აფრიკელი ეგზარქოსი თანამედროვე სიტუაციაზე

01 February 2022 22:27
114
აფრიკის ეგზარქოსის მუშაობის ნაყოფს უნდა ველოდოთ რამოდენიმე წლის შემდეგ. ფოტო: СПЖ აფრიკის ეგზარქოსის მუშაობის ნაყოფს უნდა ველოდოთ რამოდენიმე წლის შემდეგ. ფოტო: СПЖ

აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსმა კლინის მიტ-მა ლეონიდმა ინტერვიუ მისცა ტელეარხ „სპასს“,რომელიც შეიძლება ჩაითვალოს პროგრამულად არა მხოლოდ აფრიკისთვის.გავაანალიზოთ თეზისები.

2022 წლის 24 იანვარს აფრიკის ეგზარქოსმა, კლინის მიტროპოლიტმა ლეონიდმა ტელეარხ „სპასის“ ეთერში გააჟღერა რიგი თეზისი, რომელიც ეხება არა მხოლოდ რმე-ს გეგმებს აფრიკის კონტინენტზე, არამედ ყველაზე გლობალურ პროცესებსაც, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს მართლმადიდებლობაში და ასევე გეოპოლიტიკაში.

კლინის მიტროპოლიტი ლეონიდ (გორბაჩოვი), მოკლე ცნობარი

ის დაიბადა 1968 წელს, ბავშვობა და ყმაწვილობა გაატარა კრასნოდარში. 21 წლისა ბერად აღიკვეცა. სასულიერო განათლება მიიღო ლენინგრადის სასულიერო სემინარიაში და ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. ის ფლობს ბერძნულ, ინგლისურ და არაბულ ენებს. მეუფის სამსახური ნუსხაში აღნიშნულია:

  • ქ. კრასნოდარის ბავშვთა ტუბერკულოზის დისპანსერისა და  ქალაქის ვეტერანთა სახლის, მკაცრი რეჟიმის 17 შგკ მოძღვრის საქმიანობა;
  • მივლინება ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში;
  • მივლინება ათონზე, ფინეთში, ინდოეთში სსკგ-ის მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების სამდივნოს თანამშრომლის სახით;
  • 2004 წლიდან 2013 წლამდე - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქთან, მივლინებები ეთიოპიაში, კენიაში, ტანზანიაში, სარ-ში, ბოტსვანში, საბერძნეთში;
  • 2013 წლიდან 2016 წლამდე - არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი;
  • 2016 წლიდან 2021 წლამდე - ვლადიკავკაზისა და ალანიის არქიეპისკოპოსი, სომხეთში რმე-ს მრევლის საპატრიარქო კეთილმსახურებით მმართველი;
  • რმე-სა და მალანკარის ეკლესიას შორის დიალოგის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე;
  • რმე-სა და ეთიოპიის ეკლესიას შორის დიალოგის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე;
  • 2021 წლის 29 დეკემბრიდან - აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსი.

როგორც ვხედავთ,  მეუფე ლეონიდი არის მღვდელმთავარი, რომელმაც ბევრი იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო და მას გააჩნია, როგორც მართლმადიდებელი, ასევე არამართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებთან ურთიერთობის გამოცდილება. გარდა ამისა, ის ასაზრდოებდა მშვიდობისმყოფელებს, პატიმრებსა და ავადმყოფ ბავშვებს. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. მან იცის სიტუაცია არა ნაამბობი ან მის-ის შეტყობინებებიდან, არამედ საკუთარი გამოცდილებიდან. ეს ყოველივე მეუფის სიტყვებს დიდ წონას ანიჭებს. ასე რომ, რა თქვა მან ინტერვიუში?

