პატრიარქი კირილი და ჟურნალი „ფორბს ფრანსი“: 5 კითხვა და 5 პასუხი

27 November 2021 12:05
83
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა კირილმა ისაუბრა ეკლესიის დამოკიდებულებაზე ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართ. ფოტო: СПЖ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა კირილმა ისაუბრა ეკლესიის დამოკიდებულებაზე ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართ. ფოტო: СПЖ

რმე-ს წინამძღოლმა ინფორმაციის საშუალებას განუცხადა ის, რაზეც იშვიათად საუბრობს ეკლესია, რაც ბევრს აინტერესებს - დამოკიდებულება ფულის, ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართ.

2021 წლის 20 ნოემბერს რუსეთის ეკლესიის პატრიარქ კირილს 75 წელი შეუსრულდა. იუბილემდე ცოტა ხნით ადრე  ჟურნალ Forbes-ის სააგენტომ გამოაქვეყნა ინტერვიუ რმე-ს წინამძღოლთან, რომელშიც მან განაცხადა ეკლესიის დამოკიდებულებაზე „გარე სამყაროს“: ეკონომიკის, ოლიგარქების, ციფრული ტექნოლოგიების და ა.შ. მიმართ. გთავაზობთ იმ კითხვების ანალიზს, რომელიც დასვა ცნობილი ბიზნეს-გამოცემის კორესპონდენტმა და უწმინდესი პატრიარქის პასუხებს.

პატრიარქი კირილი და ჟურნალი „ფორბს ფრანსი“: 5 კითხვა და 5 პასუხი фото 1
ჟურნალ „ფორბს-ფრანსის“ ინტერნეტ-ვერსიის სკრინშოტი.

კითხვებისა და პასუხების ტექსტი სიტყვასიტყვით არ მოგვყავს, ვეცდებით გავიგოთ მათი არსი დღევანდელი სიტუაციის კონტექსტში, რომელიც ჩამოყალიბდა ეკლესიისა და სეკულარიზებული საზოგადოების კომუნიკაციის სფეროში. ინტერვიუს რუსულ თარგმანს შეგიძლიათ გაეცნოთ რმე-ს ოფიციალურ საიტზე.

ჟურნალი „ფორბსი“, მოკლე ცნობა

ჟურნალი „ფორბსი“ დაარსდა ბერტი ფორბსის მიერ 1917 წელს აშშ-ში. დღეისათვის ის წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ეკონომიკურ და ფინანსურ გამოცემას 650 ათასზე მეტი ეგზემპლარით და 6,3 მლნ ადამიანის აუდიტორიით. ეს კაპიტალიზმის, როგორც გლობალური იდეოლოგიის ერთ-ერთი რუპორია. ჟურნალის დევიზი სწორედ ასეთია: „The Capitalist Tool” („კაპიტალისტის ინსტრუმენტი“).

„ფორბს ფრანსის“ კორესპონდენტის ბეზილ მარინის საუბარი უწმინდეს პატრიარქთან წარმოადგენდა დიალოგს კაპიტალიზმის პარადიგმაში მოაზროვნე ადამიანსა და სხვა რელიგიური შეგნების ადამიანს შორის.

კითხვა 1. ეკლესიას სთავაზობენ ეკონომიკური მოდელის ფორმულირებას

პირველ კითხვაში ბეზილ მარინმა არსებითად შესთავაზა პატრიარქ კირილეს ახალი ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც განსხვავდება, როგორც კაპიტალისტურისგან, ასევე იმისგან, რომელსაც მან უწოდა „რევოლუციური მარქსიზმი“. საეკლესიო მოძღვრებას კი სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში „ფორბს ფრანსის“ კორესპონდენტმა უწოდა „ალტრუისტული კეთილგანწყობა“. თავად კითხვა დასმული იყო შემდეგი სახით:
„ეკონომიკური მეცნიერება ახდენს ადამიანის ბუნებრივი ეგოიზმის პოსტულირებას, რომელიც ცდილობს მხოლოდ ინდივიდუალური სიამოვნების მაქსიმიზაციისკენ, ხშირად ცოდვის მეშვეობით. როგორ შეუძლია ალტრუისტულ კეთილგანწყობას მესამე გზის შეთავაზება ჰიპერმატერიალისტურ კაპიტალიზმსა და რევოლუციურ მარქსიზმს შორის?“

