რა დგას რომში უკრაინულ-რუსული ჯვრის ტარების უკან?
კათოლიკური აღდგომის წინ ლიტანიობის დროს,ჯვარი უკრაინელსა და რუსს მიჰქონდათ.როგორ უნდა მოხდეს ვატიკანის მოცემული გადაწყვეტილების შეფასება და რას შეიძლება ეს ადასტურებდეს?
2022 წლის 16 აპრილის ღამეს რომში შედგა ლიტანიობა, რომლის ფინალშიც ჯვარი უკრაინელმა ირინამ და რუსმა ალბინამ წაიღეს, რომლებიც ერთად მუშაობენ პალიატიური დახმარების განყოფილებაში. ფაქტიური რუსულ-უკრაინული ომის პირობებში ამან გამოიწვია სკანდალი. რატომ გადაწყვიტა ვატიკანმა, უკრაინელთა პროტესტის მიუხედავად, ამ ჯვრის ტარების შესრულება, განვიხილოთ სტატიაში.
ჯვრის ერთობლივი ტარება
იმის შესახებ, რომ პაპი გეგმავდა მსგავს ქმედებას, ცნობილი გახდა წინასწარ. ჯერ კიდევ 2022 წლის 12 აპრილს სააგენტო ვატიკან ნიუსმა გვამცნო, რომ რომში კათოლიკური აღდგომის წინ ტრადიციული ლიტანიობის დროს რომის პაპის მეთაურობით, ამ მსვლელობის ბოლო ეტაპზე ამ წელს ჯვარს ატარებდნენ უკრაინელი და რუსი ოჯახები. ამ შეტყობინებამ გამოიწვია კრიტიკის მთელი ქარცეცხლი უკრაინის წარმომადგენლების მხრიდან. იმავე დღეს ვატიკანში უკრაინის ელჩმა რელიგიებისა და ნაციონალობების საქმეთა დეპარტამენტის ყოფილმა მეთაურმა ანდრეი იურაშმა თავის ფეისბუქ-გვერდზე დაწერა: „უკრაინის საელჩო ვატიკანში ხვდება და იზიარებს საერთო შეშფოთებას იდეასთან მიმართებაში ერთად შეკრიბოს უკრაინელი და რუსი ქალები, რომ მათ ატარონ ჯვარი კოლიზეუმში პარასკევის ჯვრის ტარების დროს. ახლა ვმუშაობთ საკითხზე, ვცდილობთ რა განვმარტოთ მისი რეალიზაციის შეუძლებლობა და მოსალოდნელი შედეგები“.
უკრაინაში ვატიკანის სამოციქულო ნუნციამ (ელჩმა), არქიეპისკოპოსმა ვისვალდას კულბოკასმა კომენტარი ორგვარად გაუკეთა ამ იდეას. ერთის მხრივ, მან თქვა, რომ ვატიკანს გადასცა უკრაინელთა პროტესტი, ხოლო მეორეს მხრივ - ხაზი გაუსვა, რომ ლოცვა არაა პოლიტიკური აქტი, რომ იესოს ჯვრის ქვეშ დაშვებულია კეთილიც და ცუდიც, აგრესორიც და მსხვერპლიც. ნუნციამ მოუწოდა ამ ქმედებისთვის შეეხედათ არა პოლიტიკური მხრიდან, არამედ ლოცვის კუთხით: „რათა უფალმა ჩვენს გულში მიტევების მადლი მოგვანიჭოს“. იურაშმა, თავის ფეისბუქზე ნუნციას სიტყვების კომენტირებისას, უპირატესობა მიანიჭა დაენახა მხოლოდ მისი განცხადებების პირველი მხარე.
ძალიან მკაფიოდ გააკრიტიკა მოცემული იდეა მართლმადიდებლური წესის უკრაინელი კათოლიკების მეთაურმა სვიატოსლავ შევჩუკმა. „ასეთი იდეა მიმაჩნია არადროულად, ორაზროვნად და რომელიც არ ითვალისწინებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტს. უკრაინის ბერძენ-კათოლიკებისთვის ამ ჯვრის ტარების XIII გაჩერების ტექსტები და ჟესტები გაუგებარია და შეუარცხმყოფელიც კი - განაცხადა უბკე-ს მეთაურმა და ხაზი გაუსვა, რომ მან ითხოვა ამ პროექტის გადახედვა. - ვიმედოვნებ, რომ ჩემი თხოვნა, ჩვენი ეკლესიის ერთგულთა თხოვნა, უკრაინის რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ერთგულთა თხოვნა შესმენილი იქნება“.
