ოკუპანტის მკვლელობა: ცოდვაა თუ არა?

26 March 2022 20:39
126
ოკუპანტის მკვლელობა: ცოდვაა თუ არა?

პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ბაგიდან ჟღერს ოკუპანტების განადგურების მოწოდებები,მეუ-ს მეთაურობა აცხადებს,რომ მათი მოკვლა არაა ცოდვა. რას გვეუბნება ამ საკითხზე ეკლესია?

უკრაინაში სამი კვირაა გრძელდება ომი. იღუპება უკრაინის ასეულობით და ათასეულობით მოქალაქე. ჩვენ ვკარგავთ ახლობლებს, ჩვენს სახლებს, ვშორდებით ახლობლებს. ჩვენს გულებში მართებული მრისხანება გვაქვს ოკუპანტის მიმართ. თუმცა, არსებობს კი ამ მრისხანების საზღვრები?  დასაშვებია თუ არა აგრესორის ოჯახების, მისი შვილების მკვლელობა? და როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი? შეუძლია ოკუპანტის მოკვლა ადამიანს, რომელიც სახარებისეულად ცხოვრობს? არის თუ არა ეს ცოდვა? შეიძლება კომპრომისის პოვნა ქრისტეს მცნებებსა და ქვეყნის დაცვის აუცილებლობას შორის?

2022 წლის 12 მარტს „24 არხის“ წამყვანმა ფაჰრუდინ შარაფმალმა, მისი მეგობრის სიკვდილის შესახებ ცნობის გადმოცემისას, მოიყვანა გერმანელი ნაციზმის ერთ-ერთი იდეოლოგის ადოლფ ეიხმანის სიტყვები:

„იმისათვის, რომ გაანადგურო ნაცია, საჭიროა, პირველ რიგში, ბავშვები გაანადგურო, რადგანაც, მათი მშობლების მკვლელობისას, ბავშვები გაიზრდებიან და აუცილებლად იძიებენ შურს, ხოლო ბავშვების მოკვლისას, ისინი არასდროს გაიზრდებიან და ერი გაქრება“. ამასთან, შარაფმალმა დაამატა: „უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ შეუძლიათ რუსი ბავშვების განადგურება, რამდენადაც ეს აკრძალულია ომის კანონებითა და სხვადასხვა, მათ შორის, ჟენევის კონვენციით. თუმცა, მე არ ვარ უშძ-დან და როცა შემთხვევა მომეცემა გავუსწორდე რუსებს, ამას აუცილებლად გავაკეთებ. მე მივემხრობი ადოლფ ეიხმანის დოქტრინას და ყველაფერს გავაკეთებ, რომ არც თქვენ და არც თქვენმა შვილებმა არასდროს იცხოვროთ ამ მიწაზე... ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და თუ ამისთვის მოგვიწევს თქვენი ოჯახების ამოწყვეტა, ერთ-ერთი პირველი ვიქნები,  ვინც ამას გააკეთებს“.

ოკუპანტის მკვლელობა: ცოდვაა თუ არა? фото 1
“24 არხის” YouTube-არხის სქრინშოტი

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ რამოდენიმე დღის შემდეგ მან ბოდიში მოიხადა თავისი სიტყვებისთვუს, თუმცა თავისებური ფორმით: „მომიტევეთ, რადგან ეს დაუშვებელი იყო ჟურნალისტისა და ადამიანური თვალსაზრისით. უკრაინელები ისეთი არაადამიანები როდი არიან, როგორც რუსები, პირველ რიგში, ჩვენ ადამიანები ვართ“.

მსგავსი მუქარები ოკუპანტების ცოლებისა და შვილების მიმართ გამოჩნდა 17 მარტს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მეთაურის სერგეი დეინეკის ფეისბუქ-გვერდზე უკრაინელი მესაზღვრეების ჯგუფის დაღუპვის შემდეგ. მართალია, მოგვიანებით, დეინეკმა განაცხადა, რომ მისი გვერდი გატეხეს.

მოყვანილი მაგალითები სულაც არაა გამონაკლისი, მეგობრების სიკვდილით გამოწვეული მრისხანება და სიძულვილი, ახლა ხშირად გვხვდება უკრაინელებს შორის. ადამიანურად მათი გაგება შეიძლება. თუმცა, ესენი ერისკაცები არიან. და რა ქნან ქრისტიანებმა?