აქ უნდა აღინიშნოს ის, რომ ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლს სთავაზობს საკითხს, რომელიც საერთოდ არ შედის საეკლესიო საქმიანობის სფეროში ჩვენს დედამიწაზე. ეკლესია ადამიანებს ქრისტესთან აერთიანებს. ის ადამიანს უჩვენებს გზას ზეციურ სასუფეველში და ის სულაც არ აპირებს შესთავაზოს სამყაროს ეკონომიკური განვითარების მესამე, მეოთხე ან მეათე გზა. ადამიანის ხსნა და მისი ცხოვრება სახარებისეული მცნებების მიხედვით შესაძლებელია ნებისმიერი ეკონომიკური მოდელისა და სახელმწიფო მოწყობის ნებისმიერი ფორმის დროს. თავისი კითხვით კორესპონდენტი პატრიარქს თავს ახვევს დიალოგს  კოორდინატების საკუთარ სისტემაში. თუმცა, უწმინდესი პატრიარქი ცდილობს ბეზილის ცნებით ენაზე აუხსნას მას და ჟურნალის მკითხველებს, რომ ეკლესიის მსოფლმხედველობა სრულიად სხვაგვარია. ის ამბობს: „განა არა გაუღმერთოებული საზოგადოების ზნეობრივი დეგრადაცია, რომელიც წარმოქმნის თავშეუკავებელ სწრაფვას მატერიალური კეთილდღეობის დაუფლებისადმი, ნებისმიერი საშუალებით გამდიდრებისკენ, მათ შორისაა, მოტყუება, კორუფცია, კრიმინალი, ზემოგების უსამართლო განაწილება  - არ წარმოადგენს კრიზისის წყაროს?“

ანუ ეკონომიკური კრიზისის მიზეზები, რომელშიც სულ უფრო მეტად ეფლობა დღევანდელი სამყარო - ესაა კაცობრიობის უარი უფლის რწმენაზე და როგორც შედეგი - ზნეობრივი დეგრადაცია, რომელიც, თავის მხრივ, იწვევს იმ ნეგატიურ სოციალურ მოვლენებს, რომლებიც ჩამოთვალა პატრიარქმა კირილმა. ეკლესიას არ შეუძლია შესთავაზოს საზოგადოებას „მესამე გზა“, მაგრამ უწმინდესი პატრიარქის სიტყვებით, „ეკლესიის მოვალეობა არის იმათი მოწოდება, რომელთა ხელშიც არის ეკონომიკური ძალაუფლების ბერკეტები, გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა უფლის, მისი ქმნილებებისა და ადამიანების წინაშე და დაამტკიცონ ეს მშრომელთა კეთილდღეობის შესახებ რეალური ზრუნვის მეშვეობით“. რომელი ეკონომიკური მოდელის ჩარჩოებში მოხდება ეს, ამის თქმა ეკლესიას არ შეუძლია, მაგრამ ეკლესიას შეუძლია იმ საფუძვლების შეთავაზება, რომელზეც შეიძლება აიგოს, როგორც ეფექტური ეკონომიკური მოდელი, ასევე ჰარმონიული საზოგადოებაც.

არის მხოლოდ ერთი, ერთადერთი ხერხი დაძლიო თანამედროვე სოციალური და ეკონომიკური ჩიხი - უფლის სიტყვით ხელმძღვანელობა ყველგან, სადაც არის ადამიანის არჩევანი.

