მემკვიდრის ძიებაში: პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი აშშ-ში და მისი შედეგები
ფანარიონზე განიხილავენ იერარქების კანდიდატურებს, რომლებიც შეცვლიან ბართლომეს. შესაძლოა,რომ აშშ-ში ის გაემგზავრა საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად. გადაწყდა თუ არა საკითხი?
ის, რომ პატრიარქი ბართლომე ავადაა - დიდი ხანია ცნობილია. თუმცა, მხოლოდ ბოლო ხანებში, ფანარიონზე და ასევე ბერძნულენოვან პრესაში მტკიცედ ცირკულირებს ჭორები იმის თაობაზე, რომ პატრიარქი ბართლომე ძალიან მალე გადადგება.
ამ ხმებს ბიძგს აძლევს ფანარიონის მეთაურის მოულოდნელი ჰოსპიტალიზაცია აშშ-ში მისი ბოლო ვიზიტის დროს. ვერ მოასწრო ამერიკაში ჩასვლა, 23 ოქტომბერს კონსტნანტინოპოლის პატრიარქი ვაშინგტონის საავადმყოფოში დაწვა. ჰოსპიტალიზაციის ოფიციალურ მიზეზად დასახელდა გადაღლილობა ხანგრძლივი ფრენის შემდეგ, მაგრამ ხშირად ხვდებიან თვითმფრინავის მგზავრები რეისის შემდეგ საავადმყოფოში? სხვათაშორის, უკვე 25 ოქტომბერს, ფანარიონის მეთაურმა დატოვა საავადმყოფო და რიგი შეხვედრა ჩაატარა აშშ-ს პირველ პირებთან, მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან და სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაურთან - ენტონი ბლინკენთან. თუმცა, 3 ნოემბერს ის ხელახლა მოათავსეს ჰოსპიტალში. ამჯერად უფრო კონკრეტული მიზეზით - გულზე ოპერაციით. პატრიარქმა სტენტირება გადაიტანა და მალე სტამბულში დაბრუნდა.
საინტერესოა, რომ ამერიკაში პატრიარქმა ბართლომემ, მინიმუმ ორჯერ განაცხადა, რომ ყოველთვის „ფიქრობს გონებაში შესაძლო გადადგომაზე“. ყველაფრის შემდეგ, რაც მას გადახდა, მსგავსი განცხადებები გასაკვირი არაა. სწორედ ეს განცხადებები, პლუს რეალური პრობლემები ჯანმრთელობასთან გახდა კონსტანტინოპოლის ეკლესიის ტახტზე მალე ცვლილების შესახებ ხმების გავრცელების მიზეზი.
თუმცა, 12 ნოემბერს, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, პატრიარქმა, ფანარიონის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, „უარყო მისი ხმები ჯანრმთელობის მდგომარეობის გამო გადადგომასთან დაკავშირებით“. ცეცხლში ნავთი დაასხა აშშ-ში ფანარიოტული არქისაეპისკოპოსოს მეთაურმა, რომელმაც განაცხადა, რომ ღმერთმა მიიყვანა ბართლომე აშშ-ში, რათა მან კიდევ 30 წელს მართოს. ჩვეულებრივ ასეთი „დამამშვიდებელი“ ფრაზები მეტყველებს იმაზე, რომ ჯანმრთელობა ან სიცოცხლე უკვე მილეულია, რადგან ყეველასთვის გასაგებია, რომ ბართლომე, რომელიც უკვე 81 წლისაა, ალბათ ვერ მიაღწევს 111. ელპიდოფორის სიტყვებით, „აღმოჩნდა, რომ პატრიარქი ავადაა და მან, რასაკვირველია, იცოდა ამის შესახებ. ჩვენ ამის შესახებ ახლა გავიგეთ და მთელი ჩვენი, არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ბერძნული ძალების მობილიზაცია გავაკეთეთ“.
აშშ-ში პატრიარქმა ბართლომემ, მინიმუმ ორჯერ თქვა, რომ ყოველთვის „ფიქრობს გონებაში შესაძლო გადადგომის თაობაზე“.
