1. ძირითადი დებულებები

1.1. მოცემული სამომხმარებლო შეთანხმება (შემდგომში - შეთანხმება) რეგლამენტირებას უწევს ადმინისტრაციის (შპს „საინფორმაციო სააგენტო“ „მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი“, რეგისტრაციის კოდი 39738055 (შემდგომში - ადმინისტრაცია) საიტსა https://spzh.news/ (შემდგომში - საიტი) და ფიზიკურ პირს (შემდგომში - მომხმარებელი) შორის სამართალურთიერთობებს ფორუმების, ბლოგების, ჩატების, კომენტარების და სხვა ინტერაქტიული რესურსების, აგრეთვე ტექსტური შეტყობინებების, ვიდეო, აუდიო, გრაფიკული მასალის (შემდგომში - მასალები) გამოყენებით საიტზე ინტერნეტ ქსელში მისამართზე https://spzh.news (შემდგომში - საიტი), აგრეთვე საფოსტო შეტყობინებების გაგზავნას საფოსტო სერვისების მეშვეობით (ელექტრონული ფოსტით).

მომხმარებლად შეიძლება ჩაითვალოს ფიზიკური პირი, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია საიტზე და იყენებს საიტის https://spzh.news სერვისებს და/ან ინტერნეტ-პროდუქტებს. მოცემული შეთანხმების ტექსტი მომხმარებელს რეგისტრაციის დროს გადაეცემა. შეთანხმება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოხატვის მომენტიდან შეთანხმების პირობებისადმი, საიტზე რეგისტრაციის საშუალებით. მომხმარებელს საიტის სერვისებითა და სამსახურით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ.

1.2. მოცემული შეთანხმება შეიძლება შეიცვალოს ადმინისტრაციის მიერ მომხმარებლის სპეციალური გაფრთხილების გარეშე. შეთანხმების ახალი რედაქცია ძალაში შედის მისი პორტალზე განთავსების მომენტიდან.

1.3. სამართალურთიერთობებს, რომლებიც წარმოიქმნება მომხმარებელსა და ადმინისტრაციას შორის, მოცემული შეთანხმების შესრულებესთან დაკავშირებით, არეგულირებს უკრაინის კანონმდებლობა.

2. ურთიერთქმედება

2.1. საიტი მომხმარებელს წარუდგენს ინტერნეტ-სერვისებს (ფორუმებს, ბლოგებს, ჩატებს, კომენტირების ფუნქციებს და სხვა ინტერაქტიულ რესურსებს (შემდგომში ზოგადად - სერვისი), საკუთარი მასალების უფასოდ განთავსებას).

2.2. საიტის სერვისების სარგებლობისთვის მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაციის შემდეგი პროცედურა:

2.2.1. შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა;

2.2.2. გამოხატოს თანხმობა მოცემული შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ადმინისტრაცია არანაირად არ ახორციელებს მოხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემოწმებას მისი სიმართლის თვალსაზრისით და არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერი მესამე პირების წინაშე ამ ინფორმაციის სიზუსტისა და სიმართლის გამო; არ განიხილავს მომხმარებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას როგორც პერსონალურ ცნობებს, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ დაცვას უკრაინის კანონის თანახმად: „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“;

2.2.3. რეგისტრაციის პროცესის დასრულებისთანავე, მომხმარებელს შეყავს სააღრიცხვო ჩანაწერის სახელი და საიტის სერვისების წვდომის პაროლი. მომხმარებელი პერსონალურად პასუხს აგებს საკუთარი შესვლისა და პაროლის უსაფრთხოებაზე, აგრეთვე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ყველა ქმედების გამო, რომლებსაც ის ახორციელებს საიტის სერვისების გამოყენების პროცესში;

2.2.4. მომხმარებელი ეთანხმება იმას, რომ ადმინისტრაციას უფლება აქვს შეაგროვოს და შეინახოს მომხმარებლის სარეგისტრაციო მონაცემები (მათი მიღების შემთხვევაში) სერვისის ფარგლებში მოცემული შეთანხმების დებულებების შესრულების მიზნით.

