კონფერენცია კიევში: ნაბიჯი „კონსტანტინოპოლის პაპიზმის“ ერესის განხილვისკენ

21 November 2021 18:00
106
კონფერენციაზე „კონსტანტინოპოლის პაპიზმს“ დაუპირისპირეს ეკლესიის ერთიანობის პრინციპი. ფოტო:  СПЖ კონფერენციაზე „კონსტანტინოპოლის პაპიზმს“ დაუპირისპირეს ეკლესიის ერთიანობის პრინციპი. ფოტო: СПЖ

კონფერენციაზე შეეხნენ ბართლომეს პაპიზმის ერესის საკითხს,რომელსაც პრეტენზია გააჩნია სტატუსზე „პირველი თანასწორთა შორის“ და მას დაუპირისპირეს ეკლესიის ერთიანობის პრინციპი.

2021 წლის 11 ნოემბერს კიევ-პეჩორის  მიძინების სახელობის ლავრაში შედგა საერთაშორისო კონფერენცია „ეკლესიის ერთიანობა: საღვთისმეტყველო, კანონიკური და ისტორიული განზომილებები“. ეს ღონისძიება უნდა იქნეს განხილული სხვა მოვლენების კონტექსტში, რომელთა ზოგადი მიმართულება შეიძლება აღწერილ იქნეს, როგორც ერესის მიერ „კონსტანტინოპოლის პაპიზმის“ აღიარების პროცესი საერთო ეკლესიურ დონეზე.

თუ გავიხსენებთ მართლმადიდებელი სამყაროს რეაქციას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების ლეგალიზაციაზე, შეიძლება შევნიშნოთ, რომ ეს იყო პროტესტი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კონკრეტული ანტიკანონიკური მოქმედებების წინააღმდეგ: ფილარეტის „რეაბილიტაცია“, ეპისკოპოსების სახით კანონიერი ქიროტონიის გარეშე მყოფი პირების დამტკიცება, უკრაინის „ანექსია“ მოსკოვის საპატრიარქოსგან და ა.შ. თუმცა, არავის აღუნიშნავს, რომ მსგავსი მოქმედებები შესაძლებელი გახდა ფანარიონში ახალი სწავლების წარმოქმნის გამო, რომელიც გულისხმობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს განსაკუთრებული და გამონაკლისი უფლებამოსილებების არსებობას ეკლესიის მართვის თაობაზე. სწორედ ამ ახალი ეკლესიოლოგიის „წყალობით“ შესაძლებელი გახდა უკრაინაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ანტიკანონიკური გადაწყვეტილებები უკრაინის თაობაზე. მაგალითად, რმე-ს წმინდა სინოდის განცხადებაში, რომელშიც რმე-მ შეწყვიტა ევქარისტული ურთიერთობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, არაფერია ნათქვამი „პირველი თანასწორთა შორის“ იდეოლოგიაზე, რომელიც გახდა ამ მოქმედებების მიზეზი. იგივე შეიძლება ითქვას უმე-ს 2018 წლის 13 ნოემბრის ეპისკოპოსთა კრების გადაწყვეტილებებზე.

მეუ-ს წარმოქმნიდან გარკვეული ხანი შესაძლებლად ითვლებოდა მართლმადიდებლობაში წარმოქმნილი განხეთქილების მოგვარება „უკრაინის საკითხის“ საეკლესიო კრების გადაწყვეტილების გზით. კონსტანტინოპოლს ჰქონდა შანსი რაღაც ფორმით მოეხდინა თავისი გადაწყვეტილებების დეზავუირება, წასულიყო გარკვეულ კომპრომისებზე და დაებრუნებინა სტატუს-კვო, რომელიც არსებობდა მის ანტიკანონიკურ მოქმედებებამდე. თუმცა, ფანარიონმა ეს შანსი არ გამოიყენა, არამედ პირიქით,  კიდევ უფრო მეტად მოიმწყვდია თავი კუთხეში, თრგუნავდა რა თავის გადაწყვეტილებებს ძალით.

