რმე-ს სინოდის პასუხი ალექსანდრიის საპატრიარქოს
რმე-ს წმინდა სინოდმა მიიღო განცხადება, რომელშიც უპასუხა ალექსანდრიის საპატრიარქოს აღშფოთებას აფრიკაში საპატრიარქო ეგზარქატის შექმნის თაობაზე. გავაანალიზოთ თეზისები.
2022 წლის 22 იანვარს შედგა რმე-ს წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც პასუხი გაეცა ალექსანდრიის საპატრიარქოს წმინდა სინოდის კომუნიკეს, რომელიც ეძღვნებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აფრიკის საპატრიარქო ეგზარქატის შექმნას.
მოვლენების ქრონოლოგია
2019 წლის 8 ნოემბერს ალექსანდრიის ეკლესიის წინამძღოლმა პატრიარქმა თეოდორმა ცნო უკრაინის განხეთქილებაში მყოფი მართლმადიდებლური ეკლესია, ლიტურგიის დროს მოიხსენია რა მისი ხელმძღვანელი სერგეი (ეპიფანე) დუმენკო. ამის შემდეგ რმე-მ შეწყვიტა ევქარისტული ურთიერთობა ალექსანდრიის საპატრიარქოსთან.
2021 წლის 29 დეკემბერს რმე-ს წმინდა სინოდმა წარმოქმნა აფრიკის საპატრიარქო ეგზარქატი აფრიკელი კლირიკოსების მიმართვის საპასუხოდ, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ პატრიარქ თეოდორის ფაქტიურ გადასვლას და შესაბამისად, ალექსანდრიის ეკლესიას, განხეთქილებაში.
2022 წლის 12 იანვარს ალექსანდრიის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა მიიღო კომუნიკე, რომელშიც ეგზარქატის წარმოქმნას უწოდა შურისძიება და რმე-ს ბრალი დასდო ალექსანდრიის ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის ხელყოფაში.
2022 წლის 28 იანვარს რმე-ს წმინდა სინოდმა ამ კომუნიკეს საპასუხოდ მიიღო სპეციალური განცხადება.
ალექსანდრიის საპატრიარქოს 2022 წლის 12 იანვრის კომუნიკეზე რმე-ს პასუხის აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ კომუნიკეში შედის მთელი რიგი უზუსტობა, არასწორი ინტერპრეტაცია, ზოგჯერ კი აშკარა ტყუილიც. ამიტომ, სრულიად კანონზომიერია, რომ წმინდა სინოდმა მიიღო მოცემული განცხადება. და რამდენადაც რმე-ს და ალექსანდრიის ეკლესიის დოკუმენტები ერთმანეთთან კავშირშია, არის მათი ერთად განხილვის აზრიც.
ვინ არის „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია“?
ალექსანდრიის საპატრიარქოს პირველი მანიპულაცია, რომელსაც ყურადღებას აქცევს რმე-ს სინოდი არის სახელწოდებების გადასხვაფერება.
რმე-ს სინოდის განცხადებიდან: „მოსკოვის საპატრიარქოს გადაწყვეტილება კომუნიკეში აიხსნება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების ფაქტით“ ალექსანდრიის პატრიარქის უნეტარესი თეოდორის მიერ“.
აქ, რმე-ს სინოდი არაა მთლად ზუსტი. კომუნიკეს ორიგინალში აღინიშნება არა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, არამედ მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში (Ὀρθοδόξου Οὐκρανικῆς Ἐκκλησίας). თუმცა, ამისგან არსი არ იცვლება, საქმე ეხება სწორედ უმე-ს. ალექსანდრიის ეპარქიის წარმომადგენლები ცდილობენ მოატყუონ თავიანთი კომუნიკეს მკითხველი, დაარწმუნონ ისინი, რომ რმე-მ აფრიკაში შექმნა თავისი ეგზარქატი თეოდორის მიერ უმე-ს ავტოკეფალიის აღიარების შურისძიების მიზნით. „პირდაპირ სამაგიეროს გადახდა“, „შანტაჟი“ ან „შურისძიება ჩვენს წინააღმდეგ“, - ასე წერია კომუნიკეში. ამდენად, ალექსანდრიის საპატრიარქოს დოკუმენტის ტექსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რმე „სამაგიეროს უხდის“ არა განხეთქილებაში მყოფი მეუ-ს, არამედ კანონიკური უმე-ს აღიარების გამო, რომელსაც თითქოსდა ავტოკეფალია მიანიჭეს. სახეზეა სიტყვებით მანიპულაცია სახელწოდებაში სრულიად ნათელი მიზნით - რათა მოატყუონ ისინი, ვინც ძალიან არ ერკვევა უკრაინული კონფესიების ზუსტ სახელწოდებებში.