პატრიარქი კირილი

 

კითხვა 2: მევახშეობა და ოლიგარქების სიძუნწე

ბეზილ მარინი, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ეკლესია - ეს ის ინსტიტუტი არაა, რომლისგანაც  მიზანშეწონილია ეკონომიკური თეორიების ფორმულირება, ამიტომაც მის მეორე კითხვას ის იწყებს იმაზე შენიშვნით, რომ „ქრისტიანი ლიდერები არ წარმოადგენენ პროფესიონალ ეკონომისტებს“, თუმცა შემდეგ სთხოვს პატრიარქ კირილს გამოხატოს მისი აზრი ეკონიმიკაში 90-იან წლებში კატასტროფასა და მისი შემდგომი აღდგენის თაობაზე. კითხვა ასე ჟღერდა: „იტყვით თუ არა, რომ ეკონომიკური და სოციალური ქაოსი რუსეთში 1990-იან წლებში გამოწვეული იყო რუსი ოლიგარქების (რომლებმაც გაძარცვეს რუსული სახელმწიფო) და დასავლელი ბანკირების (რომლებმაც ის გაკოტრებამდე მიიყვანეს) ზედმეტი სიხარბით?“

მომხდარის საოცრად ზუსტი განსაზღვრაა!

თავად საკითხის ფორმულირება ადასტურებს იმას, რომ კორესპოდენტმა უკვე დაიწყო ეკონომიკური სიტუაციის დაკავშირება ადამიანების ზნეობრივ თვისებებთან, რომლებზეც დამოკიდებული იყო ეს სიტუაცია. თუმცა, უწმინდეს პატრიარქს ბეზილ მარინი კიდევ უფრო შორს მიჰყავს და მას აჩვენებს, რომ საჭიროა არა იმდენად 90-იანებში ეკონომიკურ კატასტროფაზე კონცენტრირება, რამდენადაც სიტუაციის გამოსწორების მიზეზებზე, ისინი კი მაინც სულიერ სიბრტყეში დევს. „რუსეთის სახელმწიფომ მოახერხა დაეძლია 1990-იანი წლების ეკონომიკური და სოციალური კოლაფსის შედეგები და მჯერა, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი ხალხისადმი უფლის წყალობის გარეშე, რომელმაც გაიარა რწმენისთვის დევნის ხანა. საბჭოთა წლებში ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის რღვევა მოხდა საეკლესიო ცხოვრების შექმნის, სულიერ ტრადიციებთან დაბრუნების პარალელურად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხის სულიერი აღორძინების პროცესებმა, რომელიც 90-იან წლებში მომწიფდა, საფუძველი ჩაუყარა 2000-იან წლებში ეკონომიკასა და სოციალურ ცხოვრებაში დადებით მოვლენებს“.

პატრიარქი კირილი დაგვეთანხმება, რომ „დიახ, 1990-იანი წლები რუსეთში ვნებების, მათ შორის, დაუოკებელი სიხარბის თარეშის ხანა იყო. გამდიდრება ითვლებოდა ერთადერთ ფასეულობად, რომლის მისაღწევადაც ნებისმიერი საშუალება კარგი იყო“. თუმცა, ამავე დროს, სწორედ 90-იანებში აღდგა ათასობით ტაძარი, ასეულობით მონასტერი, უამრავი ადამიანი მიაწყდა მართლმადიდებლურ რწმენას და სწორედ ეს და არა სხვა რამ, გახდა იმის ჭეშმარიტი მიზეზი, რომ ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესდა.

რაც შეეხება საბანკო პროცენტის აღებას, პატრიარქმა ყურადღება მიაქცია მხოლოდ იმას, რომ ბევრი ადამიანი ზარალდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისგან, რომლებიც მოკლე ვადითა და დიდი პროცენტით იძლევიან ფულს ვალად, მაგრამ მან არაფერი თქვა თავად მევახშეობის პრინციპზე. ძველი აღთქმის წმინდა წერილი ამ კითხვას ასე პასუხობს: „არ მისცე სარგებელში შენს მოძმეს არც ვერცხლი, არც საჭმელი და არც რაიმე ნივთი, რაც სარგებელში შეიძლება გაიცეს. უცხოელს მიეცი სარგებელში, შენს მოძმეს ნუ მისცემ სარგებელში, რომ გიკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, მთელი შენი ნაამაგარი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ“ (მეორე რჯ. 23: 19-20). როგორ შეიძლება ამ მითითების დღეს გამოყენება, ცალკე და საკმაოდ სადაო საკითხია, რომელიც სცდება მოცემული ინტერვიუს ჩარჩოებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მუსულმანი ბანკირები მაინც გონებას იკრებენ და ამ მითითებას იყენებენ პრაქტიკაში.

