პატრიარქი ბართლომე კიევში: პირველი განცხადებები და პირველი დასკვნები
ფანარიონის მეთაური უკრაინაში. ის ხვდება ქვეყნის ხელმძღვანელობას, გამოდის ვეტერანების ფორუმებზე, სამაგიეროდ გაურბის უმე-ს მორწმუნეებთან შეხვედრას. რა იქნება შემდეგ?
ფანარიონის მეთაური უკრაინაში ჩამოფრინდა, შეხვდა სახელმწიფოს უმაღლეს ხელმძღვანელებს და უარი თქვა თვალებში ჩაეხედა „დედა-ეკლესიის სიყვარულისგან“ დაზარალებული ადამიანებისთვის. რაზე მეტყველებს პატრიარქ ბართლომეს პირველი ნაბიჯები ჩვენს მიწაზე და როგორ შეიძლება ეს სიტუაცია შემდეგში განვითარდეს?
პოლიტიკური პროექტი კონსტიტუციის დარღვევით
2021 წლის 20 აგვისტოს თვითმფრინავი ფანარიონის მეთაურით ბორისპოლის აეროპორტში დაეშვა, სადაც მას უკვე ელოდებოდა პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი და მეუ-ს მეთაური სერგეი (ეპიფანე) დუმენკო.
უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს სტატუსით მესამე პირს სახელმწიფოში, ხოლო დიპლომატიური პრაქტიკის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრები აეროპორტებში ხვდებიან უცხო სახელმწიფოს მეთაურებს და ისიც, ყოველთვის არა. მაგალითად, 2021 წლის 22 აგვისტოს, ბატონი დ. შმიგალი არ დახვედრია ბორისპოლში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს.
„სიმბოლური და მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩვენი სახელლმწიფოსთვის. მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. მადლობა გადავუხადე იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც უკრაინასა და უკრაინელი ხალხისთვის მისი უწმინდესობის მხრიდან ხორციელდება“, - დაწერა დ. შმიგალმა თავის ტელეგრამ-არხზე ფანარიონის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ.
კიევში ჩასვლისთანავე პატრიარქი ბართლომე უკრაინის პრეზიდენტთან ვ.ზელენსკისთან შესახვედრად გაემართა.
ამ შეხვედრაზე მოხდა პროტოკოლით გათვალისწინებული მადლიერების გაცვლა-გამოცვლა და გაკეთდა გარკვეული განცხადებები, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.
მომდევნო დღეს, 2021 წლის 21 აგვისტოს, პატრიარქი ბართლომე უკრაინის უმაღლეს რადას ეწვია და შეხვდა მის სპიკერს დმიტრი რაზუმკოვს, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, წარმოადგენს მეორე პირს სახელმწიფოში.
ამდენად, უკრაინის სამივე მთავარი ხელმძღვანელი შეხვდა პატრიარქ ბართლომეს, რომელიც არ წარმოადგენს რომელიმე სახელმწიფოს არც მეთაურს, არც პრემიერ-მინისტრს, არც რაიმე სახის ოფიციალურ პირს. სამართლებრივი თვალსაზრისით, ის წარმოადგენს უცხო ქვეყნის რელიგიური ორგანიზაციის მეთაურს და არა უმეტესს. მაშ, რატომ შეხვდა ქვეყნის სამივე ხელმძღვანელი პირი მას? და რა სახით აკეთებენ ამას ისინი: თანამდებობის პირების სახით თუ კერძო სახით? ამ უკანასკნელ კითხვაზე პასუხის გაცემა შეიძლება ერთმნიშვნელოვნად - თანამდებობის პირთა სახით. ამას ადასტურებს ის, თუ რომ ეს შეხვედრები ჩატარდა ოფიციალურ ვითარებაში სახელიმწიფოს სახელით, ასევე ისიც, რომ ამ და წინამორბედი შეხვედრების შედეგების მიხედვით, ხდება გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ატარებს სამართლებრივ ხასიათს.
არა მხოლოდ ამჟამინდელი ვიზიტი, არამედ უკრაინისა და ფანარიონის მთელი თანამშრომლობა არის პოლიტიკური პროექტი, რომლის რეალიზებაც ხდება უკრაინის ხელისუფლების მიერ საკუთარი კონსტიტუციის დარღვევით.
