პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი: შედეგები

29 August 2021 23:19
109
პატრიარქი ბართლომე ვიპ-ტრიბუნასთან  დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაზე. ფოტო: ПЦУ პატრიარქი ბართლომე ვიპ-ტრიბუნასთან დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაზე. ფოტო: ПЦУ

რატომ ჩამოვიდა ფანარიონის მეთაური უკრაინაში, ვინ მიიღო ვიზიტისგან მეტი სარგებელი და როგორი სიტუაცია განვითარდება საეკლესიო სფეროში?

მცირე სპოილერი. მეთაურის ვიზიტის ყველაზე მთავარი შედეგი სტატიისადმი ილუსტრაციულ ფოტოზეა. იქ პატრიარქი ბართლომე გამოსახულია ვიპ-სტუმრების ტრიბუნაზე უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე. ის იმყოფება უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მეთაურ დანილევის, პარლამენტის სპიკერ რაზუმკოვის, უმაღლესი რანგის  უცხოელი სტუმრების  - ლატვისაა და ესტონეთის პრეზინდტების გვერდით და საკმაოდ ბედნიერად გამოიყურება. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დაგეგმა და ჩაატარა ფანარიონის მეთაურმა დრო უკრაინაში, არა მოძღვრის ქადაგება, არა მშვიდობისმყოფელობა, არამედ საკუთარი პოზიციების განმტკიცება პოლიტიკურ და საერო ხელისფულებას შორის იყო ჩვენს ქვეყანაში მისი ვიზიტის მთავარი მიზანი. მიღწეულია თუ არა ეს მიზანი? მოდით, ყველაფერზე რიგ-რიგობით ვისაუბროთ.

ფანარიონის მეთაური კიევში ღამით ჩამოფრინდა და ღამითვე გაფრინდა. ამაში ზოგიერთი ბნელ სიმბოლიზმს დაინახავს, სხვა - ვერ დაინახავს და ყველა თავისებურად მართალი იქნება. „მისი საღვთო უწმინდესობის“ ვიზიტი დასრულდა და დადგა შედეგების შეჯამების დრო.

შედეგები ფანარიონისთვის

პატრიარქი ბართლომე უმაღლეს დონეზე მიიღეს: პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის სპიკერმა. ისინი ამბობდნენ ბევრ ლამაზ სიტყვას, მაგრამ მხოლოდ სიტყვებით შემოიფარგლნენ. მიზანშეწონილია ყურადღების გამახვილება არა მხოლოდ იმაზე, რაც ვიზიტის დროს იყო, არამედ იმაზეც, რაც არ ყოფილა.

პირველ რიგში, არ იყო ფანარიონისთვის რაიმე ობიექტების გადაცემა სტავროპიგიების სახით. შეგახსენებთ, რომ ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ, როცა ბევრ სჯეროდა, რომ მეუ-ს პროექტი უფრო წარმატებული იქნებოდა, პარლამენტის მაშინდელი სპიკერი ანდრეი პარუბი აცხადებდა ფანარიონისთვის 20 უძველესი მონასტრის გადაცემის შესაძლებლობაზე, მათ შორის, იყო კიევ-პეჩორის ლავრა, ლვოვში მიძინების სახელობის მამათა მონასტერი, მეჟიგორსკის ფერისცვალების მონასტერი, კიევის შობის სახელობის საძმო, მანიავის მონასტერი და ა.შ. ახლა ამაზე საუბარიც კი არაა. როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხზე დაიყვანება შემდეგამდე: „მადლობა უთხარით წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიას“.

