ცივილიზაციის დექრისტიანიზაცია კათოლიკე ეპისკოპოსის თვალით

17 December 2021 21:30
70
რომის კათოლიკური ეკლესიის არქიეპისკოპოსი თვლის , რომ თანამედროვე სამყაროში ქრისტიანობა ხდება დაჩაგრული. ფოტო: СПЖ რომის კათოლიკური ეკლესიის არქიეპისკოპოსი თვლის , რომ თანამედროვე სამყაროში ქრისტიანობა ხდება დაჩაგრული. ფოტო: СПЖ

დასავლეთის ცივილიზაციაში ქრისტიანები დომინირებადი ჯგუფიდან თანდათან დევნილად გადაიქცევა.უკრაინა კი დასავლეთის კვალდაკვალ მიდის.რა გველის ჩვენ და როგორ აღვუდგეთ ამას წინ?

2021 წლის ნოემბრის დასაწყისში ლოს-ანჯელესის კათოლიკე არქიეპისკოპოსი ორასიო გომესი ვიდეოკავშირით გამოვიდა მადრიდის (ესპანეთი) კათოლიკებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეების კონგრესის წინაშე. თავისი გამოსვლა მან ასე დაასათაურა: „აზრები ეკლესიისა და ამერიკის ახალი რელიგიების შესახებ“. მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება აშშ-ს, არქიეპისკოპოსის მიერ გამოთქმული ბევრი აზრი სრულად მიესადაგება უკრაინას და მას ანალოგები გააჩნია ჩვენს ქვეყანაში. აშშ წარმოადგენს დასავლური ცივილიზაციის ლიდერს იმ გაგებით, რომ ის პროცესები და მოვლენები, რომლებიც სხვა ქვეყნებში (მათ შორის უკრაინაშიც)  საწყის სტადიაზეა, აშშ-ში უკვე  მკაფიოდ გამოხატულ ხასიათს იძენს. ამიტომაც, მათზე შეხედვისას, უკვე შეიძლება გაკეთდეს დასკვნები იმაზე, თუ რა გველოდება მომავალში, თუ გავაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს.

მოდით, თავიდანვე ვთქვათ, რომ თანხმობა კათოლიკე ეპისკოპოსის აზრებთან, რომელიც მის მიერ გამოხატულია მოცემულ მიმართვაში, სულაც არ ნიშნავს თანხმობას თავად კათოლიკების დოქტრინასთან და ასევე იმ ლიბერალურ ტენდენციებთან, რომლებიც დღეს დომინირებენ კათოლიკურ დღის წესრიგში.

გომესის გამოსვლა სამ ნაწილად იყოფა, რომელთაგან პირველში ის საუბრობს სეკულარიზაციასა და დექრისტიანიზაციაზე და ასევე საზოგადოებაზე კორონავირუსის პანდემიის გავლენაზე. მეორე ნაწილში რკე-ს არქიეპისკოპოსი შეფასებას აძლევს საზოგადოებრივ მოძრაობებს ახალ სოციალურ სამართლიანობაზე. მესამეში - გამოთქვამს თავის მოსაზრებას იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ქრისტიანებს დღევანდელ პირობებში.

სეკულარიზაცია, დექრისტიანიზაცია, პანდემია

სეკულარიზაცია ამ ტერმინის თანამედროვე გაგებით ნიშნავს რწმენისგან გადახვევას, როცა რელიგიური შეხედულებები ხდება არასაჭირო ადამიანისთვის. ადამიანი არ უარყოფს და არ ეწინააღმდეგება მათ, ის უბრალოდ არ ხელძღვანელობს ამით თავის ცხოვრებაში. ისინი მისთვის არააქტუალური ხდება. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია პრაქტიკული თვალსაზრისით გეოპოლიტიკის, სოციოლოგიის, ეკონომიკის კანონები და ა.შ.