2020 წლის 16 თებერვალს, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილეს ინიციატივით იორდანიის დედაქალაქ ამანში შედგა მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლთა და წარმომადგენელთა კრება. ამ შეხვედრაზე ასევე საუბრობდნენ უკრაინაში, ჩერნოგორიასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში საეკლესიო სიტუაციის მოგვარების ხერხებზე. თუმცა, ფანარიონის პრეტენზიები მართლმადიდებლობაში უზენაესობის თაობაზე განხილვის დროს მოექცა კრიტიკის ქვეშ, მაგრამ საბოლოო დოკუმენტში ამის შესახებ არც ერთი სიტყვა არაა ნათქვამი. უმეტესწილად, ამ ამანურმა შეხვედრამ არ მოიტანა არანაირი მნიშვნელოვანი შედეგები, დიალოგისადმი საყოველთაო მოწოდების გარდა. პატრიარქმა ბართლომემ კრება მკვეთრი კრიტიკის ქვეშ მოაქცია, განაცხადა რა, რომ მხოლოდ მას აქვს უფლება მოიწვიოს მსგავსი კრება.

იმ დროიდან ფანარიონის მეთაურისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სხვა მღვდელმთავრების მოქმედებები და განცხადებები კიდევ უფრო აღრმავებს სიტუაციას და ადასტურებს ახალი ფანარიოტული ეკლესიოლოგიის წინსვლაში სიჯიუტეს, რომელსაც სულ უფრო ხშირად უწოდებენ „კონსტანტინოპოლის პაპიზმს“. პატრიარქი ბართლომე არ ფიქრობს რაიმე ხერხს მიმართოს იმისთვის, რომ დაძლიოს მართლმადიდებლობაში წარმოქმნილი განხეთქილება. როგორც გვატყობინებს გამოცემა „Makeleio”, 2021 წლის 29 ოქტომბერს ნიუ-იორკში გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ მას „ფეხებზე ჰკიდია“ მისი სახელის რმე-ს დიპტიხიდან ამოღება.

ამის პარალელურად, ფანარიონი სულ უფრო აქტიურად სწევს წინ ვატიკანთან გაერთიანების თემას უახლოეს მომავალში. ამასთან, ფანარიოტები ღიად საუბრობენ, რომ მთავარ სადისკუსიო საკითხს გაერთიანების გზაზე წარმოადგენს არა დოგმატური განსხვავებები და არა იმის განსხვავებული გაგება, თუ რა არის ხსნა და როგორ მიიღწევა ის, არამედ მომავალ გაერთიანებულ რელიგიურ სტრუქტურაში პირველობის საკითხი.

ყოველივე ამან გამოიწვია ის, რომ ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების უმრავლესობაში დაიწყეს გაცნობიერება - დღევანდელი პრობლემების საფუძველს ეკლესიაში წარმოდგენს „კონსტანტინოპოლის პაპიზმის“ ერესი, რომ ამ ცრუ მოძღვრების დაძლევის გარეშე, შეუძლებელია გადაწყდეს საეკლესიო პრობლემები, როგორც უკრაინაში, ასევე ჩერნოგორიასა და სხვა ქვეყნებში.

ამიტომაც, ადგილობრივ ეკლესიებში სულ უფრო მკაფიოდ აცნობიერებენ - დღის წესრიგში დგას არა იმდენად უკრაინის საკითხის ან სხვა საეკლესიო კონფლიქტის გადაწყვეტის გზების ძიება, რამდენადაც ახალი ფანარიოტული ეკლესიოლოგიის მხილება.

ამიტომაც, ადგილობრივ ეკლესიებში სულ უფრო მკაფიოდ აცნობიერებენ - დღის წესრიგში დგას არა იმდენად უკრაინის საკითხის ან სხვა საეკლესიო კონფლიქტის გადაწყვეტის გზების ძიება, რამდენადაც ახალი ფანარიოტული ეკლესიოლოგიის მხილება.

