ფანარიონის ახალი-ძველი მარგალიტები: ტყუილის 5 მაგალითი

13 December 2021 17:00
55
ფანარიონისთვის პირველობის თემა ფრიად მნიშვნელოვანია. ფოტო : СПЖ ფანარიონისთვის პირველობის თემა ფრიად მნიშვნელოვანია. ფოტო : СПЖ

პატრიარქმა ბართლომემ უკრაინელ ჟურნალისტებს უამბო მისი პირველობის, ფილარეტის „არასწორი“ ანათემის შესახებ და სხვა მარგალიტები. მოდით, გავერკვეთ და გავაანალიზოთ ყოველივე.

ახალი სტილით წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს პატრიარქმა ბართლომემ ისაუბრა უკრაინელ ჟურნალისტებთან. მოდით, განვიხილოთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაურისა და მისი დამხმარეს ახალი-ძველი მარგალიტები, რომელიც საუბარს შეუერთდა. ციტატები მოგვყავს გამოცემა „Суспильне»-ს მიხედვით.

უკრაინისთვის ტომოსისა და ფილიპ ორლიკის „კონსტიტუციის“ შესახებ

პატრიარქი ბართლომე შეეცადა საქმე ისე წარმოედგინა, რომ თითქოს უკრაინელები მრავალი ასწლეულის განმავლობაში ცდილობდნენ მოსკოვისგან საეკლესიო დამოუკიდებულების მიღწევას, მიმართავდნენ ამისთვის კონსტანტინოპოლს და ბოლოს, ბრძენმა „დედა-ეკლესიამ“ უპასუხა უკრაინელების ამ მრავალსაუკუნოვან მცდელობას და უკრაინას ტომოსი უბოძა.

პატრიარქი ბართლომე: „საკითხი უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ არ დამდგარა ორი და სამი წლის წინ - გასული საუკუნეების განმავლობაში უკრაინელებს დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებიათ, რათა მიეღოთ საკუთარი ეკლესია, მოეპოვებინათ თვითგამორკვევა“.

მისი სიტყვების დასტურად, ფანარიონის მეთაურმა მოიყვანა ციტატა ე.წ. ფილიპ ორლიკის 1710 წლის კონსტიტუციიდან: „გეტმანმა სამშობლოს მოსკოვის უღლისგან განთავისუფლების შემდეგ სამოციქულო დედაქალაქ კონსტანტინოპოლში უნდა მიიღოს წმინდა მღვდელმთავრების თავდაპირველი ძალაუფლება, რათა მისი მეშვეობით განახლდეს რელაციები და შვილური მორჩილება აღნიშნული სამოციქულო კონსტანტინოპოლის ტახტისადმი, რომლისგანაც წმინდა სახარებისეული რწმენის ქადაგებით ძალაუფლებამ განმტკიცება მოიპოვა“.

ჯერ ერთი, დავსვათ კითხვა: საიდან იცის პატრიარქმა ბართლომემ ასე კარგად ეს დოკუმენტი? ხომ არ ჩაუბეჭდეს ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ პ. პოროშენკოს დროის უკრაინელმა მოლაპარაკებებში მონაწილეება? თუ კი, მაშინ მათ არსებითად გააცურეს „მისი საღვთო უწმინდესობა“, რამდენადაც „კონსტიტუცია“ მოიცავს ბევრ ისეთ რამეს, რაც პატრიარქ ბართლომეს სულაც არ გაახარებს.

მეორე, პატრიარქ ბართლომეს მიერ ციტირებული დოკუმენტი სულაც არ წარმოადგენს  ნამდვილ კონსტიტუციას. უმაღლესი რადას საიტზეც კი ის დასათაურებულია, როგორც „სამხედროთა უფლებებისა და თვაისუფლებების დადგენილებები და ხელშეკრულებები მის უდიდდებულესობა ბატონ ფილიპ ორლიკსა, ზაპოროჟიის ჯარების ახალარჩეულ გეტმანსა და გენერალურ პირებს, პოლკოვნიკებსა და ზაპოროჟიის იმავე ჯარს შროს ორივე მხარის სრული თანხმობით“. სახელწოდებითა და შინაარსით ის მხოლოდ გეტმანისა და კაზაკების მეთაურების ურთიერთობებს ეხება.

