მითითება დიდ მარხვაზე ან როგორ არ უნდა აგვერიოს უფლის მადლი ერბო-კვერცხთან

25 February 2023 13:26
3993
დიდმარხვა- უფალთან მარტო დარჩენის დრო. ფოტო: bereznjaki.church დიდმარხვა- უფალთან მარტო დარჩენის დრო. ფოტო: bereznjaki.church

კვირის ქადაგება დიდი მარხვის წინა დღეს.

ამჟამინდელი დიდი მარხვის სპეციფიკა იმაშია, რომ ჩვენ მის ასპარეზს გავივლით  დიდი ჭმუნვის დროს. ასეთია  ჩვენი ხვედრი უფლის ზრახვით. ჩვენი დღევანდელი საუბარი მიეძღვნება კონკრეტულ ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტასაც ამ პერიოდში გთავაზობთ. თუმცა, თავიდან ცოტა რამ თეორიაზე.

სხეულებრივ მარხვაზე

ადამიანი სამი შემადგენელისგან შედგება. მას გააჩნია სხეული, სული და გონი. მარხვის სხეულებრივ მხარეზე ბევრი რამაა თქმული. ამიტომაც ჩვენ დეტალურად არ შევჩერდებით ამ ასპექტზე. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მარხვის წესდებები იწერებოდა მაშინ, როცა ადამიანები იყვნენ ძლიერები, ამტანები და ფიზიკურად ჯანმრთელები. იმ საკვების ქვეშ, რომლის ჭამაც შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა მარხვისას, იგულისხმებოდა სწორედ საკვები და არა ქიმიური კონგლომერაები, რომლებიც დღეს ჩვენთან აღინიშნება, როგორც საკვები პროდქუტები. ამიტომაც საერთო წესმა ნებისმიერი მარხვისთვის  - თავის შეკავებამ საჭმლისგან არ უნდა მიაყენოს ზიანი ორგანიზმს, ის მოწოდებულია შეუმსუბუქოს მას ცხოვრება და არა ის, რომ კიდევ უფრო აუტანელი გახადოს ის. თუ სახის ფერი ღია ვარდისფრიდან მარხვის შედეგად მორუხო-მომწვანოდ გადაიქცა, თუ ჩნდება გაღიზიანება, მატულობს პირქუშობა და „ყველას გაგლეჯის“ სურვილი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მიერ შეცდომა იქნა დაშვებული.

მარხვა მოწოდებულია სულში სიმშვიდე შემოიტანოს და არა გააძლიეროს მისი ვნებები. მარხვის საზომი ყველას თავისი გააჩნია. ამასთან, საჭიროა გვახსოვდეს, რომ ფიზიკური მარხვა არის ცხონებისკენ ჩვენი გზის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი.

შინაგანის განსხვავება სულიერისგან

მარხვის სულიერი მხარე ყველაზე მნიშვნელოვანია. აქ უნდა გავაკეთოთ მინიშნება იმაზე, რომ უმეტეს შემთხვევაში, როცა მართლმადიდებლურ ინტერნეტ-რესურსებში ან ქადაგებებზე წერენ ან საუბრობენ „სულიერ ცხოვრებაზე“, საქმე სინამდვილეში ეხება სულიერ სიცოცხლეს. ყველა ის პროცესი, სადაც ამოქმედებულია ჩვენი პირადი ნება და ინტელექტი, ეხება სულიერ ცხოვრებას. ლოცვა, უფლის სიტყვის კითხვა ან შესწავლა, მსჯელობები საკუთარ სულის ცხონებაზე, მონანიება და ა.შ. - ყოველივე ეს სულიერი ცხოვრების სფეროა.

სანამ ჩვენი გონება ფიქრებშია, არა აქვს მნიშვნელობა - კეთილია თუ ბოროტი, ეს სულიერი ცხოვრება, არამედ სულიერი ზმანებაა. ღამით ჩვენ ყოველგვარი რამ გვესიზმრება, დღისით კი ჩვენი გონება თავის წარმოსახვაში, ფანტაზიებსა და ყველა იმ უმეცრებაშია, რომელმაც მას ფიქრები აურია. განსხვავება ღამის ძილსა და დღის სიფხიზლეს შორის, დიდი არაა.