 2021 წლის სექტემბერში მოსკოვში ჩატარდა კონფერენცია „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და ერთიანობა მართლმადიდებლური სარწმუნოებრივი სწავლების ჭრილში“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს იერუსალიმის, კვიპროსის, რუსეთის, უკრაინის, საქართველოს, სერბეთისა და ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ეკლესიის წარმომადგენლები: „პრეტენზიები განსაკუთრებულ უფლებებსა და პრივილეგიებზე ადრეც იყო გამოთქმული კონსტანტინოპოლის იერარქებისა და ღვთისმეტყველების მიერ, მაგრამ ჯერ კიდევ არასდროს არ ყოფილა გაჟღერებული ასეთი მკაცრი ინტონაციითა და ასეთი რადიკალური განმარტებით, როგორიც დღესაა. საქმე იქამდე მივიდა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს უწოდეს არა პირველი თანასწორთა შორის, არამედ „პირველი თანასწორთა გარეშე“. ამ ახალ ეკლესიოლოგიას არანაირი საფუძველი არ გააჩნია, არც წმინდა კანონებში, არც მთლიანად საეკლესიო თქმულებაში“. ასევე პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ რმე-ს მღვდელმთავართა კრება 2021 წლის ნოემბერში მთელი რმე-ს სახელით კანონიკურ შეფასებას მისცემს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მოქმედებებს. სამწუხაროდ,  მღვდელმთავართა კრება გადატანილ იქნა 2022 წლისთვის კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით.

ამ კონფერენციიდან რამოდენიმე დღის შემდეგ რმე-ს წმინდა სინოდმა შეფასება მისცა პატრიარქ ბართლომეს ვიზიტს კიევში 2021 წლის აგვისტოში. კერძოდ, ითქვა: „უკრაინაში განხეთქილების მხარდაჭერით, პატრიარქმა ბართლომემ დაკარგა მილიონობით მორწმუნეს ნდობა ...პასუხისმგებლობა მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობის რყევაზე მთლიანად ეკისრება პატრიარქ ბართლომეს მისი ანტიკანონიკური მოქმედებების შედეგად“.

ამჟამინდელი კონფერენცია კიევში „ეკლესიის მთლიანობა: საღვთისმეტყველო, კანონიკური და ისტორიული განზომილებები“ წარმოადგენს პროცესის გაგრძელებას, რომლის ჩარჩოებშიც ვლინდება და ყალიბდება ეკლესიის ოდინდელი მოძღვება თავის თავზე და მხილებულია მასთან ფანარიონის დღევანდელი მოქმედებების შეუთავსებლობა. მონაწილეობა კიევში გამართულ კონფერენციაში ასევე მიიღეს ადგილობრივი მართლმადიდებლური: ანტიოქიის, რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ამერიკაში მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა. ამ უკანასკნელს ავტოკეფალურის სახით აღიარებს ხუთი ადგილობრივი ეკლესია, ხოლო დანარჩენი  მას თვლის რმე-ს ნაწილას.

მოვიყვანოთ ჩვენის აზრით, მთავარი განცხადებების მცირე ანალიზი, რომელიც კონფრენციაზე გაჟღერდა.

უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი

კონფერენციის მონაწილეების მიმართ თავის მისასალმებელ სიტყვაში უმე-ს წინამძღოლმა უნეტარესმა ონუფრიმ, როგორც ყოველთვის მკაფიოდ და ღრმად აღწერა ამჟამინდელი სიტუაცია და აქცენტებიც დასვა.

ჯერ ერთი, მან სწორედ მთლიანობა დაასახელა  ეკლესიის მოწყობის საფუძვლად: „ეკლესიის მთლიანი მოწყობა არის მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის ერთ-ერთი საფუძველი. მოციქულთა დროიდან ყველა დავა და უთანხმოება, რომელიც ეკლესიაში გაჩნდა, წყდებოდა საეკლესიო კრების მეშვეობით“.

მეორეც, მან მიუთითა, რომ ისინი „ვინც იბრძოდა ეკლესიის წინააღმდეგ ან სურდა მისი დამორჩილება თავისი ძალაუფლებით, პირველ რიგში, შეეცადა შეეზღუდა მისი თავისუფლება საეკლესიო კრებების მოწვევასა და ჩატარებაში... ეს სულაც არაა შემთხვევითი. რამეთუ საეკლესიო კრებები წარმოადგენს ეკლესიის შიდა ძალის, სულიწმინდაშ მისი თავისუფლების განსაკუთრებულ გამოხატულებას.