მესამე, დოკუმენტის ტექსტში, ადამიანები, რომლებიც დასახლებულნი იყვნენ იმ ხანად უკრაინაში, არც ერთხელ არ იწოდებიან უკრაინელებად, არამედ მხოლოდ „მალოროსიის (მცირე რუსეთის) ხალხად“.

მეოთხე, ტექსტში არის ვალდებულება უკრაინაში ეკლესია დაექვემდებაროს კონსტანტინოპოლს, მაგრამ არავითარი მინიშნება არ არის ამ ეკლესიის სურვილზე მიიღოს ავტოკეფალია.

მეხუთე, პატრიარქ ბართლომეს მიერ „კონსტიტუციის“ციტირებული ტექსტის რამოდენიმე სტრიქონით ზემოთ პირდაპირ მითითებულია, რომ უკრაინის გადასვლას მოსკოვის ძალაუფლების ქვეშ ჰქონდა ერთი-ერთადერთი მიზანი - მართლმადიდებლობის შენარჩუნება. ციტატა ფილიპ ორლიკის „კონსტიტუციიდან“: „საიდუმლო არაა, რომ გეტმან ბოგდან ხმელნიცკიმ ზაპოროჟიის ჯართან ერთად აჯანყება მოაწყო და დაიწყო მართალი ომი პოლონეთის რეჩ პოსპოლიტას წინააღმდეგ, რომელიც პოლონეთის ხელისუფლების სხვადასხვა ზეწოლის გამო იძულებული იყო რომის ეკლესიასთან უნია მიეღო. ჩვენი სამშობლოდან სხვა რწმენის აღმოფხვრის შემდეგ ზაპოროჟიის და მალოროსიის ხალხთან ერთად ნებაყოფლობით დაემორჩილა და გადავიდა მოსკოვის სახელმწიფოს დაცვის ქვეშ ერთადერთი მიზნით - მხოლოდ მართლმადიდებლური ერთმორწმუნეობის გამო“ (ვისაც არ სჯერა - ციტატა უმაღლესი რადას საიტზე განთავსებული ტექსტის მიხედვით).

უკრაინელ ჩინოვნიკებს პატრიარქ ბართლომესთვის რომ მიეცათ მოცემული პარაგრაფის სრული ტექსტი და არა მხოლოდ მისი ბოლო, ფანარიონის მეთაური უბრალოდ შეძრწუნდებოდა იმისგან, რომ მოცემული ტექსტით იშლება არა მხოლოდ ყველა მისი „ტომოსის“ არგუმენტები, მაგრამ იმოსება მისი ამჟამინდელი ეკუმენიზმიც. ფილიპ ორლიკი, რომელიც სხვათაშორის, მონათლული იყო მართლმადიდებლად, შემდეგ გახდა კათოლიკე  იეზუიტების კოლეგიუმში, შემდეგ კვლავ იქცა მართლმადიდებლად, ხოლო სიცოცხლის ბოლოს მიიღო ისლამი და რომელიც საერთოდ არ იყო სიმპათიით განწყობილი მოსკოვის სამეფოს მიმართ, პირდაპირი ტექსტით აცხადებს, რომ უკრაინის გადასვლა მოსკოვის ძალაუფლების ქვეშ, პირველ რიგში, იყო ნებაყოფლობითი, ხოლო მეორე რიგში, ის მიზნად ისახავდა მართლმადიდებლობის ხსნას კათოლიკებთან უნიისგან. უფრო მეტიც, ფ. ორლიკი ადასტურებს, რომ ეს უნია უკრაინაში ძალით ინერგებოდა პოლონეთის ხელისუფლების მიერ. ამით ცამტვერდება ფანარიონის არგუმენტაცია უკრაინელი განხეთქილებაში მყოფებისთვის ტომოსის გადაცემის თაობაზე.

ფილიპ ორლიკი პირდაპირი ტექსტით აცხადებს, რომ უკრაინის გადასვლა მოსკოვის ძალაუფლების ქვეშ, ჯერ ერთი, იყო ნებაყოფლობითი, მეორეც, მისი მიზანი იყო მართლმადიდებლობის ხსნა კათოლიკებთან უნიისგან.

