კონფერნცია მოსკოვში: საეკლესიო კრების დასკვნის მომზადება ფანარიონის ერესზე

24 September 2021 17:20
39
მოსკოვში ადგილობრივი ეკლესიის იერარქებმა შეფასება მისცეს ფანარიონის ახალ ეკლესიოლოგიას. ფოტო  СПЖ მოსკოვში ადგილობრივი ეკლესიის იერარქებმა შეფასება მისცეს ფანარიონის ახალ ეკლესიოლოგიას. ფოტო СПЖ

მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე შეაფასეს ფანარიონის ეკლესიოლოგიას პირველობაზე. გახდება თუ არა ეს შეხვედრა საფუძველი რმე-ს საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებისთვის?

მოსკოვში შედგა კონფერენცია „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და ერთიანობა მართლმადიდებლური სწავლების ჭრილში“. ის ცხადია მიმართულია ფანარიონის ანტიკანონიკური მოქმედებების წინააღმდეგ, მაგრამ აი, რა ხასიათს მიიღებს ეს ბრძოლა და რასთან მიგვიყვანს ის - ეს უბრალოდ ჯერ არაა გადაწყვეტილი. გთავაზობთ კონფერენციის მონაწილეთა გამოსვლების ანალიტიკურ მიმოხილვას და ასევე იმ საეკლესიო და ეკლესიის ირგვლივ  სიტუაციას, რომელშიც ის ჩატარდა.

 წინაისტორია: მეუ-ს შექმნა და ამაზე უმე-სა და რმე-ს რეაქცია.

2018 წლის 11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის ეკლესიის სინოდმა თავის სხდომაზე მიიღო დოკუმენტი, რომელშიც გაცხადდა 1686 წ. კიევის მიტროპოლიის მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში გადაცემის გაუქმების თაობაზე, ფილარეტ დენისენკოს, მაკარი მალეტიჩის და ყველა მათი მიმდევრის  ანუ უმე (კ) და უამე-ს მიღებაზე „ეკლესიის წიაღში“ და ასევე ის, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აგრძელებს „უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის“ შეთავაზების პროცესს. ამის საპასუხოდ 2018 წლის 15 ოქტომბერს წმინდა სინოდმა მიიღო განცხადება, რომლის არსიც დაიყვანება შემდეგ თეზისებამდე:

  • განხეთქილება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ცოდვა, იკურნება მონანიებით და სხვა არაფრით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის რჩება განხეთქილებად და ცოდვად;
  • კონსტანტინოპოლელმა იერარქებმა, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება ურთიერთობაში შესულიყვნენ უკრაინელ განხეთქილებაში მყოფებთან, კი არ გახადეს ისინი ეკლესიის თანაზიარად, არამედ პირიქით, თავი გააიგივეს განხეთქილებაში მყოფებთან;
  • რამდენადაც ფანარიონი  განხეთქილებაში წავიდა, მასთან არ შეიძლება იყოს ევქარისტული ერთიანობა, ისევე როგორც არ შეიძლება იყოს ურთიერთობა უმე-ს იმ ეპისკოპოსებთან, კლირიკოსებთან და ერისკაცებთან, რომლებიც ურთიერთობაში შევლენ განხეთქილებაში მყოფებთან.

ამგვარად, ევქარისტული ურთიერთობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან შეწყდა. ანალოგიური გადაწყვეტილება შედის უმე-ს 2018 წლის 13 ნოემბრის ეპისკოპოსთა კრების დადგენილებაში: „ცნო რა განხეთქილებაში მყოფები არსებულ წოდებაში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, საეკლესიო წესების თანახმად, თავად დადგა განხეთქილების გზაზე. ამასთან დაკავშირებით უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ევქარისტული ურთიერთობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ამჟამად არის შეუძლებელი და  ის წყდება“.

2018 წლის დეკემბრის დასაწყისში პატრიარქმა ბართლომემ უმე-ს ეპისკოპოსებს გაუგზავნა წერილები, რომლებშიც იწვევდა მათ 2018 წლის 15 დეკემბერს ე.წ. „გამაერთიანებელ კრებაზე“ უმე (კ) და უამე-ს „ეპისკოპატთან“ ერთად. ყველა ეს წერილი უკან გაიგზავნა ფანარიონზე გაუხსნელად. „გამაერთიანებელ კრებაზე“ გამოცხადდა მხოლოდ ორი მღვდელმთავარი, რომლებმაც იმავე წამს გამოაცხადეს თავი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში გადასულებად. 15.12.2018 წ. „კრების“ შედეგად, ორი განხეთქილებაში მყოფი ორგანიზაციის, უმე (კ) და უამე-ს შერწყმის გზით წარმოიქმნა ე.წ. მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინაში (მეუ). ორი დღის შემდეგ კი უმე-ს წმინდა სინოდმა მიიღო მიმართვა მორწმუნეების მიმართ, რომელშიც აცხადებდა, რომ მეუ „წარმოადგენს განხეთქილებაში მყოფების გაერთიანებას და რომ მას არანაირი კავშირი არა აქვს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. ჩვენი ეკლესიისთვის არსებითად არაფერი შეცვლილა, რამდენადაც განხეთქილებაში მყოფები ასევე დარჩნენ განხეთქილებაში, ხოლო უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია რჩება  ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიად უკრაინაში“ და ასევე მოუწოდა მორწმუნეებს დაიცვან ქრისტესა და მისი ეკლესიის ერთგულება.

