სამის გზავნილი ეკოლოგიის შესახებ: ვის ან რის ხსნას ვცდილობთ?

18 September 2021 00:20
47
ანგლიკანების , კათოლიკებისა და ფანარიონის მეთაურებმა მიმართეს კაცობრიობას. ფოტო: СПЖ ანგლიკანების , კათოლიკებისა და ფანარიონის მეთაურებმა მიმართეს კაცობრიობას. ფოტო: СПЖ

პაპმა, პატრიარქმა ბართლომემ და ა ე-ს მეთაურმა ჯასტინ უელბიმ ქრისტიანთა ლიდერების სახით მიმართეს კაცობრიობას. რას მოგვიწოდებენ ისინი, რითია საინტერესო ეს მოწოდებები?

სამმა რელიგიურმა მოღვაწემ, რომლებიც თავს წარმოგვიდგენენ კათოლიკური, მართლმადიდებლური და ანგლიკანური ეკლესიების ლიდერებად, გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელშიც მიმართეს მთელს მსოფლიოს ბუნების გადარჩენის მოწოდებით. რა დასკვნების გაკეთება შეიძლება თავად მოცემული გზავნილის გამოჩენის ფაქტიდან და ასევე მისი შინაარსიდან?

გზავნილი გამოჩნდა კლიმატის ცვლილების თაობაზე გაეროს კონფერენციის წინ, რომელიც უნდა შედგეს 2021 წლის ნოემბერში გლაზგოში, შოტლანდია. კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება - როგორც მოსალოდნელია, მასში მონაწილეობას მიიღებს 196 ქვეყნის დელეგაცია და ასევე კლიმატის ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლები. ასეთი მასშტაბური სამიტი კლიმატზე 2015 წლის შემდეგ არ ყოფილა. გლაზგოში სამიტზე იგეგმება საკმაოდ კონცეპტუალური გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც გავლენას მოახდენენ არა მხოლოდ მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკაზე, არამედ ასევე მათ სოციალურ სფეროზე, შიდა და საგარეო პოლიტიკაზე. ბორის ჯონსონმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც იღებს სამიტს, განაცხადა: „გლაზგოში, ამა წლის ნოემბერში, COP26 სამიტზე გვჭირდება, რომ ყველა დანარჩენმა ქვეყანამ მიბაძოს დიდი ბრიტანეთის მაგალითს და საკუთარ თავზე აიღოს საუკუნის შუა პერიოდისთვის ნახშირბადის სუფთა ნულოვანი გამოყოფის მიღწევის ვალდებულება“.

გასაგებ ენაზე ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნები, რომლებიც ვერ შეძლებენ ამის უზრუნველყოფას (ასეთი კი იქნება აბსოლუტური უმრავლესობა) დაექვემდებარებიან სხვადასხვა სანქციებს და საბოლოო ჯამში, დაკარგავენ თავიანთ სუვერენიტეტს უფრო ზუსტად კი, მის ნარჩენებს. უახლოეს მომავალში, საქონელი, რომელთა წარმოებაშიც ადგილი ექნება ე.წ. „ნახშირბადის კვალს“, მომატებული ბაჟით დაიბეგრება. ასეთი პოლიტიკა კიდევ უფრო დააწვება იმ ქვეყნების ეკონომიკას, რომელთაც არ შეეძლებათ დიდი სახსრების ჩადება ე.წ. „მწვანე ეკონომიკაში“.  და ეს  მაშინ, არაფერს ვამბობთ რა იმაზე, რომ მხოლოდ ამა ქვეყნის ძლიერები განსაზღვრავენ, თუ ვისი ეკონომიკაა „მწვანე“, ხოლო ვისი - „ბინძური“. ღრმად არ შევიჭრებით რა თემაში, თუ რამდენად ანთროპოგენული ფაქტორი ახდენს გავლენას კლიმატის ცვლილებაზე, ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ მეთოდები, რომლითაც ეკოლოგიის შენარჩუნებაა შემოთავაზებული (ბუნების გაფრთხილების უპირობო აუცილებლობის დროს), ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევს გლობალიზაციის გაძლიერებას და მთელი ძალაუფლების კონცენტრაციას მსოფლიოშო პირთა მცირე ჯგუფის ხელში. ნებისმიერი, ვინც იცნობს აპოკალიფსის წიგნს, მშვენივრად ხვდება, თუ რას გამოიწვევს მოცემული პროცესები. მათი თავიდან აცილება, ალბათ, შეუძლებელია, მაგრამ ყველა პოლიტიკურ ან რელიგიურ ლიდერს შეუძლია გადაწყვიტოს: მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას მათში. ფანარიონის, ვატიკანის და ანგლიკანების ლიდერებმა მონაწილეობა გადაწყვიტეს.