2.3. ყველა საკითხი, რომელიც ამ შესაბამისი დანადგარის და პროგრამული უზრუნველყოფის ინტერნეტის ქსელთან წვდომის უფლების მინიჭებასთან, ყიდვასთან და მოწესრიგებასთან არის დაკავშირებული, მომხმარებლის მიერ გადაიჭრება დამოუკიდებლად და არ უკავშირდება მოცემული შეთანხმების მოქმედებას.

2.4. სერვისების საიტის მომხმარებლის პაროლი შეიძლება აღდგენილი იყოს ადმინისტრაციის მიერ მხოლოდ ზუსტი, სწორი და სრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, რომელიც მოცემულია მომხმარებლის სააღრიცხვო ჩანაწერის პირველადი რეგისტრაციისას.

2.5. მასალების განთავსება და სერვისების გამოყენება არის პოსტმოდერირებული, ესე იგი მოდერატორი ეცნობა მასალას მომხმარებლის მიერ საიტზე ამ მასალების განთავსების შემდეგ. თუ რომელიმე მასალა არღვევს საიტის მოხმარების წესებს და/ან თვით არის ასეთი და/ან შეიცავს ინფორმაციას, რომელიც ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ასეთი მასალა ექვემდებარება ამოღებას.

3. სერვისები (მასალების განთავსება)

3.1. მომხმარებელი ათავსებს თავის მასალებს საიტზე, აგრეთვე გადასცემს ადმინისტრაციას საგანგებო უფლებას, რომ მიანიჭოს მასალებთან ფართო წვდომის უფლება არსებული რესურსის ფარგლებში ყოველგვარი ანაზღაურების გადახდის გარეშე.

3.2. მასალების არასანქცირებული კოპირებისა და გამოყენების პასუხისმგებლობას იღებს ყველა და ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირი, ვინც უკანონოდ იყენებდა საიტზე განთავსებულ მასალებს.

3.3. სანამ სხვა რამ არ არის დადგენილი, ყველა ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლება მასალებზე ეკუთვნის მომხმარებელს, რომელმაც ისინი განათავსა. მომხმარებელი გაფრთხილებულია უკრაინის მოქმედი კანონმდებლობის მიერ დადგენილ პასუხისმგებლობაზე სხვისი მასალების (ნაწარმოებების) უკანონო გამოყენებისა და განთავსების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილი იქნება, რომ მომხმარებელი, ვინც მასალებს განათავსებს, არ არის მათი კანონიერი სამართალმფლობელი, ეს მასალები, კანონიერი სამართალმფლობელის პირველი მოთხოვნისთანავე, ამოღებული იქნება თავისუფალი წვდომიდან.

3.4. მასალის განთავსებისას ადმინისტრაცია უთითებს მომხმარებლის ფსევდონიმს (ნიკნეიმს), რომელიც მომხმარებელმა მიუთითა მასალის წარმოდგენისას.

3.5. საიტზე განთავსებული მასალები არ უნდა შეიცავდნენ:

- მასალებს, რომლებიც არიან უკანონო, მავნე, მუქარის შემცველი, ზნეობის, პატივისა და ღირსების, მესამე პირების უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების შეურაცმყოფელი, ცილისმწამებლური, რომლებიც არღვევენ საავტორო უფლებებს, პროპაგანდირებენ ხალხთა მიმართ ზიზღს და/ან დისკრიმინაციას რასობრივი, ეთნიკური, სოციალური ნიშნით, ხელს უწყობენ რელიგიური, რასობრივი ან ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივებას, შეიცავენ ძალადობისა და ცხოველთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის სცენებს და ა.შ., რაც დადგენილია უკრაინის კანონით „მორალის შესახებ“, უკრაინის კონსტიტუციით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით;

