კონკორდატი ვატიკანთან: მიზეზები და შედეგები

20 February 2022 22:00
286
კონკორდატი ვატიკანთან: მიზეზები და შედეგები

უკრაინის ხელისუფლებას განზრახული აქვს შეთანხმების დადება ვატიკანთან, რომელიც კათოლიკებსა და უნიატებს განსაკუთრებულ უფლებებს მიანიჭებს. რას უნდა ელოდონ მართლმადიდებლები?

2022 წლის 9 თებერვალს ქსელში გამოჩნდა კონკორდატის (შეთანხმების) პროექტი უკრაინასა და ვატიკანის სახელმწიფოს შორის, რომელიც არეგულირებს ჩვენს ქვეყანაში კათოლიკების სამართლებრივ მდგომარეობას.

თუ დოკუმენტს ხელი ოფიციალურად მოეწერება, ის უკრაინის კათოლიკურ და ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიას განსაკუთრებულ მდგომარეობაში ჩააყენებს, რამდენადაც სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან და კონფესიებთან  ჩვენს სახელმწიფოს არაფერზე დაუდია შეთანხმება.

გასაგებია, რომ თითოეული მხარე კონკორდატში ხედავს თავის სარგებელს და იმედოვნებს გარკვეულ პრეფენციებზე. როგორზე? მოდით გავერკვეთ ამაში.

„არმოვირის“ რეანიმაცია?

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვლადიმირ ზელენსკი ხაზს უსვამდა თავის ნეიტრალურ დამოკიდებულებას უკრაინაში რელიგიური საკითხებისადმი. გახდა რა ქვეყნის პრეზიდენტი, ის საკმაოდ დიდხანს დარჩა საკუთარი პოზიციის ერთგული - არ ჩარეულიყო ეკლესიის საკითხებში.

თუმცა, რაღაც დროის შემდეგ ვლადიმირ ალექსანდროვიჩმა დაიწყო საკუთარი რელიგიური პოლიტიკის შეცვლა. შესაძლოა, სახალხო მხარდაჭერის დაცემის ფონზე, შესაძლოა, „ექსპერტებთან“ კონსულტაციების შემდეგ, თუმცა, პრეზიდენტმა დაიწყო მჭიდრო ურთიერთობა, როგორც ფანარიონთან, ასევე ვატიკანთან. დიახ, ის ჯერ კიდევ არ მონაწილეობს (როგორც პოროშენკო) რომელიმე ერთი კონფესიის ღვთისმეტყველებაში, არამედ ადრინდელ ნეიტრალიტეტზე უკვე საუბარი არაა.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას ერთი რამ, ზელენსკის ფავორიტი დანამდვილებით არაა უმე. აი, რომელს აირჩევს ის - კათოლიკებს (უნიატები - ასევე რკე-ს ნაწილი) თუ მეუ-ს - დიდი საკითხია. ახლა ჩნდება სიგნალები, რომ ეს არჩევანი არ იქნება დუმენკოს მომხრეების სასარგებლოდ. და მთავარი მათ შორის - შესაძლო კონკორდატი ვატიკანთან.

ჯერ ერთი, ზელენსკისთვის ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დრო მეუ ძალიან აქტიურად უჭერდა მხარს პოროშენკოს, ხოლო მისი ზოგიერთი წარმომადგენელი ამ დრომდე უარს აცხადებს, როგორც თავად ზელენსკიზე, ასევე მის გუნდზეც საუბარზე. ისინი იმედოვნებენ, რომ მათი აგრესიული რიტორიკა „ხალხის მსახურთან“ მიმართებაში შეიცვლება - არ ღირს. ის არ შეიცვლება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მომავალ არჩევნებში მეუ-ს მხრიდან მხარდაჭერა არ იქნება.

მეორე, დასაშვებია, ზელენკის შთააგონეს, რომ კონკორდატის ხელის მოწერით მას შეუძლია თავის მხარეს მოიზიდოს დასავლეთ უკრაინის ამომრჩევლები, რომლებიც უმეტესწილად წარმოადგენენ უბკე-სა და რკე-ს. ისინი ასევე იყვნენ პოროშენკოს მომხრეები ადრე, მაგრამ ზელენკის ჩახუტებამ ვატიკანთან შეიძლება ყველაფერი შეცვალოს.

