უბკე პლუს მეუ უდრის „ერთიან ეკლესიას“?
კიევში ჩატარდა უბკე-სა და მეუ-ს კონფერენცია, რომელიც შესაძლოა აღმოჩნდეს ამ რელიგიური ორგანიზაციების პრაქტიკული გაერთიანების სტარტი. გავაანალიზოთ და გავაკეთოთ დასკვნები.
2021 წლის 26 ოქტომბერს უბკე-ს, ფანარიონისა და მეუ-ს წარმომადგენლებმა კიევში ჩაატარეს საერთაშორისო ეკუმენური კონფერენცია „კათოლიკურ-მართლმადიდებლური დოკუმენტები და მათი რეცეფცია უკრაინაში“. მასზე ნაჩვენები იყო ბოლო 40 წლის განმავლობაში მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგის დოკუმენტების უკრაინული თარგმანი და ასევე ჟღერდა საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები. ამასთან, იმდენად ხმამაღალი, რომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელი კონფერენცია მოწყობილი იყო იმისთვის, რომ ისინი გაჟღერებულიყო და არა მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგის შესახებ თხელი ბროშურის პრეზენტაციის გამო. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უკრაინაში ვატიკანისა და ფანარიონის გაერთიანების პროექტის დამუშვება მორიგ პრაქტიკულ სტადიაზე გადავიდა? მოდით, გავერკვეთ ამაში.
კონფერენცია: ვინ იყო და ვინ არ იყო
სანამ მონაწილეთა პერსონალურ შემადგენლობას შევხედავთ, უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციის ინიციატორები ფაქტის მიხედვით არიან ვატიკანი (როგორც მთელი კათოლიკური ეკლესიის მმართველი ორგანო) და ფანარიონი (როგორც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მმართველი ორგანო), რომელთაც ასევე გააჩნიათ ბევრ ქვეყანაში მათთვის დაქვემდებარებული რელიგიური სტრუქტურები. უკრაინაში არსებობს უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია, რომელიც წარმოადგენს ვატიკანისადმი დაქვემდებარებულ სტრუქტურას და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ექვემდებარება (თუნდაც არა ესოდენ თვალნათლივ) ფანარიონს. შესაბამისად, იმისათვის, რომ მოცემული კონფერენცია ჩატარდეს სერიოზულ დონეზე, მასზე უნდა იყვნენ, როგორც მეუ-სა და უბკე-ს წარმომადგენლები, ასევე მათი მთავარი სტრუქტურებიც: ვატიკანი და ფანარიონი.
ფანარიონი წარმოდგენილი იყო უკრაინაში კონსტანტინოპოლის ეგზარქოსის ეპისკოპოს მიხეილის (ანიშჩენკო) მიერ. ის წარმოადგენს კომანის ტიტულარულ ეპისკოპოსს (ანუ არარსებული ეპარქიის მღვდელმთავარს), კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სტავროპიგიის მეთაურსა და კიევში წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიის წინამძღოლს. კონფერენციაში დაუსწრებლად მონაწილეობა მიიღო ასევე არქიეპისკოპოსმა იობმა (გეჩა), შეხვედრაზე მისი წერილი წაიკითხეს.
ვატიკანი წარმოდგენილი იყო უკრაინაში სამოციქულო ნუნციით, რომელსაც 2021 წლის ივნისიდან წარმოადგენს მაღალუსამღვდელოესობა ვისვალდას კულბოკასი, მარტანის ტიტულარული მღვდელმთავარი. მართალია, მონსერიონ კულბოკასის წარმომადგენლობა იყო დაუსწრებელი, მისი სახელით მისასალმებელი მიმართვა წაიკითხა უბკე-ს ქრისტიანების ერთიანობისადმი ხელშეწყობის კომისიის მეთაურმა იგორ შაბანმა.
უბკე წარმოდგენილი იყო ფართოდ და ყველაზე მაღალ დონეზე. იქ იყო თავად მართლმადიდებლური წესის უკრაინელი კათოლიკების მეთაური სვიატოსლავ შევჩუკი. მას თან ახლდნენ უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის ეკუმენური სტუდიების ინსტიტუტის პრეზიდენტი ივან დაცკო, ზემოთ ნახსენები იგორ შაბანი, კიევის სემინარიის რექტორი პეტრე ჟუკი და სხვა პირები.