მესამე, მიტროპოლიტმა უნოფრიმ პაპიზმს უწოდა ეკლესიის ერთ-ერთი უმთავრესი საფრთხე: „ერთ-ერთი მთავარი საფრთხე, რომელიც თითქმის ყოველთვის თან ახლდა ეკლესიის მთლიან მოწყობას - საეკლესიო კრებების ავტორიტეტზე ცალკეული იერარქების ავტორიტეტის ამაღლების მცდელობა. სწორედ ამ გზით წავიდა კათოლიციზმი, დაადგინა რა პაპობის პირველობა მსოფლიო ეკლესიაში“, ამასთან, დააზუსტა, რომ „აღმოსავლეთში არასდროს არ თანხმდებოდნენ ეღიარებინა რომელიმე მღვდელმთავრის პრიმატი საეკლესიო კრებებზე“.

მეოთხე, მან განაცხადა, რომ ამჟამად კონსტანტინოპოლი დასნეულებულია ამ პაპიზმით და რომ ეს მთლიანად მთელს მართლმადიდებლობას ემუქრება: „დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მისი კრებითი მოწყობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.  კონსტანტინოპოლის საპატრიარქო სულ უფრო ხმამაღლა საუბრობს თავის განსაკუთრებულ უფლებებს და ცდილობს ერთპიროვნულად გადაწყვიტოს საეკლესიო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხები. სწორედ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წარმოდგენა თავის განსაკუთრებულ სტატუსზე წარმოადგენს იმ მძიმე კრიზისის პირველმიზეზს, რომელშიც დღეს აღმოჩნდა მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლობა“.

და ბოლოს, უნეტარესმა ონუფრიმ თქვა, თუ საიდან უნდა მოხდეს დაწყება, რათა დაძლეულ იქნეს დღევანდელი კრიზისი მართლმადიდებლობაში: „ჩვენ ისევ და ისევ უნდა ჩავუღრმავდეთ წმინდა მშობლიური მემკვიდრეობის შესწავლას, რათა სწორად შევაფასოთ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა დგას ეკლესია“.

ეკლესიის  მთლიანი მოწყობა არის მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის ერთ-ერთი საფუძველი. მოციქულთა დროიდან ყველა კამათი და არეულობა, რომელიც ეკლესიაში იყო, საეკლესიო კრების მეშვეობით წყდებოდა“.

                                                                                               უნეტარესი ონუფრი

 

სწორედ წმინდა ეკლესიის ღრმა და ყოველმხრივი კვლევა მოცემულ საკითხზე გახდა „კონსტანტინოპოლის პაპიზმის“ ერესთან ბრძოლის მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე. კონფერენციის დღის წესრიგი სრულად პასუხობს ამ ამოცანას. კსადს-ის პრეს-რელიზის თანახმად, ის შემდეგია:

  • ეკლესიის მთლიანობა, როგორც საღვთისმეტყველო და კანონიკური კატეგორია;
  • სამოციქულო ეკლესია იერუსალიმში, როგორც ეკლესიის მთლიანობის საფუძველი;
  • მსოფლიო საეკლესიო კრებები: მოწვევის ისტორიული გარემობები და მათი მუშაობის პრინციპები;
  • პირველობის პრობლემა მსოფლიო ეკლესიაში მსოფლიო საეკლესიო კრებების ეპოქაში;
  • IV მსოფლიო საეკლესიო კრების 28-ე წესი: საღვთისმეტყველო, კანონიკური და ისტორიული ასპექტები;
  • აპელაციების პრობლემა მსოფლიო საეკლესიო კრებების კანონებში საეკლესიო სასამართლოების გადაწყვეტილებაზე;
  • დისკუსიები მსოფლიო ეკლესიაში პირველობაზე თანამედროვე მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში;
  • კრიზისი მსოფლიო მართლმადიდებლობაში, რომელიც გამოწვეულია უკრაინაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მოქმედებებით.

