სადამდე მიიყვანს გერმანიის კათოლიკებს სონიდალური გზა
გერმანიაში ფორუმზე „სინოდალური გზა“ კათოლიკე იერარქებმა და ერისკაცებმა მთელი რიგი ოდიოზური გადაწყვეტილება, რომელიც სერიოზული შედეგებით ემუქრება მთელს კათოლიკურ ეკლესიას.
2021 წლის 30 სექტემბერ - 2 ოქტომბერს გერმანიაში მოძრაობის „სინოდალური გზა“ ფარგლებში შედგა კათოლიკე იერარქებისა და ერისკაცების შეკრება, რომლებზეც მიიღეს მთელი რიგი ოდიოზური გადაწყვეტილება, რომელიც სერიოზული შედეგებით ემუქრება მთელს კათოლიკურ ეკლესიას. მათგან მთავარია ხელდასმის გაუქმება და სოდომისტების ქორწინების შესაძლებლობა.
რა არის „სინოდალური გზა“
2019 წელს გერმანიის კათოლიკურ ეკლესიაში წარმოიქმნა მოძრაობა, რომელსაც ეწოდა “სინოდალური გზა“. ეს „გზა“ თავიდან გათვლილი იყო ორ წელზე, მაგრამ შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო ის მინიმუმ 2022 წლამდე გახანგრძლივდა. მისი შინაარსი უნდა გამხდარიყო ფართო საჯარო განხილვა და წინადადებების შემუშავება შემდეგ საკითხებზე:
- საეკლესიო ხელისუფლება;
- სექსუალური მორალი;
- მღვდლების მსახურება და ცხოვრების წესი;
- ქალების როლი ეკლესიაში.
მოძრაობის დამფუძნებლებმა მოახდინეს დეკლარირება, რომ მოცემული „გზის“ მიზანს წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიისადმი ნდობის აღდგენა, რომელიც სერიოზულად იქნა შერყეული სექსუალურ ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული სკანდალების გამო, მათ შორისაა, პედოფილია კათოლიკური სამღვდელოების მხრიდან. თუმცა, რთული არაა იმის შენიშვნა, მაგალითად, რომ ქალის მღვდლობის თემა საკმაოდ შორსაა ნდობის აღდგენის თემისგან, ხოლო სექსუალური მორალის ლიბერალიზაცია უფრო უწყობს ხელს სექსუალურ ბოროტად გამოყენებას, ვიდრე მათ თავიდან აცილებას.
უკვე „სინოდალური გზის“ პირველი კონფერენციის დროს, რომელიც 2020 წლის დასაწყისში ჩატარდა ფრანკფურტში, აღნიშნული იყო, რომ მოძრაობის მიზნები გაცილებით უფრო გლობალურია, ვიდრე ეს თავიდან იყო განცხადებული, ესაა კათოლიკური საეკლესიო მოძღვრებისა და ცხოვრების ძირეული რეფორმირება. „სინოდალური გზა არის მოსაწვევი შეიცვალოს პერსპექტივა და მოხდეს სწავლება... არ შეიძლება გზის დაწყება, არ შეიძლება არსებობდეს არანაირი ახალი საწყისი, არანაირი ახალი ევანგელიზაცია მიმართულების ცვლილების გარეშე“, - განაცხადა გერმანიის კათოლიკე ეპისკოპოსების კონფრენციის მაშინდელმა თავმდჯომარემ კარდინალმა რაინჰარდ მარქსმა. გერმანელი კათოლიკების ცენტრალური კომიტეტის მეთაურმა ტომას შტერნბერგმა თქვა, რომ „სინოდალური გზა“ წარმოადგენს „საეკლესიო ცხოვრების ახალი სახის დასაწყისს“, ქალების ყოფნა საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში უნდა გამოიწვიოს ჭეშმარიტი რეფორმები ეკლესიაში.
- „სინოდალური გზის“ ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე შემოთავაზებულია შემდეგი გადაწყევტილებების მიღება:
- ეკლესიაში ძალაუფლების უფრო დემოკრატიულად და ნაკლებად ცენტრალიზებულად გადაქცევა;
- გეი-ქორწინებების აღიარება და საეკლესიო სწავლების შეცვლა ლგბტ-თან მიმართებაში;
- გაუქმდეს სავალდებულო ცელიბატი სამღვდელოებისთვის;
- ქალის მღვდლობის შემოღება.