- უმცირესობათა უფლებების შეზღუდვას;

- სხვა ადამიანად ან ორგანიზაციის და/ან გაერთიანების წარმომადგენლად თავის გასაღებას სათანადო უფლების გარეშე, მათ შორის ადმინისტრაციის თანამშრომლად ან მფლობელად, აგრეთვე შეცდომაში შეყვანას ვიღაც სუბიექტების ან ობიექტების თვისებებთან და დახასიათებებთან დაკავშირებით;

- მასალებს, რომლებსაც მომხმარებელი ვერ გახდის მისაწვდომს კანონით ან რაღაც კონტრაქტული ურთიერთობების შესაბამისად;

- მასალებს, რომლებიც არღვევენ უფლებებს რამე პატენტზე, სავაჭრო მარკაზე, კომერციულ საიდუმლოებაზე, საკონვენციო ნიშანზე ან სხვა საკუთრების უფლებებზე და მესამე მხარის საავტორო და/ან მასთან საზიარო უფლებებზე;

- აკრძალულია: მომაბეზრებელი რეკლამის, „სპამის“ კორესპონდენციის, „ბედნიერების წერილების“, ფინანსურ პირამიდებში მონაწილეობის მოწვევის ჩატვირთვა, განთავსება ან სხვა ხერხით გადაცემა ან მომსახურების შეთავაზება სხვა გზით;

- კომპიუტერული კოდების შემცველ მასალებს, რომლებიც განკუთვნილია ნებისმიერი კომპიუტერული ან ტელესაკომუნიკაციო დანადგარის ან პროგრამების მოშლისთვის, განადგურებისთვის ან ფუნქციონალური შეზღუდვისთვის, არასანქცირებული წვდომის განხორციელებისთვის, აგრეთვე კომერციული პროგრამული პროდუქტების სერიულ ნომრებს, შესვლას, პაროლებს და ინტერნეტის ფასიანი რესურსებისადმი სხვა არასანქცირებული წვდომის საშუალებების მიღებას;

- რომელიმე მოქმედი ადგილობრივი, სახელმწიფო ან საერთაშორისო კანონების განზრახვით და/ან შემთხვევით დარღვევა;

- სხვა მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შეგროვება და შენახვა;

- სარეკლამო, კომერციული და სააგიტაციო ხასიათის ჩანაწერების შეუთანხმებელი გადაცემა;

- ნარკოტიკული საშუალებების რეკლამა;

ჩანაწერები ვიღაცის მისამართით, რომლებიც შეიცავენ უხეშ და შეურაცხმყოფელ განაცხადებს და წინადადებებს;

- ჩანაწერებს, რომლებიც შეიცავენ პორნოგრაფიული ხასიათის მასალებს;

აკრძალულია ერთზე მეტი ანგარიშის (კლონის) ქონა, თუ ირღვევა საიტის წესები ან რეიტინგის აწევა ხდება.

შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ანგარიში იქნება გაუქმებული ყოვეწლგვარი გაფრთხილების გარეშე.

3.6. მომხმარებელს ესმის და იღებს იმას, რომ მთელი ინფორმაციისთვის, მონაცემებისთვის, ტექსტისთვის, პროგრამისთვის, მუსიკისთვის, ხმებისთვის, ფოტოებისთვის, გრაფიკისთვის, ვიდეოსთვის, შეტობინებებისთვის და სხვა მასალებისთვის, რომლებიც განთავსებულია და ყველასთვის მისაწვდომია ან გადაცემულია კერძო წესით, პასუხს აგებს ის პირი, რომელმაც განახორციელა ეს განთავსება.

3.7. მომხმარებელს არ შეუძლია ჩატვირთოს, გადასცეს ან გამოაქვეყნოს მასალები, თუ ისინი არ შეუქმნია პირადად მომხმარებელს ან რომელთა განთავსებაზე მომხმარებელს არ აქვს შესაბამისი სამართალმფლობელის ნებართვა.