აი, მეუ კი წარმოდგენილი იყო მხოლოდ გიორგი კოვალენკოს, უმე-ს ყოფილი დეკანოზის სახით, რომელსაც აკრძალული აქვს მსახურება და რომელიც ასევე წარმოადგენს „წმინდა სოფია ბრძენის ღია მართლმადიდებლური უნივერსიტეტის“ მეთაურს. ეს უნივერსიტეტი დაახლოებით ისეთივე ტიტულარულ ხასიათს ატარებს, როგორც კომანის ეპარქია, ხოლო ზედსართავი „მართლმადიდებლური“ მის სახელწოდებაში არა გვგონია, რომ გამართლებული იყოს, რამდენადაც ის ატარებს აშკარად გამოხატულ ეკუმენურ ხასიათს. საკუთრივ, ეს სულაც არაა უნივერსიტეტი, არამედ „...სხვადასხვა რელიგიისა და კონფესიის მორწმუნეთა არასახელმწიფო და არაპოლიტიკური გაერთიანება“, როგორც ნათქვამია მის საიტზე.
შეიძლება ასევე აღინიშნოს კონფერენციაზე რმე-ს მოსკოვის ეპარქიის შტატგარეშე კლირიკოს კირილე გოვორუნის ყოფნა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგის შერეული კომისიის მუშაობაში.
კონფერენციაზე კი არ ჩანდა მეუ-ს მეთაური სერგეი (ეპიფანე) დუმენკო. ეს ძალიან გასაკვირია, რადგან იდეის მიხედვით უნდა გაერთიანდნენ უბკე და მეუ. რამდენადაც პირველი ორგანიზაციის მეთაური ესწრებოდა კონფერენციას, ყველა დიპლომატიური წესის თანახმად უნდა ყოფილიყო მეორე ორგანიზაციის მეთაურიც. თუმცა, ს. დუმენკომ ღონისძიებას იგნორირება გაუკეთა და არც კი გააგზავნა მასზე თავისი „მღვდელმთავრები“. ამასთან, არანაირი უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მას ამ დღეს არ ჰქონია. მეუ-ს საიტის თანახმად, ს. დუმენკო შეხვდა ტ. შევჩენკოს სახელობის კსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს სვეტლანა კაგამლიკს და ასევე კიევ-მოგილანის აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრა გუმენს. არა გვგონია, ეს შეხვედრები უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო, ვიდრე უბკე-თან გაერთიანება. მაშ, რატომ მოხდა ასე?
საქმე იმაშია, რომ ს. დუმენკოს არ შეიძლება არ ესმოდეს, რომ მისი სტრუქტურის უბკე-ს სტრუქტურასთან გაერთიანება არ იქნება თანასწორუფლებიანი. ფაქტიურად ეს იქნება მართლმადიდებლური წესის უკრაინელი კათოლიკების მიერ მეუ-ს შთანთქმა და ს. დუმენკოს ადგილი ამ გაერთიანებულ სტრუქტურაში სულაც არაა პირველი.
ამის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ კონფერენციის წინ უნიატებთან გაერთიანებას მხარი დაუჭირა მეუ-ს ერთ-ერთმა ყველაზე პატივსაცემმა „მღვდელმთავარმა“ მიხეილ ზინკევიჩმა, რომელიც უნდა ჩაუდგეს კიდეც სათავეში ამ სტრუქტურას (რომ არა ფილარეტის დემარში „გამაერთიანებელ კრებაზე“).
„ჩვენ გვსურს დავინახოთ გაერთიანებული ეკლესია, სადაც არ იქნება, არც მოსკოვის საპატრიარქო, არც ბერძენ-კათოლიკები და მეუ, იქნება ერთი დიდი უკრაინული ეკლესია. ყოველივე ამ დასახელებების გარეშე. მას უნდა ეწოდოს... უკრაინელი ხალხის ეკლესია და მორჩა“, - განაცხადა 23 ოქტომბერს ზინკევიჩმა.
რა წარმოადგინეს კონფერენციაზე
წარმოადგინეს ეს პატარა პროშურა.
