როგორ ვერ გაიყვეს ბერძნებმა ეპარქიები: იჩხუბებენ თუ არა ფანარიონი და ელადა?
ელადის ეკლესიაში ერთ-ერთ კათედრაზე, რომელიც ფორმალურად ემორჩილება ფანარიონს, ახალი მიტროპოლიტი დანიშნეს. რა მოხდება ახლა?
2021 წლის 21 ნოემბერს ფანარიონის მეთაური პატრიარქი ბართლომე იზეიმებს მისი კონსტანტინოპოლის პატრიარქების 30-ე წლისთავს ათენში, ელადის ეკლესიის წინამძღოლთან, არქიეპისკოპოს იერონიმთან. ამ ვიზიტს არც კი მივაქცევდით ყურადღებას, რომ არა გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ბერძნული ერთიანობა სერიოზულ საფრთხეშია. საქმე ეხება დაპირისპირებას ფანარიონსა და ელადას შორის. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? მთელი რიგი ფაქტორები, რომლებზეც სტატიაში ვისაუბრებთ.
„ახალი მიწები“ - ძველი პრობლემები
პატრიარქ ბართლომესა და არქიეპისკოპოს იერონიმეს ურთიერთობები მოცემულ მომენტში საკმაოდ რთულია. ის ღრმავდება ელადის ეკლესიის ბევრი პატრიარქის უკმაყოფილებით ფანარიონის ქცევების გამო მთელ რიგ საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის პირველ ადგილზეა დავა ეპარქიების თაობაზე, რომლებიც ფორმალურად შედიან ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში, მაგრამ კავშირი აქვთ ფანარიონთან. საქმე ეხება ე.წ. „ახალი მიწების“ ეპარქიებს.
პრობლემა, რომელიც უკავშირდება ასეთ ეპარქიებს წარმოიქმნა საბერძნეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისა და 1850 წელს ელადის ეკლესიის წარმოქმნის შემდეგ. სწორედ ამ ეკლესიისკენ გადაიხარა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეპარქიები თანამედროვე საბერძნეთის სამხრეთით. ესაა ეპირის, მაკედონიის, ფრაკიისა და კუნძულების ტერიტორიები ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში. არსებითად, მათ ორმაგი დაქვემდებარება - კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და ელადის ეკლესიის - გააჩნიათ. ეს დაქვემდებარება დარეგულირებულია გარკვეული შეთანხმებებით, რომელიც მიღწეულია ეკლესიებს შორის 1928 წელს, რომელთა თანახმადაც ასეთი მღვდელმთავრები მონაწილეობენ ემე-ს წმინდა სინოდის მუშაობაში.
ელადის ეკლესიის 1969 წლის წესდებაში დებულება ამ კათედრების კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი დაქვემდებარების თაობაზე ამოღებულ იქნა, რამაც გამოიწვია კრიტიკა ფანარიონის მხრიდან, რომელიც იმ დროიდან იღებს ზომებს მათზე მისი ძალაუფლების აღდგენისა და დამტკიცების თაობაზე. განსაკუთრებით უკმაყოფილონი არიან ფანარიოტები იმით, რომ „ახალი მიწების“ მღვდელმთავრების არჩევა და ხელდასმა ხდება სინოდის და შესაბამისად, ელადის ეკლესიის იერარქების მიერ.
ფანარიონზე თვლიან, რომ კლირიკოსების არანაირი გადაადგილება, რომლებიც განეკუთვნებიან აღნიშნულ ეპარქიებს, პატრიარქ ბართლომეს თანხმობის გარეშე, შეუძლებელია. პირიქით, ელადის ეკლესიაში დარწმუნებულები არიან, რომ საქმე ეხება მხოლოდ შიდა გადაადგილებებს „ახალ მიწებში“, მაგრამ არანაირად გადაადგილებებს ზოგადად. მაგალითად, თუ ადრიანუპოლის მიტროპოლიტს დანიშნავენ გრევენის კათედრაზე, აუცილებელია პატრიარქ ბართლომეს თანხმობა, ხოლო თუ მას გადაიყვანენ სერესის კათედრაზე - საკმარისია ემე-ს სინოდის გადაწყვეტილება. როგორც არ უნდა იყოს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და ელადის ეკლესიას შორის ურთიერთდამოკიდებულებების პრობლემა რჩება საკმაოდ აქტიურ ფაზაში და ამან შეიძლება გამოიწვიოს სრულიად განსხვავებული შედეგები.