რმე არ შეეგუება ეკლესიაში კანონების დარღვევას

როგორც ჩანს, რმე-ში დამკვიდრდა თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან თმენისა და კომპრომისების დროს ამოიწურა. მართლმადიდებლობაში მეთაურობაზე პრეტენზიების წამოყენება ფანარიონმა დაახლოებით 100 წლის წინ დაიწყო. ჯერ კიდევ განმანათლები და აღმსარებელი მოსკოვის პატრიარქი ტიხონი ამის წინააღმდეგ გამოდიოდა. თუმცა, წინააღმდეგობა ამ პრეტენზიებისადმი მთელი ეს წლები ძირითადად შემოიფარგლებოდა წერილებითა და განცხადებებით. სინამდვილეში, ფანარიონი წინ სწევდა თავის პოზიციას, ხოლო სხვა ადგილობრივი ეკლესიები, მათ შორის, რმე, დათმობებსა და კომპრომისებზე მიდიოდა.

ასეთი ტაქტიკის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს საეკლესიო სიტუაცია ესტონეთში, სადაც ფანარიონმა კანონებისა და ჯანსაღი აზრის საპირისპიროდ, პარალელური იურისდიქცია დაადგინეს, რომელზეც თანხმობის განცხადება მოუხდა რმე-ს. თუმცა, ფანარიონის უკრაინაში ჩარევის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მეთაურობაზე პრეტენზიები უკვე გაფორმდა ე.წ. კონსტანტინოპოლის პაპიზმის ერესში და მოვიდა დრო მოხდეს ამ ახალი ეკლესიოლოგიისადმი მტკიცედ და გაბედულად წინააღმდეგობის გაწევა.

გარდა ამისა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის როლი ფანარიონის ანტიკანონიკურ ქმედებებში იმდენად დიდი და თვალსაჩინოა, რომ ფანარიონის მეთაურობის აღიარება იქნება სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან მართლმადიდებლობის ფაქტიური მართვის აღიარების ტოლფასი. ეს კი ქრისტეს ეკლესიას ამერიკული ადმინისტრაციის განყოფილებად აქცევს. ამასთან, სრულიად მიუღებელია გამართლებები იმის თაობაზე, რომ თითქოს ფანარიონი იმდენად დამოკიდებულია სახელმწიფო დეპარტამენტზე, რომ უბრალოდ არ შეუძლია ამერიკელი ჩინოვნიკების აზრის საპირისპიროდ წასვლა.

აი, რას ამბობს ამის თაობაზე მეუფე ლეონიდი: „როგორც თქვა უწმინდესმა პატრიარქმა თავის ქადაგებაში: „განა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ განიცდიდა სხვადასხვა სახის ზეწოლას 70 წლის მანძილზე? შეხედეთ, რა ზეგავლენისა და დამცირების ქვეშ იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია“.

განა ჩვენ შეგვეძლო მსოფლიო მართლმადიდებლობის დაყოფა ამა თუ იმ პოლიტიკური მოვლენების სასარგებლოდ? ჩვენ ვიტანჯებოდით, ვითმენდით და ეს ისტორია სავსეა რუსი წამებულების დასით, რომლებმაც თავიანთი სისხლი დაღვარეს მართლმადიდებლობის საზეიმოდ. აი, რა გვაქვს ჩვენ! აი, რისი ჩვენება შეგვიძლია სამყაროსთვის! და რა აჩვენეთ თქვენ? რომ თქვენზე ზეწოლა მოახდინა სახელმწიფო დეპარტამენტმა ან სხვა პოლიტიკურმა ძალებმა და თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ამ გადაწყვეტილებების სასარგებლოდ შეგიძლიათ შეცვალოთ ეკლესიის კანონები? არა, ბატონებო, ამის უფლება არავის არა აქვს! არ შეიძლება ეკლესიის კანონების ნგრევა. ამას უბრალოდ ასე არ დაუშვებს უფალი“.

რმე არ აცხადებს პრეტენზიას პირველობაზე

რმე-ს მისამართით პროფანარიოტული ბანაკიდან ხშირად ჟღერს ბრალდებები იმის თაობაზე, რომ თითქოს, მოსკოვის საპატრიარქო ცდილობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ჩამოართვას მისი პირველობა, რათა ეს ადგილი თავად დაიკავოს.

