რმე-ს პატრიარქის მოუხსენიებლობა: განხეთქილება თუ დასაშვები გადახრა

28 April 2022 23:37
76
რმე-ს პატრიარქის მოუხსენიებლობა: განხეთქილება თუ დასაშვები გადახრა

უმე-ის თითქმის ორმა ეპარქიამ გადაწყვიტა არ მოიხსენიოს პატრიარქ კირილის სახელი ღვთისმსახურების დროს. შეიძლება ეს ნაბიჯი განხეთქილებად ჩაითვალოს?

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან ომის დაწყებიდან თვენახევრის შემდეგ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის თითქმის ორმა ათეულმა ეპარქიმა განაცხადა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის პატრიარქ კირილის სახელის ყველა ღვთიმსახურების დროს მოხსენიების შეწყვეტის შესახებ.

მღვდელმთავრებმა (ან ეპარქიის საბჭოებმა) თავიანთი გადაწყვეტილებები, ჯერ ერთი, განმარტეს იმით, რომ პატრიარქ კირილის პოზიცია უკრაინაში ომთან მიმართებაში განსხვავდება იმისგან, რომელიც უკავია თითქმის ყველა ეპარქიას და ჩვენი ქვეყნის მორწმუნე ხალხს. მეორეც - აუცილებელია შევაკავოთ მორწმუნეები მუე-ში გადასვლისგან, რამდენადაც ახლა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების განმარტება საეკლესიო არგუმენტების მეშვეობით ძალიან ძნელია.

საპატრიარქოში მიიჩნიეს, რომ პატრიარქის მოუხსენიებლობის მიზეზების ასეთუ განმარტება სხვა არაფერია, თუ არა განხეთქილება. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით პატრიარქმა კირილმა დაწერა რეზოლუცია სუმის მიტროპოლიტ ევლოგიაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ „ეკლესიის წინამძღოლის მოხსენიების შეწყვეტა საეკლესიო სწავლების ან კანონიკური შეცდომების ან შეცდომების, ამა თუ იმ პოლიტიკურ შეხედულებებთან და უპირატესობებთან შეუსაბამობის გამო - არის განხეთქილება, რომელზეც ყველა, ვინც ამას ახდენს, პასუხს აგებს უფლის წინაშე და არა მხოლოდ მომავალში, არამედ აწმყოშიც“.

რმე-ს მეთაურმა საპირისპირო მაგალითის სახით მოიყვანა „დეკანოზი გრიგოლ პროზოროვი, რომელსაც არ შეუწყვეტია მიტროპოლიტ სერგეის სახელის მოხსენიება, რომელიც 1942 წლამდე ასრულებდა ანუ მის დაპატიმრებამდე და აღსასრულამდე, მს-ს ერთადერთ ტაძარში ღვთისმსახურებას ბერლინში ომის დროს“ (ფრჩხილებში აღვნიშნავთ, რომ მაგალითი არც თუ სახარბიელოა, რამდენადაც დეკანოზი გრიგოლ პროზოროვი იხსენიებდა ეკლესიის წინამძღოლს, რომლის წინააღმდეგაც ხორციელდებოდა სამხედრო აგრესია და არა პირიქით).

სიტყვა განხეთქილების შესახებ, მითუმეტეს რმე-ს მეთაურის ბაგიდან არის ძალიან სერიოზული ბრალდება, ეს კი ნიშნავს იმას, რომ  შეუძლებელია გაჩუმდე ამაზე. ამიტომაც, მოდით განვიხილოთ, შეიძლება კი ჩავთვალოთ განხეთქილებად მღვდელმთავრებისა და მღვდლების მიერ ეკლესიის წინამძღოლის სახელის მოხსენიება.

კანონები

პირველი არგუმენტი, რომელსაც მიმართავენ უცოდინარნი - არის კანონიკური სამართლის არგუმენტი. საქმე იმაშია, რომ ეკლესიის კანონები საერთოდ არაფერს ამბობს მღვდლების ვალდებულებაზე მოიხსენიონ პატრიარქის სახელი ღვთისმსახურებების დროს.