იმის შესახებ, რომ ეს შეხვედრა მხოლოდ გაერთიანების შესახებ ხმამაღალი განცხადებების გაჟღერების მიზეზია, მეტყველებს ის ფაქტი, რომ ეს „კათოლიკურ-მართლმადიდებლური დიალოგი“ სინამდვილეში წარმოადგენს ჯერ კიდევ საბჭოთა დროის მემკვიდრეობას და საკმაოდ წარუმატებელ პროექტს.
მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგის დაწყებისთვის მზადება დაიწყო 1961 წელს. სრულიად მართლმადიდებელთა რამოდენიმე კრების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეეთავაზებინათ რომაულ-კათოლიკური ეკლესიისთვის დაეწყო „დიალოგი ორ ეკლესიას შორის თანასწორ პირობებზე“. 1967 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აფინაგორმა (სპირუ) და რომის პაპმა პავლე VI განაცხადეს, რომ ორ ეკლესიას განზრახული აქვს „სიყვარულის დიალოგის“ წარმოება და მისი დამატებაა „ჭეშმარიტების დიალოგი“. ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე მათ „მოხსნეს“ ორმხრივი ანათემა, რომელიც 1054 წელს დაიდო. უნდა ითქვას, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა ამ მართლმადიდებლურ-კათოლიკურ დიალოგში, მაგრამ არა კარგი ცხოვრების გამო. საქმე იმაშია, რომ ამ დიალოგის დაწყება დაემთხვა ნ. ხრუშჩოვის დროს ეკლესიის მასშტაბურ დევნას, რომელმაც დადო პირობა 20 წლის შემდეგ ეჩვენებინა ტელევიზიით უკანასკნელი მღვდელი. დევნა იყო საკმაოდ სასტიკი, როგორც წერს ისტორიკოსი ვლადიმირ სტეპანოვი: „დევნის ტოტალურობას უნდა შეექმნა მორწმუნეებისთვის უარყოფის, კულტურული იზოლაციის ატმოსფერო, რომელშიც ისინი თავს იგრძნობდნენ მეორე ხარისხის მოქალაქეებად, საზოგადოებიდან განდევნილებად, უღირსებად ყველა სხვა ადამიანთან ერთად შესულიყო ნათელ მომავალში“. იმ პირობებში გამართლებული იყო თუ არა კომპრომისებზე წასვლა რწმენის საკითხებში - ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ თავისი აქტიურობით საერთაშორისო არენაზე რმე უბრალოდ გადარჩენას ცდილობდა.
1979 წელს შეიქმნა მართლმადიდებელ და რომაულ-კათოლიკურ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგის წარმოების შერეული საერთაშორისო კომისია. ამას წინ უსწრებდა მართლმადიდებელთა შორის საღვთისმეტყველო კომისიის რამოდენიმე თათბირი, რომელმაც მიიღო მთელი რიგი არაერთმნიშვნელოვანი დოკუმენტი. მაგალითად, 1978 წელს შამბეზში მიღებულ იქნა დოკუმენტი, რომელშიც მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგის მიზანი ჩამოყალიბდა, როგორც „ორ ეკლესიას შორის სრული ერთიანობის დამყარება, რომელიც რწმენის ერთიანობის, საერთო ცხოვრებისა და უძველესი ეკლესიისადმი საერთო ერთგულების საფუძველზე იპოვის თავის გამოხატულებას ევქარისტიის ერთობლივ განხორციელებაში“. ფორმალურად ეს ნიშნავდა დაბრუნებას საერთო რწმენაზე და პირველი ათასწლეულის გადმოცემაზე, სინამდვილეში კი კომპრომისებისა და შეთანხმების პოლიტიკას.