მეუ-ს „მიტროპოლიტმა“ მიხეილ ზინკევიჩმა 7 მარტს განაცხადა, რომ „რაშისტების“ მოკვლა ცოდვა არაა და რომ ამის შემდეგ აღსარებაც არ უნდა ჩააბარო: „თუ მტერი შენს სახლს ესვრის, ტანჯავს შენს მოყვასს, ეს უკვე უფლის მტერია... ეს მტერი უნდა განადგურდეს. ამაში არანაირი ცოდვა არაა. აღსარებაზე წასვლაც კი არაა საჭირო“.

დაახლოებით იგივე განაცხადა მეუ-ს მეთაურმა სერგეი დუმენკომაც ტელემარათონის ეთერში: „ჩვენ არ ვისწრაფვით მოვკლათ ჩვენი მეზობლები. თუმცა, რადგანაც ისინი მოვიდნენ ჩვენს სახლში, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს, ხოლო დაცვა, მტრის მოკვლა - ცოდვა არაა“.

პატრიოტის თვალსაზრისით, რომელიც თავს იცავს აგრესორისგან, „იერარქების“ სიტყვები დამაჯერებელად ჟღერს. ქრისტიანული თვალსაზრისით? მართლაც ცოდვა არაა ომში მკვლელობა?

წმინდა მამები ომში მკვლელობაზე

მიუხედავად იმისა, რომ წმინდა მამების უმრავლესობა არ აიგივებდა მცნებას „არა კაც ჰკლა“ ომში მკვლელობასთან, მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც კატეგორიულად უარყოფდა ქრისტიანისთვის მკვლელობის შესაძლებლობას და სამხედრო საქმით დაკავებასაც კი.

წმინდა იპოლიტ რომაელი (170-235 წ.წ.) ანათემის შიშით უკრძალავს ქრისტიანებს სამხედრო სამსახურში ყოფნას. ამასობაში, ვინც მაინც წარმოადგენს მეომარს, მას მკვლელობას უკრძალავს: „ვინც მიიღო ძალაუფლება მკვლელობის ბრძანება გასცეს და უბრალო ჯარისკაცმა, არ უნდა გააკეთოს ეს არავითარ შემთხვევაში, თუნდაც ისინი ბრძანებას იღებდნენ“. იმათთვის, ვინც დამნაშავეა სისხლის დაღვრაში, განმანათლებელი ითვალისწინებს ეპითიმიას: „ქრისტიანი არ უნდა იყოს ჯარში, იმ შემთხვევის გარდა, როცა მას აიძულებენ აიღოს ხელში მახვილი. ასეთ შემთხვევაში, დაე, მან აიღოს თავის თავზე სისხლისღვრის ცოდვა. თუმცა, თუ სისხლი დაიღვრება, ის ჩამოშორებული იქნეს საიდუმლოებებს, რათა მონანიების, ცრემლებისა და გოდების მეშვეობით განიწმინდოს“.

 

თუ სისხლი დაიღვრება, ის ჩამოშორებული იქნეს საიდუმლოებებს, რათა მონანიების, ცრემლებისა და გოდების მეშვეობით განიწმინდოს.

                                                                                       იპოლიტ რომაელი

ამავე დროს, სხვა წმინდა მამები არა მხოლოდ ამართლებენ მკვლელობას ომში, არამედ აქებენ კიდეც მეომრებს, რომლებიც იცავენ  ხელში იარაღით დამცველ მეომრებს. ასე, მაგალითად, განმანათლებელი ათანასე დიდი (IV ს.) „ამუნუს ბერებისადმი წერილში“ წერს: „მოკვლა დაუშვებელია, მაგრამ მოსპო მტერი ომში კანონიერიცაა და ქების ღირსიც; ამიტომაც ბრძოლის ველზე გამორჩეულები დიდ პატივს მიირებენ და მათ ძეგლს დაუდგამენ, რომელიც მათ დამსახურებაზე მიუთითებს“.

ნეტარი ავგუსტინე გამოხატავს ანალოგიურ აზრს: „ამიტომაც მცნება არა კაც ჰკლა, სულაც არ აფერხებს მათ, ვინც ომებს წარმართავს უფლის უფლებამოსილებით ან მისი კანონების ძალით ( ანუ თავად გონივრული და მართლმსაჯულებრივი განკარგვით) საზოგადოებრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბოროტმოქმედებს სჯის სიკვდილით“.