ჯერ კიდევ „გზის“ დასაწყისში კელნის კარდინალი რაინერ მარია ველკი, რომელსაც კონსერვატორის რეპუტაცია გააჩნია, მთლიანობაში დადებითად მიუდგა ამ მოძრაობას, თუმცა გაფრთხილებაც არ დაიშურა და განაცხადა, რომ მას შეუძლია მიგვიყვანოს განხეთქილებამდე კათოლიკეებს შორის. „ყველაზე უარესი შედეგი იქნებოდა, „სინოდალურ გზას“ რომ განხეთქილება გამოეწვია მსოფლიო (კათოლიკურ- რედ.) ეკლესიასთან“. ეს იქნებოდა ყველაზე დიდი საშინელება, აქ რომ ყოფილიყო შექმნილი რამე გერმანული ნაციონალური ეკლესიის მსგავსი“, - განაცხადა მაშინ კარდინალმა.
როგორ ხდებოდა ამჟამინდელი კრების ჩატარება
კრება „სინოდალური გზის“ მოძრაობის ფარგლებში საკმაოდ ნიშანდობლივი იყო. ერთი წლით ადრე პირობითმა ლიბერალებმა დარტყმა მიაყენეს პირობით კონსერვატორებს გერმანიის კათოლიკურ ეკლესიაში. კელნის არქიეპისკოპოს კარდინალ რაინერ მარია ველკის და მის ორ ვიკარიუსს, ეპისკოპოსებს დომინიკ შვადერლაპსა და ანსგარ პაფს ბრალი დასდეს სასულიერო პირების სექსუალური ბოროტად გამოყენების ფაქტების დამალვაში და დამნაშავეთა ფაქტიურ მფარველობაში. ვატიკანი იძულებული იყო კელნის ეპარქიაში გაეგზავნა კომისია სტოკჰოლმის არქიეპისკპოს კარდინალ ანდერს არბორელიუსისა და როტერდამის ეპისკოპოს იოჰანეს ვან დენ ჰენდეს შემადგენლობით. ისინი განხილვით იყვნენ დაკავებული 2020 წლის 7 ივნისიდან 14 ივნისამდე და მათი საქმიანობის შედეგები აცნობეს პაპ ფრანცისკეს. პაპი ფიქრობდა ერთ წელზე მეტი და 2021 წლის 24 სექტემბერს, აკურატში „სინოდალური გზის“ კრების წინ ფრანკფურტში გადაწყვეტილება მიიღო: კელნის სამივე მღვდელმთავარი გამართლდა. ამასთან, ველკის კარდინალთან მიმართებაში ნათქვამი იყო, რომ „წარმოუდგენელია, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ საქმეების განხილვისას ის მოქმედებდა კანონის წინააღმდეგ“, მაგრამ ამასთან ხაზგასმული იყო, რომ „საკითხის ზოგადი გადაწყვეტისას განსაკუთრებით, კომუნიკაციის დონეზე, ველკის კარდინალმა ასევე დაუშვა დიდი შეცდომები. ამან არსებითად შეუწყო ხელი არქისაეპისკოპოსოს მიმართ ნდობის კრიზისს“.
შედეგად, ველკის კარდინალმა შეინარჩუნა თავისი პოსტი, მაგრამ „შემოქმედებით შვებულებაში“ წავიდა 2022 წლის 1 მარტამდე. კელნის დამხმარე ეპისკოპოსების, დომინიკ შვადერლაპისა და ანსგარ პაფის მიმართ ითქვა, რომ მათ დაუშვეს „მმართველობითი ნაკლოვანებები“, მაგრამ არ ჰქონდათ განზრახვა „დაემალათ ბოროტად გამოყენება ან იგნორირება გაეკეთებინათ მსხვერპლისთვის“. ეპისკოპოსი პაფი დაუბრუნდა თავისი ვალდებულებების შესრულებას, ხოლო ეპისკოპოსი შვადერლაპი მივლინებაში გაემგზავრა ერთი წლით კენიაში, რის შემდეგაც ის უნდა დაბრუნდეს კელნში.