იმ დროიდან, განხეთქილებაში მყოფები, რომელთაც მხარს უჭერს სახელმწიფო ხელისუფლება, ღია ბრძოლას აწარმოებს უმე-თან, რომელიც გამოიხატება ანტისაეკლესიო კანონპროექტების მიღებაში, თემების მეუ-ში უკანონო ხელახლა რეგისტრაციაში, ტაძრების ძალისმიერ მიტაცებასა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში.

ფანარიონის პრეტენზიები იყოს პირველი თანასწორთა გარეშე

კონცეფცია, რომლის თანახმადაც კონსტანტინოპოლის ეკლესიის მეთაური წარმოადგენს მთავარ მღვდელმთავარს ეკლესიაში და გააჩნია მხოლოდ ერთადერთი მისთვის დამახასიათებელი უფლებამოსილებები, ჩამოყალიბებული იყო მიტროპოლიტ ელპიდოფორის (ლამბრინიადისი) სტატიაში „პირველი თანასწორთა გარეშე. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პასუხი პირველობის დოკუმენტზე, რომელიც მიღებული იქნა მოსკოვის საპატრიარქოში“. მიტროპოლიტ ელპიდოფორის მსჯელობების კვინტესენციას ამ თემაზე წარმოადგენს შემდეგი მტკიცება: „თუ ჩვენ ვისაუბრებთ პირველობის წყაროზე, პირველობის წყაროს წარმოადგენს ის ადამიანი, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი, რომელიც, როგორც ეპისკოპოსი წარმოადგენს პირველს „თანასწორთა შორის“, მაგრამ როგორც კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი წარმოადგენს პირველ იერარქს თანასწორთა გარეშე (primus sine paribus)”.

ისევე როგორც რომის პაპის პრეტენზიების შემთხვევაში, პატრიარქ ბართლომეს პრეტენზიებმა მეთაურობაზე გამოიწვია ეკლესიის კანონზომიერი რეაქცია, რომელმაც აიმაღლა თავისი ხმა ეკლესიაში ამ ცრუ სწავლების შემოღების წინააღმდეგ, რომელიც უკვე თითქმის ათასი წლის წინ იქნა უარყოფილი.

თავად პატრიარქი ბართლომე არაერთხელ აცხადებდა იმის შესახებ, რომ ის არსებითად წარმოადგენს მთელი მართლმადიდებლობის თავს. ასე, მაგალითად, 2020 წლის ნოემბერში კონსტანტინოპოლის ტახტზე ყოფნის 29-ე წლისთავთან დაკავშირებით მიცემულ ინტერვიუში ის აცხადებდა: „ჩვენ, მართლმადიდებლები უნდა მივეცეთ თვითკრიტიკას და გადავხედოთ ჩვენს ეკლესიოლოგიას, თუ არ გვსურს გავხდეთ პროტესტანტული ტიპის ეკლესიების ფედერაცია. რამდენადაც  ეპისკოპოსად ხელდასმაში ჩვენ ვდებთ ფიცს დავემორჩილოთ მსოფლიო საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებებს, უნდა ვაღიაროთ, რომ დაუყოფელ მსოფლიო მართლმადიდებლობაში არის ერთი „პირველი“, არა მხოლოდ ღირსებით, არამედ „პირველი“ განსაკუთრებული ვალდებულებებითა და კანონიკური უფლებამოსილებებით, რომელიც დაკისრებულია მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ. ეს არის დროში ერთიანობის შენარჩუნებისა და თანამედროვე სამყაროში მართლმადიდებლობის ზოგადი მტკიცებულების გარანტია“.

თავის სიტყვაში 1.09.2018 წ. სინაქსისზე პატრიარქი ბართლომე აცხადებდა თავის უფლებაზე ყოფილიყო უზენაესი მოსამართლე ყველა ეპისკოპოსზე: „ხსენების ღირსია კანონისტ მიოდრაგ პეტროვიჩის აზრი იმის შესახებ, რომ „მხოლოდ კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსს გააჩნია პრივილეგია განსაჯოს და გადაწყვიტოს კონფლიქტური სიტუაციები ეპისკოპოსებს, სასულიერო პირებსა და სხვა პატრიარქების მიტროპოლიტებს შორის“.