ზოგიერთი წმინდა მამა განასხვავებს მონაწილეობას სამართლიან და არასამართლიან ომში. ასე, მაგალითად, ღირსი ისიდორი პელუსიოტი წერს: „არ უნდა დავდოთ ბრალი ყველას, ვინც ომს წარმართავს; ვინც დაიწყო  წყენის მიყენება ან მიტაცება, სამართლიანად ვუწოდოთ  დამღუპველი დემონები: სამაგიეროს მზღვეველს კი ზომიერად არ ემუქრება დასჯა, როგორც უსამართლოდ მომქცევს“.

ამასთან, უნდა დავამატოთ, რომ მეორე რჯულის წიგნში მცნების „არა კაც ჰკლა“ შემდეგ მოდის იმ ხალხთა განადგურების ბრძანება, რომლებიც დასახლდნენ პალესტინაში: „შენ შთანთქავ ყველა ხალხს, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი. ნუ შეიწყალებს მათ შენი თვალი. არ სცე თაყვანი მათ ღმერთებს,  რადგან ხაფანგი იქნება ეს შენთვის“ (მეორე რჯ. 7: 16) და ასევე დანაშაულების მთელი ნუსხა, რომლის გამოც დამნაშავე ღირსია მოკლა.

ამასთან, ყველაზე დანაშაულებრივად ითვლებოდა კერპთაყვანისცემა: „ თუ იდუმალ წაგაქეზებს შენი ძმა, დედაშენის შვილი, ან შენი ვაჟი ან ასული, ან შენს გვერდით მწოლი ცოლი, ან მეგობარი, რომელიც საკუთარი სულივითა გყავს და გეტყვის: წამო,  ვემსახუროთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ არც შენ და არც შენი მამა-პაპა, იმ ხალხთა ღმერთებს, თქვენს გარშემო რომ არიან, შენთან ახლოს მყოფთა თუ შენგან შორს მყოფთა, ქვეყნის კიდიდან კიდემდეო, ნუ დაჰყვები მას და ნუ გაუგონებ, ნუ დაგენანება იგი, ნუ შეიბრალებ, ხელს ნუ დააფარებ, არამედ მოჰკალი იგი. პირველად შენი ხელი უნდა აღიმართოს მის მოსაკლავად, მერე კი მთელი ერისა. ჩაქოლე იგი, რომ მოკვდეს (მეორე სჯ. 13: 6-10).

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე იქმნება შთაბეჭდილება, რომ მეუ-ს წარმომადგენლები მართლები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ რუსი სამხედრო მოსამსახურეების მკვლელობა არ არის ცოდვა. თუმცა, ეს ასე არაა.

საქმე იმაშია, რომ ძველი აღთქმის დროიდან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ნებისმიერი გარემოების დროს გაგებული იყო, როგორც ისეთი რამ, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის შესახებ უფლის ჩანაფიქრს. სამართლიან ომშიც კი მკვლელობის ჩამდენი იღებს ცოდვას თავის თავზე და საჭიროებას მონანიებასა და განწმენდას.

სამართლიან ომშიც კი მკვლელობის ჩამდენი იღებს ცოდვას თავის თავზე და საჭიროებას მონანიებასა და განწმენდას.

ღირსი ისიდორი პელუსიოტი (IV-V ს.) წერს: „თუმცა კი ომებში მტრის მოკვდინება კანონიერად ჩანს და  გამარჯვებულებს ძეგლებს უდგამენ, რომელიც მათ დამსახურებას ცხადყოფს; თუმცა, თუ გავარჩევთ მჭიდრო კავშირს ყველა ადამიანს შორის, ისიც (მოკვდინება) არაა უდანაშაულო; რატომ მოუწოდებდა მოსე ომში ადამიანის მკვლელს განწმენდისა და პკურებას“. აქ საქმე ეხება იმას, რომ ისრაელელთა მადიანელთა წინააღმდეგ ომის შემდეგ, რომელიც დაიწყო პირდაპირ უფლის ნებით, წინასწარმეტყველმა მოსემ მეომრებს შემდეგი რამ უთხრა: „და დაიბანაკეთ შვიდი დღე ბანაკის გარეთ; კაცის ყოველი მკვლელი და ყველა, ვინც მოკლულს შეეხო, განიწმინდოს მესამე და მეშვიდე დღეს, თქვენც და თქვენი ტყვეებიც“ (რიცხვ. 31:19).