მსოფლიო მართლმადიდებლობაში განხეთქილების შესახებ

პატრიარქი ბართლომე აცხადებს, რომ განხეთქილებას მართლმადიდებლობაში არა აქვს ადგილი და იქვე საპირისპიროს ამტკიცებს: „ჩვენი რუსი ძმები ამბობენ, რომ განხეთქილება მოხდა. განხეთქილება არაა. ის რომც იყოს, ეს მათ (რუსებმა- რედ.) გააკეთეს, გაწყვიტეს რა ურთიერთობა ოთხ ეკლესიასთან. სხვა არავის გაუწყვეტია ურთიერთობა და არ ჩამოუგდია განხეთქილება მართლმადიდებლობის წიაღში“.

ჯერ ერთი, ფაქტია, რომ განხეთქილება არსებობს, რამდენადაც რმე და უმე-მ მიიღეს გადაწყვეტილება შეეწყვიტათ ევქარისტული ურთიერთობა ადგილობრივ ეკლესიებთან, რომლებმაც  მეუ ცნეს.

მეორე, ამ განხეთქილებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, რამდენადაც სწორედ ის შევიდა ურთიერთობაში უკრაინელ განხეთქილებაში მყოფებთან.

მესამე, ურთიერთობა ფანარიონთან შეწყვიტეს არა მხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს „რუსმა ძმებმა“, არამედ უმე-მაც, ეს კი ასზე მეტი მღვდელმთავარია, დაახლოებით 13 ათასი მღვდელმსახური, დაახლოებით 5 ათასი ბერ-მონაზონი და ათეულობით მილიონი ერისკაცი. ესენი არ არიან „რუსი ძმები“, არამედ უკრაინელი ხალხი ან ყოველ შემთხვევაში, მისი უდიდესი ნაწილი. სწორედ მათ გამოხატეს დაუთანხმებლობა უკრაინაში ფანარიონის მოქმედებებთან. და უმე-ს მღვდელმთავართა გადაწყვეტილება ურთიერთობის გაწყვეტის თაობაზე არის იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ ფანარიონმა, მიიღო რა უკრაინელი განხეთქილებაში მყოფები, თავად დადგა განხეთქილების მხარეს.

ციტატა 2018 წლის 13 ნოემბრის უმე-ს ეპისკოპოსთან კრების დადგენილებიდან: „უკრაინის მართლმადიდებლური ეკელსიის ეპიკოპოსთა კრება თვლის,რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებები უკრაინის საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით არის ბათილი და მას არ გააჩნია არანაირი კანონიკური ძალა. კერძოდ, გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციის უკრაინის ტერიტორიაზე დადგენილების შესახებ წარმოადგენს საეკლესიო ისტორიის სპეკულაციური განმარტების შედეგს. გადაწყვეტილება ანათემისა და სხვა საეკლესიო აკრძალვების განხეთქილების ლიდერებისთვის მოხსნისა და ფსევდოქიროტონიის ნამდვილობის აღიარების თაობაზე, რომელიც მათ მიერ განხეთქილებაში ყოფნის დროს განხორციელდა, წარმოადგენს მართლმადიდებლური კანონების დამახინჯებული განმარტების შედეგს. მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიისთვის უცნობია განხეთქილების დაძლევის შემთხვევები მისი უბრალო ლეგალიზაციის გზით. ასეთი ანტიკანონიკური გადაწყვეტილებების მიღების შედეგად კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, საეკლესიო წესების თანახმად, თავად დადგა განხეთქილების გზაზე. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტული ურთიერთობა ამჟამად არის შეუძლებელი და წყდება“.

სხვათაშორის, მართლმადიდებლობაში განხეთქილების უარყოფისთანავე პატრიარქი ბართლომე ამტკიცებს, რომ განხეთქილება მაინც არსებობს. თუმცა, ამტკიცებს მხოლოდ იმისთვის, რომ მასში ბრალი დასდოს რმე-ს, რომელიც თითქოსდა დამნაშავეა კრეტას 2016 წლის კრების ჩავარდნაში.

