მეუ-ს „ხელდასმულები“ - ფანარიონის პრობლემა
2020 წ.-ის 8 ნოემბერს ფანარიონზე ჩატარდა უკრაინის ეგზარხოსის ხელდასმის ცერემონია. შესაძლებელია თუ არა ამ ფაქტით ვიმსჯელოთ ფანარიონის მეუ-სადმი დამოკიდებულების შესახებ?
2020 წლის 8 ნოემბერს ფანარიონზე ჩატარდა არქიმანდრიტ მიხეილის კომანსკის ეპისკოპოსად, უკრაინაში კონსტანტინოპოლის ეგზარხოსად, ხელდასმის ცერემონია. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად სტამბულში ჩავიდა მეუ-ს დელეგაცია მეუ(კ)-ს (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (კანონიკური) ყოფილი მიტროპოლიტის, ალექსანდრეს (დრაბინკო) ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე შედიოდა: მეუ-ს "ეპისკოპოსი" მეტვეი შევჩუკი, მეუ(კ)-ს ყოფილი მღვდელი ვიქტორ მარტინენკო და "მღვდელი" პეტრე ლანდვიტოვიჩი. თვითონ ხელდასმის ცერემონია და ის მოვლენები, რაც მას წინ უსწრებდა, გვაძლევს რამდენიმე დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომლებიც მეტყველებს ფანარიონის, როგორც მეუ-სადმი დამოკიდებულებზე, ასევე უკრაინელი სქიზმატების „ხელდასმებზე“.
მეუ - კონსტანტინოპოლის პატრიარქის განუყოფელი ნაწილი?
მეუ-ს წარმომადგენლები ოფიციალურ დონეზე მუდმივად უსვამენ ხაზს იმ გარემოებას, რომ ფანარიონის ტომოსი მათ რელიგიურ სტრუქტურას ანიჭებს იგივე უფლებებს, რაც აქვს ყველა დანარჩენ ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, - ამტკიცებს მეუ-ს „დამოუკიდებლობასა“ და „ავტოკეფალიას“.
ამგვარ მიდგომას კატეგორიულად არ ეთანხმება „უკრაინული განხეთქილების სულისჩამდგმელი“ და ტომოსის მიღების მთავარი ინიციატორი - ფილარეტ დენისენკო. მისი აზრით ტომოსი, რომელიც პატრიქრქმა ვარფოლომეიმ 2018 წლის იანვრის „შემრიგებელ საბჭოზე“ წარადგინა, დეკლარირებს ახლადშექმნილი რელიგიური სტრუქტურის ფანარიონზე დამოკიდებულებას. დენისენკო ხაზს უსვამს, რომ მეუ-ს პირდაპირ ფანარიონზე დამოკიდებლობის ერთ-ერთი ნიშანი ისაა, რომ „აკრძალულია ეპარქიებისა და მრევლის უკრაინის ფარგლებს გარეთ ყოლა“. თუმცა, ფანარიონელებს მეუ-ს „ავტოკეფალიის“ საკითხი ესმით სრულიად სხვაგვარად.
აქვე შეგახსენებთ, რომ კონსტანტინოპოლს აქვს მთელი მსოფლიოს დიასპორაზე პრეტენზია. რაშიც გულისხმობს, რომ მას აქვს უფლება სულიერად გამოკვებოს ყველა "ბარბაროსული მიწა" ე.ი. ყველა მართლმადიდებლური დიასპორა "საპატრიარქოსა და ავტონომიური ეკლესიების“ მიღმა. ამდენად, 2020 წლის 6 ნოემბერ ფანარიონის წარმომადგენელმა „იერარქებთან“ და სხვა „სასულიერო პირებთან“ მიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინელები არიან კონსტანტინოპოლის პატრიარქის განუყოფელი ნაწილი: „უკრაინა და ქალაქში (სტამბული - რედ.) მცხოვრები ყველა ერთმორწმუნეები არიან კონსტანტინოპოლის პატრიარქის სამწყსო. ჩვენ თქვენ არ გამოგყოფთ, ამაზე დედა ეკლესია პასტორალური სიყვარულით ზრუნავს.
ამ განცხადებიდან ჩანს, რომ უკრაინა კონსტანტიპოლის მიერ აღიქმება თავის კანონიკურ ტერიტორიად, რის დამამტკიცებლადაც გვევლინება ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე ეგზარხოსის დანიშვნა. საეგზარხოსო - არის ცალკეული საეკლესიო რაიონი და აღნიშნავს ამა თუ იმ პატრიარქის სამფლობელოსთვის უცხო ადმინისტრაციულ-ტერიოტრიულ ერთეულს. თავის მხრივ ეგზარხოსი არის პატრიარქის ნაცვალი (გამგებელი).
