პატრიარქმა პორფირემ უკრაინის ელჩთან განიხილა ხელისუფლების შეცდომები უმე-სთან დაკავშირებით
უკრაინის ელჩმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს დევნილთა მიღების გამო.
2024 წლის 5 ნოემბერს სერბეთის პატრიარქმა პორფირემ შეხვედრა გამართა სერბეთში უკრაინის ელჩთან ვლადიმერ ტოლკაჩთან, იუწყება სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საიტი. საუბრის დროს პატრიარქმა პორფირემ ხაზი გაუსვა, რომ საეკლესიო საკითხში უკრაინის ხელისუფლება დიდ შეცდომებს უშვებს.
«ჩვენთვის, მართლმადიდებელი სერბებისთვის, ძნელია იმის ყურება, თუ როგორ იტანჯება ხალხი მთელ მსოფლიოში, მაგრამ განსაკუთრებით ძნელია უკრაინელთა ტანჯვის გააზრება, სადაც კონფლიქტი მართლმადიდებელთა შორის მიმდინარეობს», — განაცხადა პატრიარქმა პორფირემ. სერბეთის ეკლესიის მეთაურმა დაამატა, რომ უკრაინის საეკლესიო საკითხში არსებული პრობლემები „სამმაგი ტკივილია“. „ჯერ ერთი იმიტომ, რომ კონფლიქტი არის მართლმადიდებელთა შორის; მეორე, იმიტომ, რომ დიდი ტანჯვა და ნგრევაა; მესამე, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში საეკლესიო საკითხის გადაწყვეტაში დიდი შეცდომებია დაშვებული, რომლის შესახებ სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს მკვეთრი და არა ერთხელ გამოხატული პოზიცია“, - თქვა პატრიარქმა პორფირემ.
უკრაინის ელჩმა მიუსამძიმრა სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ნოვი სადის ტრაგედიასთან დაკავშირებით, მან აგრეთვე მადლობა გადაუხადა პატრიარქს უკრაინელ დევნილთა ქრისტიანულად მიღების გამო.
როგორც მჟკ იუწყებოდა, სერბეთის პატრიარქმა მილოცვა გაუგზავნა მიტროპოლიტ ონოფრეს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით.