უნია უნიას მოსდევს უკრაინაში: ყოფნა თუ არყოფნა

15 September 2021 18:04
72
ფანარიონის მეთაურის ვიზიტი კიევში: უნია უნიასთან გადაიდო? ფოტო: СПЖ ფანარიონის მეთაურის ვიზიტი კიევში: უნია უნიასთან გადაიდო? ფოტო: СПЖ

ფანარიონის მეთაური კიევში კათოლიკებსა და უნიატებს შეხვდა. მოდით, გავაანალიზოთ ეს შეხვედრა მეუ-სა და უბკე-ს შორის შესაძლო ახალი უნიის  წარმოქმნის საგანზე.

ახლა, როცა ფანარიონის მეთაურის უკრაიანიდან წასვლის შემდეგ რამოდენიმე კვირა გავიდა, დადგა ამ ვიზიტის შედეგების ანალიზის დრო. არსებობს არცთუ უსაფუძვლო ვარაუდი, რომ ფანარიონსა და ვატიკანს შორის უკრაინაში გაერთიანების პროცესების ფარგლებში შეიძლება  ლოკალურად „შემოსილი იქნეს“ გაერთიანება მეუ-სა და უბკე-ს შორის. კიევში პატრიარქ ბართლომეს ვიზიტის შემდეგ ღირს დაფიქრება: ამ ვიზიტმა გაზარდა ასეთი სცენარის ალბათობა თუ არა?

ამდენად, 2021 წლის 23 აგვისტოს პატრიარქი ბართლომე შეხვდა სრულიად უკრაინის ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების წევრებს. ამ მოვლენის პრეს-რელიზში აღნიშნული იყო, რომ შეხვედრა შედგა ფანარიონის მეთაურის ინიციატივით, ეს კი ნიშნავს იმას, რომ თავდაპირველად ამ შეხვედრაზე ის არ მიიწვიეს. როგორც არ უნდა იყოს, პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურს (უბკე) სვიატოსლავ შევჩუკს აჩუქა პანაგია საკუთარი ხელმოწერით და განაცხადა მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების ერთობლივი სურვილის შესახებ აღდგეს ერთიანობა თანამსახურებაში“. საპასუხოდ მან უნიატებისგან მიიღო საპატრიარქო სამოსელის ნაკრები: ჯვარი, ენკოლპიონი და პანაგია.

https://spzh.news/mediafiles/x7XcaI/FVHL72_6124afa17468c9_56399687.jpg
პატრიარქი ბართლომე და სვიატოსლავ შევჩუკი. ფოტო: УГКЦ

ამასთან, ს. შევჩუკი უბრალოდ დითირამბებად დაიღვარა პატრიარქ ბართლომეს მისამართით. მან ასევე განაცხადა თავის შეგრძნებაზე, რომ ფანარიონის მეთაური ჩამოვიდა „არა მხოლოდ მართლმადიდებლებთან, არამედ ყველა უკრაინელთან, მათი ეროვნების, ეთნიკური, კონფესიური კუთვნილების მიუხედავად“; და რომ უბკე წარმოადგენს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შვილობილს; და რომ პატრიარქ ბართლომეს საჩუქარი არის თავად შევჩუკის საეპისკოპოსო ღირსების და მისი იერარქების აღიარება. „ჩემთვის ეს იმის სიმბოლური ნიშანია, რომ დედა-ეკლესია ყურადღებით აკვირდება თავის შვილობილს, ხოლო ჩვენ, როგორც მისი შვილები, პატივისცემით ვეპყრობით დედა-ეკლესიას. პანაგია არის საეპისკოპოსო ღირსების ნიშანი. და პატრიარქის ხელიდან პანაგიას მიღება არის საეპისკოპოსო ღირსების აღიარების ნიშანი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი ეკლესიის ეპისკოპატისთვის“, - განაცხადა უბკე-ს მეთაურმა.

თუ ვისაუბრებთ ფანარიონისა და ვატიკანის შესაძლო გაერთიანებაზე, პანაგიას გაცვლა-გამოცვლის გარდა, ყურადღებას იმსახურებს პატრიარქ ბართლომეს სიტყვები, რომელიც მან თქვა სრულიად უკრაინის ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების საბჭოსადმი მიმართვაში.

„მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართულობა ეკუმენურ მოძრაობაში დამოკიდებული იყო სხვა ეკლესიების სურვილზე დაენგრია უნდობლობისა და დაყოფის კედლები. ამასთან დაკავშირებით, ვატიკანის მეორე საეკლესიო კრების დროს შედგა რადიკალური და პოზიტიური მობრუნება, როცა რომაულ-კათოლიკურმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება ქრისტიანებს შორის, განსაკუთრებით მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაახლოების ფუნდამენტური აუცილებლობის შესახებ. ამ გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო იერუსალიმში პაპი პავლე VI -სა და მსოფლიო პატრიარქ აფინაგორის ისტორიული შეხვედრა 1964 წლის იანვარში. 1965 წლის დეკემბერში განხორციელდა ძალიან წინასწარმეტყველური ჟესტი და იმ ორმა წინამძღოლმა ერთობლივად გადაწყვიტა: როგორც ხილული ნიშანი მათი სურვილისა აღედგინა ევქარისტული ურთიერთობის კავშირი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო გაწყვეტილი - ამავდროულად მოეხსნა 1054 წლის ანათემა, ჩაეყარა ფუნდამენტი ხიდისთვის, რომლის დაპროექტებასაც და აგებასაც ვაგრძელებთ ამ და მომავალ საუკუნეშიც. „სიყვარულის დიალოგი“ ორ და-ეკლესიას შორის იქცა „ჭეშმარიტების დიალოგად“ კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგის საერთაშორისო ერთობლივი კომისიის შექმნით 1979 წელს“.

ფანარიონის მეთაურის სედროს-თან შეხვედრას მხოლოდ ბერძენ-კათოლიკები როდი ესწრებოდნენ. იქ იყვნენ იუდეველებიც და სომხებიც და პროტესტანტებიც, თუმცა, მიმართვაში პატრიარქი ბართლომე ცალკე შეჩერდა მხოლოდ ფანარიონის ვატიკანთან დიალოგზე. ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც განსაკუთრებული ურთიერთობების ნიშანი. და ეს შეესაბამება სინამდვილეს, რამდენადაც სწორედ ვატიკანტან ფანარიონის ეკუმენური კავშირები ვითარდება ყველაზე დინამიურად. თუმცა, არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რაც არ იყო პატრიარქ ბართლომეს მიმართვაში. არ იყო არცერთი კონკრეტული მესიჯი, მიმართული მომავლისკენ. ნახსენები იყო პაპი პავლე VI და პატრიარქ აფინაგორის შეხვედრები გასული საუკუნის 60-იან წლებში, აღნიშნული იყო 1979 წელს საღვთისმეტყველო დიალოგზე ერთობლივი საერთაშორისო კომისიის შექმნის შესახებ. თუმცა, არაფერი იყო თქმული არც ფანარიონსა და ვატიკანს შორის „სიყვარულის დიალოგის“ თანამედროვე მდგომარეობაზე და არც მომავალში დაგეგმილ კონტაქტებსა და პერსპეტქივებზე.

ასევე კიევში ვიზიტის ფარგლებში არ იყო არც ერთი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ მხოლოდ პატრიარქი ბართლომე, სერგეი (ეპიფანე) დუმენკო და სვიატოსლავ შევჩუკი. არადა ამის მოწყობა ძალიან მარტივი იყო და ეს საკმაოდ ორგანული იქნებოდა „მისი საღვთო უწმინდესობის“ ვიზიტის პროგრამის ფარგლებში. მაგალითად, არ მოხდა პატრიარქ ბართლომეს მიერ კიევში უბკე-ს საკათედრო ტაძრის მონახულება, არ იყო რაიმე საერთო კრება უკრაინისთვის ან გარემომცველი სამყაროსთვის (პატრიარქ ბართლომეს საყვარელი თემა) იმავე ვლადიმირის მთაზე. ყოველივე ეს შეიძლება სერიოზული ბიძგი გამხდარიყო ფანარიონ-ვატიკანის დიალოგის გზაზე, მაგრამ არ გახდა.

იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რატომ მოხდა ასე, აუცილებელია შევხედოთ სიტუაციას, რომელიც დღეს ყალიბდება ფანარიონის ირგვლივ და ვატიკანში.

ფანარიონი და პროექტი „მეუ“

ფანარიონი თავს ავლენს, როგორც მართლმადიდებელი სამყაროს მთავარი საპატრიარქო, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული უფლებამოსილებები და რომელიც იღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებებს. ამ გადაწყვეტილებების კანონიკურობა განისაზღვრება არა ეკლესიის კანონებთან მათი შესაბამისობით, არამედ იმით, თუ როგორ აფასებს მათ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო. სწორედ ასეთი პოზიციონირების რაკურსში ჩაუშვა ფანარიონმა პროექტი „მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში“. ძნელი არაა იმის მიხვედრა, თუ რაზე ამყარებდნენ იმედს მეუ-ს შექმნის იდეოლოგები.

2018 წლის ბოლოს მეუ-ს პროპაგანდისტები საუბრობდნენ უმე-ს ათ (ზოგიერთი მათგანი კი მეტ) მღვდელმთავარზე, რომლებმაც თითქოსდა ხელი მოაწერეს ფანარიონისადმი მიმართვას ავტოკეფალიის თაობაზე. ზეწოლა, რომელსაც მღვდელმთავრებზე სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურები ახდენდნენ, საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ პოროშენკომ ხელი მოკიდა მეუ-ს პროექტში არა უმრავლესობა, არამედ უმე-ს იერარქების მნიშვნელოვანი რაოდენობის მონაწილეობის უზრუნველყოფის საქმეს. ამის გაკეთება რომ მოხერხებულიყო, 2018 წლის 15 დეკემბრის ე.წ. გამაერთიანებელი კრება მართლაც შეიძლება გამოგვეცხადებინა გამაერთიანებლად და განგვეცხადებინა, რომ პატრიარქ ბართლომეს ბრძნული გადაწყვეტილებებით მოხერხდა უკრაინის საეკლესიო განხეთქილების დაძლევა და ჩვენს ქვეყანაში მართლმადიდებლობის ერთიანობის აღდგენა.

ამას უნდა მოჰყოლოდა მეუ-ს აღიარება ადგილობრივი ეკლესიების უმრავლესობის მხრიდან. თავის მხრივ, ასეთ აღიარებას უნდა ებიძგებინა უმე-ს მღვდელმთავრებისთვის, რომლებმაც უარი თქვეს დასწრებოდნენ „გამაერთიანებელ კრებას“, მაინც მეუ-სთან გაერთიანებულიყვნენ. ამდენად, უკრაინაში შეიქმნებოდა ერთი დიდი მეუ და „გაუქმებული“ უმე-ს ჯიუტი მღვდელმთავრების დაჯგუფება მათ მცირერიცხოვან მრევლთან ერთად. მათ მარტივად გამოაცხადებდნენ სულელ მარგინალებად.

თუმცა, როგორც ცნობილია, ყველაფერი პირიქით მოხდა.

  • უმე-დან განხეთქილებაში მხოლოდ ერთი მმართველი მღვდელმთავარი წავიდა, რომელსაც დაახლოებით 20 მღვდელი მიჰყვა თითქმის 300-დან;
  • განხეთქილებაში მყოფებმა მოახერხეს 140 ტაძრის მიტაცება, მაგრამ ყველა თემი დარჩა უმე-ში და მათმა უმრავლესობამ უკვე ახალი ტაძრები ააგო;
  • მეუ-დან წავიდა „საპატიო პატრიარქი“ ფილარეტ დენისენკო, ხოლო თავად ეს ორგანიზაცია აწყობს ქონებრივ, ჰომოსექსუალურ და სხვაგვარ სკანდალებს;
  • დიპლომატიური დამუშავების ორნახევარი წლის შემდეგ მეუ, ფანარიონის გარდა ცნო სამმა ადგილობრივმა ეკლესიამ, ამასთან, თითოეულ მათგანში ამას თან ახლდა სკანდალები და დაყოფა საეპისკოპოს შიგნით.