თუ შევადარებთ გამოთქმებს „მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ..“ და „წმინდა წერილი ამბობს, რომ...“, ეჭვიც არ უნდა შეგვეპაროს, თუ რომელი გახდება უფრო აქტუალური თანამედროვე ადამიანისთვის. დღეს საერო საზოგადოებაში მიეჩვივნენ გამოიყენონ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევები, ენდონ თანამედროვე კვლევებს და ა.შ.  პანდემიასთან ბრძოლის მაგალითზე ამის დემონსტრირება ძალიან თვალსაჩინოა. კაცობრიობას სურს დაამარცხოს კორონავირუსი ვაქცინაციით, სამკურნალო პრეპარატებითა და საკარანტინო შეზღუდვებით. როცა ეკლესია მოუწოდებს ადამიანებს მოინანიონ თავიანთი ცოდვები და უფალს შესთხოვონ პანდემიისგან განთავისუფლება, ადამიანების უმრავლესობაში ეს უბრალოდ ღიმილს იწვევს. არადა უფალმა თქვა სახარებაში: „ითხოვეთ და მოგეცემათ...“ (მათ. 7:7). დღეს სეკულარული ცნობიერება ჭარბობს არა მხოლოდ ხალხის მასაში, არამედ ნაციონალურ ელიტაშიც, რომელთა შორისაც დომინირებს გლობალიზაციისა და კოსმოპოლიტიზმის იდეები. სწორედ ეს ელიტები თამაშობენ ძირითად როლს მომავლის საზოგადოების შენებაში, სწორედ ისინი განსაზღვრავენ ძირითადად, თუ რა გარდაქმნები დაინერგება სხვადასხვა ქვეყანაში, რათა უფრო უკეთესი და სამართლიანი სამყარო მივიღოთ მათი აზრით. და რელიგიები, განსაკუთრებით კი ქრისტიანობა, ამ გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს.

არქიეპისკოპოსი ხოსე ორასიო გომესი ამაზე შემდეგს ამბობს: „ჩვენს ქვეყნებში გაიზარდა ელიტის ლიდერთა კლასი, რომლებიც ნაკლებად ინტერესდებიან რელიგიით და რომელთაც არა აქვთ რეალური მიჯაჭვულობა ნაციებთან, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ ან ადგილობრივ ტრადიციებთან ან კულტურასთან. ამ ჯგუფს, რომელიც პასუხისმგებელია კორპორაციებზე, მთავრობებზე, უნივერსიტეტებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე და ასევე კულტურულ და პროფესიულ დაფუძნებებზე, სურს შექმნას ის, რასაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ გლობალური ცივილიზაცია, რომელიც აგებულია სამომხმარებლო ეკონომიკაზე და რომელიც ხელმძღვანელობს მეცნიერებას, ტექნოლოგიებსა და ჰუმანიტარულ ფასეულობებს და ასევე ტექნოკრატიულ იდეებს საზოგადოების ორგანიზაციის შესახებ“.

შესაბამისად, რელიგია განიდევნება საზოგადოებრივი ცხოვრების კიდეზე და თითოეული ადამიანის ცნობიერების გვერდზე. ბევრ ქვეყანაში რელიგია უკვე დაყვანილია ეთნიკური ან კულტურული ეგზოტიკის, ლამაზი ადათ-წესების დონეზე. მათ უყურებენ, როგორც რაღაც უჩვეულო თეატრალიზებულ წარმოადგენას ან მონაწილეობენ მასში, როგორც რაღაც ლამაზ საკარნავალო მსვლელობაში. თუ რელიგიას პრეტენზია აქვს რაღაც უფრო მეტზე, რათა განსაზღვროს ადამიანების ქცევა, მათი მოქმედებები და საქციელი, თანამედროვე სამყარო ამას აღიქვამს, როგორც თავისი სეკულარული წყობის ხელყოფას.

არქიეპისკოპოსი ხოსე ორასიო გომესი: „თქვენს და ჩემს საზოგადოებაში მცირდება „სივრცე“, რომელიც ეთმობა ეკლესიას და მორწმუნე ქრისტიანებს. საეკლესიო დაწესებულებები და ქრისტიანების წამოწყებები სულ უფრო ხშირად ექცევა საფრთხისა და დევნის ქვეშ. იგივე ეხება ქრისტიანებსაც, რომლებიც მუშაობენ განათლების, ჯანდაცვის, სახელმწიფო მართვისა და სხვა სფეროებში. მიიჩნევა, რომ გარკვეული ქრისტიანული შეხედულებებისადმი ერთგულება წარმოადგენს სხვა ჯგუფების თავისუფლებისა და უსაფრთხოების საფრთხეს ჩვენს საზოგადოებაში“.

არქიეპისკოპოსი ამტკიცებს, რომ მსგავსი ტენდენციები უკვე დიდი ხანია არსებობს დასავლურ საზოგადოებაში. ის თანდათან განვითარდა და განმტკიცდა ბოლო წლებში, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ის მნიშვნელოვნად დააჩქარა, მისცა მას ძლიერი ბიძგი ქრისტიანებთან ბრძოლაში.

