პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი: ვაპროტესტებთ თუ შეხვედრას ვითხოვთ?

18 August 2021 23:20
58
გადაწყვეტს თუ არა პატრიარქი ბართლომე მოვიდეს უმე-ს მორწმუნეებთან შეხვედრაზე? ფოტო: СПЖ გადაწყვეტს თუ არა პატრიარქი ბართლომე მოვიდეს უმე-ს მორწმუნეებთან შეხვედრაზე? ფოტო: СПЖ

ფანარიონის მეთაური ვიზიტის გაუქმებას არ გეგმავს, რადგანაც მორწმუნეები მასთან შეხვედრას მოითხოვენ. გადაწყვეტს კი ის მოსვლას? და გონივრულია თუ არა შეხვედრა მასთან?

უმე-ს მორწმუნეები ბოლო რამოდენიმე თვე სხვადასხვა ხერხით გამოხატავდნენ პროტესტს უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს ვიზიტის წინააღმდეგ. 2021 წლის დიდი ლიტანიობის დროს, რომელმაც 350 ათასი მორწმუნე შეკრიბა, ადამიანების ხელში შეგვეძლო დაგვენახა პლაკატები მოთხოვნით არ ჩამოსულიყვნენ ჩვენს ქვეყანაში. გარკვეული დროის შემდეგ ზოგიერთ ეპარქიაში ჩატარდა ფლეშმობი #შეჩერდიბართლომე.

მორწმუნეებმა ეპარქიის ცენტრებშიც და პატარა სოფლებშიც არ დაზოგეს დრო და ძალა, პატრიარქ ბართლომეს ვიზიტის წინააღმდეგ დაწერეს პლაკატები უკრაინულ, ინგლისურ, ბერძნულ ენებზე და საპროტესტო აქციები ჩაატარეს.

პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი: ვაპროტესტებთ თუ შეხვედრას ვითხოვთ? фото 1
უმე-ს თემი რადივოლში, როვენის ოლქი. ფოტო: Фейсбук Ярослав Возняк
პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი: ვაპროტესტებთ თუ შეხვედრას ვითხოვთ? фото 2
მიძინების სახელობის პოჩაევის ლავრის მორწმუნეები. ფოტო: Фейсбук архиепископа Ионы
პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი: ვაპროტესტებთ თუ შეხვედრას ვითხოვთ? фото 3
წმინდა მთავარ ალექსანდრე ნეველის ტაძრის თემი მელიტოპოლში. ფოტო: Фейсбук о. Геннадия Елина
პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი: ვაპროტესტებთ თუ შეხვედრას ვითხოვთ? фото 4
უმე-ს ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის თემი სოფელ სოლგუტოვოში, კიროვოგრადის ოლქი. ფოტო: Фейсбук Евгения Ильченко

ყველა ეს აქცია ჯერ კიდევ გრძელდება. რამდენადაც პატრიარქმა ბართლომემ რიგი განცხადება გააკეთა, რომლებშიც დაადასტურა თავისი განზრახვა ჩასულიყო უკრაინაში, მორწმუნეებმა გადაწყვიტეს მოეთხოვათ მასთან შეხვედრა. თუმცა, სანამ გავანაალიზებთ ტაქტიკის ასეთ ცვლილებას და ვიმსჯელებთ, მართებულია თუ არა ის საერთოდ, აუცილებელია გაირკვეს, თუ რას წარმოადგენდა წინამორბედი პროტესტი ფანარიონის მეთაურის ვიზიტის წინააღმდეგ და რითია ისინი გამოწვეული.

მორწმუნეთა პროტესტი ფანარიონის მეთაურის ვიზიტის წინააღმდეგ: პოლიტექნოლოგიები თუ სულის ყივილი?