თუმცა, უკრაინის კონსტიტუცია, რომელიც აღწერს სახელმწიფოს სამი უმაღლესი თანამდებობის პირის უფლებამოსილებებს, არ ანიჭებს მათ შესაბამის უფლებამოსილებებს, არაფერს ვამბობთ რა იმაზე, რომ უკრაინა წარმოადგენს საერო ხელისუფლებას, რომელშიც ეკლესია გამიჯნულია სახელმწიფოსგან. აქედან შესაძლებელია დასკვნის გაკეთება, რომ არა მხოლოდ ამჟამინდელი ვიზიტი, არამედ უკრაინისა და ფანარიონის მთელი თანამშრომლობა არის პოლიტიკური პროექტი, რომლის რეალიზებაც ხდება უკრაინის ხელისუფლების მიერ საკუთარი კონსტიტუციის დარღვევით.
სირაქლემას პოზა: ვერ ვხედავთ ვერც კონფლიქტებს, ვერც პროტესტს
ფანარიონის მეთაურთან შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ვ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს „ბევრი კონფესიის მშვიდობიანი თანაარსებობის უნიკალურ მაგალითს“. და ეს მაშინ, როცა ქვეყანაში გრძელდება ტაძრების ძალისმიერი მიტაცების ტალღა, როცა ხდება მორწმუნეთა ცემა, ხოლო სასამართლოებში უმე-ს მართლმადიდებელი თემის ასეულობით სასარჩელო განცხადებაა შეტანილი, რომლებიც უკანონო ხელახალ რეგისტრაციას ასაჩივრებენ. უკრაინის საზოგადოებაში რელიგიური დაპირისპირება ცხადია არის და ის საკმაოდ ხისტია. ნაცვლად იმისა, რომ გადაიდგას ნაბიჯები საზოგადოების დასაშოშმინებლად, კონფლიქტის გადასაწყვეტად, არსებული ხელისუფლება უპირატესობას ანიჭებს უბრალოდ თვალების დახუჭვას პრობლემაზე და განცხადების გაკეთებას, რომ ის არ არსებობს. თუმცა, ამისგან პრობლემა კი არ წყდება, არამედ მხოლოდ კიდევ უფრო მეტად მწვავდება.
ჯერ კიდევ 20 აგვისტოს საღამოს, ბორისპოლის გზატკეცილის გასწვრივ უმე-ს ათასობით მორწმუნე პლაკატებით უკრაინულ, ინგლისურ და ბერძნულ ენებზე, რომლებზეც აღნიშნული იყო, რომ:
- ჩვენი წინამძღოლი არის კიევის მიტროპოლიტი ონუფრი;
- მორწმუნეები ფანარიონის მეთაურისგან მოითხოვენ მათთან შეხვედრას;
- მორწმუნეები ფანარიონისგან მოითხოვენ იმის გამოსწორებას, რაც მან უკრაინაში ჩაიდინა.
კიევის აეროპორტიდან პატრიარქ ბართოლომეოს კორტეჟის გაცილების გზაზე ასეთი ჯგუფი რამოდენიმე იყო. და მას არ შეიძლება არ დაენახა ისინი. იყო დიდი ბანერებიც, რომლებზეც მორწმუნეები მას შეხვედრას სთხოვდნენ.
პატრიარქ ბართლომეს დ. რაზუმკოვთან შეხვედრის დროისთვის უმაღლეს რადასთან უმე-ს 10 - ათასზე მეტი მორწმუნე შეიკრიბა, რომლებიც სკ „ერისკაცების“ მოწოდებით მოვიდნენ, რათა დაედასტურებინათ თავაინთი ერთგულება უმე-ს მიმართ და თვალნათლივ ეჩვენებინათ ფანარიონის მეთაურისთვის, რა გამოიწვია ა მისმა არაკანონიკურმა ჩარევამ უკრაინის რელიგიურ სფეროში. ვიზიტის წინ, სკ „ერისკაცებმა“ ფანარიონს გაუგზავნეს ოფიციალური წერილი პატრიარქ ბართლომეს მიწვევით შეხვედროდნენ მას და პირადად დაერწმუნებინათ ის, რომ უკრაინელი მართლმადიდებლების უმრავლესობა არ ეთანხმება იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ერთად.
ზოგიერთი რელიგიური სოცქსელი ინფორმაციას ავრცელებდა იმის თაობაზე, რომ პატრიარქი ბართლომე მაინც აპირებდა უმე-ს მორწმუნეებთან გასვლას, მაგრამ სინამდვილეში სხვაგვარად აღმოჩნდა. ფანარიონის მეთაური უმაღლეს რადაში შიდა ეზოს გამოყენებით შეიყვანეს.