ჯერ ერთი, ეს არ დასტურდება არც რმე-ს საქმეებით, არც მღვდელმთავართა განცხადებებით. მეორე, რმე საერთოდ უარყოფს თავად საკითხის დაყენებას იმის თაობაზე, რომ ვინმეს მართლმადიდებლობაში შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს პირველობაზე. და ამაში რუსეთის ეკლესია ეყრდნობა სახარებას: „კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ არასდროს არ გვითქვია პრეტენზია პირველობაზე, ჩვენ არ გვსურს ვიყოთ პირველები, ჩვენ გვინდა, რომ პირველი იყოს ყველა. როგორც ამბობს წმინდა წერილი, თუ შენ გინდა გახდე პირველი, იყავი ბოლო და გახდი ყველას მსახური. აი, ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვინც მსახურები ხდებიან და ვიმსახურებთ, როგორც შეგვიძლია“.

მღვდელმთავარი ამბობს, რომ რმე-ს შეუძლია და მან უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მთელს მსოფლიოში ტრადიციული ფასეულობების დასაცავად. ამ კუთხით მას შეუძლია ემსახუროს არა მხოლოდ მართლმადიდებლობას მთელს მსოფლიოში, არამედ მთლიანად ადამიანთა მოდგმას: „ჩვენ სრული უფლება გვაქვს მსოფლიოს შევთავაზოთ სხვა (არა ლიბერალური -რედ.) დღის წესრიგი, რომლის მიღმაც იდგება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. და არ უნდა შეგვაცბუნოს ამ მასშტაბურობამ, რომელზეც ახლა გავდივართ“.

შეჭრა თუ კანონების დაცვა?

 რაც შეეხება საკითხს რმე-ს მოქმედებებზე სხვა ადგილობრივი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე, აქ მოსკოვის საპატრიარქოს თვალსაზრისი მკაფიო და გასაგებია: რამდენადაც ალექსანდრიის ეკლესია დადგა განხეთქილებაში მყოფების მხარეს, მან ამით თავი გამიჯნა ქრისტეს ეკლესიისგან ყველა გამომდინარე შედეგებით. ამ პირობებში ვინმემ უნდა მიიღოს მისი ომოფორის ქვეშ ის კლირიკოსები და მორწმუნეები, რომელთაც არ სურთ განხეთქილებაში წასვლა ალექსანდრიელი მღვდელმთავრების კვალდაკვალ.

მიტროპოლიტი ლეონიდი: „ჩვენ არსად არ შევჭრილვართ, ჩვენ არავისთვის არაფერი არ წაგვირთმევია, ჩვენ არ გამოვსულვართ ექსპანსიით. ჩვენ არ ვაძლევთ იმ ადამიანებს განადგურების უფლებას, რომლებიც აცხადებდნენ, ისინი განხეთქილების წინააღმდეგ არიან. პატრიარქი ბართლომე, ჩვენი აზრით, მოიქცა ანტიკანონიკურად და უკანონოდ. ამიტომაც, მის ქმედებებს გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ არ ვტოვებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც განაცხადეს პროტესტი ამ აღიარების თაობაზე (მეუ - რედ.)“.

მეუფემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ ეგზარქატის წარმოქმნის მიზეზი არის სწრაფვა შენარჩუნდეს კანონიკური წესრიგი ეკლესიაში და არა რმე-ს სურვილი წაართვას რამე ალექსანდრიის ეკლესიას: „ჩვენ არ ვცდილობთ დავანგრიოთ ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია და ჩვენ არასდროს არ ვართ დაკავებული არსდად ექსპანსიით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არასდროს არ მივცემთ არავის შესაძლებლობას აბუჩად აიგდოს მართლმადიდებლურ კანონებზე“.

