ობობები ქილაში ანუ როგორ აკრძალეს განხეთქილებაში მყოფებმა განხეთქილები

15 February 2022 22:32
16
მეუ-ში ახლა ფილარეტს „წინამძღოლს“ უწოდებს. ფოტო: СПЖ მეუ-ში ახლა ფილარეტს „წინამძღოლს“ უწოდებს. ფოტო: СПЖ

მეუ-ს სინოდმა მსახურება აუკრძალა უმე (კ)-ს „იერარქებს“, რომლებიც ადრე განდევნილი იყვნენ დუმენკოს „ეპისკოპატიდან“. რას ნიშნავს ეს - მოდით, განვიხილოთ სტატიაშიაში.

2022 წლის 2 თებერვლას მეუ-ს „წმინდა სინოდმა“ დაადგინა უმე (კ) -ს „იერარქების“ წოდება ჩამოერთვათ ფილარეტ დენისენკოს მიერ 2019 წლის ივნისის შემდეგ „ხელდასმულებს“. ხოლო იმ სამ „მღვდელმთავარს“, რომლებიც მეუ-დან ფილარეტთან ერთად წავიდნენ - „აეკრძალათ მსახურება“ წოდების ჩამორთმევის პერსპექტივით.

ამასთან, დუმენკოს მომხრეები თვლიან, რომ ყველა მათგანს, ვისაც ხელდასმა გაუკეთა მეუ-ს „საპატიო პატრიარქმა“ უმე (კ)-ს აღორძინების შემდეგ, „სინამდვილეში არ გააჩნიათ საღმდელმთავრო ხელდასმა და წოდება“ და მათ ის „ყაჩაღურად“ მიითვისეს. სინამდვილეში ფილარეტს ისინი არ თვლიან ყაჩაღად და არანაირ სასჯელს არ უწესებენ.

ეპიფანეს „სინოდის“ ეს გადაწყვეტილებები იმდენად არათანმიმდევრული და აბსურდულია, რომ ღირს მათი დეტალურად განხილვა.

ყოფილები -არ არიან ყოფილები?

მეუ-ს „სინოდის“ გადაწყვეტილებაში საუბარია იმაზე, რომ „ბელგოროდისა და ობოიანის ყოფილ მიტროპოლ იოსაფს (შიბაევი), ბელგოროდ-დნესტრის ყოფილ ეპისკოპოს ფილარეტს (პანკუ) და ვალუის ყოფილ ეპისკოპოს პეტრეს (მოსკალევი) კანონიკური წესის უხეში დარღვევის, უკანონო კრებებში და ქ. კიევში ე.წ. საღმდელმთავრო ქიროტონიებში მონაწილეობისთვის მსახურება აეკრძალათ“ და გამოძახებულ იქნენ მეუ-ს სასამართლოზე ბრალდებების გამო, რომელთა თანახმადაც „ისინი ექვემდებარებიან წმინდა ხარისხის ჩამორთმევას“.

მართლმადიდებლურ ეკლესიაში სიტყვა „ყოფილი“  გამოიყენება  მღვდელმსახურთან მიმართებაში, მხოლოდ თუ მას ხარისხს ჩამოართმევენ. ასეთი მეუ-ში მიმართებაში აღნიშნული პირების მიმართ არ განხორციელებულა. იყო სხვა რამ, კანონიკურ სამართალთან არანაირი კავშირის არმქონე.

ჯერ კიდევ 2019 წლის 24 ივნისს დუმენკოს ორგანიზაციის „წმინდა სინოდმა“ „იმ ქმედებებში აქტიური მონაწილეობის გამო, რომელიც მიმართული იყო საეკლესიო გარემოში დაპირისპირების ჩამოგდებისთვის, საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებებისადმი შეგნებული წინააღმდეგობის გაწევისთვის, სამოციქულო 34-ე წესის დარღვევისთვის, სხვის ეპარქიაში ხელდასმის განხროციელებაში მონაწილეობისთვის წესდებისა და კანონიკური წესების საწინააღმდეგოდ“, იოსაფ შიბაევი, ფილარეტ პანკუ და პეტრე მოსკალევი „განკვეთა მეუ-ს ეპისკოპატის შემადგენლობიდან“.

რა კანონიკური ნორმაა ასეთი - განკვეთა ეპისკოპატის შემადგენლობიდან? სად, რომელ კანონებშია ის გაწერილი? და იძლევა თუ არა განკვეთა ეპისკოპატის შემადგენლობიდან შესაძლებლობას, ეპისკოპატიდან ამოღებულები ყოფილად ჩაითვალოს? ასეთი რამ არ არსებობს მართლმადიდებლურ კანონიკურ სამართალში. ყოფილი შეიძლება იყოს მხოლოდ ის ეპისკოპოსი, რომელსაც  წოდება ჩამოართვა წმინდა სინოდმა ან მღვდელმთავართა კრებამ. თუმცა, არა ის, ვინც „განკვეთეს ეპისკოპატის შემადგენლობიდან“.

