენილ იქნა კიევო-პეჩერსკის ლავრის მიძინების ტაძარი, რომელიც აშენებული იყო მეუფე ფეოდოსი პეჩერსკის მიერ, - უდიდესი ეროვნული სალოცავი, რომელიც 1941 წელს ააფეთქეს. ამანაც არ ჩაიარა პროვოკაციის გარეშე. როდესაც მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა და უნეტარესი მიტროპოლიტი ვლადიმირი მიდიოდნენ ტაძრის კურთხევაზე, ცრუ-პატრიოტებმა, ნაციონალისტებმა, ე.წ. შაბათი მოაწყვეს, რათა ხელი შეეშალათ ამ ღნისძიების ჩატარებისთვის. მიუხედავად ამისა, სალოცავი მაინც აკურთხეს. ან თუნდაც, ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი - შედევრი, რომელიც უკრაინის ეროვნულ საგანძურად იქნა აღიარებული, აღდგა უბრალო ხალხის, ოდესის რეგიონის ყველა საწარმოს დახმარებით. ასევე, ვლადიმირის ეკლესია ხერსონესოში, წმ. თავად ვლადიმირის ნათლობის ადგილი. ან ლამაზი ტაძარი ტერნოპოლიში, სადაც თითოეული ეკლესია წაგვართვეს, ან არაჩვეულებრივი, როგორც მსოფლიო საოცრება, ახალი ფერისცვალების ტაძარი პოჩაევის ლავრაში. ეს არ არის ჩვენი რწმენის და ღმერთის დახმარების მტკიცებულება?

და, რა თქმა უნდა, უზარმაზარი და მთავარი ძალა ეკლესიისა - ეს არის ხალხი, თითოეული ადამიანი, და ისინიც, ვინც მართლმადიდებლობის მტკიცე დაცვით, საეკლესიო მშენებლობის სიბრძნით, სამოციქულო ქადაგებით ემსახურებოდნენ და ემსახურებიან ეკლესიის კეთილდღეობას. მათ შორის არიან იერარქებიც, საეკლესიო მსახურებიც, მონაზვნებიც და ღვთის ხალხის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლებიც.

იხსენებ რა წარსულს, აკვირდები აწმყოს, ხვდები: უკრაინის ძალა - მის მართლმადიდებლურ რწმენაშია!

დედაო სერაფიმა, თქვენ არაერთხელ გქონიათ ურთიერთობა უწმინდეს პატრიარქთან კირილთან. ამ ურთიერთობებიდან, რომელმა დაგიტოვათ ყველაზე ნათელი შთაბეჭდილებები.

– იტვირთა რა მღვდელმთავრობის მსახურების მძიმე ჯვარი,  უწმინდესმა პატრიარქმა კირილმა, საზღვარგარეთ პირველი ვიზიტი უკრაინაში განახორციელა. 2009 წელი იყო. მე, როგორც სამუშაო ჯგუფის წევრს, რომელიც მოწოდებული იყო სწრაფად მოეგვარებინა წამოჭრილი საკითხები, წილად მხვდა ბედნიერება თან ვხლებოდი მას უკრაინის ყველა ქალაქში. ვიყავით კიევში, ყირიმში, დასავლეთ უკრაინაში, დონეცკში, პოჩაევაში. მიუხდავად იმისა, რომ ვოლინსა და დასავლეთ-უკრაინის სხვა ადგილებში იყო პროვოკაციები, პიკეტები გზებზე პოლიტიკური პლაკატებით, ადგილობრივი ხელისუფლება კრძალავდა უწმინდესის მოგზაურობის ტექმიკურ მხარდაჭერას, თუმცა - მოგზაურობა მაინც შედგა.

მილიციელებისგან შექმნილი ცოცხალი კორიდორი რომ არა, მე ნაფლეთებად მაქცევდნენ, - ისეთი სიძულვილი დუღდა ამ ბრბოში.

გზებზე დაბრკოლებების გამო, ლუცკში შეხვედრაზე მაგვიანდებოდა, პატრიარქის მანქანამ უფრო ადრე ჩაიარა, და, როგორც კი დამინახეს, თავს დამესხნენ დაუკმაყოფილებელი დემონსტრანტები ჩხუბითა და შეურაცყოფით. მე მშვიდად მივაბიჯებდი და ვიღიმოდი, თავის დაქნევით ვესალმებოდი ბრაზისგან გამხეცებულ სახეებს, და მილიციელებისგან შექმნილი ცოცხალი კორიდორი რომ არა, მე ნაფლეთებად მაქცევდნენ, - ისეთი სიძულვილი დუღდა ამ ბრბოში. შემდეგ დავინახე ჩვენი მორწმუნეები და ვოლინსკის აწგარდაცვლილი მმართველი ტიფონტი, რომელმაც მიმართა მართლმადიდებელ მორწმუნეებს: „შვილნო ჩემნო, ბედნიერნი ხართ, რომ ჩვენთან არის უწმინდესი პატრიარქი? მიესალმეთ მას!“ და აქ ხალხით გადაჭედილი მოედანი აღელდა, დაიხუვლა და  დაიწყო ძახილი „ჩვენი პატრიარქი -  უწმინდესი კირილი!“ ასე გამოხატავდა ხალხი თავის სიყვარულს უწმინდესისადმი.