მეუ-ს პროექტი აშკარად არ შედგა, ხოლო პატრიარქმა ბართლომემ მოსალოდნელი ტრიუმფის ნაცვლად მიიღო კანონიკურ პასუხისმგებლობაში მიცემის პერსპექტივები მართლმადიდებლობისთვის პაპიზმის ერესის თავსმოხვევისა და უკრაინის საეკლესიო საქმეებში უკანონო ჩარევის გამო. 

რმე-ს მდგომარეობა

ამჟამად ვატიკანს მისი საუკეთესო ხანა ნამდვილად არ უდგას. ვატიკანში არახელსაყრელი სიტუაციის ყველაზე მჭევრმეტყველური მარკერი იყო ღია საუბრები პაპი ფრანცისკეს შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით, თითქოსდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 2021 წლის თებერვალში ვატიკანის ანალიტიკოსმა ფრედერიკ მუნიემ გამოსცა წიგნი „პაპი, რომელსაც ეკლესიის შეცვლა სურდა“, რომელშიც მან აღწერა პაპი ფრანცისკეს პონტიფიკატი. დასასრულს მუნიემ გააკეთა დასკვნა: „შესაძლოა, ფრანცისკემ გაიარა მთელი გზა... არ გამიკვირდება, თუ 2021 წელს პაპი გადადგება“. ასეთ შესაძლებლობაზე საუბრობენ ვატიკანის ცნობილი სპეციალისტები -ანტონიო სოცი, ალდო მარია ვალი და მარკო ტოზატი სხვადასხვა გამოცემისთვის. გაზეთი libero Quotidiano ვატიკანში არდასახელებულ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებდა იმის თაობაზე, რომ მორიგი კონკლავი შემდეგი პაპის არჩევის თაობაზე შეიძლება შედგეს უახლოეს მომავალში. შესაძლო გადადგომის ძირითად მიზეზებად სახელდება პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. საუბრები შესაძლო გადადგომის თაობაზე იმდენად გავრცელდა, რომ თავად პაპი ფრანცისკე იძულებული იყო უაერეყო ის. ესპანურ Radio COPE-თვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: „ეს არასდროს მომსვლია თავში... არ ვიცი, საიდან მოიტანეს იდეა იმის თაობაზე, რომ ვემზადები გადადგომისთვის“. თუმცა, 2015 წელს პაპი ფრანცისკე საუბრობდა იმაზე, რომ რომის პაპის ბენედიქტეს მაგალითი, რომელიც გადადგა, არ უნდა იქნეს განხილული, როგორც გამონაკლისი და ასევე ის, რომ მისი ყოფნა ვატიკანის სათავეში, შესაძლოა იყოს ხანმოკლე. „მაქვს შეგრძნება, რომ ჩემი პონტიფიკატი ხანმოკლე იქნება: ოთხი-ხუთი წელი. ზუსტად არ შემიძლია ვთქვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფალმა ამ ადგილას სამუდამოდ არ დამაყენა“, - განაცხადა მაშინ პაპმა ფრანცისკემ.

თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება იყო მხოლოდ საბაბი და არა შესაძლო გადადგომის ნამდვილი მიზეზი. მიზეზი შეიძლება იყოს ბოლო პერიოდში პირობითი მოდერნისტებისა და პირობითი კონსერვატორების გამძაფრებული ბრძოლა ვატიკანში. ეს ბრძოლა იმდენად მიუღებელია, რომ ზოგიერთი ანალიტიკოსი უკვე საუბრობს განხეთქილებაზე თავად კათოლიკურ ეკლესიაში. ამ განხეთქილების პირობით ბელადად სახელდება გერმანიის კათოლიკური ეკლესია, რომლის სამღვდელოებაც ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, გამოდის ისეთი სიახლეების შემოღებაზე, როგორიცაა ლგბტ-ს, ერთსქესიანთა ქორწინების, ქალი მღვდლების, აბორტებისა და ევთანაზიის უფლებების აღიარება. ვატიკანის ცნობილი რომაელი სპეციალისტი ალდო მარია ვალი გამოთქვამს აზრს, რომ გერმანიაში კათოლიკური ეკლესიის სტრუქტურები უკვე ფაქტიურად გამოეყო ვატიკანს, რამდენადაც გერმანელი ეპისკოპოსების სინოდმა ვატიკანის აზრების გათვალისწინების გარეშე მიიღო ზოგიერთი რეზოლუცია, რომელიც შეიძლება განმარტებულ იქნეს, როგორც დადებითი სასულიერო პირების ქორწინებაში შესვლის, ქალების სასულიერო პირად შერაცხვისა და ერთსქესიანთა კავშირების კურთხევის დაშვების თაობაზე.