1980 წლიდან შერეულმა საერთაშორისო კომისიამ ჩაატარა 14 სხდომა, რომლებზეც მიღებულ იქნა დოკუმენტები, რომელიც ეხებოდა მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგის სხვადასხვა ასპექტებს. ეს დოკუმენტები არ იქნა მიღებული სავალდებულოს სახით, არც კათოლიკური ეკლესიის, არც ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების მიერ, ისინი ისევ შერეული კომისიის დოკუმენტებად დარჩნენ. ზოგიერთმა მათგანმა, როგორიცაა მაგალითად 1997 წლის ბალამანდის დეკლარაცია ან რავენის 2007 წლის დოკუმენტი, ნეგატიური რეაქცია გამოიწვია ადგილობრივი ეკლესიების უმრავლესობაში. ყველა ეს დოკუმენტი, თარგმნილი უკრაინულ ენაზე, ძირითადად გახდა კიდეც ზემოთ ნახსენები ბროშურის შინაარსი.
ამ ეტაპზე მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგი სერიოზული კრიტიკის ქვეშაა მოქცეული. კათოლიკები გამოთქვამენ აზრს, რომ მასში საკმარისად არაა დაცული რომის პონტიფიკეს უზენაესობის პრინციპი, მართლმადიდებლები უარყოფენ ზედმეტ ეკუმენიზმს, მაგრამ ყველაზე უკმაყოფილონი არიან სწორედ უნიატები, ამასთან არა მხოლოდ უკრაინელები. ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით.
ხმამაღალი განცხადებები
აი, რა განაცხადეს კონფერენციის ძირითადმა მონაწილეებმა.
უბკე-ს მეთაურმა სვიატოსლავ შევჩუკმა გაიმეორა 1979 წლის შერეული კომისიის დოკუმენტის დებულებები მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგის მიზნის შესახებ: „ვფიქრობ, აქ ყველაფერია ნათქვამი. დღეს ჩვენ გვჭირდება ხმამაღალი საუბარი, რომ მართლმადიდებლები და კათოლიკები, ბერძენ-კათოლიკები ერთმანეთს ამიერიდან ორხმრივად არ წყევლიან ერთმანეთს, ჩვენ ვთვლით თავს ქრისტესმიერ ძმებად და დებად, ჩვენ ვეძებთ ქრისტიანებს შორის დაკარგული ერთიანობის აღდგენის გზებს“. უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ხშირად ანათემის ცნება (ყოველ შემთხვევეაში, მართლმადიდებლური) გამოიყენება მანიპულაციისთვის. ანათემა წყევლა არაა იმ გაგებით, რომ მის ქვეშ მოქცეულს ჯოჯოხეთში წვას უსურვებენ ან დარდით აღვსებას ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში. ეს იმ ფაქტის კონსტატაციაა, რომ ადამიანი ან საეკლესიო საზოგადოება თავისი არასათნოებით, ერესით ან რაიმე მსგავსით თავს ქრისტეს ეკლესიის, ხსნის ერთადერთი ხომალდის გარეთ აყენებს. ამიტომაც მართლმადიდებლურ ეკლესიას არასდროს დაუწყევლია კათოლიკები, არამედ ადასტურებდა, რომ მათი შეცდომები შეუთავსებელია ეკლესიაში ყოფნასთან.
ასევე სვიატოსლავ შევჩუკმა განაცხადა იმის შესახებ, რომ უბკე ასახავს ეკუმენური დიალოგის ყველა მიღწევას რომის კათოლიკურ ეკლესიასა და მართლმადიდებლობას შორის. „ყველაფერი ის, რაც მიღწეული იქნა მართლმადიდებლურ-კათოლიკურ დიალოგში მსოფლიო დონეზე, ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ ჩვენს ადგილობრივ, ლოკალურ დონეზე უკრაინაში“, - განაცხადა უკრაინელი უნიატების მეთაურმა.
ეს გამონათქვამი საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანია, რამდენადაც შერეული კომისიის შესაბამის დოკუმენტებში უნია ისტორიულ შეცდომადააა მიჩნეული. იმავე ბალამანდის დეკლარაციაში საუბარია, რომ მხარეები უარს ამბობენ უნიაზე, როგორც ერთიანობის ძიების მეთოდზე, რამდენადაც ის „ეწინააღმდეგება ეკლესიების საერთო ტრადიციას“ და რომ „უნია არ შეიძლება იქცეს ეკლესიების ერთიანობის მოდელად, არც აწმყოში, არც მომავალში“.