სულიერი და სასულიერო ცხოვრების პერიფერიაზე გონება იწყებს თავისი აზრების დანახვას, მთელი მათი მზაკვრობის გაგებას, არ აიგივებს რა საკუთარ თავს მათთან. ასე, მაგალითად, თანდათან განწმდენისას, ის უახლოვდება იმ მდგომარეობას, რომელსაც ღირსმა ისააკ ასურმა უწოდა „სიცხადის ადგილი“. ამ დროიდან იწყება ადამიანის სულიერი ცხოვრება. მაშინ მისი ნება უკვე იმდენად ყუჩდება, რომ მას მთლიანად მართავს უფლის ნება, ხოლო ლოცვა სულიერი ეტაპიდან იმ მდგომარეობაში გადადის, რომელსაც წმინდა მამები განჭვრეტას უწოდებენ. ცოდნა ქრება და ადამიანი იწყებს ცხოვრებას ხილვით. ამ დროს მისი გონება ცოცხლდება და ამის მეშვეობით, უფრო სწორედ კი მასში, იწყებს მოქმედებას უფალი თავისი ენერგიებით. ასეთმა მოღვაწემ მოციქულთან ერთად შეიძლება თქვას, რომ „ მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში“ (გალ.2:20).

საუბრის გაგრძელებას სულიერ ცხოვრებასა და გონის განსხვავებაზე ამ პუბლიკაციაში აზრი არა აქვს, რამდენადაც აქ სხვა ამოცანა დავისახე მიზნად. მთავარია,  რომ ახლა მსურდა იმის ახსნა, თუ როგორ არ აგვრეოდა უფლის მადლი ერბოკვერცხთან და სულიერი ცხოვრება - გონთან.

სულიერი ეტაპი

იმისათვის, რომ დაიწყოს სულიერი ცხოვრება, საჭიროა შინაგანი ცხოვრების გავლა. ეს კი სწორედ ისაა, რაშიც დიდხანს ვყოვნდებით და სამწუხაროდ, ხშირად, სიკვდილამდე. არც მარხვა, არც ლოცვების კითხვა, არც ზიარება აღსარებით არ გვეხმარება, სანამ ჩვენს ზრახვებს ვაძლევთ საშუალებას მართოს ჩვენი ცხოვრება.

გონება სინათლეს იძენს, ხოლო გული სისუფთავეს მხოლოდ მაშინ, როცა მათ აღარ მართავს ზრახვები. ესაა ის, რაზეც უნდა იყოს მიმართული მთელი ჩვენი ყურადღება ამ ეტაპზე. გონების გულში შეკავება, ხოლო ყურადღების - ნელ სუნთქვაზე - იესოს ლოცვასთან ერთად, როგორც ამ მიზნის მიღწევის ხერხზე, აღწერილია ბევრი წმინდა მამის მიერ. საჭიროა ასევე ყურადღების მიპყრობა ღირსი ისააკ ასურელის რჩევებზე.

მარ ისხაკის აზრით, ადამიანი საკუთარი ნების  ძალისხმევით ვერ შეაკავებს ზრახვებს. ეს მხოლოდ უფლის მადლს შეუძლია. ასეთია ჩვენი მოძრავი, მოუხელთებელი, დაუდეგარი გონების ბუნება. ამიტომაც, ეს დიდი სირიელი ხუცესი წერს „გონების კეთილშობილ ხეტიალზე“.

ღირსი ისააკი თავის მოწაფეებს სთავაზობდა სულში ერთგვარი ზღუდის შექმნას, რომლის შიგნითაც შეიქმნებოდა ბაგას გონებისთვის.  ასეთი ბაგა უნდა  იყოს ღვთისმოსავი მსჯელობები ბიბლიურ ტექსტზე და ასევე უფლის თვისებებზე, მის სიყვარულზე, ზრახვასა და გულმოწყალებაზე. ღირსი ისააკი თვლიდა, რომ ასეთი კონცენტრაცია წმენდს გონებას, აძლევს მას სასარგებლო საზრდოს და არ იძლევა საშუალებას იკვებოს სიბინძურით, რომელიც სულს ბილწავს. ყველა უწმინდური ზრახვა უნდა იქნეს გაყვანილი ზღურბლს მიღმა და მასთან მიახლოებაც კი უნდა აიკრძალოს. ასე თანდათან იესოს ლოცვის პრაქტიკისა და ღმერთზე ფიქრის მეშვეობით ჩვენ ვაუხლოვდებით სულიერი ცხოვრების ნაპერწკლებს, რომელიც თანდათან ნათელს მოჰფენს ჩვენს გონებასა და გულს.