სიტუაცია მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით აფრიკაში და ეგზარქატის პირველი რიგის ამოცანები

აფრიკაში სიტუაციის აღწერისას, მეუფე ლეონიდი პირველ რიგში ყურადღებას აქცევს უდიდეს პოტენციალს ქრისტიანული ქადაგებისთვის: „კონტინენტი აქტიურად ვითარდება. კონტინენტი ერთი და სამი ათეული მილიარდი ადამიანი. გაეკლესიურებული ადამიანი ბევრი არაა და მართლმადიდებლურ მისიას იქ გააჩნია ყველა შანსი წარმატებისთვის“. ამასთან, ეგზარქატი შორსაა იმისგან, რომ ჩრდილი მიაყენოს ალექსანდრიის ეკლესიას: „არ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია იქ (აფრიკაში - რედ.) არაფერს აკეთებდა. არიან საკმაოდ ნათელი მღვდელმთავრები, რომლებიც თავიანთ ადგილებზე წარმატებით ახორციელებენ მისიონერობას აფრიკის კონტინენტზე“.

შესაძლოა, რმე-ს მისია აფრიკაში განხორციელებულიყო არა მხოლოდ ალექსანდრიის საპატრიარქოსთან კოორდინაციაში, არამედ ჩატარებულიყო კიდეც ალექსანდრიელი მღვდელმთავრებისა და კლირიკოსების დახმარების ფორმით, თუმცა ალექსანდრიის საპატრიარქოს მიერ უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების აღიარებამ ეს შესაძლებლობა მოსპო.

რა ამოცანებს ისახავს მიზნად საპატრიარქო ეგზარქატი აფრიკაში?

„ნებისმიერი ეკლესიისთვის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მოძღვრული ზრუნვა უფლის მიერ ჩაბარებულ სულებზე, რომელთაც ჩვენ ვასაზრდოებთ - ამბობს მღვდელმთავარი. - პირველ რიგში, ესენი არიან ის მოძღვრები და ის სამწყსო, რომელიც არ დაეთანხმა პატრიარქ ბართლომეს ერთპიროვნულ და როგორც შედეგი, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქ თეოდორის გადაწყვეტილებას უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. მეუ-ს ანტიკანონიკური დაჯგუფების აღიარების თაობაზე. დღეისათვის ჩვენ 150-ზე მეტი კლირიკოსი გვყავს, რომელთაც სურთ გადასვლა და ბევრი მათგანი უკვე გადავიდა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში უწმინდესი პატრიარქი კირილის ომოფორის ქვეშ“.

ჟურნალისტის დაზუსტებით შეკითხვაზე მეუფე ლეონიდემ დასტურით უპასუხა, რომ რუსეთის საპატრიარქო ეგზარქატში გადასვლის მსურველთა რიცხვი იზრდება და თუ 2021 წლის 29 დეკემბერს, ეგზარქატის შექმნის მომენტისთვის ასეთების რიცხვი იყო 102 ადამიანი, დღეს, რამოდენიმე კვირის შემდეგ, მათი რიცხვი ერთნახევარჯერ გაიზარდა.

ამასთან, ეს კლირიკოსები ცხოვრობენ არა კომპაქტურად, არამედ კონტინენტის 12-ზე მეტ ქვეყანაში. როგორც კი ცნობილი გახდა ეგზარქატის შექმნის თაობაზე, განსაკუთრებით იმის შესახებ, რომ ის შეიქმნა ადგილობრივ ეკლესიაში ყოფნის სურვილის არქონის შესახებ აფრიკელი კლირიკოსების განცხადების პასუხდა, რომელიც თავს აიგივებდა განხეთქილებაში მყოფებთან, დაიწყო ბრალდებები რმე-ს მისამართით იმასთან დაკავშირებით, რომ მას თავის მხარეს გადაჰყავს შტატგარეშე კლირიკოსები ან ისინი, ვინც კანონიკური აკრძალვების ქვეშ იყო მოქცეული მისი სამღვდელო მეთაურების მხრიდან სხვადასხვა საქციელის გამო.