მეორეც, უკრაინის პრეზიდენტს არ გადაუცია პატრიარქ ბართლომესთვის არანაირი სახელმწიფო ჯილდო. იყო მადლობის სიტყვები „სუვერენიტეტის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი დამოუკიდებლობის მხარდაჭერის უპირობო პირადი წვლილისთვის“, „მუდმივი ლოცვისთვის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისთვის“, იყო სიტყვებიც კი იმის თაობაზე, რომ ვიზიტი ტარდება „თქვენი მსოფლიო პატრიარქად არჩევის 30-ე წლისთავზე“ (ციტატები პრეზიდენტის საიტიდან) და ამასთან არანაირი ჯილდო ან თუნდაც საჩუქარი. დიპლომატიურ ენაზე ეს არაა სახეში შეფურთხება, მაგრამ ახლოსაა მასთან. განვმეორდებით, საერთაშორისო დიპლომატიური ეტიკეტის წესების მიხედვით ვ.ზელენსკი უბრალოდ ვალდებული იყო დაეჯილდოებინა პატრიარქი ბართლომე, მაგრამ ეს მან არ გააკეთა. და ეს არაა პროტოკოლის სამსახურის შეცდომა და გულმავიწყობა. დამოუკიდებლობის დღის ზუსტად მეორე დღეს, ვ. ზელენსკიმ მაღალი სახელმწიფო ჯილდოები გადასცა ყველა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, რომელიც ჩამოვიდა ღონისძიებაზე „ყირიმის პლატფორმა“. პატრიარქ ბართლომეს დაუჯილდოებლობა არის ნიშანი, რომელიც იქნა გაგზავნილი და მიღებული. თუმცა, უსიამოვნებები ფანარიონის მეთაურისთვის ამით არ დასრულებულა.

საერთაშორისო ეტიკეტის წესების მიხედვით ვ. ზელენსკი უბრალოდ ვალდებული იყო მადლობა გადაეხადა პატრიარქ ბართლომესთვის, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.

მესამე, პატრიარქი ბართლომე არ მიიწვიეს ტრადიციულ ღონისძიებაზე „უკრაინის  დალოცვა“, რომელიც ყოველწლიურად ტარდება კიევის სოფიას ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღეს. კვლავაც, დიპლომატიური ეტიკეტის წესებით, ისინი უბრალოდ ვალდებულები იყვნენ ის მიეწვიათ. პატრიარქი ბართლომე უკრაინაში ჩავიდა პრეზიდენტის მიწვევით, ეს ღონსიძიება ატარებს რელიგიურ ხასიათს, მას ესწრებოდა სერგეი (ეპიფანე) დუმენკო, ფანარიონის მეთაურის ვიზიტი ნიშანდობლივ მოვლენად ჩაითვალა ქვეყნისთვის. ყველა არგუმენტია იმისთვის, რომ მიეწვიათ „მისი ღვთიური უწმინდესობა“, მაგრამ ის სასტუმროში დატოვეს (გამოყოფილ აპარტამენტებში). ყველაზე უსიამოვნო ფანარიონის მეთაურისთვის მიწვევის გარეშე დატოვება კი არა, არამედ ისაა, რომ ეს უმე-ს მოთხოვნით გააკეთეს. უმე-ს საქმეთა მმართველი ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი) აცხადებს: „ეს იყო ჩვენი ეკლესიის პოზიცია და პირობა, რაზეც ვსაუბრობდი წინამორბედ კომენტარებში. კერძოდ კი ის, რომ  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიღებს მონაწილეონას წმინდა სოფიას ტაძარში ღონისძიებაში, თუ იქ იქნება პატრიარქი ბართლომე“. ეს მოთხოვნა წარმოადგენს პატრიარქ ბართლომეს მოცემულ ღონისძიებაში არმონაწილეობის ერთადერთ მიზეზს. და ის შესანიშნავად მიხვდა ამას. მართალია, მეუ-ს სპიკერი ივანე (ევსტრატი ზორია) შეეცადა ყველა დაერწმუნებინა, რომ ღონისძიების ორგანიზება გააკეთა არა პრეზიდენტის ოფისმა, არამედ სრულიად უკრაინის ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების საბჭომ (ხოლო თითქოს სედროს არ ჰქონდა განზრახული პატრიარქ ბართლომეს ღონისძიებაზე მიწვევა), ეს არგუმენტები, მინიმუმ, კომიკურია.

მეოთხე, პრეზიდენტის სიტყვაში დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით არ იყო ნახსენები არც კონსტანტინოპოლი, არც მეუ. პოროშენკოს ეპოქაში ასეთი იგნორირება წარმოუდგენელი იყო. გავიხსენოთ მისი სიტყვა, იქ მეუ ყოველთვის ნახსენები იყო, როგორც სახელმწიფოებრიობის საფუძველი. ამჟამად კი, პ. პოროშენკო არ იყო ნახსენები უკრაინის პრეზიდენტების რიცხვში ვ. იანუკოვიჩთან ერთად.