მეთოდები, რომლითაც ეკოლოგიის შენარჩუნებაა შემოთავაზებული, ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევს გლობალიზაციის გაძლიერებას და მთელი ძალაუფლების კონცენტრაციას მსოფლიოში პირთა მცირე ჯგუფის ხელში.

პაპი კათოლიკების მეთაურია, უელბი - ანგლიკანების, ხოლო ვისი პატრიარქია ბართლომე?

წერილის ავტორების შემადგენლობაზე შეხედვისას, ლოგიკურია დაისვას კითხვა: რა სტატუსით აწერდა ხელს ამ წერილს თითოეული მონაწილე? პაპი ფრანცისკე წარმოადგენს  კათოლიკური ეკლესიის მეთაურს მთელს მსოფლიოში, კენტერბერის არქიეპისკოპოსი ჯასტინ უელბი - ანგლინაკური ეკლესიის ლიდერს, ხოლო რა სტატუსი გააჩნია პატრიარქ ბართლომეს? ფორმალურად, ის წარმოადგენს ზოგაგად აღიარებული 14 ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიიდან ერთ-ერთს. თუმცა, თავად ის თავს წარმოაჩენს, როგორც მთელი მართლმადიდებლური სამყაროს ლიდერი და როგორც ჩანს, მონაწილეობა წერილის ხელმოწერაში იმ პირებთან ერთად, რომლებიც მართლაც წარმოადგენენ თავიანთი კონფესიების ლიდერებს - კიდევ ერთი ხერხი „მართლმადიდებელი პაპის“ იმიჯი საერთაშორისო საზოგადოების წინ დაამტკიცო.

უნდა აღინიშნოს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, როგორც სტრუქტურის პოზიციონირება, რომელიც მთელს მართლმადიდებლობას წარმოადგენს, აქტიურად არის მხარდაჭერილი ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერ. ასე, მაგალითად, ამერიკის პრეზიდენტის ჯ. ბაიდენის ინაუგურაციაზე 21.01.21 წ. თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ ამერიკის არქისაეპისკოპოსოს მეთაური, არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი (ლამბრინიადისი) „წარმოადგენს მართლმადიდებელ საქრისტიანოს და აღავლენს ლოცვას შეერთებული შტატების მორწმუნეთა სახელით“.

რა არ არის წერილში

სანამ გავაანალიზებთ თავად წერილს და ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა არის მასში, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც მასში არაა. მასში კი არაა მთავარი -  სამყაროს, ცოდვისა და იმის სახარებისეული გაგება, რაზეც უნდა იყოს მიმართული თითოეული ადამიანის და მთლიანად ეკლესიის ძალისხმევა. უფალმა ქრისტემ  უნივერსალური მცნება მოგვცა ყველა დროის ყველანაირი პრობლემის გადასაწყვეტად: „ მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ“ (მათ. 6:33). თუ ადამიანი, საზოგადოება და მთლიანად კაცობრიობა დაიწყებს უფლის საუფლოს ძიებას, ყველა დანარჩენი პრობლემა: ფინანსური, სოციალური, ეკონომიკური და ნებისმიერი სხვა, გადაწყდება ბუნებრივად, თავისთავად. თუ თავიდან დავიწყებთ ამ მიწიერი, ყოფითი პრობლემების გადაწყვეტას, ხოლო უფლის საუფლოს ბრჭყალებს მიღმა ვტოვებთ, საუფლოსაც ვკარგავთ და ჩვენი პრობლემებიც არ გადაწყდება. ამის დასტურად გამოდგება კაცობრიობის მთელი ისტორია.

