“ეშმას კლუბი გაკვეთილების შემდეგ“: ბავშვთა წრე ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზე

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილები დავიცვათ მსოფლიო ტენდენციისაგან. ფოტო: СПЖ

ბოლო რამოდენიმე თვეში აშშ-ს სხვადასხვა სკოლაში გაიხსნა ე.წ. „სატანის კლუბები გაკვეთილების შემდეგ“. სულ მინიმუმ ხუთი მსგავსი დაწესებულება არის ცნობილი. ყველა მათგანი თავს წარმოადგენს, როგორც ორგანიზაციები, რომლებიც შეიქმნა განათლებაში სამეცნიერო მეთოდოლოგიის პროპაგანდისა და აღმსარებლობის თავისუფლების უფლების მხარდასაჭერად. „კლუბების“ ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ისინი სკოლებში მხოლოდ მას შემდეგ ჩნდებიან, რაც მათ ამის შესახებ სთხოვენ მშობლები, რომელთაც არ სურთ რომ მათმა შთამომავლობამ მონაწილეობა მიიღოს ქრისტიანული ხასიათის ორგანიზაციებში.

აღსანიშნავია ის, რომ ეს კლუბები უარყოფენ თავიანთ კავშირებს შავ მაგიასთან და სატანიზმთან.

თუმცა, მშობლების უმრავლესობა და არა მხოლოდ ქრისტიანები, თვლიან, რომ ასეთი წრეების არსებობს სკოლებში დაუშვებელია და საშიშიც კია ბავშვებისთვის. ასეა ეს თუ არა სინამდვილეში? რა დგას მსოფლიოში სატანიზმის პოპულარობის მზარდი ზრდის უკან? და შეგვიძლია თუ არა ჩვენ, ქრისტიანებს, რამენაირად აღვუდგეთ ამას წინ?

რითია საშიში სატანიზმი?

ამერიკა, მოგვწონს თუ არა ეს ჩვენ, მაინც ღრმად რელიგიური ქვეყანაა. ამ დრომდე აშშ-ს მთავრობაში დღე იწყება ლოცვით, ხოლო კონგრესის სხდომებს ხსნის მღვდელი. ბევრი ამერიკელი თავს არა უბრალოდ ქრისტიანად თვლის, არამედ დარწმუნებულია, რომ „ცხოვრობს“ ბიბლიით. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მათი აზრით, სატანიზმის ადგილი არაა არა მხოლოდ სკოლებში, არამედ საერთოდ, ამერიკის საზოგადოებაშიც. მოცემულ მტკიცებას ძნელია არ დაეთანხმო.

ჯერ ერთი, სატანიზმი გაცნობიერებულად და მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ ქრისტიანულ ფასეულობებს. სატანიზმი არის ქრისტიანობის ანტაგონისტი. ამ რელიგიური სწავლების მიმდევრები მოგვიწოდებენ „ადამიანის მოდგომის მტრისადმი“ თაყვანისცემას, ადიდებენ მას, როგორც „პირველ რევოლუციონერს“ და „თავისუფლებისთვის მებრძოლს“. საკმარისია გადაშალო წმინდა წერილი, რათა გაიგო ქრისტიანებისა და ქრისტიანობის დამოკიდებულება დემონებისა და ბოროტების მიმართ.

მეორეც, სკოლებში „სატანური კლუბების“ არსებობა ერთმნიშვნელოვნად საშიშია ბავშვებისთვის. სატანიზმისა და შავი მაგიის იდეები, რომლებიც ზიანს აყენებენ მათ სულიერ და ემოციურ ჯანმრთელობას, არა მხოლოდ იტაცებს ბავშვებს, არამედ სულ უფრო პოპულარული ხდება თანამედროვე საზოგადოებაში. ამაში მათ ძალიან ეხმარება კინემატოგრაფი (მაგალითად, სუპერპოპულარული სერიალი „უენსდეი“ ამ იდეებით არის სავსე), ლიტერატურა და მასობრივი კულტურა. გარდა ამისა, საკმაოდ ხშირად ასეთი „სატანის კლუბები გაკვეთილების შემდეგ“ ბავშვებს ძალიან საშიშ პრაქტიკაში - მსხვერპლშეწირვასა და ასოთდამშავებლობაში რთავს.