 

როგორც ვხედავთ, უკრაინაში ფანარიონის მოქმედებები, რამაც დღევანდელი კრიზისი გამოიწვია არის მხოლოდ ერთ-ერთი  რვა საკითხს შორის, რომელიც ასევე ბოლო ადგილზე დგას, რამდენადაც როგორც უკვე ითქვა, ეს მხოლოდ შედეგია და არა პირველმიზეზი.

ბორისპოლისა და ბროვარიის მიტროპოლიტი ანტონი

„სწავლება პირველობის შესახებ მსოფლიო ეკლესიაში სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთიანობისთვის... დღეს ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ საეკლესიო საეკლესიო კრებების სამოციქულო გაგებას, როგორც საღვთო ჭეშმარიტების შეცნობის განსაკუთრებულ საშუალებას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ საეკლესიო კრებებზე განსაკუთრებული სახით მოქმედებს სულიწმინდის მადლი, რომელიც ეკლესიას ჭეშმარიტების გზაზე აყენებს“.

მიტროპოლიტ ანტონის ეს სიტყვები  ნიშნავს უფრო ღრმა ჭეშმარიტებას, ვიდრე უბრალოდ იმის კონსტატაციას, რომ ეკლესიას ახასიათებს მართვის ერთიანი და არა ერთპიროვნული ფორმა. საქმე იმაშია, რომ მთლიანობას საკმაოდ ხშირად ურევენ დემოკრატიასთან, როცა სწორად მიიჩნევა უმრავლესობის აზრი. საეკლესიო მთლიანობა სრულიად სხვა რამეა. ეს არაა სხვადასხვა თვალსაზრისის შეჯიბრი, არაა კენჭისყრა უმრავლესობის პრინციპით და სულაც არაა ყველასთვის მისაღები კონსენსუსის პოვნის ხერხი. საეკლესიო კრებებზე საოცრად და გასაკვირი სახით ვლინდება სულიწმინდის მოქმედება. სინამდვილეში პირველ სამოციქულო კრებაზე, რომელიც აღწერილია მოციქულთა საქმეების წიგნში, მოციქულებმა მიიღეს გადაწყვეტილება ფორმულირებით. „მართებულად მიიჩნია სულმა წმიდამ და ჩვენც“ (საქ. 15:28). და ეს იყო იმის აღწერა, რაც რეალურად ხდებოდა კრებაზე და არა უბრალოდ ლამაზი მეტაფორა. შესაბამისად, ეკლესიის მართვის ერთიანობის ხერხის ხელყოდა არის ამ სამყაროში სულიწმიდის მოქმედების ხელყოფა.

 

დღეს უნდა დავუბრუნდეთ საეკლესიო კრებების, როგორც საღვთო ჭეშმარიტების შემეცნების განსაკუთრებული საშუალებების სამოციქულო გაგებას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ საეკლესიო კრებებზე განსაკუთრებით მოქმედებს სულიწმიდის მადლი, რომელიც ეკლესიას ჭეშმარიტების გზაზე აყენებს.

                                                                                          მიტროპოლიტი ანტონი

ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი

„არსებული მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, არც მთლიანობა არ შეიძლება გაგებულ იქნეს პირველობის ცნებაში ჩაღრმავების გარეშე, არც პირველობას შეუძლია არსებობა ყველა დონეზე მთლიანობის გარეშე, რომლებზეც ისინი პრაქტიკულად ურთიერთდაკავშირებულნი არიან, რამეთუ მთლიანობა და პირველობა ერთმანეთს ავსებს და დამოკიდებულია ერთმანეთზე“.

