შობა 25-ში, ძეხვი ახალ წელს და ლავრა მეუ-ში: დუმენკოს ახალი მარგალიტები

27 December 2021 19:44
76
სერგეი დუმენკომ მეუ-ში ახალი პერსპექტივები მონიშნა . ფოტო: СПЖ სერგეი დუმენკომ მეუ-ში ახალი პერსპექტივები მონიშნა . ფოტო: СПЖ

სერგეი დუმენკომ განაცხადა მეუ-ს ახალ სტილზე გადასვლასთან, შობის მარხვის ახალ წელს გაუქმებისა და იმის შესახებ, თუ რატომ ფიქრობს უკრაინის ლავრების მიღებას.

მეუ-ს მეთაურმა სერგეი დუმენკომ ახალი წლის წინ ვიდეოინტერვიუ მისცა რესურსს „რადიო თავისუფლება“, სადაც გამოთქვა რიგი განცხადება, რომელიც მკაფიოდ ახდენს, როგორც თავად დუმენკოს, ასევე მისი ორგანიზაციის არსის დემონსტრირებასაც. მოდით, განვიხილოთ და გავაანალიზოთ.

ფანარიონის მეშვეობით დუმენკო იმ ეკლესიებთან ურთიერთობს, სადაც ის არ აღიარეს?

სერგეი დუმენკო: „სწორედ სხვა ადგილობრივი ეკლესიების აღიარების თაობაზე არ ვსაუბრობთ, რადგანაც მსოფლიო პატრიარქის მეშვეობით ჩვენ ურთიერთობა გვაქვს მთელს მართლმადიდებლურ სამყაროსთან“.

სერგეი დუმენკო რომ ყოფილიყო რომის პაპის დაქვემდებარებაში, ის სრულიად მართალი იქნებოდა. იქ პაპი არის მთელი საეკლესიო სტრუქტურის მეთაური და მისი მეშვეობით ხდება მთელი კათოლიკური სამყაროს ურთიერთობა. თუმცა, მართლმადიდებლობაში ყველაფერი სხვაგვარადაა. მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოში ერთია, ის შედგება 15 ერთმანეთთან დაკავშირებული ადგილობრივი ეკლესიისგან. ეკლესია სერბეთში, პოლონეთში, რუსეთში, აშშ და ყველა დანარჩენი - ნაწილებია, რომლებიც ერთობლიობაში წარმოქმნიან ერთიან მართლმადიდებლურ ეკლესიას. ფანარიონი მართლმადიდებლობის მხოლოდ ფრაგმენტია, რომელსაც იმაზე მეტი უფლება არა აქვს, ვიდრე სხვა დანარჩენ ეკლესიებს. მაგალითად, სერბეთის და პოლონეთის ეკლესიას, სადაც წინამძღოლები პირდაპირი ტექსტით ამბობენ, რომ სერგეი დუმენკო არის ჩვეულებრივი ერისკაცი და არა მღვდელმთავარი. ამიტომაც, თუ პატრიარქი ბართლომე ან კიდევ ვინმე ეპიფანეს მიტროპოლიტად თვლის, ეს მხოლოდ მათი კერძო აზრია, რომელსაც მართლმადიდებლობა კიდევ მისცემს შეფასებას. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ეკლესია ავტომატურად შევიდა ევქარისტულ ურთიერთობაში ამ ახალგაზრდა კაცთან, როგორც მღვდელმთავართან.

„ძველი სტილის“ ეკლესიებში ახალ წელს არ მარხულობენ?

სერგეი დუმენკო: „ზოგიერთ ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიაში არის ტრადიცია, რომ 31 დეკემბერს და 1 იანვარს ეკლესიას შეუძლია მარხვის შემსუბუქება ან საერთოდ მისი გაუქმება“.

ამჟამად 15 ადგილობრივი ეკლესიიდან 10 ცხოვრობს ახალი იულიუსის კალენდრის მიხედვით, რომელიც ძირითადად ემთხვევა გრიგორიანულს, საეროს. ისინი შობას 25 დეკემბერს ზეიმობენ. შესაბამისად, ახალ წელს იქ უკვე არ მარხულობენ. ხუთი ადგილობრივი ეკლესია იულიუსის კალენდრის მიხედვით ანუ ძველი სტილით ცხოვრობს, რომელიც ახალ წელს 13 დღით ჩამორჩება. შესაბამისად, შობის დღესასწაული ამ ეკლესიებში ემთხვევა 7 იანვარს ახალი სტილით. ასეთ ეკლესიებს განეკუთვნება: რუსეთის, იერუსალიმის, სერბეთის, საქართველოსა და პოლონეთის. ასევე იულიანეს კალენდრით სარგებლობენ ათონზეც. დგება საკითხი: ზემოთ ჩამოთვლილი ეკლესიებიდან რომელში არის სერგეი დუმენკოს მიერ გაჟღერებული მარხვის გაუქმების ტრადიცია ახალ წელს?