მესამე, „სატანური კლუბები“ სკოლაში უარყოფით ზეგავლენას ახდენს ისეთ ცნებებზე, როგორიცაა ზნეობრიობა და წესრიგი. დამეთანხმებით, რომ დამახინჯებული მცდელობა ზნეობრიობაზე სატანისტებში უდაოდ მოდის წინააღმდეგობაში ისეთ ეთიკურ პრინციპებთან, რომლებზეც დგას ჩვენი საზოგადოება. ძნელი არაა ივარაუდო სატანური „ეთიკის“ შედეგები: სიძვა, სუიციდი, მკვლელობა.

თითქოსდა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტი სკოლებში სატანისტების დაშვების წინააღმდეგ იმდენად ცხადია, რომ მათთან დავა აზრს მოკლებულია. თუმცა, სატანისტები დაობენ.

ისინი ამტკიცებენ, რომ „გაკვეთილების შემდეგ სატანის კლუბები“ აუცილებელია იმისთვის, რომ მოედანი მისცენ ურთიერთობისთვის მათ, ვინც არ ემხრობა ქრისტიანულ მრწამსს და ასევე ისინი საჭიროა რელიგიური ტოლერანტობის წახალისებლად.

თუმცა, რატომღაც ანტიქრისტიანობის მომხრეები ვერ ამჩნევენ, რომ ყველა საუბარი „რელიგიურ მიმღებლობაზე“ მხოლოდ ქრისტიანობის კონტექსტშია... ერთი სიტყვით, „აღმსარებლობის თავისუფლების“ არც ერთი მოყვარული არ შეეცადა მისულიყო ისლამურ სკოლაში იქ „გაკვეთილების შემდეგ შაიტანის კლუბის“ გასახსნელად. თუმცა,... იქნებ იყო კიდეც ასეთი შემთხვევები, მაგრამ ჩვენ ამას უკვე ვერასდროს გავიგებთ. რადგანაც „შაიტანს“, ისინი როგორც ჩანს, უფრო ადრე შეხვდნენ, ვიდრე ისლამური სკოლის ტერიტორიიდან გამოვიდონენ.

ეს ნიშნავს იმას, რომ სწორედ ქრისტიანები უფრო ტოლერანტულები არიან იმის მიმართ, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. ტოლერანტები არიან იმიტომ, რომ უფალმა მოგვცა მცნება მტრებისადმი სიყვარულის შესახებ. ნიშნავს კი ეს იმას, რომ ქრისტიანების „ტოლერანტობა“ ახდენს მსოფლიოში სატანური იდეების განვითარების პროვოცირებას? არა. ანტიქრისტიანობის პოპულარობის მიზეზები სხვა რამეშია.

მსოფლიოშო სატანიზმის პოპულარობის ზრდის მიზეზები

არსებობს რამოდენიმე ფაქტორი, რომლებმაც გავლენა იქონიეს სატანიზმის ზრდაზე მსოფლიოში ბოლო წლების განმავლობაში.

ჯერ ერთი, დღეს მთელი სიმძლავრით მუშაობს პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც მიმართულია ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების მიუღებლობაზე. რატომ? იმიტომ, რომ ღვთისმეტყველისა და ისტორიკოსის, დმიტრი პოსლეპოლოვსკის ზუსტი გამოთქმის მიხედვით „ქრისტიანობა ყოველთვის დაუპირისპირდება ტოტალიტარიზმის ნებისმიერ ფორმას“. ქრისტიანობა ეფუძნება თავისუფლებას. და თუ დღეს თავისუფლება არის ფარდობითი რამ, ქრისტიანობაც ხდება საშიში.