რმე-ს სინოდი განმარტავს, რომ არანაირი უმე-ს ავტოკეფალიას არ ითხოვდა და არც მიუღია.
რმე-ს სინოდის განცხადებიდან: „ე.წ. ავტოკეფალია მინიჭებულ იქნა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ არა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის - უკრაინის უმსხვილესი კონფესიისთვის, რომელიც ამჟამად ითვლის 108 მღვდელმთავარს, 12 381 სამწყსოს, 12 513 მღვდელმსახურს, 260 მონასტერს და 4630 ბერ-მონაზონს - არამედ განხეთქილებაში მყოფ ჯგუფს, რომლებიც მას განუდგნენ და აგრძელებენ მის წინააღმდეგ მტრობას. სწორედ ამ პირებისგან, რომელთაც არ გააჩნიათ კანონიკური ქიროტონია და მღვდელმსახურების მადლი და მათი თანამზრახველებისგან კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ კანონების საწინააღმდეგოდ წარმოქმნა „ავტოკეფალური ეკლესია“. და სწორედ ამ განხეთქილებაში მყოფ, მადლის არმქონე სტრუქტურასთან შევიდა ურთიერთობაში ალექსანდრიის უნეტარესი პატრიარქი თეოდორი.
აქ, ალექსანდრიის საპატრიარქოს მიმდევრები, რასაც იტყვიან, მშრალზე დასვეს. უმე-ს მრევლის, მონასტრების, სამღვდელოებისა და ბერ-მონაზვნების რაოდენობა მოყვანილია იმისთვის, რომ აჩვენოს, ვისთან გაწყვიტა ურთიერთობა პატრიარქმა თეოდორმა, ხოლო თუ პირდაპირ ვიტყვით - ვის უღალატა მან, შემდეგ კი მიუთითებს იმათზე, ვისთანაც მან კავშირი დაამყარა. ესენი არიან ქიროტონიის არმქონი განხეთქილებაში მყოფები, რომლებიც მტრობენ კანონიკურ უმე-ს.
ვინ ამახინჯებს მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიას?
ალექსანდრიის სინოდი აფრიკაში რმე-ს „შეჭრას“ უწოდებს „მოულოდნელს, ანტიკანონიკურსა და არაეთიკურს“. კომუნიკეში საუბარია, რომ რმე-ს მხრიდან „არის მცდელობა შეიცვალოს მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია მის ცალკეულ პარამეტრებში, მაგრამ პირველ რიგში, - ქრისტეს ეკლესიის სტრუქტურების ადმინისტრაციული მოწყობის ფარგლებში, იმ მოტივებიდან გამომდინარე, რომელიც შორსაა მართლმადიდებლური მცნებისგან“.
თუმცა, ალექსანდრიის სინოდის ყველა ბრალდება, პირველ რიგში, ურტყამს არა მოსკოვის, არამედ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, რომელმაც გამოაცხადა ახალი ეკლესიოლოგია და დაიწყო შეჭრა სხვა ადგილობრივი ეკლესიების კანონიკურ ტერიტორიაზე. უკრაინაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და აფრიკაში რმე-ს მოქმედებებს შორის ანალოგიაზე მიუთითა თავის ახლოდროინდელ წერილში ალბანეთის ეკლესიის წინამძღოლმა არქიეპისკოპოსმა ანასტასიოსმა: „მილიონობით უკრაინელ მართლმადიდებლებს შორის განხეთქილებასთან ერთად იქმნება ახალი განხეთქილება მგრძნობიარე აფრიკის კონტინენტზე, სადაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვითარდება უცხოური მართლმადიდებლური მისია“. როგორც ჩანს, მეუფე ანასტასიოსი არც თუ დადებითად უდგება აფრიკაში რუსული ეგზარქატის შექმნას, თუმცა, მიუთითებს, რომ ამის მიზეზი უკრაინაში ფანარიონის მოქმედებებშია.