მათ საპირწონედ მოხსენიების მომხრეები მიუთითებენ 861 წლის ორმაგი საეკლესიო კრების მე-13, მე-14 და მე-15 წესებს, რომლებშიც საუბარია იმაზე, რომ მღვდელმა უნდა მოიხსენიოს ეპისკოპოსი (მე-13 წესი), ეპისკოპოსმა - მიტრპოლიტი (მე-14 წესი) და მიტროპოლიტმა -პატრიარქი (15-ე წესი).

ამ წესების ყურადღებით წაკითხვა და ასევე უმე-ს სიტუაციასთან მათი გამოყენება (რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელს მმართველობაში, გააჩნია ფართო ავტონომიის უფლებები და თავისი წინამძღოლი) არ იძლევა საშუალებას გაკეთდეს დასკვნა იმის შესახებ, რომ უკრაინელი მღვდელმთავრები, რომლებმაც შეწყვიტეს პატრიარქ კირილის სახელის დიდება, განხეთქილებაში წავიდნენ.  ყველა მათგანი უგებს უნეტარეს ონუფრის, რომელიც თავის მხრივ, მოიხსენიებს რმე-ს მეთაურს (მართალია, რამდენამდე „შეკვეცილი“ ვარიანტით: „ბატონისა და მამის“ ნაცვლად მხოლოდ როგორც „ბატონს“), ეს კი ნიშნავს იმას, რომ არ ირღვევა ორმაგი საეკლესიო კრების წესები.

უმეტესად, პატრიარქის მოხსენიებაზე უარის მთქმელი უკრაინული ეპარქიები დაუბრუნდნენ ადგილობრივი ეკლესიების უმრავლესობის პრაქტიკას, რომლებშიც მღვდლები მოიხსენიებენ მხოლოდ მმართველი მღვდელმთავრის სახელს, ხოლო ის - წინამძღოლისას. ღირს კი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ უმე-ს წინამძღოლს წარმოადგენს უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი?

ტრადიცია

საერთოდ, მოსკოვის პატრიარქის მოხსენიების ტრადიცია რუსეთის ეკლესიის ყველა ტაძარში პრაქტიკულად არ არსებობდა XVII  საუკუნის შუა პერიოდამდე. მაგალითად, მღვდელ მიხეილ ჟელტოვის შესანიშნავ სტატიაში ვკითხულობთ: „XV და XVI საუკუნეებში ხელნაწერ ტიპიკონებში, რომელიც როგორც მოსკოვიდან, ასევე ნოვგოროდიდან მოდის, ასევე სამხრეთ რუსული მიწებიდან, იერარქის მოხსენიება თავის ტრადიციულ სახეს ინარჩუნებს, რომელი ბიზანტიიდან არის მემკვიდრეობით მიღებული“: „ჩვენი ესა და ეს არქიეპისკოპოსი“ და მხოლოდ პატრიარქ ნიკონის დროს 1655 წელს გამოცემულ წიგნაკში მითითებულია, როგორც პატრიარქის, ასევე ადგილობრივი ეპისკოპოსის მოხსენიება. ამასთან შეძახილზე „პირველ რიგში მოვიხსენიოთ...“ (1655 წლის ტიპიკონის თანახმად) „მღვდელს უნდა ესმოდეს მხოლოდ მოსკოვის პატრიარქის, მაშინ როცა ადგილობრივი მღვდელმთავრის მოხსენიება გამოტანილია დიაკონის დიპტიხსი აღნიშნული შეძახილის შემდეგ“.

ბუნებრივია,  არავინ ამტკიცებს, რომ 1655 წლამდე რუსული ეკლესიის სასულიერო პირები, რომლებიც არ მოიხსენიებდნენ პატრიარქის სახელს, განხეთქილებაში იმყოფებოდნენ.