ალდო მარიას ამ თემაზე მოჰყავს კარდინალ ვალტერ ბრანდმიულერის სიტყვები, რომელმაც განაცხადა: „ჯერჯერობით განხეთქილება არაა, რადგანაც არავის ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია, რომ ის უკვე მოხდა თავად საფუძველში, საქმეებში“. მართლაც, საქმე სწორედ ისეა, რამდენადაც, ერთის მხრივ, ჩვენ საქმე გვაქვს გერმანელ კარდინალ რეინჰარდ მარქსთან, რომელმაც ყველას გასაგონად განაცხადა: „მთელი მსოფლიოს გეებო, მე თქვენ გლოცავთ“. ხოლო მეორეს მხრივ - ვატიკანელ კონსერვატორებთან, რომლებმაც მიაღწიეს რწმენის დოქტრინის კონგრეგაციას, რომლის თანახმადაც „დაუშვებელია ერთსქესიანთა კავშირების კურთხევა, რამდენადაც ქორწინება წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის განუყოფელ კავშირს, რომელიც იდება ახალი სიცოცხლის დაბადებისთვის“. ეს განსაზღვრა მკვეთრი კრიტიკის ქვეშ მოექცა გერმანიისა და ავსტრიის კათოლიკური ეპისკოპოსების მხრიდან. ისმოდა განცხადებებიც იმის თაობაზე, რომ ეს განსაზღვრება არ შესრულდება.

2021 წლის მაისში კარდინალმა რეინჰარდ მარქსმა პაპ ფრანცისკეს გადადგომის თხოვნით მიმართა მღვდელმსახურების მხრიდან სექსუალური ძალადობის მრავალრიცხოვანი შემთხვევების გამო. „მინდა ნათელი მოვფინო: მზად ვარ ავიღო პირადი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე, არამედ ეკლესიაზეც, როგორც ინსტიტუტზე, რომლის ფორმირებასაც ვუწყობდი ხელს ათწლეულების მანძილზე“,- დაწერა კარდინალმა მარქსმა. და მართლაც, მხოლოდ ერთ კელნის საეპისკოპოსში ოფიციალურმა გამოძიებამ ბოლო ათწლეულის მანძილზე 314 მსხვერპლი და 202 მოძალადე გამოავლინა. თუმცა, სექსუალური სკანდალი შეიძლება მხოლოდ საბაბი იყოს. თხოვნა გადადგომის შესახებ კარდინალმა მარქსმა ზემოთ ნახსენები რწმენის დოქტრინის კონგრეგაციის განსაზღვრიდან მალევე გააკეთა, რომელმაც აკრძალა ერთსქესიანთა ქორწინება. ამდენად, კარდინალმა მარქსმა პაპი ფრანცისკე არჩევანის წინაშე დააყენა: ვის უჭერს ის მხარს: გერმანელ მოდერნისტებს თუ ვატიკანელ კონსერვატორებს? პაპმა ფრანცისკემ კარდინალ მარქსის გადადგომა არ დააკმაყოფილა. თუმცა პაპს ასევე არ შეეძლო რწმენის დოქტრინის კონგრეგაციის წინააღმდეგაც ბრძოლა. ამ საჩოთირო სიტუაციაში პაპი ფრანცისკესთვის ყველაზე მისაღები შეიძლება აღმოჩნდეს გადადგომა ან, ყოველ შემთხვევაში, უარის თქმა აქტიურ საქმიანობაზე კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობის კუთხით. ამას შეიძლება დაემატოს ფინანსური სკანდალები ვატიკანში, მაგალითად, საქმე 300 მლნ ევროს გაფლანგვა ლონდონის ცენტრში უნივერმაღ „ჰეროდოსის“ ყოფილი შენობის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით და სხვა ბევრი რამ, ფრანცისკეს ბრალდებები წარმართობაში ვატიკანში „პაჩამაჩის“ კერპის გახმაურებული თაყვანისცემის გამო და ა.შ.