სამოციქულო ნუნციამ უკრაინაში ვისვალდას კულბოკასმა მოუწოდა თეორიული განხილვებიდან პრაქტიკულ სიბრტყეში გადასვლაზე: „ამ დიალოგის წარმატების შენიშვნისას, ცხადი ხდება, რომ გზა, რომელიც გავიარეთ, სწორი იყო. თუმცა, საჭიროა ძალისხმევის დატანება, რომ ხორცი შეისხას მისმა პრაქტიკულმა და კონკრეტულმა ასახვამ ადგილობრივ დონეზე, რათა ის არ დარჩეს მხოლოდ თეორიულ გართობად“. რა არის ეს, ლამაზი ფორმულირება თი მინიშნება იმაზე, რომ უახლოეს პერიოდში ამას მოჰყვება ყველაზე პრაქტიკული ნაბიჯები? ზოგადი სიტუაცია რელიგიურ სფეროში, როგორც უკრაინაში, ასევე მსოფლიო დონეზე საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ თუ ვატიკანმა და ფანარიონმა ნამდვილად მიიღეს გაერთიანების გადაწყვეტილება, ასეთი გაერთიანების საცდელი ბურთი გადაეცემა სწორედ ჩვენს ქვეყანას.
იმას, რომ აქ ამის გაკეთება ყველაზე მოსახერხებელია, ადასტურებს კონსტანტინოპოლის ეგზარქოსის ეპისკოპოს მიხეილის (ანიშჩენკო) სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ „უკრაინაში შეიქმნა უნიკალური სიტუაცია, რამდენადაც ძლიერად არის წარმოადგენილი ერთდროულად რამოდენიმე ქრისტიანული ტრადიცია და იურისდიქცია“. მართალია, ამისათვის მართლმადიდებლებს მოუწევთ მისი ღვთისმეტყველების ხელახლა გააზრება. „მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგი აცხოველებს შიდამართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო აზრს, რამდენადაც აიძულებს მას ეძებოს პასუხები მწვავე საღვთისმეტყველო საკითხებზე და ხელახლა გამოიკვლიოს საკუთარი ისტორია და საღვთისმეტყველო მემკვიდრეობა“, - განაცხადა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეგზარქოსმა. მართლაც, მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგის გასაგრძელებლად მართლმადიდებლებმა „ხელახლა საგულდაგულოდ უნდა გამოიკვლიონ“ თავიანთი ღვთისმეტყველება, რამდენადაც ის არ იძლევა ერეტიკოსებთან გაერთიანების შესაძლებლობას, თუ ისინი აგრძელებენ თავიანთი შეცდომების გაგრძელებას. შეიძლება, ამ „საგულდაგულო კვლევების“ შედეგად ასეთი მიდგომების მომხრეების მიერ მოხდება კიდეც ცალკეული ციტატების მოძიება, რომლებიც მეტყველებენ მათ სასარგებლოდ, მაგრამ მთლიანობაში მართლმადიდებლური სარწმუნოებრივი სწავლება ერთმნიშვნელოვნად მოწმობს: „მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე“ ...(ტიტ. 3:10). იმ მიდგომაზე, რომელზეც მიუთითებს ეპისკოპოსი მიხეილი (ანიშჩენკო), ყველაზე უკეთ განაცხადა წმინდა გრიგოლ ნოსელმა: „როგორ აკეთებს შხამების შემქმნელი საწამლავის მისაღებად ქცევას მოსაწამვლისთვის, შხამი თაფლივით დაატკბოს და მხოლოდ შხამს აძლევს, ხოლო თავად შხამი შერეული შიგნეულობასთან ნგრევას იწვევს შხამის შემდგენელის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე; ასე რომ მსგავს რამეს აკეთებენ ერეტიკოსებიც. დახვეწილი მსჯელობით, თითქოსდა თაფლივით ის ატკბობს მომაკვდინებელ სწავლებას...“
მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგის გასაგრძელებლად მართლმადიდებლებმა „ხელახლა საგულდაგულოდ უნდა გამოიკვლიონ“ თავიანთი ღვთისმეტყველება, რამდენადაც ის არ იძლევა ერეტიკოსებთან გაერთიანების შესაძლებლობას, თუ ისინი აგრძელებენ თავიანთი შეცდომების გაგრძელებას.