კითხვა 3: შესაძლებელია თუ არა „ვირტუალური ეკლესია“ და მართლმადიდებლური მეწარმოება?

ბეზილ მარინის კითხვა: „ბევრმა მღვდელმა საფრანგეთში იზოლაციის დროს დაიწყო ვირტუალური მესას ჩატარება, რასაც პროტესტანტი ტელემოძღვრები  მრავალი წლის განმავლობაში ასრულებდნენ. ახალისებთ თუ არა  ამ ინიციატივებს მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომელიც, როგორც ცნობილია, საკმაოდ კონსერვატიული ლიტურგიის საკითხებში? რა არის საჭირო ჭეშმარიტად მართლმადიდებლური მეწარმეობის შესაქმნელად? შეგვიძლია თუ არა ტრადიციისა და ინოვაციის შეწყობა ერთმანეთთან?

ერთდროულად რამოდენიმე კითხვა დაისვა და პატრიარქმა კირილმა ყველას უპასუხა. მან თქვა, რომ ინოვაციაც არის და ინოვაციაც. ერთ-ერთ ეკლესიას შეუძლია ამის მიღება, მეორემ შეიძლება კატეგორიულად არ მიიღოს. „ეკლესია ყოველთვის სიამოვნებით იყენებდა ახალ ტექნოლოგიებს წიგნის ბეჭდვის ან არქიტექტურის დარგში და დღეს იყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს უფლის სიტყვის გადმოსაცემად, აქტიურად ვითარდება მღვდელი-ბლოგერების საზოგადოება, იქმნება მისიონერული მიმართულების მობილური საიტები“, - თვლის რმე-ს წინამძღოლი.

თუმცა, რაც შეეხება „ვირტუალურ ეკლესიას“, აქ სხვაგვარი სიტუაციაა. „ჩვენთვის „ვირტუალური ეკლესია“  არის სუროგატი, რომელსაც არ შეუძლია სრულად შეითავსოს ადამიანისა და უფლი ურთიერთობა...“, - განაცხადა პატრიარქმა კირილმა. ვირტუალურ სივრცეში შეუძლებელია საიდუმლოს ჩატარება, ასევე სრულფასოვანი ლოცვაც, თუმცა, უწმინდესი პატრიარქის აზრით, რეალური ღვთისმსახურების ინტერნეტ- ან ტელეტრანსლაცია მაინც ჯობია, ვიდრე არაფერი.

„ჩვენთვის „ვირტუალური ეკლესია“  არის სუროგატი, რომელსაც არ შეუძლია სრულად შეითავსოს ადამიანისა და უფლი ურთიერთობა...“,

                                                                           პატრიარქი კირილი

მართლმადიდებლური მეწარმეობა შესაძლებელია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა შრომითი საქმიანობა, თუ ის თავსებადი სახარებისეულ მოძღვრებასთან. პატრიარქმა კირილმა აცნობა კორესპონდენტს, რომ რუსეთში არსებობს „მართლმადიდებელი მეწარმეების კავშირი“ და ამ ორგანიზაციის ჩარჩოებში მიღებულია „მართლმადიდებლური მეწარმეობის ეთიკური კოდექსი“. საინტერესო იქნებოდა გაგვეგო ამ კოდექსის გამოყენების შედეგები, თუმცა, რასაკვირველია, ეს ასევე სცდება ინტერვიუს ჩარჩოებს.