ეს ხმები განსაკუთრებით ხმამაღლა ჟღერს იმიტომ, რომ განხეთქილებაში მყოფები მეუ-დან, ადრე კი მეუ (კ)-დან და უამე-დან, სწორედ ასე მოიქცნენ. მეუფე ლეონიდე ინტერვიუში აცხადებს, რომ მოცემული ბრალდებები რმე-ს მისამართით აბსოლუტურად უსაფუძვლოა. უფრო მეტიც, იმაზე ზრუნვით, რომ რმე-ს შეუერთდეს მორალური და კანონიკური კუთხით უზადო კლირიკოსები, თითოეული ასეთი კანდიდატი გადის საკმაოდ სკურპულოზურ შემოწმებას. „ჩვენ არ გვყვავს შემთხვევითი ადამიანები. ყველა მათგანი, ვინც სურვილი გამოთქვა გადასულიყო უწმინდესი პატრიარქი კირილის ომოფორის ქვეშ, მოწმდება“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ლეონიდემ.

კადრები და ინფრასტრუქტურა

მიტროპოლიტი ლეონიდი ერთ-ერთ პირველი რიგის ამოცანად მიიჩნევს საკადრო მუშაობას, ამასთან, მთავარი აქცენტი კეთდება ადგილობრივ მღვდელმსახურებზე - იმათზე, ვინც უკვე იმყოფება სამღვდელო ხარისხში, ასევე ეკლესიის მომავალ მსახურებზე. „ადგილებზე ეპისკოპოსები დაინიშნებიან. იქნებიან მღვდლები. ფსონს გავაკეთებთ აფრიკულ კადრებზე. ასევე, ბუნებრივია, იქნებიან ჩვენი მისიონერებიც, რომლებიც, ვფიქრობ, სიამოვნებით წავლენ აფრიკის კონტინენტზე. ვიზრუნებთ იმაზე, რომ ადამიანებმა შეძლონ რუსეთში ჩამოსვლა და აქ განათლების მიღება. უწმინდესმა პატრიარქმა კურთხევა მისცა. არის გარკვეული კვოტები. ჩვენ გამოვიყენებთ მათ“, - განაცხადა მეუფემ.

მორწმუნეთა სამოძღვრო საზრდოს შემდეგ, რომელზეც ეგზარქატი იზრუნებს, ასევე იქნება კიდევ ერთი მიმართულება -  ჰუმანიტარული დახმარება. „ვეცდებით უზრუნველვყოთ ყველა სამედიცინო მომსახურებისადმი ელემენტარული შესაძლებლობებით. გაიხსნება სამედიცინო პუნქტები ცალკეულ ადგილებში“. აფრიკაში ჰუმანიტარული საქმიანობა არის უდიდესი სამუშაო ფრონტი, რომელიც მოითხოვს, როგორც მნიშვნელოვან მატერიალურ დანახარჯებს, ასევე კვალიფიცირებულ შრომით რესურსებს. როგორც ჩანს, მოცემული სამუშაო იქნება კოორდინირებული  რუსულ სახელმწიფო დაწესებულებებთან და შესაძლოა, საქმიან საზოგადოებასთან, რომელიც მატერიალურ დახმარებას გასწევს.

რმე-ს ესოდენ სერიოზული მხარდაჭერის გარეშე ძნელი იქნება საკუთარი ძალებით ყველა ჩაფიქრებული გეგმის რეალიზება. გეგმები კი ძალიან მასშტაბურია: „ესაა მრავალდონიანი კონტინენტური სამუშაო. ჩვენ ახლა სრულფასოვნად შევედით კონტინენტზე, სადაც საჭიროა სრულად აღდგეს ცხოვრების მოწყობის ნორმალური ვერტიკალი. როგორც შევძლებთ, ჩვენ დავეხმარებით აფრიკის კონტინენტს“.

რჩება აფრიკასი რმე-ს საღვთო მისიის დახამრების სურვილი და იმედი, რომ ამ საქმიანობის ნაყოფიც არ დააყოვნებს დიდხანს.