უკრაინა კონსტანტინოპოლის მიერ აღიქმება თავის კანონიკურ ტერიტორიად, რის დამამტკიცებლადაც გვევლინება ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე ეგზარხოსის დანიშვნა.
ეპისკოპოს კომანსკისადმი მიმართვაში პატრიარქმა ვარფოლომეიმ რამდენჯერმე ხაზი გაუსვა, რომ ფანარიონის ავტორიტერის ეჭვქვეშ დაყენება საფრთხეს უქმნის მართლმადიდებლობის ერთიანობას. საპასუხო გამოსვლაში,კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გამოხატა არა მარტო ერთგულება ფანარიონის მიმართ, არამედ ნათლად ჩამოაყალიბა ის ამოცანები, რისი უკრაინაში გადაჭრაც მას დაევალა. მოგვყავს მისი გამოსვლის ყველაზე საინტერესო ნაწილის ციტატა:
თქვენ დამდეთ დიდი პატივი, როცა დამნიშნეთ საკუთარ ეგზარხოსად უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში. სუსტია ჩემი მხრები, მაგრამ ავადმყოფობისას ქრისტეს ძალა ძლიერდება. როგორც ისტორიის უდიდეს მოღვაწეთა, უკრაინის უდიდეს ეგზარქოსთა მემკვიდრეს ერთადერთი რამ, რაც მაერთიანებს მათთან - ეს არის საერთო ერთგულება, უპირობო ერთგულება დედა-ეკლესიისადმი და ჩემი პატრიარქისადმი. წმ. ანდრეის სტავროპიგიალურ ტაძარს აქვს ორმაგი დატვირთვა: ერთის მხრივ, - ის ამტკიცებს, რომ უკრაინაში იყო და არის თქვენი წინამორბედების ბევრი სტავროპიგია, რომელთა საპატრიარქო და სტავროპიგიალური ღირებულება არასდროს მცირდება, რადგან პატრიარქის ხელმოწერა უმაღლესი გარანტიაა, და მეორეს მხრივ, - ეს არის უვადო სტავროპიგიალური პრივილეგიის და თქვენი პასუხისმგებლობის მასშტაბების დასტური, რაც მომდინარეობს მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული უდაო ისტორიული და საეკლესიო ტრადიციებიდან და რომლის წართმევის უფლებაც არავის აქვს.
რას უნდა მიექცეს ყურადღება აქ? - რომ ეპისკოპოს კომანსკის თქმით, „უკრაინაში იყო და არის ბევრი სტავროპიგიული ფანარიონი, საპატრიარქო და სტავროპეგიალური ღირებულება, რომელიც არასდროს მცირდება და რომლის წართმევის უფლებაც არავის აქვს.“ როგორც ჩანს, სწორედ ამ სტავროპეგიების სტამბულის მმართველობაში დაბრუნება იქნება უკრაინის შვილის მიხეილის (ანიჩენკო) მთავარი ამოცანა.
ამდენად, პატრიარქ ვარფოლომეის მიერ საკუთარი ეგზარხოსის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დანიშვნა მეტყველებს უკრაინაში არა მარტო ფანარიონის ინტერესებზე, არამედ მეუ-ს დამოუკიდებლობის დეფიციტზეც. ეს ფაქტი იმდენად აშკარაა, რომ მის გადასაფარად ფანარიონელებმა გადაწყვიტეს ეპისკოპოსის კურთხევის ცერემონიის დელეგაციაში მეუ-ს ეპისკოპოსის, კომანსკის ჩართვა.
თუმცაღა, ამ შემთხვევაშიც ფარანიონის წარმომადგენლებმა თავი ზედმეტად დაიზღვიეს.
რატომ მაინცდამაინც დრაბინკო?
მთელი თანამედროვე მეუ-ს „საეპისკოპოსოდან“ მხოლოდ ორ არქიერს შეუძლია დაიტრაბახოს კანონიკური კურთხევით - ეს არიან მეუ(კ)-ს ყოფილი მიტროპოლიტები ალექსანდრე (დრაბინკო) და სიმეონი (შოსტაცკი). და შემთხვევითი სულაც არაა, რომ სწორედ დრაბინკო ხელმძღვანელობდა მეუ-ს დელეგაციას ფანარიონზე.