ამასთან, ეს გაკეთდა ჰოლივუდელი მებრძოლების სტილში, დათვლილ წამებში კორტეჟის მოახლოებისას კარები გაიღო და უმალ დაიკეტა ბოლო მანქანის უკან. ამდენად, პატრიარქმა ბართლომემ ფორმალურად ვერ დაინახა უმე-ს 10 ათასიანი პროტესტი, ვერ მოისმინა მათი პოზიცია ყოველივე იმასთან დაკავშირებით, რაც მან უკრაინაში ჩაიდინა. ზუსტად ამგვარად ფანარიონის მეთაური „საიდუმლოდ“ გაიყვანეს უმაღლესი რადას შენობიდან. რაზუმკოვმა ის შიდა ეზოში გააცილა, იქ მისი „უწმინდესობა“ მანქანაში ჩასვეს და ასეთივე ჰოლივუდურ სტილში მყისიერად წიაყვანეს.
ეს ამჟამინდელი მოვლენები რომ ხდებოდეს შუა საუკუნეებში, ასეთ ვერსიას ექნებოდა სიცოცხლის უფლება. თუმცა, ჩვენთან არაა შუა საუკუნე და ნებისმიერი ინფორმაცია ცნობილი ხდება მთელს მსოფლიოში.
ფანარიონის მეთაურმა, როგორც მას ეჩვენება, წაუგებელი პოზიცია დაიკავა: ვერაფერი დავინახე, ვერ გავიგე, არაფერი ვიცი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ უკრაინაში ყველაფერი კარგადაა, მაშასადამე - ყველაფერი კარგად გავაკეთე.
უკრაინაში პატრიარქი ბართლომე თავის ხელქვეითებთან ერთად ჩავიდა. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ვინმე ნიკოლაოს პაპახრისტოსი - პატრიარქ ბართლომეს პრესისა და კომუნიკაციების სამმართველოს დირექტორი (დიახ, დიახ, მას აქვს ასეთი რამ). ვიზიტის წინ პაპახრისტოსმა ვრცელი ინტერვიუ მისცა მეუ-ს ერთ-ერთ რესურსს, რომელშიც აჩვენა ფანარიონის მოქმედებების წინააღმდეგ უმე-ს მორწმუნეების პროტესტის შესანიშნავი გარკვეულობა და მთლიანად - სიტუაციის უკრაინის საეკლესიო წრეში.
ამიტომაც, იოტისოდენადაც არ გვეპარება ეჭვი იმაში, რომ პატრიარქ ბართლომეს გააჩნია სრული ინფორმაცია უმე-ს ტაძრების მიტაცების თაობაზეც და დიდი ლიტანიობის მონაწილეთა როადენობაზეც და საკუთრივ, უმაღლეს რადასტან ერისკაცების გამოსვლის თაობაზე, რომლებიც რამოდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ მასთან საუბარს. უფრო მეტიც, გავრისკავთ ვივარაუდოთ, რომ ბართლომეს კორტეჟის შესვლა უმაღლეს რადაში დამხმარე შესასვლელით გაკეთდა მისი პირადი თხოვნის საფუძველზე, რათა მას „არ დაეკარგა სახე“. გამართლდა თუ არა ჩანაფიქრი? არა მგონია.
„მის უწმინდესობას“ უბრალოდ არ ეყო სულისკვეთება სახეში ჩაეხედა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სცემდნენ, ამცირებდნენ და თავიანთი ტაძრებიდან დევნიდნენ, რათა ძალისმიერად აეძულებინათ ისინი გაერთიანებულიყვნენ მეუ-ს პროექტში. ყველას როდი შეუძლია საკუთარი ქმედებების შედეგებს შეხედოს და მათზე პასუხისმგებლობა აიღოს, თუნდაც, მორალური.
სხვათაშორის, მომდევნო დღეს, 22 აგვისტოს, პატრიარქმა ბართლომემ კიევის სოფიას სახელობის ტაძარში მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ მზადაა მოუსმინოს უმე-ს მორწმუნეებს, მაგრამ ერთგვარი „კურთხეული საეკლესიო ტრადიციის“ ფარგლებში. „ჩვენ, როგორც დედა-ეკლესია, მზად ვართ მოვისმინოთ პრობლემები, გავფანტოთ ეჭვები, დავაცხროთ მღელვარება, ყოველთვის მოვაშუშოთ ყველა ჩვენი შვილის ტრავმები უფლის წყალობით, თუმცა კურთხეული საეკლესიო ტრადიციის ჩარჩოებში“, - განაცხადა ფანარიონის მეთაურმა.