არქიეპისკოპოს ელპიდოფორის გამონათქვამებზე დაკვირვებისას, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის ცდილობს თავის მართლებას, პასუხისმგებლობის მოხსნას პატრიარქის ორი ჰოსპიტალიზაციის გამო. რადგანაც, აშშ-ში მცხოვრებმა ბერძნებმა მეორე ჰოსპიტალიზაციაში ბრალი დასდეს სწორედ არქიეპისკოპოს ელპიდოფორს. თითქოსდა, მან 81 წლის პატრიარქისთვის ძალიან მჭიდრო გრაფიკი შეიმუშავა, რომელიც კინაღამ მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. თუმცა, ფანარიონის მეთაური მშვიდობიანად დაბრუნდა სახლში, თურქეთში და ახლა ბერძნულენოვან გარემოში მუსირებს კითხვა - აშშ-ში ვიზიტი მხოლოდ სამწყემსო იყო თუ ის სხვა მიზნებსაც ისახავდა?
შესაძლოა, ფანარიონის მეთაური, ჰქონდა რა პრობლემები ჯანმრთელობასთან, მოფრინდა, რათა პირადად დაენახა აშშ-ში არქიეპისკოპოს ელპიდოფორის საქმიანობის შედეგები და მიეღო მისთვის რაიმე გადაწყვეტილება.
ელპიდოფორი და ემანუელი
აქ საჭიროა ორი შენიშვნის გაკეთება.
ჯერ ერთი, ფანარიონთან დაახლოებულ წრეებში, ამტკიცებენ, რომ პატრიარქი ბართლომე მზადაა ძალაუფლების გადაბარებისთვის. თუმცა, რამდენადაც სიტუაცია პატრიარქის შეცვლასთან დაკავშირებით საკმაოდ იშვიათია მართლმადიდებლობაში (თუ მეტს არაფერს ვიტყვით), მაშინ მისი გადწაყვეტა მოხდება არატრივიალური გზით. პატრიარქ ბართლომეს ექნება უფლება თავად აირჩიოს მემკვიდრე, რომელსაც შემდეგ მხოლოდ დამტკიცება მოუწევს სინოდის გადაწყვეტილებით. ამიტომაც პატრიარქ ბართლომეს არჩევანს ასეთი დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
მეორე, იმავე წრეებში მთავარ კანდიდატებს შორის ახსენებენ ორ ადამიანს: ზემოთ აღნიშნულ ამერიკელ არქიეპისკოპოს ელპიდოფორს (ლამბრიანიადისი) და ქალკიდონის მიტროპოლიტ ემანუელს (ადამაკისი). პირველ და მეორე კანდიდატსაც საკმაოდ სერიოზული კოზირი აქვთ, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოჩნდეს, როგორც თავად პატრიარქის, ასევე სხვა „მოთამაშეების“ სახელოდან.
ადამაკისი - ფანარიონის მეტაურის ოდინდელი ფავორიტი. სწორედ ის დანიშნა კონსტანტინოპოლის ეკლესიის სინოდმა საპატრიარქოში მნიშვნელობით მეორე - ქალკედონის კათედრაზე, ამასთან მიანიჭა რა მას „გერონდა-მიტროპოლიტის“ ტიტული. ადამაკისს მხარს უჭერენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქები, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ. მას თვლიან რბილ და დამთმობ ადამიანად, ნამდვილ დიპლომატად და ევროპელად და უწოდებენ ფანარიონის „საგარეო საქმეთა მინისტრად“. ადამაკისი ნამდვილი ბერძენია, რომელიც კრეტაზე დაიბადა (ლამბრინიადისისგან - ეთნიკური ქურთისგან განსხვავებით), ხარისხშია 1985 წლიდან, 1996 წელს ის ეპისკოპოსი გახდა. სწორედ ამ იერარქის წყალობით გადაეცა ტომოსი მეუ-ს, სწორედ მან გაანადგურა ფაქტიურად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დასავლეთ-ევროპის არქისაეპისკოპოსო, ხელი შეუწყო ფანარიონზე მის სრულ დამოკიდებულებას. თუმცა, ემანუელს ძალიან არსებითი „მინუსიც“ გააჩნია - ის არაა თურქეთის მოქალაქე. რასაკვირველია, ისტორიაში იყო შემთხვევები, როცა პატრიარქის ტახტზე კანდიდატებმა მიიღეს თურქეთის მოქალაქეობა ვაშინგტონიდან ზარის განხორციელებიდან რამოდენიმე საათის განმავლობაში, თუმცა, აქ სხვა შემთხვევაა.