მეუ-ს „ხელდასმების/კურთხევების“ მართებულობის საკითხი თავიდანვე წამოიწია ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიებისა და ცალკეული იერარქების მიერ. სწორედ ფილარეტ დენისენკოს („ეპისკოპოსების“ უდიდესი ნაწილი მისი „ხელდასმულია“) მიერ განხორციელებული საეჭვო „ხელდასმები“გახდა მიზეზი იმისა, რომ რუმინეთის, ალბანეთის და კვიპროსის ეკლესიების სინოდებმა უარი განაცხადეს როგორც ტომოსის, ასევე დუმენკოს აღიარებაზე.
რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა მიმართა ფანარიონს თხოვნით - „გაირკვეს იმ არაკანონიკური იერარქების და მღვდელმსახურების პრობლემა, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ ყოფილ „კიევის საპატრიარქოს.
სწორედ ფილარეტ დენისენკოს („ეპისკოპოსების“ უდიდესი ნაწილი მისი „ხელდასმულია“) მიერ განხორციელებული საეჭვო „ხელდასმები“გახდა მიზეზი იმისა, რომ რუმინეთის, ალბანეთის და კვიპროსის ეკლესიების სინოდებმა უარი განაცხადეს როგორც ტომოსის, ასევე დუმენკოს აღიარბაზე.
ალბანეთის ეკლესიის სინოდმა ამ საკითხზე მოსაზრება უფრო მკაცრად გამოხატა: „ როგორ შეიძლება საღმრთო იკონომიის მიხედვით ვაღიაროთ ეს ხელდასმები, როდესაც მათზე უნდა გადავიდეს სულიწმინდის მადლი, მაშინ როცა ყველა ეს ხელდასმა სულიწმინდის გმობა იყო... არ შეიძლება ძველი რიცხვით ვაღიაროთ კურთხევები, რომლებიც ჩატარდა განკვეთილი და ანათემაზე გადაცემული ფილარეტ დენისენკოს მიერ. მისი ხელდასმები არასწორია, მოკლებულია სულიწმიდის მადლსა და მოქმედებას.
სქიზმატიკურ „საიდუმლოებებში“ ეჭვი კვიპროსის ეკლესიის სინოდმაც შეიტანა: „ კვიპროსის ეკლესიის, ისევე როგორც მთელი ქრისტიანული ეკლესიის 2000-წლიანი ისტორია ეჭვქვეშ აყენებს იმ საიდუმლოებების შესრულების ლეგალიზების შესაძლებლობას, რომელიც ჩატარდა წოდებააყრილი, მოკვეთილი და ანათემაზე გადაცემული ეპისკოპოსების მიერ.
ალბანეთის სამრთლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლის, არქიეპისკოპოს ანასტასის აზრით „ფილარეტის განკვეთისა და ანათემაზე გადაცემის მომენტიდან მას უკვე აღარ შეეძლო ხელდასმების შესრულება
გარდა ამისა, მეუ-ს „ხელდასმების“ პრობლემის შესახებ აზრი გამოთქვეს ელადის ეკლესიის სხვა სასულიერო პირებმაც, რომელთა განცხადებების თანახმად „ახალი ეკლესიის „წმინდა მსახურების“ კანონიკურობის შესახებ, არ გაჟღერდა არც ერთი დამაჯერებელი პასუხი.
მსგავს მოსაზრებას იზიარებენ წმინდა ათონის მთის მკვიდრნი, რომლებიც თვლიან, რომ მაკარ მალეტიჩის მიერ ჩატარებული „საეპისკოპოსო კურთხევა“ „არ შეიძლება ჩაითვალოს მართებულად, ისევე როგორც შემდგომი "ხელდასმები" აღსრულებული სხვა სქიზმატური "ეპისკოპოსების" მიერ.
აქვეა კვიპროსის ეკლესიის, კიკსკის მიტროპოლიტის, ნიკიფორეს სიტყვებიც, რომელიც პირველად 2019 წელს განცხადა და შემდეგ რამდენჯერმე გაიმეორა: „მე მწამს, რომ ჩვენ, როგორც კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი, კანონიკური კურთხევის არმქონე სქიზმატ ეპიფანეს ვერ ვაღიარებთ კიევის და მთელი უკრაინის კანონიკურ მიტროპოლიტად. უფრო მეტიც, ეკლესიური კანონების მიხედვით ევქარისტიული კავშირი გვეკრძალება განდგომილებთან და არახელდასმულებთან.
აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ მეუ-ს წარმომადგენლების „ხელდასმების“ პრობლემა იმდენად მწვავედ დგას მართლმადედებლური სამყაროს წინაშე, რომ მაგალითად კვიპროსის იერარქები უარს აცხადებენ იმ სასულიერო პირებთან ერთად სამსახურზე, რომლებმაც აღიარეს დუმენკო. სწორედ ასე განაცხადა ტამასოსკის მიტროპოლიტმა, ისაიამ, რომ მას „არ შეუძლია იმსახუროს ისეთ საეკლესიო პირთან,რომელიც უთანაგრძნობს ეპიფანეს, ვინაიდან ეს ნიშნავს იმ სასულიერო პირის აღიარებას, რომელიც არ არის სათანადოდ ხელდასხმული.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მეუ-ს უდიდესი ნაწილის „კურთხევების“ კანონიკურობაში ეჭვი გაჩნდა თვითონ შიგნითაც. კერძოდ, ყოფილმა მეუ(კ)-ს იერარქმა, მიტროპოლიტმა სიმეონმა (შოსტაცკი) მოყვა, რომ პატრიარქ ვარფოლომეის შესთავაზეს მეუ-ს იერარქების ხელახალი „კურთხევა“, მაგრამ მისგან უარი მიიღეს.
მეუ-ს უდიდესი ნაწილის „კურთხევების“ კანონიკურობაში ეჭვი გაჩნდა თვითონ მეუ-ს შიგნითაც.
გარდა ამისა, მსგავსი მოსაზრებები აქვს მეუ(კ)-ს ყოფილ მიტროპოლიტს ალექსანდრეს (დრაბინკო): „დალოცვილი იყო თუ არა მაეუ-ს (უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია) და კიევის საპატრიარქოს საიდუმლო? ეს წარსულის კითხვაა და შესაძლოა აწუხებდეს მათ, ვინც თავის დროზე ამ სტრუქტურებში იყო. მაგრამ არა მე, - იერარქს, რომელიც უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მივიდა მეუ(მს)-დან (მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია), რომლის დალოცვილი სტატუსი ეჭვქვეშ არასოდეს დამდგარა. ადრე, იგივე დრაბენკო აცხადებდა, რომ „მისი უნაკლო კანონიკური ღირსება რომ არა“, ტომოსიც კი არ იქნებოდა.
აქედან ნათელი ხდება, რომ ანიშჩენკოს კურთხევაზე მიტროპოლიტ ალექსანდრეს (დრაბინკო) და არა ეპიფანეს ან თუნდაც ზორიას მოწვევით, ფანარიონი შეეცადა თავი დაეცვა სხვა ადგილობრივი ეკლესიების სავარაუდო განაცხადებისაგან ამ ხელდასმის კანონიკური სტატუსის შესახებ. მით უფრო, თუ მომავალში მაინც მოუწევს მეუ-ს "ეპისკოპოსებზე" "სამოციქულო მემკვიდრეობის" გადაცემის საკითხის გადახედვა.
იღებდა თუ არა კურთხევის ცერემონიაში მონაწილეობას „ეპოსკოპოსი“ მატფეი შევჩუკი
მეუ-ს დელეგაციის კიდევ ერთი წევრი, "არქიერის" ღირსებაში იყო „ეპისკოპოსი“ მატფეი შევჩუკი, მან სახელი იმით გაითქვა, რომ 2016 წელს ირწმუნებოდა - „დედაჩვენი - არის არა კონსტანტინოპოლის ეკლესია, არამედ „ჩვენი დედამიწა“. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ფანარიონის ყველა ადრინდელი მსჯელობები მიხეილის (ანიშჩენკო) კურთხევისთვის კანონიკურობის სტატუსის მინიჭების შესახებ იყო არასწორი.
არა! ჯერ ერთი, მართლმადიდებლური ეკლესიის წესების მიხედვით ეპისკოპოსს ხელდასმა უნდა გაუწიოს არანაკლებ ორმა არქიერმა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პატრიარქ ვარფოლომეის და დრაბენკოს მონაწილეობა საკმარისი იქნებოდა. თუმცა, ლიტურღიის ჩატარებისას, ანიშჩენკოს ხელდასმის პროცესში მონაწილეობას იღებდნენ (დრაბინკოს და შევჩუკის გარდა) კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კიდევ ორი არქიერი - მირლიკიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომი (კალაიძისი) და იკონიის მიტროპოლიტი ფეოლიპტი (ფენერლისი). ასე, რომ ხელდასმის პროცესში მონაწილეთა საჭირო რაოდენობის თვალსაზრისით კითხვები არ უნდა გაჩნდეს. საინტერესო ისაა, აღნიშნულ ღონისძიებაში, რა როლი ითამაშა მატფეი შევჩუკმა.