რა კანონიკური ნორმაა ეს - „განკვეთა ეპისკოპატის შემადგენლობიდან“? სად, რა კანონებში არის ის გაწერილი?

ანუ დუმენკომ აღნიშნულ პირებს არ აუკრძალა მსახურება, არ ჩამორთვა წოდება, არამედ განდევნა, როგორც განაწყენებული ქალი შემცდარ თანამეცხედრეს. ხოლო შემდეგ სიტყვას „ყოფილი“ გააჩნია ისეთივე აზრობრივი დატვირთვა, რაც ნაჩხუბარი წყვილის სიტუაციაში, როცა მხარეები საუბრობენ თავის შეუმდგარ მეორე ნახევარზე - „ჩემი ყოფილი“.

თუმცა, რა უფლებით ახდენენ მათ განსჯას, თუ მათ,  მინიმუმ, 2019 წლის ივნისიდან არანაირი კავშირი არა აქვთ მეუ-ს ხელმძღვანელობასთან? და ისევ, ამ კითხვაზე პასუხს ვერ მივიღებთ.

სიტუაციას კურიოზულობას მატებს ის ფაქტიც, რომ დუმენკოს არ შეეძლო გაეგდო ცოდვაში მყოფი „მღვდელმთავრები“ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი მეუ-ში უბრალოდ არ შეიძლება ყოფილიყვნენ. და ეს ტომოსის დებულებების თანახმად.

დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ მეუ-ს არ შეიძლება ჰყავდეს მრევლი ან მითუმეტეს, ეპარქიები უკრაინის ფარგლებს გარეთ. უმე-ს მრევლი და ეპარქია საზღვარგარეთ 2019 წელს ფანარიონზ გაცემული დოკუმენტის თანახმად, გადადის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მმართველობაში. შიბაევის ეპარქია კი, ისევე როგორც პანკუს ეპარქია - უკრაინის საზღვრებს გარეთაა (შესაბამისად, რუსეთსა და მოლდოვეთში). ეს ნიშნავს იმას, რომ არც პირველი და არც მეორე „მღვდელმთავარი “მეუ-ს „დასში“ ტომოსის წარმოქმნის მომენტიდან არ შეიძლება ყოფილიყო .

რაზეც, მიუთითებდა კიდეც მეუ-ს „სინოდს“ შიბაევი 2019 წელს. მისი სიტყვებით, მეუ-ს წესდების მეოთხე პუნქტის თანახმად, ამ სტრუქტურის იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე, ხოლო რამდენადაც ის პეტრე მოსკალთან ერთად უკრაინის ტერიტორიის ფარგლებს გარეთაა, ეს ნიშნავს იმას, რომ „უწე-ს იურისდიქციის მიღმაა“.

უკვე ახლა, „აკრძალვის“ შესახებ „სინოდის“ გადაწყვეტილების კომენტირებისას, შინაევმა ხაზი გაუსვა, რომ არასდროს იყო დუმენკოს „ბანდის“ წევრი და აღნიშნა, რომ „ლოგიკური არგუმენტები, არაფერს ვამბობთ რა მორალურ მხარეზე, არც კანონებზე, მათ მიერ არაა მიღებული და გაგებული“. „მორალური ხეიბრების გუნდი შეიძლება იქცეოდეს სწორედ ასე - უგუნურად, მაცდურად, მზაკვრულად. აი, რა ხდება, როცა უვიცები და უზნეო ადამიანები იწყებენ ეკლესიის მართვას“, - დაწერა შიბაევმა თავის ფეისბუქ-გვერდზე.

აკრძალულთა აკრძალვა

 თავის პუბლიკაციაში იოასაფი დუმენკოს მიმართავს ძალიან საინტრესო ფრაზით. „თქვენ არ გიბოძებიათ ის წოდება ჩემთვის, ვერც თქვენ წამართმევთ, - დაწერა შიბაევმა და დაამატა - ჯერ თქვენ უნდა გაიხადოთ ანაფორა არა მხოლოდ ეკლესიის კანონების, არამედ თავად უფლის კანონის ნორმების უხეში დარღვევის გამო“.

აქ კიდევ ერთი ნიუანსია. იგივე იოასაფ შიბაევი უკვე იყო აღიარებული ადამიანის მიერ, რომელსაც წოდება ჰქონდა ჩამორთემული, ამასთან, აღიარებული იყო არა განხეთქილებაში მყოფების გარემოში. ამის შესახებ თავად პატრიარქი ბართლომე საუბრობს.