მართლმადიდებლობა და ქრისტიანობის დაცემა დასავლურ ცივილიზაციაში

დღეს დასავლეთის ცივილიზაცია უკვე აღარაა ასოცირებული ქრისტიანობასთან. ამ ცივილიზაციის არსი შეიძლება განისაზღვროს, როგორც „მეომარი ლიბერალიზმი“, რომლის დროსაც დასაშვებია ნებისმიერი ტრადიციული ფასეულობისა და გაგების გაქილიკება, დაშვებულია ნებისმიერი სიმახინჯე და ნაკლოვანება, ერთადერთი, რაც ექცევა გაკიცხვისა და დევნის ქვეშ, არის ტრადიციული შეხედულებები სქესზე, ოჯახზე, რელიგიაზე, მორალსა და ა.შ.

თუმცა, დასავლეთში ბევრი ადამიანი და უმრავლესობაც კი, არ იზიარებს იმ ყბადაღებულ ლიბერალიზმს, რომლის გაბატონებულია საზოგადოებრივ აზრსა და კანონმდებლობაში. ეს ადამიანები არა მხოლოდ დაცვას, არამედ ერთგვარ ზნეობრივ ორიენტირს, მორალურ ავტორიტეტს საჭიროებენ, რომელიც შეიძლება სამყაროს რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წარმოუდგინოს.

წამყვანმა ანა შაფრანმა დააყენა საკითხი შემდეგნაირად: „როგორ ფიქრობთ, მეუფეო, ევროპაში და თავად ამერიკაში, სადაც ოფიციალურ დონეზე დღეს ფაქტიურად უარყოფილია ტრადიციული ფასეულობები, სადაც მიდის ოჯახის ინსტიტუტის რღვევა, სადაც, უფრო მეტიც, ტაძრებიც კი ინგრევა. მიედ-მოედებიან ხოლმე რაღაცეებს. ეს არის გზა, რომელსაც ის შეუდგა, შეუქცევადია?“

ამის საპასუხოდ მეუფე ლეონიდმა ეს შეადარა იმას, რაც ხდება ევროპაში და დასავლეთში მთლიანად, საბჭოთა პერიოდში ეკლესიაზე დევნას: „ეს არაფერს არ გახსენებთ? ანგრევენ ტაძრებს, ცვლიან დღის წესრიგს (ტრადიციულს ლიბერალურით - რედ.), მათ მალე ეტყვიან, რომ ინტერნეტში მალე აჩვენებენ ბოლო მღვდელს. და ეს ყველაფერ  მშვიდობიანად იქნება. თუ ჩვენ ჩვიდმეტი წლის შემდეგ (1917 წ.- რედ.) გვქონდა ძალადობა და ეკლესიას იატაკქვეშეთში აქცევდნენ, ის წამების საშინელ ათწლეულებს გადიოდა, აქ ადამიანები, ზოგიერთი ადამიანი ხმას აძლევს ხელებითა და ფეხებით.

ჩვენ კი მაინც გვწამს, რომ უმრავლესობას არ სურს ასეთი ცვლილებები და თუ ევროპის ქვეყნების მთავრობები არ გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს, მეშინია კიდეც წარმოვიდგინო, თუ რა შეიძლება მოხდეს. პერსპექტივაში ეს შეიძლება სრული ქაოსითა და ნგრევით დასრულდეს“.

მღვდელმთავარი თვლის, რომ რმე და რუსეთის საზოგადოება უნდა დადგეს ტრაციდიული ფასეულობების დასაცავად და საკუთარ თავზე აიღოს ლიდერის როლი საზოგადოების ცხოვრების კონსერვატიული წესების დაცვაში: „კი არ შეგვიძლია, ვალდებული ვართ! რადგანაც ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ ამ როლის შესრულება უბრალოდ არავის შეეძლება. ამიტომაც ახლა ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ ეს გავაკეთოთ“.

ინტერვიუს დამაფიქრებელი მომენტი

იმაზე მსჯელობისას, რომ დასავლური ცივილიზაციის ლიბერალიზმის უფსკრულში გადაჩეხვის პირობებში, რუსეთი უნდა იქცეს ტრადიციული ნორმების ზონად, აჩვენოს მსოფლიოს სულიერი და მორალური ორიენტირი, წამყვანმა ანა შაფრანმა განაცხადა შემდეგი: „სიმართლე ვთქვათ, ამ პირობებში, მიმდინარე მოვლენებზე შეხედვისას, ჩნდება იგივე ფიქრი: მოსკოვი არის მესამე რომი და მეოთხე არ იქნება“.