მეხუთე, კიევის სოფიას ეზოში წირვის გარდა პატრიარქ ბართლომესთვის არ იყო ორგანიზებული არანაირი ღონისძიება ხალხის მონაწილეობით. უფრო ზუსტად, ასეთი ერთი ღონისძიების ორგანიზება განახორციელა საზოგადოებრივმა კავშირმა „ერისკაცები“, როცა პატრიარქ ბართლომესთან შესახვედრად უმაღლეს რადასთან 10 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, მაგრამ მან მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ამას უნდა დაემატოს მეუ-ს პროექტის არახელსაყრელი მდგომარეობა, რომელზეც თავიდან დიდ იმედებს ამყარებდნენ. უკვე არ არის არანაირი საუბრები იმის შესახებ, რომ მეუ-ში გადავა უმე-ს რომელიმე მღვდელმთავარი, უკვე ცხადია, რომ მეუ-ში ვერ მოახერხებენ მრევლის მნიშვნელოვანი ნაწილის გადაყვანას, ხოლო თავად ეს ორგანიზაცია სკანდალების რიგს მიყვება. სახეზეა ახალი ფილარეტისეული განხეთქილება უმე (კ)-ს აღდგენით და საქმის გარჩევა მეუ-ს ხარკოვის ორ „იერარქს“ შორის მრევლის ერთმანეთისგან მიტაცებით და ჰომოსექსუალური სკანდალი „მიტროპოლიტ“ ალექსანდრე დრაბინკოსთან და სხვა „საინტერესო საქმეები“. ყოველივე ეს ცნობილია პატრიარქ ბართლომესთვის, ისევე როგორც ის, რომ მეუ-მ გადაწყვიტა არ ჩაეტარებინა ამ წელს სრულფასოვანი ლიტანიობა კიევის რუსეთის მართლმადიდებლობის დღეს, რათა არ შერცხვენილიყო მისი მცირერიცხოვნობით უმე-ს დიდი, 35 ათასკაციანი ლიტანიობის ფონზე.

ამდენად, ვიზიტის შედეგები თავად პატრიარქ ბართლომესთვის არაა სავსებით სახარბიელო, რაც აისახა კიდეც მის სახეზე დ. შმიგალთან ხანმოკლე გამოსამშვიდობებელი მოლაპარაკებების დროს.

პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი: შედეგები фото 1
პატრიარქი ბართლომე და პრემიერ-მინისტრი დ. შმიგალი. ფოტო: kmu.gov.ua

შედეგები უკრაინის ხელისუფლებისთვის

აქ უმჯობესია გავიაზროთ, რა არ გააკეთა პატრიარქმა ბართლომემ უკრაინისთვის. მთავარი - მან ვერ შეძლო ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მხრიდან მეუ-ს აღირების უზრუნველყოფა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მეუ-ს შექმნის წინ მოლაპარაკებების დროს ფანარიონმა დაარწმუნა ვ. პოროშენკო, რომ შეძლებდა ასეთი აღიარების უზრუნველყოფას, ხოლო თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ შეძლებდა მეუ-ში უმე-ს ეპისკოპატის, სასულიერო პირებისა და მრევლის უმრავლესობის გაერთიანებას. ეს ყოველივე არ მოხდა და სავარაუდოდ, არც მოხდება. ელადის, ალექსანდრიისა და კვიპროსის ეკლესიები, რომლებმაც აღიარეს მეუ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკების მიერ ხისტი დიპლომატიური დამუშავების შემდეგ, შეეჯახნენ მათი იერარქების ნაწილის მიერ ასეთი აღიარებისადმი სერიოზულ წინააღმდეგობას. მსგავსი განხეთქილების მიღება მათ ჯერჯერობით არ სურთ.

ასევე პატრიარქმა ბართლომემ ვერ შეძლო მართლმადიდებელი სამყაროს დარწმუნება, რომ ის წარმოადგენს „პირველს თანასწორთა გარეშე“. ეს რომ მომხდარიყო, ფანარიონის მეთაური მიიღებდა სერიოზულ პოლიტიკურ წონას და უკრაინის ხელისუფლების თვალში იქნებოდა რომის პაპის მსგავსი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა სერიოზული პოლიტიკური საკითხების გადაჭრა. ისე კი ფანარიონის მეთაურის რეალური მნიშვნელობა არის საკმაოდ დაბალი და მისი მხარდაჭერა არ იძლევა რაიმე განსაკუთრებულ დივიდენდებს. უკრაინის ხელისუფლება ამაში, როგორც იტყვიან, საკუთარ ტყავზე დარწმუნდა.