ასევე სტავროპიგიის მეთაურმა განაცხადა, რომ „მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგი და გზების ძიება ერთიანობის აღსადგენად წარმოადგენს ასევე აქტუალურს ერთიანობის შესანარჩუნებლად თავად მართლმადიდებლური ეკლესიისთვის“. ეს სიტყვები გასაგები ხდება, თუ გავიხსენებთ იმას, რომ ეკლესიის ერთიანობა ფანარიოტელი მღვდელმთავრების მიერ აღქმულია, როგორც ერთიანობა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ხელმძღვანელობით. ამის შესახებ განაცხადა თავად პატრიარქმა ბართლომემაც, აშშ-ში ვიზიტად ყოფნისას: ჩვენ ვალდებულნი ვართ ვუხელმძღვანელოთ ადგილობრივ ავტოკეფალიურ ეკლესიებს, როგორც ერთი ოჯახის უფროსი ძმა“.
თუმცა, ყველაზე ნიშანდობლივი აღიარება გააკეთა ეპისკოპოსმა მიხეილმა (ანიშჩენკომ) შემდეგ სიტყვებში: „ყველაზე მწვავე საკითხს, როგორც მართლმადიდებლებისთვის, ასევე კათოლიკებისთვის, დღეს წარმოადგენს მსოფლიო ეკლესიაში პირველობის მსახურების საკითხი“. ანუ არც ერესი ფილიოქვაზე, არც კათოლიკების მიერ მოფიქრებული დოგმატები განსაწმენდელზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვაზე, არც ხსნის იურიდიული თეორია, არც ლოცვის პრაქტიკა, რომელიც მართლმადიდებელი წმინდა მამების თვალსაზრისით წარმოადგენს ცდუნებას, არაფერი აქედან არ უშლის ხელს დაახლოებას. დისკუსიები მიდის მხოლოდ იმის გარშემო, თუ ვინ იქნება „პირველი“ და როგორ განხორციელდება ეს „პირველობა“. და ეს მიუხედავად იმისა, რომ მოცემული საკითხი ჯერ კიდევ იესო ქრისტეს მიერ იყო დახურული. „მივიდა კაპერნაუმში; და სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: რაზე მსჯელობდით გზაში? ისინი კი დუმდნენ, ვინაიდან გზაში იმაზე ბჭობდნენ, ვინ უფრო დიდიაო. მაშინ დაჯდა, მოუხმო თორმეტს და უთხრა მათ: ვისაც სურს პირველი იყოს, ყველაზე უკანასკნელი იქნება და ყველას მსახური“ (მარკ. 9:33-35).
ფანარიონისა და რკე-ს ერთიანობა კიევში იქნება რეალიზებული?
რკე-სა და ფანარიონის დიალოგის საბოლოო მიზნის შესახებ ღიად განაცხადა იმავე მიხეილმა (ანიშჩენკო): „ეს (ბროშურა დიალოგის შესახებ - რედ.) არა უბრალოდ შესანიშნავი გამოცემაა, არამედ ეს მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება საბოლოო მიზნისთვის. საბოლოო მიზანი კი არის ერთიანობის ძიება. ერთიადნობის აღდგენა, ბოდიში, არა ძიება“.
ამ მიზნის მიღწევის ვადები დააზუსტა უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის ეკუმენური სტუდიების ინსტიტუტის პრეზიდენტმა ივან დაცკომ დააზუსტა: „2025 წლამდე ვისურვებდი კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის სრული თანამონაწილეობის აღდგენას. ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა“. მანვე განაცხადა, რომ ასეთი მიზანი უნდა იყოს რეალიზებული სწორედ აქ, უკრაინაში: „ორი წლის მანძილზე, უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ვსაუბრობ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე უკრაინაში, რომ უკრაინის მართლმადიდებლობაში იმდენი პოზიტიური ცვლილება დაგროვდა, რომ თუ ჩვენ, უკრაინელები, ქრისტიანები, ხელიდან გავუშვებთ ამ შესაძლებლობას, ჩვენ დავუშვებთ უდიდეს შეცდომას ჩვენი ეკლესიისა და ხალხის წინააღმდეგ“. მან განმარტა, რომ პაპი ფრანცისკესა და კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს დროს „ჩვენ ისე დავუახლოვდით, რომ თუ არა ახლა, არ მინდა ვთქვა, მაგრამ - არასდროს. ჩვენ ხელიდან გავუშვებთ უდიდეს შესაძლებლობას“.