პატრიარქ ბართლომეს ციტატა: „ეს განხეთქილება რუსეთმა 2016 წელს დაიწყო, როცა მოსკოვის ეკლესია და მისი გავლენის ქვეშ სამი სხვა ეკლესია არ გამოცხადდა წმინდა და დიდ კრებაზე კრეტაში. ჩვენ ყველა ერთად ვამზადებდით ამ კრებას. 2016 წლის იანვრამდე ჟენევაში, როცა ჩვენ გვქონდა მართლმადიდებელი წარმომადგენლების ბოლო კრება, ყველა ეკლესია - და რუსეთიც - ამზადებდა ამ კრებას. ბოლო მომენტში არ მოვიდნენ რუსები და კიდევ სამი ეკლესია“.

 ეს აშკარა სიცრუეა. რმე როდი ახდენდა ზეწოლას ადგილობრივ ეკლესიებზე, რათა ისინი არ ჩასულიყვნენ კრებაზე, არამედ პირიქით, ანტიოქიის, საქართველოს, ბულგარეთისა და სერბეთის (რომელიც მერე მაინც ჩავიდა კრებაზე) ეკლესიების უარმა მონაწილეობა მიეღო კრებაში, აიძულა რმე ასევე უარი ეთქვა ასეთ მონაწილეობაზე. რმე-ს არგუმენტი იყო მარტივი და ლოგიკური: რახან ვერ ხერხდება ყველა ადგილობრივი ეკლესიის დასწრება, საეკლესიო კრება ავტომატურად კარგავს მართლმადიდებლურის სტატუსს, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებები არ იქნება სრულიად მართლმადიდებლურის ავტორიტეტის მქონე. ასეთ შემთხვევაში, მიზანშეწონილია კრება გადაიდოს, რაზეც წერდა მოსკოვის პატრიარქი კირილი კონსტანტინოპოლში. თუმცა, ფანარიონმა უარი თქვა კრების გადადებაზე. სინამდვილეში რმე აპირებდა კრებაში მონაწილეობის მიღებას, უკვე განსაზღვრული იყო დელეგაციის შემადგენლობა, ნაყიდი იყო ბილეთები და დაჯავშნილი ჰქონდათ სასტუმროს ნომრები.

თუმცა, რმე-ს ასეთი არგუმენტაცია არა გვგონია უდაო იყოს. გაცილებით უფრო მართებულია საქართველოს ეკლესიის ( და ასევე ზოგიერთი სხვა ადგილობრივი ეკლესიის ცალკეული იერარქების) პოზიცია, რომელმაც უარი განაცხადა გამგზავრებულიყო კრეტას კრებაზე  და ამის არგუმენტაცია არა პროცედურული მომენტებით, არამედ იმასთან პრინციპული დაუთანხმებლობით ახსნა, რომ კონსტანტინოპოლის მიერ კრების შემაჯამებელი დოკუმენტების შემოთავაზებულ ტექსტებში იყო დოგმატური, კანონიკური და ტერმინოლოგიური შეცდომები.

და რაც მთავარია, კრეტაზე საეკლესიო კრების ჩატარების შემდეგ ჩვენ მართლმადიდებლობაში არანაირი განხეთქილება არ მიგვიღია.

რუსების ოცნების თაობაზე

პატრიარქ ბართლომეს ციტატა: „ჩვენი ძმების-რუსების ოცნებაა იყვნენ მართლმადიდებლობის მეუფეები. ეს არასდროს მოხდება, რადგანაც მართლმადიდებლური ეკლესიის კანონები და ეკლესიის მოქმედებები საუკუნეების მანძილზე უპირატესობას ანიჭებდა კონსტანტინოპოლის პირველობას. კონსტანტინოპოლი ყოველთვის იქნება პირველი ეკლესია მართლმადიდებელი ეკლესიების სისტემაში, ხოლო მოძმე რუსული ეკლესია იქნება მეხუთე“.