საეკლესიო ისტორიკოსები საუბრობენ იმაზე, რომ საეკლესიო კრება, როგორც საეკლესიო მართვის ფორმა აქტიურად ვლინდება დაახლოებით II  საუკუნის მეორე ნახევარში. წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით, საჭირო იყო,  რომ ვინმეს მოეწვია კრება, მოეხდინა მისი ორგანიზება, ყოფილიყო თავმჯდომარე მის სხდომებზე, ხოლო შემდეგ გაეკონტროლებინა ცხოვრებაში საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებების მიღება. ასე ჩნდება ისტორიულად პირველობის ცნება ეკლესიაში. მთლიანობა და პირველობა არა მხოლოდ ავსებს ერთმანეთს და დამოკიდებულია ერთმანეთზე, არამედ განაპირობებს კიდეც ერთმანეთს. როგორც წერს, საეკლესიო ისტორიკოსი ა.პ. ლებედევი: „დახურეთ კრებები, - არაფერში გამოვლინდება მიტროპოლიტის ძალაუფლება (პირველობისადმი - რედ.), გაანადგურეთ მიტროპოლიტის ინსტიტუტი, - არ იქნება კრებები“.

პირველობისა და მთლიანობის ასეთი გაგებიდან გამომდინარე, პატრიარქ ბართლომეს არ უნდა გადაეწყვიტა უკრაინის საკითხი ერთპიროვნულად ან მისი მორჩილი ფანარიონის მღვდელმთავრების მეშვეობით, არამედ მოეწვია ნამდვილი კრება იმათი მონაწილეობით, ვისაც ეხება ეს საკითხი ნამდვილად. თუმცა, პატრიარქი ბართლომე სხვაგვარად მოიქცა, ფეხქვეშ გათელა რა ამით პირველობის გაგება, რომელიც ასულდგმულებდა ეკლესიას მთელი ამ ხნის განმავლობაში.

სერბეთის პატრიარქი პორფირე

სერბეთის ეკლესიის წინამძღოლმა მისასალმებელ სიტყვაში კონფერენციის მონაწილეების მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აღიარებს უკრაინაში კანონიკური უკრაინული ეკლესიის განსაკუთრებულ იურისდიქციას უნეტარესი ონუფრის მეთაურობით: „წმინდა საბა განმანათლებლის ეკლესია აღიარებდა და აღიარებს უკრაინაში მხოლოდ ერთ კანონიკურ ეკლესიას - უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას თქვენი უნეტარესობის ომოფორის ქვეშ. ვეზიარებით რა ერთიანი თასიდან, ჩვენ ვლოცულობთ უკრაინის მიწაზე არეულობის შეწყვეტის თაობაზე“.

თუმცა, პატრიარქის გზავნილის მთავარი არსი იგივეა, რაც სხვა მღვდელმთავრებში - ეკლესია განიცდის მთლიანობის კრიზისს: „უფალმა გვარგუნა სიყვარულის განელებისა (მათ. 24:12) და მართლმადიდებლურ სამყაროში მთლიანობის გრძნობის გაღატაკების ეპოქაში ცხოვრება. ამ კრიზისის შედეგად იქცა ის სიმძიმეები, რომელიც წილად ხვდა უკრაინის კანონიკურ მართლმადიდებლურ ეკლესიას. რთული განსაცდელი, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელ ხალხს დაატყდა თავს. საეკლესიო ყოფის კანონის, ერთიანობისა და მთლიანობის მიხედვით, ჩვენ განვიცდით ჩვენს ძმებთან ერთად. როცა ახლო წარსულში სერბული ტაძრები ნანგრევევად  და ათასობით სერბი დევნილად იქცა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია სულიერად ჩვენთან იყო და ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით კიევის ლოცვით მხარდაჭერას“.

მორავიის ეპისკოპოსი ანტონი, სერბეთის უწმინდესი პატრიარქის - პორფირეს ვიკარიუსი

„პატრიარქ ბართლომეს არ უკითხავს რჩევა არც ერთი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. ეს შეურაცხყოფს ადგილობრივი ეკლესიების სხვა წინამძღოლებს და ისინი თვლიან, რომ ბართლომე პირველია თანასწორთა შორის ღირსებით, მაგრამ არა პირველი, როგორც რომის პაპი. მას არ გააჩნია ასეთი უფლებამოსილებები. მსოფლიო საეკლესიო კრებები და ეკლესიის მამები საუბრობენ, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ შეიძლება იყოს ის,  ვინც ერთპიროვნულად მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა ავტოკეფალიის მინიჭება ადგილობრივი ეკლესიების ერთ-ერთი სტრუქტურისთვის“.