ყოველივე ეს ძალიან არ მოეწონა „სინოდალური გზის“ კრების მონაწილეების უმრავლესობას. ჯერ კიდევ იქამდე, რაც კრებამ დაიწყო დღის წესრიგის განხილვა, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დრო მიეცა იმისთვის, რომ დამსწრეებს შეძლებოდათ თავიანთი უკმაყოფილების გადმოცემა ვატიკანის გადაწყვეტილებაზე კელნის ეპისკოპოსებთან მიმართებაში. ამის შესახებ პირდაპირ განაცხადა კრების თანათავმდჯომარემ ტომას შტერნბერგმა: „მნიშვნელოვანია, რომ მრისხანება გამოვლინდეს და აღებულ იქნეს პასუხისმგებლობა“. „ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ჩვენი დღის წესრიგის გაგრძელება - ჩვენ განხილვა გვჭირდება“, - განაცხადა ასამბლეის თანათავმჯდომარემ, გერმანელი ეპისკოპოსების კონფერენციის პრეზიდენტმა, ლიმბურგიის ეპისკოპოსმა გეორგ ბეტცინგმა. მან თქვა, რომ ესმის ყველასი, ვინც „სასოწარკვეთილი და შოკირებული იყო“ ვატიკანის გადაწყვეტილებით.
მთლიანობაში შემდგომი გამოსვლები შეიძლება შეფასდეს, როგორც იმ ეპისკოპოსების კონსერვატიული თვალსაზრისის დევნა, რომლებიც მას იზიარებენ. მაგალითად, კრების დელეგატმა გუდრუნ ლუკსმა განაცხადა, რომ ის კრებაზე მივიდა დიდი განრისხებითა და მცირე იმედით: „სადამდე მივიდა ეს ეკლესია, თუ ის ასეთივეა აქაც, როგორც გარე სამყაროში: დიდ ბიჭებს შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც მოუნდებათ, პატარებს კიდებენ, დიდებს - უშვებენ“. „დიდი ბიჭები“, სავარაუდოდ, კელნის ეპისკოპოს-კონსერვატორები, რომელთა მოქმედებებშიც ვერაფერი საეჭვო იპოვეს ვატიკანის მიერ გამოგზავნილმა შვედეთისა და ნიდერლანდების კიდევ უფრო მეტად ლიბერალმა შემმოწმებლებმა. ულრიკე გეკენ ჰეისმანი, ორგანიზაცია „გერმანიის ქალი კათოლიკები“ -ს წარმომადგენელმა, რომელიც 400 000 წევრს ითვლის, ასევე საუბრობდა მრისხანებასა და უნდობლობაზე, რაც კათოლიკურ ეკლესიაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია ბევრ კათოლიკე ქალში.
საინტერესოს წარმოადგენს ასევე ის, თუ როგორ გადაწყვიტეს ორგანიზატორებმა დამსწრეთა გადანაწილება. ადგილები დარბაზში განისაზღვრებოდა არა რანგის ან სტატუსის, არამედ ანბანის მიხედვით, ამიტომაც ეპისკოპოსები, კარდინალები და დელეგატები ახალგზარდებს შორის ან საერო ორგანიზაციებიდან ისხდნენ არეულად. კრების თანათავმდჯომარემ ტომას შტერნბერგმა ეს ასე ახსნა: „ჩვენ აქ ვართ, რადგან დავეხმაროთ ჩვენს ეკლესიას განთავისუფლდეს ტოქსიკური სტრუქტურებისგან“. ძალიან დემოკრატიულია, მაგრამ კარდინალურად ეწინააღმდეგება სამღვდელოებისადმი, მითუმეტეს მღვდელმთავრებისადმი მოწიწების საეკლესიო ტრადიციას, რაც სათავეს იღებს ჯერ კიდევ უძველეს ეკლესიაში. ამის მიუხედავად, გამოსული ერისკაცები აკრიტიკებდნენ დამსწრე სამღვდელოებას, ბრალს სდებდნენ ეპისკოპოსებს მორწმუნეების იგნორირებაში და იმაში, რომ ისინი უპირატესად დაკავებული არიან საკუთარი საქმეებით.
ზოგადად, პაპი ფრანცისკეს ცნობილი ლიბერალიზმის მიუხედავად, გერმანიის კათოლიკური ეკლესიისთვის ვატიკანი აღმოჩნდა საკმაოდ კონსერვატიული სტრუქტურა. ღონისძიების წინ პაპმა გერმანელ კათოლიკებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მისცა საკუთარ თავს მისცა „სინოდალური გზის“ ფრთხილი კრიტიკის უფლება: „ტკივილით შევნიშნავ მზარდ ეროზიას და რწმენის გაუარესებას აქედან გამომდინარე შედეგებით არა მხოლოდ სულიერ, არამედ სოციალურ და კულტურულ დონეებზეც“, - დაწერა მან და მოუწოდა დაკავებულიყვნენ ევანგელიზაციით ცრუ საეკლესიო რეფორმების ნაცვლად. „სინოდალური გზის“ პროცესის ვატიკანის მიერ ფრთხილ კრიტიკაზე პასუხად ეპისკოპოსმა გოერგ ბეტცინგმა თქვა: „წმინდა მამაო, ჩვენ არ ვამუშავებთ ტექსტებს, მაგრამ ვწერთ ოცნებებს... იმაზე, თუ როგორ გვსურს შევცვალოთ ეკლესია გერმანიაში: ეკლესია, რომელიც წარმოადგენს ერთობლივს, გენდერულად თანასწორსა და მოგზაურს ადამიანებთან ერთად“. ეს ფრაზა პაპი ფრანცისკეს მისამართით მაინც ულტიმატუმად ჟღერს. ტომას შტერნბერგმა ვატიკანის კრიტიკას საერთოდ უწოდა „არეულობები რომიდან“.