პირველი, რაც გვაოცებს - ფანარიონის მეთაურის ინფორმირებულობა რმე-ს მღვდელმთავართა ოცნებების შესახებ. ის მტკიცედ დარწმუნებულია, რომ „ძმები რუსები“ ოცნებობენ, დავუშვათ, არა მარსზე გაფრენაზე, არამედ მართლმადიდებლობაში ბატონობაზე. სხვათაშორის, აქ მიზანშეწონილია გავიხსენოთ ხალხური სიბრძნე, კერძოდ, ანდაზა „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ პირველობის თემა პატრიარქ ბართლომესთვის ისეთივეა, როგორც ძალაუფლების ბეჭედი ტოლკინის ერთ-ერთი გმირისთვის - „ჩემი მშვენიერი!“

თუ თვალს მივადევნებთ ფანარიონის მეთაურის განცხადებების თემატიკას, იქმნება შთაბეჭდილება, რომ პირველობის თემა პატრიარქ ბართლომესთვის იგივეა, რაც ძალაუფლების ბეჭედი ტოლკინის ერთ-ერთი გმირისთვის - „ჩემი მშვენიერება“. ასეთი შედარება სწორედაც რომ მიზნობრივია, რადგანაც ტოლკინის გოლუმი, რომელიც ბეჭედს ფლობდა და რომელსაც მისადმი ავადმყოფური მიდრეკილება ჰქონდა, ყველას ეჭვის თვალით უყურებდა მისი დაუფლების სურვილში. რასთან დაკავშირებითაც მიზანშეწონილია შემდეგის შენიშვნა:

ჯერ ერთი, ყველა დავა პირველობის თაობაზე თავად უფალი იესო ქრისტეს მიერ  გადაჭრილი, რომელმაც თავის მოციქულებს ამ კამათის თაობაზე უთხრა: „და სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: რაზე მსჯელობდით გზაში? ისინი კი დუმდნენ, ვინაიდან გზაში იმაზე ბჭობდნენ, ვინ უფრო დიდიაო. მაშინ დაჯდა, მოუხმო თორმეტს და უთხრა მათ: ვისაც სურს პირველი იყოს, ყველაზე უკანასკნელი იქნება და ყველას მსახური“  (მარ. 9:33-35).

მეორე, მოციქულთა დავა პირველობის შესახებ ეს არის ადამიანების დავა, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან განათლებულნი სულიწმინდის მიერ მიწიერი ინტერესების შესახებ. სულთმოფენობის დღეს მათზე სულიწმინდის გადმოსვლის შემდეგ  ასეთი დავა პრინციპში შეუძლებელი გახდა. ის არც ყოფილა, რაზეც მეტყველებს ადრეული ეკლესიის ისტორია. შესაბამისად, დაბრუნება მსგავს კამათზე არის დაბრუნება დაცემულ მდგომარეობამდე, ძველ ადამიანამდე, რომელიც მოციქულ პავლეს სიტყვებით, ხრწნას ექვემდებარება (2 კორ. 4:16).

მესამე, პატრიარქ ბართლომეს არ შეუძლია არანაირი მტკიცებულებების მოყვანა რმე-ს მისამართით მისი ბრალდებების გასამყარებლად პირველობის უზურპაციის თაობაზე. ფანარიონის მეთაურის სიტყვებით, ასეთ მტკიცებულებებს წარმოადგენს ორი ფაქტი: რმე-ს არმონაწილეობა კრეტას 2016 წლის საეკლესიო კრებაში და მეუ-ს შექმნისადმი შეწინააღმდეგება. თუმცა, ელემენტარული ჯანსაღი აზრი გვაფიქრებინებს, რომ ეს არანაირად არ ადასტურებს რმე-ს სწრაფვას პირველობის მიმართ.

მეოთხე, პატრიარქ ბართლომეს მუდმივი  გამონათქვამები იმის შესახებ, რომ კანონების თანახმად, მას გააჩნია პირველობა და მას არავის არ დაუთმობს, რაც სწორედაც მიუთითებს იმას, რომ მას ამ პირველობის კანონებს არ აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ ჩუმად იქნებოდა. მაგალითად, რომის პაპი არ საუბრობს კათოლიკებში მის პირველობაზე, რადგანაც ამ რელიგიური ორგანიზაციის კანონები ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებს მასზე ამ პირველობას.