აი, ანალოგიური ციტატა პატრიარქ ბართლომეს სიტყვიდან: „ზოგიერთი ადამიანი მცდარად თვლის, რომ შეუძლიათ უყვარდეთ მართლმადიდებლური ეკლესია, მაგრამ არა მსოფლიო საპატრიარქო, ავიწყდებათ რა, რომ ის განასახიერებს მართლმადიდებლობის ჭეშმარიტ საეკლესიო ზნეს“. „თავიდან იყო სიტყვა... მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა“ (იოან. 1, 1, 4). მართლმადიდებლური ეკლესიის დასაწყისი - მსოფლიო საპატრიარქო, „მასშია სიცოცხლე და ეს სიცოცხლე არის ეკლესიების ნათელი“. გორტინისა და არკადიის აწგარდაცვლილი მიტროპოლიტი კირილი, დედა-ეკლესიის უსაყვარლესი იერარქი და ჩემი მეგობარი მართალი იყო, როცა ხაზს უსვამდა, რომ „მართლმადიდებლობას არ შეუძლია არსებობა მსოფლიო საპატრიარქოს გარეშე“. მართლმადიდებლობისთვის მსოფლიო საპატრიარქო არის ხაში, რომელიც „ცომს აფუებს“ (გალ. 5, 9)“.

ადრიანოპოლის მიტროპოლიტი ამფილიოქი (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო) პირდაპირ აცხადებდა, რომ ფანარიონი წარმოადგენს ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესიის ყოფის წყაროს: „რა იქნებოდა მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოს გარეშე? პროტესტანტიზმის ერთგვარი სახე... წარმოუდგენელია, რომ რომელიმე ადგილობრივმა ეკლესიამ... გაწყვიტოს ურთიერთობა (კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან -რედ.), რამდენადაც მისგან მომდინარეობს მისი ყოფის კანონიკურობა“.

ყოველივე ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწვალებას ეკლესიის შესახებ, რომლის შესაბამისადაც ჩვენ გვწამს „ერთიანი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“ და ასევე ეკლესიის ორიათასწოლოვანი ისტორია, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ეპისკოპოსთაგან არავის არასდროს არ ხელუყვია პირველობა ეკლესიაში. მსგავსმა  ხელყოფამ ამ მეთაურობაზე რომის პაპის მხრიდან გამოიწვია ის, რომ კათოლიკები თავისთავად მოიკვეთნენ ქრისტეს ეკლესიისგან. შესაბამისად, ეკლესიამ პაპიზმი აღიარა ერესად, სწავლებად, რომელიც შეუთავსებელია მართლმადიდებლობასთან.

და აი, ახლა, ჩვენს დროში, ასეთი პრეტენზიების წამოყენება ხდება უკვე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ. და ისევე, როგორც რომის პაპის პრეტენზიების შემთხვევაში, პატრიარქ ბართლომეს პრეტენზიები მეთაურობაზე იწვევს ეკლესიის კანონზომიერ რეაქციას, რომელმაც აღიმაღლა ხმა ეკლესიაში ამ ცრუ სწავლების შემოღების წინააღმდეგ, რომელიც უკვე თითქმის ათასი წლის უკან იქნა უარყოფილი ეკლესიის მიერ.

კონფერენციის ჩატარება არის „კონსტანტინოპოლის პაპიზმის“ ერესთან ბრძოლის ხერხი. მისი ჩატარება წარმოადგენს ძალიან აქტუალურს. შეიძლება ითქვას, რომ ის არა მხოლოდ მომწიფდა, არამედ გადამწიფდა კიდეც.

ამგვარად, კონფერენციის „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და ერთიანობა მართლმადიდებლური სწავლების ჭრილში“ ჩატარება წარმოადგენს „კონსტანტინოპოლის პაპიზმის“ ერესთან ბრძოლის ხერხს. მისი ჩატარება არის ძალიან აქტუალური. შეიძლება ითქვას, რომ ის არა მხოლოდ მომწიფდა, არამედ გადამწიფდა კიდეც, რამდენადაც იმ ხნის განმავლობაში, რომელიც გავიდა ფანარიონის ანტიკანონიკური გადაწყვეტილებებიდან, ეს კი თითქმის სამ წელს ითვლის, პატრიარქ ბართლომეს არა მხოლოდ უარი არ უთქვამს ამ ერესის წინსვლაზე, არამედ ის აგრძელებს კიდევ უფრო მეტად ამის დაჟინებას. უფრო მეტიც, ის ცდილობს თავის მხარეს გადაიბიროს იერარქები სხვა ადგილობრივი ეკლესიებიდან.