მესამე, შეთანხმება ვატიკანთან არა მხოლოდ „მაგრად“ ჟღერს, არამედ უფრო „ევროპულადაც“ გამოიყურება, ვიდრე თურქულ-უკრაინული ტომოსი. ეს ნიშნავს იმას, რომ მისცემს მკაფიო გზავნილს ამომრჩევლებს, რომ უკრაინა დამაჯერებლად მიიწევს „ნათელი ევროპული მომავლისკენ“.

მეოთხე, თუ სახელმწიფოს მეთაური ხელს მოაწერს შეთანხმებას წმინდა ტახტთან, მას უფლება ექნება ჰქონდეს სერიოზული მხარდაჭერის იმედი ვატიკანის მხრიდან.

შეთანხმება ვატიკანთან არა მხოლოდ „მაგრად“ ჟღერს, არამედ უფრო „ევროპულადაც“ გამოიყურება, ვიდრე თურქულ-უკრაინული ტომოსი.

მეორეს მხრივ, მხარდაჭერისთვის საჭიროა საფასურის გადახდა და როგორც ჩანს, საფასური უკვე დანიშნულია.

რას გადაუხდის უკრაინა ვატიკანს?

 კონკორდატის პროექტში საკმაოდ მკაფიოდაა გაწერილი ის პრეფერენციები, რომლებსაც მიიღებენ უკრაინელი კათოლიკები და უნიატები.

  • კათოლიკური ეკლესიის საკულტო ნაგებობები უნდა გარემონტდეს ბიუჯეტის სახსრებით. იმავე უკრაინის ბიუჯეტიდან დაფინანსდება კათოლიკური სასწავლო დაწესებულებები.
  • ჯვრისწერის მოწმობა, რომელიც გაიცემა კათოლიკურ ან ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიაში წესის შესრულების შემდეგ, უტოლდება საერო მოწმობას ქორწინების შესახებ (სხვა კონფესიებს ასეთი პრივილეგია არ გააჩნია - უკრაინის ოჯახის კოდექსის ნაწ.21-ის მე-3 მუხლის თანახმად).  უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო კაპელანის საქმიანობა განხორციელდება სამხედრო ეპისკოპოსის მიერ, რომელსაც წმინდა ტახტი ნიშნავს.

თუმცა, რკე-ს მთავარ ინტერესს წარმოადგენს მომავალი დოკუმენტის მე-14 მუხლი, რომელშიც გაწერილია „მოლაპარაკებების წარმოება გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც მისაღები იქნება მხარეებისთვის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც კონფისკირებულია საბჭოთა ხელისუფლების მიერ კათოლიკური ეკლესიისთვის“. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფო უნიატებსა და კათოლიკებს დაურიგებს მთელს ქონებას, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ იყო წართმეული.

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ამ დრომდე არ არსებობს კანონი რესტიტუციის შესახებ, მოცემულ პუნქტს შეუძლია სერიოზული კონფესიათშორისი პრობლემების გამოწვევა, რამდენადაც რკე უკვე აცხადებს პრეტენზიებს ქვეყანაში მთელ რიგ ობიექტებზე. საქმე ეხება იმ სიწმინდეებსაც, რომლებიც ეკუთვნის მართლმადიდებელ ეკლესიას. მაგალითად, უნიატები არაერთხელ საუბრობდნენ თავიანთ უფლებებზე პოჩაევის ლავრაში. ბუნებრივია, რომ ეს პრეტენზიები სრულიად უსაფუძვლოა, თუმცა მათი აქტივაცი ბოლო ხანებში - შემთხვევითი არაა.

სახელმწიფო უნიატებსა და კათოლიკებს დაურიგებს მთელს ქონებას, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ იყო წართმეული.