ფილარეტ დენისენკოსა და მაკარი მალეტიჩისადმი ანათემის თაობაზე

თუ ვინმეს არ ახსოვს: ფილარეტ დენისენკო არის კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ყოფილი ( თავად ის სხვას ამტკიცებს) მეთაური, ხოლო მაკარი მალეტიჩი - უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის ყოფილი მეთაური, რომლისგანაც შემდეგ შეიქმნა მეუ.

პატრიარქ ბართლომეს ციტატა: „უკრაინაში განხეთქილება მოხდა იმის გამო, რომ მოსკოვმა აუკრძალა და ანათემას გადასცა ფილარეტი და მაკარი, სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. როცა უკრაინამ მოითხოვა ავტოკეფალია სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მოსკოვმა არა მხოლოდ არ მისცა - მას არ ჰქონდა უფლება  მიეცა კიდეც ის და უკრაინელებმა მიაშურეს კონსტანტინოპოლს - მათ მიმართეს მოსკოვს და მათ არ მისცეს ავტოკეფალია 90-იანი წლების დასაწყისში“.

რა არის აქ უცნაური?

  1. თუ ფილარეტი იყო მღვდელმთავარი, რომელსაც რმე-ში აუკრძალეს მღვდელმსახურება და მას ანათემა დაადეს, მალეტიჩთან სრულიად სხვა ისტორიაა. ის რმე-დან განხეთქილებაში 1989 წელს წავიდა მღვდელის სახით. ის არასდროს არ იყო მღვდელმთავარი და ასეთს არ წარმოადგენს უბრალოდ იმიტომ, რომ მისი „ქიროტონირება“ მოხდა 1996 წელს უამე-ში ეპისკოპოსის წოდების არმქონე ადამიანების მიერ.  შესაბამისად, მალეტიჩის, როგორც ანათემას გადაცემული მღვდელმთავრის „შენდობა“ პატრიარქ ბართლომეს მიერ, აბსურდულია. მალეტიჩი უბრალოდ ყოფილი მღვდელია, რომელსაც აკრძალული აქვს მსახურება.
  2. პატრიარქ ბართლომეს უბრალოდ „დაავიწყდა“, რომ 1997 წლიდან ის სრულად ცნობდა ანათემას, რომელიც ფილარეტს დააკისრა რუსეთის ეკლესიამ, რასაც ადასტურებს პატრიარქ ალექსის მიმართ მისი წერილი № 282  15.04.1997: „ფილარეტის (მიხეილ დენისენკოს) და გლებ იაკუნინის ანათემაზე გადაცემასთან და ასევე წმინდა წოდებიდან ერისკაცების რანგში ვალენტინის (რუსანცოვი), ადრიანის (სტარინა) და იოსაფის (შიბაევი) ჩამოქვეითების თაობაზე. მიიღო რა შეტყობინება აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე, ჩვენ ამის შესახებ ვაცნობეთ ჩვენი მსოფლიო ტახტის იერარქიას და ვთხოვეთ მას არანაირი საეკლესიო ურთიერთობა არ ჰქონდეს ზემოთ აღნიშნულ პირებთან“.

უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბარში ფანარიონის მეთაურმა განაცხადა, რომ გაგზავნა მაკარისა და ფილარეტის წერილები განმარტებით, რომ „მიზეზები, რომელთა მიხედვითაც ისინი იყვნენ გაკიცხულნი, არ ეხებოდა რწმენას ან დოგმატიკას, არამედ იყო დისციპლინირებული“. თუმცა, თუ ფილარეტის ანათემა იყო „არასწორი“, რატომ სთხოვა 1997 წლიდან 2018 წლამდე პატრიარქმა ბართლომემ თავის მღვდელმთავრებს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონოდა ანათემას გადაცემულ ფილარეტთან? ეს გამოცანად დარჩა, ისევე როგორც ის, თუ რატომ „მიიღეს შენდობა მიტროპოლიტებმა“.

თუ ფილარეტის ანათემა იყო „არასწორი“, რატომ სთხოვა 1997 წლიდან 2018 წლამდე პატრიარქმა ბართლომემ თავის მღვდელმთავრებს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონოდა ანათემას გადაცემულ ფილარეტთან?