ამერიკის ახალი პოლიტიკური რელიგიები

თანამედროვე დასავლური მოძრაობები სოციალური და რასობრივი სამართლიანობისთვის, რომლებიც აშშ-ში ჩამოყალიბდნენ BLM (“Blace Lives Matter”)  მოძრაობის სახით, არქიეპისკოპოს ხოსე ორასიო გომესის მიერ იდენტიფიცირებულია არა როგორც სოციალური ან პოლიტიკური კონცეფციები, არამედ როგორც ფსევდორელიგიები. კერძოდ, ის ამბობს: „მე მიმაჩნია, რომ ეკლესიისთვის სოციალური სამართლიანობის ახალი მოძრაობის გაგების საუკეთესო ხერხია მათი, როგორც ფსევდორელიგიის  და როგორც ტრადიციული ქრისტიანული რწმენის შემცვლელისა და მათი მეტოქეების გაგება. იუდეურ-ქრისტიანული მსოფლმხედველობის რღვევამ და პოლიტიკური შეხედულებების სისტემის სეკულარიზმის ამაღლებამ, რომელიც ეფუძნებოდა სოციალური სამართლიანობას ან პირად იდენტურობას, დაიკავა ის ადგილი, რომელიც ოდესღაც ეჭირათ ქრისტიანულ რწმენასა და პრაქტიკას. რაც არ უნდა დავარქვათ ამ მოძრაობებს - „სოციალური სამართალიანობა“, „გამოფხიზლება“, „იდენტობის პოლიტიკა“, „ინტერსექციონალობა“, „მემკვიდრის იდეოლოგია“ - ისინი აცხადებენ, რომ სთავაზობენ იმას, რასაც მათ რელიგია აძლევს. ისინი ადამიანებს უხსნიან მოვლენებსა და პირობებს მსოფლიოში. ისინი სთავაზობენ აზრებს, ცხოვრების მიზანს და საზოგადოებისადმი კუთვნილების გრძნობას. უფრო მეტიც, როგორც ქრისტიანობა, ეს ახალი მოძრაობები ყვებიან თავიანთ საკუთარ „ხსნის ისტორიას“.

ცივილიზაციის დექრისტიანიზაცია კათოლიკე ეპისკოპოსის თვალით фото 1
„ნათლობა“ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ადგილას. ფოტო : christianpost.com

ხოსე ორასიო გომესი მოკლედ აღწერს გადარჩენის ქრისტიანულ კონცეფციას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ უფალმა ადამიანი შექმნა ნეტარი სამოთხის ცხოვრებისთვის, თუმცა ადამიანმა შესცოდა და ამ სამყაროში აღმოჩნდა, რომელიც სავსეა მწუხარებით, ბოროტებითა და უსამართლობით. უფალმა იესო ქრისტემ ჯვარცმითა და აღდგომით ადამიანს მისცა შესაძლებლობა ისევ შეერთებოდა სამოთხის ცხოვრებას მცნებების, უფლისა და მოყვასისადმი სიყვარულის გზით.

BLM- ში ქრისტიანობა ჩაწერილია მჩაგვრელების ნუსხაში და შესაბამისად, ექვემდებარება განადგურებას.

თანამედროვე ფსევდორელიგიები სხვა კონცეფციას გვთავაზობენ, რომელიც არქიეპისკოპოსმა ხოსე ორასიო გომესმა ასე აღწერა: „ ჩვენ არ შეიძლება ვიცოდეთ, საიდან მოვედით, მაგრამ ვიცით, რომ გაგვაჩნია საერთო ინტერესები იმათთან, ვინც იზიარებს ჩვენს კანის ფერს ან ჩვენს მდგომარეობას საზოგადოებაში. ჩვენ ასევე მტკივნეულად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ჯგუფი იტანჯება და უცხოვდება არა ჩვენი მიზეზით. ჩვენი უბედურების მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვართ ჩაგვრის მსხვერპლი სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან. ჩვენ ვთავისუფლდებით და ვპოულობთ ხსნას ჩვენი მუდმივი ბრძოლის მეშვეობით ჩვენი მჩაგვრელების წინააღმდეგ, ვაწარმოებთ რა ბრძოლას პოლიტიკური და კულტურული ძალაუფლებისთვის თანასწორობის საზოგადოების შექმნის სახელით“.