 ფერმა ზრახვებისთვის

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც ახლა ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. მაშინ, როცა წერდნენ და იღწვოდნენ წმინდა მამები, საინფორმაციო ველი სხვაგვარი იყო. მრავალფეროვანი საკვები, რომლითაც საზრდოობდა ზრახვები, გაცილებით ნაკლები იყო. საუბრები, ჭორები, ახალი ამბები, სად გაიგებდი მათ? ქალაქის მოედანზე, საზოგადოებრივ აბანოში, რომელიმე სასადილოში ან ბაზარში. ამ ყოველივეზე მარტივად და ძალდაუტანებლად შეიძლებოდა უარის თქმა. ხოლო თუ ადამიანი ცხოვრობდა განმარტოებით, მისთვის სულაც არ წარმოადგენდა სირთულეს თავიდან აეცილებინა ყველა ეს საინფორმაციო ნაკადი.

მართალია, შემდეგ გაჩნდა გაზეთები, რადიო, ტელევიზია. თუმცა, რა არის ეს იმასთან შედარებით, რაც ინტერნეტმა მოგვიტანა? მისი ქსელი მჭიდროდ მოეხვია ყველა სულს, შეაღწია ყველა ოჯახში და ყველას ჯიბეში. უკვე შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ჩვენი ცხოვრება სმარტფონისა და საკრედიტო ბარათის გარეშე. პლანშეტთან და კომპიუტერთან ჩვენ ასჯერ მეტ დროს ატარებს, ვიდრე ლოცვაზე. ყველა ეს ნივთი არის უწყვეტი საინფორმაციო ნაკადის მატარებელი. ისინი ქმნიან ძლიერ გარემოს ფიქრების განვითარებისთვის, რომლებიც მას ასაზრდოებენ, მასში მრავლდება და სქელი ფენით იფარება ჩვენი ცნობიერება, არ უტოვებს რა მას თავისუფლებისთვის არანაირ იმედს.

მის- ყველაზე დიდი საფრთხეა თანამედროვე ადამიანისთვის. ეშმაკმა მათ ძალიან დიდი უფლებამოსილებები მისცა - ცნობიერების ჩამოყალიბება ზრახვებისთვის, სიკეთისა და ბოროტების შესახებ წარმოდგენის ხელახლა ფორმირება, ვნებების აღვრა, ყოველივე კეთილისა და კარგის მოკვდინება, რაც ჯერ კიდევ ჩარჩენილა სულში.

ჩვენ არაფრით  ვართ უკეთესი

მართლმადიდებლური მის-ები ნაკლებად განსხვავდებიან საეროსგან. მათთვის, ისევე როგორც ყველა დანარჩენისთვის, პირველ ადგილას დგას ნახვების რეიტინგი. იმისათვის, რომ ის იყოს მაღალი, საჭიროა მოთხოვნადი პუბლიკაციები ანუ ისინი, რომელთ კითხვაც ადამიანეს მოსწონთ. და რა მოსწონთ ადამიანებს? ის, რაც წარმოსახვას აგაზნებს, იზიდავს ყურადღებას ანუ ისევ კვებავს ზრახვებს. ამიტომაც სტატია სახელწოდებით „როგორ ვიხსნათ სული“ მინიმალური რაოდენობის ნახვებზე ადის, ხოლო პუბლიკაციები „დიდი ხუცესის საშინელი გაცხადება იმის შესახებ, თუ რა მოხდება მალე“ ათასობით ნახვაზე ადის.

ჩემს ბლოგში არის გამომწერთა არცთუ პატარა ჯგუფი, რომელთაც შეიძლება უწოდო „მართლმადიდებელი მაზოხისტები“. ისინი რეგულარულად სხვადასხვა სახის საშინელი ახალი ამბებით მოდიან. შეძლებისდაგვარად, ეს ადამიანები, რომლებიც შეპყრობილნი არიან მომავლის საშინელებებით, ვცდილობ შევზღუდო შესაძლებლობებში გამომიგზავნონ მთელი ეს სულისშემძვრელი გოდება, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ ხერხდება.