გასაგებია, რომ ფუნდამენტური ქრისტიანული პრინციპების ძირის გამოთხრა, რომლებზეც იგება ჩვენი საზოგადოება, ადამიანებს უბიძგებს არა მხოლოდ სხვა პრინციპების ძიებისკენ, არამედ აიძულებს მათ ეძებონ, თუ როგორ და რითი შეიძლება შეივსოს ის სულიერი სიცარიელე, რომელიც ჩნდება ქრისტიანული მსოფლმხედველობის დაკარგვის შედეგად. აქედან გამომდინარე არის სატანიზმისა და სხვა ფსევდორელიგიების ცდუნება.

ამ გაგებით დიდ როლს თამაშობს ინტერნეტიც, რომელიც არა მხოლოდ წარმოგვიდგენს „საჭირო“ ინფორმაციას სატანიზმზე, არამედ შესაძლებელს ხდის ურთიერთობას თანამოაზრეებთან.

მეორე, კიდევ ერთ ფაქტორს, რომელიც გავლენას ახდენს სატანიზმის პოპულარობის ზრდაზე, წარმოადგენს აქცენტირება ინდივიდუალიზმზე და „პირადი“ თავისუფლების დამახინჯებული გაგება თანამედროვე საზოგადოებაში. დღეს თავისუფლება გაგებულია, როგორც „რასაც მინდა, იმას ვაკეთებ“. გასაგებია, რომ ასეთი თვითშეგრძნება არ შეიძლება ქრისტიანობასთან იყოს თანხვედრაში, რომლისთვისაც თავისუფლება არის უყვარდეს და უყვარდეთ, ესაა ცოდვისა და დამოკიდებულებებისგან თავისუფლება.

გარდა ამისა, თანამედროვე პოპულარული კულტურა, ისეთი, როგორიცაა მუსიკა, ფილმები და ტელეშოუ, უბრალოდ კი სწევენ წინ სატანურ იდეებს, არამედ  ყველანაირად ხაზს უსვამენ სატანიზმისა და ოკულტური პრაქტიკის „ნორმალურობას“. რაც, სხვათაშორის, გასაკვირი არაა, მაგრამ ჩემი აზრით, ის პირდაპირ უკავშირდება ჰომოსექსუალიზმის, პედოფილიისა და ახლა უკვე, ზოოფილიის ნორმალიზაციასაც.

ერთი სიტყვით, სატანიზმის პოპულარობა არის ქრისტიანობისა და ქრისტიანული ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლის შედეგი. თუმცა, შეიძლება კი ამას რამენაირად აღუდგე წინ?

როგორ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ სატანიზმს?

დიახ, არა მხოლოდ შეიძლება, არამედ საჭიროა კიდეც წინ აღვუდგეთ. ქრისტიანები მოწოდებულნი არიან კეთილი ამბის ქადაგებისთვის ანუ სახარების ქადაგებისთვის. ჩვენი ამოცანაა შემცირდეს სამყაროში ბოროტების რაოდენობა, ამასთან, საკუთარი თავით დავიწყოთ. თითოეული ჩვენგანი არის ქრისტეს მეომარი, რომელიც მოციქულის აზრით, უნდა „აღუდგეს წინ ბოროტებას“ პირადი ასკეტიზმისა და ღვთისმოსაობის მეშვეობით.

მეორე, მაგრამ არანაკლებ ეფექტური ხერხი მსოფლიოში „ადამიანის მოდგმის მტრის“ გავლენის გაძლიერების წინააღმდეგ არის განათლება. ქრისტიანებმა არა მხოლოდ უნდა ასწავლონ თავიანთ შვილებს, არამედ ვალდებულნი არიან გაავრცელონ სახარების ნათელი საზოგადოებაში. მათი მისიაა იყვნენ ქრისტეს მოწამენი ადამიანებისა და სამყაროს ცხოვრებაში. ბუნებრივია, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, ქრისტიანული განათლება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სატანიზმის ისტორიისა და არსის და ასევე ნეგატიური შედეგების შესახებ, სადამდეც შეიძლება მიგვიყვანოს ამ მაგიურ და ოკულტურ პრაქტიკასთან შეხებამ.