თუმცა, პაპმა ფრანცისკმა უკრაინელი უნიატების თხოვნა არ შეისმინა და არ გააუქმა უკრაინელისა და რუსის მიერ ჯვრის ერთობლივი ტარება. თუმცა კი, შეიცვალა ლოცვის ტექსტი, რომელიც უნდა გაჟღერებულიყო შესაბამის მომენტში. თავიდან, ლოცვა უნდა იყოს ასეთი: „ გამოაცხადე სიკვდილისა და დაყოფის მდუმარებაში და გვასწავლე მშვიდობის ქმნა, ვიყოთ ძმები და დები, ავაშენოთ ის, რისი განადგურებაც ბომბებს სურთ“. გაჟღერდა შემდეგი: „სიკვდილის წინაშე მდუმარება სიტყვებზე უფრო მჭევრმეტყველურია. მოდით, გავჩერდეთ ლოცვით მდუმარებაში და დაე, თითოეულმა თავის გულში ილოცოს მშვიდობაზე მთელს მსოფლიოში“. ანუ, არანაირი მინიშნება „ძმებსა და დებზე“.
როგორ უნდა მივუდგეთ ქმედებას, რომლის ინიცირებაც მოახდინა პაპმა და რომელიც უპირობოდ მოწოდებულია აჩვენოს უკრაინელი და რუსი ხალხების შერიგების იდეა, რომლებიც ამჟამად სასიკვდილო დაპირისპირებაში იმყოფებიან? როგორ უნდა შეფასდეს პროტესტი ამის წინააღმდეგ უკრაინის წარმომადგენელთა მხრიდან? პროტესტი იმდენად კატეგორიულია, რომ სვიატოსლავ შევჩუკმა გაბედა გამოსულიყო „უცოდველი“ პაპის კრიტიკით.
ტესტი „ქრისტიანობაზე“
არსებობს აზრი, რომ მტერს უნდა აპატიო იმ შემთხვევაში, თუ ის პატიებას ითხოვს. ამ თვალსაზრისს თავისი საფუძველი გააჩნია ქრისტეს სიტყვებში: „თუკი შენი ძმა შეგცოდავს, შერისხე იგი; და თუ შეინანებს, მიუტევე. დღეში შვიდჯერაც რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას ვნანობო - მიუტევე“ (ლუკ. 17:3,4). თუმცა, უფალი ასევე ამბობს იმასაც, რომ მტრები უნდა გიყვარდეს და მათ სიკეთე გაუკეთო იმის მიუხედავად, ინანიებენ ისინი თუ არა.
„თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავე მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.
რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.
რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც?
ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც? (მათ. 5:43-47).
ერთი სიტყვით, უფალი აყენებს სიყვარულს მტრების (ჩვენს შემთხვევაში რუსების მიმართ) ლაკმუსის ქაღალდის სახით, რომელიც აჩვენებს წარმოვადგენთ თუ არა ჩვენ ქრისტიანებს არსებითად. ამ თვალსაზრისით, უკრაინელი და რუსი ქალების მიერ ჯვრის ტარების შესახებ ვატიკანის გადაწყვეტილებების კრიტიკოსებმა ტესტი „ქრისტიანობაზე“ ჩააფლავეს.
რუსების მიმართ დამოკიდებულებაზე
უკრაინის საზოგადოებას ახლა თავს ახვევენ ნარატივს, რომ საერთოდ ყველა რუსი არის დამნაშავე უკრაინაზე თავდასხმაში. ასეთ თვალსაზრისს გააჩნია გარკვეული საფუძვლები. 2022 წლის 17 მარტს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა დამოუკიდებელი სოცგამოკითხვების მონაცემები, რომელთა თანახმადაც რუსების 71% განიცდის სიამაყეს უკრაინასთან ომის გამო. ძნელი სათქმელია, რამდენად სანდოა ეს მონაცემები. თუმცა, თუნდაც ასე იყოს - არსებობს ხომ ის დანარჩენი 29%-იც, რომელთა დამოკიდებულებაც ომის მიმართ სხვაგვარია.
ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინა განწირულია რუსეთთან მეზობლობისთვის და ჩვენ მოგვიწევს რაღაცნაირად თანაარსებობა ერთმანეთთან. და თუ ჩვენ რუსების მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაში ტოტალური მტრობის დომინირებას ჩავუყრით საფუძველს, უკრაინელებს არ გვექნება ყველაზე მთავარი გამარჯვება - სულის, ქრისტიანული მცნებებისადმი ერთგულების, ბარბაროსობაზე -ცივილიზაციის, სიკეთის - ბოროტებაზე გამარჯვება ყველაზე ფართო გაგებით. მხოლოდ ასეთ გამარჯვებას მოსდევს გამარჯვება სამხედრო და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. თუ ჩვენ რუსების მიერ ჩვენს სიძულვილს ტოტალური სიძულვილით ვუპასუხებთ - წავაგებთ.