საქმე იმაშია, რომ შევჩუკი იყო დამსწრე „ეპისკოპოსებს“ შორის ყველაზე ახალგაზრდა და იდგა პატრიარქ ვარფოლომეის მარცხენა მხარეს მეორედ, მაშინ როცა მიხეილი (ანიშჩენკო) კურთხევის ჩატარების პერიოდში ლოცვების წასაკითხად დააყენეს ტახტიდან მარჯვნივ და არა ცენტრში. ე.ი. - რაც აშეიძლება შორს შევჩუკისგან. სწორედ ამიტომ, როცა ფანარიონის მეთაურმა დაიწყო ლოცვების კითხვა და ხელები ანიშჩენკოს დაადო თავზე , „ეპისკოპოსი“ მატფეი შევჩუკი ასრულებდა რა დამკვირვებლის როლს ფოტოზეც კი არ მოხვდა. ეგზარქოსის თავხე ხელები ეჭირათ პატრიარქ ვარფოლომეის და მეუ(კ)-ს ექს-მიტროპოლიტს ალექსანდრე დრაბინკოს. მხოლოდ კურთხევის ცერემონიის შუა პერიოდში, დიაკონმა შევჩუკი და ანიშჩენკო დააყენა ფანარიონის მეთაურის გვერდით.
საჭიროების შემთხვევაში, ფანარიოტებს შეუძლიათ „მშვიდი სინდისით“ განაცხადონ, რომ ხელდასმის ცერემონია ჩაატარა ორმა არქიეპისკოპოსმა (პატრიარქი ვარფოლომეი და მიტროპოლიტი ალექსანდრე დრაბენკო), როგორც ამას ითვალისწინებს ეკლესიის კანონი, ხოლო მატფეი შევჩუკი მხოლოდ „ესწრებოდა“.
სწორედ ამიტომ უფლებამოსილი ვართ ვამტკიცოთ, რომ მიხეილის (ანიშჩენკო) კურთხევამ ნათლად აჩვენა, - თუ რეალურად როგორ ეპყრობა ფანარიონი უკრაინული განხეთქილების წარმომადგენლების „ხელდასმებს“. საუკეთესო შემთხვევაში - როგორც საეჭვო აქტს.
* * *
ამ ყველაფრიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება, რომ ეგზარქოსის ფანარიონის მიერ უკრაინისთვის კურთხევამ აშკარად გამოკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:
ჯერ ერთი, მეუ - მთლიანად და სრულიად დამოკიდებულია კონსტანტინოპოლის პატრიარქზე და არ ფლობს იმ დამოუკიდებლობას, რასაც ყოველთვის აჟღერებს.
მეორე, ფანარიონის გეგმაში არ შედის უკრაინაში საკუთარი ინტერესების დათმობა და სწორედ ეგზარქოს-ეპისკოპოსის მეშვეობით მკაცრად გააკონტროლებს მეუ-ს მოღვაწეობას; შესაძლოა პოროშენკოსთან ხელშეკრულებით გაერთაინებული სტავროპიგების „დაბრუნების” გეგმებიც კი განახორციელოს.
მესამე, ფანარიონს გააზრებული აქვს მეუ-ს წარმომადგენლების „კურთხევის“ პრობლემა და ამიტომაც ხელდასმის ცერემონიაზე მოიწვიეს მეუ(კ)-ს ყოფილი მიტროპოლიტი, კომანსკის ეპისკოპოსი, ალექსანდრე (დრაბენკო), რომლის კანონიკური სტატუსიც „უნაკლოა“.
და ბოლოს მეოთხე, სავსებით დასაშვებია ის ფაქტი, რომ სწორედ ექს-მიტროპოლიტი ალექსანდრე გახდება ის ადამიანი, რომელიც დაეხმარება ფანარიონს საკუთარი გეგმების განხორციელებაში რის სანაცვლოდ და ... სანაცვლოდ - მიიღებს მაქსიმალურად მაღალ პოსტს მეუ-ში.