რაზე საუბრობდნენ კონფერენციაზე

მოცემული სტატიის ფორმატში არ გვაქვს შესაძლებლობა გავაანალიზოთ ყველა გამოსვლა, ამიტომაც შევჩერდებით მხოლოდ ზოგიერთ მათგანზე.

კონფერენცია გაიხსნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისასალმებელი სიტყვით. კონფერენციის ჩატარების აქტუალობასთან დაკავშირებით მან განაცხადა: „სიტუაცია, რომელიც მართლმადიდებელ სამყაროში ჩამოყალიბდა, შეიძლება შეფასდეს, როგორც კრიზისული. კრიზისს ადასტურებს სერიოზული განხეთქილება მართლმადიდებლებს შორის, თუ როგორ  გვესმის მსოფლიო მართლმადიდებლობის მოწყობა, რას ვგულისხმობთ პირველობისა და ერთიანობის ქვეშ, როგორ ვუსადაგებთ ეკლესიის კანონიკურ მოწყობას საეკლესიო მართვის სფეროში“.

ამასთან, კრიზისის წარმოქმნის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად პატრიარქმა კირილემ დაასახელა პოლიტიკოსების მიზანმიმართული ჩარევა საეკლესიო საქმეებში. ასეთი ჩარევის მიზანს წარმოადგენს მართლმადიდებლობაში განხეთქილების შეტანის მცდელობა, მისი „ბერძნულად“ და „სლავურად“ დაყოფით. „და სრულიად ცხადია შეინიშნება შუასაყარის შექმნის ტენდენცია, თუ არა ბერძნული მართლმადიდებლობის, ხმელთაშუა ზღვის მართლმადიდებლობის სლავური მართლმადიდებლობისგან და პირველ რიგში, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისგან სრულიად მოწყვეტა. ანუ ხდება 1054 წლის განხეთქილების მოდელის აღდგენა და ამით მართლმადიდებლური ეკლესიის შესუსტება...“, - განაცხადა უწმინდესმა პატრიარქმა.

ავტოკეფალიის მინიჭების საკითხის თაობაზე პატრიარქმა კირილემ აღნიშნა, რომ 2016 წელს კრეტას მსოფლიო საეკლესიო კრების მომზადების დროს, რომელიც არ იქცა სრულიად მართლმადიდებლების კრებად, ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლებმა მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება: ავტოკეფალია მხოლოდ ყველა, საყოველთაოდ აღიარებული ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის თანხმობით შეიძლება მოხდეს. მოცემული გადაწყვეტილება არ იქნა შეტანილი შემაჯამებელი დოკუმენტების პროექტში კონსტანტინოპოლის პატრიარქის თხოვნით. კრეტას მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ, რომელსაც პატრიარქი ბართლომე უწოდებს „სრულიად მართლმადიდებლურს“, მან განაცხადა თითქოსდა მოციქულებისგან მიღებულ უფლებაზე ერთპიროვნულად, სხვა ადგილობრივი ეკლესიების თანხმობის გარეშე მიანიჭოს ავტოკეფალია ვისაც მოისურვებს.

პატრიარქმა კირილემ ხაზი გაუსვა, რომ კონცეფცია „პირველი თანასწორთა გარეშე“, წარმოადგენს ახალ ეკლესიოლოგიას, რომელსაც „არ გააჩნია არანაირი საფუძველი არც წმინდა კანონებში, არც მთლიანად საეკლესიო გადმოცემაში“. ამ ეკლესიოლოგიის პრაქტიკულ გამოვლინებას წარმოადგენს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შეჭრა უკრაინაში. ამასთან, მოცემული სიტუაცია შეიძლება გახდეს ეკლესიის შესახებ მართლმადიდებლური სწავლების უფრო ზუსტი გამოვლენისა და ჩამოყალიბების საფუძველი. „ამასობაში, ეკლესიის ისტორიაში ხშირად იყო შემთხვევები, როცა კრიზისული სიტუაციები ბიძგს აძლევდა საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა პრაქტიკული საკითხებისა და სწავლების უფრო დეტალურ გააზრებას. დარწმუნებული ვარ, რომ გვჭირდება იმის საღვთისმეტყველო ანალიზი, თუ რა ხდება მსოფლიო მართლმადიდებლობაში“, - აღნიშნა რმე-ს წინამძღოლმა.

იმ ამოცანებს შორის, რომლებიც დგას კონფერენციის წინაშე, პატრიარქმა კირილემ დაასახელა:

  • ამჟამინდელი საეკლესიო კრიზისის ეკლესიოლოგიური მიზეზების ანალიზი;
  • იმ ქმედებების საღვთისმეტყველო და კანონიკური შეფასების აუცილებლობა, რომელიც მომდინარეობს პირველობის არასწორი გაგებისგან.

ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა (სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესია) წარმოადგინა მოხსენება: „საეკლესიო ავტოკეფალია გუშინ და დღეს“. პატრიარქ ბართლომეს მიერ უკრაინელი განხეთქილებაში მყოფებისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე ეპისკოპოსმა ირინეოსმა თქვა: „ავტოკეფალია უნდა იყოს ეკლესიის ერთიანობისა და მთლიანობის დასტური და განმტკიცება, მაგრამ პირველ რიგში, სინამდვილეში კი ის იქცა ცდუნების საგნად და შებრკოლების ლოდად. ის  არა მხოლოდ არ ემსახურება მართლმადიდებლური რწმენის განმტკიცებას და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულის ზრდას, არამედ ის, პირველ რიგში, არ  ემსახურება მოძღვრისეულ სოტერიოლოგიურ ცდას ყველა მორწმუნის სულის ცხონების თაობაზე, არამედ პირიქით, სამწუხაროდ, დღეს გამოიყენება, როგორც იარაღი და საშუალება ეკლესიის ერთიანობის ნგრევისთვის მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის რედეფინიციის ტენდენციით“.

ფანარიონის მოქმედებები მეუფე ირინეოსმა აღწერა, როგორც „კანონიკური უწესრიგობა, კანონიკური ანარქია, ჩარევა და შეჭრა სხვა ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების კანონიკურ ტერიტორიაზე...“, ამასთან, გამოხატავს რა მწუხარებას, რომ „მოძღვრის ასპექტი და ეკლესიის საქმიანობის სოტერიოლოგიური პერსპექტივა მსოფლიოში ხდება უმნიშვნელო ან იგნორირებულიც კი“.

ფანარიონის მოქმედებები მეუფე ირინეოსმა აღწერა, როგორც „კანონიკური უწესრიგობა, კანონიკური ანარქია, ჩარევა და შეჭრა სხვა ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების კანონიკურ ტერიტორიაზე“.

მისი აზრით, სიტუაციის შემდგომმა განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს 1054 წლის მოვლენების ანალოგიური განხეთქილება, როცა კათოლიკური ეკლესია გამოეყო მართლმადიდებლურს. „სიტუაცია ძალიან ტრაგიკულია, საშიშია, მაგრამ ეკლესიის მთელი ისტორიის მანძილზე სულიწმიდა მეფობს ეკლესიაში. მაცხოვარი გვარწმუნებს, რომ ჯოჯოხეთის კარიბჭენი ვერ მოერევიან მას, ვერ დაამარცხებენ მას და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც გამოსავალი იქნება. რადგანაც, თუ ეს განხეთქილება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება, სამწუხაროდ, გარდაუვალი იქნება ახალი განხეთქილება იმის მსგავსად, რასაც ადგილი ჰქონდა XI საუკუნეში და ბრალეულობა მათზე იქნება, ვინც ასეთი განხეთქილება გამოიწვია. ღმერთმა ქნას, ასეთი რამ არ მოხდეს და დროთა განმავლობაში სიტუაცია მოგვარდეს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ირინეოსმა.

სევასტიის არქიეპისკოპოსმა თეოდოსმა (იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესია) გამოხატა რმე-ს მხარდაჭერა და განაცხადა, რომ წმინდა მიწაზე თავდაუზოგავად ლოცულობენ განხეთქილების მოშუშებაზე და აღიარებენ ერთადერთ კანონიკურ ეკლესიას უკრაინაში - უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მეთაურს, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის.

კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვაში ტამასოსა და ორინიის მიტროპოლიტმა ესაიამ (კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესია) ყურადღება მიაქცია ზეწოლას, რომელიც ხორციელდება კვიპროსის ეკლესიის მღვდელმთავრებზე. „მარტივი არ იყო უკრაინის საკითხის შესახებ საეკლესიო კრიზისის დაწყებისთანავე, არც მიტროპოლიტ ნიკიფორესთვის, არც ჩემთვის და სხვა კვიპროსელი მღვდელმთავრებისთვის  ეწერათ, ესაუბრათ და საერთოდ გამოსულიყვნენ მოცემულ თემასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ გეოპოლიტიკური მოვლენები აიძულებს კვიპროსს ევრო-ამერიკული პოლიტიკის კალაპოტში გამოვიდეს, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. ამის მიუხედავად, ჩვენ ვსაუბრობთ და ვწერთ და ასევე ვთხოვთ უფალს „იმეფოს ჭეშმარიტმა სიტყვამ“, განგვანათლოს ისე, როგორც ჩვენი სამღვდელმთავრო სინდისი გვეუბნება, ჩვენთვის ნეგატიური შედეგების მიუხედავად“.