და მაინც, რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებმა, რომლებიც თავს ქრისტიანებს უწოდებენ, თავიანთ წერილში უნდა მოუწოდონ ადამიანებს დაუბრუნდნენ ღმერთს, დაამტკიცონ ქრისტე და ის, რომ მხოლოდ ქრისტე არის სამყაროს მხსნელი, რომ მხოლოდ მას შეუძლია ადამიანის და ამის მეშვეობით - სამყაროს ხსნა. თუმცა, მსგავსი რამ წერილში არაა. არაფერია თქმული იმაზე, რომ ყველა კატაკლიზმის მიზეზს წარმოადგენს ადამიანის ცოდვა და რომ მხოლოდ ცოდვასთან ბრძოლა არის, როგორც ადამიანის, ასევე ბუნების ხსნის ერთადერთი ეფექტური ხერხი. არაფერია თქმული ქრისტეზე, რომელიც დედამიწაზე ჩამოვიდა და თავისი სიცოცხლე დათმო ადამიანების სულის სახსნელად. დიახ, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც გლაზგოს კონფერენციას დაესწრებიან შეიძლება იყვნენ სხვა რელიგიების წარმომადგენლები, ან სულაც ურწმუნონი, შეიძლება ითქვას, რომ ქრისტესა და მისი მისიის თემა დედამიწაზე ახლა მოდაში არაა. თუმცა, ქრისტიანმა ლიდერებმა განა ამაზე არ უნდა ისაუბრონ ახლა? ხომ არ სრულდება ამ შემთხვევაში სახარების სიტყვები: „...ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმინდა ანგელოზთა თანხლებით“ (მარკ.8:38)?

რა არის წერილში

წერილი შედგება პრეამბულასა და სამი პატარა ნაწილისგან. პრეამბულაში სამი რელიგიური ლიდერი ახსენებს კორონავირუსს, როგორც ფაქტორს, რომელიც აიძულებს კაცობრიობას დაფიქრდეს საკუთარ მოწყვლადობაზე და იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას საკუთარი თავის დასაცავად. ძველი აღთქმის ერთ-ერთ წიგნში, კერძოდ კი, წინასწარმეტყველ იონას წიგნში, მოთხრობილია იმაზე, თუ რა გააკეთეს  ნინევიის მკვიდრებმა იმისთვის, რომ დაღუპვისგან ეხსნათ ქალაქი: „შეიტყო ეს ამბავი ნინევის მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი; ჯვალო ჩაიცვა და გამოაცხადებინა ნინევიში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს. ჯვალო ატაროს კაცმაც და მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, რათა მოექცეს ყოველი კაცი თავისი ბოროტი გზიდან და ძალადობისგან, რაშიც ხელი აქვს გარეული! ვინ იცის, იქნებ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს მგზნებარე რისხვა და აღარ დაგვღუპოს!“ (იოან. 3:6-9).

აი, რას გვთავაზობენ ფანარიონის, ვატიკანისა და ანგლიკანების მეთაურები: „სწორედ ამიტომ, როგორც ჩვენი ეკლესიის ლიდერები, ჩვენ მოუწოდებთ ყველას, მისი მსოფლმხედველობისა და აღმსარებლობისა, ყური დაუგდონ დედამიწისა საწყალი ადამიანების ტირილის ხმას, გააანალიზონ თავიანთი ქცევა და მიიღონ ვალდებულება იშრომონ დედამიწის საკეთილდღეოდ, რომელიც უფალმა გვიბოძა“.