საერთოდ, ამჟამინდელი ასამბლეა საკმაოდ ქაოტურად ტარდებოდა, გამოხატული იყო საპირისპირო პოზიციები, ხდებოდა შესწორებების გაუქმება, საკითხები ხელახლა კენჭისყრაზე ყენდებოდა და ა.შ. ის მოულოდნელად დასრულდა. გეი-ქორწინებებისა და ხელდასმის „გაუქმების“ საკითხზე დადებითი კენჭისყრის შემდეგ მოხდა შემდგომი სხდომების შეწყვეტა კვორუმის არარსებობის გამო. ამასთან, განუხილველი დარჩა 4 დოკუმენტი 16 დაგეგმილიდან. დასკვნით პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, გეორგ ბეტცინგმა განაცხადა, რომ მან მოულოდნელი დასრულება შეაფასა, როგორც „ნიშანდობლივი მომენტი“, რომელიც, როგორც ის იმოდევნებს, აამაღლებს მონაწილეების მიერ იმის გაგებას, რომ „სინოდალური გზა“ „მნიშვნელოვან ფაზაში“ შედის.
„სინოდალური გზის“ კრების შედეგები
შევჩერდებით ორ ყველაზე განკიცხვად შედეგზე: „ხელდასმის გაუქმებასა“ და გეი-ქორწინებების კურთხევაზე.
ხელდასმის „გაუქმება“ ბრჭყალებში უბრალოდ როდია მოცემული, რამდენადაც გაუგებარია - მოითხოვენ თუ არა გერმანული „სინოდალური გზის“ მონაწილები ხელდასმის, როგორც ასეთის გაუქმებას თუ საქმე შემოიფარგლება ერისკაცების მონაწილეობის გაფართოებით ღვთისმსახურებასა და სხვა საკრალურ მოქმედებებში. თუმცა, საკითხი სინამდვილეში დგას ასე - სჭირდება თუ არა კათოლიკურ ეკლესიას საერთოდ საკრალური ხელდასმა? იმისათვის, რომ პასუხისმგებელ ჯგუფს დაევალოს ამ საკითხის სწორედ ასეთი ფორმულირებით კვლევა, ხმა მისცა 95 მონაწილემ, წინააღმდეგი იყო - 94 და 9 თავი შეიკავა. ამდენად, სინოდალური ფორუმის სამუშაო ჯგუფის წინ „ხელდასმის არსებობა დღეს“ დაისვა ამ საკითხის „განხილვის“ ამოცანა. რა დასკვნამდე მივლენ ისინი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ იმის ალბათობა, რომ ხელდასმის გაუქმების დაყენება მოხდება (ბრჭყალების გარეშე) - საკმაოდ დიდია.
საკითხი სინამდვილეში სწორედ ასეა დაყენებული - სჭირდება კათოლიკური ეკლესიას საკრალური ხელდასხმა საერთოდ?
აქ ლოგიკა არის, მაგრამ ის მარტივი პრიმიტიულია. თუკი სამღვდელოება უშვებს სექსუალური კუთხით მისი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, ხოლო ეპისკოპატი ამას მალავს, შესაძლოა, მონაწილეობს კიდეც ამაში, ხელდასმის გაუქმება კარდინალურად წყვეტს ამ პრობლემას. ეს ჰგავს თავის ტკივილის მკურნალობას გილიოტინას მეშვეობით, მაგრამ აქ ლოგიკა ასეთია.
ფრაიბურგ-იმ-ბრაისგაუ-ს უნივერსიტეტის დოგმატიკის პროფესორი გელმუტ ჰოპინგი CNA Deutsch-თან მიცემულ ინტერვიუში შემდეგს აცხადებს: „ევქარისტიაში მღვდლის მდგომარეობა ეჭვქვეშ დგება, ლიტურგია ხელს უწყობს სექსუალურ ძალადობას“.