მოსკოვის პატრიარქის მოხსენიების ტრადიცია რუსული ეკლესიის ყველა ტაძარში პრაქტიკულად არ არსებობდა XVII  საუკუნის შუა პერიოდამდე.

თავის მხრივ, რუსული ეკლესიის იერეი გიორგი მაქსიმოვი, რომელიც იცავდა პატრიარქიის თვალსაზრისს, ამტკიცებდა, რომ რმე-სა და უმე-ს მღვდლები ფიცს დებდნენ ყველაფერში მიჰყოლოდნენ არსებულ ტრადიციას. ეს ნიშნავს იმას, რომ სწორედ ტიპიკონებში არის გათვლილი პატრიარქის სახელის მოხსენიება, ამ მითითებაზე უარის თქმა წარმოადგენს დადებული ფიცის დარღვევას.

თუმცა, მსგავსი ბრალდება რმე-ს ტრადიციის დარღვევებში იწვევს მთელ რიგ შენიშვნებს. მაგალითად, რუსულ ეკლესიაში მიღებულია ყველა ევქარისტული ლოცვა წარმოთქმულ იქნეს ერთ ბარძიმზე ( და მხოლოდ „მამაო ჩვენოს“ შემდეგ, საჭიროების მიხედვით, მაცხოვრის სისხლი შეიძლება დაემატოს დამატებით ბარძიმში). თუმცა, მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი), ტრადიციის წინააღმდეგ, ასრულებს ლიტურგიას ერთდროულად რამოდენიმე ბარძიმზე (ზოგჯერ, ათეულამდე) და პატრიარქიიდან არავინ სდებს მას ბრალს მისი ფიცის დარღვევასავა და ფიცის გატეხვაში. გარდა ამისა, კორონავირუსის პანდემიის დროს რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ეზიარებინათ რამოდენიმე კოვზით ან კოვზის სპირტიან ხსნარში ამოვლების შემდეგ. აქ არა მგონია, საუბარი შეიძლება იყოს რაიმე ტრადიციის დაცვაზე.

იგივე შეიძლება ითქვას ნიღბებში მსახურებაზე ან პატრიარქის მოწოდებებზე არ მოსულიყვნენ ტაძრებში.

ძლიერის შიშის გამო?                                                                                                      

რმე-ს წინამძღოლი აბსოლუტურად მართალი იყო, როცა 2022 წლის 13 მარტის მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას ქადაგებაში ხაზი გაუსვა იმას, რომ „ეკლესიის დამოკიდებულება გარეშე ძალებზე, დამოკიდებულება იმათზე, ვისაც პოლიტიკური ძალაუფლება გააჩნია, არის ყველაზე საშიში დამოკიდებულება“. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ჩვენ პატივს ვცემთ საერო ხელისუფლებას, მაგრამ ვიტოვებთ უფლებას ვიყოთ თავისუფალი ეკლესიის შიდა ცხოვრებაში ხელისუფლების ჩარევისგან“.

თუმცა, ძალიან უცნაურია, განსაკუთრებით უკრაინაში ომისა და ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებების (კოვზებზე, ნიღბებსა და ტაძრებში არმისვლაზე) ფონზე პატრიარქის სიტყვები უკრაინელი მღვდელმთავრების სიმხდალის შესახებ, რომლებიც უარს ამბობენ მოიხსენიონ მისი სახელი: „დღეს პატრიარქის სახელის მოხსენიება ტაძარში ზოგიერთისთვის შეუძლებელი ხდება ძლიერის შიშის გამო“ და „როცა ვიღაც შიშის გამო უარს ამბობს პატრიარქის მოხსენიებაზე, ეს, რასაკვირველია, არის სისუსტის ნიშანი, ეს საშიშია იმათი სულიერი ცხოვრებისთვის, ვინც ჭეშმარიტებაზე უარს ამბობს მცირედის გამო“, რამდენადაც თუ „დღეს არ ვიხსენიებთ პატრიარქს, იმიტომ რომ საშიშია, ხვალ შეიძლება ვინმემ მეტი მოინდომოს“.