ზუსტად ასე, განმანათლებელი ბასილი დიდი ეპითიმიაზე მიუთითებს ომიდან მოსულებს: „ომში ჩადენილ მკვლელობას ჩვენი მამები არ თვლიდნენ მკვლელობად: ჩემი აზრით, მათ სურდათ იმათი მიტევება, ვინც ომობდა კეთილგონიერებისა და სიყვარულის სახელით. შესაძლოა მათ (მეომრებს) უნდა ურჩიონ თავის შეკავება ზიარებისგან სამი წლით, რამდენადაც მათ სუფთა არა აქვთ ხელები“.

XIII საუკუნის კანონისტი მათე ვლასტარი ამ წესს ასე განმარტავს: „აუცილებელია, რომ ისინი, ვინც სიცოცხლეს ომებში ატარებს და ხელებს სხვა ტომელთა სისხლში ისვრის, უპირველეს ყოვლისა, უნდა განიწმინდონ მონანიებით და მისი ცეცხლით იმოქმედონ, ასეთი საქმით დაკავშირებული არის ცუდი და ამდენად შეუდგეს ახალი ადამის საიდუმლოებებს“.

 

მეომრებმა უნდა ურჩიონ თავის შეკავება ზიარებისგან სამი წლით, რამდენადაც მათ სუფთა არა აქვთ ხელები.

                                           განმანათლებელი ბასილი დიდი

საკმაოდ სამაგალითო ისტორია მოხდა X საუკუნეში ბიზანტიაში, როცა იმპერატორმა ნიკიფორე ფოკამ, რომელიც მრავალრიცხოვან ომს აწარმოებდა აღმოსავლეთით არაბების წინააღმდეგ, მისი ჯარისკაცების სულისკვეთების ასამაღლებლად კონსტანტინოპოლის პატრიარქსა და სინოდს სთხოვა ომში მოკლულები წმინდა მოწამეებისთვის გაეთანაბრებინათ. მისი აზრით, ეს იყო გამართლებული, რამდენადაც მისი მოწინააღმდეგე-მუსულმანები სიხარულით მიდიოდნენ სიკდილზე, იმ რწმენით, რომ ჯიჰადის დროს დაღუპული მუსულმანი, მყისიერად სამოთხეში მოხვდებოდა. თუმცა, მართლმადიდებელმა იერარქებმა ამას უარით უპასუხეს და ამასთან, მიუთითეს ბასილი დიდის წესზე.

ამდენად, შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ საეკლესიო სწავლება ამ საკითხზე: მტრის მკვლელობა სამართლიან ომში წარმოადგენს ადამიანის შესახებ უფლის ჩანაფიქრის დარღვევას. და მართალია ის გამართლებულია საკუთარი ხალხის დაცვის აუიცლებლობით, მეომარს, როგორც მკვლელს, სჭირდება მონანიება და განწმენდა.

მომეცი შენი გული

„შვილო, მე მომეცი შენი გული“ (იგავი 23:26) - ამბობს უფალი ძველ აღთქმაში; „ნეტარ არიან წმინდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ“ (მათ.5:8); „სუფთა გული შექმნი ჩემში, ღმერთო, და სული წრფელი განაახლე ჩემს სხეულში“ (ფს. 50:12), - ამბობს დანიელი; მოციქულ პავლეს სურს, რომ ქრისტიანის გულში დაივანოს ქრისტემ (შეად. ეფრ. 3:17).

შეიძლება დიდი ხანი მოვახდინოთ ეკლესიის მამების ციტირება მეომრებისა და ომის შესახებ. თუმცა, აუცილებელია შემდეგის გაგება - მთავარი ადამიანისთვის, მათ შორის, მეომრისთვის არის მშვიდობა და სიყვარული მის გულში. მტრის მკვლელობა თითქმის შეუძლებელია განრისხებისა და სულში სიძულვილის გარეშე. ამ ვნებებს კი ქრისტიანის სულში ადგილი არა აქვს.

ღირსი ამბროსი ოპტინელი წერს: „უფალს არ მიუცია ეს მცნება („არა კაც ჰკლა“ - რედ.), არამედ მხოლოდ მოიყვანა ეს მცნება ძველი აღთქმიდან: „თქვენ გსმენიათ, რა ითქვა ძველების მიერ (ანუ ძველ აღთქმაში): არა კაც ჰკლა“ (მათ. 5:21). უფლის ჭეშმარიტი მცნება კი შემდეგია: „მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს“ (მათ.5:22). აი, ნახეთ, უფალი კრძალავს არა მკვლელობას, რომელიც ჯერ კიდევ ძველ აღთქმაშია აკრძალული, არამედ, როგორც კანონის აღმსრულებელი, ცდილობს ადამიანის გულიდან ამოიღოს თავად მრისხანების ვნება, რომლის გამოც ადამიანები ზოგჯერ მკვლელობამდე მიდიან“.

ამ სიტყვებში არის პასუხი კითხვაზე: ცოდვაა თუ არა ომში მკვლელობა? უფალი საუბრობს არა იმდენად ადამიანის კონკრეტულ ქცევებზე, რამდენადაც მისი სულის მდგომარეობაზე, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება უფლის სამსჯავროზე. ადამიანს შეუძლია თავის გულში ბოროტების, მრისხანებისა და სიძულვილის ჩადება და ამ მომაკვდინელები ვნებებიდან გამომდინარე, ომში მტრის მოკვლა და შესაძლოა, ჰქონდეს თანაგრძნობა მოყვასის მიმართ, მის მიმართ მსხვერპლის სიყვარული, მათი ბოროტებისგან მოშორების სურვილი, ხელისუფლებისადმი მორჩილი დაქვემდებარება და ამასთან, ასევე მოკლას მტერი ომში. მოქმედება შეიძლება ერთიდაიგივეა, ხოლო შედეგებ ადამიანის სულისთვის - სრულიად განსხვავებული. მომაკვდინებელი ვნება, წმინდა მამების მოძღვრების თანახმად, ექვემდებარება უფლის სასჯელს, თუ ადამიანი მოინანიებს.

უმე-ს პოზიცია

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს ყველა მორწმუნეს დაიცვას სამშობლო. უკრაინელი ხალხისადმი წმინდა სინოდის მიმართვაში საუბარია: „ ასეთ რთულ სიტუაციაში მოვუწოდებთ ყველას იყვნენ მამაცები, გააძლიერონ ლოცვა და გაერთიანდნენ ჩვენი სამშობლოს დაცვისთვის. მივმართავთ რა დღეს ჩვენს ყველა დამცველს, გვსურს დავადასტუროთ, რომ ჩვენ პატივს გცემთ თქვენ და ვლოცულობთ თქვენთვის, როგორც შეიძლება აღსრულდეს უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს სიტყვები „არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული,  ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის“ (იოანე 15:13)“.

ამასთან, უმე შეგვახსენებს, რომ ჩვენ არ უნდა მივცეთ მომაკვდინელებ ვნებებს საშუალება მოიცვას მთლიანად ჩვენი სული, არამედ, პირიქით, უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიყვარული და სათნოება.

„უკრაინელო ხალხო, ძმებო და დებო! ვიმედოვნებთ, რომ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს და ეს ომი მალე დასრულდება. გთხოვთ თითოეულ თქვენთაგანს, შეინარჩუნოთ მშვიდობა ერთმანეთს შორის და არ აყვეთ პროვოკაციებს. დაეხმარეთ, გაუფრთხილდით ერთმანეთს. ასევე მნიშვნელოვანია არ გააღვივოთ ერთმანეთს შორის შუღლი. მხოლოდ ერთიანობაშია ჩვენი ძალა. შევთხოვთ უფალს, რომ მან გაუნათოს მისი მადლით გონება სამყაროს მმართველებს. გვჯერა, რომ ადამიანის მოყვარული უფალი მიიღებს ჩვენს ლოცვას, მოგვიტევებს ჩვენს ცოდვებს. და უახლოეს ხანებში, უფლის მშვიდობა ისევ დაისადგურებს ჩვენს კურთხეულ უკრაინულ მიწაზე!“, - ნათქვამია სინოდის მიმართვაში.

ამ სიტყვების შედარება შეიძლება იმასთან, რისკენ მოგვიწოდებენ სხვა უკრაინული კონფესიების წარმომადგენლები და შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, თუ ვინ წარმოადგენს ქრისტეს ფარას ჭეშმარიტ მწყემსს და ვინ -არა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