რაც შეეხება გეი-ქორწინებების კურთხევას, შესაბამისი წინადადება შეტანილია სინოდალური ფორუმის ტექსტში „იცხოვრო წარმატებულ ურთიერთობებში - იცხოვრო სექსუალურობისა და პარტნიორობის სიყვარულით“, რომელიც მიღებულ იქნა უდიდესი უმრავლესობის მიერ -168 ხმა 214 მონაწილეს შორის, რაც საკმაოდ ნიშანდობლივია. ამასთან, შემოთავაზებულია არა მხოლოდ ასეთი ქორწინებების დალოცვა, არამედ ამის ისეთივე „საიდუმლოდ“ გადაქცევა, როგორც ჰეტეროსექსუალური წყვილებისთვის. ფორუმის მონაწილე მარა კლიაინი, კათოლიკური სტუდენტური საზოგადოების წევრი, აცხადებს: „ოჯახისთვის უმჯობესი იქნებოდა, რომ ამ ნაბიჯზე წავიდოდეთ და გამოვიდოდეთ მოწოდებით სრულად მოხდეს არაჰეტეროსექსუალური წყვილების სექსუალობის დეკრიმინალიზაცია და ამის საიდუმლოდ გადაქცევა“.
ამასთან, ამ ფორუმის თავმჯდომარე ეპისკოპოსი ჰელმუტ დერ ფონ აახენი აცხადებს, რომ მომავალში ისურვებდა ამოვიდეს „ადამიანიდან“ და მეტად არ მისცეს ბუნებრივ კანონს შესაძლებლობა გავლენა იქონიოს სექსუალობის შეფასებაზე, როგორც ამას აკეთებდა ეკლესია 2000 წლის განმავლობაში.
და რა იქნება შემდეგ?
„სინოდალური გზის“ კრების ყველა ეს გადაწყვეტილება, რომელიც მართალია, წარმოადგენს მხოლოდ განხილვისკენ მოწოდებას და არა საბოლოო გადაწყვეტილებას, იმდენაც რევოლუციურია, რომ ლიბერალი ფრანცისკესთვისაც და პაპის კურიის ამჟამინდელი შემადგენლობისთვისაც ეს უკვე too much. ამიტომაც, თუ გერმანელი კათოლიკეები არ მოთოკავენ თავიანთ აღტყინებას, „სინოდალური გზა“ გამოიწვევს ერთმნიშვნელოვან განხეთქილებას კათოლიკურ ეკლესიაში. ხოლო იმაზე, რომ ისინი არ გაფანტავენ მას, ბევრი ფაქტორი მიანიშნებს. მაგალითად, მას შემდეგ, რაც დერის დოქტრინის კონგრეგაციამ 2021 წლის მარტში გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც კატეგორიულად უარყო ერთსქესიანთა ქორწინებების კურთხევის შესაძლებლობა, გერმანულენოვანმა ღვთისმეტყველებმა და სამღვდელოებამ გამოხატეს პროტესტი და მოუწოდეს პროტესტის საერთო ეროვნული აქციისკენ 10 მაისს. ამ დღეს შედგა „კურთხევის საჩვენებელი ცერემონია“ თითქმის 80 ქალაქში ერთსქესიანი წყვილებისთვის. ამ ცერემონიების უმრავლესობაში მონაწილეობდნენ მღვდლები ღვთისმსახურების შესამოსელით და იკითხებოდა ნაწყვეტები სახარებიდან. ვიურცბურგის ახალგაზრდულ ეკლესიაში მოაწყვეს პერფორმანსი „მრისხანება და დარდი“, რწმენის დოქტრინის კონგრეგაციის დოკუმენტის მიღების შემდეგ. იქ, საკურთხეველში დააყენეს სტილიზებული „გოდების კედელი“ და ყველა მსურველს სთხოვეს ჩაეწერათ „ყველაფერი, რაც გაღიზიანებდათ“ და იქ დაედოთ.
თუ გერმანელი კათოლიკეები არ მოთოკავენ თავიანთ აღტყინებას, „სინოდალური გზა“ გამოიწვევს ერთმნიშვნელოვან განხეთქილებას კათოლიკურ ეკლესიაში.