კონფერენციაზე ვიდეოკავშირის მეშვეობით წაკითხული იქნა კიკიისა და ტილირიის მიტროპოლიტ ნიკიფორეს (კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია) მოხსენება, რომელშიც მან აღნიშნა, რომ „მსოფლიო პატრიარქის ამბიციები ახლა უკვე მთელს ეკლესიაზე ვრცელდება: არსებითად, ის აყენებს პრეტენზიებს ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი საპატრიარქოს შიდა ცხოვრებაში ჩარევის უფლებაზე“. და ეს სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდის ეკლესიის კანონიკურ მოწყობასთან. „თავისი არსებობის ორიათასწლოვანი ისტორიის მანძილზე მართლმადიდებელ ეკლესიას არც ერთი თავისი ეპისკოპოსისთვის არ მიუნიჭებია ეკლესიის მეთაურის ტიტული და კომპეტენცია“, - განაცხადა მეუფე ნიკიფორემ.

ამასთან, ეკლესია ყოველთვის თვლიდა უფალ იესო ქრისტეს ეკლესიის ერთადერთ მეთაურად, ხოლო ეკლესიის მართვის უმაღლეს კომპეტენციას ანიჭებდა მსოფლიო საეკლესიო კრებებს. „შესაბამისად, ცხადზე ცხადია - და ეს შეიძლება დავასაბუთოთ ისტორიულად, კანონიკურად, დოგმატურად, ხატწერის ტრადიციიდან და წმინდა მამების წერილებიდან გამომდინარე, რომ ავტოკეფალური ეკლესიის არც ერთმა წინამძღოლმა, პატრიარქმა ან მეთაურმა არ შეიძლება შეცვალოს ეკლესიის ერთადერთი უცვლელი მეთაური, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ეკლესიას თავის მთლიანობასა და კათოლიკურობაში არ გააჩნია სხვა მეთაური, უფალი ჩვენი იესო ქრისტეს გარდა. ეკლესიაში უმაღლეს კანონიკურ ხელისუფლებას წარმოადგენს მსოფლიო კრებები და არა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის რომელიმე წარმომადგენელი“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკიფორემ.

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია) მოიყვანა ისტორიული ცნობა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის თაობაზე და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობამდე ქართული ეკლესია კანონიკურ დაქვემდებარებაში იყო არა კონსტანტინოპოლის, არამედ ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

ქართული ეკლესიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მოხსენება წარმოადგინა მსოფლიო საეკლესიო კრებების ეპოქაში პირველობის საკითხზე, რომელშიც განაცხადა, რომ პრეტენზიები რომელიმე ერთი ეპისკოპოსის მეთაურობაზე ეწინააღმდეგება თავად ეკლესიის ბუნებას: „უმაღლესი ინსტანცია რელიგიურ-კანონიკური საკითხების გადასაწყვეტად ეკუთვნის ეპისკოპოსთა კრებას - ადგილობრი ეპისკოპოსთა კრებას ან თუ ამას მოითხოვს გარემობები, მსოფლიო საეკლესიო კრებას. სინოდალური პრინციპი გულისხმობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის უმაღლესი ორგანოები არ ატარებენ ერთპიროვნულ ხასიათს, როგორც ეს მიღებულია კათოლიკურ ეკლესიაში“.

მან ასევე დააკავშირა ეკლესიის შესახებ სწავლება წმინდა ევქარისტიის მოძღვრებასთან. „წმინდა ევქარისტიიდან გამომდინარეობის არა მხოლოდ ყველა ადგილობრივი ეკლესიის ერთიანობა, არამედ პატივისცემა საეკლესიო მთლიანობისა და თითოეული ეკლესიის კათოლიკურობის მიმართ. ერთიანობა უნივერსალურ დონეზე, რომელიც აკნინებს რომელიმე ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის მთლიანობასა და კათოლიკურობას, ეწინააღმდეგება ევქარისტულ ეკლესიოლოგიას“,  - განაცხადა მამა გიორგიმ. მოხსენების დასასრულს მან განაცხადა, რომ „საეკლესიო-კანონიკური პრაქტიკისთვის სრულიად უცხოა რომელიმე ადმინისტრაციული ცენტრის არსებობა უნივერსალურ დონეზე, რომელსაც ექნებოდა მართვითი უფლებამოსილებები“.

ვიდეოკავშირის მეშვეობით ასევე იქნა წარმოდგენილი ორი უკრაინელი მღვდელმთავრის: კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, ბელოგოროდის ეპისკოპოს სილვესტრის და ბელოცერკოვისა და საღვთისმეტყველო-კანონიკური კომისიის თავჯდომარის, ბოგუსლავის მიტროპოლიტ ავგუსტინეს მოხსენება.