პატრიარქ ალექსისადმი 1997 წლის აპრილში გაგზავნილ წერილში მან დაწერა: „მიხეილ დენისენკოს ანათემაზე გადაცემის შესახებ რმე-ს სინოდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და წოდების ჩამორთმევისა და ერისკაცის ხარისხში იოასაფ შიბაევის დაყვანასთან დაკავშირებით“.... ჩვენ მასზე ვაცნობეთ ჩვენს მსოფლიო ტახტის იერარქიას და ვთხოვეთ მას არ ჰქონოდათ მასთან არანაირი საეკლესიო ურთიერთობა“.

ობობები ქილაში ანუ როგორ აკრძალეს განხეთქილებაში მყოფებმა განხეთქილები фото 1
პატრიარქ ბართლომეს წერილი პატრიარქ ალექსის, რომელშიც ის ადასტურებს ფილარეტის ანათემას და იოასაფ შიბაევისთვის ხარისხის ჩამორთმევას.

მივიღეთ ის, რომ ერისკაც დუმენკოს სურს ერისკაც შიბაევისთვის ხარისხის ჩამორთმევა. სწორედ ასე ჩანს მათი „საქმის გარჩევა“ ეკლესიის თვალსაწიერიდან.

მივიღეთ ის, რომ ერისკაც დუმენკოს სურს ერისკაც შიბაევისთვის ხარისხის ჩამორთმევა. „უკიდურესი იკონომია“ ფილარეტის მიმართ.

დუმენკო მეგობრებთან ერთად იყენებს ხისტ ფორმულირებებს ადამიანების მიმართ, რომელთა ხელდასმაც ფილარეტმა განახორციელა, მისი თანამოაზრეების, მაგრამ არა თავად ფილარეტის მიმართ. მეუ-ს „სინოდმა“  შეგვახსენა, რომ ადრე უკვე აუკრძალა ფილარეტს „კრებების მოწვევა და მეთაურობა საეკლესიო მართვის საკითხების გადასაწყვეტად, ხელდასმის განსახორციელებლად და ა.შ.“ და ამის მიუხედავად  დუმენკოს მომხრეებმა გადაწყვიტეს „უშუალოდ ფილარეტის წინამორბედი დამსახურებებისადმი პატივისცემის გამო“ და „მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით“, გამოეყენებინათ მის მიმართ „უკიდურესი იკონომია, არ მიიღეს რა მათ მიერ ჩადენილ დარღვევებზე კანონიკური რეაგირების უფრო ხისტი ზომები“.

ერთადერთი, რაც გადაწყვიტეს მეუ-ში, უწოდონ ფილარეტს არა „უწმინდესი“, არამედ „უსამღვდელოესობა“ (უბრალო ეპისკოპოსისადმი მიმართვის ფორმა).  ასევე მისი ფოტო ეპისკოპოსების სიის პირველი ადგილიდან (დუმენკოს შემდეგ) ბოლოსწინა ადგილზე გადაანაცვლეს ხელმოწერით „საპატიო გადამდგარი პატრიარქი“. ღირს კი იმაზე საუბარი, რომ მართლმადიდებლობის ისტორიისთვის ასეთი ფორმულირებები უცნობია?

გაუგებარია სხვა რამ - რის საფუძველზე არ აღიარებს მეუ-ს „სინოდი“ „წმინდა ხარისხს“უმე (კ) „მღვდელმთავრებზე“, რომელიც ხელდასმულია 2019 წლის შემდეგ ფილარეტის მიერ? თუ ფილარეტი არაა განხეთქილებაში მყოფი (ის ასეთად არავის უღიარებია), არამედ „საპატიო პატრიარქი“, მათ მიერ შესრულებული „ქიროტონია“ რა უფლების მიხედვით ცხადდება ბათილად?

და ყველაზე მთავარი საკითხი: რატომ არ გააჩნიათ „საღმდელმთავრო უპირატესობა“, მის მიერ 2019 წლის შემდეგ „ხელდასმულ“ „იერარქებს“, ხოლო 2019 წალმდე „ხელდასმულებს“ ასეთი უპირატესობა გააჩნიათ? და აქაც საუბარია დუმენკოზე, ზორიასა და მეუ-ს სხვა „იერარქების“ აბსოლუტურ უმრავლესობაზე, რომელთა „ხელდასმაც“ ფილარეტმა განახორციელა.