ერთი სიტყვით, თუ ქრისტიანობა ცხოვრების არსს ხედავს ქრისტესადმი ერთგულებაში, BLM მოძრაობა და სხვა ფსევდრორელიგიები ამ აზრს ხედავენ  მჩაგვრელების წინააღმდეგ მუდმივ ბრძოლაში. მუდმივი ბრძოლის ამ კონცეფციაში ქრისტიანობა მჩაგვრელების ნუსხაშია შეტანილი და შესაბამისად, ექვემდებარება განადგურებას. ეს ჩვენ ვნახეთ აშშ-ში, სადაც BLM-ის წარმომადგენლები არბევდნენ ქრისტიანულ ტაძრებს და წვავდნენ ბიბლიას.

უკრაინაში არაა BLM მოძრაობა, თუმცა ჩვენთან არის ნაციონალისტების მოძრაობა, რომლებიც საზოგადოებას სთავაზობენ ამერიკული ფსევდორელიგიების ანალოგიურ კონცეფციას. ამ კონცეფციის თანახმად, უკრაინის ყველა გასაჭირში დამნაშავეა რუსეთი, პუტინი და საერთოდ რუსი (და უფრო ფართოდ ავიღებთ- რუსულენოვანი) ხალხი. იმისათვის, რომ „აღდგეს სამართლიანობა“, საჭიროა ბრძოლა მათთან ბოლომდე. ამასთან, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ცხადდება რუსულ სტრუქტურად უკრაინაში, ფსბ-ს აგენტად, „მეხუთე კოლონად“ და ექვემდებარება განადგურებას. ყველაზე ზემოთ ჩამოთვლილი აზრების დამტკიცება შეუძლებელია, ისინი უბრალოდ უნდა ირწმუნო და შესაბამისად, უკრაინული ნაციონალიზმი, აშშ-ში BLM მოძრაობის მსგავსად, შეიძლება შეფასდეს, როგორც ფსევდორელიგია. ამ ფსევდორელიგიის „ხსნის“ კონცეფცია ძალიან მარტივი და გასაგებია, საკმარისია მისი პრაქტიკაში ხორცშესხმა.

ნაციონალიზმის მომხრეები, ირწმუნებიან რა რომ უმე-ს განადგურება, ტაძრების მიტაცება და მორწმუნეების ცემა უკრაინას სასიკეთოდ გამოადგება, არც ერთი წამით არ ფიქრობენ იმაზე, რომ თავად ეს კონცეფცია არსებითად არის აბსურდული. იმისათვის, რომ შენ გქონდეს სახლი, საჭიროა ააშენო ეს სახლი და არა დაანგრიო მეზობლის. არაფერს ვამბობთ რა იმაზე, რომ უმე სულაც არ წარმოადგენს ფსბ-ს აგენტს ან „მეხუთე კოლონას“. არცერთი მსგავსი ბრალდება, რომელიც გაჟღერებულა ბოლო წლებში, არ დადასტურებულა სასამართლოშ და არც კი გამხდარა სამართალდამცავ ორგანოებში განხილვის საგანი. თუ შევხედავთ სოციალური მსახურების სფეროს, დავინახავთ, რომ უმე უკრაინელი ხალხისთვის გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე ერთად აღებული ყველა ის რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც თავს პატრიოტულს უწოდებს.

უკრაინული ნაციონალიზმი, აშშ-ში BLM-ის მსგავსად, შეიძლება განისაზღვროს, როგორც ფსევდორელიგია.

რა უნდა გაკეთდეს?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას, არქიეპისკოპოსი ხოსე ორასიო გომესი საუბრობს ბანალურ საგნებზე, რომლებიც ამის მიუხედავად, წარმოადგენს ერთადერთ სწორს, კერძოდ - ქრისტიანებმა უნდა ირწმუნონ ქრისტე და მიენდონ მის ნებას.

„ჩვენ უნდა ვაღიაროთ იესო ქრისტე. თამამად, შემოქმედებითად. ჩვენ გვჭირდება ახლებურად მოვყვეთ ხსნის ისტორია. გულმოწყალებითა და დამაჯერებლად, შიშის გარეშე. ესაა ეკლესიის მისია ნებისმიერ დროს და ნებისმიერ კულტურულ მომენტში. ბოლო აზრი, ჩემო მეგობრებო. და ესაა უფლის განჭვრეტის რეალობა. ჩვენ უნდა ჩავებღაუჭოთ ამ ზებუნებრივ გაგებას, რადგანაც ეს სიმართლეა: უფლის მოსიყვარულე ხელი კვლავაც წარმართავს ჩვენს ცხოვრებასა და ხალხთა კურსს“, - ამბობს არქიეპისკოპოსი.