ესაა პოზიციის განმტკიცენა, რომელიც გაჟღერდა ბარიშევის ეპისკოპოს ვიქტორის და კონფერენციის სხვა მონაწილეთა მოხსენებებში. თუ გავიხსენებთ იმ მოვლენებს, რომელიც წინ უსწრებდა ფანარიონის მიერ უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების აღიარებას და მეუ-ს შექმნას, ჩვენ დავინახავთ, რომ სანამ მიიღებდა თავის ანტიკანონიკურ გადაწყვეტილებებს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაცია ვიზიტებით იმყოფებოდა ბევრ ადგილობრივ ეკლესიაში, მაგრამ ამასთან, ფანარიონის იერარქები ხაზს უსვამდნენ, რომ ისინი არ ეთათბირებოდნენ  ადგილობრივ ეკლესიებს და არ იცოდნენ მათი პოზიცია, არამედ უბრალოდ ატყობებდნენ მათ ფაქტიურად მიღებულ გადაწყვეტილებებს.

ასევე ეპისკოპოსმა ანტონმა თქვა, რომ სერბეთის ეკლესიამ შეიძლება ევქარისტული ურთიერთობა გაწყვეტოს ფანარიონთან, მათ მიერ ჩერნოგორიასა თუ ჩრდილოეთ მაკედონიაში განხეთქილებაში მყოფების აღიარების შემთხვევაში.

ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი საბა

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების მისამართით მისასალმებელ წერილში, რომელიც წაიკითხა ვროცლავისა და შეცინსკის არქიეპისკოპოსმა გიორგიმ, პოლონეთის ეკლესიის წინამძღოლმა განაცხადა:

„ე.წ. „უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის“ გამოჩენის ფაქტი ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო უკრაინაში რელიგიური განწყობების მოგვარება, გააღრმავა და გაართულა ის. საზოგადოების ერთიანობის ნაცვლად მოხდა დაყოფა, რომელიც გასცდა ე.წ. „უკრაინულ განხეთქილებას“  და შეეხო სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს. ამიტომაც, აუცილებელია მუდამ გვახსოვდეს, რომ წმინდა მართლმადიდებლური ეკლესიის მთლიანობის მთავარი ნიშანი არის მისი ერთიანობა, ის ცხოვრობს წმინდა ეკლესიის დოგმატური მოძღვრებისადმი ერთგულებით და მასში ადგილი არა აქვს ეკლესიოლოგიურ კომპრომისს“.

ამ სიტყვებში ყურადღებას იქცევს ორი რამ. ჯერ ერთი, ეს არის იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ „უკრაინის საკითხი“ გასცდა უკრაინის ფარგლებს და შეეხო მთელს მართლმადიდებლურ სამყაროს. მის გადასაწყვეტად ახლა აუცილებელია ყველა ადგილობრივი ეკლესიის მონაწილეობა. მეორე, პოლონეთის ეკლესიის წინამძღოლი ამტკიცებს, რომ ეკლესიის დოგმატის შესახებ საკითხზე არ შეიძლება იყოს კომპრომისი, ეს კი საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ პატრიარქ ბართლომეს პრეტენზიები ეკლესიაში პირველობაზე, იღებს სათანადო შეფასებას და აღნიშნული იქნება, როგორც ეკლესიის შესახებ დოგმატზე უარის თქმა ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ - ერესი.

ეკლესია არა მხოლოდ უარყოფს „კონსტანტინოპოლის პაპიზმს“, არამედ მას უპირისპირებს მთლიანობის პრინციპს.