პატრიარქ ბართლომეს ციტატა: „ფილარეტიც და მისი თანამოაზრენიც დაისაჯნენ, აქედან დაიწყო დიდი ჭრილობის მიყენება უკრაინის მართლმადიდებლურ სხეულზე. მოსკოვის მიერ დასჯილმა უკრაინელებმა მიმართეს მსოფლიოს პატრიარქს, რომელსაც მეოთხე მსოფლიო კრების დროიდან ანუ მეხუთე საუკუნიდან, უფლება აქვს მიიღოს აპელაციები. საპატრიარქომ ისარგებლა ამ უფლებით, შეისწავლა ჩვენი უკრაინელი ძმების პრობლემა, აპატია მათ, შემდეგ კი მისცა ის, რაც ითხოვეს უკრაინელებმა, კერძოდ კი, ავტოკეფალია“.

IV მსოფლიო კრების ხსენებისას, ფანარიონის მეთაურს ცხადია მხედველობაში ჰქონდა მე-9 წესი, რომელშიც, საუბარია: „თუ მხარის მიტროპოლიტზე ეპისკოპოსს ან კლირიკოსს გააჩნია უკმაყოფილება: მიმართოს ან დიდი მხარის ეგზარქოსს ან კონსტანტინოპოლის ტახტს და მის წინ გასამართლდეს“. ფანარიოტებმა ეს წესი იმ კუთხით განმარტეს, რომ საერთოდ ყველა დავა ნებისმიერ ადგილობრივ ეკლესიაში წყდება კონსტანტინოპოლში, როგორც ბოლო ინსტანციაში. თუმცა, ეს ასე არაა. კონსტანტინოპოლის პატრიარქებს უფლება ჰქონდათ ბოლო ინსტანციაში გადაეწყვიტათ მხოლოდ ის დავები, რომლსაც ადგილი ჰქონდა ადგილობრივი კონსტანტინოპოლის ეკლესიაში და არა სხვა ადგილობრივ ეკლესიაში.

ამაში დასარწმუნებლად, საჭიროა წავიკითხოთ იმავე IV მსოფლიო კრების 28-ე წესი, რომელიც განსაზღვრავს იმ მხარეების ამომწურავ ნუსხას, რომელიც ექვემდებარება კონსტანტინოპოლის ტახტს: „ამიტომაც მხარეების, პონტოს, ასიისა და ფრაკიის მიტროპოლიტები და ასევე სხვა ზემოთ ჩამოთვლილი მხარეების ეპისკოპოსები ინიშნება ზემოთ ნახსენები წმინდა ტახტისგან უწმინდეს კონსტანტინოპოლის ეკლესიებში“. ამასთან, შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ მაგალითად, რომის ეკლესიის კლირიკოსებს პირველ ათასწლეულში მიემართათ თავიანთი დავების გადასაწყვეტად არა რომისთვის, არამედ კონსტანტინოპოლისთვის.

უკრაინაში ვიზიტის შესახებ

2021 წლის აგვისტოში პატრიარქი ბართლომე ვიზიტით ჩადის კიევში, ის მიიღეს სახელმწიფოს უმაღლესმა თანამდებობის პირებმა და მან მონაწილეობა მიიღო უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. მისი ვიზიტი მან შეაფასა, როგორც ძალიან წარმატებული. იმის შესახებ, რომ ეს ასე სულაც არაა, შეიძლება წავიკითხოთ სტატიაში „პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი: შედეგები“.

პატრიარქ ბართლომეს ციტატა: „ყველგან, სადაც ვიყავი მადლობას მიხდიდნენ ავტოკეფალიის ტომოსის გამო... კიდევ მომეწონა ის, რომ დავინახე უკრაინის სახელმწიფოს სურვილი ვითანამშრომლო უკრაინაში მართლმადიდებლურ ავტოკეფალურ ეკლესიასთან. ის, რასაც ვკითხულობ, რომ ბევრი თემი გადადის უკრაინაში ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ უკრაინელებს სურთა ჰქონდეთ თავიანთი მართლმადიდებლური ეკლესია“.