კითხვა 4. ასკეტიზმი და მოთხოვნილებების შეზღუდვა

ბეზილ მარინის კითხვა: „რომელი ასკეტიზმის ან დისციპლინის რეკომენდაციას აძლევთ რუს მართლმადიდებელ მეწარმეს, რომელიც მზადაა ემსახუროს საზოგადოებას?“

ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას, პატრიარქი კირილმა საინტერესო განსაზღვრება მისცა ასკეტიზმს: „ქრისტიანული ასკეტიზმი - მაღალი შინაგანი დაძაბულობის, რომელიც განპირობებულია ქრისტეს მცნებების შესრულებისადმი სწრაფვით, შეთავსების ხელოვნება თანამედროვე ცხოვრების რეალიებთან“.

აქ არის ბევრი რამ დასაფიქრებელი. ბევრი მორწმუნე, რომელიც გაეცნო დიდი ქრისტიანი მოღვაწეების: ანტონის, მაკარის, პიმენის ქმნილებებს, რომელთაც ეკლესიამ უწოდა „დიდი“ და ასევე სხვა მამების ქმნილებებს,  სვამდნენ კითხვას: როგორ შეიძლება მათი გამოყენება თანამედროვე ცხოვრებაში? უწმინდესი პატრიარქის, კირილის სიტყვები გვეხმარება ვიპოვოთ პასუხი ამ კითხვაზე. ჯერ ერთი, ის ამბობს იმაზე, რომ ასკეტიზმი არის ხელოვნება და არა ბრმა კოპირება. მეორეც, ეს შინაგანი სულიერი დაძაბულობაა, ერთგვარი სულიერი მდგომარეობა, როცა ის არაა მოდუნებული და დამშვიდებული საქმეების მიმდინარე მდგომარეობით, არამედ პირიქით ისწრაფვის რაიმესკენ, სურს რაიმეს მიღწევა და მზადაა ამისთვის გარკვეული ძალისხმევა გამოიყენოს. მესამე, ის, რისკენაც ისწრაფვის სული არის ქრისტეს მცნებების შესრულება, როგორც უფლისადმი სიყვარულის გამოვლინება. „თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი“ (იოან. 14:15), - განაცხადა უფალმა. და მეოთხე, ასკეტიზმის კონკრეტული ფორმები დამოკიდებულია თანამედროვე ცხოვრების რეალიებზე. ისინი, ბუნებრივია, სხვაგვარია, ვიდრე წმინდა მამებთან, შესაბამისად, თანამედროვე ასკეტიზმის ფორმები განსხვავებული იქნება, ამასთან დარჩებიან რა უფლისა და მოყვასისადმი სიყვარულის თაობაზე ქრისტეს მცნებების შესრულებად.

რამდენადაც კითხვა დაისვა მეწარმეობის კონტექსტში, წმინდა პატრიარქი იძლევა პრაქტიკულ დარიგებებს, თუ როგორ შეუძლია ბიზნესმენს შეუდგეს ამ ასკეტურ საქმიანობას: „ნებისმიერი გზა იწყება პირველი ნაბიჯიდან. დაე, ეს პირველი ნაბიჯი იყოს მეწარმისთვის უახლოესი ტაძრისადმი, საბავშვო ბაღისადმი, ახალგაზრდა დედებისა და სხვა ადამიანების დახმარების ცენტრისადმი გაცნობიერებული დახმარება, რომლებიც ნორმისგან შორეულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში იმყოფებიან“.

და „ფორბს ფრანსის“ კორესპონდენტისთვის, ალბათ, ყველაზე გასაკვირი იყო ის, რომ უწმინდესმა მისი ყურადღება მიაპყრო იმას, რომ ასკეტიზმს თავისთავად არ გააჩნია არანაირი ფასეულობა: „უნდა გვახსოვდეს, რომ ასკეტურობა მხოლოდ საშუალებაა, რომელიც ადამიანში მოყვასისადმი სიყვარულს ზრდის. თუ ასკეზა არის, მაგრამ არ გვაქვს სიყვარული და სურვილი დავეხმაროთ მოყვასს, თვითშეზღუდვები უაზრობაა“. უფრო მეტიც, ასკეტიზმი სიყვარულის გარეშე შეიძლება გახდეს დაღუპვის მიზეზი: „ცნობილია ისინიც, ვისთვისაც პირადი ასკეზა ხდება ერთგვარი თვითმიზანი, სიამაყის გამოხატულება“.