რმე-ს წმინდა სინოდი არა მხოლოდ მიუთითებს, რომ სწორედ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ დაარღვია კანონიკური წესები, მაგრამ ღიად საუბრობს კიდეც კონსტანტინოპოლის პაპიზმის ერესის გამოვლინებებზე: „თანასწორთა გარეშე პირველის“ თეორიაზე, ავტოკეფალიის მიკუთვნების განსაკუთრებული უფლების მინიჭებაზე, აპელაციის უფლებების მინიჭებაზე და ა.შ.
რმე-ს სინოდის განცხადებიდან: „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი მწუხარებით აღნიშნავს მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის დამახინჯებას, რომელიც გამოვლინდა ე.წ. უკრაინის ავტოკეფალიის სცენარის რეალიზაციაში. თუმცა, ეს დამახინჯება დაშვებულია არა რუსეთის ეკლესიის მიერ, როგორც ამტკიცებენ ალექსანდრიის სინოდის კომუნიკეში. ის ვლინდება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ქმედებებში, რომელიც უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში და ასევე მისი მაღალი წარმომადგენლების განცხადებებში.
დიპტიხის მიხედვით, მართლმადიდებლურ ეკლესიაში „პირველი თანასწორთა გარეშეს“ სახით წინამძღოლის დამტკიცებს მცდელობა, რომელსაც განსაკუთრებული უფლებით, თითქოსდა მისი სურვილისამებრ შეუძლია ავტოკეფალიის მინიჭება და გაუქმება, ადგილობრივი ეკლესიებისთვის მათი ნაწილის გამოყოფა, ცალმხრივი წესით სამასზე მეტი წლის წინანდელი დოკუმენტების გამოხმობა, ერთპიროვნულად სხვა ავტოკეფალური ეკლესიების მღვდელმთავართა კრებების სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმება, იმ პირთა სამღვდელო ხარისხის თვითნებურად „აღდგენა“, რომელთაც ის არასდროს ჰქონიათ, - წარმოადგენს ეკლესიის შესახებ წმინდა მამების სწავლებისგან და მრავალსაუკუნოვანი მართლმადიდებლური მცნებებისგან განდგომას“.
ჩვენ გავიგებთ კონსტანტინოპოლის პაპიზმის ერესის ხმამაღალ გაკიცხვას რაიმე ორაზროვანებისა და კომპრომისზე მინიშნებების გარეშე, როგორც იყო დაგმობილი ყველა წინამორბედი ერესი მსოფლიო საეკლესიო კრებებზე.
აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ განცხადებაში შედის ფანარიონის კანონიკური დანაშაულების ჩამონათვალი, ყოველგვარი დიპლომატიური დუმილის გარეშე. ეს შეიძლება ადასტურებდეს იმას, რომ რმე-ს წინამორბედ მღვდელმთავართა კრებებზეც და ამანის ფორმატით შესაძლო შესახვედრაზე დღის წესრიგში იქნება არა უბრალოდ ფანარიონის ქმედებები უკრაინაში, არამედ მიზეზები, რომლებმაც გამოიწვიეს ეს ქმედებები. ეს გვაფიქრებინებს იმაზე, რომ მალე გავიგებთ
კონსტანტინოპოლის პაპიზმის ერესის ხმამაღალ გაკიცხვას რაიმე ორაზროვანებისა და კომპრომისზე მინიშნებების გარეშე, იმის მკაცრი შესაბამისობით, როგორც იყო დაგმობილი ყველა წინამორბედი ერესი მსოფლიო საეკლესიო კრებებზე.