მეუფე სილვესტრმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე „კონსტანტინოპოლის პატრიარქის პირველობის შესახებ მოძღვრების ასახვა მეუ-ს ნორმატიულ დოკუმენტებში“, რომელშიც აღნიშნა, რომ პატრიარქმა ბართლომემ „თანამიმდევრულად გამოიყენა უკრაინის საეკლესიო სიტუაცია იმისთვის, რომ მოეხდინა თავისი განსაკუთრებული სტატუსის დეკლარირება ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის“. მეუფემ თავისი დასკვნები დაადასტურა მეუ-ს წესდებაზე მითითებებით. „მეუ-ს წესდების თანახმად, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ძალაუფლება სცდება კონსტანტინოპოლის ეკლესიის ჩარჩოებს და მას გააჩნია უნივერსალური ხასიათი. ეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ტახტს აყენებს ყველა ადგილობრივ ეკლესიაზე მაღლა“, - განაცხადა ეპისკოპოსმა სილვესტრმა. მოხსენებაში ასევე გაცხადებული იყო პატრიარქ ბართლომეს პრეტენზიების მიუღებლობა ეკლესიაში განსაკუთრებულ უფლებამოსილებებზე. „კონსტანტინოპოლის პატრიარქი ისაკუთრებს განსაკუთრებულ უფლებას გამოსცეს ტომოსები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ავტოკეფალიის თაობაზე, მიიღოს აპელაციები ყველა ადგილობრივი ეკლესიის კლირიკოსებისგან საეკლესიო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და განახორციელოს მართლმადიდებელი დიასპორის სასულიერო ხელმძღვანელობა. მსოფლიო ეკლესიაში პირველობის გაგება პირდაპირ უარყოფილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ“, - ხაზი გაუსვა მეუფე სილვესტრმა.

ბელოცერკოვისა და ბოგოუსლავის მიტროპოლიტ ავგუსტინეს მოხსენება ეძღვნებოდა თემას: „კანონიკური კოლიზია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხებში ჩარევაზე“. მასში მეუფემ განაცხადა, რომ „კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ განხეთქილებაში მყოფი „იერარქიის“ ფაქტიური აღიარება, რომელიც შედგება პირებისგან, რომლებიც ხელდასმულნი არიან განხეთქილებაში მყოფი და ეკლესიისგან განკვეთილი ეპისკოპოსების მიერ, რომლებიც ექცევიან უკრაინისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების საეკლესიო კრებების  ანათემის ქვეშ, წარმოადგენს ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის ღია გამოწვევას“. მიტროპოლიტ ავგუსტინეს აზრით, დღეისათვის, პრობლემებს უნდა შევხედოთ, როგორც ისტორიის, ასევე მარადიული ცხოვრების თვალსაზრისით“. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როცა სამუდამოდ გაქრება ლეგიტიმურობისა და ხელდასმის გარდამავალი სოციალური და პოლიტიკურად ორიენტირებული პრიორიტეტები, რომელიც იმყოფება ამ კატეგორიების მაღლა და მიღმა. და უფლისა და ეკლესიის ისტორიის წინაშე პასუხისმგებელი იქნება ყველა, ვინც კავშირში იყო მოცემულ ისტორიულ მოვლენებთან და მათ შედეგებთან: ინიციატორებით დაწყებული მათ ფონზე საინფორმაციო ხმაურის შემქმელებით დამთავრებული“, - განაცხადა მეუფე ავგუსტინემ.

კონფერენციის მნიშვნელობა და შემდგომი პერსპექტივები

როგორც უკვე ზემოთ ითქვა, მოცემული კონფერენცია დიდი ხანია მომწიფდა. ფანარიონის ანტიკანონიკურ მოქმედებებს უნდა მისცემოდა სათანადო საღვთისმეტყველო შეფასება და ასეთი შეფასება იქნა მიცემული, ამასთან, არა მხოლოდ რმე-ს ღვთისმეტყველთა, არამედ სხვა ადგილობრივი ეკლესიების: იერუსალიმის, სერბეთის, კვიპროსისა და საქართველოს წარმომადგენელთა მიერაც. უნდა აღინიშნოს, რომ თუ ბაჩის ეპისკოპოს ირინეოსის მონაწილეობა წარმოადგენს ბუნებრივს, რამდენადაც სერბეთის ეკლესიამ ამჟამინდელი კრიზისის დაწყებისთანავე, რომელიც მოჰყვა ფანარიონის ანტიკანონიკურ ჩარევას უკრაინის საეკლესიო საქმეებში, დაიკავა მკაფიო და თანამიმდევრული პოზიცია ამ ქმედებების მიუღებლობის მხრივ, იერუსალიმისა და განსაკუთრებით, საქართველოს ეკლესიების წარმომადგენელთა მონაწილეობა წარმოადგენს თვალსაჩინო მომენტს.