გარკვეული მსჯელობა

კათოლიკე არქიეპისკოპოსის აზრის განვითარებისას და უკრაინის რეალიებთან შემოთავაზებული ზომების მორგებისას შეიძლება ითქვას შემდეგი. სეკულარიზაციისა და უკრაინის საზოგადოების, როგორც მთლიანად, კაცობრიობის  დექრისტიანიზაციის შეჩერება შეუძლებელია, შესაძლებელია მისი მხოლოდ შენელება. და ამისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. მაგალითად, პროტესტის გამოხატვა ანტიქრისტიანული ცვლილებების წინააღმდეგ კანონმდებლობაში გენდერულ პოლიტიკასთან, ლგბტ-ს უფლებებთან, აბროტებთან დაკავშირებით და ა.შ. თუმცა, ამასთან, უნდა გავაცნობიეროთ, რომ დრო, როცა ქრისტიანობა ბევრ ქვეყანაში იყო სახელმწიფო რელიგია, როცა ის განსაზღვრავდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების პრინციპებს, როცა ადამიანები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ცდილობდნენ ქრისტიანული მორალის ნორმების დაცვას, უკვე წარსულს ჩაბარდა. და როგორც ჩანს, წარსულს ჩაბარდა, უკან მოუბრუნებლად.

დრო, როცა ქრისტიანობა განსაზღვრავდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების პრინციპებს, როცა ადამიანები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ცდილობდნენ ქრისტიანული მორალის ნორმების დაცვას, უკვე წარსულს ჩაბარდა. და როგორც ჩანს, წარსულს ჩაბარდა, უკან მოუბრუნებლად.

ეს ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანები დომინირებადი სოციალური ჯგუფიდან ერთ ტოლერანტულ ჯგუფად გადაიქცევიან, მომავალში დევნილი ჯგუფის პერსპექტივით. ერთი სიტყვით, ქრისტიანობა უბრუნდება მისი არსებობის პირველ საუკუნეებს, როცა ის ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული რომის იმპერიის, ხოლო შემდეგ ევროპის სახელმწიფოების სახელმწიფო რელიგიად. ამიტომაც, დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანია შევისწავლოთ პირველი საუკუნეების ქრისტიანთა ცხოვრების გამოცდილება, მათი არსებობის ხერხები მტრულ წარმართულ გარემოცვაში და აღვიჭურვოთ ამით. რასაკვირველია, ეს საქმე მოითხოვს ხანგრძლივ დროს და მნიშვნელოვან ძალისხმევას მეცნიერთა, ღვთისმეტყველთა, იერარქთა და უბრალოდ ერისკაცთა მხრიდან.

ყურადღება უნდა მივაქციოთ პირველი საუკუნეების ქრისტიანული ეკლესიის ერთ განმასხვავებელ შტრიხს. ეს შტრიხი არის ქრისტიანული თემების შეკრულობა, ურთიერთსიყვარული და მისი წევრების მხარდაჭერა. პირველი ქრისტიანი თემების ცხოვრება სამოციქულო ქადაგების წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო. უფალმა თქვა: „იმით გიცნოთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული  ერთმანეთს შორის“ (იოან.13:35). ახლა უკრაიანში საოცარი მოვლენის მომსწრე ვართ - თემები, რომელთაც უწევთ თავიანთი ტაძრების დატოვება მეუ-ში ძალადობრივი გადაყვანის გამო ან ახალი ტაძრების აგება მიტაცებულთა სანაცვლოდ, გაცილებით უფრო შეკრულები, მეგობრულები ხდებიან. ასეთ თემებში ყველაზე ნათლად ჩანს ქრისტეს მიერ დაბარებული ურთიერთ სიყვარული, დახმარება და ხელის გაწვდენა.

სიყვარული თემის წევრებს შორის, ცხოვრება მცნების მიხედვით წარმოადგენს კიდეც ყველაზე ქმედით ქადაგებას ამ სამყაროში ქრისტეს შესახებ, რომელიც სულ უფრო და უფრო იძირება ნეოწარმართობაში. თუ ვეცდებით ისე ცხოვრებას, როგორც ქრისტემ დაგვიბარა, ის თავად სულ უფრო ნათლად დაგვანახებს მის არსს ჩვენზე: თითოეულ ადამიანზე, თითოეულ თემსა და მთლიანად ჩვენ ხალხზე. და საბოლოო ჯამში, ის ყველაფერს ისე მოაგვარებს, როგორც მის წმინდა ნებას ინებებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