ვ. ზელენსკი მისი პრეზიდენტობის პირველ წელს იკავებდა მეტ-ნაკლებად ნეიტრალურ პოზიციას უკრაინის რელიგიურ კონფესიებთან მიმართებით. გარდა ამისა, ის შესანიშნავად ხვდებოდა, თუ როგორ არ იყო ხელსაყრელი საეკლესიო საქმეებში ჩარევა, არამედ პირიქით, მან პ. პოროშენკოს შანსები შეამცირა საპრეზიდენტო არჩევნებში 2019 წელს. და უცებ, 2020 წელს ვ. ზელენსკი იწყებს მისი წინამორბედის პოლიტიკის კოპირებას და აქტიურ ურთიერთქმედებას ფანარიონთან. ასეთი განმასხვავებელი ცვლილების ერთადერთი განმარტება იყო  აშშ-ს ახალი დემოკრატიული ადმინისტრაციისთვის მაამებლობის სურვილი, რომელსაც ფანარიონთან შორეული და ძალიან მყარი კავშირები გააჩნია. უფრო მეტიც, ბაიდენს ბართლომესთან მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. თუმცა, უკრაინის ხელისუფლება ელოდა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია რამენაირად დააჯილდოებდა ძალისხმევას პატრიარქ ბართლომეს მხარდასაჭერად, მაგრამ ეს არ მოხდა. აქვე უნდა გავიხსენოთ ამერიკელების მიერ ვ.ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის მუდმივი გადადება და ბოლო წამს მისი წარმომადგენლობის დონის დაქვეითება „ყირიმის პლატფორმაზე“. ყველაზე მთავარი - აშშ-ს ადმინისტრაციამ აჩვენა, რომ უკრაინის ზურგს უკან, მან გერმანიასთან გადაწყვიტა  მილსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ყველა საკითხი. იმაზე, რომ არ უნდა მოხდეს აშშ-ს სურვილების „უბრალოდ ასე“ შესრულება და მითუმეტეს, შენთვის საზიანოდ, უკრაინის ხელისუფლებაში სერიოზულად ფიქრობენ. ამის გარეშე არ იქნებოდა განცხადებები ჩინეთთან, აშშ-ს მთავარ ოფიციალურ მტერთან, მეგობრობის და ნაკ „ნავთბგაზის“ მეთაურის ა. კობოლევის განთავისუფლების შესახებ.

უკრაინის ხელისუფლება კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ უმე-ს შეუძლია  ადამიანების უზარმაზარი მასის შეკრება თავის ღონისძიებებზე, ხოლო მეუ-ს ამ კუთხით, დიდი პრობლემები აქვს. ადმინისტრაციული რესურსის ან  ნაციონალისტური ორგანიზაციის მხარდაჭერის გარეშე მეუ-ს არ შეუძლია დამოუკიდებლად შეკრიბოს მნიშვნელოვანი რაოდენობის ადამიანები. ყოველივე ეს არის მკაფიო სიგნალი ხელისუფლებისთვის იმის თაობაზე, თუ სინამდვილეში ვის უჭერს მხარს უკრაინელი ხალხი.

უკრაინის ხელისუფლება კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ უმე-ს შეუძლია  ადამიანების უზარმაზარი მასის შეკრება თავის ღონისძიებებზე, ხოლო მეუ-ს ამ კუთხით, დიდი პრობლემები აქვს.

გარდა ამისა,  ხელისუფლებამ, რასაკვირველია შენიშნა, რომ უმე გაცილებით უფრო აქტიური გახდა საზოგადოებრივი კუთხით. აქ შეიძლება ჩამოვთვალოთ 350 ათასიანი ლიტანიობა 27.02.2021წ. და ლოცვითი დგომა უმაღლეს რადასთან 21.08.2021 წ. და სკ „ერისკაცების“ შექმნა მთელს უკრაინაში განყოფილებების გახსნით მოკლე დროში და სასამართლოებში საკუთარი თემის უფლებების დაცვა, რომელთაც წაართვეს ტაძრები ან რომლებიც უკანონოდ ხელახლა დაარეგისტრირეს მეუ-ში. ელექტრონული მხარდაჭერის რაკურსში, უმე გაცილებით უკეთესია დარჩეს მშვიდ მდგომარეობაში, ვიდრე მოხდეს მისი დევნის გაძლიერება.

უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი მოვლენაც, რომელიც არ მომხდარა, მაგრამ რომელიც ძალიან სურდა უკრაინის ხელისუფლებას - დამოუკიდებლობის დღის 30-ე წლისთავზე რომის პაპ ფრანცისკეს ჩამოსვლა. ვ. ზელენსკიმ პირადად ორჯერ სთხოვა პონტიფიკეს ჩამოსვლა, ერთხელ სიტყვებით, რომ ვატიკანის მეთაურს „პირველ რიგში, ელოდება უკრაინელი ხალხი“ და ეს იქნება „ჟანგბადი, რომელიც ასე აუცილებელია“. 25.03.2021 წ. პრემიერ-მინისტრი დ. შმიგალი ეწვია ვატიკანს და ვ. ზელენსკის სახელით მიწვევა გადასცა სწორედ დამოუკიდებლოს დღეს. უკრაინაში ერთდროულად პაპი ფრანცისკეს და პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი გამოცხადდებოდა უკრაინის ხელისუფლების უდიდეს „მიღწევად“, მაგრამ ეს არ მოხდა. ამასთან, პაპი და „მისი საღვთო უწმინდესობა“ იღებდნენ შესანიშნავ შანსს განევითარებინათ ვატიკანის ფანარიონთან სწრაფი გაერთიანების იდეა, რომელზეც ორივე მხარე არაერთხელ საუბრობდა. რელიგიების საქმეთა დეპარტამენტის ყოფილი მეთაური ა. იურაში ამის შესახებ პირდაპირ აცხადებდა 2021 წლის მაისში: „ეს ძლიერ იმპულსს მისცემდა რელიგიათშორის ეკუმენურ კავშირებს...“ თუმცა, პაპმა გადაწყვიტა არ ესარგებლა ამ შანსით.

შედეგები მეუ-თვის

ყველაზე მეტი ბონუსი პატრიარქ ბართლომეს ვიზიტმა მოუტანა მეუ-ს მეთაურს სერგეი დუმენკოს. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მკაფიო სიგნალი მისცა, რომ ფანარიონი ფსონს დებს მეუ-ს ამჟამინდელ მეთაურზე და არ განიხილავს მისი სხვა ვინმეთი შეცვლის ვარიანტს. სერგეი დასახელებულ იქნა „ეფექტურ ხელმძღვანელად, რომელსაც ენდობიან ფანარიონზე“, ხოლო წმინდა მიქაელის სახელობის ზლატოვერხის მონასტერში ყოფნისას, პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ მრავალი ათწლეულის შემდეგ შთამომავლები ადიდებენ სერგეი დუმენკოს სახელსა და მაგალითს. რასაკვირველია, თუ გავიხსენებთ შემთხვევას, როცა „ღვთისმეტყველმა“ დუმენკომ სახარებისეული სიტყვები ანდაზაში აურია, ეს განცხადებები კომიკურად ჟღერს, მაგრამ რაც ითქვა - ითქვა.

ყველაზე მეტი ბონუსი პატრიარქ ბართლომეს ვიზიტმა მოუტანა მეუ-ს მეთაურს სერგეი დუმენკოს. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მკაფიო სიგნალი მისცა, რომ ფანარიონი ფსონს დებს მეუ-ს ამჟამინდელ მეთაურზე და არ განიხილავს მისი სხვა ვინმეთი შეცვლის ვარიანტს.

მეუ-ს მეთაურმა ასევე შეუძლია აქტივში ჩაიწეროს, რომ ხელისუფლებამ არ მიიწვიეს ფილარეტი არანაირ საზეიმო ღონისძიებებზე. ეს ასევე არის მკაფიო სიგნალი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დენისენკო არის  უმაღლესი ჯიდლოს -„უკრაინის გმირი“ - კავალერი.