არც წინამძღოლებისგან, არც მღვდელმთავრებისგან მსგავსი არაფერი გვსმენია. მოკლედ რომ ვთქვათ, დუმენკომ მოიტყუა. რატომ? ეს გასაგები ხდება შემდეგი თეზისიდან.

სანამ მეუ არ გადავა ახალ სტილზე, იქ გააუქმებენ მარხვას ახალ წელს

სერგეი დუმენკო: „ეკლესიას შეუძლია მარხვის შემსუბუქება ან საერთოდ მისი გაუქმება. რათა ამ დღეებში, სანამ ჩვენ არ გადავალთ ახალი იულიუსის კალენდარზე, შემსუბუქდეს მარხვა, რომ არ მოხდეს დარღვევა“.

აქ ცხადი ხდება, რატომ იცრუა დუმენკომ, თითქოს ეკლესიებში, რომლებიც ცხოვრობენ  იულიუსის კალენდრის მიხედვით,  ახალ წელს მარხვის გაუქმების ტრადიცია აქვთ. ეს ითქვა, რათა  რამენაირად გამართლდეს მისი პოპულისტური განცხადება. რასაკვირველია, კანონიკურ ეკლესიაში არავინ აუქმებს შობის მარხვას ახალი წლის სუფრის გამო. ეს აბსურდია. თუმცა, მეუ-თვის ეს სრულიად ლოგიკურია.

არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ახალი წელი უკრაინელებისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული, რომელსაც ხვდებიან არყით, ოლივიეთი, „ხალადეცითა“ და ახალი წლის სხვა კერძებით. ამიტომაც მართლმადიდებლებისთვის ახალი წლის შეხვედრა არის „მტკივნეული“ საკითხი, რომელიც ადამიანს არჩევანის წინაშე აყენებს: მოდუნდეს და შეხვდეს დღესასწაულს „როგორც ყველა“ ან ჩაიდინოს პატარა გმირობა, დაუმტკიცოს ქრისტეს თავისი სიყვარული და ერთგულება. დუმენკო თვლის, რომ მაცხოვრის ქვეყნად მოვლინების ყველაზე მკაცრ დღეებში შესაძლებელია მარხვის გაუქმება. თითქოს, ძეხვი და ოლივიე და უფრო მნიშვნელოვანია.

თუ ტაძარში არ დადიხარ, თემი უმე-დან მეუ-ში გადაიყვანე

დუმენკოს ერთ-ერთი საყვარელი თემა - საუბრები უმე-დან მეუ-ში ნებაყოფლობითი გადასვლების თაობაზე. სამი წლის მანძილზე მან ამის შესახებ ათეულობით განცხადება გააკეთა, რომელთა აბსურდულობაც თვალსაჩინოა ყველასთვის. აი, ახლაც ის აცხადებს, რომ ამჟამად გადასვლები ცოტაა, სამაგიეროდ მეუ, თითქოს, იგებს ყველა სასამართლოს გადასვლების თაობაზე: „ამან გააუარეს გადასვლები ბოლო ხანს, რადგანაც ხდება ზეწოლა, ბრძოლა სასამართლოებში. თუმცა, ჩვენ ბოლო ხანებში მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან ყველა სასამართლო სარჩელის პრაქტიკულად 100 % ვიგებთ“.

რასაკვირველია, ეს ტყუილია. ინტერვიუს წინა დღეს, 15 დეკემბერს, კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა უმე-ს თემების მეუ-ში ხელახალი უკანონო რეგისტრაციები, რომელიც განხორციელდა ვინიცის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ მოგილევ-პოდოლსკის რაიონის რამოდენიმე სოფელში. უფრო მეტიც, უმე-ს იურიდიულ განყოფილებაში დუმენკო გამოიჭირეს ასეთივე ტყუილზე სასამართლოების შესახებ ადრეც, მაგალითად, 2021 წლის ზაფხულში.