შეიძლება გავაგრძელოთ ეს აზრი და ვთქვათ ღირსი სერაფიმე საროველის სიტყვები; „ლოცვა, მარხვა, სიძვა და ნებისმიერი სხვა ქრისტიანული საქმიანობა, რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს თავისთავად, წარმოქმნიან აუცილებელ საშუალებებს მის მისაღწევად.  ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების ჭეშმარიტი მიზანი უფლის სულიწმინდას მოხვეჭაშია?“ პატრიარქმა ამაზე არაფერი თქვა და შესაძლოა, ეს იყო ძალიან ამაღელვებელი ბიზნეს-გამოცემის კორესპონდენტისთვის.

უნდა გვახსოვდეს, რომ ასკეტურობა მხოლოდ საშუალებაა, რომელიც ადამიანში მოყვასისადმი სიყვარულს ზრდის.  თუ ასკეზა არის, მაგრამ არ გვაქვს სიყვარული და სურვილი დავეხმაროთ მოყვასს, თვითშეზღუდვები უაზრობაა“.

                                                                პატრიარქი კირილი

 კითხვა 5: კაპიტალიზმი და ოჯახი

კითხვა დასმულ იქნა იმდენად საინტერესო ფორმით, რომ ის სრულად უნდა მოვიყვანოთ.

 ბეზილ მარინი: „თუ 1970-იან წლებში დასავლეთის კაპიტალიზმი აწარმოებდა საოჯახო გამოყენების პროდუქტებს, ისეთებს, როგორიცაა ოჯახური ფილმები, სოჯახო ბინები, სამაგიდო თამაშები ოჯახებისთვის, ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში გაჩნდა მომხმარებლობა და მოხმარების უფრო ინდივიდუალიზებული მოდელები. ბინები ნაკლებია, გაცნობის საიტები ემსახურებიან მარტოხელებს, ხოლო სმარტფონები, ბოლო ათწლეულის სიმბოლო, წარმოადგენს უფრო არსებით პირად ნივთს. ეს ტენდენცია კიდევ უფრო ხისტი იყო პოსტკომუნისტურ რუსეთში, ამასთან, მთელი ევოლუცია ბოლო ოცი წლის განმავლობაში მოხდა. წარმოადგენს ეს განვითარება გარდაუვალს? როგორ უნდა მოხდეს კაპიტალიზმისა და ოჯახის შერიგება?“

წმინდა პატრიარქი დაეთანხმა  საკითხის ასეთ დასმას და აღნიშნა, რომ ოჯახში ადამიანმა აუნდა გაითვალისწინოს მისი ახლობლების აზრი, რაღაცა დაუთმოს მათ, ამასთან იქცევა რა მისი სურვილებისა და პრიორიტებების მიხედვით, ხოლო ინდივიდუალიზებული გამოყენების დროს მას შეუძლია სრულად დააკმაყოფილოს სწორედ მისი სურვილები და ჟინი, არ აქცევენ  ყურადღებას მოყვასის მოთხოვნილებებს. ბიზნესის ასეთი პარაზიტირება ეგოიზმის გრძნობაზე იღებს მაქსიმალურ მოგებას დღეს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ესაა განვითარების ჩიხური გზა. უწმინდესმა პატრიარქმა ეს ძალიან მარტივად განმარტა: „კაპიტალიზმისთვის არის „პატარა“ პრობლემა: ეგოისტები არ მრავლდებიან. მათ ეს არ სჭირდებათ. მომხმარებლების რაოდენობა მცირდება, ცხოვრების მაღალი ხარისხის დროსაც ადამიანი მოკვდავია. ამდენად, კაპიტალიზმს, რომელსაც შეუძლია „ადამიანების წარმოება“, ახალისებს რა ოჯახურ ფასეულობებს, უწევს ახალი მომხმარებლების გარედან შემოყვანა. იმ რეგიონებიდან, სადაც მოქმედებს ქცევის სხვა მოდელები. ისევ მათგან სარგებლის მისაღებად. ეს არის დაღმავალი სპირალი, რომელიც აუცილებლად კრახით დასრულდება“.