ეს ერთგვარად იუმორნარევად ითქვა, მაგრამ ამის მიუხედავად, მეუფემ არ უატყო მოცემული მტკიცება და შემდეგი განაცხადა: „დიახ, ცნობილი გამოთქმაა. არ ვიდავებ ამაზე. ასევე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ სამყაროში გარკვეული მისია გვაკისრია და კიდევ ერთხელ განვმეორდები, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი შიდა და გარე დღის წესრიგი გვექნება მომავალი რამოდენიმე წლის განმავლობაში“.

თეორია „მოსკოვი - მესამე რომი“, ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, გაჩნდა XV საუკუნის ბოლოს, მეორე ვერსიით - XVI  საუკუნის დასაწყისში, როგორც იმ ფაქტის გააზრება, რომ მრავალსაუკუნოვანი ბიზანტიის იმპერია, მართლმადიდებლური სამყარო, თურქების მიერ იქნა დაპყრობილი. ბევრი ადამიანის აზრი, რომელთა მსოფლმხედველობაც არ უშვებდა იმას, რომ დედამიწაზე უკვე აღარ იქნებოდა ისეთი მართლმადიდებლური სამეფო, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა მართლმადიდებლობის ბედზე, მივიდა ლოგიკურ დასკვნამდე - გამოეცხადებინა ასეთ სამეფოდ მოსკოვის სახელმწიფო.

შეიძლება სხვადასხვაგვარად მიუდგე მოცემულ თეორიას, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მას არ გააჩნია არანაირი საფუძველი წმინდა წერილში. სახარება არაფერს ამბობს ქრისტიანულ სამეფოზე დედამიწაზე და მითუმეტეს, მის სავალდებულო არსებობაზე. პირველი, მეორე და მესამე რომის თეორია არის უფრო პოლიტიკური თეორია, ვიდრე რელიგიური.

მთლიანად, არც მიტროპოლიტ ლეონიდის მოცემული ინტერვიუ, არც მისი სხვა სიტყვები და განცხადებები არ გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ თეორია „მოსკოვი - მესამე რომი“ მის მსოფლმხედველობაში იკავებს რაიმე არსებით ადგილს. მეუფემ მისი მრავალწლიანი მსახურებით დაამტკიცა, რომ ის არის უფლის მსახური და არა სახელმწიფო მოღვაწე. ამიტომაც არ ღირს განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭოთ იმას, რომ მან გარკვეული სიმპათია გამოხატა მოცემული თეორიის მიმართ.

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი იდეოლოგემა „კონსტანტინოპოლი მეორე რომი“, სწორედ რომ გახდა იმის მიზეზი, რომ თანამედროვე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში ელინიზმის იდეები გახდა დომინანტური ეკლესიის წმინდა კანონებზე, ხოლო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უპირატესობის მტკიცება დღეს ბევრი ბერძენი მღვდელმთავრის მიერ აღიქმება, როგორც თავად ამ ელინიზმის შენარჩუნების აუცილებელი პირობა.

დასკვნა

მიტროპოლიტი ლეონიდი ქმნის ძალიან ენერგიული და მიზანდასაახული საეკლესიო  მოღვაწის შთაბეჭდილებას. ამასთან, ძალიან პასუხისმგებლიანისა და გონიერის. მის მიერ აფრიკის ეგზარქატის მართვის საქმიანობის ნაყოფს, როგორც უკვე ითქვა, უნდა ველოდოთ რამოდენიმე წლის შემდეგ, მაგრამ უკვე დღეს ცხადია, რომ აფრიკა დგას მასშტაბური მართლმადიდებლური მისიის ზღვარზე, რაშიც უფალი შეეწიოს მეუფე ლეონიდს და ყველა მათგანს, ვინც იღვაწებს მასთან ერთად.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