თუმცა, მოცემულ ინტერვიუში დუმენკო თავის სიცრუეში მეუ-ში გადასვლების თაობაზე კიდევ უფრო შორს წავიდა. ჟურნალისტმა მას წაუკითხა ქალაქ ბერისლავის მაყურებლის კითხვა, სადაც ის კითხულობს, რომელ ტაძარში წავიდეს, თუ ქალაქში არის მხოლოდ უმე და უნიატები: „რომელ ტაძარში წავიდე, როცა ჩვენთან ორი უმე (კ) და ერთი ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიაა?“

ანუ თავად კითხვიდან ჩანს, რომ ეს ადამიანი ეკლესიაში არ დადის და არც ერთი თემის წევრს არ წარმოადგენს. რას პასუხობს მას დუმენკო? წადი უმე-ს ტაძარში და ის მეუ-ში გადმოიყვანე: „უნდა მოემზადო, საჭიროა ყველაფერი გააკეთო, რაც თემზეა დამოკიდებული, რათა გადასვლის მიმართულებით იარო“.

ეპიფანეს ამ სიტყვებში ასახულია მეუ-ს მტაცებლური იდეოლოგია: არა აქვს მნიშვნელობა, დადიხარ თუ არა ტაძარში, ლოცულობ თუ არა, მართლმადიდებელი ხარ თუ არა. შენი ამოცანაა ეკლესია წაართვა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. ამ პოზიციას თანმიმდევრულად გადავყავართ ლავრების კუთვნილების საკითხზე.

დუმენკო თავს ლავრის მეთაურად ხედავს?

სერგეი დუმენკო: „ლავრები არის უკრაინელი ხალხის საგანძური. ისინი სახელმწიფოს განკარგულებაშია. ხელისუფლება მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ეს (ლავრები - რედ.) იქნება უკრაინის ეკლესიის კუთვნილება. ყველაფერი, რაც არის უკრაინაში, იქნება უკრაინის ეკლესიის კუთვნილება. დრო ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს“.

რას წარმოადგენს ლავრები? ესაა ჩვენი ხალხის სიწმინდეები, სადაც ჯერ კიდევ სიცოცხლეში უფალთან კავშირის მქონე ადამიანები მოღვაწეობდნენ. ესენი არიან ღირსი პეჩორელები, რომელთა სხეულებიც უხრწნელია კიევ-პეჩორის ლავრაში. გავიხსენოთ, ვინ იყვნენ მისი მეთაურები: ანტონი და ფეოდოსი პეჩორელები, ღირსი ეგნატე პეჩორელი, წმინდა ფეოკტისტი ჩერნიგოველი, წმინდა პეტრე მოგილა და ბევრი სხვა, ეკლესიის მიერ განდიდებული. მათთან სულიერი რჩევისთვის ადამიანები ასეულობით კილომეტრს გადიოდნენ, მათ ამჟამადაც მივმართავთ ლოცვით. დუმენკოს სურს მათთან ერთ რიგში დგომა. რამდენად მიზანშეწონილია ეს?

მოდით გავიხსენოთ მისი უფრო ადრინდელი ინტერვიუ სხვა დასავლური რესურსისთვის, BBC-თვის: „როგორც ამბობენ, სული მოქმედებს იქ, სადაც მან უნდა იმოქმედოს... სადაც სურს. არსებობს ანდაზაც, რომ სული იქ სუნთქავს, სადაც სურს“.

აქ ქრისტიანმა არ შეიძლება არ იკამათოს: ეს სიტყვები, მართლაც ანდაზაა ? „სული იქაა, სადაც სურს და მისი ხმაც გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის: ასე ხდება ყველასთან, რომელიც სულის მიერაა შობილი“. იოანეს სახარება.

შეხედე ამ ადამიანს, რომელსაც აქვს „ღვთისმეტყველების დოქტორის“ დიპლომი. როგორ მტკივნეულად იხსენებს ქრისტეს სიტყვებს, შემდეგ კი დარწმუნებით უწოდებს მას ანდაზას. და ძალიან სიმბოლურია,  რომ მაცხოვარი მათ ეუბნება ფარისეველ ნიკოდემეს, განმარტავს რა: „ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს“.

რატომ უნდა წავიდეს ქრისტიანი კანონიკური ეკლესიიდან სერგეი დუმენკოს ორგანიზაციაში? რას ასწავლის მას ადამიანი, რომელმაც არ იცის სახარება, რომელიც აუქმებს მარხვას სუფრის გამო, რომელიც ტყუის, მოუწოდებს ქრისტიანებს წაართვან მათი ტაძრები? რატომ სჭირდება მას სიწმინდეები, ლავრები? და დაგეხმარება კი ასეთი ქრისტიანი ღვთის სასუფევლის დანახვაში? ყველა თავად სცემს კითხვას პასუხს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