ვალდებულებები დიდმარხვისადმი

ზემოთ აღნიშნულიდან, გთავაზობთ განვიხილოთ ის ვალდებულებები, რომელთაც მსურველები ეცდებიან შესრულებას, თუ ეს ხელს არ შეუშლის თქვენ სამუშაოს და სხვ. დიდმარხვის პერიოდში.

  1. გამორთეთ ტელევიზორი (ვისაც ის ჯერ კიდევ შემორჩენია) და არ ჩართოთ ის აღდგომამდე, უმჯობესი იქნება - არასდროს ჩართოთ.
  2. პლანშეტი და კომპიუტერი გამოიყენეთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში რაიმე ინფორმაციის ძიებისთვისს, მონაცემების შესატანად, მომსახურების ასანაზღაურებლად და ა.შ.
  3. არ წაიკითხოთ ახალი ამბები, არ უყუროთ საინფორმაციო გამოშვებებს, არ გააკეთოთ გამონაკლისი მართლმადიდებლური რესურსებისთვისაც. ფიქრებისთვის განსხვავების გარეშე, თუ როგორი ახალი ამბავია ის (მართლმადიდებლური თუ სატანური), მათთვის, ორივე არის საზრდო.
  4. ტელეფონი ხელში აიღეთ მხოლოდ იმისთვის, რომ დარეკოთ ან უპასუხოთ ზარს. შეძლებისდაგვარად შეზღუდეთ თქვენი ურთიერთობის წრე.
  5. ეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებად ისაუბროთ, თუნდაც სახლში.
  6. როცა გონება საზრდოს მოგთხოვთ, შესთავაზეთ მას არჩევითად ბიბლია, კრიალოსანი ან კარგი სასულიერო წიგნი.

ეძებეთ სიხარულის წყაროები ჩვენს არამხიარულ სამყაროში პირდაპირ თქვენს ცხვირწინ, ცოცხალი ბუნების სამყაროს ყურებით. ამასთან, გონება გიყვირებთ, რომ ახალი ამბების გარეშე ვერ გადარჩებით: ყველას ეცოდინება, რომ თქვენს სახლს შემოავლეს ფიჩხები და ეს-ესაა წაუკიდებენ, ისინი გაიქცევიან, თქვენ კი დაიწვებით. ნუ დაუჯერებთ, გონება გატყუებთ. ის, რისი ცოდნაც გჭირდებათ, ამას ისედაც გაიგებთ.

კიდევ ერთი საპირისპირო აზრი...

კიდევ ერთი საპირისპირო აზრი - ესაა ის, რომ მსგავსი სახით უარის თქმა სამყაროზე ჰგავს ლეგენდას სირაქლემაზე, რომელიც თითქოსდა თავს ქვიშაში მალავს, რომ არ გაიგოს და არ დაინახოს საშიშროება. რა შეიძლება ამას დაუპირისპირო?

არსებობს სული, როგორც ქვა, ასევე არსებობს სული, როგორც ლერწამი და თივა. თუ შენ ქვა ხარ, ცეცხლი ვერაფერს დაგაკლებს. თუ შენ შეგიძლია კითხვა, ცხოვრება საინფორმაციო ნაკადების გარემოში და ამასთან, დარჩე მიუკერძოებლად ანუ არ გაბრაზდეს, არ გაკიცხო, არ დანაღვლიანდე, არ აღშფოთდე, შეინახო სულში სიმშვიდე და გაუფანტავი ყურადღება ლოცვაზე, მაშინ არაა პრობლემა, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი შენთვის არაა.

თუმცა, თუ ეს ასე არაა და შენი სული, როგორც ლერწამი, იწვის ყველაფრისგან, რასაც ხედავ და გესმის, იწვის და აფრქვევს მრისხანებას, შიშს, სიძულვილსა და მწუხარებას, ქმენი სიკეთე და ნუ დაუმატებ ბენზინს, დაინდე საკუთარი თავი, სიმშვიდეს მიენდე. ეცადე, თუ შეგიძლია, თუნდაც დიდმარხვაში მაინც იყო ღმერთთან მარტო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