უნდა გვახსოვდეს, რომ „საეკლესიო ტრადიციის“ ქვეშ პატრიარქ ბართლომეს მხედველობაში აქვს ის, რომ მისი წყალობით თავიანთი ტაძრებიდან დევნილი მორწმუნეები მასთან მუხლის მოდრეკით უნდა მივიდნენ, ეამბორონ მის ფეხსაცმელს და სთხოვონ მას „ეჭვების გაქარწყლება“. თუმცა, სწორედ რომ ეჭვები არ გააჩნიათ მათ. ისინი იცავენ თავიანთი ეკლესიის, მათი წინამძღოლის, უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრის ერთგულებას და აპირებენ საკუთარი რწმენის გაყიდვას ოცდაათ ვერცხლად.
პატრიარქ ბართლომეს დევნის მანია აქვს?
ჯერ კიდევ უკრაინაში ვიზიტის წინ საზოგადოება გააოცა ერთგვარმა, უსაფრთხოების ზედმეტმა ზომებმა, რომელიც მიღებული იყო აქციებზე პატრიარქ ბართლომეს მონაწილეობით. ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია უმე-ს მორწმუნეებთან შეხვედრის შიშის გაგება, სადაც მას მოუწევდა გაწითლება თავისი ქმედებების გამო, მაგრამ ბევრი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ფანარიონის მეთაური თავს არიდებს და ეშინია კიდეც მეუ-ს არამრალავრიცხოვანი მომხრეებისაც - იმ „საყვარელ უკრაინელ ხალხს“, რომელზეც ის ხშირად საუბრობს.
უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს ვიზიტის წინ მეუ-ში განაცხადეს, რომ მრევლისთვის სოფიას ტაძრის ტერიტორიაზე, სადაც 22 აგვისტოს უნდა შემდგარიყო წირვა ფანარიონის მეთაურთან ერთად, აიკრძალებოდა წყლის, კვების პროდუქტებისა და პლაკატების შეტანა. უსაფრთხოების ასეთმა ზომებმა ბევრი გააკვირვა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ რა იყო.
21 აგვისტოს პატრიარქმა ბართლომემ საღამოს წირვა ჩაატარა წმინდა ანდრიას სახელობის ტაძარშ, კიევში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სტავროპიგიაში. ღვთისმსახურების დროს პოლიციამ სრულად გადაკეტა ანდრეევსკის დაღმართი, რომელზეც მდებარეობს ტაძარი. გამოდის, იმ ადამიანებსაც კი, რომელთაც სურდათ „თავიანთი პატრიარქის“ დანახვა და ლოცვა მასთან ერთად, ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონდათ. შესაბამისად, წმინდა ანდრიას სახელობის ტაძარი პრაქტიკულად ცარიელი იყო - იქ იმყოფებოდნენ მხოლოდ „მეუ-ს იერარქები“, ჟურნალისტები და „ვიპ-მრევლი“: პეტრე პოროშენკო, ანდრეი იურაში, კრიმინალური ავტორიტეტი ალექსანდრე პეტროვსკი (ზედმეტსახელად „ნარიკი“, - რედ.) და სხვები. უდაოა, ჩვენ არ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ პოლიციას ანდრეევსკის დაღმართი რომ არ ჩაეკეტა, პატრიარქ ბართლოლემს წირვას უბრალო მრევლი დაესწრებოდა, მაგრამ ასეთი შანსი იყო.
თუ უკრაინელ ხალხს ისე უყვარს პატრიარქი ბართლომე (მას კი უყვარს უკრაინელი ხალხი) - რაში სჭირდება მას ასეთი დაცვა, ისიც ღვთისმსახურებაზე? ვისი ეშინია მას?
22 აგვისტოს შედგა ფანარიონის მეთაურის, სერგეი დუმენკოსა და მეუ-ს სხვა „იერარქების“ ერთობლივი „ლიტურგია“. როგორც უკვე აღინიშნა, იქ აკრძალეს წყლის, პროდუქტებისა და პლაკატების შეტანა. წმინდა სოფიას ტერიტორიაზე ადამიანები შეუშვეს ლითონის ჯებირების მიღმა (იარაღს ეძებდნენ?). ყველაზე საინტერესო - „საკურთხეველში“ პატრიაქ ბართლომეს გვერდით მთელი წირვის მანძილზე რამოდენიმე დაცვის თანამშრომელი იდგა მუქი სათვალეებით. ისინი მკაფიოდ გამოირჩეოდნენ სამოსელში მყოფი ადამიანების ფონზე და საკმაოდ კომიკურადაც გამოიყურებოდნენ. ისმის კითხვა - თუ უკრაინელ ხალხს ასე უყვარს პატრიარქი ბართლომე (და მას უყვარს უკრაინელი ხალხი) - რატომ სჭირდება მას ასეთი დაცვა და თანაც ღვთიმსახურებისას? ვისი ეშინია მას?