საქმე იმაშია, რომ თეთრი სახლი ელპიდოფორის (ლამბრინიადისი) მხარესაა. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ამ იერარქს უშუალო კავშირი გააჩნია ამერიკის მთავრობის ზედა შრეებთან. თავისი კავშირების წყალობით ლამბრიანიდისი ხელს უწყობდა საბერძნეთის პრეზიდენტისა და პატრიარქ ბართლომეს შეხვედრებს აშშ-ს პრეზიდენტთან. გარდა ამისა, უკვე დიდი ხანია ცირკულირებს ხმები იმის შესახებ, რომ ამერიკის მთავრობა იყენებს ელპიდოფორს ერდოღანთან მოლაპარაკებებისთვის. მითუმეტეს, რომ თავად აშშ-ს არქიეპისკოპოსი წინააღმდეგი არაა არა მხოლოდ კიდევ ერთხელ შეხვდეს თურქეთის პრეზიდენტს, არამედ მიიღოს მონაწილეობა მისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებშიც.
ასე, მაგალითად, ცოტა ხნის წინ ლამბრიანიდისმა ერდოღანთან და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის მეთაურთან ერსინ ტატართან (რომელსაც არავინ აღიარებს თურქეთის გარდა) ერთად, გაჭრა წითელი ლენტი ნიუ-იორკში „თურქული სახლის“ გახსნაზე. ამ ნაბიჯმა ნამდვილი ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორც ბერძნების, ასევე კვიპროსელების მხრიდანაც. ვნებათაღელვა, რამაც გამოიწვია საბერძნეთის პრეზიდენტის კირიაკოს მიცოტაკისისა და კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის შეხვედრების გაუქმება არქიეპისკოპოს ელპიდოფორთან (მართალია, მოგვიანებით, შეხვედრა მაინც შედგა). ელპიდოფორის მცდელობები აეხსნა მისი ყოფნა თურქეთის ლიდერთან და ფსევდოსახელმწიფოს მეთაურთან ერთობლივ ღონისძიებაზე, ფანარიონის „განსაკუთრებული“ მდგომარეობით, რომელიც იძულებულია დააბალანსოს თურქებსა და ბერძნებს შორის, სიტუაცია ვერ იხსნა. ბერძნები, როგორც აშშ-ში, ასევე თავად საბერძნეთში თვლიან, რომ ამ „განსაკუთრებული სტატუსით“ არ შეიძლება შენიღბვა, რამდენადაც მსგავსი ნაბიჯები არ გადაუდგამს ელპიდოფორის წინამორბედ არქიეპისკოპოს იაკობს (რომელიც მეთაურობდა არქისაეპისკოპოსოს თითქმის 37 წლის განმავლობაში - 1959 წლის 14 თებერვლიდან 1996 წლის 29 ივლისამდე).
უფრო მეტიც, აშშ-ში ფანარიონის არქისაეპისკოპოსადმი დაახლოებულ წრეებში ამტკიცებენ, რომ ერდოღანის მოსაწვევის მიღების გადაწყვეტილება ელპიდოფორის მიერ მიღებულ იქნა პატრიარქ ბართლომესთან კონსულტაციების გარეშე. მიზეზი მარტივია - ამერიკის არქიეპიკოპოსი საჭიროებს თურქეთის ხელისუფლების მხარდაჭერას, „როცა ღია იქნება საკითხი მსოფლიო პატრიარქის მემკვიდრეობის შესახებ“. თუმცა, თურქეთისა და თეთრი სახლის მხარდაჭრის მოპოვებისას, ამერიკის არქიეპისკოპოსი თანდათან კარგავს გავლენას აშშ-ს ბერძნულენოვან წრეებში, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ „არ შეიძლება თურქეთისთვის არანაირი მომსახურების გაწევა“ და ელპიდოფორის ყოფნას ამერიკის არქისაეპისკოპოსოს მეთაურის სახით, თვლიან პრობლემატურად. მასვე ახსენებენ მის საკუთარ სკანდალურ ინტრონიზაციას და ბოსტონიდან და ნიუ-ჯერსიდან ორი მიტროპოლიტის გადაყენებას (მართალია, ბოსტონის მიტროპოლიტი დაბრუნდა 500 000 დოლარის ქრთამის გამო - თუმცა, ეს სულ სხვა ისტორიაა).
ამერიკის არქიეპისკოპოსს სჭირდება თურქეთის ხელისუფლების მხარდაჭერა, „როცა ღია იქნება საკითხი მსოფლიო პატრიარქის მემკვიდრეობის შესახებ“.
ან - ან?
სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება იმითაც, რომ მიტროპოლიტ ემანუელსა და არქიეპისკოპოს ელპიდოფორს შორის არსებობს, თუ პირადი მტრობა არა, მინიმუმ ამბიციების სერიოზული დაპირისპირება. მაგალითად, 24 ოქტომბერს ანუ მაშინ, როცა პატრიარქი ბართლომე საავადმყოფოში იმყოფებოდა, აშშ-ში ჩავიდა მიტროპოლიტი ემანუელი, რომელიც მეთაურობდა ღვთისმსახურებას წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში.
ამ ღვთისმსახურების ყველა ფოტოზე გამოსახულია პირქუში და უკმაყოფილო არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი. ზეიმზე მყოფები ამტკიცებენ, რომ მართალია, ორივე იერარქი ახდენდა „ერთიანობის“ დეკლარირებას პატრიარქ ბართლომეს მოულოდნელი ავადმყოფობის ფაქტის წინაშე, სინამდვილეში არქიეპისკოპოს ელპიდოფორს „ეშინია“ მიტროპოლიტ ემანუელის. ისინი, ვინც მას უკვე სასტუმრო „Mayflower”-ში შეხვდა, ამტკიცებდნენ, რომ „ის ჰგავდა მხეცს გალიაში“.
უფრო მეტიც, პატრიარქ ბართლომესთან დაახლოებული ადამიანები თვლიან, რომ მიტროპოლიტი ემანუელი არის ადამიანი, „რომელიც წყვეტს პრობლემებს“, ხოლო არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი - ადამიანი, „რომელიც მათ ქმნის“. ამიტომაც პატრიარქ ბართლომესთვის უპირატესობის საკითხი თითქოსდა გადაწყვეტილია. მითუმეტეს, რომ აშშ-ში მისი ვიზიტის დროს, ფანარიონის მეთაურმა რამოდენიმეჯერ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები წარმოადგენს კონსტანტინოპოლის ეკლესიის ერთ-ერთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ეპარქიას, უწოდა რა ამასთან, არქიეპისკოპოს ელპიდოფორს ეგზარქოსი.
ამავე დროს, ფანარიონზე იძულებულნი იყვნენ ეღიარებინათ, რომ ხანმოკლე დროში ელპიდოფორმა თითქმის მოახერხა სამი ძირითადი პრობლემის გადაჭრა ამერიკის საეპისკოპოსოში: წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის, ბოსტონის საღვთისმეტყველო სკოლისა და სამღვდელოების საპენსიო ფონდის მშენებლობა.
ამასთან, უგერგილოდ აღნიშნავენ, რომ ლამბრიანიდისმა გადაწყვიტა კიდევ ერთი „პრობლემა“ - პატრიარქ ბართლომეს მატერიალური მდგომარეობა. ყველაზე მიახლოებითი დაანგარიშებით, „პატრიარქ ბართლომეს ფონდი“, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა არქიეპისკოპოს ელპიდოფორის მიერ, ამ მომენტისთვის ითვლის დაახლოებით 30 მილიონ დოლარს, რაც უზრუნველყოფს ფანარიონის ამჟამინდელი მეთაურის არა მხოლოდ უზრუნველ არსებობას, არამედ მას მისცემს საშუალებას „დაკავდეს ქველმოქმედებით“, რათა დატოვოს „კვალი“ ისტორიაში.
შესაძლოა, სწორედ ამიტომ ამერიკაში მისი ტურნეს დროს პატრიარქმა ბართლომემ რამოდენიმეჯერ ახსენა მაამებლურად ელპიდოფორის „ადმინისტრაციული და სულიერი ნიჭი“, ხაზი გაუსვა რა, რომ „მან ბევრი რამ ისწავლა ჩემგან“.
ამერიკელი ბერძნები ხშირად, ხოლო ბოლო დროს - ძალიან ხშირად, სვამენ ერთსადაიმავე კითხვას: რატომ უნდა გადავიხადოთ უზარმაზარი თანხები ფანარიონის ხაზინაში?