ჯერ ერთი, რატომ მოახდინა პატრიარქმა ბართლომემ, თუ, მისი მტკიცებით მას, ყველგან „მადლობას უხდიდნენ ავტოკეფალიის  შესახებ ტომოსისთვის“, უმე-ს მრავალათასიანი მიტინგის იგნორირება უმაღლეს რადასთან, რომლებიც მას ელოდნენ, რათა მისთვის პირისპირ ეთქვათ ამ ტომოსისადმი მათი დამოკიდებულების შესახებ? ფანარიონის მეთაური სამარცხვინოდ შევიდა შენობაში დამხმარე შესასვლელით და სწრაფად დატოვა ის უმაღლესი რადას სპიკერთან შეხვედრის შემდეგ.

მეორე, „უკრაინის სახელმწიფოს სურვილი ითანამშრომლოს უკრაინაში მართლმადიდებლურ ავტოკაფალურ ეკლესიასთან“, - ეს არის უკრაინის ხელისუფლების მიერ სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა და ასევე უმე-ს დისკრიმინაციის მკაფიო მაგალითი.

მესამე, ფანარიონის მეთაურის მიერ მეუ-ში თემების „გადასვლის“ ხსენება უბრალოდ შოკისმომგვრელია, რამდენადაც ის უმეტესწილად წარმოადგენს ჩვეულებრივ ძალადობრივ მიტაცებას. მაგალითად, „მარჯვენა სექტორში“ უბრალოდ ღიად განაცხადეს, რომ მათ ასეთი 50-ზე მეტი „გადასვლა“ განახორციელეს. მთლიანობაშიც, უმე-ს ტაძრების მიტაცების ფაქტები იმდენად მრავალრიცხოვანი და მკაფიოდ დოკუმენტირებულია, რომ ისინი უკვე აღიარეს გაეროს, ეუთოსა და სხვა სამართალდამცავი ორგანიზაციების დონეზე.

და მეოთხე, ათეულობით მილიონ უკრაინელს არ სურს მეუ-ს აღიარება და ინარჩუნებს უმე-სადმი ერთგულებას. მათი აზრი და რელიგიური უფლებები ფანარიონის მეთაურს ფეხებზე ჰკიდია? სწორედ ეს ლექსიკა გამოიყენა მან იმის კომენტირებისას, რომ რმე-ში მას არ იხსენიებენ პატრიარქის ღვთისმსახურებისას. „ამაზე ვიტყვი - ფეხებზე მკიდია! დიახ!“,- განაცხადა „მისმა საღვთო უწმინდესობამ“.

სამწუხარო დასკვნები

პატრიარქ ბართლომეს ყველა ეს განცხადება მიუთითებს ერთ რამეზე - ის აგრძელებს ჯიუტობას სურვილის არქონაში აღიაროს თვალსაჩინო საგნები, კერძოდ:

  • კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ წარმოადგენს ყველა ეკლესიის მეთაურს და არ გააჩნია არანაირი განსაკუთრებული უფლებამოსილებები სხვა წინამძღოლებთან შედარებით;
  • მეუ შეიქმნა უკანონოდ, ეკლესიის კანონების დარღვევით;
  • მეუ-ს პროექტი აღმოჩნდა წარუმატებელი: მას უარყოფს მილიონობით უკრაინელი მორწმუნე, მას არ აღიარებს ადგილობრივი ეკლესიების უმრავლესობა, მას თან ახლავს მუდმივი სკანდალები, რომელიც უკავშირდება მეუ-ს „ერარქების“ უღირს საქციელს;
  • უკრაინაში ფანარიონის მოქმედებებს ხელი არ შეუწყვია განხეთქილების მოგვარებისთვის, არამედ პირიქით, გააღრმავა ის და მისი მოგვარების პერსპექტივები პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა;
  • პატრიარქმა ბართლომემ უკრაინაში ჩამოიტანა მტრობა, სიძულვილი, ძალადობა და მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

ამიტომაც მთელი ეკლესიისთვის არსებითი საკითხია პატრიარქ ბართლომეს შეცდომების, განსაკუთრებით, „კონსტანტინოპოლის პაპიზმი“ ერესის მხილება სრულიად მართლმადიდებლურ დონეზე და ფანარიონის მოქმედებების შეფასება მართლმადიდებლური კანონების თვალსაზრისით.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