ამას მოჰყვება პირველი ნაწილი, რომელსაც ეწოდება: „მდგრადი განვითარების მნიშვნელობა“ და რომელშიც რელიგიური ლიდერები აღწერენ დედამიწაზე ადამიანის ამჟამინდელი საქმიანობის პარადიგმას, როგორც მომავალი თაობებისთვის რესურსების მოპარვას. ეს მართლაც წარმოადგენს სამწუხარო ფაქტს და ამას რამე უნდა მოვუხერხოთ. რატომღაც მათი მსჯელობების საფუძველში მათ მოჰყავთ სამი სახარებისეული ისტორია: უგუნურ მდიდარზე (ლუკ. 12:13-21), უძღებ შვილზე (ლუკ. 15:11-32) და სახლზე, რომელიც ქვაზე აიგო (მათ, 7,24 -27) და ამტკიცებენ, რომ „ეს ისტორიები გვიწვევენ მივიღოთ უფრო ფართო თვალსაწიერი და შევიცნოთ ჩვენი ადგილი კაცობრიობის უფრო ფართო ისტორიაში“.

წერილში მოყვანილი სახარებისეული ისტორიის წმინდა მშობლიური ტრადიციები, არასდროს არ იყო აღქმული ადამიანის მიერ დედამიწაზე საქმიანობის კონტექსტში.

თუმცა, წერილში მოყვანილი სახარებისეული ისტორიის წმინდა მშობლიური ტრადიციები, არასდროს არ იყო აღქმული ადამიანის მიერ დედამიწაზე საქმიანობის კონტექსტში. იგავი მდიდარზე, რომელმაც ისეთი დიდი მოსავალი მიიღო, რომ ვერ ჩაეტიკა მის ბეღელში, წერილში აღქმულია, როგორც ჭარბი წარმოების კრიტიკა, როცა საქონელი მეტია, ვიდრე ის საჭიროა გამოყენებისთვის. სახარებაში კი საუბარია მდიდარის სიძუნწეზე და მის კმაყოფილებაზე დაგროვებული სიმდიდრის გამო. „დაბრმავებულმა მდიდარმა არ იფიქრა უფალზე, მარადიულობაზე, მის ღარიბ მოყვასზე; მან მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრა, მისთვის დამღუპველად იფიქრა, რადგანაც დაივიწყა სულის დანიშნულება და მას, თავის ფიქრებში, სხეულისადმი მორჩილება განუჭვრიტა“ (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი).

უძღები შვილის შესახებ იგავის არსი, წერილის თანახმად, აღქმულია, როგორც დარდი მამის ქონების გაფლანგვაზე. თავად სახარებაში აქცენტი ამ მომენტზე გააკეთა უფროსმა შვილმა, რომელსაც სულაც არ გაუხარდა ძმის დაბრუნება. მამა კი, რომლის ქვეშაც იგულისხმება უფალი, მთელს თავის ყურადღებას მიაპყრობს დაბრუნებულ შვილს. მისთვის მნიშვნელოვანია ძე და არა ქონება, რომელიც მან გაფლანგა. იგავი უძღებ შვილზე არის იგავი მონანიებაზე, ტყუილად კი არ იკითხება ის დიდი მარხვის ერთ-ერთ მოსამზადებელ კვირაში. თუმცა, სამივე რელიგიური ლიდერი მას სხვაგვარად განმარტავს. „ჩვენ ასევე ვიცით უძღები შვილი, რომელიც იღებს მემკვიდრეობას მამისგან, ფლანგავს მას და ბოლოს, შიმშილობს“, - ნათქვამია წერილში.