შემთხვევით როდი სვამენ ამ კითხვას  ბერძნულ მის-ებში: „მართლაც, რატომაა ფილარეტის ხელდასმები 2019 წლიდან ბათილი და არა 1992 წლის ივნისიდან, როცა ის განკვეთილ იქნა რუსეთის ეკლესიის სინოდის მიერ?“

ბერძნები ხაზს უსვამენ, რომ დუმენკოს მიმდევრები „ფილარეტის პრობლემით“ ჩიხში აღმოჩნდნენ, რამდენადაც ისინი შესანიშნავად ხვდებიან, რომ „ფილარეტის ჩამოქვეითებით მეორეჯერ, ისინი საკუთარ თავზეც მსჯელობენ“. სწორედ ამ მიზეზით „ისინი არ ეხებიან მის ფუძემდებელს და გადაწყვიტეს ეთხოვათ მისთვის „იკონომიის მიხედვით“, არ გამოეყენებინა კანონიკური წესის უფრო მკაცრი ზომები მათ მიერ ჩადენილი დარღვევების მიმართ...“

დასკვნა, რომელიც ბერძნებმა გამოიტანეს, ცხადია: „თვითმარქვია, განკვეთილმა და ანათემას გადაცემულებმა, რომლებიც შეადგენენ ე.წ. მეუ-ს „სინოდს“, არა მხოლოდ გადაიტანეს მათი განხეთქილებაში მყოფი სტრუქტურის დაშლა, არამედ ისინი სრულიაც უმეცარნი არიან მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის საკითხებშიც“. ვერ შეედავები.

ანათემას გადაცემულთა ანათემა

არანაკლებ უცნაურია მეუ-ს „სინოდის“ თხოვნა, რომელიც მიმართულია ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ - ანათემას გადასცეს ბერძენი ძველი სტილის მიმდევრები, რომლებიც გადავიდნენ ფილარეტის მხარეს.

აქ უნდა შევახსენოთ დუმენკოს „სინოდალებს“, რომ ანათემა ეს არაა წყევლა, არამედ იმ ფაქტის კონსტატაციაა, რომ ადამიანი, რომელიც აცხადებს თავის ეკლესიურობაზე ან ასეთად ითვლება, სინამდვილეში მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ეკუთვნის. ამ გაგებით, მაგალითად, შეიძლება ტოლსტოის ანათემისთვის გადაცემა, მაგრამ არ შეიძლება გორკის ანათემაზე გადაცემა. ერთი სიტყვით, არ შეიძლება იმის ანათემაზე გადაცემა, ვინც არ ეკუთვნის ეკლესიას.

გარდა ამისა, აქ შეიძლება ხაზი გავუსვათ იმას, რომ:

  • საბერძნეთის ძველი სტილის მიმდევრები თავს არ თვლიან ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილად;
  • ელადის ეკლესია მათ თვლის განხეთქილებაში მყოფებად, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ეკლესიისგან განდგომილებად;
  • ძველი სტილის მიმდევრები ანათემას გადასცემდნენ, როგორც ერთმანეთს (მათ სხვადასხვა მიმდინარეობა და „სინოდი“ აქვთ), ასევე ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება.

მაშ, რა ანათემას ითხოვენ მეუ-ში? კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ შეიძლება იმათი ანათემაზე გადაცემა, ვინც მათ ეკლესიაში არაა. მოვიყვანოთ ბერძნული რესურსის “Vimaortodoxias”-ის ციტატა:

„მეუ-ს „სინოდი“ სთხოვს საბერძნეთის კანონიკური მართლმადიდებლურ ეკლესიას განკვეთონ და ანათემას გადასცენ ვინ? ისინი, ვინც არ ეკუთვნის მის რიგებს, ვისაც მასთან ურთიერთობა არ გააჩნია და ვინც, არის რა ძველი სტილის მიმდევარი, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ წარმოადგენს განხეთქილებაში მყოფს და ამიტომაც არის ანათემას გადაცემული“.

დასკვნები

როგორც ვხედავთ, მეუ-ს „სინოდის“ გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება, როგორც ლოგიკასა და ჯანსაღ აზრს, ასევე კანონიკური სამართლის პრინციპებს. და გასაკვირი არაა. რადგანაც სტრუქტურას, რომელიც წარმოიქმნა მართლმადიდებლური ეკლესიის კანონების დარღვევის შედეგად, უბრალოდ ფიზიკურად არ შეუძლია თავად ამ კანონების დაცვა. და არა იმიტომ, რომ ის არ იცის (თუმცა ესეც ფაქტია), არამედ იმიტომ, რომ კანონები ეწინააღმდეგება მის შინაგან ბუნებას, რომელიც მხოლოდ ემორჩილევა „სიცრუისა და ქაოსის მამას“ - ეშმაკს.

პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ამ ორგანიზაციას თავისი შხამით შეუძლია ყველას მოწამვლა, ვინც მასთან ურთიერთობაში შევა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