პატრიარქ თეოდორის ღალატის შესახებ
რმე-ს სინოდის განცხადებიდან: „რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს ახსოვთ ალექსანდრიის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლების გამოსვლები უკრაინაში კანონიკური ეკლესიის მხარდასაჭერად მოსკოვის საპატრიარქოს წიაღში, მათ შორის უნეტარესი პატრიარქი თეოდორის განცხადებები, რომელიც მან არაერთხელ გააკეთა წარსულში ბოლო დრომდე. როგორც მისი უნეტარესობა ადასტურებდა 2016 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში, ის ყოველთვის იჭერდა „ისეთ პოზიციას, რომ უკრაინის ეკლესია წარმოადგენს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განუყოფელ ნაწილს“. 2018 წელს, ოდესის მონახულებისას, ალექსანდრიის საპატრიარქოს წინამძღოლმი მოუწოდებდა მორწმუნეებს ყოფილიყვნენ „უკრაინის კანონიკური ეკლესიის ერთგულები, რომელსაც მეთაურობს უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი“.
თუმცა, 2019 წლის 8 ნოემბერს უნეტარესმა პატრიარქმა თეოდორმა მოულოდნელად განაცხადა უკრაინის განხეთქილებაში მყოფი ჯგუფის აღიარების თაობაზე, დაიწყო მისი მეთაურის მოხსენიება ღვთისმსახურებაში, ხოლო 2021 წლის 13 აგვისტოს მასთან პირდაპირ ევქარისტულ ურთიერთობაში შევიდა“.
2019 წლის 12 ნოემბერს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ლიტურგიის შემდეგ, სადაც პატრიარქი თეოდორი ვიზიტით იმყოფებოდა, სასულიერო პირებმა მიიღეს კონვერტები, რომელშიც ასეთი კოლაჟი იდო.
ზედა გამოსახულება სწორედ რომ არის ის ფოტოსურათი, რომელიც 2018 წელს გაკეთდა პატრიარქ თეოდორის ოდესაში ვიზიტის დროს, როცა ის მოუწოდებდა ყველას დარჩენილიყვნენ მიტროპოლიტ ონუფრის ერთგულები. ქვედა გამოსახულება არის იუდას ამბორი, პოჩევის ღირსი იობის ლავრის ტაძრის ფრესკა. ეს კოლაჟი ყველაზე ზუსტად ასახავს იმას, რაც პატრიარქმა თეოდორმა გააკეთა.
მოვიყვანოთ ალექსანდრიის ეკლესიის მეთაურის კიდევ რამოდენიმე გამონათქვამი, რომელიც მის მიერ მეუ-ს აღიარებამდე გაკეთდა.
„ძალიან კარგად ვიცნობ უკრაინას - ეპისკოპოსებსაც და მორწმუნე-ერისკაცებსაც - და ძალიან კარგი წარმოდგენა მაქვს იმის შესახებ, თუ რა სტიმულებით ხელმძღვანელობენ ადამიანები, რომლებიც დღეს ცდილობენ უკრაინაში შუღლის ჩაგდებას. თავიდანვე, როგორც კი გაჩნდა საეკლესიო განხეთქილების პრობლემა, ალექსანდრიის საპატრიარქომ და მე, როგორც მისმაი წარმომადგენელმა, დავიკავეთ პოზიცია, რომ უკრაინის ეკლესია წარმოადგენს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განუყოფელ ნაწილს“, - განაცხადა წინამძღოლმა. როცა სქიზმატიკოსებმა სცადეს სცადეს ძალისმიერად, მიწვევის გარეშე წმინდა სამების ტაძარში შესვლა, რომელიც მაშინ იყო ოდესაში ალექსანდრიის ეკლესიის მეტოქი, კარებში დავდექი და ვთქვი: ეს არ იქნება. ... უძველესი ალექსანდრიის ეკლესია თავის პოზიციას ასე აყალიბებს: ჩვენ წარვსდგებით უფალთან რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად და მოვუწოდებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია იყოს ერთიანი და განუყოფელი, როგორც ეს ყოველთვის იყო. საკლესიო საქმეებში ადგილი არა აქვს პოლიტიკას. პოლიტიკა მოდის და მიდის, ეკლესია კი უკუნითი უკუნისამდე რჩება“ (რია „ნოვოსტის“ ინტერვიუდან, 2016 წ.).