უმე-ს დევნა ისევ გაგრძელდება
სამწუხაროდ, ბევრი ანალიტიკოსისა და ექსპერტის ვარაუდი, რომ პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში ვიზიტი პროვოცირებას გაუკეთებდა ტაძრების მიტაცების ახალ ტალღას, შეიძლება მართებული აღმოჩნდეს. უმე-ს მორწმუნეები უკვე საკმაოდ დიდი ხანია მიმართავენ, როგორც უკრაინის ხელისუფლებას, ასევე ფანარიოტებს მოთხოვნით თუნდაც შეფასება მისცენ იმ უკანონობასა და ძალადობას, რომელსაც მეუ-ს მომხრეები სჩადიან. ამის ნაცვლად, ხელისუფლებაც და ფანარიოტებიც ფაქტიურად სოლიდარობას გამოხატავენ მეუ-ს მომხრეების მიმართ. პატრიარქ ბართლომესთან 20 აგვისტოს შეხვედრაზე ვ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ რელიგიური ფაქტორი არის „ერთ-ერთი ფაქტორი, რომელსაც აგრესორი იყენებს, როგორც ჰიბრიდულ იარაღს უკრაინის წინააღმდეგ“, ამით აშკარა მინიშნებას აკეთებს რა უმე-ზე. ფანარიონის მეთაურმა „უკრინფორმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უკრაინაში მისი ვიზიტის წინ განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ზრუნავს უცხოურ ინტერესებზე და არა საეკლესიო კრიტერიუმებზე.
ამდენად, უკრაინის ხელისუფლებაც და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოც დეკლარირებდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას უმე-ს მიმართ. ეს არა მხოლოდ ნეგატიური დამოკიდებულება, არამედ მიდგომაა, რომლის არსიც ძალიან ღრმად გადმოსცეს ქრისტიანეთა უძველესმა რომაელმა მდევნელებმა: „თქვენ არ უნდა იყოთ“. ფანარიონმა განაცხადა, რომ უმე უკვე არ არსებობს. სერგეი დუმენკო ამბობს, რომ უმე-ს ყველა მრევლი მეუ-ს ეკუთვნის, ხოლო უკრაინის ხელისუფლება ცდილობს ყველანაირად, რომ ეს ასეც იყოს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერი უფლის ხელშია. ამ სიტყვების ჭეშმარიტება შეიძლება უკრაინაში შევნიშნოთ: უმე ცოცხლობს და იზრდება, ხოლო მეუ ეძებს მხარდაჭერას სახელისუფლებო კაბინეტებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკებთან.
სერგეი დუმენკო ფავორიტებშია
ბოლო ხანებში ფანარიონის მეთაური კომპლიმენტებით ამკობს სერგეი დუმენკოს. იმავე ინტერვიუში სააგენტო „უკრინფორმისთვის“ მან განაცხადა, რომ ს. დუმენკო არის ეფექტური ხელმძღვანელი, რომელსაც ენდობიან ფანარიონზე. „ეპიფანე არის გონიერი წინამძღოლი, რომელსაც შეუძლია ეფექტურად და მართლმადიდებლობის კანონიკური ტრადიციის სულისკვეთებით მართოს საეკლესიო საქმეები“, - განაცხადა პატრიარქმა ბართლომემ. კიევში ვიზიტის დროს კი, მან განაცხადა, რომ ათწლეულების შემდეგ განადიდებენ ს. დუმენკოს სახელსა და მაგალითს. ჩვენ შეგიცანით, როგორც საქმის, ღვთისმოშიში ადამიანი, მაგრამ ქრისტეს ურყევი რწმენით, ეკლესიისადმი და თქვენი სამშობლოსადმი სიყვარულით“, - განაცხადა ფანარიონის მეთაურმა.
დიახ, ნორმალური ადამიანისთვის ეს აბსურდულად და დამცინავადაც კი ჟღერს. თუმცა, ეს უბრალოდ დოპლომატიური რევერანსები არაა. ეს არის პასუხი მეუ-ს იმ „მღვდელმთავრებისადმი“, რომლებიც ცდილობენ თავიანთი თამაშის თამაშს მეუ-ში ძალაუფლებისთვის ბრძოლაში და ამ თამაშის ჩარჩოებში ეძებენ ფანარიონთან კომუნიკაციის საკუთარ არხებს. ახლა კი ასეთ „იერარქებს“ აქვთ მკაფიო სიგნალი - დაჯექით და ეჭვიც არ შეგეპაროთ „ეფექტური ხელმძღვანელის“ უნარებში.