დაცკომ ასევე დააყენა დღის წესრიგი ერთიანი პატრიარქის არჩევის თაობაზე უბკე-მეუ-ს გაერთიანებისთვის. „დარწმუნებული ვარ, საჭიროა, რომ მომავალი უკრაინის პატრიარქი არჩეულ იქნეს მართლმადიდებლებისა და კათოლიკების მიერ. ერთი, ჩვენ არ გვჭირდება 5-10 პატრიარქი კიევში, ერთი და მორჩა. თუმცა, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ერთობლივი ძალისხმევა, რომ სიყვარულის ევქარისტია ერთობლივად გამოვიყენოთ და მაშინ აირჩიეთ“, - განაცხადა მან.
უკუ-ს ეკუმენური სტუდიების ინსტიტუტის პრეზიდენტმა მოკლედ გადმოსცა გაერთიანების პროგრამული თეზისები.
- ერთობლივი ლოცვა.
- ერთობლივი ნათლობა.
- ლიტურგიისა და სახარების უნიფიცირებული თარგმნა.
- ორმხრივი შერიგებისა და პატიების სურვილი.
- ერთმანეთისადმი ისტორიული პრეტენზიების თავიდან აცილება.
იკითხავთ: და რა ბედი ელის დოგმატებს, რომელიც ყოფს მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს?
იგივე დაცკომ, თავისი თეზისების გადმოცემისას, ერთ-ერთ პუნქტში განაცხადა: „ვსწავლობთ მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიის პოზიციებს რომის ეპისკოპოსის პრიმატის საკითხზე, რადგანაც ეს ყველაზე მეტად გვყოფს“. როგორ დაეხმარება პოზიციების (რომელიც უკვე შეისწავლება თითქმის 1000 წელია) შესწავლა მოცემული პრობლემის გადაწყვეტაში - ამაზე კონფერენციაზე საუბარი არ იყო. როგორც ჩანს, მოცემულ პრობლემას არავინ არ თვლის პრობლემად. შეხვედრის მონაწილეები გამმიჯნავ დოგმატებს უწოდებს „სტერეოტიპებს“. იგივე დაცკომ, ფილიოქვაზე ( კათოლიკების ერესი წმინდა სამების დოგმატის თაობაზე) საუბრისას განაცხადა: „დამშვიდდით, ფილიოქვეთი ან ფილიოქვეს გარეშე“.
თუმცა, ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა. კონფერენციის მონაწილეებმა, დაწყებული სვიატოსლავ შევჩუკით, გამოიყენეს სიტყვა „ეკუმენიზმი“ განსაკუთრებული პოზიტიური მნიშვნელობით, როგორც ქრისტიანების გამაერთიანებელი ფაქტორი. თუმცა, შეხვედრაზე იყო ეპიზოდი, რომელიც მიუთითებს, რომ „ქრისტიანების გაერთიანება“ სულაც არაა საბოლოო გაჩერება ამ მარშრუტზე.
ტორტზე ალუბლის სახით შეიძლება მოვიყვანოთ ლუდმილა ფილიპოვიჩის, გ. სკოვოროდის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ფილოსოფიისა და რელიგიის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელის, გამონათქვამი. უბკე-ს სასულიერო სემინარიის შესახებ საუბრისას, მან განაცხადა, რომ მომავალი უნიატი მღვდლები იზრდებიან იქ „რელიგიათშორისი ურთიერთგაგების სულისკვეთებით“. „ეს ერთადერთი სასულიერო სასწავლო დაწესებულებაა უკრაინაში, სადაც იკითხება პრაქტიკული რელიგიათმცოდნეობის კურსი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ყოველწლიურად სემინარისტებთან ერთად არა მხოლოდ სხვა ქრისტიანულ ეკლესიებში, არამედ საერთოდ, იუდეველებთან, მუსულმანებთან, საჰაჯი-იოგის, ბაჰაისთან და ა.შ. დავდივართ“, - განაცხადა ლ. ფილიპოვიჩმა. როგორც ჩანს, ეს სრულიად შეესაბამება პაპი ფრანცისკეს თანამედროვე შეხედულებებს, რომელიც უშვებს წარმართული კერპის პაჩამაჩისადმი თაყვანისცემას და მისი მისამართით წარმართული ლოცვების წაკითხვას.