3.8. მესამე პირებისგან პრეტენზიების მიღების შემთხვევაში, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ მასალების განთავსებასთან, მომხმარებელი დამოუკიდებლად და თავისი ხარჯით არეგულირებს არსებულ პრეტენზიებს.

4. სააღრიცხვო ჩანაწერის მოქმედების შეწყვეტა და მომხმარელის მასალების წაშლა

4.1. მომხმარებელი ეთანხმება იმას, რომ ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეწყვიტოს მომხმარებლის სააღრიცხვო ჩანაწერის მოქმედება და/ან დაბლოკოს მომხმარებლის წვდომა საიტზე მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილებისა და მიზეზის დასახელების გარეშე შემდეგ შემთხვევებში:

4.1.1. მოცემული შეთანხმების დებულებების, მისი მონაკვეთების და დამატებების დარღვევა;

4.1.2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების შესაბამისი მოთხოვნით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად;

4.1.3. საიტთან წვდომისთვის სააღრიცხვო ჩანაწერის ხანგრძლივი გამოუყენებლობა (6 კალენდარული თვიდან ზედიზედ);

4.1.4. სხვა შემთხვევები, თუ ადმინისტრაცია საიტის ნორმალური მუშაობისთვის საჭიროდ ჩათვლის ასეთი გაუქმების აუცილებლობას.

4.2. მომხმარებელს შეუძლია მოთხოვოს ადმინისტრაციას მისი ანგარიშის დეაქტივაცია საიტზე. დეაქტივაციაში უნდა ვიგულისხმოთ მომხმარებლის ანგარიშის დროებით ბლოკირება მისი შენარჩუნებით (საიტის მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის წაშლის გარეშე). ანგარიშის დეაქტივიციისთვის მომხმარებელმა უნდა დაწეროს წერილი ანგარიშის დეაქტივაციის თხოვნით საიტის მხარდაჭერის სამსახურში საფოსტო ყუთიდან, სადაც ხდებოდა მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია.

4.3. საიტზე რეგისტრაციის განახლებისთვის (ანგარიშის აქტივაციისთვის) მომხმარებელმა უნდა დაწეროს წერილი საიტის მხარდაჭერის სამსახურში მომხმარებლის ანგარიშის აქტივაციის თხოვნით საფოსტო ყუთიდან, სადაც ხდებოდა მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია.

4.4. ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას თავად განსაზღვროს, შეცვალოს (მოდერაცია ჩაუტაროს) ან წაშალოს მომახმარებლის მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაციას (მასალებს), რომელიც არღვევს (-ენ) მოქმედი სამომხმარებლო შეთანხმების პ. 3.5-ით დადგენილი აკრძალვებს, (აგრეთვე უკრაინის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ნებისმიერ აკრძალვებსა და მოთხოვნებს), პირადი შეტყობინებებისა და კომენტარების ჩათვლით, წინასწარი გაფრთხილებით ან მის გარეშე, ნებისმიერი ზიანის შემთხვევაში პასუხისმგებლობის გარეშე, რომელიც მიადგა მომხმარებელს ამ ქმედების შედეგად.

4.5. მომხმარებლის მიერ იმ მასალების განთავსების შემთხვევაში, რომლებიც მას არ ეკუთვნის, აგრეთვე თუ სამართალმფლობელისგან შემოვა მოტივირებული საჩივარი მისი კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევის გამო, ადმინისტრაციას უფლება აქვს ამოიღოს მომხმარებლის მიერ განთავსებული კონტენტი ან დაბლოკოს მომხმარებლებისთვის მასთან წვდომა მომხმარებლის გაფრთხილებისა და მიზეზების ახსნა-განმარტების გარეშე.

5. უფლებები და მოვალეობები

5.1. ადმინისტრაცია ცდილობს საიტის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფას, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ განთავსებული მასალების სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვაზე, აგრეთვე სერვისების დაბალ ხარისხზე და მიწოდების სისწრაფეზე.