ფანარიონზე თვლიან, რომ კლირიკოსთან არანაირი გადაადგილებები, რომლებიც განეკუთვნებიან „ახალი მიწების“ ეპარქიებს, პატრიარქ ბართლომეს თანხმობის გარეშე შეუძლებელია.
მაგალითად, 2004 წლის 30 აპრილს პატრიარქმა ბართლომემ კონსტანტინოპოლის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე გაწყვიტა ევქარისტული ურთიერთობა და ელადის არქიეპისკოპოს ქრისტოდულის (არქიეპისკოპოს იერონიმეს წინამორბედი) მოხსენიება. კიკიის მიტროპოლიტ ნიკოფორეს მოწმობით, ურთიერთობების გაწყვეტა მოხდა „ერთი ერთადერთი მიზეზით - დაუვიწყარმა არქიეპისკოპოსმა გაბედა ელადის ეკლესიის იერარქიის კრების მოწვევა, რომელზეც პატრიარქის რწმუნების გარეშე არჩეულ იქნა სამი ახალი მიტროპოლიტი ე.წ. „ახალი მიწების“ ეპარქიაში.
ამასთან, რაც უკვე დამახასიათებელია ფანარიონისთვის, არქიეპისკოპოს ქრისტოდულის მისამართით პატრიარქის მხრიდან ბრალდებებს შორის ჟღერდა საყვედურები მის „შეთქმულებაზე“ რუსებთან ფანარიონის გავლენის შესუსტების მიზნით. მაშინ, 2004 წელს ერთი თვის შემდეგ სიტუაცია გადაწყდა - შეთანხმება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და ემე-ს შორის მიღწეულ იქნა ფანარიონის პირობებზე.
ოდნავ მოგვიანებით, 2015 წლის 29 აგვისტოს, სიტუაცია ისევ გამწვავდა - „ახალი მიწების“ იერარქები მონაწილეობდნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქების სინაქსისში, რამაც გამოიწვია ელადის ეკლესიის პროტესტი. პროტესტს მოჰყვა უარის თქმა შამბეზში ადგილობრივი ეკლესიების მეთაურების კრებაში მონაწილეობაზე. და აი, ახლა - დაპირისპირების ახალი ტალღა.
სად სრულდება ელადა და იწყება ფანარიონი?
ყველაფერი დაიწყო გასული წლის მარტში, როცა პატრიარქი ბართლომე არქიეპისკოპოს იერონიმესადმი წერილში შეეხო საკითხს 1928 წლის შეთანხმებების შესახებ, რაც ფანარიონის განმარტებაში დაიყვანება იქამდე, რომ „ახალი მიწები“ არის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მფლობელობაში.
2020 წლის 26 მარტს (პატრიარქ ბართლომესგან წერილის მიღების შემდეგ) არქიეპისკოპოსი იერონმე ხვდება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს. შეხვედრა იმდენად წარმატებული იყო, რომ ბერძნულ მის-ში გაჩნდა ინფორმაცია, რომ „არქიეპისკოპოსის მიზანი იყო პრემიერ-მინისტრის ინფორმირება იმის თაობაზე, თუ რა უნდა მოხდეს“ ანუ ფანარიონთან ურთიერთქმედებებში მოსალოდნელი პრობლემების თაობაზე.
დიდი ალბათობაა, რომ არქიეპისკოპოსი იერონიმე ცდილობდა მიცოტაკისის მხარდაჭერის მოპოვებას პატრიარქ ბართლომესთან მის დაპირისპირებაში. შეგახსენებთ, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და ელადის ეკლესიის ურთიერთობები გაწერილია საბერძნეთის კანონებით, ამიტომაც ხელისუფლების პოზიცია „ინტერესების დაპირისპირების“ საკითხში წარმოადგენს საკმაოდ მნიშვნელოვანს. სავსებით შესაძლებელია, რომ ხელისუფლების მხარდაჭერის სანაცვლოდ არქიეპისკოპოსმა იერონიმმა დადო პირობა მხარი დაეჭირა ყველა სახელმწიფო ინიციატივისთვის, როგორიცაა: ტაძრების დახურვა აღდგომას, საკარანტინო ზომების მიღება და ვაქცინაცია და ა.შ. როგორც არ უნდა იყოს, მან მხარდაჭერა მიიღო, რაშიც შემდგომ დავრწმუნდებით.