უმე-ს დიდ ლიტანიობაზე შეიძლება ვნახოთ ბევრი პლაკატი უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტით: „ბართლომე, ნუ დათესავ არეულობას!“, „წმინდა ვლადიმირ, დაგვიცავი ბართლომესგან!“, „ბართლომე - განხეთქილება!“, „უფალი არის სიყვარული, ბართლომე არის განხეთქილება!“, „ვლადიმირმა გააერთიანა კიევის რუსეთი მართლმადიდებლობით, ბართლომე ყოფს ტომოსით!“, „უფალი სიყვარულია, ბართლომე - ტაციაობა!“, „ბართლომე, ნუ იპარავ ჩვენს ეკლესიებს!“, „შეჩერდეს ბართლომეს რეიდერობა!“ და ა.შ.

უმე-ს ოპონენტებმა დაიწყეს განცხადება, რომ თითქოს, ეს არის „ზემოდან“ ორგანიზებული პოლიტიკური აქცია და რომ თითქოს ადამიანებს აიძულებდნენ დაეწერათ და ეტარებინათ ეს პლაკატები. თუმცა, თუ ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით „ანტიბართლომესეულ“ წარწერებს, დავინახავთ, რომ პრაქტიკულად ყველა მათგანი კუსტარულადაა დამზადებული. ყველა მათგანი იმ ადამიანების მიერაა დაწერილი, რომელთაც ის ხელში ეჭირათ, რამდენადაც ყველა პლაკატი სხვადასხვაგვარად გამოიყურებოდა. ეს არაა ცენტრალიზებული აქცია, მასში არ შეინიშნებოდა არანაირი კოორდინაცია. იმის არანაირი ნიშანი, რომ მოცემული პროტესტი ინიცირებულია „ზემოდან“, არაა. ეს ერთმნიშვნელოვნად არის ინიციატივა „ქვემოდან“. გარდა ამისა, „ანტიბართლომესეული“ პლაკატების მქონე ადამიანები არცთუ ბევრი იყო. მორწმუნეების ცნობიერებაში სიხარული კიევის რუსეთის მართლმადიდებლობის დღესასწაულის გამო მაინც აღემატება უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს ვიზიტისგან გამოწვეულ იმედგაცრუებას. ნებისმიერს, ვინც მონაწილეობა მიიღო ლიტანიობაში ან ყოველ შემთხვევაში გვერდით იმყოფებოდა, შეეძლო ეგრძნო სიხარულის ის ენით აღუწერელი ატმოსფერო, ლოცვა და ერთიანობა, რომელიც იქ სუფევდა. ამ ატმოსფეროში საპროტესტო მოტივები იძირებოდა და სულაც არ წარმოადგენდა დომინირებად მოტივს დიდ ლიტანიობაში.

პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი: ვაპროტესტებთ თუ შეხვედრას ვითხოვთ? фото 5
მრევლი პლაკატებით ხელში ვლადიმირის გორაკზე. ფოტო: Клименко тайм

შეიძლება ერთმნიშვნელოვნად იმის მტკიცება, რომ „ანტიბართლომესეული“ პლაკატები არის არა უბრალოდ ინიციატივა ქვემოდან, არამედ იმ ქრისტიანების სული ყივილი, რომლებმაც თავიანთ ტყავზე გამოსცადეს „დედა-ეკლესიის სიყვარული“ ტაძრების მიტაცების, ცემისა და მუქარის სახით.  შეიძლება ამ ადამიანების გაგება: მათ წაართვეს ტაძრები, რომლებიც ააგეს, გაარემონტეს და მორთეს საკუთარი სახსრებით, მათი საკუთარი ცხოვრება და ჯანმრთელობა საშიშროების ქვეშ იყო მოქცეული, მათ თავიანთ თავზე გამოსცადეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცინვა  მეუ-ს მომხრეების მხრიდან. და ამ ძალადობის ერთ-ერთ მთავარ ინიციატორს წარმოადგენს პატრიარქი ბართლომე. სწორედ მან გაუხსნა ხელ-ფეხი მიტაცებებს და ძალადობას სოფლებში და სწორედ ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც იქ ხდება. სამართლიანობის სახელით უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინაში ტომოსთან დაკავშირებულ ისტორიამდეც ხდებოდა ტაძრების მიტაცებები, მაგრამ პატრიარქ ბართლომეს ჩარევის შემდეგ ეს პროცესები თვისობრივად ახალ დონეზე ავიდა და შიდა პოლიტიკის ნაწილადაც კი იქცა თითქმის. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ „დედა-ეკლესიის სიყვარულისგან“ დაზარალებულები თავიანთ დამოკიდებულებას გამოხატავენ მის მიმართ და მოუწოდებენ მას გონს მოეგოს.