სიხარულის უფლება აქვს მეუ-ს მთავარ სპონსორსაც, „ლუდების მეფე“ ანდრეი მაცოლას - მან პატრიარქ ბართლომეს ხელიდან მიიღო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არქონტის ტიტული. „მსოფლიო საპატრიარქოს არქონტის“ ორდენი ( მეორე სახელწოდება „წმინდა მოციქულ ანდრიას ორდენი“) დარეგისტრირებულ იქნა აშშ-ში 1966 წელს. ის შეიქმნა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ამერიკის არქისაეპიკოპოსოსთან საზოგადოებრივი არაკომერციული ორგანიზაციის ფორმით. 1991 წელს კი, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა დააფუძნა ცალკე ორდენი არქონტებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ამერიკის ფარგლებს მიღმა, - ოფიკიალების საძმო (არქონტი) „უწმინდესი უნეტარესი ქალწული“ . ყოველ წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქი არქონტის ტიტულს ანიჭებს დაახლოებით 20 ადამიანს, რომელმაც თავის დროზე გაიღო „... თავისი დრო, ტალანტი და ფინანსები...“ (კანდიდატებისადმი მოთხოვნებიდან) კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ინტერესების წინ წასაწევად. ა. მაცოლას არა გვგონია, ჯილდო მიეღო „მისი დროისა“  ან „ტალანტის“ გამო. რჩება „ფინანსები“. ეს კი უკვე ეწინააღმდეგება იმას, რომ ფანარიონმა მეუ-ს „ავტოკეფალიის“ ტომოსი უსასყიდლოდ გადასცა.

დამოუკიდებლობის ზეიმის 30 -ე წლისთავზე კიდევ ერთი შედეგი იყო ვ. ზელენსკის განცხადება ახალი დღესასწაულის დადგენის შესახებ: სახელმწიფოებრიობის დღე, რომელიც აღინიშნება კიევის რუსეთის მართლმადიდებლობის დღეს, 28 ივლისს. ამას ექნება თავისი შედეგი, რადგანაც მეუ-ს შეეძლება ღია გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი მისი ლიტანიობის ორგანიზებისთვის. რასაკვრიველია, ამ ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, არ გამოცხადდება 350 ათასი ჩინოვნიკი ან მასწავლებელი, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც იქნება მცდელობა უმე-ს დიდი ლიტანიობის მიბაძვისა.

კიდევ ერთხელ მოუვიდა მარცხი ყოფილ მიტროპოლიტ ალექსანდრე დრაბინკოს. 2021 წლის 22 აგვისტოს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ ეპიფანე დუმენკოსთან ერთობლივი წირვის დროს, კიევის სოფიას ტაძარში, ჩაიცვა ორი პანაგია და დაიკიდა ჯვარი, რომელიც უმე-ში 2010 წელს დამზადდა შეზღუდული ტირაჟით აწგარდაცვლილი უნეტარესი მიტროპოლიტ ვლადიმირის (საბოდანი) 75 წლისთავთან დაკავშირებით. ეს ნივთები მიტროპოლიტმა ვლადიმირმა პირადად გადასცა მის იუბილეზე, შესაბამისად, მათი პატრიარქ ბართლომესთვის გადაცემა, რომელიც უკრაინაში ვიზიტით იყო ორი წლით ადრე, მას არ შეეძლო. იმის ალბათობა, რომ ისინი გადასცეს ფანარიონის მეთაურს მიტროპოლიტ ვლადიმირის სახელით მესამე პირების მეშვეობით, საკმაოდ მცირეა. რჩება ერთი - საჩუქარი ალექსანდრე დრაბინკოსგან, რომელიც უკვე იყო შემჩნეული პერესოლნიცკის სახარების, პანაგიების, კვერთხების, სამოსელისა და გარდაცვლილი მიტროპოლიტ ვლადიმირის სხვა ნივთების მითვისებაში. გარდა ამისა, სწორედ ა. დრაბინკომ მიაქცია ყურადღება თავის ფეისბუქ-გვერდზე იმას, რომ პატრიარქი ბართლომე შეიმოსა უნეტარესი ვლადიმირის პანაგიითა და ჯვრით. 

შედეგები მთელი მართლმადიდებლობისთვის

უკრაინაში ვიზიტმა მთელი მართლმადიდებელი სამყაროს თვალში დაადასტურა და დაამტკიცა დღისწესრიგი, რომელსაც ფანარიონი თავს ახვევს ამ სამყაროს. ის შედგება სამი პუნქტისგან: კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უზენაესობის, მეუ-ს აღიარება, უნია კათოლიკებთან. ეს სამივე ელემენტი მკაფიოდ გამოვლინდა ვიზიტის დროს და ყველამ გაიგო, რომ ეს ელემენტები არ არსებობს ერთმანეთისგან განცალკევებით, ყველა მათგანი წარმოადგენს ერთი კეისის შემადგენელს. არ ხდება   მეუ-ს აღიარება ფანარიონის უმაღლესობასთან შეთანხმების გარეშე, ხოლო აღიარების შემდეგ - არ შეიძლება გაემიჯნო კათოლიკებთან უნიას.