პატრიარქის წერილი წაკითხულ იქნა ემე-ს სინოდის წევრების მიერ მის ბოლო სხდომაზე 2020 წლის აგვისტოში, მაშინ განიხილებოდა ფანარიონის წარმომადგენლის, ქალკიდონიის მიტროპოლიტ ემანუელის ქმედებები. აი, რა განიხილებოდა.
ასე, მაგალითად, 20 აგვისტოს გრევენის ეპარქიაში (შედის „ახალი მიწების“ რიცხვში) წმინდა ნიკოლოზის მონასტერში ღვთისმსახურებისას მიტროპოლიტმა ემანუელმა განაცხადა, რომ ეს მონასტერი, ისევე როგორც მთელი დასახლებული პუნქტი, რომლის ტერიტორიაზეც ის იმყოფება, პირდაპირ უკავშირდება საპატრიარქოს, რამდენადაც წარმოადგენს „ფანარიონისა და საპატრიარქო ეკლესიის სამონასტრო კომპლექსის გაგრძელებას“.
ბუნებრივია, რომ ფანარიოტების ასეთმა პოზიციამ გამოიწვია აღშფოთება ბერძენ იერარქიას შორის. საქმე იმაშია, რომ ქალკიდონიის მიტროპოლიტის სიტყვები სრულად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ცნობს საბერძნეთის ეკლესია. ის კი თვლის, რომ ცალკეული მონასტრების მართვა არ განსხვავდება დანარჩენი მონასტრების მართვისგან, რომლებიც მის ტერიტორიაზე მოქმედებენ.
მის-ის ინფორმაციით, ბევრი ბერძენი იერარქი დარწმუნებულია, რომ თუ ემანუელ მიტროპოლიტის სიტყვებს მნიშვნელობას არ მივანიჭებთ, „ახალი მიწები“ გახდება მეორე კრეტა ანუ სრულად დაემორჩილებიან ფანარიონს, რაც შექმნის დამატებით პრობლემებს ემე-თვის.
მაგალითად, 2019 წლის ნოემბერში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა ეპისკოპოსებად აირჩია ორი საპატრიარქო სამონასტრო კომპლექსის წინამძღოლები კრეტაზე. საქმე ეხება ირინეოსს (ვერიკაკსიე), რომელიც იქცა ევმენიის ეპისკოპოსად და დამასკინე (ლეონაკისე), რომელიც დორილეის ეპისკოპოსად იქცა. ორივე არის პატრიარქ ბართლომეს ვიკარიუსი, ორივე არ შესულა კრეტას ეკლესიის დასში, მაგრამ როგორც სტავროპიგიების წინამძღოლები ხვდებიან ფანარიონის იურისდიქციის ქვეშ. შედეგად, მაგალითად, ქალაქ ხანიაში არის სამი ეპისკოპოსი - ყველა კანონიკური, ყველა ბერძენი და ყველა განეკუთვნება სხვადასხვა იურისდიქციას. ელადის ეკლესიისთვის ასეთი სიტუაცია არის ნონსენსი. თუმცა, ფანარიონზე სურთ გაიმეორონ ის სხვა ეპარქიებისთვის, რომლებიც ფორმალურად შედიან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემადგენლობაში. სწორედ ამიტომ ბერძენი სინოდალები მოითხოვენ არქიეპისკოპოს იერონიმესგან გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას, რათა რამენაირად გადაწყვიტონ არსებული სიტუაცია. ერთ-ერთ ასეთ ნაბიჯად უნდა იქცეს მიტროპოლიტის გადაადგილება „ახალი მიწებიდან“ პერისტერიის კათედრაზე, რაც განამტკიცებს ელადის ეკლესიის უფლებებს ამ ეპარქიებზე. ეს გადაწყვეტილება უნდა განხორციელდეს 1928 წლის შეთანხმების მეხუთე პუნქტის ჭრილში, სადაც მითითებულია, თუ როგორ უნდა შეივსოს „ახალი მიწების“ მიტროპოლიები. კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ „აკრძალულია იერარქიული გადასვლების განხორციელება ეპარქიიდან ეპარქიაში“.