„როგორც მართლმადიდებელი იერარქი მორწმუნეებს უკრაინაში ვთხოვ დარჩნენ უკრაინის ეკლესიის კანონიკური მეთაურის - მიტროპოლიტ ონუფრის ომოფორის ქვეშ“ (2015 წ. განცხადება).
ეგზარქატის შექმნის ინიციატორები - თავად აფრიკელები
რმე-ს სინოდმა კიდევ ერთხელ გააკეთა აქცენტი იმაზე, რომ მან მხოლოდ უპასუხა ალექსანდრიელი კლირიკოსების მნიშვნელოვანი რაოდენობის ინიციატივას, რომლებიც არ ეთანხმებიან განხეთქილებაში მყოფების აღიარებას.
რმე-ს სინოდის განცხადებიდან: „როგორც ცნობილია, უნეტარესი პატრიარქი თეოდორის მიერ უკრაინაში განხეთქილებაში მყოფი სტრუქტურების აღიარებამ გამოიწვია მიუღებლობა, მათ შორის, თავად ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით. მისი ბევრი მღვდელმსახური საჯაროდ გამოვიდა უკაინის კანონიკური ეკლესიის დასაცავად, არ დაეთანხმა მისი წინამძღოლის აშკარად უკანონო გადაწყვეტილებას და არ მოისურვა იმის კანონიკურ დაქვემდებარებაში ყოფნა, ვინც დადგა განხეთქილების გზაზე“.
უფრო მეტიც, სინოდი მიუთითებს, რომ რმე მთელი ორი წლის განმავლობაში არ რეაგირებდა აფრიკელი კლირიკოსების მიმართვებზე, პატრიარქ თეოდორის მის ადრინდელ პოზიციაზე დაბრუნების იმედით. როგორც ჩანს, ხორციელდებოდა გარკვეული არაფორმალური კონტაქტები, რომლის დროსაც ალექსანდრიის ეკლესიის წინამძღოლს უხსნიდნენ, არა მხოლოდ მისი ქმედებების სიმცდარეს, არამედ იმ შედეგებსაც, რასაც ის გამოიწვევდა. თუმცა, პატრიარქი თეოდორი არა მხოლოდ არ მოეგო გონს, არამედ მან სერგეი დუმენკოსთან პირადი „თანამსახურებით“ დაადასტურა საკუთარი გადაწყვეტილების უცვლელობა.
რმე-ს სინოდის განცხადებიდან: „ორი წლის განმავლობაში რუსეთის ეკლესია არ პასუხობდა მისადმი მიმართულ აფრიკელ კლირიკოსებს, არამედ მოთმინებით ელოდა, რომ უნეტარესი პატრიარქი თეოდორი შეცვლიდა თავის გადაწყვეტილებას. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში მისი უნეტარესობა არ შემოიფარგლა მართლმადიდებელი წინამძღოლების დიპტიხებში ერთ-ერთი უკრაინული განხეთქილებაში მყოფი ჯგუფის მეთაურის მოხსენიებით, არამედ მასთან და ამ სტრუქტურის სხვა „იერარქებთან“ ერთად შევიდა ევქარისტულ ურთიერთობაში. ამ სამწუხარო მოვლენებმა დაარწმუნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი შემოსული მიმართვებისთვის პასუხის გაცემის აუცილებლობაში და ამ განსაკუთრებულ გარემოებებში შეექმნა საპატრიარქოს ეგზარქატი აფრიკაში“.