როგორც არ უნდა იყოს, ექვსგვერდიანი დოკუმენტის ზოგიერთი პუნქტის ამ მოკლე მიმოხილვიდან ცხადია, რომ კონკორდატის ხელმოწერა არსებითად გააძლიერებს კათოლიკებისა და უნიატების პოზიციას უკრაინაში. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ისინი შეძლებენ ისე მოქმედებას, როგორც მოქმედებენ ახლა სახელმწიფოს დასავლეთით - უხეშად, დემოკრატიული ნორმებისა და სხვა რელიგიური კონფესიების უფლებების გათვალისწინების გარეშე. ამ კუთხით, საჭიროა გვახსოვდეს, რომ უნიატები თავს აჩვენებენ, როგორც „ევროპელები“ მხოლოდ იქ, სადაც ისინი უმცირესობაში არიან. როგორ გამოიყურებიან ისინი სხვა შემთხვევაში, ამაში დაგვეხმარება სიტუაცია კოლომიაში, ზოლოჩევსა თუ ივანო-ფრანკოვში.

ერთი სიტყვით, კონკორდატი მნიშვნელოვნად გააძლიერებს კათოლიკების (უნიატების) პოზიციებს მართლმადიდებლობის წინაათმდეგ მათ ბრძოლაში.

ეკუმენიზმი და Drand nach Osten

თუმცა, კონკორდატი სჭირდებათ კათოლიკებს და ბერძენ-კათოლიკებს არა მხოლოდ იმისთვის, რომ განიმტკიცონ განსაკუთრებულ უფლებები უკრაიანში, არამედ იმისთვისაც, რომ თავიანთი „ზეწოლა გააგრძელონ აღმოსავლეთით“ ანუ მოძრაობა ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც ისინი ისტორიულად არასდროს ყოფილან.

ჯერ კიდევ 2016 წელს სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით თავის ქადაგებაში უკრაინელი უნიატების მეთაურმა სვიატოსლავ შევჩუკმა განაცხადა აღმოსავლეთ უკრაიანში „წინსვლის“ აუცილებლობის შესახებ, სადაც მისი აზრით, ელოდებიან „მორწმუნე ქრისტიანების“ ჩასვლას. შევჩუკის სიტყვებით, ასეთი განზრახვა პირადად მოიწონა პაპმა ფრანცისკემ და კარდინალმა პიეტრო პაროლინმა.

შევჩუკის პოზიცია დაადასტურა და გააძლიერა ვატიკანში უკრაინის ახალდანიშნულმა ელჩმა ანდრეი იურაშმა. მისი სიტყვებით, ჩვენი ქვეყანა სჭირდება სამოციქულო ტახტს, რათა განახორციელოს თავისი მისია მთელს აღმოსავლეთ ევროპაში: „დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა ფონს ვერ გავა ვატიკანთან კომუნიკაციის, ურთიერთქმედების, მესიჯების, სასულიერო გზავნილების მუდმივი გაცვლის გარეშე“.

ერთი სიტყვით, აღმოსავლეთ ევროპის გაკათოლიკება, მათ შორის, რუსეთის გარკვეული ტერიტორიების, შეუძლებელია უკრაინის გარეშე.

კონკორდატის ხელმოწერა ასევე დაეხმარება უკრაინას აქტიურად ჩართოს უკრაინა ფანარიონთან ეკუმენისტური დამოკიდებულებების განვითარებაში. ამ გაგებით, ლიდერის პოზიცია უნდა დაიკავონ უკრაინელმა უნიატებმა. სვიატოსლავ შევჩუკის სიტყვებით: „შემდეგ ნაბიჯს (მეუ-ს შექმნის შემდეგ - რედ.) წარმოადგენს ეკუმენური დიალოგი უბკე-სა და გაერთიანებულ უკრაინულ მართლმადიდებლობას შორის ამ ეკლესიის თავდაპირველი ერთიანობის აღდგენის მიმართულებით“. და თუ ადრე მეუ-ს მომხრეები აცხადებდნენ, რომ ახალწარმოქმნილ ეკლესიას უერთდებიან ბერძენ-კათოლიკები, მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ ეკუმენურ მოძრაობაში დუმენკოს და მის სტრუქტურას ენიჭება მეორეხარისხოვანი როლი. ყველაფერი წყდება ვატიკანსა და ფანარიონზე.