ბოლო ხანებში ამ ეკლესიებზე, როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე ფანარიოტების მხრიდან მიმდინარეობს ძლიერი ზეწოლა მათი მხრიდან მეუ-ს აღიარების მიზნით. ამიტომაც ამ ეკლესიების წარმომადგენელთა მონაწილეობა მოსკოვის კონფერენციაში თავისთავად საკმაოდ მჭევრმეტყველურია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კვიპროსის ეკლესიის ორი მიტროპოლიტის მონაწილეობა, რომელმაც „აღიარა“ მეუ. და სიტყვა „აღიარება“ ბრჭყალებში შემთხვევით როდია მოქცეული. მიტროპოლიტ ესაისა და ნიკიფორეს გამოსვლები ადასტურებს - შესაძლებელია ვისაუბროთ მეუ-ს მხოლოდ  კვიპროსელი მღვდელმთავრების ნაწილის მიერ და არავითარ შემთხვევაში, მთლიანად კვიპროსის ეკლესიის მხრიდან აღიარებაზე.

კონფერენციის შემდეგ მოვლენების განვითარების ყველაზე ახლო პერსპექტივას წარმოადგენს 2021 წლის ნოემბერში რმე-ს მღვდელმთავართა კრების ჩატარება, რომელზეც ფანარიონის მოქმედებებს შეფასება მიეცემა უკვე მღვდელმთავართა ხელმძღვანელობის დონეზე.

კონფერენციის შემდეგ მოვლენების განვითარების ყველაზე ახლო პერსპექტივას წარმოადგენს 2021 წლის ნოემბერში რმე-ს მღვდელმთავართა კრების ჩატარება, რომელზეც ფანარიონის მოქმედებებს შეფასება მიეცემა უკვე მღვდელმთავართა ხელმძღვანელობის დონეზე. ამის შესახებ განაცხადა უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ: „განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ამ კონფერენციის მნიშვნელობა, რადგანაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრება შეფასებას მისცემს იმას, რასაც ახლა ვაკვირდებით მართლმადიდებლურ სამყაროში და თუ ეს სულიწმიდა და შეკრებილი მღვდელმთავრები ინებებენ, მიღებულ იქნება გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება ჩვენი ეკლესიის პოზიციას კონსტანტინოპოლის ქმედებებთან მიმართებაში“.

კიდევ ერთ შესაძლო მოვლენად, რომლის მომზადებასაც წარმოადგენს მოცემული კონფერენცია, შეიძლება იქცეს ამანში ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლების შემდეგი შეხვედრა. ასეთი შესაძლებლობის თაობაზე პატრიარქმა კირილემ საკმაოდ დიპლომატიურად გამოხატა აზრი, მადლობა გადაუხადა რა იერუსალიმის პატრიარქს 2020 წლის თებერვალში წინამორბედი შეხვედრის ორგანიზების გამო.

ჩვენ მივესალმებით იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის უნეტარესი პატრიარქის თეოფილე III ინიციატივას მოეწყო ამანში მართლმადიდებელთაშორისი კრება და მასში მიიღო მონაწილეობა. უძველესი ეკლესიის წინამძღოლმა, რომელიც საღვთისმეტყველო ტექსტებში „დედა-ეკლესიად“ არის მოხსენიებული, თამამად აიღო საკუთარ თავზე კეთილშობილური მისია, მისცა რა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს მოედანი დისკუსიებისთვის იმ პირობებში, როცა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა რეალურად გაუშვა ხელიდან ასეთი თათბირების მოწყობის შესაძლებლობა“,  - განაცხადა უწმინდესმა პატრიარქმა.

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ პატრიარქ ბართლომეს მხრიდან მართლმადიდებლობაში მისი მეთაურობის იდეის თავსმოხვევის შეუპოვარი გაგრძელების საპასუხოდ ხორციელდება ადგილობრივი ეკლესიების, ღვთისმეტყველებისა და იერარქების ძალისხმევის კონსოლიდაცია, რომლებიც ამ იდეებს ერესად თვლიან და გამოხატავენ მათთან აქტიურ დაუთანხმებლობას. ეს იმედს გვისახავს იმაზე, რომ ეკლესიაში ამჟამინდელი კრიზისი დაძლეული იქნება, ხოლო ახლა არსებული განხეთქილება ეკლესიის კანონებისა და სწავლების მკაცრი შესაბამისობით იქნა მოგვარებული.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