დასკვნები

მოცემული სტატიის ფორმატი არ იძლევა საშუალებას გავაანალიზოთ კონფერენციის ყველა მონაწილეს ან მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილის გამოსვლები, თუმცა უკვე მოყვანილი გამონათქვამები საკმარისია, რომ გავაკეთოთ დასკვნები:

ჯერ ერთი, თავად კონფრენეციის „ეკლესიის ერთიანობა: საღვთისმეტყველო, კანონიკური და ისტორიული განზომილებები“ ჩატარების ფაქტი მოწმობს იმას, რომ ეკლესია ახდენს „კონსტანტინოპოლის პაპიზმის“ ერესის არსებობის კონსტატაციას და რომ ეს ერესი წარმოადგენს საფრთხეს მართლმადიდებლობისთვის.

მეორე, კონფერენციაში სხვა ადგილობრივი ეკლესიების მონაწილეობა ადასტურებს, რომ მოცემული პრობლემა აღიქმება, როგორც მთელი ეკლესიის პრობლემა და არა როგორც კონფლიქტი კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის.

მესამე, ბრძოლა „კონსტანტინოპოლის პაპიზმის“ ერესთან სხვადასხვა დონეზე მიდის:

  • საღვთისმეტყველო, როგორც ეკლესიის შესახებ ძირეული მართლმადიდებლური მოძღვრების გააზრება და როგორ იმართება ეკლესია მის მიწიერ ყოფაში;
  • პირობითად პოლიტიკური -  ადგილობრივ ეკლესიების წინააღმდეგობა პატრიარქ ბართლომეს მიმტაცებლური პოლიტიკის მიმართ.

მეოთხე, ეკლესია არა მხოლოდ უარყოფს „კონსტანტინოპოლის პაპიზმს“, არამედ მას უპირისპირებს მთლიანობის პრინციპს. ადგილობრივი ეკლესიები ერთმანეთთან თანამშრომლობაში, ქრისტიანული სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე, ეძებენ დღევანდელ ისტორიულ პირობებში მთლაინობის პრინციპის რეალიზაციის კონკრეტულ მექანიზმებს.

როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები, ამას გავიგებთ საკმაოდ მალე, თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ შემდეგი:

  • ფანარიონი გააგრძელებს გაჯიუტებას  „პირველი თანასწორთა გარეშე“ თეორიის წინ წაწევას.
  • სულ უფრო მეტი ადგილობრივი ეკლესია და ასევე იერარქები იმ ეკლესიებიდან, რომლებიც ჯერჯერობით აღიარებენ ფანარიონის მეთაურობას, გააცნობიერებენ „კონსტანტინოპოლის პაპიზმის“, როგორც ერესის მხილების აუცილებლობას. ეს მოხდება იმიტომაც, რომ ამ საკითხის საღვთისმეტყველო გააზრება კიევისა და მოსკოვის კონფერენციებზე იმდენად ღრმაა და საფუძვლიანი, რომ უბრალოდ მას ვერაფერს დაუპირისპირებ.
  • მოსალოდნელია, რომ მოხდება კიდევ რამოდენიმე კონფერენციის ჩატარება, შესაძლოა, სხვა ქვეყნებში.
  • რმე-ს მღვდელმთავართა კრება, რომელიც უნდა შედგეს 2022 წელს, დადებს „კონსტანტინოპოლის პაპიზმის ერესის“ მკაფიო და საფუძვლიან შეფასებას. ეს შეფასება გახდება ორიენტირი ადგილობრივი ეკლესიების ერთობლივი ძალისხმევისთვის ახალ ეკლესიოლოგიურ ერესთან ბრძოლაში.
  • ახლო მომავალში მოსალოდნელია ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლებისა და წარმომადგენლების მეორე შეხვედრის ჩატარება ე.წ. ამანის ფორმატში. ეს შეხვედრა იქნება გაცილებით უფრო შედეგიანი, ვიდრე პირველი.

თუმცა, რასაკვირველია, ადრე თუ გვიან, „კონსტანტინოპოლის პაპიზმის“ ერესი, ისევე როგორც ნებისმიერი ერესი, დავიწყებას მიეცემა, ხოლო ჭეშმარიტი მართლმადიდებლური მოძღვრება უკუნითი უკუნისამდე იარსებებს. ამაზე მეტყველებს ქრისტეს ეკლესიის მთელი ისტორია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