არ ხდება   მეუ-ს აღიარება ფანარიონის უმაღლესობასთან შეთანხმების გარეშე, ხოლო აღიარების შემდეგ - არ შეიძლება გაემიჯნო კათოლიკებთან უნიას.

პატრიარქი ბართლომე მერამდენედ სწირავს საღვთო ლიტურგიას პირებთან, რომლებსაც არ გააჩნიათ სამღვდელო ხარისხი. ამის განმარტება დანარჩენი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების თვალში არის მარტივი: ს. დუმენკოს და მეუ-ს სხვა „იერარქებს“ სამღვდელო ხარისხი გააჩნიათ იმის ძალით, რომ ამის დეკლარირება მოახდინა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ.  ადგილობრივი ეკლესიები კი წყვეტენ: აღიარონ ასეთი დეკლარაცია თუ არა. თუ ისინი მას  აღიარებენ, ამით ცნობენ ფანარიონის მეთაურის განსაკუთრებულ უფლებამოსილებებსაც, ამის შესახებ თქვა თავად პატრიარქმა ბართლომემ კიევ-მოგილანსკის აკადემიაში მიღების დროს, განაცხადა რა, რომ ადგილობრივ ეკლესისებში ეკლესიების ერთიანობის გზა არის მეუ-ს აღიარებ: „მხოლოდ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის აღიარება ყველა მართლმადიდებლი ეკლესიის მიერ და არანაირი სხვა პოზიცია... შეუწყობს ხელს სრულიად მართლმადიდებლურ ერთიანობას“.

2021 წლის 23 აგვისტოს ფანარიონის მეთაური შეხვდა სრულიად უკრაინის ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების საბჭოს.  შეხვედრა შედგა თავად პატრიარქ ბართლომეს ინიციატივით, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ის იქ თავიდან არ მიუწვევიათ. ამ შეხვედრაზე პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ მართლმადიდებლები და კათოლიკები ცდილობენ ერთიანობის აღდგენას თანამონაწილეობაში და ასევე გადასცა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის (ებკე) მეთაურს, სვიატოსლავ შევჩუკს პანაგია მისი ხელმოწერით. საპასუხოდ მან კონსტანტინოპოლს უწოდა მისი „დედა-ეკლესია“ და ფანარიონის მეთაურს გადასცა საპატრიარქო სამოსელის ნაკრები: ჯვარი, ენკოლპიონი და პანაგია.

ყოველივე ამან გაზარდა იმის ალბათობა, რომ ფანარიონსა და ვატიკანს შორის შენიშნული უნია თავიდან „ამუშავდება“ უკრაინაში მეუ-სა და უბკე-ს შორის. ხოლო თუ უკრაინაში რომის პაპი ფრანცისკეც რომ ჩამოსულიყო, ასეთი ალბათობა იქნებოდა პრაქტიკულად ასპროცენტიანი.

ნებისმიერ შემთხვევაში პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი კიევში, მისი ქმედებები და განცხადებები ადასტურებს ფანარიონის მეთაურობის აღიარებას, მეუ-ს აღიარებასა და რომთან დაახლოების ერთ პაკეტში მორთმევას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები უნდა დაფიქრდნენ არა მხოლოდ მეუ-ს აღიარების საკითხზე, არამედ ამ ქეისის დანარჩენ ორ საკითხზეც. ჩვენის აზრით, ეს ძალიან ამცირებს იმის ალბათობას, რომ მეუ-ს აღიარება ადგილობრივი ეკლესიების მიერ გაგრძელდება.