და ბოლოს, ქრისტეს სიტყვები მთაზე ქადაგებიდან იმის შესახებ, რომ საჭიროა სახლების ქვაზე აგება, ასეა აღქმული: „ჩვენ გვაფრთხილებენ მოკლევადიანი გადაწყვეტილებების მიღების შესახებ და თითქოსდა, იაფ მშენებლობაზე ქვიშაზე, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი საერთო სახლი ააგონ კლდეზე, რომელიც შტორმს გაუძლებს“. არა, „ხანმოკლე გადაწყვეტილებების მიღებაზე“ როდი გვაფრთხილებს მაცხოვარი, არამედ იმაზე, რომ სულის სახსნელად არასაკმარისია მხოლოდ ქრისტეს სიტყვების მოსმენა, ასევე მათი შესრულებაა საჭირო: „ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც კლდეზე გააშენა თავისი სახლი...“ (მათ. 7:24). „რა არის ხელთუქმნელი სახლი? - ის არის უფლის მორწმუნე და მოსიყვარულეს სული. რამეთუ მისი აგება ხდება ბრძენი მშენებლის, იესო ქრისტეს მიერ (ეფუძნება) ქვაზე, თავად უფალზე, მის მაცოცხლებელ სიტყვაზე, უფლის ძალაზე, სულიწმიდაზე“ (ღირსი მაკარი დიდი).

წერილის მეორე ნაწილს ეწოდება: „გავლენა სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებზე“ და დაიყვანება იქამდე, რომ ნეგატიური კლიმატური ცვლილებები ყველაზე მტკივნეულად უღარიბებს ქვეყნებს ურტყამს. „თუმცა, ჩვენ ასევე ვხვდებით ღრმა უსამართლობას: ადამიანები, რომელთა ხვედრიცაა ამ ბოროტად გამოყენების ყველაზე კატასტროფული შედეგების ასახვა, წარმოადგენენ ყველაზე ღარიბს ამ პლანეტაზე და ყველაზე ნაკლებ პასუხისმგებლობას იღებენ მათ მიყენებაზე“, - საუბარია წერილში. აქ ასევე საუბარია იმაზე, რომ ჩვენი თაობა ფაქტიურად ცხოვრობს მომდევნო თაობების ვალში. ეს მართლაც ასეა, მაგრამ რა რეცეპტი აქვს ამის თაობაზე სამ რელიგიურ ლიდერს? იქნებ, ეს მონანიება და უფლისადმი მიმართვაა? იქნებ, ესაა უარის თქმა ლგბტ-ს წინ წაწევაზე, აბორტებისა და ევთანაზიის თავისუფლებაზე და დაბრუნება ტრადიციულ მორალზე? იქნებ, ესაა ბრძოლა ვნებებთან წმინდა მოძღვრების თანახმად? არაფერი მსგავსი! შემოთავაზებულია გარკვეული ბალანსის დადგენა ხანმოკლე და გრძელვადიან სარგებელს შორის: „ჩვენ გვესმის ახალგაზრდა ადამიანებისგან, რომლებიც ხვდებიან, რომ მათი მომავალი საფრთხის ქვეშაა. მათ გამო ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, ჩვენ უნდა ავირჩიოთ, რა მივირთვათ, ვიმოგზაუროთ, დავხარჯოთ, გავაკეთოთ ინვესტიცია და სხვაგვარად ვიცხოვროთ, ვიფიქროთ არა მხოლოდ დაუყოვნებლივ ინტერესსა და სარგებელზე, არამედ ასევე მომავალ სარგებელზეც“.