პატრიარქი ბართლომე - ახალი „რეალობის“ შექმმნელი
სააგენტო „უკრინფორმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ფანარიონის მეთაურმა გააკრიტიკა მეუ-თვის ტომოსის მოწინააღმდეგეები და განაცხადა: „ამ ადამიანების პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მათთვის რთულია რეალობის აღიარება ან ისინი უარს ამბობენ მის აღიარებაზე. მათ ასევე არ იციან, რა არის ავტოკეფალია, ისევე როგორც მისი გადაცემის ისტორია და კანონიკური პრაქტიკა“. გამოდის, პატრიარქი ბართლომე ცდილობს დაარწმუნოს ყველა, რომ სწორედ ის, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაური ქმნის ნამდვილ „რეალობას“. და თუ ის, რასაც თქვენ საკუთარი თვალებით ხედავთ, არ ემთხვევა იმას, რასაც ამბობს ფანარიონის მეთაური, - საჭიროა ვენდოთ მას და არა თვალებს.
პატრიარქი ბართლომე ცდილობს დაარწმუნოს ყველა, რომ სწორედ ის, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაური ქმნის ნამდვილ „რეალობას“. და თუ ის, რასაც თქვენ საკუთარი თვალებით ხედავთ, არ ემთხვევა იმას, რასაც ამბობს ფანარიონის მეთაური, - საჭიროა ვენდოთ მას და არა თვალებს.
მაგალითად, 10 ათასი ადამიანი, რომელიც მას ელოდებოდა უმაღლეს რადასთან 21 აგვისტოს და ასევე ის 350 ათსი ადამიანი, რომელიც დიდ ლიტანიობაში მონაწილეობდა, არ არის რეალობა. უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი ასევე არ არის რეალობა, როგორც უმე-ს 12 ათასზე მეტი თემი - ეს რეალობა არაა. სამაგიეროდ, დუმენკო, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია არანაირი სასულიერო წოდება, ადამიანი, რომელიც სახარების სიტყვებს უწოდებს ანდაზებს - ეს რეალობაა. მისი მცირერიცხოვანი მომხრეები, რომლებმაც არც კი სცადეს სრულფასოვანი ლიტანიობა კიევის რუსეთის მართლმადიდებლობის დღეს - ეს ასევე არის რეალობა. მის, „ბართლომესეულ“ რეალობაში, მხოლოდ მას, პატრიარქ ბართლომეს შეუძლია ავტოკეფალიის მინიჭება და არა აქვს მნიშვნელობა: ის მას განხეთქილებაში მყოფებს ანიჭებს თუ მართლმადიდებლებს. ხოლო ყველა, ვინც სხვაგვარად ფიქრობს, პროფანებად ცხადდება.
21 აგვისტოს, წმიდა მიქაელის სახელობის ზლატოვერხის მონასტერში, პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ ფანარიონი „თავიდან იყო ეკლესიის კეთილდღეობის მცველი და მართალია, აღზევებისა და რიცხობრივი ძალის პირობებში მას შეეძლო შემოეტანა და დაემყარებინა აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ეკლესიის მოწყობის პირამიდის ფორმა, მაგრამ მან ზიზღით უარყო ეს აზრი და არ განუდგა მისთვის ბოძებულ ეკლეზიოლოგიას, არც საეკლესიო კრებების მიერ დადგენილ „პენტარხიის“ სისტემას.
ჯერ ერთი, საინტერესოა თავად საკითხის დასმა: „ჩვენ შეგვეძლო, თუ გვექნებოდა სურვილი“. აქ ისმის იმის მტკიცება, რაც ერთხელ პირდაპირი ტექსტით თქვა ერთმა ბერძენმა ეპისკოპოსმა: „რასაკვირველია, ზეცაში უფალი არის ეკლესიის მეთაური, მაგრამ დედამიწაზე ეკლესიის მეთაური არის კონსტანტინოპოლის პატრიარქი“.
ნუთუ ფანარიოტები სერიოზულად ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ეკლესიის მოწყობა და გადაკეთება მათი სურვილისამებრ? მთელი საეკლესიო სისტემა ადასტურებს იმას, რომ სწორედ უფალი მართავს ამ მიწიერ, ისტორიულ ეკლესიას და არანაირი „აღზევებისა და რიცხობრივი ძალის ხანა“ არ ნიშნავს არაფერს უფლის ზრახვის გარეშე.