ამავე დროს ფანარიონის მეთაური მუდმივად აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მას სჭირდება აშშ-ში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს „სტაბილურობა“. აკი, ბერძნული დიასპორის ავტოკეფალიური განწყობები და გავლენიანი და აქტიური ნაწილის სურვილი მიიღოს დამოუკიდებლობა „სტამბულის პატრიარქისგან“, არსად გამქრალა. ამერიკელი ბერძნები ხშირად, ხოლო ბოლო დროს - ძალიან ხშირად, სვამენ ერთსადაიმავე კითხვას: რატომ უნდა გადავიხადოთ უზარმაზარი თანხები ფანარიონის ხაზინაში? მაგალითად, მხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არხონტები ფანარიონს უხდიან დაახლოებით 3 მილიონ დოლარს წელიწადში, ხოლო აშშ-ში ფანარიონის არქისაეპისკოპოსო - წელიწადში 1,5 მილიონს. და ეს მხოლოდ მაშინ, თუ ვისაუბრებთ ოფიციალურ თანხებზე. ამ სიტუაციაში ელპიდოფორის ამერიკიდან გაშვება, დიდი ალბათობით, ნიშნავს მის დაკარგვასაც. გამოსავალი? საპატრიარქო ტახტის აშშ-ში გადატანა ან სხვა კანდიდატის არჩევა.
პრობლემა ბევრია, გადაწყვეტილებები კი არაა?
პატრიარქ ბართლომეს მემკვიდრის არჩევის საკითხში გონებაში უწევს ფიქრი არა მხოლოდ ამერიკაზე, მისი ყველაზე დიდი პრობლემა იქ არაა. ყველაზე დიდი პრობლემა არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და მეუ-ს აღიარება სხვა ადგილობრივი ეკლესიების მხრიდან. მეორე პრობლემა არის კრეტას ეკლესია, რომელშიც ამ დრომდე არანაირად არ გადაჭრილა წინამძღოლის მემკვიდრის საკითხი. მესამე პრობლემა არის ელადის ეკლესია, რომელიც მთელი თავისი მოქმედებებით გვიჩვენებს, რომ დიდი სურვილი აქვს მიიღოს სრული და არა დეკლარირებული დამოუკიდებლობა ფანარიონისგან. ამ პრობლემებთან მოუწევს გამკლავება კონსტანტინოპოლის ახალ პატრიარქს. გამოდგება კი ამ საკითხების გადასაჭრელად არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი? საეჭვოა. დიახ, ამ ადამიანს გააჩნია კომუნიკატორის რეპუტაცია, მაგრამ, როგორც ზემოთ აღინიშნა, ის მეტად უწყობს ხელს იმას, რომ შეიქმნას პრობლემები, ვიდრე გადაჭრას ისინი.
ამიტომაც, ფანარიონის მომავალი მეთაურის პოსტზე უფრო მისაღებ კანდიდატად მოიაზრება ქალკიდონიის მიტროპოლიტი ემანუელი. თუ, რასაკვირველია, არ ჩაერევა რაიმე გაუთვალისწინებელი გარემოებები. მაგალითად, ჩრდილიდან კიდევ ერთი კანდიდატის - პრინკიპონისის მიტროპოლიტ დიმიტრის (კომატასი) გამოჩენა, რომელსაც მხარს უჭერს თურქეთში მცხოვრები იერარქების უმრავლესობა.
ამდენად, პატრიარქ ბართლომეს წინაშე (თუ ის მაინც გადაწყვეტს გადადგომას) ძალიან რთული საკითხი დგას - გადაწყვიტოს, ვინ გახდება მისი მემკვიდრე. მას პატრიარქის ტახტი დიდი ხანია უკავია და მას დატოვებს უამრავი პრობლემით, იმათზე მეტით, ვიდრე ის სხვა პატრიარქებს დაუტოვებიათ. განხეთქილება ეკლესიაში, ურთიერთობა არახელდასმულ სქიზმატიკოსებთან, უკმაყოფილება დიასპორაში, ურთიერთგაგების უქონლობა ბერძნულენოვან საეკლესიო სამყაროში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ავტორიტეტის დაცემა მთლიანობაში - ასეთ „შთამბეჭდავ“ ნუსხას უტოვებს პატრიარქი ბართლომე თავის მემკვიდრეს. და იქნება ის პოლიტიკოსი, რომელიც იერარქის ტოგაშია გახვეული (არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი) თუ იერარქი, რომელიც ცდილობს პოლიტიკოსობას (მიტროპოლიტი ემანუელი), ჩვენთვის, ქრისტეს ეკლესიის მორწმუნე ადამიანებისთვის, მნიშვნელობა არა აქვს. რადგანაც, ვინც არ უნდა დაიკავოს პატრიარქის ტახტი სტამბულში, ის შეეცდება შეინარჩუნოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს „ტრადიციები“, რომლებიც, სამწუხაროდ, ბოლო დროს, დადის იქამდე, რომ გაგლიჯოს ქრისტეს ქიტონი და არა შეკრას ის.