https://pravoslavie.ru/sas/image/103502/350295.p.jpg?mtime=1605102904
 „ადამიანები გამთენისას უკვე მოდიოდნენ უწმინდესის მსახურების ადგილისკენ...“

მე გამაოცა იმან, თუ როგორი მხურვალე ლოცვით მიმართავდა  უწმინდესი უფალს, გამოსთხოვდა რა  უკრაინელი ხალხისა და უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის კეთილდღეობასა და აყვავებას, დახმარებას და ღვთის წყალობას,  ის მთელ გულს უძღვნიდა ამ ლოცვას და იგრძნობოდა, თუ როგორ ღელავდა ჩვენი ქვეყნისთვის. ყირიმის ქალაქებში და განსაკუთრებით ხერსონესში, დიდი მთავრის ვლადიმირის ნათლობის ადგილას, ასევე დიდი რაოდენობის ხალხი იყო. ადამიანები გამთენისას უკვე მოდიოდნენ უწმინდესის მსახურების ადგილისკენ. ეს იყო დაუვიწყარი წუთები, როდესაც ამ წმინდა მიწაზე, ჩვენ უბრალოდ ვგრძნობდით თვით კიევის რუსეთის ნათლისმცემლის ჩვენთან ერთად ყოფნას.

ეს იყო დაუვიწყარი წუთები, როდესაც  ჩვენ თავად კიევის რუსეთის ნათლისმცემლის ჩვენთან ყოფნას ვგრძნობდით

დღეს, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მერ-ს ყველა ტაძარში, და არა მხოლოდ რუსეთის,  ბელორუსიის, ყაზახეთის, მოლდოვის, ასევე მსოფლიოს 60 ტაძარში აღევლინება ლოცვა უკრაინითვის. როდესაც ვსტუმრობდით ესპანეთის, იტალიის, გერმანიის ტაძრებს, - ყველგან გვესმოდა, როგორ ლოცულობდა მრევლი უკრაინისთვის. თავად უწმინდესიც, ყოველ მსახურებაზე, მუხლმოდრეკილი ლოცულობს უკრაინელი ხალხისთვის, მშვიდობისთვის უკრაინის მიწაზე. ვინ არის მამა ჩვენი? ვინ ამჟღავნებს ჩვენზე მამობრივ მზრუნველობას - პატრიარქი სტამბულიდან, რომელიც აპირებს გვასწავლოს და ამისთვის იყენებს ისტორიიდან ცრუ ინსინუაციებს? თუ უწმინდესი პატრიარქი კირილი, რომლის სიყვარულს ნამდვილად ვგრძნობთ? რიტორიკული კითხვაა...

https://pravoslavie.ru/sas/image/103502/350296.p.jpg?mtime=1605102979
იღუმენია სერაფიმა უწმინდეს პატრიარქს კირილს გადასცემს მშვიდობის მტრედს, 2009წ., ლუცკი

1990-იანი წლების ბოლოს, მეუ(კ)კპ -ს (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (კანონიკური) კიევის საპატრიარქო) პერიოდული გამოცემის ჟურნალში წავაწყდი ფილარეტის სტატიას, სათაურით: „რატომ უნდა ვცეთ თაყვანი ყაზანის ხატს?“ გაჟღერებული იყო სულელური აზრი: რა კავშირი აქვს მას უკრაინასთან, ეს არ არის ჩვენი ხატი, ყველამ უნდა დაივიწყოს მოსკოვის წმინდანები“. ამ სტრუქტურების საეკლესიო ღვთისმსახურების კალენდრიდან ქრებიან კიევის რუსეთის წმინდანების პატივცემული ხატები, იმ წმინდანებისა, რომლებიც  ახდენდა სასწაულებს და ჩადიოდა გმირობებს „მოსკოვის დაწყევლილ მიწაზე“. როდესაც პოლიტიკოსები ამბობენ: „თუნდაც სატანასთან; ოღონდ არა მოსკოვთან“. გთხოვთ, მოიღოთ მოწყალება და მითხრათ: სად იმყოფება ამ სიძულვილის ზღვარი? ის - ჯოჯოხეთის მიდამოებშია... როდესაც სიძულვილს მივყავართ დიდებულ წმინდანთა სახელების დავიწყებამდე, სურვილი მიჩნდება ვიკითხო: აქვს კი ამ ხალხს ზეცასთან კავშირი? სამწუხაროდ, ეს  გზააბნეული ადამიანების ტრაგედიაა.

და მაინც მინდა მჯეროდეს, რომ ეკლესიასტეს სიტყვების მიხედვით, ყველაფერი წარმავალია - ესეც გაივლის. უფალი კი სამუდამოდ რჩება (შდრ. ფსალმუნი 9.8). ამ ინ.

იუღუმენის სერაფიმას (შევჩუკი)

ესაუბრა დეკანოზი სერგეი გერუკი

ყარო

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