რას შეიძლება ნიშნავდეს ვატიკანის გადაწყვეტილება
დავუბრუნდეთ უკრაინელისა და რუსის მიერ ჯვრის ერთობლივ გარებას კათოლიკური აღდგომის წინ. ვატიკანი არ იქნებოდა ვატიკანი, რომ ხელმძღვანელობდეს მხოლოდ რელიგიური მოსაზრებებით. უკრაინელებისა და რუსების შერიგების იდეის აშკარა დემონსტრაცია, მითუმეტეს უკრაინელი უნიატების ( და არა მხოლოდ მათი) კატეგორიული დაუთანხმებლობის ფონზე არის ერთგვარი პოლიტიკური ძალისხმევის გამოვლინება, ერთგვარი მესიჯი, რომელიც, როგორც სავარაუდოა, გაგზავნილია რმე-ს მიმართულებით.
კიდევ ერთ ნიშანდობლივ მოვლენად იქცა პაპი ფრანცისკეს განცხადება, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც ანტიუკრაინული. 2022 წლის 16 აპრილს ტელეარხ RAI-თვის მიცემულ ინტერვიუში მან რასიზმი უწოდა იმ ფაქტს, რომ დასავლეთი ფაქტიურად ყოფს დევნილებს პირველ და მეორე კატეგორიად, მხედველობაში აქვს რა ის უპირატესობები, რაც ევროპაში გააჩნიათ უკრაინიდან დევნილებს ომის დაწყების შემდეგ. „დევნილები იყოფიან პირველ და მეორე კლასებად - კანის ფერის, იმის მიხედვით, თუ საიდან არიან - განვითარებული თუ სუსტად განვითარებული ქვეყნიდან. ჩვენ რასისტები ვართ და ეს ცუდია“, - განაცხადა ვატიკანის მეთაურმა.
ყოველივე ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ერთგვარი რევერანსი რმე-ს მხარეს პაპი ფრანცისკესა და პატრიარქ კირილის შესაძლო შეხვედრის ჭრილში. ეს შეხვედრა დაანონსებული იყო ჯერ კიდევ ომამდე, 2021 წლის დეკემბერში. თუმცა, 2022 წლის მარტის დასაწყისში ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა, რომ უკრაინაზე რფ-ს თავდასხმის შედეგად შეხვედრა ალბათ არ შედგებოდა. თუმცა, 2022 წლის 16 მარტს შედგა სატელეფონო საუბარი პაპსა და პატრიარქს შორის, რომლის შემდეგაც გაგრძელდა მზადება შეხვედრისთვის.
მს სსკგ-ს თავმჯდომარემ, ვოლოკამის მიტრპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) განაცხადა: „მზადდება შეხვედრა პაპსა და პატრიარქს შორის, რომელიც, ვიმედოვნებ, მოხდება ამა წლის განმავლობაში. ეს იქნება პირადი შეხვედრა“.
რა საკითხები შეიძლება იქნეს განხილული და გადაწყვეტილი ამ შეხვედრაზე? იმისათვის, რომ გაკეთდეს რაიმე სახის ვარაუდები, აუცილებელია მივმართოთ 2016 წელს ჰავანაში პაპი ფრანცისკესა და პატრიარქ კირილის პირველი შეხვედრის შედეგებს. ერთობლივ დეკლარაციაში, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მოწოდებებისა (რომელიც, ბუნებრივია, არ დადგა) და უნიატიზმის, როგორც ეკლესიების გაერთიანების მეთოდის დაგმობის მიღმა (უნიატებმა მხოლოდ გააძლიერეს თავიანთი გავლენა უკრაინაში) იდგა მოწოდება ეკლესიების გაერთიანებისკენ გარკვეული პერსპექტივით.
„მრავალრიცხოვანი დაბრკოლებების გაცნობიერებისას, რომელიც უნდა იქნეს დაძლეული, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შეხვედრა შეიტანს წვლილს იმ უფლის მიერ ნაანდერძევი ერთიანობის მიღწევის საქმეში, რომელზეც ლოცულობდა ქრისტე. დაე, ჩვენმა შეხვედრამ შთააგონოს მთელი მსოფლიოს ქრისტიანები ახალი აღტყინებით მოუხმონ უფალს, ილოცონ მისი ყველა მოწაფის სრულ ერთიანობაზე. დაე ის - სამყაროში, რომელიც ჩვენგან მოელის არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ ქმედებებსაც - გახდეს სასოების ნიშანი კეთილი ნების ყველა ადამიანისთვის“, - გვამცნობს ჰავანის დეკლარაციის მეექვსე პუნქტი.