იყო კიდევ ერთი მიზეზი მთელი ორწლიანი ლოდინისა, სანამ შეიქმნებოდა აფრიკული ეგზარქატი. საქმე იმაშია, რომ მეუ-ს აღიარება 2019 წელს იყო პატრიარქ თეოდორის ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ამ საკითხის არანაირი საეკლესიო კრების მიერ განხილვა და გადაწყვეტა არ მომხდარა ალექსანდრიის ეკლესიაში. ამიტომაც არ იყო ბოლომდე გარკვეული, უჭერდნენ თუ არა ალექსანდრიელი იერარქები მხარს ამ გადაწყვეტილებას. დროთა განმავლობაში ცხადი გახდა, რომ ალექსანდრიის ეკლესიის მღვდელმთავართა უმრავლესობა პატრიარქი თეოდორის მიერ მეუ-ს აღიარებას მხარს უჭერდა. დღეისათვის ეს საკითხი საბოლოოდ გაირკვა, რამდენადაც ალექსანდრიის ეკლესიის სინოდის წევრებმა ცოტა ხნის წინ სხდომაზე კენჭი უყარეს მათი წინამძღოლის პოზიციის მხარდაჭერას.
რმე-ს არ გააჩნია პრეტენზია ალექსანდრიის ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე.
რმე-ს სინოდის განცხადებიდან: „ისეთი რთული გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა ალექსანდრიის პატრიარქის მიერ უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების აღიარების სიტუაციაში, არანაირად არ წარმოადგენს უძველესი ალექსანდრიის ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე პრეტენზიების გამოხატულებას, მაგრამ მიზნად ისახავს ერთადერთ მიზანს - კანონიკური დაცვა მისცეს აფრიკის იმ მართლმადიდებელ კლირიკოსებს, რომელთაც არ სურთ მონაწილეობის მიღება უკრაინაში განხეთქილების უკანონო ლეგიტიმაციაში“.
სიმართლე ვთქვათ, ეს არ ჟღერს ლოგიკურად: ჩვენ ვქმნით პარალელურ იურისდიქციას აფრიკაში და ამასთან, არ ვაცხადებთ პრეტენზიას აფრიკის ტერიტორიაზე. ამ პარადოქსული გამოთქმის არსის გასაგებად, საჭიროა მივმართოთ რმე-ს სინოდის განცხადების ბოლო აბზაცს: „მოვუწოდებთ ალექსანდრიის პატრიარქ თეოდორ II და ალექსანდრიის უწმინდესი ეკლესიის მღვდელმთავრებს უარი თქვან უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების მხარდაჭერაზე და დაუბრუნდნენ კანონიკურ გზას, რათა შენარჩუნდეს წმინდა მართლმადიდებლობის ერთიანობა“.
ანუ აქ ლოგიკა შემდეგია: თუ ალექსანდრიელი იერარქები აგრძელებენ უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების მხარდაჭერას და ამით თავს ავლენენ, როგორც განხეთქილებაში მყოფები, ეს ნიშნავს იმას, რომ ალექსანდრიის საპატრიარქო აღარაა მართლამდიდებლური და ის განხეთქილებაში წავიდა. შესაბამისად, აფრიკა არ წარმოადგენს არავის კანონიკურ ტერიტორიას და რმე-ს უფლება აქვს შექმნას იქ მისი საეკლესიო სტრუქტურები. თუ ალექსანდრიელები „დაუბრუნდებიან კანონიკურ გზას“, მაშინ „წმინდა მართლმადიდებლობის ერთიანობა“ შენარჩუნებული იქნება, მათ შორის, აფრიკაშიც. იტყვის თუ არა უარს რმე შემდგომ ქმედებებზე საპატრიარქო ეგზარქატის განვითარების თაობაზე ან გააუქმებს თუ არა გადაწყვეტილებას მისი შექმნის თაობაზე?
როგორც ჩანს, მაშინ აფრიკაში მართლმადიდებლური მისიის განხორციელების გეგმები, რომელიც ახლა საპატრიარქო ეგზარქატს ეკისრება, შეთანხმებული იქნება ალექსანდრიის საპატრიარქოსთან, ხოლო თავად ეგზარქატი ნებისმიერი ფორმით იქნება მოქცეული ალექსანდრიის ეკლესიის სტრუქტურაში. ჯერჯერობით მოვლენების ასე განვითარების ვარიანტი ნულის ტოლია, თუმცა სასწაულები შეიძლება მოხდეს.