დაპირისპირების პირველი ხვეული
იმისათვის, რომ განმტკიცდეს ეს გადაწყვეტილება და არქიეპისკოპოს იერონიმეს უფრო ქმედითი მოქმედებებისკენ უბიძგონ, სინოდალებმა გადადგეს თავგანწირული ნაბიჯი - საბერძნეთში მიიწვიეს პატრიარქი ბართლომე. იკითხავთ, რა არის ამაში თავგანწირული? ის, რომ ფანარიონის მეთაური გარკვეულ დღეს მიიწვიეს.
კერძოდ, 2021 წლის 10 სექტემბერს ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ერთ-ერთ დასკვნით სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება 2021 წლის 22 ოქტომბერს საბერძნეთში საზეიმო ღონისძიებების ჩატარების თაობაზე ფანარიონის მეთაურის პატრიარქის ტახტზე ასვლის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით. ამ ღონისძიებაზე სინოდალებმა მიიწვიეს „ზეიმის დამნაშავეც“. მოცემული მიწვევა საპატიო ჩანდა დედა-ეკლესიის წინამძღოლთან მიმართებაშიც (რომლადაც ბერძნები თვლიან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს), რომ არა ერთი „მაგრამ“ – 22 ოქტომბერს პატრიარქმა ბართლომემ დაგეგმა ვიზიტი აშშ-ში (რომელიც შედგა 23 ოქტომბერს), რაზეც გაცხადდა ემე-ს სინოდამდე დიდი ხნით ადრე. სრულიად გასაგებია, რომ ფანარიონის მეთაურმა უარი თქვა ათენურ ღონისძიებებზე. ერთი სიტყვით, ემე-ს სინოდალებმა ბართლომე საბერძნეთში მაშნ მოიწვიეს, როცა მას დანამდვილებით არ შეეძლო იქ ჩასვლა. ასეა თუ იეს, ეზოპეს იგავის „მელა და ყანჩას“ ილუსტრაციაა.
ემე-ს სინოდალებმა ბართლომე საბერძნეთში მაშინ მიიწვიეს, როცა მას დანამდვილებით არ შეეძლო იქ ჩასვლა.
თავის მხრივ, არქიეპისკოპოსმა იერონიმემ ასევე გადადგა გარკვეული ნაბიჯები იქითკენ, რომ ფანარიოტებისთვის „ადგილი მიეჩინა“. ხელისუფლებასთან შეთანხმების გარდა, რომელიც ითვლება 1928 წლის შეთანხმების გარანტად, მან ათენის ტაძრიდან განდევნა მისი მქადაგებელი არქიმანდრიტი ქრიზოსტომე (კულურიოტისი), რომელმაც იმსახურა მიტროპოლიტ ემანუელთან ერთად წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში და არანაირი რეაგირება არ მოახდინა ამ უკანასკნელის სიტყვებზე იმის თაობაზე, რომ მონასტერი ფანარიონის ეკუთვნის.
ეს არქიმანდრიტი ქრიზოსტომე წარმოადგენს ასევე წმინდა პარასკევას მონასტრის წინამძღოლს მეგარში (42 კმ ათენიდან), რომლის სტატუსიც ამ დრომდე წარმოადგენს სადაოს, რადგანაც გაუგებარია, თუ ვის ეკუთვნის ის - პატრიარქ ბართლომეს თუ ათენის არქიეპისკოპოსს. ამიტომაც არქიმანდრიტის განდევნა ათენის საკათედრო ტაძრიდან, როგორც ჩანს, უნდა გახდეს სიგნალი ფანარიონისთვის, რომ ემე-ს წინამძღოლი განწყობილია გაბედულად.
ამდენად, შევაჯამოთ არსებული მონაცემები.