მეორეც, რასაკვირველია, პატრიარქი ბართლომე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დამსახურებად უთვლის, რომ მან არ დაიქვემდებარა დანარჩენი აღმოსავლეთის საპატრიარქოები ბიზანტიის იმპერიის აღზევებისა და მართლმადიდებლობის დაცემის ხანაში. მაგრამ ის ამბობს, რომ ეკლესიოლოგია თითქოსდა გადაეცა სწორედ კონსტანტინოპოლს, შესაბამისად, სწორედ ეს საპატრიარქო წარმოადგენს მის მცველს. მტკიცება აბსურდულია, რამდენადაც ეკლესიოლოგია არ შეიძლება გადაეცეს რომელიმე ერთ ადგილობრივ ეკლესიას. სწავლება ეკლესიის შესახებ არის მართლმადიდებლური რწმენის ერთ-ერთი დოგმატური ელემენტი, რომლის გარეშეც ეს რწმენა ხდება დამაზიანებელი, შესატყვისად - არა მხსნელი. არ შეიძლება დარჩე მართლმადიდებლად და რწმენის სიმბოლო წაიკითხო „ერთიანი წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის რწმენის“ გარეშე. თუმცა, ფანარიონი ცდილობს დაარწმუნოს ყველა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არის მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის ერთადერთი მცველი და მხოლოდ მისთვისაა ხელმისაწვდომი „წმინდა ცოდნა“, თუ როგორ უნდა მოხდეს საეკლესიო საქმეების მოწყობა.
მესამე, მსოფლიო საეკლესიო კრებები არ ადგენდნენ და არც განიხილავდნენ „პენტარხიის“ სისტემას. ეს არის ხუთი ყველაზე გავლენიანი კათედრის: რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის კათედრების სისტემა, რომელიც ბუნებრივად ჩამოყალიბდა უპირატესად პოლიტიკური ფაქტორების უპირატესობების გავლენით. მსოფლიო საეკლესიო კრებებმა ამ კათედრებს შორის ურთიერთობების დარეგულირების გარკვეული წესები შეიტანეს, მაგრამ ისინი საერთოდ არ ადგენდნენ ამ კათედრებისა და იმ ტერიტორიების არსბეობას, რომლებზეც ვრცელდებოდა ამ კათედრების გავლენა გარკვეულ ურყევ დოგმატად. საეკლესიო კრებების წესები უბრალოდ აღწერდა მაშინ არსებულ რეალობას, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მაშინაც და ახლაც არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეკლესიას არ შეუძლია არსებობა ხუთი საპატრიარქოს ფორმის გარეშე. ეს ადამიანები გულწრფელად იყვნენ გაოცებულები, თუ როგორ გამოეყო რომის კათედრა მსოფლიო ეკლესიას და საპატრიარქო გახდა ოთხი. სხვათაშორის, მაშინ, როცა 1589 წელს რუსულ ეკლესიას მიენიჭა საპატრიარქოს სტატუსი, „პენტარხიის“ მომხრეები ამაში ხედავდნენ მორყეული თეორიის აღდგენას და ამტკიცებდნენ, რომ თითქოს რომის ადგილი მოსკოვმა დაიკავა. უნდა ვისაუბროთ თუ არა იმაზე, რომ ყველა ეს თეორია და მსჯელობა არანაირ კავშირში არაა ახალ აღთქმასთან და უკეთეს ვარიანტში წარმოადგენს ეკლესიათშორისი ურთიერთობების კონკრეტულ ისტორიულ პირობებში რეგულირების მცდელობას?
დღეს ე.წ. „პენტარხიის“ თეორია უფრო არის ისტორიული ფაქტი და არა ეკლესიის თანამედროვე მოწყობა და რასაკვირველია, არა ეკლესიოლოგიური დოგმატი. ამ თეორიით რაიმე განსაკუთრებული უფლებების დასაბუთება არის ისტორიული თემის სპეკულაცია და სხვა არაფერი.
მეოთხე, თუ ვისაუბრებთ „პენტარხიის“ თეორიაზე, ის სწორედ არ გულისხმობს კონსტანტინოპოლისთვის რაიმე განსაკუთრებული უფლებების მინიჭებას, არამედ აღიარებს ხუთი, პირველ ათასწლეულში არსებული საპატრიარქოს არსებობას. თუ კიდევ უფრო შორს წავალთ და მოსკოვის საპატრიარქოს ვცნობთ „პენტარხიის“ ხუთი საპატრიარქოდან ერთ-ერთად, გამოდის, რომ კონსტანტინოპოლი საერთოდ არაა მართალი.
რა იქნება შემდეგ?