სატანიზმის გავრცელებისთვის წინ აღდგომის საქმეში უმნიშვნელოვანესი ასპექტია ლოცვა. ქრისტიანები უნდა ლოცულობდნენ იმათთვის, ვინც გატაცებულია სატანიზმის იდეებით. თუ ესენი, ღმერთმა დაგიფაროთ და არიან თქვენი ახლობლები, ლოცვის გარდა შეიძლება მარხვაც აიღოთ საკუთარ თავზე.

ასევე არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება იქცეს ქრისტიანების ურთიერთქმედება კულტურასთან. ჩვენ არ გვჭირდება საზოგადოებისგან გაქცევა, იმის დაშვება, რომ მასში არაა სახარების ადგილი. პირიქით, ჩვენ უნდა ვეცადოთ დადებითი გავლენა მოვახდინოთ მთელს საზოგადოებრივ და კულტურულ პროცესებზე, პირადი მაგალითის მეშვეობით ისეთი ფასეულობების წინ წაწევით, როგორიცაა სიყვარული, თანაგანცდა. თუ ჩვენი ცხოვრება გახდება ხილული და ქმედითი მტკიცებულებას ქრისტესი და ქრისტიანობის ძალიას, ჩვენ, უფლის დახმარებით, შევძლებთ შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ.

და ბოლოს, ჩვენ, ქრისტიანებს, ყოველთვის გვჭირდება გვახსოვდეს, რომ „ჩვენი ბრძოლა არაა სხეულისა და სისხლის, არამედ ცისქვეშეთის ბოროტების სულისკვეთების წინააღმდეგ“. ამიტომაც, სამყაროში ბოროტების ძალებისადმი დაპირისპირების საკითხს უნდა მივუდგეთ მორჩილებითა და მადლით.

ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა დავუპირისპირდეთ სატანიზმს. ამ დაპირისპირების გარეშე ჩვენი საზოგადოება დაიღუპება. ამასთან, ამ ბრძოლაში მხოლოდ ღმერთს შეიძლება დაეყრდნო. მხოლოდ მას შეუძლია გააცამტვეროს სამყაროში ეშმაკის ყველა ხრიკი.

უნდა ასწავლოს თუ არა ეკლესიამ ხალხს: პასუხი მიტროპოლიტ თეოდოსს

მიტროპოლიტმა თეოდოსმა ისაუბრა ჩვენი ეკლესიის დევნის მიზეზებზე და აღნიშნა, რომ ბევრ რამეში ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავე. რა უნდა გავაკეთოთ? შესაძლებელია თუ არა იმ სიტუაციის შეცვლა, რომელშიც ახლა იმყოფება უმე?

წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალება

საკვირაო ქადაგება.

მიქა წინასაწარმეტყველის გაფრთხილება: ხედვა უკრაინიდან

უკრაინის ხელისუფლება მიმართულია უმე-ს განადგურებაზე. ადვოკატმა რ. ამსტერდამმა მიმართა ვ. ზელენსკის წერილით გაფრთხილებით პასუხისმგებლობის შესახებ. მაგრამ უფრო საშიში გაფრთხილებებიც არსებობს.

რწმენისა და დემონური შეპყრობის შესახებ დიდი მარხვის მე-4 კვირას

დიდი მარხვის მე-4 კვირას ლიტურგიაზე იკითხება სახარება ეშმაკით შეპყრობილი ჭაბუკის განკურნებაზე. ეს მონათხრობი ნათლად აკავშირებს რწმენასა და განკურნების სასწაულს.

სინამდვილეში მსოფლიო ისეთი არ არის, როგორსაც ჩვენ მას ვხედავთ

საკვირაო ქადაგება სახარების მონაკვეთზე ბრმის განკურნების შესახებ.

წინადაცვეთა მართლმადიდებლური ,,ფენგ შუის’’ მიხედვით

ქადაგება უფლის წინადაცვეთის დღესასწაულის წინა დღეს.