პატრიარქი ბართლომე წერს წერილს, რომელშიც ამბობს, რომ „ახალი მიწები“ არის მისი ტერიტორია. არქიეპისკოპოსი იერონიმე ამ წერილით მიცოტაკისს სტუმრობს, რათა მხარდაჭერა მოიპოვოს ფანარიონთან დაპირისპირების შემთხვევაში. მიტროპოლიტი ემანუელი „ახალი მიწების“ ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ მონასტერში ღვთისმსახურების დროს აცხადებს, რომ ეს არის პატრიარქის სტავროპიგია და ის უშუალოდ მას ეკუთვნის. საპასუხოდ არქიეპისკოპოსი იერონიმე სინოდალებს უკითხავს პატრიარქ ბართლომეს წერილს. ისინი, თავის მხრივ, მოითხოვენ არქიეპისკოპოსისგან მისი ძალაუფლების განმტკიცებას „ახალი მიწებთან“ მიმართებაში, კერძოდ - ერთ-ერთი მიტროპოლიტის ამ ეპარქიებიდან ობლად მყოფ პერისტერიის ( ათენის დასავლეთ მხარე 140 000 მოსახლით) კათედრაზე გადაყვანას. ფანარიოტების ქმედებებით უკმაყოფილებას სინოდალები გამოხატავებ იმით, რომ პატრიარქ ბართლომეს იწვევენ საბერძნეთში, სწორედ მაშინ, როცა ის უნდა იყოს აშშ-ში. ამავე დროს, არქიეპისკოპოსი იერონიმე ათენიდან დევნის თავის მქადაგებელს, არქიმანდრიტ ქრიზოსტომოსს, რომელიც მიტროპოლიტ ემანუელთან ერთად მსახურობდა. და თითქოს, ემე-ს მხრიდან შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი უნდა ყოფილიყო პერისტერიში კათედრაზე ერთ-ერთი იმ ერარქის დანიშვნა, რომელიც ფანარიონის დაქვემდებარებაშია. თუმცა... არქიეპისკოპოსი იერონიმე ბოლო მომენტში ვერ დგამს ამ ნაბიჯს და მან პერისტერიის კათედრაზე წარადგინა მისი თანამებრძოლი, არქიმანდრიტი გრიგოლი (პაპატომუ). მიზეზი გასაგებია - ზეწოლა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და მისი „მეგობრების“ მხრიდან. თუმცა, პრობლემა არ ამოწურულა. სწორედ ამას გადაწყვეტს ათენში პატრიარქი ბართლომე 21 ნოემბერს - როცა ის მაინც ჩავა საბერძნეთში (ერთი თვის შემდეგ!), რათა იზეიმოს მისი პატრიარქად მსახურების 30-ე წლისთავი.
რას უნდა ველოდოთ ასეთ შემთხვევაში?
ვინ გაიმარჯვებს - ფანარიონი თუ ემე?
რასაკვირველია, ყველაზე რეალისტურია სცენარი, რომ არქიეპისკოპოს იერონიმეს არ ეყოფა გამბედაობა „ბოლომდე გაიტანოს თავისი“. და სერიოზული სახელმწიფო მხარდაჭერაც ვერ გახდება გადამწყვეტი. ხოლო ის, რომ მხარდაჭერა არსებობს, ამაშინ არავის შეაქვს ეჭვი.
მაგალითად, ახალი პერისტერიის მიტროპოლიტის ქიროტონიის დროს ათენის ტაძარში იყვნენ განათლებისა და რელიგიის მინისტრი ნიკი კერამეოსი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მილტიადის ვარვიციოტისი და ასევე პერისტერიის მერი ანდრეას პახატურიდისი. დამეთანხმებით, რომ ასეთი ჩინოვნიკების ყოფნა ათენის მიმდებარე ქალაქის (თუნდაც 140 000 ადამიანით) მიტროპოლიტის ქიროტონიაზე ბევრ რამეზე მეტყველებს. როგორც მინიმუმი, სიგნალს წარმოადგენს ფანარიონის მისამართზე, რომ სახელმწიფო მზადაა მოლაპარაკებებისთვის. ხოლო როგორი იქნება ის - დამოკიდებულია უკვე არქიეპისკოპოს იერონიმეზე და პატრიარქ ბართლომეზე.
