ქართული ეკლესიის წინამძღვარმა უნეტარეს ონოფრეს 80 წლის იუბილე მიულოცა
პატრიარქმა ილია მეორემ აღნიშნა მიტროპოლიტ ონოფრეს მრავალწლიანი მოღვაწეობა და ხაზი გაუსვა მის ღვაწლს ქრისტიანული ფასეულობების დაცვაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრეს 80 წლის იუბილე მიულოცა. ამის შესახებ უმე-ის საინფორმაციო-საგანმანათლებლო დეპარტამენტი იტყობინება.
მილოცვაში ილია მეორემ აღნიშნა მიტროპოლიტ ონოფრეს მრავალწლიანი მოღვაწეობა და ხაზი გაუსვა მის ღვაწლს ქრისტიანული ფასეულობების დაცვაში: „ათწლეულების განმავლობაში ასკეტურმა მსახურებამ მოგანიჭათ ავტორიტეტი და პატივისცემა ქრისტეს ეკლესიაში. ღრმა პატივისცემას იმსახურებს თქვენი ძალისხმევა, დაიცვათ საერთო ქრისტიანული ღირებულებები: სიყვარული მოყვასის მიმართ, სიკეთე, სიმართლე... იმ განსაცდელების ფონზე, რომელიც უკრაინას თავს დაატყდა’’.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მიტროპოლიტ ონოფრეს მშვიდობა, ჯანმრთელობა, მოთმინება და ღვთის შემწეობა უსურვა მსახურებაში.
როგორც მჟკ იტყობინება, სერბეთის პატრიარქმა მიტროპოლიტ ონოფრეს 80 წლის იუბილე მიულოცა.