შედეგები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის

უმე-მ ყველას, მათ შორის, საკუთარ თავსაც უჩვენა თავისი სიმტკიცე მართლმადიდებლობის სიწმინდის დაცვაში და მისი ერთსულოვნება უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრის ირგვლივ. ყურადღებას იმსახურებს ისიც, რომ სკ „ერისკაცებმა“ შეძლეს 10 ათასიანი ლოცვითი დგომის აქციის ორგანიზება უმაღლეს რადასთან 2021 წლის 21 აგვისტოს. ასევე ნიშანდობლივია ის, რომ ეს ღონისძიება ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული. პოლიციამ დართო მისი სრული მოცულობით ჩატარების უფლება: სცენის დადგმა, ხმის გამაძლიერებლები, პლაკატების და ტრანსპარანტების მოტანა, რომლებზეც ბერძნულ ენზე დაწერილი იყო საკმაოდ არასასიამოვნო სიტყვები „მისი საღვთო უწმინდესობისთვის“, მათ შორის, ანათემა. დიახ, იყო შემთხვევები, როცა პოლიცია მსგავს პლაკატებს ართმევდა, მაგრამ ის მაინც არ იყო მასიური. თუმცა, ყველაფერს არ ჩაუვლია სამწუხარო ფაქტის გარეშეც. დეკანოზმა ვიქტორ ზემლიანოიმ სცენიდან წაიკითხა პატრიარქ ბართლომეს თავიდანვე ყალბი თარგმანი, სადაც თითქოს საუბარი იყო იმაზე, რომ რუსული ენა და საეკლესიო სლავური ენებიც კი წარმოადგენენ გაუგებარს უკრაინელებისთვის, ხოლო ახალი ბერძნული ენა კი ყველასთვის გასაგებია და სწორედ ის უნდა იქნეს გამოყენებული. ვფიქრობთ, რომ მომავალში ადამიანები მსგავს ცნობებს გადაამოწმებენ. თუმცა, ის, რომ ფეიკს ენდნენ - სავსებით მარტივად არის განმარტებადი. პატრიარქმა ბართლომე უკვე იმდენი რამ ჩაიდინა, რისიც ადრე არავის სჯეროდა. ამას განეკუთვნება ს. დუმენკოს „ხელდასმის“ აღიარებაც და უმე-ს „გაუქმება“ მიტროპოლიტ ონუფრისთნა ერთად და კიევის მიტროპოლიის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთვის „დაბრუნება“ და კიდევ ბევრი რამ. არავინ ფიქრობდა, რომ ფანარიონი გადაწყვეტდა მსგავს გიჟურ და უკანონო საქციელს, მაგრამ ეს მაინც მოხდა.

გავრისკავთ ვივარაუდოთ, რომ უმე-ს დევნის გაძლიერება, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში, არ იქნება. თუმცა, ასეთი რამის სრულად გამორიცხვა არ შეიძლება. არ იქნება უმე-ს მიმართ ხელისუფლების უცებ შემობრუნებაც. ყველა სირთულის, ტაძრების მიტაცებისა და ა.შ. მიუხედავად, უმე იმყოფება ძალიან ხელსაყრელ მდგომარეობაში: ხელისუფლებას მასზე არანაირი გავლენა არ გააჩნია; ის გაიწმინდა ისეთი არაერთმნიშვნელოვანი (რბილად რომ ვთქვათ) პიროვნებებისგან, როგორიცაა ყოფილი მიტროპოლიტი ალექსანდრე დრაბინკო დან ყოფილი დეკანოზი გიორგი კოვალენკო; უმე-ს თემი და ის მთლიანად გახდა უფრო შეკრული; გაძლიერდა მორწმუნეთა საეკლესიო შეგნება და ა.შ. ის, რომ სახელმწიფო ზეწოლას ახდენს უმე-ზე, ეს, რასაკვირველია, ცუდია, მაგრამ გაცილებით უარესია, თუ უკრაინის ხელისუფლება (არა ამჟამინდელი, მაგრამ მომდევნო), უცებ დაიწყებს უმე-სადმი ქველმოქმედების კეთებას და სწორედ მას დანიშნავს უკრაინის სახელმწიფოებრიობის საყრდენად მეუ-ს ნაცვლად. ადრე თუ გვიან, ასეთი „ხელსაყრელი“ დამოკიდებულებისთვის ხელისუფლება მოითხოვს სამაგიეროს, ამას ადასტურებს საეკლესიო ისტორია. სიმდიდრით ცდუნება გაცილებით უფრო ძლიერია სულიერი კუთხით, ვიდრე სიღარიბით ცდუნება; დიდების ცდუნება უფრო საშინელია, ვიდრე დავიწყებით; ხელისუფლებისადმი სიახლოვის ცდუნება გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე დევნის ცდუნება. ეკლესია მზად უნდა იყოს ნებისმიერ ცდუნებასთან გასამკლავებლად.

ასეთია „მისი საღვთო უწმინდესობის“ ვიზიტის შედეგები უკრაინაში ცხელ კვალზე. რამდენად გამართლდება ისინი - ამას დრო გვიჩვენებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