ამიტომაც დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ფანარიონის მეთაური ათენში იმისთვის იქნება, რომ „ადგილზე“ შეეცადოს გადაწყვიტოს ახალი/ძველი პრობლემა. ამის ვარიანტი რამოდენიმეა.
ჯერ ერთი, პატრიარქს შეუძლია სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს (ამის გამო ხომ არ იყო ის წასული აშშ-ში?), რათა „გატეხოს“ ბერძნები ბოლომდე და მიიღოს სრული კონტროლი „ახალი მიწებზე“.
მეორე, თუ ბერძნები მაინც თავიანთ აზრზე იქნებიან, ფანარიონის მეთაურს ემუქრება ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტა. პრეცენდენტს უკვე ჰქონდა ადგილი.
მესამე, მათ არქიეპისკოპოს იერონიმესთან შეუძლიათ მოლაპარაკება „ურთიერთხელსაყრელ“ პირობებზე იმის თაობაზე, თუ ვის და რა წესით ეკუთვნის „ახალი მიწები“.
როგორი შეიძლება იყოს ეს პირობები - ჩვენთვის უცნობია. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ პატრიარქი ბართლომე დათანხმდება გარკვეულ დათმობებზე „მიწებთან“ დაკავშირებით მეუ-თან მიმართებაში ელადის ეკლესიის უფრო აქტიური პოზიციის სანაცვლოდ.
საიდუმლო არაა, რომ ბოლო წლებში ეს პროექტი ღიად ერთ ადგილას იყო გაყინული და გარკვეულწილად ელადის ეკლესიის „უფერული“ პოზიციის გამო.
მაგალითად, როცა კიევში ტარდებოდა კიევის რუსეთის 1033 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმი, მეუ-ს ხელმძღვანელმა ეპიფანე დუმენკომ მილოცვები მიიღო კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და კვიპროსის ეკლესიების წინამძღოლების მხრიდან, მაგრამ არა ელადის ეკლესიის წინამძღოლისგან. გარდა ამისა, ამ დრომდე ემე-ს იერარქებს შორის არავის (კორონავირუსისგან გარდაცვლილი მიტროპოლიტ იოანე ლანდაგესის გარდა) არ უმსახურია უკრაინელ განხეთქილებაში მყოფებთან ერთად. არადა აღიარებიდან ორ წელზე მეტი გავიდა. თუ ამას დავამატებთ იმას, რომ ელადის ეკლესიის იერარქების შიგნით საკმაოდ ხისტი პოზიციაა უკრაინელ განხეთქილებაში მყოფების აღიარებასთან დაკავშირებით და ამის წინააღმდეგ ასევე განწყობილია საბერძნეთის ხალხი, მაგრამ სიტუაცია ფანარიონისთვის ამ კუთხით ძალიან რთულია. აი, არის კიდეც შესაძლებლობა პატრიარქ ბართლომესთვის ეცადოს გადაწყვიტოს ის „ახალი მიწების“ მეშვეობით.
თუმცა, თუ ვერ მოვახერხებთ თანხმობის მიღწევას ბერძნებთან, მაშინ შეიქმნება სიტუაცია არა იმდენად სტავროპიგიების დაკარგვაზე, რამდენადაც ავტორიტეტისა და პატივისცემის დაკარგვაზე, პირველ რიგში, განხეთქილებაში მყოფების მხრიდან. მეუ-ს იმავე წარმომადგენლები ძალიან სწრაფად მიხვდებიან, რომ ფანარიონთან შეიძლება ულტიმატუმის ენით საუბარი და მას თავიანთ მოთხოვნებს წაუყენებენ. მაგალითად, მათთვის დიასპორის გადაცემა, რომლის „პრივატიზებაც“ მან მოახდინა ტომოსის ერთი სტრიქონით. სწორედ ამიტომაც კვიპროსის გამოცემა „ პოლიტისისთვის“ მიცემულ ბოლო ინტერვიუში პატრიარქი ბართლომე ბევრს საუბრობს ფანარიონის „უფლებებისა“ და „პრივილეგიების“ დაცვაზე. ამიტომაც ეს ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად კიდევ უფრო მყიფე ხდება.