თუ პირველ ორ ნაწილს შეიძლება ვუწოდოთ სამოტივაციო ნაწილი, მესამე ბოლო ნაწილს კი - სარეზოლუციო ნაწილი ანუ მოწოდება მოქმედებისკენ. მას ეწოდება: „მოწოდება თანამშრომლობისკენ“. ან ნაწილის კვინტესენციის სახით შესაძლებელია შემდეგი სიტყვების მოტანა: „თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, თუ როგორ ვიყენებთ ჩვენს რესურსებს. ეს გზა მოითხოვს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ყველა ეკლესიას შორის შექმნილის შესახებ ზრუნვაზე მათ ერთგულებაში. ერთად, როგორც საზოგადოებამ, ეკლესიამ, ქალაქებმა და ნაციებმა ჩვენ უნდა შევცვალოთ მარშრუტი და ახალი გზები გავხსნათ ერთობლივი მუშაობისთვის, რათა დავანგრიოთ ტრადიციული ბარიერები ხალხებს შორის, რათა აღდგეს კონკურენცია რესურსებზე და დაიწყოს თანამშრომლობა“.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ პასუხისმგებლობა რესურსების გამოყენებაზე განიხილება ეკლესიის ამოცანის სახით. რამდენადაც სხვა ამოცანები წერილში არაა აღნიშნული, შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ზრუნვა რესურსებზე აღქმულია, როგორც მისი ძირითადი მიზანი. თუმცა, ამ გაგებასა და ეკლესიის ამოცანის შესახებ ქრისტეს სიტყვებს შორის უბრალოდ დიდი უფსკრულია: „მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სულიწმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე, ამინ“ (მათ. 28:19,20).

თავიანთი მოსაზრების დასასრულს სამი რელიგიური ლიდერი აღნიშნავს, რომ მათი ეს ერთობლივი მიმართვა წარმოადგენს იმ კონფესიების ძალისხმევის გაერთიანების მაგალითს, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. ერთი სიტყვით, კიდევ ერთი ეკუმენიზმი მოქმედებაში. „პირველად ხდება, რომ სამივე თავს ვგრძნობთ იძულებულად ერთად გადავწყვიტოთ ეკოლოგიური მდგრადობის არსებითი პრობლემა, ქრონიკულ სიღარიბეზე მისი გავლენით და გლობალური თანამშრომლობის მნიშვნელობა. ჩვენი საზოგადოებების სახელით მივმართავთ თითოეული ქრისტიანის, მორწმუნესა და კეთილი ნების ადამიანის გულსა და გონებას“, -ნათქვამია ტექსტში.

შედეგები

მოცემული წერილის ანალიზის შედეგების შეჯამებისას, შესაძლებელია შემდეგის თქმა:

  • ჯერ ერთი, ადამიანის ხსნის იდეა ჩანაცვლებულია გარემოს ხსნის იდეით, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლითა და ზრუნვით მომავალი თაობების მიწიერი ცხოვრების შესახებ;
  • მეორე, წერილში მოყვანილი წმინდა წერილის ციტატები სრულიად სხვაგვარდაა აღქმული, ვიდრე მათ განმარტავდნენ წმინდა მამები და მთლიანად ეკლესია;
  • მესამე, თავად წერილი არის კიდევ ერთი ნაბიჯი ეკუმენიზმის გზაზე;
  • მეოთხე, რელიგიუური კონფესიების ორი მეთაურის კომპანიაში აღმოჩენილი პატრიარქი ბართლომე თავს წარმოაჩენს, როგორც მეთაური.

წერილის ტექსტი ადსატურებს იმას, რომ მისი ავტორები დაშორდნენ დედამიწაზე ეკლესიის მისიის სახარებისეულ გაგებას. და თუ პაპი ფრანცისკე და კენტერბერის არქიეპისკოპოსი ჯასტინ უელბი წარმოადგენენ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ქრისტეს ეკლესიას გამოეყვნენ და მათი პოზიცია არ იწვევს განსაკუთრებულ გაკვირვებას, პატრიარქი ბართლომე მაინც აგრძელებს თავის მართლმადიდებლად წოდებას. და მისი მონაწილეობა მოცემულ მიმართვაში, შეიძლება უკვე არცაა გასაკვირი, მაგრამ  ძალიან საწყენია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