ზოგიერთი მსჯელობა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ეს „უფლის მიერ ნაანდერძევი ერთიანობა“ შეიძლება ამოვიკითხოთ სტატიაში „გვიანდერძა თუ არა ქრისტემ საყოველთაო ერთიანობა?“ პაპმა ფრანცისკემ შეიძლება იმედი იქონიოს მომავალი შეხვედრის მისთვის დადებით შედეგზე, რამდენადაც ფაქტიურად მოიწონა რა რფ-ს ომი უკრაინის წინააღმდეგ, პატრიარქმა კირილმა დაკარგა თავისი მორალური ავტორიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მსოფლიო თანამეგობრობის თვალში. პონტიფიკესთან შეხვედრამ შეიძლება გარკვეულწილად აღადგინოს ეს ავტორიტეტი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ პატრიარქი იქნება უფრო მიდრეილი წავიდეს დათმობებზე ვატიკანთან, ვიდრე ეს ადრე იყო.
თუმცა, „ანტიუკრაინული“ მოქმედებებისა და პაპი ფრანცისკეს განცხადებების უფრო სწორ განმრტებას წარმოადგენს არა მისი დამოკიდებულება პატრიარქ კირილთან, არამედ სურვილი დაიკავოს მშვიდობისმყოფელის როლი რფ-ს უკრაინასთან ომში. ასეთი ვარაუდი დასტურდება იმით, რომ პაპმა ამავდროულად აჩვენა სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ა. იურაშმა თავის ფეისბუქ-გვერდზე დაწერა: „გასულ კვირას პრაქტიკულად არ იყო დღე, როცა უწმინდესი მამა ან ვინმე ვატიკანის კურიის მთავარი იერარქებიდან გარკვეული სახით არ აჩვენებდა თავის მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ მის წმინდა ბრძოლაში რუს აგრესორებთან“.
2022 წლის 22 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერში ფაქტიურად მოუწოდა პაპ ფრანცისკეს გამხდარიყო შუამავალი უკრაინის კონფლიქტში. „მივესალმებოდით წმინდა ტახტის შუამავალ როლს ადამიანთა ტანჯვის შეწყვეტაში. მადლობა გადავუხადე უკრაინისა და მშვიდობისთვის ლოცვის გამო“,- დაწერა პრეზიდენტმა. საქმე ეხება ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტას, რომელთა გადაჭრასაც უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. ამასთან, უკრაინის სსს-მ პაპ ფრანცისკეს განმეორებით გაუგზავნა უკრაინაში სტუმრობის მოსაწვევი. „გავიმეორე ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევა მისი უწმინდესობის უკრაინაში სტუმრობასთან დაკავშირებით და მოუტანოს უკრაინელ ხალხს სინათლის სხივი ამ მძიმე დროს“, - დაწერა სსს-ს მეთაურმა დ. კულებამ. ანალოგიური წერილი ვატიკანში გაგზავნა კიევის მერმა ვ. კლიჩკომაც.
ვატიკანში ჯერჯერობით საუბრობენ ასეთი ვიზიტის ნაკლებსავარაუდოობაზე. თუმცა, ამის მიზეზად სახელდება ლოგისტიკისა და უსაფრთხოების საკითხები, რომელიც წარმოადგენს გადაწყვეტადს. ანუ ვიზიტი მაინც შესაძლებელია. „ვიცი, რომ პაპ ფრანცისკეს სურს გააკეთოს ყველაფერი, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობას, ამიტომაც ზუსტად ვიცი, თუ რას აფასებს და ფიქრობს ყველაფერზე, რაც კი შესაძლებელია“, - განაცხადა სამოციქულო ნუნციამ უკრაინაში ვისვალდას კულბოკასმა.
როგორც არ უნდა იყოს, ჯვრის ერთობლივი საჩვენებელი ტარება კათოლიკური აღდგომის წინ, ასევე პაპი ფრანცისკეს „პროუკრაინული“ და „ანტიუკრაინული“ განცხადებების შეთავსება ადასტურებს იმას, რომ მას სურს აჩვენოს ყველას, რომ ის „დატაცებაზეა“, რომ მას გააჩნია პოტენციალი შეასრულოს შუამავლის მისია. თუ ასეთი მისია რელიაზებული იქნება, ვატიკანის გავლენა უკრაინაში არსებითად გაიზრდება, რაც ბუნებრივია არაფერს კარგს არ მოუტანს მართლმადიდებლობას ჩვენს ქვეყანაში.