ამასთან, კონკორდატის ხელმოწერა მეუ-ს არა მხოლოდ ინიციატივებს წაართმევს კათოლიკებთან უნიის საკითხში, არამედ „სახელმწიფო ეკლესიის“ სტატუსსაც, რომელშიც ამ სტრუქტურას თავი წარმოუდგენია. ვატიკანსა და უკრაინას შორის შეთანხმების შემდეგ სწორედ უნიატები აიღებენ მეუ-ს ამჟამინდელ ფუნქციებს ხელისუფლებასთან მიმართებაში, გარდა ამისა, ისინი შეძლებენ მოქმედებას დუმენკოს მომხრეებთან „დიალოგში“ ძალის პოზიციიდან. მითუმეტეს, რომ ამ „დიალოგის“ საბოლოო მიზანი განისაზღვრა საკმაოდ ნათლად - რომის უზენაესობის აღიარება.

რა სურს უმე-ს?

თავიდან ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ კონკორდატი პირდაპირ წინააღმდეგობაშია „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“ უკრაინის კანონის მე-5 მუხლთან.

თუ კონკორდატს ხელს მოაწერენ, კანონი სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ, დე ფაქტო შეწყვეტს არსებობას.

უკრაინის კანონი გვამცნობს, რომ „ეკლესია (რელიგიური ორგანიზაციები) უკრაინაში გამიჯნულია სახელმწიფოსგან“, ხოლო „სახელმწიფო არ აფინანსებს ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობას, რომელიც შეიქმნა რელიგიასთან კავშირის ნიშნით“ (გაიხსენეთ კონკორდატის ერთ-ერთი პუნქტი, რომელშიც საუბარია კათოლიკური სასწავლო დაწესებულებების დაფინანსებაზე). საქმე იმაშია, რომ „ყველა რელიგია, აღმსარებლობა და რელიგიური ორგანიზაცია კანონის წინაშე თანასწორია“, ხოლო „ერთი რელიგიის, აღმსარებლობის ან რელიგიური ორგანიზციის  რაიმე უპირატესობების ან შეზღუდვების დადგენა სხვებთან მიმართებაში, დაუშვებელია“.

ანუ, თუ კონკორდატს ხელს მოაწერენ, კანონი სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ, დე ფაქტო შეწყვეტს არსებობას.

 ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკლესიის რთული მდგომარეობა მხოლოდ გაღრმავდება. და თუ დღეს უმე-ს წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის კანონი პრაქტიკულად მხედველობაში არ იქნება მიღებული, ვატიკანთან შეთანხმება იმუშავებს ეკლესიაზე უფრო ძლიერი შეტევისთვის. ასე, რომ რესტიტუციის საფრთხე ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მისცემს უმე-ზე ზეწოლის ბერკეტს, ხოლო უნიატები შეძლებენ დაასაბუთონ თავიანთი აპეტივები კონკორდატზე მითითებით.  ეჭვიც არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ ნაცადი იქნება კანონიკური ეკლესიის მორწმუნეებისთვის მათი სიწმინდის წართმევა. თუ სადამდე მიგვიყვანს ეს მცდელობები, ამის გამოცნობა არაა რთული - რელიგიური დაპირისპირებისა და ძალადობის ზრდამდე.

გარდა ამისა, ვატიკან-უკრაინის ხელშეკრულება არა მხოლოდ არ ანიჭებს უნიატებსა და კათოლიკებს განაკუთრებულ უფლებებს, არამედ წარმოადგენს კიდეც ერთ ბარიერს, რომელიც ანგრევს მართლმადიდებელი სლავი ხალხის კულტურულ და სასულიერო ერთიანობას. შესაძლოა, რომ სწორედ ამ მიზეზით უკრაინის ელჩად ვატიკანში დაინიშნა ანდრეი იურაში - ადამიანი, რომელმაც თავი წარმოაჩინა ეკლესიასთან ბრძოლაში. ნებისმიერ შემთხვევაში, უმე არაფერს კარგს არ უნდა ელოდოს კონკორდატისგან.

ამ სიტუაციაში დამამშვიდებელს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნებისმიერ პრობლემა ეკლესიას და მორწმუნეებს სულ უფრო ძლიერს ხდის. ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა ბოლო მოვლენებმა ტომოსის ირგვლივ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