შეიძლება ერთმნიშვნელოვნად ვამტკიცოთ, რომ  „ანტიბართლომესეული“ პლაკატები არის არა უბრალოდ ქვემოდან წამოსული ინიციატივა, არამედ იმ ქრისტიანების სულის ყივილი, რომლებმაც თავიანთ ტყავზე გამოსცადეს „დედა-ეკლესიის სიყვარული“ ტაძრების მიტაცების, ცემისა და მუქარის სახით.

მაგალითად, ვოლინის მხარის სოფელ გოდომიჩის უმე-ს წმინდა საფარველის დევნილი თემის წინამძღვარი მამა იოანე შკაბურა ამბობს შემდეგს ამ საკითხზე: „მე უბრალო მღვდელი ვარ. და როგორიც არ უნდა იყოს პატრიარქი, არ უნდა განვსაჯო მისი საქციელი, ყველა პასუხს აგებს თავისი სიცოცხლისთვის უფლის წინაშე. თუმცა, მაინც, პატრიარქს, რომელიც ასეთ ქცევას სჩადის, უნდა ახსოვდეს, რომ საშინელ სამსჯავროზე ძალიან რთული იქნება მათზე პასუხის გამო. ვიმედოვნებთ, რომ უფალი გაუნათებს მას გონებას“. აღსანიშნავია, რომ ამ სიტყვებში არაა არც სიძულვილი, არც მუქარა, არც შურისძიების წყურვილი. არის მხოლოდ წუხილი იმაზე, რომ პატრიარქ ბართლომეს სულს ადრე თუ გვიან მოუწევს დაინახოს მისი საქციელის ყველა შედეგი, მორწმუნეების ყველა ცრემლი და დარდი, რომელიც მან მათ მოუტანა და ამის გამო პასუხის გაცემა უფლის სამსჯავროს წინაშე.

უფრო მკვეთრი იყო როვენის მხარის სოფელ ბერესტიედან დედა ულიანა ტაბოროვეცი, რომელიც იცავდა თავის ტაძარს მეუ-ს რეიდერებისგან ორსულობის ბოლო თვეებში მყოფი: „რომ მას (პატრიარქ ბართლომეს - რედ.) მალე მოუწევს უფალთან წასვლა და უფლის თვალებში ჩახედვა. რას იტყვი მაშინ, ძია? დიახ, მე ვამბობ „ძია“, რადგანაც მას არ ვთვლი უკვე პატრიარქად, რადგანაც მან კანონები უგულებელყო. ის თავად გახდა განხეთქილებაში მყოფი, აღიარა რა ისინი. ეს რა გააკეთა მან? განსჯის უფლება არ მაქვს, შემიძლია მხოლოდ საქციელის დაგმობა. თუმცა, ეს საშინელებაა. საშინელებაა - რამდენი რამ ჩაიდინა, რამდენი ცრემლი დაიღვარა. და სისხლიც დაიღვარა სხვა ტაძრებში, რამდენადაც ვიცი“. დიახ, ეს მკვეთრი სიტყვებია, მაგრამ სიმართლეა. სოფელ ბერესტიეს მორწმუნეებს არა მხოლოდ ტაძარი, არამედ საეკლესიო სახლიც და სასაფლაოზე  სამრეკლოც კი წაართვეს.

გამოდის, ყველა ეს „ანტიბართლომესეული“ პლაკატი, ისევე როგორც საერთოდ პროტესტი - არის ტანჯული ხალხის ხმა.

მოსალოდნელია თუ არა ახალი მიტაცებები?

უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს ვიზიტის წინააღმდეგ პროტესტი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე არა მხოლოდ რეაქციაა ბოროტებაზე, რომელიც უკვე განხორციელდა უმე-ს თემებთან მიმართებაში, არამედ მცდელობაც თავიდან იქნეს აცილებული ამ ბოროტების კიდევ უფრო გავრცელება. იმაზე, რომ ტაძრების მიტაცება და სხვა ძალადობა აუცილებლად მოხდება ფანარიონის მეთაურის ვიზიტთან დაკავშირებით, პრაქტიკულად ღია ტექსტით საუბრობს სერგეი (ეპიფანე) დუმენკო, მეუ-ს მეთაური: „იმათ, ვინც მზად იყო, მიიღო გადაწყვეტილება (მეუ-ში გადასვლასთან დაკავშირებით - რედ.). თუმცა, იქნება სხვა ტალღაც. და არა ნაკლები, არამედ, უფრო დიდი. ამიტომაც, მათ (უმე- რედ.) აქვთ გარკვეული შიში მსოფლიო პატრიარქის უკრაინაში ვიზიტის გამო“ („რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემული ინტერვიუდან 24.04.2021 წ.). უნდა განვმარტოთ, რომ ტერმინი თემის „გადასვლა“ მეუ-ს იურისდიქციაში, რომელიც მუდმივად გამოიყენება მეუ-ს მომხრეების მიერ, სინამდვილეში უმეტესად ნიშნავს მათ ძალადობრივ მიტაცებას ან უკანონო ხელახლა რეგისტრაციას.

 ასევე მიტაცების ახალ ტალღაზე საუბარი იყო ს. დუმენკოს აშშ-ს სახელმწიფო მდოვნის მეთაურთან ე. ბლინკენთან შეხვედრისას, ამ უკანასკნელის კიევში 2021 წლის მაისში ვიზიტის დროს. მოლაპრაკებების შედეგების მიხედვით მეუ-ს პრეს-სამსახურმა გვამცნო: „განსაკუთრებული ყურადღება ბატონ ბლინკენის მოკლე, მკაფიო და დატვირთული პროგრამის გათვალისწინებით, ვიზიტის შინაარსიანი შეხვედრის დროს, ყურადღება დაეთმო უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ჩამოყალიბების, ხელოვნური დაბრკოლებების აღმოფხვრის მნიშვნელობის საკითხს თავისუფალი, სინდისის თავისუფლების პრინციპის საფუძველზე დამყარებული თემების მიერ საკუთარი კუთვნილების განსაზღვრის დროს“. იმაზე, თუ რას ნიშნავს „თემების მიერ საკუთარი კუთვნილების თვაისუფალი განსაზღვრა“ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

ამიტომაც, პროტესტი უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს ვიზიტის წინააღმდეგ არის ადამიანების მიერ მიმდინარე მოვლენების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების კანონზომიერი გამოხატულება, რომელთაც არ სურთ უწინდელი კოშმარების განახლება.

რა კავშირი აქვს პატრიარქ ბართლომეს უკრაიანასთან?

სპოილერი - არანაირი.

ამის მიუხედავად, გთავაზობთ ამ საკითხის დეტალურად გაანალიზებას, ამასთან, მეუ-ს პროპაგანდისტის ი. მიშჩენკოს გამონათქვამების რაკურსში, რომ პატრიარქი ბართლომეს კრიტიკოსები „საჭიროა უუს-ს  გადასცე“. რა სტატუსი უნდა ჰქონდეს ბართლომეს უკრაინასთან მიმართებაში, რათა მისი კრიტიკოსებით დაინტერესდეს უსაფრთხოების სამსახური?

უკრაინის სახელმწიფოს თვალსაზრისით, პატრიარქი ბართლომე არის უცხოეთის მოქალაქე, რომელიც თავის ქვეყანაშიც (თურქეთი) კი წარმოადგენს უცხოური რელიგიური ორგანიზაციის მეთაურს. ამასთან, ამ რელიგიური ორგანიზაციის სტატუსი თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ სპეციფიკურია. კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლუი ეკლესია, უფრო ზუსტად კი, მისი მმართველი ორგანო თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა თავად ამ ქვეყანაში მას პრაქტიკულად არ გააჩნია სამწყსო. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ყველა მორწმუნე სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, უპირატესად, აშშ-ში.