5.2. მომხმარებელს უფლება აქვს საიტის საშუალებით განათავსოს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები, რომელთა გამოყენების უფლება მას ეკუთვნის კანონიერ საფუძველზე.

5.3. ადმინისტრაციას უფლება აქვს მომხმარებელს უარი უთხრას მასალების, ტექსტური შეტყობინებების განთავსებაზე, აგრეთვე მისი გადაწყვეტილებით ამოიღოს მასალები, თუ მათი შინაარსი ეწინააღმდეგება მოცემული შეთანხმების მოთხოვნებს.

5.4. მომხმარებელი ეთანხმება იმას, რომ ის იღებს სრულ პასუხისმგებლობას პორტალზე განთავსებული მასალების შინაარსზე. ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას მასალების შინაარსზე და კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობაზე, საავტორო ეფლებების დარღვევაზე, სასაქონლო და მომსახურების (სავაჭრო ნიშნის) ნიშნების არასანქცირებულ გამოყენებაზე, ფირმებისა და მათი ლოგოტიპების დასახელებებზე, აგრეთვე მესამე პირთა უფლებების შესაძლო დარღვევებზე საიტზე მასალების განთავსებასთან დაკავშირებით. მესამე პირებისგან პრეტენზიების გამოთქმის შემთხვევაში, რომლებიც მასალების განთავსებასთან არის დაკავშირებული, მომხმარებელი დამოუკიდებლად და თავისი ხარჯით არეგულირებს არსებულ პრეტენზიებს.

5.5. მომხმარებელი წარუდგენს ადმინისტრაციას გამოყენების საყოველთაო ლიცენზიას, რომელიც მოიცავს აღდგენას, გავრცელებას, გადამუშავებას, საჯარო ჩვენებას https://spzh.news/ და მასალების საყოველთაო გასაჯაროებას, რომლებიც მომხმარებელმა განათავსა საიტის ფარგლებში საჯარო ჩვენებისთვის, როგორც საიტის კონტენტის. მომხმარებელი, რომელიც ითვლება ამ პუნქტში მოცემული მასალების კანონიერ მფლობელად, ინარჩუნებს ყველა ქონებრივ და პირად არაქონებრივ საავტორო უფლებებს უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო შეთანხმებების თანახმად.

5.6. მომხმარებელი თანახმაა არ აღადგინოს, არ გაიმეოროს და არ დააკოპიროს, არ გაყიდოს და არ გადაყიდოს, აგრეთვე არ გამოიყენოს რაიმე კომერციული მიზნებისთვის საიტზე განთავსებული ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერი ობიექტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს უფლება ენიჭება მისი კანონიერი სამართალმფლობელის მიერ.

5.7. ადმინისტრაცია გარანტიას არ იძლევა, რომ საიტის სერვისები უპასუხებენ მომხმარებლის მოთხოვნებს; რომ ისინი უწყვეტად, სწრაფად და ეშეცდომოდ იქნებიან მოწოდებულები, ხოლო მომხმარებელი მიიღებს ზუსტ და საიმედო შედეგებს.

5.8. საიტის სერვისების გამოყენებით მომხმარებლის მიერ მიღებულ ნებისმიერ მასალებს მომხმარებელი იყენებს და იღებს მათზე პასუხიმგებლობას. მომხმარებელი დამოუკიდებლად პასუხს აგებს ნებისმიერ ზარალზე, რომელიც შეიძლება მიადგეს კომპიუტერს და/ან მონაცემების ჩატვირთვისა და ამ მასალების გამოყენების შედეგად.

5.9. ადმინისტრაცია ვალდებულია შეატყობინოს მომხმარებელს მესამე პირთა პრეტენზიების შესახებ, რომლებიც ეხება მომხმარებლის მიერ განთავსებულ მასალებს. მომხმარებელი ვალდებულია ან მისცეს ადმინისტრაციას უფლება მასალების გამოქვეყნებაზე, ან ამოიღოს მასალა.