დაგვეთანხმებით, ბრალდება  უკრაინელი მღვდელმთავრების მისამართით, რომელთაც არ შეშინებიათ კორონავირუსის, არ შეწყვიტეს ტაძრის ღვთისმსახურება და არ შემოიღეს არანაირი სიახლე ეკლესიის საიდუმლოებებთან მიმართებაში (ხელისუფლების  ზეწოლითაც კი), მინიმუმ, საეჭვოა. განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ იმას, რომ 2020 წლის 29 მარტს პატრიარქმა კირილმა მოუწოდა მორწმუნეებს უარი ეთქვათ ტაძრებში მისვლაზე სიკვდილის წინაშე შიშის გამო (ციტატა: „უფლის წყალობით, პრაქტიკულად არც ერთ ოჯახში, არავინ გარდაცვლილა. თუ ეს მოხდება, წამიერად ყველა წარმოიდგენს (სიკვდილს კოვიდით - რედ.) და თან პანიკაშიც ჩავვარდებით“).

ერთი სიტყვით, „კორონავირუსული“ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა რმე-ს პატრიარქისა და სინოდის მიერ „ხელისუფლების ზეწოლითა და გარე გარემობების ძალით „ჯანმრთელობის შენარჩუნების“ მოსაზრებებით. ძნელია არ გაავლო გარკვეული პარალელები.

რას ამბობს ისტორია?

ეკლესიის ისტორიაში ერესის მიერ არამოტივირებული უარის თქმა პატრიარქის ხსენებაზე არაა ახალი ამბავი.

ასე, მაგალითად, გასული ასწლეულის 30-იან წლებში რმე-ს მთელი რიგი ეპისკოპოსები არ დაეთანხმნენ მიტროპოლიტ სერგეის (სტრაგოროდის) პოზიციას, რომელიც კომპრომისებზე წავიდა ბოლშევიკებთან. ამ მღვდელმთავრებმა უარი თქვეს მოეხსენებინათ მისი სახელი ღვთისმსახურებისას, იხსენიებდნენ რა პატიმრობაში მყოფ პატრიარქის ტახტის მცველ მიტროპოლიტ პეტრეს (პოლიანსკს). ამასთან, ისინი არ წასულან მიტროპოლიტ სერგეისთან და მასთან არსებულ დროებით საპატრიარქო სინოდთან საეკლესიო ურთიერთობის გაწყვეტაზე.

ეკლესიის ისტორიაში ერესის მიერ არამოტივირებული უარის თქმა პატრიარქის ხსენებაზე ახალი ამბავი არაა.

ამ ეპისკოპოსების ჯგუფს ეწოდა „არმომხსენებლები“ და რმე-ს წმინდანთა კანონიზაციის სინოდის კომისიის წინამძღოლის სიტყვებით მათ ურთიერთობაში „არ შეიძლება გამოვლინდეს ბოროტი, უშუალოდ პირადი მოტივები. მათი ქმედებები განპირობებული იყო ეკლესიის კეთილდრეობაზე თავისებური ზრუნვით“.

მოგვიანებით, ბევრი „არმომხსენებელი“ წმინდანთა დასს იქნა მიკუთვნებული. მათ შორისაა: მიტროპოლიტი კირილი (სმირნოვი) და მიტროპოლიტი აგაფანგელი (პრეობრეჟენსკი), არქიეპისკოპოსი სერაფიმე (სამოილოვიჩი), ეპისკოპოსი ვიქტორი (ოსტროვიდოვი), დამასკინი (ცედრიკი), ათანასი (სახაროვი) და სხვები.