საერთაშორისო სამართლის მეცნიერებაში ანსხვავებენ საჯარო სამართლის საერთაშორისო ორგანიზაციებს ან საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფუძნებულია სახელმწიფოების მიერ და მათგან იღებენ თავიანთ სამართალსუბიექტურობას. არსებობს კერძო სამართლის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც შექმნილია სხვადასხვა ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ. რასაკვირველია, ადგილობრივი სამართლებრივი ეკლესია, როგორსაც წარმოადგენს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, არ განეკუთვნება არც ერთ და არც მეორე კატეგორიას, მაგრამ კვლავაც, სახელმწიფოს თვალსაზრისით, ის ახლოსაა კერძო სამართლის ორგანიზაციებთან. რახან ეს ასე, გამოცანად რჩება, რატომ მიიწვია ვ. ზელენსკიმ პატრიარქი ბართლომე უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე: კონსტიტუციის თანახმად, ესაა საერო დღესასწაული, ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან, პატრიარქ ბართლომეს დამსახურება უკრაინის დამოუკიდებლობის მოპოვებაში არ შეინიშნება.

პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში არ ჰყავს საკუთარი სამწყსო, თუ არ ჩავთვლით კიევში ანდრიას სახელწოდების ეკლესიის ათეულ მრევლს, რომელიც ფანარიონს გადაეცა სტავროპიგიის სახით.

იქნებ, პატრიარქი ბართლომე წარმოადგენს მნიშვნელოვან პერსონას მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უკრაინაში (მეუ)? თუმცა, აქაც მივდივართ საინტერესო დასკვნამდე: ფორმალურად, არ წარმოადგენს. თუ მეუ-ს მეთაურის სერგეი (ეპიფანე) დუმენკოსა და სხვა პირების განცხადებებს დავუჯერებთ, რომლებმაც ამ თემაზე ისაუბრეს, მეუ-ს გააჩნია თვითმმართველი რელიგიური სტრუქტურის სტატუსი, რომელზეც არ ვრცელდება მართვის არანაირი ზემდგომი დონე. ანუ პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში არ გააჩნია საკუთარი სამწყსო, თუ არ ჩავთვლით კიევში ანდრიას სახელობის ეკლესიის ათეულ მრევლს, რომელიც ფანარიონს გადაეცმა სტავროპიგიის სახით. რაც, სხვათაშორის, საკმაოდ სადაოა უკრაინის კანონმდებლობის თვალსაზრისით. რომის პაპის ფრანცისკეს მიწვევა ამ კუთხით გაცილებით უფრო ლოგიკური იქნებოდა, რადგანაც ის წარმოადგენს ორი უკრაინული რელიგიური ორგანიზაციის: უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური და რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურს.

პატრიარქ ბართლომეს მიწვევამ შეიძლება მხოლოდ ის ფაქტი დაადასტუროს, რომ მეუ-ს საერთოდ არ გააჩნია ნამდვილი ავტოკეფალური სტატუსი, არამედ დამოკიდებულია ფანარიონზე, რომელსაც ტომოსის ტექსტის თანახმად, გააჩნია უფლებამოსილებები ამ რელიგიური ორგანიზაციის მართვის თაობაზე და ასევე წარმოადგენს მასთან მიმართებაში უმაღლეს სასამართლო ინსტანციას.