დასკვნები
ჯერ ერთი, მოცემული კონფერენციის შედეგებს შეიძლება მივუდგეთ ისე, როგორც საღვთისმეტყველო დიალოგის თაობაზე შერეული კომისიის შედეგებს, რომლის დოკუმენტებიც წარმოდგენილი იყო კონფერენციაზე. ერთი და მეორე შედეგებიც არ წარმოადგენს სავალდებულოს არავისთვის და არ განაპირობებს არანაირ შემდგომ მოვლენებს. თუმცა, ისინი შეიძლება იქცნენ ხელსაყრელ ფონად უბკე-სა და მეუ-ს გაერთიანების თაობაზე რაიმე პრაქტიკული მოქმედებებისთვის, თუ ასეთი გადაწყვეტილება ოფიციალურად იქნება მიღებული ვატიკანსა და ფანარიონზე.
მეორეც, უბკე-სა და მეუ-ს გაერთიანება, პირველ რიგში, პასუხობს უნიატების ინტერესებს, რამდენადაც ნებისმიერი უნია არის უნია კათოლიციზმის სასარგებლოდ, რასაც მოწმობს ყველა უნიის ისტორია, რომელსაც ადრე ჰქონდა ადგილი.
მესამე, მოვლენები მსოფლიოში ახლა ძალიან სწრაფად ვითარდება ყველა სფეროში, მათ შორის, რელიგიურ სფეროში. ამიტომ განხორციელდება თუ არა პრაქტიკაში უბკე-სა და მეუ-ს გაერთიანების მცდელობა, ჩვენ საკმაოდ მალე გავიგებთ.
მეოთხე, თუ მოვლენები განვითარდება სწორედ ასეთი სცენარით, თამამად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ უკრაინის ხელისუფლება გვერდზე არ იქნება და ყველაფერს გააკეთებენ, რომ მსგავსი გაერთიანება გახდეს არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ მოიცავდეს, რაც შეიძლება მეტ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის თემს. ახლა ეს საკმაოდ ფანტასტიკურად ჩანს, მაგრამ მეუ-ს შექმნის წინამორბედი მოვლენები გვიჩვენებს, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. მაშინ, პ. პოროშენკო, იყენებს რა სახელმწიფო აპარატს და პირველ რიგში, ძალოვან ორგანოებს, ყოველგვარი სიმართლითა და უსამართლობით შეეცადა მეუ-ში შეეყვანა რაც შეიძლება მეტი უმე-ს მღვდელმთავარი. მეუ-ს შექმნის შემდეგ მასში, რაც შეიძლება მეტი უმე-ს თემის შეყვანა სცადეს. იმის ალბათობა, რომ ეს განმეორდება და უფრო მკაცრ დონეზე ავა, საკმაოდ დიდია. თუ შეიქმნება უბკე-უმე-ს გაერთიანება, მისი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან გავა თვისობრივად ახალ დონეზე, როგორც ახალ დონეზე გავა ზეწოლა უმე-ზე. მაგალითად, კიევ-პეჩორის და პოჩაევის ლავრების შენარჩუნება საკმაოდ რთული იქნება.
მეხუთე, ყველა, ვინც გადაწყვეტს ამ გაერთიანებულ უბკე-მეუ-ში გაერთიანებას, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მათ პერსპექტივაში ელოდებათ ეკუმენიზმი, არა მხოლოდ კათოლიკებთან, არამედ ხატოვნად, თუ ვიტყვით, პაჩამამთანაც.
როგორც არ უნდა იყოს, საბოლოო ჯამში, ამჟამინდელი უნია იქნება ისეთივე წარუმატებელი, როგორც ყველა წინამორბედი. ამას ადასტურებს, როგორც ეკლესიის ისტორია, ასევე უფალი იესო ქრისტეს სიტყვები: „... ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას...“(მათ. 16:18).