ვრისკავთ ვივარაუდოთ, რომ მიტაცებების ახალი ტალღა თუ დაიწყება, ის არ იქნება მასშტაბური. ეს იმედი ემყარება არა ხელისუფლების „სინდისს“, არამედ ეკლესიის ძალას. უმე-ს სამწყსო ბოლო წელს გახდა გაცილებით უფრო აქტიური და ორგანიზებული საკუთარი საკუნსტიტუციო უფლებების დაცვაში. დიდი ლიტანიობის მასიურობა, ოპერატიულად ათასობით ადამიანის შეკრების უნარი უმაღლეს რადასთან ლოცვითი დგომის აქციისთვის და სხვა, აიძულებს ამ ხელისუფლებას დაფიქრდეს იმაზე, თუ რა საფასური ექნება ანტისაეკლესიო პოლიტიკის გაგრძელებას.
მეორეს მხრივ, სრულიად ნათელია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გავლენით ხელისუფლება დაუბრუნდა წინა პრეზიდენტის ანტისაეკლესიო პოლიტიკას. მეორეს მხრივ, - ყველას შესანიშნავად ესმის, რომ მანტრი უკრაინაში კონფესიათშორისი კონფლიქტების არარსებობისას კარგია მხოლოდ დიპლომატიური ხერხებისთვის, ხოლო სინამდვილეში უმე-ზე ზეწოლის მცდელობა იწვევს უკრაინის საზოგადოების კიდევ უფრო მეტ ნეგატიურ დამოკიდებულებას ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ მომდევნო არჩევნებზე შესაბამისი ციფრებით. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საგარეო და შიდაპოლიტიკური ვითარება ყალიბდება ამ ხელისუფლებისთვის საკმაოდ არახელსაყრელად. ჩრდილოეთის ნაკადი-2 მილსადენის თემაზე უკრაინა გააცურეს აშშ-მაც და გერმანიამაც. უკრაინას თავს ახვევენ „მწვანე ენერგეტიკის“თემას, რომელიც ჩვენი მრეწველობის ნარჩენების წვდომას ემუქრება და ასევე ენერგეტიკული კოლაფსის საფრთხეს ქმნის. საზოგადოებაში იზრდება უკმაყოფილება უკრაინის მიწების გაყიდვის თობაზე, რომელიც ვ. ზელენსკიმ დაუკანონა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ( ალბათ, უმჯობესია ითვქას, კურატორებს). უკვე დაანონსებულია გაზზე, ელექტროენერგიაზე ტარიფების, კომუნალური გადასახადების მატება. ამასთან, ეს მატება შეიძლება იყოს ისეთი, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს გადარჩენის ზღვარზე დააყენებს. ყველა ეს გარემოება ითამაშებს ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ და კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი ი ანტისაეკლესიო პოლიტიკაზე რეაქციის სახით მას არაფერში აწყობს.
მთავარი ფაქტორი, რომელიც გავლენას მოახდენს უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკაზე, ამასთან, მხოლოდ რელიგიურ სფეროში, ეს არის აშშ-ს მსოფლიო საქმეებზე გავლენის საგრძნობი შემცირება. ამის სიმბოლოდ იქცა ბოლოდროინდელი მოვლენები ავღანეთში, სადაც ამერიკელებს ქაოტურად მოუწიათ ევაკუაცია, ხოლო ავღანელ მოქალაქეებს, რომლებიც აშშ-ს რწმენითა და სიმართლით ემსახურებოდნენ, თალიბებს ჩაუგდეს ხელში. ბევრ ქვეყანაში პოლიტიკოსები დაფიქრდნენ: ღირს კი უკანმოუხედავად შეასრულო ამერიკის ადმინისტრაცის ნება-სურვილები, მითუმეტეს, თუ ეს ნება პირდაპირ ეწინააღმდეგება, როგორც ამ ქვეყნის ინტერესებს, ასევე ხშირად მოქმედ კანონმდებლობასაც?
რაც შეეხება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, ის სულ უფრო შორს მიდის თავის სურვილში დაიმკვიდროს თავისი პრივილეგირებულობა და განსაკუთრებულობა მართლმადიდებლურ სამყაროში. ფანარიონი ნაცვლად იმისა, რომ ეძებოს მეუ-ს აშკარად ჩავარდნილ პროექტში უკანდასახევი გზები, პირიქით აცხადებს, რომ ეს პროექტი წარმოადგენს „რეალობას“.
22 აგვისტოს კიევის სოფიას ტაძარში პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს უწოდო ანაქრონიზმი და სამუზეუმო ექსპონატი -არასწორია. თუმცა, თუ ფანარინი გონს არ მოეგება, ამასთან უახლოეს ხანებში, გამორიცხული არაა, რომ მას სწორედ ეს მოუვა.