ამასთან, არანაირი სასჯელი, რომელიც დადებული იყო მიტროპოლიტ სერგეის მიერ მისგან „განდგომილებზე“ (მიტროპოლიტ სერგეის ტერმინი), ფორმალურად არ გაუქმებულა.

ასევე შეიძლება გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ 1990 წელს პატრიარქმა ალექსიმ უმე-ს დასავლეთის ეპარქიების სამღვდელოებასთან შეხვედრაზე პოჩაევის ლავრაში, კურთხევა მისცა არ მოეხსენიებინათ პატრიარქის სახელი ღვთისმსახურებისას, თუ ეს იწვევს უსიამოვნებას. ეს გამართლებული იყო იკონომიის მიერ წმინდა ეკლესიის სასიკეთოდ. ამის შემდეგ არავის არ უმხილებია უმე-ს სამღვდელოება განხეთქილებაში, რომელმაც უარი თქვა პატრიარქის სახელის მოხსენიებაზე. ისევე როგორც არავის უწოდებია განხეთქილებაში მყოფად ეპისკოპოსი ლონგინი (ჟარა), რომელმაც ჯერ კიდევ 2016 წლის მარტში დასდო ბრალი პატრიარქ კირილს ეკუმენიზმის ერესში და უარი თქვა მოეხსენიებინა მისი სახელი ღვთისმსახურებისას.

გარდა ამისა, ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვიყავით იმის მოწმე, თუ როგორ წყვეტდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი ათენის არქიეპისკოპოსის, იერუსალიმის პატრიარქის მოხსენიებას, უარს ამბობდა ანტიოქიის პატრიარქის მოხსენიებაზე და პირიქით. ბოლოსდაბოლოს, არ არსებობს ინფორმაცია, რომ პატრიარქმა კირილმა შეწყვიტა პატრიარქ ბართოლომეოსის, პატრიარქ თეოდორის, არქიეპისკოპოს იერონიმისა და არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის მოხსენიება მათი ერესში ჩავარდნის გამო. განა ყველა ამ შემთხვევის კვალიფიცირება შეიძლება, როგორც ერესის? რასაკვირველია, არა.

1990 წელს პატრიარქმა ალექსიმ უმე-ს სამღვდელოებასთან პოჩაევის ლავრაში შეხვედრისას კურთხევა მისცა არ მოეხსენიებინათ პატრიარქის სახელი ღვთიმსახურებისას, თუ ეს იწვევდა უსიამოვნებას.

დისციპლინარული ზომა და სულის ყივილი

გადაწყვეტილება ღვთისმსახურებისას პატრიარქ კირილის სახელის მოხსენიების შეწყვეტის თაობაზე ნაკარნახევი იყო არა პოლიტიკური მოსაზრებებით და შიშით ხელისუფლების წინაშე, არამედ საკუთარ ეკლესიაზე, ხალხზე, მიწაზე და სამშობლოზე ტკივილით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო თავის ხალხთან ერთად და არასდროს ყოფდა მორწმუნეებს პოლიტიკური ან ნაციონალური უპირატესობების მიხედვით. ზუსტად ასევე, ის ყოველთვის გამოდიოდა დონბასზე საომარი მოქმედებების წინააღმდეგ, მოუწოდებდა კონფლიქტის მხარეებს პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ და ამასთან, ხაზს უსვამდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობას. ეკლესიას არ უღალატია თავისი პრინციპებისთვის 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგაც.

სწორედ ამიტომ, უკრაინის მორწმუნე ხალხმა განსაკუთრებული ტკივილით მოახდინა რეაგირება პატრიარქის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ  რფ-ს აგრესიის დაგმობის არარსებობაზე. აკი, თუ ის „მამაა“ უკრაინელი მორწმუნეებისთვის, რეგიარება უნდა მოახდინოს, როგორც მამამ და არა როგორც სახელმწიფო ჩინოვნიკმა. გასაგებია, რომ თუ ის გამოვიდოდა ომის წინააღმდეგ, ეს გამოსვლა არ შეაჩერებდა „სკანდერებსა“ და „ტიულპანებს“. თუმცა, ის შეაჩერებდა უმე-ს მრავალი მორწმუნის სურვილს გამიჯნულიყვნენ არა მხოლოდ პატრიარქისგან, არამედ მთლიანად რმე-გან. და სად წავლენ მორწმუნეები? ან მეუ-ში ან რომელიმე სხვა სტრუქტურაში, რომელსაც არ გააჩნია კანონიკური სტატუსი.