5.10. ადმინისტრაციას უფლება აქვს შესაბამისი უფლებამოსილი (სამართალდამცავი) ორგანოს პირველივე მოთხოვნით, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიაწოდოს ასეთ სახელმწიფო ორგანოს არსებული ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ, პერსონალური მონაცემების ჩათვლით.

5.11. მომხმარებელი აღიარებს, რომ ადმინისტრაციას შეუძლია დააწესოს შეზღუდვები სერვისების გამოყენებაში, მათ შორის: მომხმარებლის მიერ განთავსებული ნებისმიერი მასალის შენახვის ვადა.

5.12. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს:

- საიტის მოხმარებლის ქმედებებზე;

- ხარვეზებზე, რომლებიც ჩნდება სატელეკომუნიკაციო და/ან ენერგეტიკულ ქსელებში, ზიანის შემცველ პროგრამების მოქმედებაზე, აგრეთვე მასამე პირთა არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო;

- ინფორმაციის შინაარსზე და კანონიერებაზე, რომელსაც იყენებს/იღებს მომხმარებელი სერვისის ფარგლებში, აგრეთვე ამ ინფორმაციის ხასიათის გამო;

- ზიანისთვის/დაკარგული სარგებლისთვის, რომელიც მიადგა მომხმარებელს გამოყენების შედეგად ან ამა თუ იმ სერვისის გამოყენების შეუძლებლობის გამო;

- სარეკლამო ინფორმაციის ნამდვილობის გამო, რომელსაც იღებს მომხმარებელი სერვისის ფარგლებში და მასში რეკლამირებული საქონლის/მომსახურების ხარისხზე;

- მომხმარებლის პროგრამული და/ან სააპარატო კომპლექსის გარკვეული დაზიანებების გამო, რომლებიც წარმოიქმნა სერვისის გამოყენების შედეგად.

6. საერთო ინფორმაცია

6.1. არსებული შეთანხმება იურიდიულად ავალდებულებს როგორც ადმინისტრაციას, ასევე მომხმარებელს.

6.2. მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას შეთანხმების ცვლილებებსა და დამატებებზე, რომლებიც შესრულდა ადმინისტრაციის მიერ, რაც მომხმარებლის მიერ საიტის სერვისებზე უარის თქმას ნიშნავს.

6.3. ყველა შესაძლო კამათი, რომელიც ჩნდება არსებული შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით/მიზეზით, გვარდება უკრაინის მოქმედი კანონმდებლობის ნორმებთან შესაბამისობაში.

6.4. შეთანხმებაში არ შეიძლება რამე მითითება იყოს მომხმარებელსა და ადმინისტრაციას შორის სააგენტო ურთიერთობების, აგრეთვე მეგობრული ურთიერთობების, საერთო საქმიანობის ურთიერთობების, პირადი დამქირავებლის ან ახვა რამე სამართალურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, რომლებსაც არ ითვალისწინებს მოცემული შეთანხმება.

6.5. მომხმარებელი, რომელიც თვლის, რომ მისი უფლებები და ინტერესები შელახულია ადმინისტრაციის ან მესამე პირთა ქმედებების გამო, რაიმე მასალის საიტზე განთავსებასთან დაკავშირებით, აგზავნის პრეტენზიას მხარდაჭერის სამსახურში. მასალა სასწრაფოდ იქნება ამოღებული თავისუფალი წვდომიდან კანონიერი სამართალმფლობელის პირველივე მოთხოვნით.

6.6. უკრაინის ხელისუფლების ორგანოების მიერ ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების მიღების შემთხვევაში, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ ეხება საიტის ან სერვისების ფუნქციონირებას, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას რაიმე ცვლილებები შეიტანოს სერვისის ფუნქციონირებაში, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ საიტის საქმიანობა მოიყვანოს შესაბამისობაში ახალ ნორმებთან.