რატომ გადაწყვიტეს მორწმუნეებმა ფანარიონის მეთაურთან შეხვედრის მოთხოვნა

შეიძლება დისკუსიის წარმართვა, შეეძლო თუ არა მორწმუნეთა პროტესტს გავლენის მოხდენა პატრიარქ ბართლომეს გადაწყვეტილებაზე ჩასულიყვნენ უკრაინაში ან არა, მაგრამ დღეისათვის ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ ვიზიტის დასტური ფანარიონისგან, ასევე კიევისგან და ასევე ვიზიტის პროგრამა. ასე მაგალითად, 21 აგვისტოს მიხეილის ზლატოვერხის ტაძარში შედგება ფანარიონის მეთაურის შეხვედრა მეუ-ს „სამღვდელოებასთან“, ხოლო 22 აგვსიტოს - „ლიტურგია“ კიევის წმინდა სოფიას ტაძარში.

21 აგვისტოს პატრიარქი ბართლომე შეხვდება უმაღლესი რადას კედლებში მის სპიკერს, დ. რაზუმკოვს. საზოგადოებრივ კავშირში „ერისკაცები“ წერილი დაწერეს პატრიარქ ბართლომეს მიმართ შეხვედრის მოთხოვნით და მორწმუნეებს მოუწოდებენ მოვიდნენ 9:00-ზე უმაღლეს რადასთან, რათა ფანარიონის მეთაურს აჩვენონ მათი უკმაყოფილება უკრაინაში მის ქმედებებთან დაკავშირებით. „ერისკაცებმა“ ამ ღონისძიების მიზანი თავიანთ ტგ-არხზე განმარტეს:

„კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უნდა გაიგოს, რომ მის წარმოდგენას უკრაინის საეკლესიო სიტუაციის შესახებ არაფერი აქვს საერთო რეალურ სინამდვილესთან. რომ ჩვენ ვართ უკრაინელები უკრაინული პასპორტებით და არა ურმე, „უფს-ს აგენტები“ ან მარგინალური „არარსებული ეკლესია“, როგორც ის ახლა გვიწოდებს. რომ ჩვენ ვართ უდიდესი კანონიკური ეკლესია, რომელიც დგას ჩვენს მიწაზე უკვე 1033 წელია. რომ ჩვენი წინამძღოლი -უნეტარესი ონუფრი არის კიევისა და სრულიად უკრაინის კანონიერი მიტროპოლიტი და არა „რუსეთის იერარქი უკრაინაში“.

გამართლებულია თუ არა გადასვლა ვიზიტის წინააღმდეგ პროტესტიდან შეხვედრის მოთხოვნაზე?

ვფიქრობ, რომ სრულიად გამართლებულია.  პატრიარქ ბართლომეს ვიზიტის წინააღმდეგ პროტესტის გაგრძელება, როცა საკითხი უკვე გადაწყვეტილია, ერთმნიშვნელოვნარ არაა გონივრული. პროტესტს აქვს აზრი მაშინ, როცა ჯერ კიდევ არის იმის ალბათობა, რომ გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს. მოცემულ შემთხვევაში ყველა დაინტერესებული მხარე -ეს კი არის კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, მეუ და პრეზიდენტის ოფისი - აცხადებს, რომ ვიზიტი შედგება. ამ პირობებში ვიზიტის  წინააღმდეგ პროტესტი უკვე მარგინალური იქნება. თუ პროტესტი გაგრძელდება, საჭირო გახდება აქცენტების გადატანა, პროტესტის გამოხატულება არა თავად ვიზიტის, არამედ უკრაინაში ფანარიონის მოქმედებების წინააღმდეგ.

პროტესტი ხომ არ წარმოადგენს თვითმიზანს. ფანარიონთან მიმართებაში მორწმუნეების ყველა ძალისხმევის მიზანს წარმოადგენს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მღვდელმთავრების მიერ უკრაინაში მათი გადაწყვეტილებების დამღუპველობისა და ცოდვის გაცნობიერება, რათა პატრიარქმა ბართლომემ გააუქმოს ისინი და მოინანიოს მათი სისხლიანი (სიტყვის სრული მნიშვნელობით) შედეგები. ეს მიუღწეველი მაქსიმუმია. ამოცანა მინიმუმი კი არის უმე-ზე სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლის შემცირება ან შეწყვეტა, შემცირდეს ან შეწყდეს ტაძრების მიტაცება და საშუალება მიეცეს უმე-ს მორწმუნეებს სრულად მოახდინონ მათი უფლებების რეალიზება სინდისისა და რელიგიის თავისუფლების კუთხით, როგორც ეს გარანტირებულია კონსტიტუციის მიერ უკრაინის მოქალაქეებისთვის.

ამ მიზნებიდან გამომდინარე ხდება პროტესტის ან სხვა აქციების ფორმის არჩევა. დიახ, უმჯობესი იქნებოდა, თუ პატრიარქი ბართლომე საერთოდ უარს იტყოდა უკრაინაში ვიზიტზე. თუმცა, თუ ეს უკვე გარდაუვალია, საჭიროა ვეცადოთ მას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის რელიგიურ სფეროში და რა შედეგები გამოიწვია მისმა ქმედებებმა. ამ დრომდე არსებობს იმის ალბათობა, რომ პატრიარქ ბართლომეს არ აწვდიან სრულად ინფორმაციას ან მას ამახინჯებენ იმდენად, რომ მას უყალიბდება წარმოადგენა იმაზე, რომ მან ყველაფერი სწორად გააკეთა, რომ უკრაინაში, მისი გადაწყვეტილებების წყალობით განხეთქილება გაქარწყლდა და რომ „მადლიერი“ უკრაინელები მას ელოდებიან გაშლილი ხელებით. იმის ალბათობა, რომ პატრიარქი ბართლომე კეთილსინდისიერად ცდება, რასაკვირველია, არაა დიდი. და იმის ალბათობა, რომ პატრიარქი ბართლომე თავის ძვირფას დროს უმე-ს მორწმუნეებს დაუთმობს, რომელიც მან „გააუქმა“, მაინც ნულს უტოლდება.  საქმე იმაშია, რომ უმაღლეს რადასთან დაანონსებული ლოცვითი დგომის ადრესატია მხოლოდ პატრიარქი ბართლომე. ის ასევე მიმართულია უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლებიც ამაში დაინახავენ უკრაინის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის სამოქალაქო პოზიციას. ის მიმართულია სხვა ადგილობრივი ეკლესიების მიერ, რომლებმაც აღიარეს და არ აღიარეს მეუ-ს პროექტი. ეს ახსენებს მათ, რომ „გაუქმებული“ უმე არსებობს, რომ ის კვლავაც არის ყველაზე მრავალრიცხოვანი კონფესია უკრაინაში და რომ მის გარემოში მოღალატეები საკმაოდ ბევრი მოიძებნა.

აი, რას წერენ ამაზე „ერისკაცები“: „ჩვენი მოწოდება შეხვედრაზე პატრიარქ ბართლომეს აყენებს რთული არჩევანის წინაშე: თუ მისი სინდისი სუფთაა და ის ნამდვილად განიცდის მართლმადიდებელი უკრაინელების ბედს, როგორც ყველგან აცხადებს, ის მოვა და მოისმენს სრულ სიმართლეს. ამის შემდეგ ის ვერ შეძლებს მისი უწინდელი პოლიტიკის გაგრძელებას. თუ ფანარიონის მეთაური მოახდენს „მისი სამწყსოს“ (როგორც ის მას უწოდებს) იგნორირებას, ამით მთელი მსოფლიოს წინაშე თვალსაჩინოდ დადასტურდება საკუთარი რიტორიკის პირფერობა“.

ლოცვითი დგომა მიმართულია უკრაინის შიგნით ეკლესიის მტრების წინააღმდეგ. ჩვენ არ ვაპირებთ გულხელდაკრეფილი ჯდომას, არამედ დავიცავთ ჩვენს ეკლესიას ყველა კანონიერი საშუალებით.

ღონისძიება უმაღლეს რადასთან ასევე მიმართულია უმე-ს მორწმუნეებისადმი. ესაა მოწოდება გავერთიანდეთ ჩვენი წინამძღოლის უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრის ირგვლივ და გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბედი, მათ შორის, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