აქედან დასკვნა - ერთადერთი გამოსავალი, როგორც ბიზნესისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის - ეს არის „იმის გაგება, რომ ოჯახი არის ბაზისური ფასეულობა და არა საქონელი ან მომსახურება. მასში უნდა ჩაიდოს რესურსები, მატერიალური, მორალური, ის უნდა დაიცვას და მხარი დაუჭიროს.  ასეთ დასკვნამდე მიდის სულ უფრო მეტი ადამიანი დასავლეთის ქვეყნებშიც, აცნობიერებენ, რომ ტრადიციული ოჯახის გარეშე შეუძლებელია კაცობრიობის მომავალი“. ჯერჯერობით ასეთი ადამიანები დასავლეთში და ჩვენს ქვეყნებში ცოტაა, რათა მათ შეძლონ ოჯახის ინსიტუტის და სხვა ტრადიციული ფასეულობები საზოგადოებაში დომინირებადად ქცევა. უფრო პიქირით, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ინგრევა გეგმაზომიერად ოჯახის ინსტიტუტი, მას ცვლის ნებისმიერი სუროგატი და გაუკუღმართება, არ გვინდა გვჯეროდეს, რომ უახლოეს მომავალში პატრიარქ კირილის სიტყვები აღმოჩნდება წინასწარმეტყველური და კაცობრიობა დაუბრუნდება თავის ტრადიციულ წყობას და ჭეშმარიტ ფასეულობებს.

ტრადიციული ოჯახის გარეშე შეუძლებელია კაცობრიობის მომავალი.

                                                           პატრიარქი კირილი

ზოგიერთი ზოგადი დასკვნა

ჯერ ერთი, იმ საკითხების მიხედვით, რომლებიც დაისვა უწმინდესი პატრიარქის კირილის მისამართით, ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთის საზოგადოება მართლმადიდებლობას ინტერესით უდგება. უმსხვილესი ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერისგან ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური ჟურნალების აუდიტორიას სურს გაიგოს, თუ როგორ უდგება ეკლესია ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფენომენებს: მევახშეობა, მოხმარება, მომგებიანობა და ა.შ. პატრიარქისგან სურთ გაიგონ, რა ეკონომიკური მოდელი უნდა აიღოს კაცობრიობამ შეიარაღებაზე.

მეორე, თანამედროვე სეკულარული საზოგადოების წარმომადგენლები და რელიგიური მსოფლმხედველბის მქონე ადამიანები სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, მათ შორის, მათ სხვადასხვა ფასეულობა აქვთ, განსხვავებული წარმოდგენა ყოფის კანონების შესახებ და განსხვავებული თვალსაზრისი ადამიანის არსებობის მიზნებზე. ერთის მხრივ, ეს დაბრკოლებაა ურთიერთობისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ - ქრისტიანობის ქადაგების შესაძლებლობა.

მესამე, დასავლეთის საზოგადოების წარმომადგენლებთან და დასავლური ლიბერალური მენტალიტეტის მატარებლებთან შეიძლება და საჭიროა საუბარი. მათ სჭირდებათ ქრისტიანობის ფუძემდებლური პრინციპების ახსნა, სახარებისეული ჭეშმარიტების განმარტება და ამასთან, იმითი არდაკავება, რასაც სახარებაში ეწოდება „ღორებისთვის მარგალიტების დაყრა“. დიახ, ამისთვის საჭიროა გარკვეული ხელოვნება, მაგრამ მისიონერობა არასდროს არ იყო მარტივი საქმე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