რა იქნება შემდეგ?

ამდენად, ვატიკანში და ფანარიონზე ახლა ყალიბდება ვითარება, რომელიც ხელს არ უწყობს ისეთ კარდინალურ ნაბიჯებს, როგორიცაა ევქარისტული ურთიერთობის „აღდგენა“ ან გაერთიანების სხვა მსგავსი ფორმები. ვატიკანი შესანიშნავად ხვდება, რომ ერთუ საქმეა მთელს მართლმადიდებლურ სამყაროსთან გაერთიანება, ხოლო მეორე - ფანარიონთან გაერთიანება, რომელიც მხოლოდ მის თავს წარმოადგენს. მეორე ვარიანტი ვატიკანისთვის მცირედია. ამ ვარიანტის წინსვლა კი ახლა, როცა ფანარიონი კონფრონტაციაშია ადგილობრივ ეკლესიებთან (რომლებიც წარმოადგენენ მართლმადიდებელი მორწმუნეების უმრავლესობას სამყაროში), ნიშნავს იმას, რომ ამ ადგილობრივ ეკლესიებთან რაიმე სერიოზული ეკუმენური კონტაქტების შესაძლებლობა ვატიკანისთვის ჯერ კიდევ დიდი ხნით იქნება დახურული. ამასთან, ფანარიონთან გაერთიანებაზე პედალირება ფაქტიურად განხეთქილებაში მყოფი ვატიკანისთვის, დაყოფის კიდევ ერთი ფაქტორი იქნება.

მეორეს მხრივ, ფანარიონმაც და ვატიკანმაც უკვე აღნიშნეს პირველი მსოფლიო კრების 1700 წლისთავი, რომელსაც ქრისტიანები უკვე 4 წლის შემდეგ აღნიშნავენ, როგორც ორი ქრისტიანული კონფესიის გაერთიანების საქმეში სერიოზული წინსვლის თარიღს, ერთი სიტყვით, თუ ფანარიონი და ვატიკანი მაინც გადაწყვეტენ ამ თარიღისთვის გაერთიანებას, მათ უნდა იჩქარონ, რამდენადაც დრო არ ითმენს. უახლოესი წლები ამ მხრივ საინტერესო იქნება, ძალიან მალე გაცხადდება, როგორც რომის, ასევე კონსტანტინოპოლის ჭეშმარიტი განზრახვები. ჯერჯერობით კი პატრიარქ ბართლომეს ვიზიტმა აჩვენა, რომ არ შეიძლება დარწმუნებით იმის მტკიცება, რომ უმე და უბკე  გაერთიანდებიან რაღაც ფორმით უახლოეს მომავალში, თუმცა, ასეთი ვარიანტის გამორიცხვა სრულიად შეუძლებელია. უფრო შეიძლება ვივარაუდოთ ამ რელიგიური ორგანიზაციების ერთგვარი თანამშრომლობა, მაგალითად, განათლების, კაპელანობის სფეროში და ა.შ.

თუმცა, შეგვიძლია ერთი რამ უკვე ახლაც მტკიცედ განვაცხადოთ: რომ არა უმე-ს, მისი ეპისკოპატის, სამღვდელოებისა და მორწმუნეების სიმტკიცე, ჩვენ უკვე დავინახავდით ეკუმენიზმს უკრაინაში. თუმცა, ეს არაა დამშვიდების საფუძველი, არამედ პირიქით - სტიმულია იმისთვის, რომ მტკიცედ დავიცვათ მართლმადიდებლობისადმი ერთგულება შემდგომ ცდუნებებში, რომელიც, როგორც ჩანს, უხვად იქნება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