უკრაინის მორწმუნე ხალხმა განსაკუთრებული ტკივილით მოახდინა რეაგირება პატრიარქის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ  რფ-ს აგრესიის დაგმობის არარსებობაზე. აკი, თუ ის „მამაა“ უკრაინელი მორწმუნეებისთვის, რეგიარება უნდა მოახდინოს, როგორც მამამ და არა როგორც სახელმწიფო ჩინოვნიკმა.

გარდა ამისა, რმე-სა და პატრიარქ კირილის პოზიცია უკრაინაში ომთან დაკავშირებით არა მხოლოდ სრულად ეწინააღმდეგება უმე-ს პოზიციას, არამედ ახდენს ეკლესიის დისკრედიტაციას ჩვენს ქვეყანაში, იწვევს მძაფრ ნეგატიურ ტალღას და აგრესიას მისი მორწმუნეების მიმართ. ძალიან ხშირად ამ აგრესიის ინიციატორს წარმოადგენენ უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები. მაგალითად, სახალხო დეპუტატი ოქსანა სავჩუკმა (ბერძენ-კათოლიკე) დაარეგისტრირა კანონპროექტი უმე-ს აკრძალვის შესახებ. ლვოვის მხარის გოროდკასა და დროგობიჩში ხელისუფლებამ აკრძალა უმე ადგილობრივი უნიატების მოთხოვნით. ბოლო თვის განმავლობაში ცნობილია რამოდენიმე შემთვევა, როცა უნიატებმა დაიკავეს უმე-ს ტაძრები დასავლეთ უკრაინაში.

და ამ კონტექსტში უმე-ს მორწმუნეებში არ შეიძლება არ იწვევდეს გაკვირვებას რმე-ს წარმომადგენელთა აქტიური კონტაქტები კათოლიკურ ეკლესიასთან, რომლის ერთგულ შვილებსაც წარმოადგენენ ბერძენ- კათოლიკები. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები საგონებელში არიან: რა საერთო შეიძლება ჰქონდეს რმე-ს ვატიკანთან, რომელიც ჩვენი ეკლესიის მთელი ისტორიის მანძილზე ცდილობდა დაემორჩილებინა ჩვენი ხალხი რომის ტახტისადმი. და როგორც ჩანს, მას ეს მცდლობები ახლაც არ შეუწყვეტია.

რმე-ს რომთან ეკუმენური კონტაქტების მიუხედავად უნიატების აგრესია უმე-ს თემების მიმართ მხოლოდ იზრდება. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენი მორწმუნეების გაკვირვებისა და ბევრი კითხვის მიზეზს მსგავსი კონტაქტების მიმართ.

***

უარის თქმა რუსეთის ელკესიის წინამძღოლის სახელის მოხსენიებაზე ღვთისმსახურების დროს ნაკარნახევია უკრაინის ხალხზე ფიქრით და ასევე სურვილით შეინარჩუნოს თავისი სამწყსო კანონიკურ ეკლესიაში. არა ხელისუფლების  (30 წლის მანძილზე ჩვენ უკვე შევეჩვიეთ მუდმივ პრესინგს მათი მხრიდან) წინაშე, არამედ მორწმუნეთა სულების დაკარგვის შიშის გამო. და ეს არაა განხეთქილება, ესაა მოწოდება იმათი აზრის ცვლილებისკენ, ვისგანაც სასურველია თანაგრძნობა და გაგება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