2021 წლის ივნისში ესენის ეპარქიიდან კათოლიკების ჯგუფმა მიმართა რწმენის დოქტრინის კონგრეგაციას ოფიციალური თხოვნით ( Dubium), რომელშიც ითხოვეს პასუხის გაცემა კითხვაზე: გერმანიაში კათოლიკური ეკლესია უკვე არის თუ არა განხეთქილებაშ დანარჩენ კათოლიკურ ეკლესიასთან თუ არა. Dubium-ის თხოვნის ფორმა გულისხმობს, რომ რწმენის სწავლების კონგრეგაცია უნდა სცემდეს ერთმნიშვნელოვან პასუხს. თხოვნის ერთ-ერთი ხელისმომწერი, ანდრე ვიხმანი ბოხუმიდან, შემდეგ ამბობს CNA Deutsch-თან ინტერვიუში: „ჩემის მხრიდან, განხეთქილება უკვე მოხდა“. ასევე აუცილებელის იმის აღნიშვნა, რომ თავად გერმანიაში და მის ფარგლებს გარეთ „სინოდალური გზის“ და იმ რეფორმების ბევრი მოწინააღმდეგეა, რომლებიც ამ „გზას“ გვთავაზობენ. მაგალითად, კლარა შტაინბრეხერი, გერმანიაში რომაულ-კათოლიკური ეკლესიის კონსერვატორ ქალთა ორგანიზაციის „მარია 1.0“-ის პრეს-მდივანი, რომელიც შეიქმნა ლიბერალური „მარია 2.0“-ის საპირწონედ, „სინოდალური გზის“ კრება დაახასიათა ასე: „ის, რაც ჩვენ შევძელით აქ, ფრანკფურტში გვენახა, სხვა არაფერი იყო, თუ არა ჯიქური შეტევა ეკლესიაზე, რომელიც გამოწვეული იყო საღვთისმეტყველო უმეცრებით და ღიად შემაცბუნებელი მუხლმოდრეკით საერო პუბლიკის წინაშე“.
როგორი იქნება ვატიკანის რეაქცია 2021 წლის 30 სექტემბერი - 2 ოქტომბერის „სინოდალური გზის“ კრებაზე გერმანიაში, ჯერჯერობით უცნობია. მთავარი საიტი „ვატიკან ნიუსი“ თავის ინგლისურენოვან ვერსიაში ამ კრებას მთლიანად იგნორირებას უკეთებს, რაც გვაძლევს საფუძველს, რომ რომის კურიაში ერთგვარი დაბნეულობაა ამ საკითხზე. ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი ნათელი გახდება 2023 წელს, როცა „სინოდალური გზა“ დაასრულებს თავის მუშაობას და ვატიკანის განსახილველად წარმოადგენს სათანადოდ გაფორმებულ და ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს კათოლიკური ეკლესიის რეფორმის თაობაზე.
თუმცა, შეუძლებელია არ შევნიშნოთ ერთგვარი სინქრონულობა განხეთქილების საფრთხის წარმოქმნაში, როგორც კათოლიკებში, ასევე მართლმადიდებელ ეკლესიაში, 2018 წელს პატრიარქ ბართლომეს ანტიკანონიკურმა ჩარევამ უკრაინის საეკლესიო საქმეებში, საფრთხის ქვეშ დააყენა მართლმადიდებლობის ერთიანობა. 2019 წელს კი გერმანიაში, კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ნაწილმა, ჩაუშვა „სინოდალური გზის“ პროცესი, რომელიც განხეთქილებით ემუქრება კათოლიციზმს. მართალია, ამ მოვლენებისთვის ნიადაგი მზადდებოდა მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ამ მუქარების გამოვლინება დროში დაემთხვა. როგორც კათოლიკურ, ასევე მართლმადიდებლურ შემთხვევაში დილემა არის ერთნაირი - შეინარჩუნოს რწმენის სწავლებისა და ზნეობრივი კომპროსიმების ცვლილების ერთიანობა თუ დარჩეს დოგმატებისა და გადმოცემების ერთგულად და დაუშვას განხეთქილება.
დღეისათვის ყველაზე დასაშვებია შემდეგი სცენარი: მართლმადიდებლობაში ადგილობრივი ეკლესია რჩება ეკლესიის კანონებისა და დოგმატების ერთგული, ეს კი მნიშვნელოვნად შეამცირებს განხეთქილებაში წასვლას. ვატიკანი კი, სავარაუდოდ, კომპრომისების გზით წავა. ეს მხოლოდ ვარაუდია, ხოლო სინამდვილეში როგორ იქნება, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს.